როგორ დავიცვათ თავი კორონავირუსისგან – WHO რეკომენდაციები

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ (WHO) კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ის გვთავაზობს ექვს გზას, თუ როგორ შეიძლება დავიცვათ თავი, ოჯახის წევრები და საზოგადოება კორონავირუსისგან: [checklist] ხშირად დაიბანეთ ხელები ალკოჰოლის შემცველი საწმენდებით ან საპნით და წყლით. ხველების ან დაცემინების დროს, აიფარეთ პირსა და ცხვირზე ხელი (იდაყვის ნაწილი) ან ქაღალდის ხელსახოცი, რომელიც შემდეგ მალევე უნდა მოიშოროთ და დაიბანოთ ხელები. …

საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის მოქალაქეებს ჩინეთიდან თურქეთი გამოიყვანს

თურქეთი ჩინეთის ქალაქ ვუჰანიდან საკუთარი მოქალაქეების ევაკუაციას იწყებს. თურქული საინფორმაციო სააგენტო “ანადოლუს” მიერ  გავრცელებული ინფორმაციით, თურქეთის 34 მოქალაქესთან ერთად დაგეგმილია საქართველოს შვიდი,  აზერბაიჯანის შვიდი და  ალბანეთის ერთი მოქალაქის ევაკუაციაც. თურქეთში დაბრუნების შემდეგ ყველა მათგანს კარანტინში გააჩერებენ.  ვუჰანში მყოფი მოქალაქეების ევაკუაციის გადაწყვეტილება თურქეთმა ჩინეთში გავრცელებული კორონავირუსის გამო მიიღო. სამხედრო თვითმფრინავი ანკარაში მდებარე სამხედრო ბაზიდან ჩინეთში დღეს, …

ბათუმში ორი ჩინელი ტურისტი ექიმებმა კორონავირუსზე შეამოწმეს, ვირუსი არ დადასტურდა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარაში მყოფ ორ ჩინელ ტურისტს კორონავირუსზე შემოწმება ჩაუტარდა. ისინი ტურისტულად იმყოფებიან ბათუმში და ორი კვირის წინ შემოვიდნენ. ტურისტებს 37 გრადუსი ტემპერატურა აღენიშნებოდათ, რის შემდეგაც სასტუმროს ადმინისტრაცია, სადაც ტურისტები არიან გაჩერებული, ჯანდაცვის სამინისტროს დაუკავშირდა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ნინო ნიჟარაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ორი ტურისტი ქალი, იმ პროვინციის სიახლოვეს ცხოვრობს ჩინეთში, საიდაც კორონავირუსი …

ფოთის პორტში, რეიდზე დგას ჩინური გემი, რომელმაც ჩინეთი 24 ნოემბერს დატოვა

ჩინური დროშის ქვეშ მცურავი გემი JI XIANG SONG-ი, რომელიც ფოთის პორტში ხვალ, 29 იანვარს შემოვა, ჩინურ პორტში ბოლოს ორი თვის წინ, 24 ნოემბერს იმყოფებოდა. გემი საქართველოს ტერიტორიულ წყლებში 24 იანვარს შემოვიდა და ოთხი დღეა ფოთის საზღვაო აკვატორიაში, რეიდზე დგას. ფოთის პორტში ყოველდღიურად რამდენიმე გემი შემოდის, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნის დროშის ქვეშ ცურავენ. დღეს, 28 იანვარს, სხვადასხვა …

კორონავირუსზე მგზავრებს სარფის საბაჟოსა და ბათუმის აეროპორტშიც ამოწმებენ – საგანგებო

კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ პრევენციული ღონისძიებები აჭარაშიც დაიწყო. საქართველოს საზღვარზე შემოსული მგზავრების შემოწმება მაღალ ტემპერატურასა და სხვა კლინიკურ ნიშნებზე, ბათუმის აეროპორტსა და სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზეც ხდება. სკრინინგს თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი ახორციელებს. როგორც შპს „ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის“ ხელმძღვანელი მინდია კახიძე ამბობს, ამ დრომდე მაღალი ტემპერატურა ან …

Exit mobile version