მთავარი,სიახლეები

შვებულებაში გავიდა მოსამართლე, რომელიც განიხილავს ბათუმში ახალი მეჩეთის აშენების საქმეს

12.07.2019
შვებულებაში გავიდა მოსამართლე, რომელიც განიხილავს ბათუმში ახალი მეჩეთის აშენების საქმეს

მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძე, რომელიც „ბათუმში ახალი მეჩეთის აშენების საქმეს“ განიხილავს, შვებულებაში გავიდა. მას საქმის განხილვა ამ დღეებში დასკვნით სხდომაზე უნდა დაესრულებინა იმ შემთხვევაში, თუკი მუსლიმ თემსა და ბათუმის მერიას შორის შეთანხმება ვერ შედგებოდა. შეთანხმება მერიაში 9 ივლისს გამართულ შეხვედრაზე ვერ შედგა.

„ბოლო სასამართლო სხდომაზე შევთანხმდით, რომ 8 ივლისს გაიმართებოდა შეხვედრა მერიაში და სავარაუდოდ 9 ივლისს იქნებოდა სასამართლო განხილვა. მერმა მოუცლელობის მოტივით შეხვედრა რვის ნაცვლად ცხრაში ჩაგვინიშნა. სასამართლოს იმავე დღეს მივმართეთ და ვუთხარით, რომ შეთანხმება ვერ შედგა, მაგრამ გვითხრეს, რომ მოსამართლე შვებულებაში გადის,“ – გვითხრა დავით ბერძულმა, მუსლიმი თემის ინტერესების დამცველმა სასამართლოში.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში განმარტეს, რომ მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძე შვებულებაში გავიდა და საქმის განხილვა ამ მიზეზით ჯერ დანიშნული არ არის.

სასამართლოსთვის მუსლიმი თემის მიმართვიდან ორი წელი გავიდა – ბათუმის მერიის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი ააიპ „ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდმა“ 2017 წლის 10 ივნისს შეიტანა, მას შემდეგ, რაც ბათუმის მერიამ 2017 წლის 5 მაისს მუსლიმ თემს უარი უთხრა ქალაქში ახალი მეჩეთის მშენებლობის ნებართვის გაცემაზე.

ამ საქმის განხილვა თვეობით ჭიანურდებოდა.

ბოლო სასამართლო სხდომა მეჩეთის მშენებლობის საკითხზე 12 ივნისს შედგა. მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ კიდევ ერთხელ მისცა ბათუმის მერიას შესაძლებლობა, დალაპარაკებოდა მუსლიმ თემს.

ამ თემაზე:

ბათუმის მერი მუსლიმებთან შეხვედრის შემდეგ: დღეს მივიღეთ წინადადების უარყოფა

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: