Batumelebi | აჭარის პოლიციის უფროსი: მოწმდება ავტომანქანები, რამდენიმე პირს ჰქონდა მაღალი ტემპერატურა აჭარის პოლიციის უფროსი: მოწმდება ავტომანქანები, რამდენიმე პირს ჰქონდა მაღალი ტემპერატურა – Batumelebi

აჭარის პოლიციის უფროსი: მოწმდება ავტომანქანები, რამდენიმე პირს ჰქონდა მაღალი ტემპერატურა

დღეს, 31 მარტს, დილიდან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, ბლოკ-პოსტებზე დაიწყო ავტომანქანების შემოწმება.

როგორც აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი კოტე ანანიაშვილი ამბობს, შს სამინისტრო თავდაცვის სამინისტროსთან ერთად აკვირდება საგანგებო მდგომარეობის შესრულების პროცესს.

„ბლოკ-საგუშაგოებზე მიმდინარეობს როგორც ავტომანქანების ვიზუალური დათვალიერება, ასევე ხდება თერმოსკრინინგიც.  რამდენიმე პირი იყო, რომელსაც აღენიშნებოდა ზღვრულს ზემოთ ტემპერატურა და მივუთითე, რომ სამედიცინო პუნქტში გაიაროს კონსულტაცია. ჯერჯერობთ არ ყოფილა რაიმე წინააღმდეგობის ფაქტი“ – განაცხადა კოტე ანანიაშვილმა.

ამ დროისთვის ბათუმში 3 ბლოკ-პოსტი და ოთხი დამხმარე საგუშაგოა.

დღეს, 31 მარტს, 21:00 საათიდან ამოქმედდება კომენდანტის საათი. კომენდანტის საათის დროს, ქალაქში გადაადგილება იზღუდება ყველა ტიპის მოძრაობა, გადაადგილება შეუძლიათ მხოლოდ სპეციალური საშვის მქონე პირებს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com