მთავრობამ 13 მილიონად ნაყიდი ზეთი და შაქარი 12 მილიონად გაყიდა/გასცა 

პანდემიის დაწყებიდან ორი თვის შემდეგ სახელმწიფო მარაგისთვის ნაყიდი ზეთი და შაქარი მთავრობამ ორ თვეში აუქციონზე გაყიდა. მარაგის ნაწილი კი, უსასყიდლოდ, შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებს გადასცა. მთავრობამ მარაგში დახარჯა 13 498 735 ლარი, ეს მარაგი კი გაცილებით იაფად 12 319 936 ლარად გაყიდა, მათ შორის „ქართული ოცნების“ შემწირველებზე, ან გასცა სახელმწიფო უწყებებზე. მარაგისთვის ჯამში 4 …

აცრილი ადამიანები არ იღუპებიან კოვიდით და დაავადება არ უმძიმდებათ – კულუმბეგოვი

კოვიდზე ორჯერ აცრილი ადამიანი შეიძლება ინფიცირდეს კოვიდით, მაგრამ მინიმალურია რისკი, რომ მან ვინმეს გადასდოს ვირუსი – ამბობს ბიძინა კულუმბეგოვი, ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის კლინიკური განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი. „არ არსებობს დედამიწაზე ვაქცინა, რომელიც 100 პროცენტით დაცვის უნარით გამოირჩევა, მხოლოდ წითელას ვაქცინა არის ახლოს ამასთან. კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების შემდეგ შესაძლებელია ადამიანი დაინფიცირდეს, მაგრამ მთავარი და მნიშვნელოვანი, …

ვის აცრიან კოვიდზე კლინიკაში მიუსვლელად – უნდა შეიქმნას მობილური ჯგუფები

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის სერვისის მიმწოდებელ კლინიკებს დაევალათ, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურების მოთხოვნის საფუძველზე, უზრუნველყონ მობილური ჯგუფების ფორმირება, რათა გარკვეული კატეგორიის პირები ადგილზე, კლინიკაში მიუსვლელად აცრან. საქართველოს მთავრობამ 9 ივნისს შესაბამისი ცვლილება „2021 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ მთავრობის დადგენილებაში შეიტანა, რითაც დაემატა შემდეგი პუნქტი: „ახალი კორონავირუსული დაავადების − COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის სერვისის მიმწოდებელი დაწესებულება …

აჭარაში კოვიდის 39 ახალი შემთხვევა დადასტურდა | 10 ივნისი

10 ივნისის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 39 ახალი შემთხვევა დადასტურდა. Stopcov.ge-ის მონაცემებით, დღეისათვის აჭარის კოვიდკლინიკებში 305 პაციენტი მკურნალობს, მათგან 8 მართვით სუნთქვაზეა. აჭარის კოვიდსასტუმროებში ბოლო მონაცემებით იმყოფება 224 ინფიცირებული.

კოვიდით გარდაიცვალა 14 პაციენტი, დადასტურდა 705 ახალი შემთხვევა

10 ივნისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 705 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 33 253 კვლევა ტესტით. ბოლო 24 საათში საქართველოში 14 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით. ამ ეტაპზე საქართველოში 3 230 ადამიანი მკურნალობს კოვიდკლინიკებში, მათგან 689  მძიმე პაციენტია. 9 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.12 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.75%, ხოლო …

რატომ ავიცრა, თუ მაინც უნდა დავინფიცირდე? – რას ამბობს NCDC

მოქალაქეები ხშირად კითხულობენ, თუ რატომ ინფიცირდება სრულად ვაქცინირებული ადამიანი კორონავირუსით და „მაშინ რა აზრი აქვს აცრას, თუ მაინც უნდა დაავადდე?“ „კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინები ადამიანს იცავს კორონავირუსის მძიმე ფორმით დაავადების, ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილისგან. თუმცა არც ერთი ვაქცინა არ უზრუნველყოფს აბსოლუტურ დაცვას ინფიცირებისგან“, – განმარტავს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი. როგორ გვიცავს ვაქცინა? ცნობილია, რომ იმუნური სისტემა უზრუნველყოფს …

აჭარაში კოვიდის 71 ახალი შემთხვევაა | 9 ივნისი

9 ივნისის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 71 ახალი შემთხვევა დადასტურდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, დღეისათვის აჭარის კოვიდკლინიკებში 271 პაციენტი მკურნალობს, მათგან 11 მართვით სუნთქვაზეა. აჭარის კოვიდსასტუმროებში ბოლო მონაცემებით იმყოფება 197 ინფიცირებული.

კოვიდით გარდაიცვალა 31 პაციენტი, დადასტურდა 821 ახალი შემთხვევა

9 ივნისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 821 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 38 478 კვლევა ტესტით. ბოლო 24 საათში საქართველოში 31 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით. ამ ეტაპზე საქართველოში 3 210 ადამიანი მკურნალობს კოვიდკლინიკებში, მათგან 708 მძიმე პაციენტია. 8 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.13 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.77%, ხოლო …

ჩინეთმა გადაწყვიტა „სინოვაკით“ აცრას ბავშვები 3 წლის ასაკიდან

ჩინეთში გადაწყვეტილება მიიღეს კორონავირუსზე „სინოვაკის“ ვაქცინით აცრან ბავშვები 3 წლის ასაკიდან. ჩინეთი გახდა პირველი ქვეყანა მსოფლიოში, სადაც მცირეწლოვანი ბავშვების კორონავირუსზე აცრის გადაწყვეტილება მიიღეს. „ბლუმბერგის“ ცნობით, ჯერ არ არის ცნობილი, როდის დაიწყება ბავშვების ვაქცინაცია ჩინეთში. „სინოვაკის“ პირველი და მეორე ფაზის კვლევებმა, რომლებშიც რამდენიმე ასეული ადამიანი მონაწილეობდა, აჩვენა, რომ „სინოვაკის“ ვაქცინა ისეთივე უსაფრთხო და ეფექტურია ბავშვებისთვის, როგორც …

თორნიკე რიჟვაძეს კოვიდი დაუდასტურდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს თორნიკე რიჟვაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ მთავრობის თავმჯდომარემ  ფეისბუქის თავის გვერდზე ახლახან დაწერა. „ტესტირების შედეგად დამიდასტურდა კორონავირუსი. ვიმყოფები თვითიზოლაციაში და ვაგრძელებ მუშაობას დისტანციურ რეჟიმში“, – წერს თორნიკე რიჟვაძე. მთავრობის თავმჯდომარე კორონავირუსზე 13 მაისს აიცრა „სინოფარმით“, 3 ივნისს კი მეორე დოზით აიცრა. როგორც მთავრობის პრესსამსახურში გვეუბნებიან, კორონავირუსი დღეს დაუდასტურდა.

თუ კოვიდი მაქვს და არ ვიცი, საშიშია თუ არა აცრა? – ექიმის განმარტება

უკვე გამოვლინდა რამდენიმე შემთხვევა, როცა ადამიანებს კოვიდზე პირველი დოზით ვაქცინის შემდეგ კორონავირუსი დაუდასტურდათ. გაჩნდა კითხვა: საშიშია თუ არა კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის გაკეთება მაშინ, როცა კოვიდი უსიმპტომოდ მიმდინარეობს და ადამიანმა არ იცის, რომ ინფიცირებულია? ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი მედიცინის ექიმი ჯუმბერ ბოლქვაძე „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, რომ კოვიდით ინფიცირების დროს აცრა საფრთხეს არ წარმოადგენს ადამიანის ჯანმრთელობისთვის. „ხუთი-ექვსი …

კოვიდით გარდაცვალების ყოველდღიური მაჩვენებლით მე-13 ადგილზე ვართ მსოფლიოში – გამყრელიძე

რატომ გაიზარდა კორონავირუსით გარდაცვლილების რაოდენობა ქვეყანაში? გასული წლის დეკემბერში, მაშინ, როცა დღეში კოვიდის 4000 და მეტი ახალი შემთხვევა იყო, 50-მდე პაციენტის გარდაცვალება ფიქსირდებოდა და ახლა, როცა დღეში 1000-1500 შემთხვევა გვაქვს, დღეში 17-დან 30-მდე პაციენტის კოვიდით გარდაცვალების შემთხვევაა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ამბობს, რომ  კლინიკური ჯგუფი ამ ანალიზს  პირველივე დღეებიდან აკეთებს. „ლეტალობის მაჩვენებელი ოდნავ მომატებულია, …

გამყრელიძე: ვემზადებით მასობრივი ვაქცინაციისთვის, იქნება ცოცხალი რიგები

„ივლისიდან მივიღებთ 3 მილიონ 200 ათასზე მეტ დოზა ვაქცინას, ჩვენ მასობრივი ვაქცინაციის დაწყება შეგვეძლება,“ – განაცხადა დღეს, 8 ივნისს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ. მისივე თქმით, საქართველოში ივლისიდან ონლაინჯავშნის გარდა მოქალაქეები ცოცხალი რიგითაც შეძლებენ აცრის გაკეთებას. „ოთხ დიდ ქალაქში: თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში მოეწყობა დიდი ამცრელი სივრცეები. თბილისში 3 …

აჭარაში კოვიდის 78 ახალი შემთხვევა დადასტურდა | 8 ივნისი

8 ივნისის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 78 ახალი შემთხვევა დადასტურდა. Stopcov.ge-ს მონაცემებით, დღეისათვის აჭარის კოვიდკლინიკებში 317 პაციენტი მკურნალობს, მათგან 11 მართვით სუნთქვაზეა. აჭარის კოვიდსასტუმროებში ბოლო მონაცემებით იმყოფება 222 ინფიცირებული.

დადასტურდა კოვიდის 1023 ახალი შემთხვევა, 17 პაციენტი გარდაიცვალა

8 ივნისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1023 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29 517 კვლევა ტესტით. ბოლო 24 საათში საქართველოში 17 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით. ამ ეტაპზე საქართველოში 3 333 ადამიანი მკურნალობს კოვიდკლინიკებში, მათგან 731 მძიმე პაციენტია. 7 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.47 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.81%, ხოლო …

სინოფარმით და სინოვაკით აცრილ ტურისტებს ესპანეთში შესვლა შეუძლიათ

დღეიდან, 7 ივნისიდან, ესპანეთი ღიაა უცხო ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებიც წარადგენენ კორონავირუსზე ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარების დამადასტურებელ დოკუმენტს. ინფორმაციას ამის შესახებ ავრცელებს საქართველოს საელჩო ესპანეთში. უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ვაქცინაციის სრული კურსი ესპანეთში გამგზავრებამდე 14 დღით ადრე უნდა ჰქონდეთ ჩატარებული იმ ვაქცინით, რომელიც ავტორიზებულია ევროპის მედიცინის სააგენტოს [ფაიზერი, მოდერნა, j&j/იანსენი, ასტრაზენეკა] ან ჯანმრთელობის მსოფლიო …

თურქეთში კომენდანტის საათი საღამოს 10-ზე დაიწყება, კარანტინი კი მხოლოდ კვირას იქნება

თურქეთში კვლავ შეიცვალა კორონავირუსის გავრცელების გამო დაწესებული შეზღუდვები. თურქული მედიის ცნობით, 7 ივნისიდან, ორშაბათიდან, თურქეთში კომენდანტის საათი იმოქმედებს 22 საათიდან დილის 5 საათამდე, კვირაობით კი ქვეყანაში სრული კარანტინი იქნება ივლისამდე. აქამდე კომენდანტის საათი თურქეთში 21 საათიდან იწყებოდა და დილის 5 საათამდე გრძელდებოდა, შაბათ-კვირას კი სრული კარანტინი იყო გამოცხადებული. ოფიციალური მონაცემებით თურქეთში 30, 69 მილიონი ადამიანია …

აჭარაში კოვიდის 31 ახალი შემთხვევა დადასტურდა | 7 ივნისი

7 ივნისის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 31 ახალი შემთხვევა დადასტურდა. Stopcov.ge-ს მონაცემებით, დღეისათვის აჭარის კოვიდკლინიკებში 328 პაციენტი მკურნალობს, მათგან 10 მართვით სუნთქვაზეა. აჭარის კოვიდსასტუმროებში ბოლო მონაცემებით იმყოფება 220 ინფიცირებული.

24 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით, დადასტურდა 307 ახალი შემთხვევა

7 ივნისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 307 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 11 117 კვლევა ტესტით. ბოლო 24 საათში საქართველოში 24  ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით. ამ ეტაპზე საქართველოში 3 428 ადამიანი მკურნალობს კოვიდკლინიკებში, მათგან 752  მძიმე პაციენტია. 6 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.76 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.88%, ხოლო …

აჭარაში კოვიდის 50 ახალი შემთხვევა დადასტურდა

6 ივნისის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 50 ახალი შემთხვევა დადასტურდა. Stopcov.ge-ს მონაცემებით, დღეისათვის აჭარის კოვიდკლინიკებში 328 პაციენტი მკურნალობს, მათგან 11 მართვით სუნთქვაზეა. აჭარის კოვიდსასტუმროებში ბოლო მონაცემებით იმყოფება 227 ინფიცირებული.

დადასტურდა კოვიდის 504 ახალი შემთხვევა, 17 პაციენტი გარდაიცვალა | 6 ივნისი

6 ივნისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 504 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 18 288 კვლევა ტესტით. ბოლო 24 საათში საქართველოში 17 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით. ამ ეტაპზე საქართველოში 3418 ადამიანი მკურნალობს კოვიდკლინიკებში, მათგან 752 მძიმე პაციენტია. 5 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.76 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.92%, ხოლო 7 …

სკოლის მოსწავლეებს 0,5 პროცენტი კოვიდით ინფიცირებულია

განათლების სამინისტროს მონაცემებით, სკოლებში ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსი მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 0,2 პროცენტს, ხოლო მოსწავლეთა 0,05 პროცენტს დაუდასტურდა. „მშობელთა თხოვნით, ვირუსის დადასტურების მიზეზით, ქვეყნის მასშტაბით ამ ეტაპზე სრულ დისტანციურ სწავლებაზეა 59 სკოლა და 145 ცალკეული კლასი. 122 მასწავლებელი კი დისტანციურ ფორმატზე გადასვლას ითხოვს, რადგან რისკის ჯგუფს მიეკუთვნება“ – აცხადებს სამინისტრო. ვირუსის გამოვლების შემთხვევებში სკოლებზე …

კორონავირუსით ინფიცირების 832 შემთხვევა და 17 გარდაცვალება – 5 ივნისის მონაცემები

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ბოლო 24 საათში კორონავირუსზე  ჩატარდა 31 409  ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების  832  ახალი შემთხვევა და  გამოჯანმრთელდა 624  პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  2.65 % . ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 17 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, პანდემიის გავრცელებიდან დღემდე კი ვირუსს ჯამში 4 893 პირი ემსხვერპლა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 31 409 კვლევა …

აჭარაში კორონავირუსის 66 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა – ერთი გარდაიცვალა

6 ივნისის მონაცემებით აჭარაში კორონავირუსის 66 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, კლინიკა დატოვა  35-მა პაციენტმა, კრიტიკულად იმყოფება [მართვით სუნთქვიაზე] – 13, გარდაიცვალა ერთი პაციენტი. ამ დროისთვის კლინიკაში მკურნალობს – 388 პაციენტი, კოვიდ სასტუმროში -225,  ხოლო ონლაინ კლინიკაში – 422. გამოჯანმრთელდა – 95 , საერთო ჯამში დღემდე გამოჯანმრთელდა – 41 748 პაციენტი

მსოფლიოში მე-40 ადგილი – კოვიდით დაღუპვის მაჩვენებელი საქართველოში მილიონ მოსახლეზე 

პანდემიის დაწყებიდან დღემდე მსოფლიოში კოვიდით სულ 3 717 518 ადამიანი გარდაიცვალა, საერთაშორისო სტატისტიკური მონაცემების მთვლელის worldometers-ის მონაცემებით, მსოფლიოში კოვიდით ყოველ მილიონ მოსახლეზე  476.9 ადამიანია დაღუპული. მილიონ მოსახლეზე კოვიდით გარდაცვალების მონაცემს ყველა ქვეყანაზე ცალ-ცალკე ითვლიან. worldometers-ის მიხედვით, ეს მაჩვენებელი ყველაზე მაღალია პერუში, სადაც იგი 5 551-ს უტოლდება. მეორე ადგილზეა უნგრეთი, მილიონ მოსახლეზე 3 094 გარდაცვალებით, მესამეზე …

დადასტურდა კოვიდის 779 შემთხვევა, 23 პაციენტი გარდაიცვალა | 4 ივნისი

4 ივნისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 779 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 30026 კვლევა ტესტით. ბოლო 24 საათში საქართველოში 23 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით. ამ ეტაპზე საქართველოში 3516 ადამიანი მკურნალობს კოვიდკლინიკებში. 3 ივნისის მონაცემებით დადებითობის დღიური მაჩვენებელია  2,59%, ბოლო 14 დღის – 3,06%, ხოლო ბოლო 7 დღის – 2,9%.  

აჭარაში კოვიდის 69 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 1 ადამიანი გარდაიცვალა

4 ივნისის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 69 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო 24 საათში ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კოვიდით გარდაიცვალა 1 პაციენტი. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, დღეისათვის აჭარის კოვიდკლინიკებში 300 პაციენტი მკურნალობს, მათგან 12 პაციენტი მართვით სუნთქვაზეა. აჭარის კოვიდსასტუმროებში ბოლო მონაცემებით იმყოფება 219 ინფიცირებული.

კოვიდზე აცრილი საქართველოს მოქალაქე PCR-ის და იზოლაციის გარეშე შემოვა ქვეყანაში

საქართველოს სახმელეთო საზღვრები 2021 წლის პირველი ივნისიდან, ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქისთვის გაიხსნა, ვისაც კოვიდვაქცინის სრული კურსი აქვს ჩატარებული. თუმცა, ქვეყანაში შემომსვლელმა უცხოელმა, საზღვარზე აუცილებლად უნდა წარადგინოს ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხიც. რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეს, თუ მას კოვიდვაქცინის სრული კურსი აქვს ჩატარებული და საქართველოში შემოდის, საქართველოს საპატრულო პოლიციის ინფორმაციით, ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR …

დადასტურდა კოვიდის 833 შემთხვევა, 19 პაციენტი გარდაიცვალა

3 ივნისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 833 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 28 191 კვლევა ტესტით. ბოლო 24 საათში საქართველოში 19 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით. ამ ეტაპზე საქართველოში 2490 ადამიანი მკურნალობს კოვიდკლინიკებში. 2 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.95 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 3.16%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.91%. დღეს ქვეყანაში …

აჭარაში კოვიდის 63 ახალი შემთხვევა დადასტურდა | 3 ივნისი

3 ივნისის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 63 ახალი შემთხვევა დადასტურდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, დღეისათვის აჭარის კოვიდკლინიკებში 317 პაციენტი მკურნალობს, მათგან 13 პაციენტი მართვით სუნთქვაზეა. აჭარის კოვიდსასტუმროებში ბოლო მონაცემებით იმყოფება 242 ინფიცირებული.

პიკი გადავლილია, ეპიდსიტუაცია თანდათან მშვიდდება, მაგრამ… – გამყრელიძე

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ნელ-ნელა მცირდება კორონავირუსის ყოველდღიური ახალი შემთხვევების რაოდენობა და ეპიდემიოლოგიური სიტუაცია გაუმჯობესებისკენ მიდის. „მსოფლიოში ნელი ტემპით ეპიდსიტუაცია თანდათან მშვიდდება. საქართველოშიც ეს ტენდენცია მიჰყვება ევროპულ ტენდენციას და მაისის შუა რიცხვებიდან ყველა ინდიკატორი, რომელიც ეპიდსიტუაციას ახასიათებს: ინციდენტობა 100 000 მოსახლეზე, დადებითობის მაჩვენებელს ბოლო 7 დღის, …

როდის განახლდება ბათუმი-ქუთაისის მატარებლის მოძრაობა – „რკინიგზის“ განმარტება

საქალაქთაშორისო მიმოსვლაზე შეზღუდვების მოხსნის მიუხედავად საგარეუბნო ელექტრომატარებლების მოძრაობა არ განახლებულა. მიუხედავად ამისა, საგარეუბნო მატარებელი გარკვეული პერიოდულობით რეისებს ასრულებს, თუმცა, როგორც საქართველოს რკინიგზაში გვითხრეს, მატარებელი მხოლოდ რკინიგზის თანამშრომლებს ემსახურება. მგზავრებისთვის საგარეუბნო მატარებელი ბევრი რამის გამო არის მისაღები – გაჩერებების რაოდენობა, მგზავრობის დაბალი ფასი, მოძრაობის გრაფიკი და სხვა. „ბათუმელებმა“ „საქართველოს რკინიგზისგან“ საგარეუბნო მატარებლებზე, მათ შორის, ბათუმი-ქუთაისის რეისზე, …

შეგიძლიათ პირბადის გარეშე იყოთ, თუ ხართ აცრილი და აცრილების გარემოცვაში იმყოფებით – იმნაძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, კოვიდზე ორჯერ აცრილ ადამიანებს შეუძლიათ პირბადის გარეშე ყოფნა იმ შემთხვევაში, თუ მათ გარშემო არიან ასევე ორჯერ აცრილი ადამიანები. „მეორე ინექციის გაკეთებიდან ჩვეულებრივ ორ კვირაში ითვლება, რომ ადამიანი უკვე არის სრულად იმუნური. აქედან გამომდინარე, დაახლოებით მეორე აცრიდან ორი კვირის შემდეგ თქვენ შეგიძლიათ თავისუფლად, პირბადის გარეშე …

აჭარაში კოვიდის 82 ახალი შემთხვევა დადასტურდა | 2 ივნისი

2 ივნისის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 82 ახალი შემთხვევა დადასტურდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, დღეისათვის აჭარის კოვიდკლინიკებში 331 პაციენტი მკურნალობს, მათგან 10 პაციენტი მართვით სუნთქვაზეა. აჭარის კოვიდსასტუმროებში ბოლო მონაცემებით იმყოფება 232 ინფიცირებული.

30 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა კოვიდის 954 ახალი შემთხვევა

2 ივნისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 954 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 30 603 კვლევა ტესტით. ბოლო 24 საათში საქართველოში 30 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით. ამ ეტაპზე საქართველოში 11 774 ადამიანი მკურნალობს კოვიდკლინიკებში. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 954 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 509 შემთხვევა, აჭარაში – 82, იმერეთში – 99, ქვემო ქართლში – 67, შიდა …

„სინოვაკმა“ ჯანმოს ავტორიზაცია მიიღო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჩინური წარმოების „სინოვაკის“ ვაქცინას ავტორიზაცია მიანიჭა. საუბარია ჯანმოს „გადაუდებელი მოხმარების ავტორიზაციაზე“, რაც უკვე ჰქონდა „სინოფარმს“, „ასტრაზენეკას“ და სხვა რამდენიმე ვაქცინას. „სინოვაკით“ ვაქცინაცია საქართველოში მაისის ბოლოს დაიწყო. ქვეყანამ „სინოვაკის“ 100 000 დოზა „სინოფარმის“ ამდენივე დოზის ყიდვისას ჩინეთისგან უსასყიდლოდ მიიღო. ვაქცინაციისთვის საჭირო 2 დოზა 21 დღის ინტერვალით კეთდება.

Exit mobile version