ოკუპირებულ ხერსონში კოლაბორაციონისტი მანქანაში ააფეთქეს – მედია

უკრაინული მედიის ცნობით, რუსი სამხედროების მიერ ოკუპირებულ ქალაქ ხერსონში ააფეთქეს ადგილობრივი კოლაბორაციონისტის, დიმიტრი სავლუჩენკოს მანქანა. წინასწარი ინფორმაციით, იგი ადგილზე დაიღუპა. „ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა სერხი ხლანმა სავლუჩენკოს ლიკვიდაციას უწოდა “უკრაინელი პარტიზანების გამარჯვება” – წერს უკრაინული მედია. ხერსონელი ჟურნალისტის, დმიტრი კაზანსკის ინფორმაციით, სავლუჩენკო მედვედჩუკის პარტიის წევრი და მრავალი წლის განმავლობაში ღიად ეწეოდა ქალაქში ანტიუკრაინულ საქმიანობას, …

„ჩვენ შეგვიძლია 15 წუთში ხერსონში ვიყოთ“ – უკრაინელი ჯარისკაცი

ბოლო რამდენიმე დღეა უკრაინელი სამხედროები სულ უფრო ხშირად საუბრობენ ოკუპირებული ხერსონის დაბრუნების შესაძლებლობაზე. სწორედ ამ შესაძლებლობებს მიმოიხილავს სააგენტო Reuters-ი 16 ივნისს გამოქვეყნებულ რეპორტაჟში. „ჩვენ შეგვიძლია 15 წუთში ხერსონში ვიყოთ,“ – ეუბნება ჟურნალისტებს სერგეი, უკრაინის არმიის ოფიცერი. – „სამხრეთი მზადაა, ტექნიკას ველოდებით… ველოდებით ბრძანებას.“ მაშინ, როდესაც კიევში ევროპის ლიდერების ვიზიტი მიმდინარეობს, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, …

ერთი სამშობლო გვაქვს, მეორეს არავინ მოგვცემს – უკრაინელი გენერალი ხერსონის დაბრუნებაზე

გენერალ-მაიორ დმიტრო მარჩენკოს აზრით, უკრაინის არმიამ მნიშვნელოვანი დრო დაკარგა, თუმცა ეს ხელს ვერ შეუშლის ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს, დაიბრუნონ ოკუპირებული ხერსონი. „უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ახლა გაუჭირდებათ რუსი ოკუპანტების ხერსონიდან და მთლიანად ოლქიდან განდევნა. ეს იმასთანაა დაკავშირებული, რომ ნიკოლაევისა და ხერსონის ოლქებს შორის ფრონტის ხაზზე ბრძოლებმა პოზიციური ხასიათი მიიღო. ყველა მონაკვეთი დაცხრილულია და ყველაფერი დანაღმულია“, – უთხრა …

ოკუპირებულ ხერსონში ადამიანები ქრებიან – ქალაქის მერი

რუსული ოკუპაციის დაწყებიდან დღემდე ხერსონში 250-ზე მეტი ადამიანი გაუჩინარდა. მათგან მხოლოდ 70 გაათავისუფლეს – ამის შესახებ ხერსონის მერმა იგორ კოლიხაევმა RBC-Ukraine-სთან ინტერვიუში განაცხადა დღეს, 23 მაისს. „ხალხი ქრება. ძირითადად ისინი, ვინც ანტიტერორისტულ ოპერაციაში, შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა, აქტიური პროუკრაინული პოზიციის მქონე ადამიანები, კორესპონდენტები. აწამებენ თუ არა მათ? ალბათ კი. მე არ მისაუბრია მათთან, ვინც აწამეს, მაგრამ …

შეიძლება მარსთან შეერთებაც ითხოვონ, უკრაინა გაათავისუფლებს ხერსონს – პოდოლიაკი

ხერსონის ოლქის საოკუპაციო ხელისუფლება პუტინს სთხოვს, რეგიონი რუსეთის შემადგენლობაში შეიყვანოს. ინფორმაციას ამის შესახებ ახალი ამბების რუსული სააგენტო TASS-ი ავრცელებს კირილ სტრემოუსოვზე დაყრდნობით, რომელიც მოსკოვის მიერ კონტროლირებადი ხერსონის ნაწილის რეგიონული სამხედრო და სამოქალაქო ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეა. „მსგავსი მიმართვის, ყოფნა-არყოფნის საკითხი მაინც ხერსონის მხარის მცხოვრებლებმა უნდა გადაწყვიტონ – ეს პირველი. ხერსონის მხარის მცხოვრებლებმა  საკუთარი ბედიც უნდა განსაზღვრონ. …

უკრაინის დაზვერვა: რუსეთი მარიუპოლისთვის შტამპს უკვეთავს, რომელზეც რუსეთი აწერია

რუსეთის საოკუპაციო რეჟიმი ცდილობს დაარწმუნოს ადგილობრივი მოსახლეობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე კონტროლის საბოლოოდ დაამყარებაში – ინფორმაციას დღეს, 3 მაისს, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ოფიციალური გვერდი ავრცელებს ტელეგრამზე. უწყების ცნობით,  პირველ მაისს ხერსონის ოლქის ოკუპირებულ ქალაქ ჰენიჩესკში ახლად დანიშნულმა „საქალაქო საბჭოს ხელმძღვანელმა“ ანდრეი კლოჩკომ რუსეთის დროშა აღმართა, თუმცა მოსახლეობამ „რაშისტული დღესასწაული“ უგულებელყო. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი …

60 სამხედრო და 16 სამოქალაქო ტყვე დაბრუნდება სახლში – ვერეშუკი

უკრაინის ვიცე-პრემიერის, ირინა ვერეშუკის განცხადებით, 19 აპრილს ოფიციალურმა კიევმა ჯამში 76 უკრაინელი პატიმრის გაცვლა მოახერხა. ვერეშუკი ტელეგრამზე წერს, რომ ეს ტყვეების მეხუთე გაცვლაა. „დღეს ჩვენ გავცვალეთ 60 სამხედრო მოსამსახურე, მათ შორის 10 ოფიცერი. გარდა ამისა, სახლში დაბრუნდება 16 სამოქალაქო პირი. ეს ტყვეების მეხუთე გაცვლაა. საერთო ჯამში 76 ადამიანი“, – წერს უკრაინის ვიცე-პრემიერი. მანამდე, ვერეშუკმა განაცხადა, …

გაუჩინარებული ხერსონელი ჟურნალისტის ძმა რუსებმა წაიყვანეს, მამა იმალება

რუსეთის მიერ ოკუპირებულ ხერსონში გაუჩინარებული უკრაინელი ჟურნალისტის მამა მიმალვაშია, ძმა კი რუსმა სამხედროებმა წაიყვანეს. ამის შესახებ უკრაინული „კანალ 24“ იუწყება. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, კონსტანტინის მამა – ალექსანდრ რიჟენკო თავად ესაუბრა უკრაინის ჟურნალისტთა ეროვნული გაერთიანების ხელმძღვანელს, სერგეი ტომილენკოს. მან ტომილენკოს უთხრა, რომ რუსმა სამხედროებმა, მისი მეორე შვილი ზაქარია დააპატიმრეს და მასაც ეძებენ, რის გამოც იმალება. …

Exit mobile version