ბათუმის №1 სკოლის 15 მოსწავლე კლინიკას დღის ბოლომდე დატოვებს – საზოგადოებრივი ჯანდაცვა

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის უფროსის მოადგილე, ნონა ეფაძე, ბათუმის პირველ საჯარო სკოლაში მოწამლულ ბავშვებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ მოსწავლეები ამ დროისთვის თავს კარგად გრძნობენ. მისი თქმით, პირველი სკოლიდან 15 მოსწავლე გადაიყვანეს კლინიკაში, რომლებსაც ინტოქსიკაციის გამოხატული ნიშნები ჰქონდათ, თუმცა ბავშვები ახლა თავს კარგად გრძნობენ და სავარაუდოდ დღის ბოლომდე კლინიკას ყველა ბავშვი დატოვებს. „15 ბავშვი გადაიყვანა სასწრაფო დახმარებამ …

ბათუმის პირველი საჯარო სკოლიდან რამდენიმე მოსწავლე კლინიკაში გადაიყვანეს

დღეს, 27 მარტს, ბათუმის პირველ საჯარო სკოლაში ერთი მასწავლებელი და ათი მეშვიდეკლასელი მოსწავლე ინტოქსიკაციის ნიშნებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ბათუმის რესურსცენტრის ინფორმაციით, ინტოქსიკაცია სავარაუდოდ სპრეიმ გამოიწვია, რომელიც კლასში გაუშვეს. „5-6 ბავშვი და ერთი მასწავლებელია გადაყვანილი. სავარაუდოდ, რომელიღაც ბავშვმა გაუშვა კლასში სპრეი, დაზუსტებით არ ვიცით რა მოხდა, პოლიცია დაადგენს“, – გვითხრა გოჩა დავითაძემ. მომხდართან დაკავშირებით მოგვიანებით გააკეთა კომენტარი …

გადავიწვებით, კლასის დამრიგებელს აუცილებელია ჰყავდეს დამხმარე – მასწავლებელი

„არა მარტო ხელფასი უნდა გაიზარდოს, არამედ აუცილებელია, დამრიგებლის მხარდამჭერი მექანიზმი შეიქმნას სკოლაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, გადავიწვებით“, – ამბობს ნინა ინაიშვილი, ბათუმის მესამე საჯარო სკოლის მასწავლებელი და დამრიგებელი. ის „ბათუმელებთან“ იმ მძიმე მდგომარეობაზე საუბრობს, რომლის წინაშეც დღეს სისტემა კლასის დამრიგებლებს აყენებს. ქალბატონო ნინა, რა არის ყველაზე დიდი პრობლემა, რის წინაშეც დგანან კლასის დამრიგებლები და რა იწვევს ამ …

„ბევრი რუსია რიგში, ამიტომ ჩვენ უნდა დაგვჩაგროთ?“ – „ევრო 2000-ში“ სწავლა 5 ათასი ლარი ხდება

„ჭარბი რაოდენობა შემოედინება, ბევრი რუსი ჩადგა სკოლის რიგში და ამიტომ ჩვენ უნდა დავიჩაგროთ?“ – კითხულობს გიორგი თედოზაშვილი, ვისი შვილიც ბათუმში, კერძო სკოლა „ევრო 2000-ში“ სწავლობს. ის დღეს, 22 მარტს, სხვა მშობლებთან ერთად  სკოლის დირექციასთან ითხოვდა შეხვედრას. სკოლა „ევრო 2000-ის“ მოსწავლეების მშობლებს უკვე აცნობეს დირექციიდან, რომ სწავლის საფასური სექტემბრიდან 3500-დან 5000 ლარამდე იზრდება. მშობლების ერთ-ერთი ვერსიით, …

პირველკლასელთა რეგისტრაცია 6 მარტს დაიწყება – სამინისტრო

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი 2023 წლის 6 მარტს დაიწყება და გაგრძელდება 20 მარტის ჩათვლით. პირველ ეტაპზე სკოლებში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები დარეგისტრირდებიან. ბავშვების მშობლებმა განცხადებით უნდა მიმართონ სასურველ საჯარო სკოლას, ადმინისტრაცია კი ბავშვს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (EMIS) დაარეგისტრირებს. „სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურების მიზნით, მშობელი სკოლაში შესაბამის მიმართვის ფორმას ავსებს, …

რა უნდა შეიცვალოს, რომ ბავშვებმა ფიზიკის სწავლა შეძლონ?

ავტორი: ნინი თურაძე არდადეგებამდე ერთი კვირით ადრე მივედი მე-18 საჯარო სკოლაში. ეს ის დროა, როდესაც ბავშვებს ყველაზე მეტად ეზარებათ ხოლმე სკოლაში სიარული. მივაგენი კლასს, სადაც იმ წუთებში ფიზიკის გაკვეთილი ტარდებოდა. ჩემდა გასაკვირად, იქ არც ისე ცოტა ბავშვი დამხვდა. მე და ფიზიკის მასწავლებელმა, ვენერა აბუსერიძემ, რომელიც უკვე 38 წელია ასწავლის ფიზიკას, გადავწყვიტეთ, იქვე, კლასში, გვესაუბრა ფიზიკაზე. …

ბავშვებს „გამარჯობა“ ჩემი სახელი ეგონათ – დაწყებითის მასწავლებელი მარნეულიდან

ზვიად ფიფია მარნეულში, სოფელ კარჩაგანის პირველ საჯარო სკოლაში ქართულ ენას ასწავლის. მასწავლებლობა, როგორც თვითონ გვითხრა, „შემთხვევით“ გადაწყვიტა, თუმცა არასდროს უნანია. ახლა ფიქრობს, რომ პედაგოგობა ნამდვილად მისი საქმეა. „ბათუმელებთან“ ის სკოლაზე და მის პროფესიულ ცხოვრებაზე საუბრობს. ბატონო ზვიად, თქვენ დაგასახელეს საუკეთესო მასწავლებლად. როგორ მოხვედით ამ სფეროში? უკვე 15 წელია, რაც პედაგოგი ვარ. რაღაც პერიოდი ჟურნალისტად ვმუშაობდი. …

მტერზე უარესია რუსეთი – მასწავლებელი, რომელმაც აფხაზეთის ომი გამოიარა

დიანა წურწუმია, ჩხოროწყუში, სოფელ ლესიჭინეს საჯარო სკოლაში ქართულ ენას ასწავლის. ის გუშინ, 13 თებერვალს, საქართველოს განათლების სამინისტრომ საუკეთესო მასწავლებლადაც დაასახელეს. დიანა 21 წლის იყო, როცა აფხაზეთის ომმა დევნილად აქცია. ის ომამდე გულრიფშის რაიონში ცხოვრობდა დედასთან და ბებიასთან ერთად, თუმცა ყველაფრის მიტოვება მოუხდა. „როცა სამეგრელოში ჩამოვედით, რაღაც პერიოდი დევნილთა შტაბში ვმუშაობდი წითელი ჯვრის ეგიდით, შემდეგ კი …

ცვლილება – რა შემთხვევაში შეუძლია დირექტორობის მსურველს დამატებითი ტესტირების მოთხოვნა

„საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესში“ ცვლილება შევიდა. ბრძანების მიხედვით, ტესტირებაზე დაგვიანების გამო  დირექტორობის მსურველს უფლება არ აქვს მოითხოვოს დამატებითი ტესტირების ჩატარება, მიუხედავად იმისა, ტესტირებაზე დაგვიანება გამოწვეული იყო თუ არა საპატიო მიზეზით. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუკი ტესტირებაზე აპლიკანტი ვერ გამოცხადდა  COVID-19-ის დადასტურების გამო, მას სამინისტრო უფლებას აძლევს, განმეორებით გამოცდაზე გავიდეს. „მართვის სისტემა უფლებამოსილია, დირექტორობის …

რატომ არ უშვებენ მშობლებს სკოლაში – მშობელი, როგორც უცხო პირი

მშობელი ამბობს, რომ უფლებას არ აძლევენ თავისი შვილის სკოლაში გაკვეთილს დაესწროს. არის სხვა შემთხვევები, როცა მშობელი ამბობს, რომ სკოლის შენობაშიც კი არ უშვებენ. ბოლო დღეებში მშობლები სოციალურ ქსელებშიც აქტიურად ცდილობენ იმის გარკვევას, აქვთ თუ არა მათ, როგორც მშობლებს, უფლება, დაესწრონ შვილების გაკვეთილებს. ერთ-ერთი მათგანია ნათია მანია, რომელიც თანახმაა ამ თემაზე ღიად ისაუბროს. მისი თქმით, შვილის …

მაღალმთიანი აჭარის სკოლები ექიმებსა და ექთნებს ეძებენ – ხელფასი 660 ლარი

შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტებში საჯარო სკოლები სკოლის ექიმებსა და ექთნებს ვერ პოულობენ. 2022 წლის 21 მარტს საქართველოს განათლების და ჯანდაცვის მინისტრებმა გამოსცეს ერთობლივი ბრძანება, რომლის თანახმადაც განისაზღვრა სკოლებში სამედიცინო პერსონალის საქმიანობის სტანდარტი. ეს სტანდარტი სკოლაში ექიმის ან ექთნის ყოფნას და სამედიცინო პერსონალისთვის სივრცის ან შესაბამისი კაბინეტის გამოყოფას ითვალისწინებს. შუახევში 43 საჯარო სკოლაა. მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის ხელმძღვანელის, …

ღამით როცა ვმუშაობ, სკოლაში აღარ მივდივარ – 17 წლის ბათუმელი მოსწავლე

ავტორი: ნინი თურაძე, მედიასკოლა ___________________ 17 წლის მეა (სახელი შეცვლილია) მეთორმეტე კლასშია და ბათუმში, კლუბ-რესტორანში, ღამის ცვლაში მუშაობს – საღამოს ცხრიდან დილის ექვსამდე. მან გვითხრა, რომ მუშაობა 13 წლისამ დაიწყო. მეა ინტერვიუზე იმ პირობით დაგვთანხმდა, რომ სახელსა და გვარს არ გავასაჯაროებდით – იგი მიიჩნევს, რომ ამის გამო შესაძლოა მან სამსახური დაკარგოს. მეა, რამდენი ხანია მუშაობთ …

რატომ არის ხულოში 49 სკოლის დირექტორიდან 43 კაცი

ხულოს მუნიციპალიტეტში სულ 49 საჯარო სკოლაა. 43 სკოლაში დირექტორობის მოვალეობას კაცი ასრულებს, დარჩენილ 6 საჯარო სკოლაში კი – ქალი. ასევე, მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში დირექტორის მოადგილის ანაზღაურებადი 16 პოზიციაა, სადაც 14 კაცი მუშაობს. ხულოს საჯარო სკოლის დირექტორებს შორის გენდერული უთანასწორობა ცხადად ჩანს ოფიციალური სტატისტიკით. „ბათუმელები“ დაინტერესდა, რას ფიქრობენ ამაზე თავად სკოლის დირექტორები. დაბა ხულოს საჯარო სკოლის …

სკოლა 29 მოსწავლით

მას შემდეგ, რაც ახალდაბის საჯარო სკოლაში ბოლო გაკვეთილის დამთავრების მაუწყებელი ზარი დაირეკა, მეექვსე კლასის საკლასო ოთახის ინტერიერი შეიცვალა. კლასი, სადაც 4 მერხი იდგა, დებატკლუბის სივრცედ იქცა. ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს, მალვინა ზოიძეს, კლასში თეთრი დაფა შემოაქვს, სკოლის ბიბლიოთეკარს, ნარგიზ ქათამაძეს – ლეპტოპი და პროექტორი. დაფას კედელზე ამაგრებენ, ცდილობენ პროექტორი გაასწრონ. ამასობაში პატარა ოთახი ბავშვებით …

როგორ კვებავენ ბავშვებს ესტონეთისა და აშშ-ის სკოლებში – რას გვიყვებიან ქართველი პედაგოგები

„ხშირად მაქვს შემთხვევა, როცა ბავშვს გული წაუვა, მოვა სამედიცინო დახმარება და გამოკითხვის შემდეგ ბავშვი ამბობს, რომ „დღეს არ მისაუზმია“, – ამბობს „ბათუმელებთან“ ფერიის საჯარო სკოლის დირექტორი, ლეილა დუმბაძე. მისი თქმით, სკოლებში უფასო კვების დანერგვა აუცილებელია, რადგან ხშირად ბავშვები სახლიდან ცხრის ნახევარზე გამოდიან და საუზმობას ვერ ასწრებენ. „ ბავშვები სკოლაში სამ საათამდე მშიერი იმყოფება. ზოგიერთს ჯანმრთელობა …

მოსწავლეების ჩხუბი ბათუმში – რას ამბობს სკოლის დირექტორი

ბათუმის №8 საჯარო სკოლაში გუშინ, 6 ოქტომბერს მეთორმეტეკლასელებს შორის მომხდარი დაპირისპირების შესახებ დღეს კომენტარი გააკეთა სკოლის დირექტორმა, გივი ხალვაშმა. მისი ინფორმაციით, დაზარალებული მოზარდი ამ დროისთვის ისევ კლინიკაში იმყოფება, ექიმების დაკვირვების ქვეშ, მეორე მოზარდი კი პოლიციამ დაკითხა. „ჩხუბში მონაწილე ბიჭი მოიყვანეს სკოლაში და გამოიძახეს პოლიცია. მეორეს, დაზარალებულს, ნათესავი შეხვედრია გუშინ და იმას წაუყვანია სახლში. მე ველაპარაკე …

რას ფიქრობს სკოლის დირექტორი ახალ სტანდარტზე – ინტერვიუ

რამდენიმე დღის წინ, განათლების სამინისტრომ სკოლის დირექტორების ახალი სტანდარტი დაადგინა. სტანდარტი ეფუძნება სკოლის ხელმძღვანელის, როგორც ლიდერის კონცეფციას, რომელიც ითვალისწინებს შემდეგ პრინციპებს: გაზიარებული ლიდერობა და სისტემური ლიდერობა. შეცვლის თუ არა რაიმეს სკოლებში ახალი სტანდარტი, ამ თემაზე „ბათუმელები“, ხაშურის პირველი საჯარო სკოლის დირექტორს, მორის დანდურიშვილს ესაუბრა. ბატონო მორის, რას ფიქრობთ ახალ სტანდარტზე, რამდენად განხორციელებადია ის ქართულ სკოლებში? …

უკრაინულ სექტორში მასწავლებლები სკოლის მიერ დადგენილი წესით დასაქმდებიან

„მასწავლებლის საქმიანობის დაწყებისა და შეწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ“ კანონში ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვით, პირს, რომელსაც უკრაინულ სექტორში მასწავლებლად დასაქმება სურს, სკოლას უნდა მიმართოს. „მასწავლებლები სკოლის მიერ დადგენილი წესით შეირჩევიან“, – ნათქვამია განათლების მინისტრის ბრძანებაში, რომელიც გუშინ, 22 სექტემბერს გამოიცა. ამ დროისთვის უკრაინული სექტორი თბილისის 41-ე და ბათუმის მე-20 საჯარო სკოლებშია გახსნილი, სადაც 2 ათასამდე უკრაინიდან …

რა იყიდა 4 შვილის დედამ სასკოლოდ – „მეშინია, მე უწამლოდ არ დავრჩე, ბავშვები უყველაფროდ“

დღეს, 15 სექტემბერს, საქართველოს საჯარო სკოლებში სწავლა დაიწყო. როგორ მოემზადა სკოლისთვის მრავალშვილიანი ოჯახი? – ეს 44 წლის ფატი მუთიძეს ვკითხეთ, რომელიც ოჯახთან ერთად ხულოს სოფელ წაბლანაში ცხოვრობს. ფატი 4 შვილის დედაა. ოთხივე მათგანი სწავლობს სკოლაში. ფატის უფროსი შვილი 15, მომდევნო შვილები კი – 10, 9 და 8 წლისები არიან. ფატის თქმით, ოჯახს არ აქვს შესაძლებლობა, …

„მშია მასწავლებელო“ – რა ისმის სკოლებში უფასო კვების დაპირებაზე?

სკოლებში ბავშვთა უფასო კვების პროგრამა განათლების სამინისტრომ 2020-2030 წლების ეროვნულ სტრატეგიაში არ შეიტანა. აპირებს თუ არა მთავრობა დაპირების შესრულებას? – ამ კითხვაზე საქართველოს განათლების სამინისტროს ისევ სტანდარტული პასუხი აქვს – „მიმდინარეობს მუშაობა“. საჯარო სკოლებში მოსწავლეების უფასო კვების პროგრამის საკითხი განსაკუთრებით საარჩევნო პერიოდში აქტიურდება. ამ თემაზე მმართველმა პარტიამ მას შემდეგ დაიწყო საუბარი, როცა თბილისის მერობის კანდიდატმა …

თბილისის კერძო რუსული სკოლის მეწილე „ქართული ოცნების“ შემწირველია

„სკოლა პროექტორი“/„Школа Проектор” ასე ჰქვია კიდევ ერთ, საქართველოში არაავტორიზებულ კერძო რუსულ სკოლას თბილისში, სადაც სწავლა წელიწადში 6000 – 7500 დოლარი [შესაბამისად, 17000-21 000 ლარი] ღირს. ფასში შედის სასწავლო და საგანმანათლებლო  მასალები, სწავლება, დამატებითი წრეები, სამჯერადი კვება და გაკვეთილები 16:00 საათამდე. ამას ემატება წლიური სარეგისტრაციო საფასური 150 დოლარი – მოსწავლის რეგისტრაციისა და დოკუმენტების მოსამზადებლად თბილისსა და …

ქუთაისის სკოლის ბუღალტერს თანხის მითვისებისთვის ბრალი წარუდგინეს – პროკურატურა

პროკურატურამ ბრალი წარუდგინა ბუღალტერს, რომელმაც ბრალდების მხარის მტკიცებით, სკოლის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხა მიითვისა. „საქართველოს პროკურატურამ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე, სსიპ ქუთაისის N22-ე საჯარო სკოლის ყოფილ ბუღალტერს ბრალდება წარუდგინა. გამოძიება განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის მიერ ჩატარებული შემოწმების საფუძველზე დაიწყო, რომლის მიხედვითაც ქუთაისის N22-ე საჯარო სკოლის ყოფილი ბუღალტრის მიერ შესაძლოა ადგილი ჰქონოდა …

გოგონები უკეთ სწავლობენ, კარიერას კი ბიჭები იკეთებენ – რატომ?

საჯარო სკოლებს ყოველწლიურად გაცილებით მეტი გოგო ამთავრებს ოქროს მედალზე, ვიდრე ბიჭი, თუმცა კარიერის გარკვეულ საფეხურზე კაცები უფრო წინაურდებიან ხოლმე, ვიდრე ქალები. მაგალითად, მიმდინარე წელს, აჭარაში საშუალო სკოლა ოქროს მედალზე დაასრულა 372-მა გოგომ და 167-მა ბიჭმა, ბათუმში კი – 11-მა გოგომ და 51-მა ბიჭმა. გოგოები რომ უფრო კარგად სწავლობენ სკოლაში, ამას სხვადასხვა ნაციონალური თუ საერთაშორისო კვლევაც …

პირველკლასელებისთვის 700 ათას ლარად ჭადრაკის დაფებს შეიძენენ

700 ათასი ლარია გათვალისწინებული სახელმწიფო ბიუჯეტიდან საჯარო სკოლებისთვის საჭირო სადემონსტრაციო ჭადრაკის დაფების შესაძენად. დაფებს პირველკლასელებისთვის შეიძენენ, ვინაიდან ახალი სასწავლო წლიდან პირველ კლასში ჭადრაკის სწავლება სავალდებულო იქნება. საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ ჭადრაკის დაფების შესყიდვაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა, სადაც წინადადებების მიღება 20 ივლისს დაიწყება და 25 ივლისს დასრულდება. სააგენტო, ტენდერის ფარგლებში, 4 000 ჭადრაკის სადემონსტრაციო …

მოსწავლეები ექსტერნის გამოცდას აღარ ჩააბარებენ – მინისტრის დადგენილება

განათლების მინისტრის პირველი ივნისის დადგენილებით, 2021-2022 სასწავლო წელს საბაზო და საშუალო საფეხურის ის მოსწავლეები, რომლებმაც სასწავლო წლის განმავლობაში გააცდინეს კონკრეტული საგნისთვის დათმობილი საათების 30 პროცენტი, შეფასდებიან შემაჯამებელი – კომპლექსური დავალებებით. აქამდე, ეროვნული სასწავლო გეგმის 38-ე მუხლის მიხედვით, მოსწავლეს ექსტერნის გამოცდის ჩაბარება უწევდა იმ შემთხვევაში, თუკი მას კონკრეტულ საგანში სასწავლო წლის მანძილზე დათმობილი საათების 30 პროცენტი …

„საბჭოთა კავშირი დაბრუნდა“ – დამპყრობლებმა მარიუპოლში სკოლა „გახსნეს“

„საბჭოთა კავშირი დაბრუნდა“: დამპყრობლებმა მარიუპოლში სკოლა გახსნეს“ – ამ სათაურით აქვეყნებს უკრაინული გამოცემა unian-ი მარიუპოლის 65-ე სკოლის შესახებ ინფორმაციას. გამოცემის ცნობით, დაბომბილ და დაპყრობილ ქალაქში რუსებმა სკოლა „გახსნეს“. ინფორმაციას გამოცემა მარიუპოლის მერის მრჩევლის, პეტრო ანდრიუშჩენკოზე დაყრდნობით ავრცელებს. მან სკოლის გახსნის შესახებ ფოტოები საკუთარ ტელეგრამ არხზე გამოაქვეყნა. პეტრო ანდრიუშჩენკო წერს, რომ მშობლები აიძულეს დაბომბილი სკოლის შენობიდან …

სკოლის პირველ კლასში ჭადრაკის სწავლება სავალდებულო იქნება

განათლების მინისტრის ბრძანებით, პირველ კლასში ჭადრაკის სწავლება სავალდებულო იქნება, რადგან „ამ საგნების სწავლამ მოსწავლეს უნდა შესძინოს ის უნარ-ჩვევები, რომლებიც მას დაეხმარება ცხოვრებისეული პრაქტიკული პრობლემების გადაჭრაში“, – წერია მინისტრის ბრძანებაში. ამავე ბრძანებაში ვკითხულობთ, რომ სკოლებში ჭადრაკის სწავლება გათვალისწინებულია ევროკავშირის 2012 წლის დეკლარაციით, რომელიც საგანმანათლებლო სისტემებში ჭადრაკის სწავლების დანერგვას ითვალისწინებს. თუმცა, ამავე ბრძანების მიხედვით, პირველ კლასში ჭადრაკის …

ზოგჯერ მინდა ჩამოვგლიჯო დაფა და მეორე მხარეს მივაკრა, კლასი რომ შემოტრიალდეს – პედაგოგი

როგორ შეიძლება იქცეს მასწავლებელი მოსწავლისთვის მოტივაციად და პირიქით, შესაძლოა დაუქვეითოს მოსწავლეს როგორც თვითშეფასება, ასევე გაუნელოს სწავლის მიმართ ინტერესი. სწორედ ამ პრობლემაზე გვესაუბრა „ბათუმელებს“ ბათუმის მეორე საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი მინდია ფუტკარაძე. მისი თქმით, დანაშაულია, როცა მასწავლებელი მხოლოდ წარმატებული მოსწავლეების გადმოსახედიდან აფასებს პროცესებს, რადგან სწორედ აქედან იწყება სხვა მოსწავლეების უგულებელყოფა. ბატონო მინდია, ხშირად მოსწავლეები ერთ …

აქ ყველა ბავშვი ბედნიერია – რა ნახა ქართველმა პედაგოგმა ნორვეგიულ სკოლაში

თამთა ჯიჯავაძე „სამოქალაქო განათლების“ მასწავლებელია ამერიკულ საერთაშორისო უმაღლეს სკოლა-კოლეჯში „პროგრესში“. ის ამჟამად ნორვეგიაში იმყოფება და ეცნობა ნორვეგიული სახალხო სკოლის მოდელს. „ბათუმელებთან“ თამთა ამბობს, რომ რთულია შეცვალო ზრდასრული ადამიანების ღირებულებები და აზრები, სწორედ ამიტომ გადაწყვიტა, რომ იმუშაოს სკოლაში, ბავშვებთან, რადგან სწორედ ისინი შექმნიან ჩვენი ქვეყნის მომავალს. „მუშაობა რომ დავიწყე, მალევე მოვხვდი ამ პროექტში. პროგრამა არის ხანგრძლივი …

იცის ინგლისური, შვედური და უკვე სომხურიც – გოგო, რომელიც სომეხ ბავშვებს ქართულს ასწავლის 

სალომე ლომიძე თითქმის ათი წელია, რაც ჯავახეთის სომხურენოვან სკოლებში ქართულ ენას და ლიტერატურას ასწავლის. განათლებით ფილოლოგია, იცის ინგლისური, შვედური, რუსული და ახლა უკვე სომხური ენაც. სომხური ჯავახეთში ისწავლა, აქ მრავალწლიანი ცხოვრების შემდეგ უკვე ესმის სომხური ენის სხვადასხვა დიალექტიც კი. ახლა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სკოლის მასწავლებელია. 10, 15 წლის წინ სოფელ ფოკაში ძნელად იპოვიდით ვინმეს, ვისაც ქართული …

საჩინოს სკოლის სახურავის აღდგენაში 80 ათასი ლარი დაიხარჯება

80 876 ლარი დაიხარჯება ქობულეთის სოფელ საჩინოს საჯარო სკოლის სახურავის აღდგენაში. აჭარის განათლების სამინისტრო სამუშაოებს ტენდერის გარეშე შეისყიდის. „2022 წლის 15 იანვარს ძლიერმა ქარმა დააზიანა სოფელ საჩინოს საჯარო სკოლის შენობის სახურავი, რაც გამოიხატება იმაში, რომ სახურავის ნაწილი მთლიანად გადახდილია ხის კონსტრუქციასთან ერთად, შენობა დაუცველია ნალექისგან, ასევე არსებობს დაზიანებული სახურავის სკოლის ტერიტორიაზე ჩამოყრის საფრთხე.“ – აღნიშნულია …

სკოლებში კონფლიქტების მოსაგვარებლად სამინისტრო მედიაციის პროგრამას იწყებს

მანდატურის სამსახური სკოლებში მედიაციის საპილოტე პროგრამას იწყებს. პროექტის მიზანი მოსწავლეებს შორის კონფლიქტის მოგვარებაა. როგორც მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილე, ნინო შატბერაშვილი „ბათუმელებთან“ ამბობს, საქართველოში აქამდე არ არსებობდა სასკოლო მედიაციის პრეცედენტები. „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემაში გვაქვს ამის გამოცდილება, თუმცა სასკოლო სისტემაში – არა. გავწევრიანდი ევროპის სკოლის მედიატორთა სამუშაო ჯგუფში, რომელიც ევროპული ფორუმის ქვეშაა; მოვუსმინე ექსპერტებს მსოფლიოდან, ვისაც ძალიან …

რა შემთხვევაში განახლდება 4 ოქტომბერს სწავლა სკოლაში – თამარ გაბუნიას კომენტარი

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, სასკოლო გარემოში სწავლა იმ შემთხვევაში განახლდება, თუ კორონავირუსის გავრცელების ტემპი შემცირდება. „ტენდენცია არის კეთილსაიმედო, კლების ტემპი, ასევე ვაქცინაციის პროცესი. ზოგიერთ სკოლაში თითქმის 60 პროცენტს აღწევს ორჯერ ვაქცინირებულთა რაოდენობა, ეს პროცესი აქტიურად გრძელდება და ვფიქრობ შექმნის კარგ პირობას იმისთვის, რომ 4 ოქტომბრიდან სასკოლო გარემოში დაიწყოს სწავლა,“ – ამბობს გაბუნია. …

კონკურსი 200 ათასი ლარით – ბლექსის ადგილას ახალი სკოლის პროექტის შესაძენად

ბათუმში, კოლეჯ „ბლექსის“ ყოფილი შენობის ადგილას, 600 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის ახალი, სამსართულიანი შენობა აშენდება. დ. თავდადებულის N61-ში ახალი საჯარო სკოლის მშენებლობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებაზე აჭარის განათლების სამინისტრომ კონკურსი უკვე გამოაცხადა. საკონკურსო თანხა 200 ათასი ლარია. კონკურსში წინადადებების მიღება 2021 წლის 29 ივლისს დაიწყება და 3 აგვისტოს დასრულდება. „მიმწოდებლის მიერ მომსახურების გაწევა უნდა მოხდეს ხელშეკრულების დადებიდან …

ცვლილება პირველკლასელთა რეგისტრაციაში

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ცვლილება შევიდა 2021-2022 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაციის I და II ეტაპის ვადებში. კერძოდ, გახანგრძლივდა სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვების შეფასების პროცესი. „ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების გამო შეფერხდა პირველ ეტაპზე რეგისტრირებული ბავშვების მულტიდისციპლინური გუნდის მიერ შეფასების პროცესი. შესაბამისად, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების ინტერესების გათვალისწინებით, რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტაციის წარდგენის საბოლოო ვადა 5 ივნისამდე გახანგრძლივდა,“- აცხადებს …

სკოლებში სამედიცინო კაბინეტების გახსნა სავალდებულო გახდა – ახალი კანონი

სკოლებში, სადაც მოსწავლეთა რაოდენობა 1000-ს აღემატება, სამედიცინო კაბინეტები 2021 წლის 15 სექტემბრამდე უნდა გაიხსნას, ხოლო იმ სკოლებში, სადაც მოსწავლეთა რაოდენობა 1000-ზე ნაკლებია – 2022 წლის 15 სექტემბრამდე. სკოლებში სამედიცინო კაბინეტების მოწყობას „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ახალი ცვლილებები ითვალისწინებს, რომლებიც 2021 წლის 13 აპრილიდან ამოქმედდა. ამ კანონით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში/სკოლაში, სამედიცინო სივრცის [კაბინეტი/პუნქტი] ფუნქციონირება, საქართველოს …

Exit mobile version