მთავარი,სიახლეები

უკრაინის ჯარი ხერსონთან ახლოსაა, თუმცა ბრძოლა იქნება სასტიკი – The Economist

04.07.2022
უკრაინის ჯარი ხერსონთან ახლოსაა, თუმცა ბრძოლა იქნება სასტიკი – The Economist

უკრაინის შეიარაღებული ძალები სამხრეთით მიიწევენ, ანუ დაპყრობილ ხერსონს უახლოვდებიან. ბრიტანული პრესის ინფორმაციით, ქალაქისთვის ბრძოლა მძიმე იქნება, რადგან რუსი ოკუპანტებისგან მოსალოდნელია ძლიერი წინააღმდეგობა – შესაძლოა მათ მშვიდობიანი მოსახლეობაც გამოიყენონ, როგორც „ცოცხალი ფარი“.

ბრიტანული გამოცემა აღნიშნავს, რომ ახლა უკრაინის შეიარაღებული ძალები არ აწარმოებენ ფართომასშტაბიან კონტრშეტევას, მაგრამ მათ უკვე შეუძლიათ თავი მოიწონონ გარკვეული ტაქტიკური მიღწევებით, ვინაიდან უკრაინის ჯარი ათავისუფლებს დაპყრობილ დასახლებებს და უფრო და უფრო უახლოვდება ხერსონს.

დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სასტიკი ბრძოლების გამო, ბევრი ეძებს გზას მეტ-ნაკლებად უსაფრთხო რეგიონში გადასასვლელად. მაგალითად, მრავალშვილიანმა ოჯახმა სოფელ დოვგოვოედან გარისკა და 5 მცირეწლოვანი შვილი ნავით გამოიყვანა ოკუპირებული ტერიტორიიდან.

გამოცემა აღნიშნავს, რომ უკრაინის ჯარების ხერსონთან მიახლოება არ ჰგავს ფართომასშტაბიან კონტრშეტევას, მაგრამ სიტუაცია შეიძლება შეიცვალოს უახლოეს ორ კვირაშიც კი.

უცხოელ ჟურნალისტებთან უკრაინელი სამხედროები წუხან, რომ რუსებს საკმაოდ ბევრი ადამიანური რესურსი აქვთ. თუმცა, სამხედროების თქმით, ფართომასშტაბიანი კონტრშეტევის მთავარი პრობლემა ის არის, რომ ბევრი მშვიდობიანი მოქალაქე რჩება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რაც საგრძნობლად ართულებს საომარ მოქმედებებს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევის დროს სასტიკი ბრძოლებია მოსალოდნელი. ხერსონის რეგიონის ადგილობრივი მოსახლეობის მცირე ნაწილი თანამშრომლობს ოკუპანტებთან, თუმცა კონტრშეტევის დაწყებისთანავე გაიზრდება ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგობაც – ოკუპანტებს პარტიზანებიც შეებრძოლებიან.

ბოლო ცნობებით კი, უკრაინის ჯარებმა მოახერხეს ხერსონის რაიონის ივანოვკას დასახლების გათავისუფლება. ახლა დამპყრობლები ცდილობენ მის დაბრუნებას, მაგრამ უშედეგოდ.

უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევის შიშით, რუსეთის არმია მუშაობს პოზიციების გამაგრებასა და აღჭურვაზე. უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსებმა ყირიმის ტერიტორიიდან ხერსონის რაიონში 17 ვაგონი საბრძოლო მასალა ჩაიტანეს.

____

ხერსონი უკრაინის იმ ქალაქებს შორისაა, რომელიც რუსეთმა ომის პირველივე დღეებში დაიპყრო. ხერსონში მოქალაქეებს რუსულ პასპორტებს ურიგებენ. რუსეთი გეგმავდა ამ რეგიონში რეფერენდუმის ჩატარებას და დამოუკიდებლობის გამოცხადებას, თუმცა ჯერჯერობით ეს ვერ მოახერხა.

ქალაქი ხერსონი სამხრეთ უკრაინაში, ოკუპირებულ ყირიმის სიახლოვესაა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: