დღეიდან, 6 ივლისიდან, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო დამატებითი უფლებებით ისარგებლებს. სამინისტროს დებულებაში შესაბამისი ცვლილებები აჭარის მთავრობამ შეიტანა. ახალი ცვლილებით, აჭარის განათლების სამინისტრო: [checklist] გასცემს თანხმობას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 28 სექტემბრის №126/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების“ მე-11 მუხლის მე-6 პუნქტით სამუშაო დატვირთვასთან დაკავშირებით …
Tag Archives: სკოლა
როგორ უნდა ჩატარდეს დისტანციური გაკვეთილი – ცვლილება ეროვნულ სასწავლო გეგმაში
საქართველოს განათლების მინისტრის 4 ივნისს გამოქვეყნებული ბრძანების მიხედვით, ოფიციალურად განისაზღვრა ონლაინგაკვეთილების ხანგრძლივობა. [checklist] I-IV კლასებში – 20 წუთი; V-IX კლასებში – 30 წუთი; X-XII კლასებში – 40 წუთამდე. [/checklist] მინისტრის ბრძანებით, რეკომენდებულია დღეში არაუმეტეს 3 გაკვეთილის ჩატარება. ამასთან, გაკვეთილი უნდა შეიცავდეს სხვადასხვა ინტერაქტიულ ტექნიკას, „მათ შორის, 10-15-წუთიან შესვენებას ფიზიკური აქტივობით. პერიოდულად შეიძლება ჩატარდეს თვალის ვარჯიში, …
Continue reading “როგორ უნდა ჩატარდეს დისტანციური გაკვეთილი – ცვლილება ეროვნულ სასწავლო გეგმაში”
მეთორმეტეკლასელებისთვის ექსტერნატის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება
მე-12 კლასის პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის მსურველთათვის რეგისტრაციისა და გამოცდების ჩატარების ვადები განსაზღვრა. გამოცდაზე დარეგისტრირება 2020 წლის 1-ლი ივნისიდან იწყება, რომელიც 5 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება, ხოლო გამოცდები 15 ივნისიდან 24 ივნისის ჩათვლით ჩატარდება. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ექსტერნატის გამოცდაზე გასვლის უფლება აქვს პირს იმ შემთხვევაში, თუ მისი ასაკი შეესაბამება ან აღემატება მე-12 კლასის მოსწავლეთა ასაკობრივ ჯგუფს …
Continue reading “მეთორმეტეკლასელებისთვის ექსტერნატის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება”
აჭარის განათლების სამინისტრომ 10 საჯარო სკოლას სპორტული ინვენტარი გადასცა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, 2020 წლის საჯარო სკოლების მატერიალური ბაზის გაუმჯობესების პროგრამის ფარგლებში, საჯარო სკოლებს უზრუნველყოფს სპორტული ინვენტარით. აღნიშნული ქვეპროგრამის ფარგლებში საჯარო სკოლებმა საჭიროებების შესაბამისად მიიღეს მაგიდის ჩოგბურთის კომპლექტი, ფეხბურთის, კალათბურთის, ფრენბურთის აღჭურვილობა, ჰანტელები და სხვა სპორტული ინვენტარი. 2020 წელს სპორტული ინვენტარით უზრუნველყოფილი იქნა 10 საჯარო სკოლა, რომლისთვისაც ბიუჯეტიდან დაიხარჯა 32032 …
Continue reading “აჭარის განათლების სამინისტრომ 10 საჯარო სკოლას სპორტული ინვენტარი გადასცა”
პირველკლასელთა რეგისტრაციის მე-2 ეტაპი დაიწყო
საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, დღეს, 11 მაისს, პირველკლასელთა რეგისტრაციის მე-2 ეტაპი დაიწყო, რომელიც 1-ელი ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. მეორე ეტაპზე რეგისტრირდებიან ბავშვები, რომელთა: და-ძმა სწავლობს ამ სკოლაში მშობელი სკოლის თანამშრომელია ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში ამ ეტაპზე რეგისტრაცია ხორციელდება საჯარო სკოლებში მშობლის, კანონიერი წარმომადგენლის მიერ ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე. რეგისტრაციას უზრუნველყოფს …
Continue reading “პირველკლასელთა რეგისტრაციის მე-2 ეტაპი დაიწყო”
დადგინდა პირველკლასელთა რეგისტრაციის ახალი ვადები
განათლების სამინისტროს ცნობით, კორონავირუსის პანდემიის გავრცელების პრევენციის მიზნით ქვეყნის მასშტაბით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გამო, პირველკლასელთა და მათი მშობლების ინტერესების გათვალისწინებით, 2020-2021 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაციის ახალი ვადები დადგინდა. სამინისტროს ინფორმაციით, პირველკლასელთა რეგისტრაციის I ეტაპი, რომელიც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებს ეხებოდა, 2 მარტიდან 16 მარტის ჩათვლით უკვე წარმატებით განხორციელდა, თუმცა, პირველ ეტაპზე დარეგისტრირებული სპეციალური საგანმანათლებლო …
Continue reading “დადგინდა პირველკლასელთა რეგისტრაციის ახალი ვადები”
რა დარღვევები გამოვლინდა ბათუმის სკოლებსა და ბაღებში – სანიტარული ნორმების კონტროლის შედეგები
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისა და სკოლების კვების ბლოკების კონტროლი მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს. მოწმდება საჯარო და კერძო ობიექტები. ბათუმში სკოლებსა და ბაღებს ამოწმებს როგორც სურსათის უვნებლობის სამსახური, ისე ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის სანიტარული ზედამხედველობის განყოფილება. მათ გამიჯნული აქვთ კომპეტენციები – თუ სურსათის უვნებლობა ბაღებსა და სკოლებში შეტანილი პროდუქციის ხარისხსა და შენახვის პირობებს ამოწმებს, მუნიციპალური ინსპექციის სანიტარული ზედამხედველობა …
მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებლებს ახალი რეგულაციები დაუწესეს
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 7 თებერვლის დადგენილებით, მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მასწავლებლები უნდა ფლობდნენ სქემით მინიჭებულ სტატუსს, გარდა პრაქტიკოსისა იმ საგნებში, რომლებსაც სკოლაში ასწავლიან, ან უმაღლესი განათლების დიპლომით უნდა ჰქონდეთ დადასტურებული იმ საგნების სწავლება, რომლებსაც დამატებით ასწავლიან. [checklist] მათემატიკის მასწავლებელი უფლებამოსილია, იმავე ან/და სხვა საფეხურზე ასწავლოს ტექნოლოგიების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგანი/საგნები ან/და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საგნობრივ …
კონკურსი XI-XII კლასის მოსწავლეებისთვის – გამარჯვებულს 20 000 ლარი გადაეცემა
მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის ევროპის უნივერსიტეტი აცხადებს კონკურს სახელწოდებით – „ჩემი იდეა ჩემს სკოლას“. „თუ ფიქრობთ, რომ თქვენი იდეით შეგიძლიათ თქვენი სკოლის განვითარება, მაშინ ეს კონკურსი თქვენთვისაა“, – წერია საკონკურსო განაცხადის ფორმაში. – „გაერთიანდით თქვენს მეგობრებთან ერთად და გამოგვიგზავნეთ პროექტის აღწერა, სადაც მოგვიყვებით, თუ რას გააკეთებდით 20 000 ლარად თქვენი სკოლისთვის და დაგვანახებთ იდეის …
Continue reading “კონკურსი XI-XII კლასის მოსწავლეებისთვის – გამარჯვებულს 20 000 ლარი გადაეცემა”
1 მოსწავლესაც რომ სჭირდებოდეს, სკოლას აჭარაში ტრანსპორტი დაენიშნება – სამინისტრო
2020 წლიდან აჭარის მაღალმთიან სკოლებს ტრანსპორტით აჭარის განათლების სამინისტრო უზრუნველყოფს, აქამდე ეს პროექტი ცენტრალიზებულად ხორციელდებოდა. ძველი პროექტის მიხედვით, ტრანსპორტით უზრუნველყოფა 176 სკოლას სჭირდება, თუმცა როგორც სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, ეს ციფრი შესაძლოა გაიზარდოს. სკოლების ტრანსპორტით უზრუნველყოფისთვის ბიუჯეტიდან 3 მილიონი ლარი გამოიყოფა. „ძირითადად მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების სკოლებია, სადაც ფეხით გადაადგილდებიან ბავშვები და ზამთრის პერიოდში გადაადგილება ჭირს. დაახლოებით 176 …
Continue reading “1 მოსწავლესაც რომ სჭირდებოდეს, სკოლას აჭარაში ტრანსპორტი დაენიშნება – სამინისტრო”
შეცდომები, რომლებიც პირველკლასელის მშობლებმა არ უნდა დაუშვან
ბავშვისთვის პირველ კლასში წასვლა ერთ-ერთი პირველი ყველაზე რთული და მნიშვნელოვანი ეტაპია. ბავშვთა ფსიქოლოგი ირმა ფეიქრიშვილი ამბობს, რომ ბავშვს საამისოდ წინასწარი შემზადება სჭირდება. გარდა ამისა, ფსიქოლოგი გვიზიარებს რამდენიმე ძალიან გავრცელებულ შეცდომას, რომელსაც მშობლები პირველკლასელ ბავშვთან მიმართებაში უშვებენ. რატომ არის საჭირო ბავშვის სკოლისთვის მომზადება და როგორ უნდა მოხდეს ეს? პირველი კლასი ბავშვის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე რთული პირველი ნაბიჯია, …
Continue reading “შეცდომები, რომლებიც პირველკლასელის მშობლებმა არ უნდა დაუშვან”
რა დაუწერეს მოსწავლეებმა ახალგაზრდა მასწავლებელს ფურცლებზე
26 წლის მინდია ფუტკარაძე მე-3 ა კლასის მასწავლებელია, ის ბათუმის მეორე საჯარო სკოლაში კონკურსით დასაქმდა. ჩაბარებული აქვს როგორც პროფესიული, ასევე საგნობრივი გამოცდა. ახალგაზრდა მასწავლებელი „ბათუმელებთან“ ბავშვებზე, მშობლებსა და გამოწვევებზე საუბრობს. მისი თქმით, მასწავლებლობა ის საქმეა, რომელიც მას, როგორც ადამიანს, აბედნიერებს. ბოლო პერიოდის ტენდენცია აჩვენებდა, რომ კაცები სკოლას და მასწავლებლის პროფესიას თითქმის აღარ ირჩევდნენ, თქვენი მოტივაცია …
Continue reading “რა დაუწერეს მოსწავლეებმა ახალგაზრდა მასწავლებელს ფურცლებზე”
როცა მოზარდს სკოლაში წასვლა არ უნდა – ფსიქოლოგის რეკომენდაციები მშობლებს
რა შეიძლება გააკეთოს მშობელმა, როცა ბავშვი სკოლაში წასვლაზე უარს აცხადებს? რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი? „ბათუმელები“ ამ თემაზე პრაქტიკოსს, ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგს, ირმა ფეიქრიშვილს ესაუბრა. როცა ბავშვი ხშირად იშველიებს სხვადასხვა მიზეზს, რომ სკოლაში წასვლას აარიდოს თავი, რაზე შეიძლება ეს მიუთითებდეს? უამრავი მიზეზი შეიძლება იყოს. უპირველეს ყოვლისა, უნდა გავიგოთ, რატომ არ უნდა ბავშვს სკოლაში წასვლა. …
Continue reading “როცა მოზარდს სკოლაში წასვლა არ უნდა – ფსიქოლოგის რეკომენდაციები მშობლებს”
საბავშვო ბაღამდე ბავშვების ტრანსპორტირებაში 40 ლარს ვიხდით – ზედაჩხუტუნეთელები
სოფელი ზედა ჩხუტუნეთი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, მაჭახელას ხეობაში მდებარეობს. 2012 წელს აქ ეროვნული პარკი დაარსდა. რამდენიმე თვის წინ კი ის ყურადღების ცენტრში ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ მოსახლეობის პროტესტის გამო მოექცა. მოსახლეობის მოსაზრებების, ინტერესებისა და პრობლემების მოსასმენად „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლმა“ 22 მაისს დისკუსია გამართა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ აჭარის ტელევიზიის გადაცემა „ჰეშთეგიდან“ მალხაზ რეხვიაშვილი და „გაზეთ ბათუმელების“ წარმომადგენელი ნაზი ზოსიძე. …
Continue reading “საბავშვო ბაღამდე ბავშვების ტრანსპორტირებაში 40 ლარს ვიხდით – ზედაჩხუტუნეთელები”
65 წლის მასწავლებელი, რომელმაც სკოლის დატოვებას გამოცდაზე გასვლა არჩია
65 წლის ეთერ დუმბაძე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის კირნათის საჯარო სკოლის დაწყებითი განათლების პრაქტიკოსი პედაგოგია. ის საგნობრივი კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდაზე წელს პირველად დარეგისტრირდა. სახელმწიფო პრაქტიკოს პენსიონერ პედაგოგებს ჯილდოს სთავაზობს. თუ პედაგოგი საგნობრივ კომპეტენციას არ დაადასტურებს, მისი ადგილი ვაკანტურად გამოცხადდება. რატომ გადაწყვიტა საგნობრივი გამოცდის ჩაბარება – გთავაზობთ ბლიც-ინტერიუს ეთერ დუმბაძესთან. ქალბატონო ეთერ, რა იყო მთავარი მოტივი თქვენთვის, როცა …
Continue reading “65 წლის მასწავლებელი, რომელმაც სკოლის დატოვებას გამოცდაზე გასვლა არჩია”
სამინისტრო მზადაა 11 000 პრაქტიკოსი პენსიონერი პედაგოგი ჩაანაცვლოს სხვებით
განათლების სამინისტრომ პენსიონერი პრაქტიკოსი პედაგოგების სამსახურიდან წასვლის მექანიზმი შეიმუშავა. ამ გეგმის განხორციელება სახელმწიფოს მინიმუმ 100 მილიონი ლარი დაუჯდება. აქვს თუ არა კრიზისის დაძლევის გეგმა სამინისტროს იმ შემთხვევაში, თუკი პენსიონერი პედაგოგების დიდი ნაწილი დათანხმდება ჯილდოს აღებას და დატოვებს სკოლას? სკოლებში ახალი კადრების შეყვანის რა ვერსიებს განიხილავენ და როგორია პროფესიაში დარჩენის მსურველი პრაქტიკოსი მასწავლებლების სტატისტიკა? „ბათუმელებთან“ ამ …
Continue reading “სამინისტრო მზადაა 11 000 პრაქტიკოსი პენსიონერი პედაგოგი ჩაანაცვლოს სხვებით”
80 წელს გადაცილებული მასწავლებლები სკოლაში – ისტორიები
ნაზი ხალვაში 81 წლისაა. ის დაწყებითი კლასის მასწავლებელია ქობულეთში, სოფელ კვირიკეს პირველ საჯარო სკოლაში. 61 წლის წინ მუშაობა მასწავლებლად სწორედ აქ დაიწყო. მაშინ სკოლა ხის ფიცრულ შენობაში იყო განთავსებული და სასწავლო პროცესიც ორ ცვლაში მიმდინარეობდა. ახლა იმ ადგილას სპორტული მოედანია, სკოლა კი ორსართულიან კაპიტალურ შენობაშია, რომლის პირველ სართულზე ნაზი მასწავლებელს პირველკლასელები ელოდებიან. See more „აქედან …
Continue reading “80 წელს გადაცილებული მასწავლებლები სკოლაში – ისტორიები”
„ზოგს აღარ ჰქონდა გაკვეთილი და ხომ არ გამოვეკიდებოდი?“ – სკოლები ენმ-ის ბრალდებაზე
„პარტიული ყრილობის გამო ხულოში 15 საჯარო სკოლასა და ბაგა-ბაღში სასწალო პროცესი შეწყდა, სკოლებიდან დირექტორები და პედაგოგები პარტიის შეკრებაზე წაიყვანეს. ეს არის ადამინისტრაციული რესურსის გამოყენება,“ – აცხადებს ირაკლი ჯორბენაძე. ის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხულოს მერობის კანდიდატია. დღეს, 10 აპრილს, ხულოს ცენტრში „ქართულმა ოცნებამ“ ხულოს მერობის კანდიდატად ვახტანგ ბერიძე დაასახელა. იგი ამ დრომდე ხულოს მერის მოვალეობას ასრულებს. …
ბათუმელმა სკოლის მოსწავლეებმა ტოლერანტობის თემაზე გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვეს
ბათუმელმა სკოლის მოსწავლეებმა „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის“ მიერ გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვეს. “მრავალფეროვნების სახეები” – ასე ერქვა კონკურსს, რომლის ფარგლებში მოსწავლეებმა ტოლერანტობის თემაზე სხვადასხვა სახის ნამუშევრები მოამზადეს. ბათუმის მე-16 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მილენა თურმანიძემ და ლაშა შარაშიძემ, ფოტოპროექტი იმ იეზიდ და ბოშა ბავშვებზე მოამზადეს, რომლებიც ასევე მეთექვსმეტე საჯარო სკოლაში სწავლობენ. მოსწავლეების ნამუშევარმა საუკეთესო შეფასება დაიმსახურა და …
მიხეილ ბატიაშვილი: ცხრაწლიანი საბაზო განათლება 10 წლამდე გაიზრდება
საქართველოს განათლების მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, სავალდებულო საბაზო განათლების ცხრაწლიანი სისტემა 10 წლამდე გაზრდება. „დამტკიცდება საშუალო საფეხურის (მე-11 და მე-12 კლასების) ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა. პროფესიული პროგრამების საშუალო საფეხურზე ინტეგრაცია,“- განაცხადა მინისტრმა დღეს, 7 თებერვალს, პარლამენტში გამოსვლისას. მინისტრმა ასევე ახსენა შეფასების ახალი მოდელი, რომლის მიზანი, ბატიაშვილის თქმით, უნივერსიტეტების ავტონომიის ეტაპობრივი ზრდა, ეროვნული გამოცდების პროგრამის სასკოლო …
Continue reading “მიხეილ ბატიაშვილი: ცხრაწლიანი საბაზო განათლება 10 წლამდე გაიზრდება”
შალვა ტაბატაძე: უხერხულია რეფორმა დავარქვა იმ პრეზენტაციას, რაც სამინისტრომ წარმოადგინა
განათლების სამინისტრო უკვე რამდენიმე თვეა სფეროში დაგეგმილ რეფორმებზე საუბრობს და ეტაპობრივად სიახლეების პრეზენტაციებსაც სთავაზობს საზოგადოებას. ბოლო პრეზენტაციის დროს ითქვა, რომ უმაღლესი განათლება უნდა დაუახლოვდეს ევროპულ საგანმანათლებლო სისტემას. ამის პარალელურად, ჯერ მეთერთმეტეკლასელების საატესტატო გამოცდები გააუქმეს, ცოტა მოგვიანებით კი მეთორმეტეკლასელებსაც მოუხსნეს გამოცდები. როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები განათლების სისტემაში და რა შეიძლება მივიღოთ ამ ცვლილებით? „სამოქალაქო ინტეგრაციისა და …
ღორჯომი ზემო იმერეთია? – შეცდომა ისტორიის გრიფირებულ სახელმძღვანელოში
„მიწის დამუშავება ხარებით ზემო იმერეთში“ – ასეა აღწერილი ფოტო მეხუთე კლასის ისტორიის მოსწავლის წიგნში, თუმცა ფოტო არა ზემო იმერეთში, არამედ ხულოში, სოფელ ღორჯომშია გადაღებული 2014 წლის გაზაფხულზე, „ბათუმელების“ რეპორტიორის, მანანა ქველიაშვილის მიერ. მეხუთე კლასის ისტორიის მოსწავლის წიგნი გრიფირებული სახელმძღვანელოა. იგი გამომცემლობა „კლიომ“ გამოსცა 2018 წელს. როგორ აღმოჩნდა აჭარაში, ღორჯომში გადაღებული ფოტო ზემო იმერეთის ილუსტრირებისთვის საავტორო …
Continue reading “ღორჯომი ზემო იმერეთია? – შეცდომა ისტორიის გრიფირებულ სახელმძღვანელოში”
შეექმნება თუ არა ავტორიზაციის პრობლემა სკოლას, რომელიც კორპუსმა ჩააბნელა
ბათუმში, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩის 30 ნომერში, სკოლა-ლიცეუმ „თაობას“ შენობასთან, მაღალსართულიანი კორპუსი შენდება. კორპუსის კედელი სკოლის ფანჯრებთან იმდენად ახლოს არის ამოყვანილი, რომ საკლასო ოთახების დიდი ნაწილი ჩაბნელდა. იცოდა თუ არა სკოლის ადმინისტრაციამ, რომ სკოლასთან ახლოს მრავალსართულიანი კორპუსი შენდებოდა, რომელიც ბუნებრივი განათების პრობლემას შეუქმნიდა სკოლას? „ბათუმელები“ სკოლის დირექტორს ომარ მიქელაძეს ტელეფონით ესაუბრა. დირექტორი ამბობს, რომ მშენებლობის შესახებ …
Continue reading “შეექმნება თუ არა ავტორიზაციის პრობლემა სკოლას, რომელიც კორპუსმა ჩააბნელა”
რაოგორ მუშაობს 2018 წლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი მასწავლებელი – ინტერვიუ
მანანა კაპეტივაძე მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი 2018 წლის 5 ოქტომბერს გახდა. ის ბაღდათის მეორე საჯარო სკოლის ინგლისურისა და რუსული ენების უფროსი მასწავლებელია. რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი მოსწავლეებთან ურთიერთობის დროს და რა ხდის პედაგოგს ყველაზე წარმატებულს? წლის საუკეთესო მასწავლებელი „ბათუმელებს“ თავის მოსაზრებებს უზიარებს. მანანა კაპეტივაძე: პირველი, რაც მასწავლებელმა მოსწავლეებთან ურთიერთობაში უნდა აჩვენოს, ეს ბავშვის მიმართ პატივისცემაა. ბავშვი …
Continue reading “რაოგორ მუშაობს 2018 წლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი მასწავლებელი – ინტერვიუ”
ქედის მერიამ 35 პედაგოგი დააჯილდოვა
პედაგოგთა საერთაშორისო დღის კვირეულის ფარგლებში, ქედის მუნიციპალიტეტის მერიამ სხვადასხვა დარგში მოღვაწე 35 პედაგოგი დააჯილდოვა. მუნიციპალიტეტის პირველმა პირებმა, ქედის რესურსცენტრის ხელმძღვანელთან ერთად, სოფელ კოლოტაურში, არასრული საშუალო სკოლის 81 წლის პედაგოგს – ნოდარ სალაძეს საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობისას მოულოდნელად ეწვივნენ და თარიღი საჩუქრებით მიულოცეს. მოულოდნელმა სტუმრობამ უხუცესი პედაგოგი ძალიან გაახარა. ბატონი ნოდარი დღემდე დიდი შემართებითა და სიყვარულით მუშაობს …
8 386 მასწავლებელს შესაძლოა საათები შეუმცირდეს
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსგან მიღებული ოფიციალური ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოს სკოლებში სპორტის გაკვეთილებს 10 418 მასწავლებელი ატარებს. მათგან 2 032 მასწავლებელს აქვს მხოლოდ სპორტის გაკვეთილის საათები. თუმცა სამინისტრო არ აკონკრეტებს, აქედან რამდენ პედაგოგს აქვს სპორტის მასწავლებლის შესაბამისი კვალიფიკაცია. დანარჩენ – 8 386 მასწავლებელი კი სპორტის გაკვეთილებს შეთავსებით ატარებს, ისინი სხვა საგნებსაც ასწავლიან. „ფიზიკური …
Continue reading “8 386 მასწავლებელს შესაძლოა საათები შეუმცირდეს”
ათი კილომეტრი სკოლამდე ფეხით – ქიმიის მასწავლებელი ქობულეთიდან
მაგული ჯინჭარაძე ქობულეთის მუნიციპალიტეტის ზედა სამების საჯარო სკოლაში ქიმიას 27 წელია ასწავლის. ამ ხნის მანძილზე ის ყოველ მეორე დღეს სახლიდან სკოლამდე ათ კილომეტრს ფეხით გადის. „ეს უნდა შეძლო, ყველაფერი უნდა გააკეთო, – ასე ვარწმუნებ ხოლმე საკუთარ თავს,“ – გვეუბნება 55 წლის პედაგოგი. „პაპანაქება სიცხეში, თავსხმა წვიმაში, ზამთარ-ზაფხულ, წელამდე თოვლში თუ ქარაშოტში ყველგან მივლია და ამინდის …
Continue reading “ათი კილომეტრი სკოლამდე ფეხით – ქიმიის მასწავლებელი ქობულეთიდან”
112-ის ოპერატორი მოსწავლის მისამართს სკოლების საინფორმაციო სისტემაზე წვდომით დაადგენს
112-ის ოპერატორს შესაძლებლობა ექნება, გადაუდებელი შემთხვევის დროს, სკოლების მართვის საინფორმაციო სისტემა eSchool-ის საშუალებით, ოპერატიულად დაადგინოს დაზარალებული ბავშვის სახელით, გვარითა და სკოლის მონაცემით მისი საცხოვრებელი მისამართი და მშობლების საკონტაქტო ინფორმაცია. ამას შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ 112-სა და განათლებისა სამინისტროს სსიპ-ს „განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას“ (EMIS) შორის გაფორმებული მემორანდუმი ითვალისწინებს. შსს-ს ინფორმაციით, ეს სიახლე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია …
ფიზიკა-მათემატიკის 80 წლის მასწავლებელი
ავტორი: ლელა დუმბაძე 80 წლის ზურაბ შალიკაძე სოფელ კირნათის სკოლაში ორ საგანს – ფიზიკასა და მათემატიკას ასწავლის. ის სკოლაში 1965 წლიდან მუშაობს და დღემდე პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი აქვს. ის ამბობს, რომ მაღალი პენსიის შემთხვევაში სკოლას დატოვებდა, რაც სკოლაში ახალი კადრების შემოსვლას შეუწყობდა ხელს. ამ სკოლაში ზურაბ შალიკაძის გარდა კიდევ 12 პენსიონერი მასწავლებელი მუშაობს. ერთ-ერთი მათგანი, ბიოლოგიის …
„სკოლის მართვა“- სპეციალური ჟურნალი სკოლის დირექტორებისთვის
„მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის“ ფარგლებში სკოლის დირექტორებისთვის სპეციალური ჟურნალი გამოიცა, სახელწოდებით, – „სკოლის მართვა“. როგორც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში „ბათუმელებს“ განუმარტეს, ჟურნალში წარმოდგენილი სტატიების ავტორები მოქმედი დირექტორები, განათლების სფეროს სპეციალისტები და საერთაშორისო ავტორები არიან. „ეს შესაძლებლობას მისცემს ჩვენს დირექტორებს, უკეთ გააცნობიერონ მართვის საერთაშორისო და ეროვნული პრობლემატიკა, მოარგონ არსებული გამოცდილება საკუთარი სკოლის …
Continue reading “„სკოლის მართვა“- სპეციალური ჟურნალი სკოლის დირექტორებისთვის”
რატომ უჭირთ ურთიერთობა სკოლასა და მშობელს
ორგანიზაცია „მშობლები განათლებისთვის“ დაახლოებით ერთი თვის წინ შეიქმნა და მისი მიზანი განათლების სისტემაში დემოკრატიული ღირებულებების გაძლიერებაა მშობლების მეშვეობით. როგორ გეგმავს მშობლების აქტიურობის გაზრდას და მათი მოტივაციის ამაღლებას ორგანიზაცია? – ამის შესახებ „ბათუმელებთან“ ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი, თაია მახარაშვილი საუბრობს. ხშირად გვესმის, რომ მშობლების ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში მიზერულია და მშობლების უმეტესობა, ფაქტობრივად, არ ინტერესდება რა ხდება მათი …
Continue reading “რატომ უჭირთ ურთიერთობა სკოლასა და მშობელს”
დირექტორის თქმით, მასწავლებელმა მეშვიდეკლასელს სცემა
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლის საჯარო სკოლის მასწავლებელმა მეშვიდეკლასელ მოსწავლეს სცემა. ფაქტს „ბათუმელებთან“ სკოლის დირექტორი ადასტურებს. დირექტორის თქმით, მასწავლებელმა მოსწავლეს, სავარაუდოდ, მუსიკის ოთახში ფარდის ჩამოვარდნის გამო სცემა. „მოხდა ასეთი რამ, რომ სხვა ბავშვის დასმენით, მასწავლებელმა გალახა ბავშვი, რომელიც იყო უდანაშაულო. ეს ამბავი დადგინდა, მშობლებიც მოვიდნენ სკოლაში და ბავშვმა თქვა, რომ მას მასწავლებელმა სცემა. ინციდენტი მუსიკის ოთახში …
Continue reading “დირექტორის თქმით, მასწავლებელმა მეშვიდეკლასელს სცემა”
დამალული ამბავი სკოლიდან
ნათიქი 14 წლისაა, თუმცა მეხუთე კლასშია. ქართული ენა კარგად არ იცის, რადგან ეთნიკურად აზერბაიჯანელია და ქართულენოვან სკოლაში ორი წელია სწავლობს. ნათიქი გასულ წელსაც მეხუთეკლასელი იყო. მასთან ერთად სწავლობდა ნათიქის უფროსი დაც, რომელიც ახლა 15 წლისაა. მან მეექვსე კლასში გადასვლა შეძლო, ნათიქმა კი – ვერა. აქ მოყვანილი ისტორიები ბათუმის ორ სკოლას უკავშირდება. ნათიქს სკოლაში წასვლა არ …
ვაკანსიები მასწავლებლებისთვის ბათუმის სკოლებში
მათემატიკა მასწავლებლის პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს ბათუმის მე-18 საჯარო სკოლა. კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს როგორც გამოცდილ, ისე მაძიებელ მასწავლებელს. ძირითადი მოთხოვნა უმაღლესი განათლებაა. კონკურსანტი ასევე უნდა აკმაყოფილებდეს ერთ-ერთ ქვემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნათაგანს: უნდა იყოს სერტიფიცირებული და სქემაში ჩართული/ან ჰქონდეს საგნის გამოცდა ჩაბარებული და იყოს სქემაში ჩართული. უნდა ჰქონდეს ზოგადასაგანამანათლებო დაწესებულებაში პედაგოგად მუშაობის არანაკლებ ერთი წლის სტაჟი. …
Continue reading “ვაკანსიები მასწავლებლებისთვის ბათუმის სკოლებში”
დეპუტატი მოსწავლეებს თავდაცვისთვის საბრძოლო ხელოვნების სწავლას სთავაზობს
უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ლადო მგალობლიშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ თბილისში მოსწავლეების ტრაგიკულად დაღუპვის ფაქტს გამოეხმაურა. დეპუტატი მოსწავლეებს მოძალადეებისგან თავის დასაცავად თავდაცვითი-საბრძოლო სპეციალური ხელოვნების შესწავლას სთავაზობს. ლადო მგალობლიშვილი უმაღლეს საბჭოში განათლების, კულტურის და სპორტის კომისიის თავმჯდომარეა. „იმისთვის, რომ სკოლა გაცილებით უსაფრთხო იყოს და მოსწავლეებს გააჩნდეს ელემენტარული თავდაცვის უნარ-ჩვევები მოძალადეებისგან თავის დასაცავად, მომავალი წლიდან ბათუმის რამდენიმე სკოლაში საპილოტედ …
Continue reading “დეპუტატი მოსწავლეებს თავდაცვისთვის საბრძოლო ხელოვნების სწავლას სთავაზობს”
ქობულეთში სკოლის მოსწავლეს, სავარაუდოდ, უფროსკლასელი ფულს სძალავდა
ქობულეთის მეორე საჯარო სკოლაში ერთი მოსწავლე მეორეს ფულს სძალავდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება გამოძალვის მუხლით დაიწყო. შს სამინისტროს პრესსამსახურში გვითხრეს, რომ სკოლის ერთი მოსწავლე, სავარაუდოდ, ფულს მეორე მოსწავლეს სძალავდა. სხვა დეტალებს შსს არ ასაჯაროებს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, სკოლის ერთ-ერთ მოსწავლეს უფროსკლასელი დანით ემუქრებოდა და ასე სძალავდა ფულს. გამოძალვის ფაქტს ადასტურებს ქობულეთის მეორე საჯარო სკოლის …
Continue reading “ქობულეთში სკოლის მოსწავლეს, სავარაუდოდ, უფროსკლასელი ფულს სძალავდა”