ხერსონი კვლავ რჩება რუსეთის დაბომბვების სამიზნედ – ბრიტანული დაზვერვა

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვა პირველი თებერვლის ანგარიშში სამხრეთ უკრაინაში, კონკრეტულად კი ხერსონში განვითარებულ მოვლენებს მიმოიხილავს. როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, ბოლო დღეებში ყველაზე მძიმე დაბომბვების სამიზნე სწორედ სამხრეთ უკრაინა, მდინარე დნიპროს გასწვრივ მდებარე ტერიტორია იყო. რუსეთის მიერ ქალაქი ხერსონი მდინარის აღმოსავლეთ სანაპიროზე განთავსებული არტილერიიდან იბომბება. როგორც უწყება აღნიშნავს, ადგილობრივმა მაღალჩინოსნებმა 2023 წლის 29 იანვარს ხერსონში კიდევ სამი სამოქალაქო …

ცხედრებით სავსე ორმოსთან მკითხეს: გინდა ამათთან? – როგორ გადაურჩა 45 წლის ხერსონელი ФСБ-ს

როდესაც თვალებიდან წითელი ნაჭერი მოხსნეს, იგორი უზარმაზარი ორმოს წინ იდგა. ცხედრებს მიწა ჰქონდათ მიყრილი, თუმცა აქა-იქ მაინც ხედავდა სხეულის ნაწილებს – თავებს, ხელებს, ფეხებს. „გინდა ამათთან?“ – ჰკითხა ერთ-ერთმა სამხედრომ. ყოფილი ჟურნალისტი იგორ ბონდარენკო რუსებმა მაშინ შეიპყრეს, როდესაც ყირიმის გავლით ოკუპირებული ხერსონის დატოვებას ცდილობდა. 45 წლის იგორს 15 დღე სცემდნენ, აშიმშილებდნენ და აწამებდნენ. ის თავის …

ხერსონზე ერთ დღეში 54 საარტილერიო შეტევა განხორციელდა – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, 27 ნოემბერს ქალაქ ხერსონზე 54 საარტილერიო შეტევა განხორციელდა. უწყების ცნობით, რუსეთის არმია ქალაქზე თავდასხმისთვის ძირითადად ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემებს, კერძოდ კი BM-21 „გრადს“ იყენებს. „ხერსონი უკრაინის არმიამ 11 ნოემბერს გაათავისუფლა, თუმცა ქალაქი მას შემდეგ თითქმის ყოველდღიურად იბომბება რუსული არტილერიით. მხოლოდ 24 ნოემბერს 10 ადამიანი დაიღუპა,“ – წერს დაზვერვა 28 ნოემბრის რელიზში. …

რუსები თავიანთი სამხედროების ცხედრებს ნაგავსაყარზე წვავდნენ – The Guardian

ხერსონში, ქალაქის განაპირას მდებარე ნაგავსაყარზე, რუსი სამხედროები თავიანთი მებრძოლების ცხედრებს წვავდნენ – ეს ინფორმაცია ბრიტანულ The Guardian-ს ადგილობრივმა მცხოვრებლებმა მიაწოდეს. ხერსონის რამდენიმე მცხოვრები, რომლებსაც გამოცემა ესაუბრა, ამბობს, რომ ცხედრები საკუთარი თვალით არ უნახავთ, თუმცა რამდენჯერმე დაინახეს, როგორ მივიდა ნაგავსაყართან რუსული სატვირთო მანქანა, საიდანაც პოლიეთილენის შავი ტომრები გადმოტვირთეს და დაწვეს. ადგილობრივების თქმით, ჰაერში ამის შემდეგ შავი …

ეს რუსეთის ტერიტორიაა – კრემლი ზელენსკის ხერსონში ჩასვლაზე კომენტარს არ აკეთებს

პუტინის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ კრემლი ვოლოდიმირ ზელენსკის ხერსონში ჩასვლაზე კომენტარს არ გააკეთებს. „ჩვენ ამას უკომენტაროდ დავტოვებთ. თქვენ იცით, რომ ეს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაა,“ – უთხრა პესკოვმა ჟურნალისტებს, როდესაც მას ჰკითხეს, აფასებს თუ არა მოსკოვი ვოლოდიმირ ზელენსკის ხერსონში ჩასვლას პროვოკაციად. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ახლად გათავისუფლებულ ხერსონში დღეს ჩავიდა. მისი ვიზიტი დაანონსებული არ ყოფილა. …

ხერსონში მარცხის შემდეგ რუსეთი დონეცკის შეტევას გააძლიერებს – ISW

ხერსონში მარცხის შემდეგ, რუსეთი უახლოეს კვირებში, სავარაუდოდ, დონეცკის ოლქში შეტევებს განაახლებს და ამისთვის ხერსონის ოლქიდან გაყვანილ ძალებსაც გამოიყენებს – მიიჩნევენ აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტში (ISW), რომლის დღევანდელი ანგარიშიც თითქმის მთლიანად ამ თემას ეძღვნება. „უკრაინამ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მოწოდებული იყო, როგორმე შეენარჩუნებინა ეს მნიშვნელოვანი ტერიტორია, რომელიც მას საშუალებას მისცემდა, დნეპრის მარჯვენა სანაპიროდან …

ოკუპანტებმა ხერსონიდან თითქმის 15 000 ხელოვნების ნიმუში მოიპარეს – მედია

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ისე როგორც სხვა შემთხვევებში, რუსულმა საოკუპაციო ძალებმა გაძარცვეს ხერსონის რეგიონიც. „უკრაინსკა პრავდა“ ქვეყნის სპეციალურ ოპერატიულ ძალებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ხერსონიდან ოკუპირებულ სიმფეროპოლში ჩავიდა ოთხი სატვირთო მანქანა, რომლებშიც მოთავსებული იყო ხელოვნების ნიმუშები – ძვირფასი ექსპონატები და სხვა გაძარცვული ნივთებით. „ჩვენი იატაკქვეშა მოძრაობის მონაცემების მიხედვით, რუსებმა ნივთები გაიტანეს ალექსეი შოვკუნენკოს სახელობის ხერსონის ხელოვნების მუზეუმიდან. …

დასავლეთ ხერსონი ფაქტობრივად მთლიანად გათავისუფლებულია – ISW

აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტი (ISW) ხერსონის დასავლეთ ნაწილს სრულად გათავისუფლებულად მიიჩნევს და დარწმუნებულია, რომ უკრაინის ძალები მალე გაათავისუფლებენ ყველა იმ რაიონსაც, რომელიც ჯერ კიდევ რჩება რუსების კონტროლქვეშ. როგორც ინსტიტუტის დღევანდელ ანგარიშშია ნათქვამი, უკრაინის არმია ფაქტობრივად ასრულებს ხერსონის დასავლეთ ნაწილის გათავისუფლებას, რუსებმა კი ამ ტერიტორიის დატოვებით მისი შენარჩუნების შესაძლებლობა დაკარგეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ რუსეთის …

არ შეგეშინდეთ „რუსული დათვის“, არ გაექცეთ ბრძოლას – პოდოლიაკი

„არ შეგეშინდეთ „რუსული დათვის“, არ გაექცეთ ბრძოლას, გჯეროდეთ უკრაინის“, – უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ქალაქ ხერსონიდან რუსული არმიის გასვლას ეხმიანება. „თებერვალში ზოგიერთი ფიქრობდა, რომ უკრაინის არმია „სამ დღეზე“ მეტ ხანს ვერ გაძლებდა. ამ დროისთვის: დაიცვა კიევი, გაათავისუფლა სამი რეგიონი, მოახდინა ხარკოვის დეოკუპაცია და მივიდა ხერსონთან. ბოლო ცხრა თვემ ყველას უნდა ასწავლოს: არ შეგეშინდეთ „რუსული …

ხერსონის აღებით უკრაინა ყირიმისკენ მიმავალ გზებზე საცეცხლე კონტროლს მოიპოვებს – FT

ხერსონის დასავლეთ ნაწილის გათავისუფლების შემდეგ, უკრაინის შეიარაღებული ძალების არტილერიისა და შორსმოქმედი შეიარაღებისთვის მისაწვდომი გახდება ყირიმისკენ მიმავალი „სახმელეთო ხიდის“ სამი საკვანძო გზა, რომლებზეც რუსეთის ძალებისთვის მნიშვნელოვანი ლოგისტიკური მარშრუტები გადის. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ Financial Times-ის სტატიაშია საუბარი. როგორც გამოცემა აღნიშნავს, უკრაინის არმიის საცეცხლე კონტროლის ქვეშ ასევე მოხვდება რუსეთის ლოგისტიკური ობიექტები და საბრძოლო მასალების საწყობები. ისინი …

ერდოღანი ხერსონიდან რუსეთის ჯარების გაყვანის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა

რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებას, გაიყვანოს ჯარები უკრაინის ქალაქ ხერსონიდან, „პოზიტიურ და მნიშვნელოვან ნაბიჯად“ აფასებს თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი. სააგენტო Anadoly-ს ცნობით, ერდოღანმა უზბეკეთში გაფრენამდე პრესკონფერენცია გამართა და სხვა საკითხებთან ერთად ხერსონიდან რუსეთის ჯარების გაყვანასა და „მარცვლეულის დერეფანზეც“ ისაუბრა. ერდოღანის თქმით, ანკარა არ წყვეტს თავის ძალისხმევას „კონფლიქტის დიპლომატიური გზებით დასასრულებლად“. „ზუსტი თარიღის თქმა, როდის დასრულდება კონფლიქტი, …

„რუსები ნაღმავენ ყველაფერს: ბინებს, კანალიზაციას“ – პოდოლიაკი რუსების ხერსონიდან გასვლაზე

„რუსეთის ფედერაციას სურს ხერსონი „სიკვდილის ქალაქად“ აქციოს“, – წერს უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი. მისი თქმით, რუსული არმია ქალაქ ხერსონს დატოვებამდე ნაღმავს. „რუსეთის ფედერაციას სურს ხერსონი „სიკვდილის ქალაქად“ აქციოს. რუსი სამხედროები ნაღმავენ ყველაფერს, რის დანაღმვაც შეუძლიათ: ბინებს, კანალიზაციას. მარცხენა სანაპიროზე მდებარე არტილერია ქალაქის ნანგრევებად გადაქცევას გეგმავს. ასე გამოიყურება „რუსული სამყარო“: მოვიდა, გაძარცვა, იზეიმა, მოკლა „მოწმეები“, …

როგორ ამართლებენ ხერსონის „ჩაბარებას“ რუსი პროპაგანდისტები – დაუმარცხებელი გასვლა

„დაუმარცხებლად გასვლა“ – ასეთი სინონიმი მოუძებნეს ხერსონის დატოვებას რუსმა პროპაგანდისტებმა, რომლებიც უკვე მეორე დღეა გულმოდგინედ ცდილობენ, რუსეთის სარდლობის გადაწყვეტილება გაამართლონ. მას შემდეგ, რაც სერგეი შოუგუმ ხერსონის ოლქის დასავლეთ ნაწილიდან რუსეთის ჯარების დნეპრის მარცხენა სანაპიროზე გადაყვანის ბრძანება გასცა, რუსეთის საინფორმაციო სივრცე ორად გაიყო – რუსი ნაციონალისტი სამხედრო ბლოგერების ნაწილი ამ გადაწყვეტილებას მარცხად მოიხსენიებდა, ომის მომხრე საზოგადოების …

მტერი უკრაინას საჩუქრებს არ ჩუქნის – ზელენსკი ხერსონიდან გასვლაზე

ხერსონიდან რუსეთის ჯარების გაყვანის ბრძანებას საღამოს ვიდეომიმართვაში გამოეხმაურა ვოლოდიმირ ზელენსკი და უკრაინელებს მოუწოდა, იყვნენ თავშეკავებულები, რადგან რუსეთი უკრაინას საჩუქრებს არ უკეთებს. „უნდა გვესმოდეს: არავინ არსაიდან უბრალოდ არ გადის, თუ ძალას არ გრძნობს. მტერი ჩვენ საჩუქრებს არ გვიკეთებს, „კეთილი ნების ჟესტებს“. ჩვენ ამ ყველაფრისთვის ვიბრძვით. და როდესაც იბრძვი, უნდა გესმოდეს, რომ თითოეული ნაბიჯი – ეს ყოველთვის …

ვერ ვხედავთ ნიშნებს, რომ რუსეთი ხერსონს უბრძოლველად ტოვებს – პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის მრჩველის მიხაილო პოდოლიაკის თქმით, რუსეთის თავდაცვის უწყების განცადებების მიუხედავად, უკრაინა ვერ ხედავს ნიშნებს, რომ რუსეთი ხერსონის უბრძოლველად დათმობას აპირებს. „საქმე სიტყვაზე ხმამაღლა ლაპარაკობს. უკრაინა ვერ ხედავს იმის ნიშნებს, რომ რუსეთი ხერსონს უბრძოლველად ტოვებს. ქალაქში რჩება რუსული დაჯგუფებების სერიოზული ნაწილი, რეგიონში ექაჩებიან დამატებით რეზერვებს. უკრაინა ათავისუფლებს ტერიტორიებს დაზვერვის ინფორმაციაზე დაყრდნობით და არა დადგმული სატელევიზიო …

შოიგუმ ხერსონიდან რუსეთის ჯარების გაყვანის ბრძანება გასცა

BBC-ის ცნობით, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიუგუმ ოკუპირებული ხერსონიდან ჯარის გამოყვანის ბრძანება გასცა. მინისტრმა ამის შესახებ გენერალ სერგეი სუროვიკინი მოხსენების მოსმენის შემდეგ გამოაცხადა. „თანახმა ვარ. დაიწყეთ ჯარების გამოყვანა“, – თქვა შოიგუმ. როგორც BBC წერს, გენერალმა სუროვიკინმა, რომელიც უკრაინაში რუსეთის „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ ხელმძღვანელობს, თავისი მოხსენება რუსეთის ძალების წარმატებაზე ლაპარაკით დაიწყო. კერძოდ, მან აღნიშნა, რომ ვითარება …

უკრაინა ხერსონს პირდაპირი შტურმით არ აიღებს – ექსპერტი

დაახლოებით ორი კვირაა, უკრაინელთა კონტრშეტევის ფონზე, ხერსონის საოკუპაციო ხელისუფლებას იძულებით გაჰყავს მოქალაქეები ოლქის დასავლეთ ნაწილიდან. პარალელურად, რუსეთის არმია სამხედრო სიმაგრეებს აგებს როგორც შიგნით, ქალაქში, ისე მის შესასვლელებთან. რა ხდება უკრაინის სამხრეთში – Настоящее Время-სთან ხერსონში შექმნილ ვითარებასა და კონტრშეტევის პერსპექტივებზე სამხედრო ექსპერტმა ოლეგ ჟდანოვმა და ხერსონის საქალაქო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ იური სობოლევსკიმ ისაუბრეს. სობოლევსკი ადასტურებს, …

აქ რაც ხდება ჰგავს ბუჩას – რას ჰყვება ქალი, რომელიც ოკუპირებულ ხერსონში ცხოვრობს

რამდენიმე დღის წინ უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა, კირილო ბუდანოვმა განაცხადა, რომ უკრაინა 2022 წლის ბოლომდე დაიბრუნებს ხერსონს. მისივე თქმით, რუსულ მხარეს გაჰყავთ ქალაქიდან ფინანსური სტრუქტურები, საოკუპაციო ხელისუფლება და დაჭრილები. თუმცა, სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის შეფასებით, ეს საინფორმაციო ოპერაცია და მანიპულაციაა, რათა შექმნან ილუზია, რომ ხერსონში ყველაფერი დაკარგეს რუსებმა. ამასობაში კი ხერსონში რჩებიან ადგილობრივები, რომლებიც უარს ამბობენ …

რატომ მოიპარეს რუსებმა პოტიომკინის ძვლები უკრაინიდან – NYT

„იმ დროს, როდესაც უკრაინის ძალები ოკუპირებულ საპორტო ქალაქ ხერსონს უახლოვდებოდნენ, კრემლის დანიშნული ადგილობრივი ხელისუფლება თავის ხალხს მე-18 საუკუნის ტაძარში სპეციალური მისიით გზავნიდა – ამ ჯგუფს ეკატერინეს ტაძრიდან დიდი კნიაზის გრიგორი პოტიომკინის ძვლები უნდა მოეპარათ,“ – ასე იწყება ამერიკული The New York Times-ის სტატია, რომელშიც მოთხრობილია, თუ რატომ და როგორ გაიტანეს ხერსონიდან რუსი სამხედრო მეთაურისა და …

ოკუპანტები ხერსონს ქუჩის ბრძოლებისთვის ამზადებენ – უკრაინის თავდაცვა

რუსი დამპყრობლები დროებით ოკუპირებულ ხერსონში ქუჩის ბრძოლისთვის ემზადებიან. ამის შესახებ საუბარია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ოპერატიული შეტყობინებაში. უკრაინის არმიის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი აღნიშნავს, რომ ოკუპანტები ქალაქის მიტოვებულ საცხოვრებლებში გადადიან და სამოქალაქო ტანსაცმელს იცვამენ. „ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მოსახლეობის მნიშვნელოვანმა ნაწილმა დატოვა ქალაქი ხერსონი. ქალაქში დარჩენილმა რუსი დამპყრობლები სამოქალაქო ტანსაცმელს იცვამენ და მიტოვებულ შენობაში …

დასავლეთში ფიქრობენ, რომ უკრაინა ხერსონს მომავალ კვირებში გაათავისუფლებს – FT

დასავლეთის სამხედრო ჩინოვნიკები ვარაუდობენ, რომ უკრაინის არმიამ შესაძლოა ხერსონი უკვე ოქტომბრის მეორე ნახევარში გაათავისუფლოს – წერს „უკრაინსკა პრავდა“ Financial Times-ზე დაყრდნობით. როგორც გამოცემა წერს, უკრაინის ძალებმა ხერსონის ოლქში რუსეთის თავდაცვის ხაზი ჯერ კიდევ თვის დასაწყისში გაარღვიეს, რაც რუსეთის თავდაცვის უწყებამაც აღიარა. ეს, სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, სამხრეთში უკრაინის წინსვლის უდიდეს მაგალითად იქცა. მას შემდეგ კიევმა …

რა ხდება ხერსონის ოლქში – ბოლო ცნობები

ხერსონის საოლქო ადმინისტრაციის ცნობით, ოლქში ვითარება რთულია – გრძელდება საბრძოლო მოქმედებები, რუსეთის ჯარებმა ცეცხლი გაუხსნეს არხანგელსკოეს, ლიუბიმოვკას, ოლგინოსა და სტანისლავს. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, მშვიდობიან მოქალაქეებს შორის არიან დაღუპულები და დაჭრილები. ადმინისტრაციის ინფორმაციით, საოკუპაციო ძალებმა ხერსონის ოლქში პოლიციური რეჟიმი გააძლიერეს, მთელ ტერიტორიაზე შემოიღეს კომენდანტის საათი, მოსახლეობას ოკუპირებულ დასახლებულ პუნქტებში შესვლას და იქიდან გასვლას უკრძალავენ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, …

რუსებმა ხერსონის რეფერენდუმი „დააპაუზეს“

„ჩვენ ვემზადებოდით ხმის მიცემისთვის, გვინდოდა რეფერენდუმის გამართვა უახლოეს პერიოდში, მაგრამ იმ მოვლენების გამო, რაც ახლა ხდება, ვფიქრობ, ჯერჯერობით პაუზას ავიღებთ. ამას პრაქტიკული ახსნა აქვს, რადგან არსად ვჩქარობთ და ძირითად ამოცანას ვასრულებთ – დავაპუროთ მოსახლეობა და მათი უსაფრთხოება უზრუნველვყოთ“, – განაცხადა ხერსონის ოლქში რუსეთის მიერ დანიშნულმა სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, კირილ სტრემოუსოვმა. სტრემოუსოვის კომენტარს კრემლის მედია …

უკრაინის არმიამ ხერსონის ოლქში რუსების დაცვის პირველი ხაზი გაარღვია – კონტრშეტევა და რეაქციები

29 აგვისტოს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის ოლქში რუსების დაცვის პირველი ხაზი გაარღვიეს და რამდენიმე მიმართულებით შეტევა დაიწყეს. როგორც უკრაინული მედია წერს, უკრაინის არმიამ უკან დაახევინა დონეცკის სეპარატისტული რესპუბლიკის 109-ე პოლკს და რუს ჯარისკაცებს, რომლებმაც საბრძოლო პოზიციები მიატოვეს. ოპერატიული სარდლობა „სამხრეთის“ სპიკერი, ნატალია გუმენიუკი სამხრეთში საბრძოლო მოქმედებებს ადასტურებს და აცხადებს, რომ კონტრეშეტევისთვის მზადება დიდი ხანია დაიწყო …

1 კვირაში რუსებს ხერსონში მძიმე დრო დაუდგებათ – სამხედრო ექსპერტი

ხერსონის საოლქო საბჭო აცხადებს, რომ უკრაინის არმიამ რუსეთის ძალებს მომარაგების ყველა გზა მოუჭრა და რუსები რეგიონის ვერცერთ ხიდს ვეღარ იყენებს. საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, იური სოლოვესკის თქმით, რუსეთის არმიის მეთაურების დიდმა ნაწილმა ხერსონი უკვე დატოვა, რადგან რუსეთს აღარ დარჩა არცერთი უსაფრთხო გზა, რომელიც ხერსონში მათი ნაწილების მომარაგებისთვის გამოდგება. რა სირთულეებს აწყდება ხერსონის ოლქში მყოფი რუსეთის არმია …

რუსეთის არმიის მეთაურობა ხერსონიდან გარბის – საოლქო საბჭო

ხერსონის საოლქო საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, იური სობოლევსკიმ Новое Время-ს უთხრა, რომ რუსეთის არმიის მეთაურობა ხერსონს ტოვებს. სობოლევსკი ასევე ადასტურებს, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოლქში რუსების მთელი ლოგისტიკური ჯაჭვი გაანადგურეს. „რეალურად, დღეს ორკებს აღარ დარჩათ აღარცერთი უსაფრთხო ან ისეთი ლოგისტიკური მარშრუტი, რომელიც ხერსონთან განლაგებული მათი საჯარისო დაჯგუფებების მომარაგების საჭიროებებს დააკმაყოფილებდა. როგორც ჩანს, სწორედ ესაა ძირითადი …

„ოკუპანტები გრძნობენ, რომ ხერსონიდან მათი გაქცევის დრო მოვიდა“ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, 10 აგვისტოს რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას მიმართა და სთხოვა მათ, არ დაუჯერონ ოკუპანტების დაპირებებს. „რასაც არ უნდა დაგპირდნენ ოკუპანტები, მათი გზა ერთია – ისინი საუკეთესო შემთხვევაში გაიქცევიან, თუ მოასწრებენ. ისინი უკვე გრძნობენ, რომ მოვიდა ხერსონიდან და ჩვენი ქვეყნის სამხრეთიდან გაქცევის დრო. მოვა დრო, როცა ისინი გაიქცევიან ხარკოვიდან, დონბასიდან …

ჩვენ ოკუპანტებს [ხერსონში] გასაქცევ გზებს მოვუჭრით ეტაპობრივად – უკრაინელი მებრძოლი

უკრაინის შეიარაღებული ძალები ხერსონის რეგიონისა და ქალაქ ხერსონის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობას მიმართავს. ამ მიმართვის თანახმად ამ ტერიტორიებს უკრაინის არმია რუსი ოკუპანტებისგან მალე გაათავისუფლებს. „მალე, ძალიან მალე“, – აცხადებს მებრძოლი, რომლის ვიდეო მიმართვის ტექსტი ინტერნეტში ვრცელდება. „ჩვენი ჯარისკაცები თავდაჯერებულად მიიწევენ ხერსონის რეგიონის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებისკენ. ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ ვუჭრით ოკუპანტებს გზას თავიანთ [საბრძოლო] მარაგებზე და გაქცევის …

რუსები ხალხს ხერსონიდან არ უშვებენ, თუმცა „გამოსვლა მაინც შესაძლებელია“ – ვერეშჩუკი

უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებისა და რეინტეგრაციის საკითხთა მინისტრის, ირინა ვერეშჩუკის თქმით, რუსები მოსახლეობას ოკუპირებული ხერსონიდან ევაკუაციის საშუალებას არ აძლევენ. უკრაინის კონტროლირებად მხარეს მზადაა ავტობუსები ხალხის გამოსაყვანად, თუმცა რუსები მოქალაქეებს არ უშვებენ. ვერეშჩუკი აღნიშნავს, რომ ჰუმანიტარული დერეფნები ოფიციალურად არ არსებობს, თუმცა ხერსონელები ქალაქიდან და ოლქიდან გამოსვლას კერძო ავტომობილებით მაინც ახერხებენ. „რომ ვთქვათ, დღეში საშუალოდ რამდენი გამოდის …

ხერსონის თეატრი რუსეთმა საბრძოლო მასალების საწყობად აქცია – დაზვერვა

სამხედრო დაზვერვის ცნობით, ხერსონის დრამატულ თეატრში რუსებმა საარტილერიო მასალების საწყობი მოაწყეს, ტვირთი 12 ივლისის ღამით, მანქანებით მიიტანეს. უწყება აღნიშნავს, რომ რუსმა სამხედროებმა შენობის დაცვაც გააძლიერეს და მიმდებარე სკვერსა და ქუჩებში პატრულირებენ. დაზვერვის ცნობითვე, ხერსონის საოკუპაციო ადმინისტრაცია რუსეთიდან ელოდება პოლიტტექნოლოგების ჯგუფს, რომელმაც რეფერენდუმის მომზადებასა და ჩატარებას უნდა გაუწიოს ორგანიზება. კრემლი ხერსონში, რუსეთთან შეერთების მოთხოვნით დაგეგმილი რეფერენდუმის …

უკრაინა ადასტურებს, რომ HIMARS-ით ხერსონის რეგიონში რუსეთის იარაღის საწყობი დაბომბა

უკრაინის ოფიციალური პირები ადასტურებენ, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისგან მიღებული HIMARS რაკეტებით, ოკუპირებული ხერსონის ქალაქ ნოვა კახოვკაში მდებარე რუსეთის იარაღის საწყობი დაბომბეს. 12 ივლისს რუსულმა საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს ვიდეოკადრები და ინფორმაცია გასულ ღამეს ნოვა კახოვკაში დაბომბვის შესახებ. რუსეთის მიერ დანიშნული ადგილობრივი ხელმძღვანელობა აცხადებდა, რომ სარაკეტო თავდასხმა სწორედ ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემიდან – HIMARS-დან მოხდა. რუსული მედიის …

გზა აღარც წინაა და არც უკან, არსად წასვლა არ შემიძლია – 4 თვე ოკუპირებულ ხერსონში

ხერსონი, სამხრეთ უკრაინის ეს უდიდესი ქალაქი და მთავარი ეკონომიკური ცენტრი, ისევე, როგორც მთლიანად ოლქი, მარტის შემდეგ ოკუპირებულია. საერთაშორისო და უკრაინული მედია ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტს საუბრობს საოკუპაციო ძალების რეპრესიებზე, უკრაინის ხელისუფლება კი – მომავალ კონტრშეტევაზე ხერსონის დასაბრუნებლად. ხერსონში რჩება ჟურნალისტი კონსტანტინ რიჟენკო, ადგილობრივი „ხერსონ ნიუსსიტის“ მთავარი რედაქტორი, რომელიც საკუთარ 28-ე დაბადების დღეს ოკუპირებულ ქალაქში, …

ხერსონში განადგურდა ოკუპანტების იარაღის საწყობი – ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი

უკრაინული მედიის ცნობით, ოკუპირებულ ქალაქ ხერსონში დღეს, 6 ივნისს, საღამოს, აფეთქების ხმა გაისმა და კვამლი გამოჩნდა. ხერსონის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, სერგეი ხლანი ფეისბუქზე წერს, რომ განადგურებულ იქნა ოკუპანტების იარაღის საწყობი. „ხერსონში, რკინიგზის სადგურის მიდამოებში, განადგურდა ცეცხლსასროლი იარაღის საწყობი. გაგრძელება იქნება“ – წერს სერგეი ხლანი. ხერსონში საწყობის დაწვაზე წერს ადგილობრივი ტელეგრამ არხიც, სადაც ხანძრის ამსახველი …

ხერსონის ბუჩა – როგორ იტაცებენ, აწამებენ და კლავენ ადამიანებს უკრაინის სამხრეთში

წყარო: BBC News/ Україна თავისი ბინის ფანჯრიდან ალექსანდრამ რამდენჯერმე დაინახა, როგორ მიათრევდნენ მინდორში ვიღაცას. მანქანიდან გადმოიღეს, გზის პირს მოშორდნენ და გადააგდეს. ნაგავივით. ერთხელაც, ალექსანდრამ გადაწყვიტა, იმ ადგილთან ახლოს მისულიყო  – ბალახზე გამხდარი, შავთმიანი კაცი ეგდო. „ეტყობოდა, რომ ნაწამები იყო. ფანჯრიდან ვუყურებდი იმ მინდორს და დანაშაულის გრძნობა მტანჯავდა. მე არაფრის გაკეთება არ შემეძლო, მოყოლაც კი არ …

უკრაინის ჯარი ხერსონთან ახლოსაა, თუმცა ბრძოლა იქნება სასტიკი – The Economist

უკრაინის შეიარაღებული ძალები სამხრეთით მიიწევენ, ანუ დაპყრობილ ხერსონს უახლოვდებიან. ბრიტანული პრესის ინფორმაციით, ქალაქისთვის ბრძოლა მძიმე იქნება, რადგან რუსი ოკუპანტებისგან მოსალოდნელია ძლიერი წინააღმდეგობა – შესაძლოა მათ მშვიდობიანი მოსახლეობაც გამოიყენონ, როგორც „ცოცხალი ფარი“. ბრიტანული გამოცემა აღნიშნავს, რომ ახლა უკრაინის შეიარაღებული ძალები არ აწარმოებენ ფართომასშტაბიან კონტრშეტევას, მაგრამ მათ უკვე შეუძლიათ თავი მოიწონონ გარკვეული ტაქტიკური მიღწევებით, ვინაიდან უკრაინის ჯარი …

პარტიზანები და კოლაბორაციონისტები – როგორ ცხოვრობენ ოკუპირებულ ხერსონში

წყარო: Hromadske.ua რუსებმა ხერსონი პირველ მარტს დაიკავეს. უკვე ოთხი თვეა, რუსეთი ხერსონელების გადაბირებას ცდილობს: დასდევენ, იტაცებენ, კლავენ. თუმცა ხერსონი პირველი დღიდანვე იბრძვის: თავიდან მიტინგებს აწყობდნენ, ახლა კი ბრძოლა იატაკქვეშეთში გადავიდა – ქალაქში კოლაბორაციონისტების მანქანებს აფეთქებენ. რამდენიმე ხერსონელი ჰყვება, როგორია ცხოვრება ოკუპირებულ ქალაქში. ოთხი თვე ოკუპაციაში ოქსანას, სახელი შეცვლილია, მთელი ოთხი თვის განმავლობაში ესმოდა, რომ სახლებს …

Exit mobile version