დღეს, 13 თებერვალს, დაახლოებით 18:00 საათზე, ბათუმში, ზღვის სანაპიროზე, აფეთქება მოხდა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ზღვაში ამ ეტაპზე უცნობი საგანი აფეთქდა.
პირველადი ინფორმაციით, აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა.
19:40 საათი: – „ბათუმელები“ ცდილობს ინფორმაციის მიღებას სახელმწიფო უწყებებისგან. შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ დრომდე არ ამბობენ, რა აფეთქდა ბათუმის სანაპიროზე.
20:00 საათი: შინაგან საქმეთა სამინისტრომ პირველი განცხადება გააკეთა, სადაც ნათქვამია, რომ აფეთქების ადგილას გამნაღმველები არიან მისული და „ტარდება ყველა საჭირო ღონისძიება“. შსს-ს არ განუმარტავს, რა აფეთქდა ზღვაში.
ამავე თემაზე:



![რა [არ] წერია „არაბულ ინვესტიციაზე“ ბათუმის გენგეგმის პროექტში](https://batumelebi.netgazeti.ge/wp-content/uploads/2026/08/gonio-igl-hilsi.jpg)


