განათლება,მთავარი,სიახლეები

სკოლებს მასწავლებლების დეკრეტული შვებულებისთვის დამატებითი თანხა გამოეყოფათ

08.05.2023
სკოლებს მასწავლებლების დეკრეტული შვებულებისთვის დამატებითი თანხა გამოეყოფათ

განათლების მინისტრის ბრძანებით, 2023 წლის პირველი იანვრიდან საჯარო სკოლებს დამატებითი ფინანსები გამოეყოფათ სკოლის მასწავლებლების ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულებისთვის.

აგრეთვე, ახალშობილის შვილად აყვანის გამო ანაზღაურებადი შვებულების წარმოშობის შემთხვევაში.

საჯარო სკოლა ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე აცნობოს სამინისტროს, რომელიც სკოლას ბრძანების საფუძველზე გამოუყოფს დამატებით ფინანსებს.

აღნიშნული ინფორმაცია უნდა განთავსდეს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში.

ამავე ბრძანების მიხედვით, საჯარო სკოლებს ასევე გამოეყოფათ დამატებითი ფინანსები „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საპენსიო შენატანზე.  დასაქმებულზე გასაცემი დასაბეგრი ხელფასის 2 პროცენტის ოდენობით.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: