განათლების სამინისტრო 7,9 მილიონი ლარის გამარტივებულ შესყიდვას გეგმავს

შესყიდვები საჯარო სკოლის მოსწავლეების სატრანსპორტო მომსახურებას უკავშირდება. სამინისტროს ინფორმაციით, 2016-2017 წლის სასწავლო წლის მეორე სემესტრის სატრანსპორტო მომსახურების მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გამოაცხადა 6 ელექტრონული ტენდერი, მათ შორის 4  ელექტრონული ტენდერი დასრულდა უარყოფითი შედეგით, ერთი – არ შედგა, ხოლო ერთი შეწყდა. „…საჯარო სკოლები ვეღარ ასწრებენ ტენდერების გამოცხადებას და მხოლოდ მოკლე პერიოდზე ახდენენ შესყიდვას, სანამ …

სასწავლო პროცესი აჭარის მაღალმთიანეთში მხოლოდ კერძო სკოლაში გადაიდო

საქართველოს საპატრიარქოს ხიჭაურის წმინდა გრიგოლ ხანძთელის კერძო სკოლის გარდა სასწავლო პროცესი აჭარის მთიანეთში ყველა საჯარო სკოლაში მიმდინარეობს. კერძო სკოლაში სწავლა სამშაბათს, 31 იანვარს, შეწყდა და ორშაბათს, 6 თებერვალს, განახლდება. შუახევის რესურსცენტრის უფროსის, ედუარდ გოგრაჭაძის ინფორმაციით, შუახევის ყველა საჯარო სკოლა მომარაგებულია შეშითა და საწვავით. რაც შეეხება მოსწავლეთა გამოცხადებას, რესურსცენტრის უფროსი ამბობს, რომ მოსწავლეთა 50%-იანი გამოცხადება მხოლოდ …

რა შემთხვევაში უწყვეტს სახელმწიფო მოსწავლეს ვაუჩერულ დაფინანსებას

ბათუმის რესურსცენტრის მონაცემებით, 2016 წელს ბათუმის საჯარო სკოლებში  დაახლოებით 150 მოსწავლე ჩარჩა კლასში. გაცილებით მეტი – 273 მოსწავლე ჩარჩა იმავე კლასში გასულ წელს. აჭარის განათლების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, თუ მოსწავლე კლასში ჩარჩება, მას სახელმწიფო ვაუჩერულ დაფინანსებას უწყვეტს. სწავლის გაგრძელების შემთხვევაში სწავლის საფასური თავად მოსწავლემ უნდ გადაიხადოს. „ჩვენ გვქონდა შემთხვევა, როცა მოსწავლე გათხოვილი იყო, ყოველ წელს …

ბათუმელი მოსწავლეების გამოგონებამ სპეციალური პრიზი მიიღო

სკოლა „გორდას“  გამომგონებელი  მოსწავლეები, მკვლევართა და გამომგონებელთა კონკურსზე – „ლეონარდო და ვინჩი“   ახალი  ტექნოლოგიებით  წარსდგნენ.  ანა შუბლაძისა და ენრი გეგიძეს   გამოგონებამ  სპეციალური პრიზი დაიმსახურა.  მათ  „ლენოვოს“ ფირმის  ტაბლეტები გადაეცათ. გამოგონება, რომელიც ბუნებრივი აირის, ნავთობის ან წყლის გაჟონვის რისკებს თითქმის გამორიცხავს, მეთერთმეტეკლასელ ანა შუბლაძეს და ენრი გეგიძეს ეკუთვნით. ეს მათთვის პირველი გამოგონებაა, თუმცა სხვა ინოვაციებიც აქვთ …

ელექტრონული ჭადრაკი სკოლებში

ბათუმში ელექტრონულ ჭადრაკს ორ საჯარო და ერთ კერძო სკოლაში ასწავლიან. მთლიანად აჭარაში კი ელექტრონული ჭადრაკის სწავლება 42 სკოლაში უნდა დაიწყოს. პროგრამა საპილოტეა და სკოლების შემდეგ, საბავშვო ბაღებშიც დაინერგება. რა მოსწონთ და რას ვერ ეგუებიან ბავშვები  ელექტრონულ ჭადრაკში? ელექტრონული ჭადრაკის გაკვეთილს „ბათუმელები“  ბათუმის  #2 საჯარო სკოლაში დაესწრო. გაკვეთილი მეორეკლასელებს ჩაუტარდათ და ის სალექციო ფორმატში მიმდინარეობდა. პროცესს …

როგორ გავუმარტივოთ პირველკლასელებს სკოლასთან შეგუება

ბაღიდან სკოლაში გადასვლა ბავშვებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტია. როგორ გაუმკლავდებიან ისინი ამ პროცესს, დაკავშირებულია იმასთან, თუ როგორი მხარდაჭერა ექნებათ მათ უფროსებისგან. ფსიქოლოგების შეფასებით, ბავშვის პიროვნული ჩამოყალიბების პირველი ბაზა სწორედ სკოლასა და სასწავლო პროცესს უკავშირდება, ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია ამ ეტაპის სწორი დასაწყისი. იმის შესახებ, თუ როგორ გავუმარტივოთ პატარებს სკოლასთან და სასწავლო პროცესთან ადაპტაცია, „ბათუმელებს“ ფსიქოლოგი ირმა …

სკოლიდან პირდაპირ ბერლინის ტექნიკურ უნივერსიტეტში

გოგა სარანდიტი ბერლინის ტექნიკური უნივერსიტეტის პირველკურსელია. გერმანულის გარდა, ის ინგლისურ და რუსულ ენებსაც ფლობს. რითი განსხვავდება გერმანული და ქართული საგანმანათლებლო სისტემა, რატომ უხარია უნივერსიტეტში წასვლა და რამ გააოცა ის გერმანიაში პირველად ყოფნის დროს. თავის მიზნებსა და გერმანულ შთაბეჭდილებებზე გოგა სარანდიტი „ბათუმელებთან“ საუბრობს. გოგა, როდის გაგიჩნდა ბერლინის უნივერსიტეტში სწავლის სურვილი და რამდენად რთული იყო გზა, რომელიც …

სკოლები ყველაზე მეტი პირველკლასელით

ბათუმის თორმეტმა სკოლამ 2016-2017 სასწავლო წლის დაწყებამდე პედაგოგის 33 ვაკანსია გამოაცხადა. ვაკანსიები, ძირითადად, დაწყებითი განათლების საფეხურზეა, რაც პირველკლასელთა განსაკუთრებით დიდი რაოდენობით იყო განპირობებული. რომელ სკოლებს ჰყავთ ყველაზე მეტი პირველკლასელი, ვინ რამდენი მასწავლებელი აიყვანა ახალი სასწავლო წლისთვის და როგორ მიმდინარეობდა პედაგოგთა შესარჩევი კონკურსი? „პირველკლასელთა ნაკადის ზრდის გამო სკოლებმა დაწყებითი კლასების პედაგოგებზე კონკურსი გამოაცხადეს. სამწუხაროდ, იმდენი სერტიფიცირებული …

თურქეთის საკონსულოს კომენტარი ბათუმში თურქულ სკოლასთან დაკავშირებით

„ეს სკოლა არის თბილისში თურქეთის საელჩის დაქვემდებარებაში, თბილისში ჩვენი საელჩო მუშაობდა ამ სკოლის გახსნის პროცესზე, საქართველოს განათლების სამინისტროსთან ერთად, ისინი თვალ-ყურს ადევნებდნენ ამ პროცესს. შესაბამისად, 19 სექტემბერს დაიწყო სწავლა ამ სკოლაში. სკოლა მოემსახურება თურქეთის მოქალაქეების ბავშვებს. უამრავ ქვეყანაშია მსგავსი სკოლები და ასეთივე გაიხსნა აქაც, საქართველოში“, –  განაცხადეს საკონსულოში. „ბათუმელების“ კითხვაზე, აქვს თუ არა სკოლას ავტორიზაცია …

აჭარის განათლების მინისტრი: თურქული სკოლის გახსნა ჩვენთან არ ყოფილა შეთანხმებული

ბათუმში თურქეთის საკონსულოს  ფეისბუკ გვერდზე  განთავსებულია ინფორმაცია, რომელიც იტყობინება, რომ ბათუმში ოფიციალური თურქული სკოლა გაიხსნა. „ოფიციალურ სასწავლებელში ბათუმის თურქულ სკოლაში პირველი ზარი დაირეკა. ბედნიერებისა და სიკეთის მომტანი ყოფილიყოს ბათუმში მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების, ჩვენი სამშობლოს, ჩვენი ერისათვის“, – წერია ვებ-გვერდზე.  თუქრული  სკოლა ბათუმში, ახალი ბულვარის ტერიტორიაზეა განთავსებული. ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, სკოლაში სწავლა  ბათუმში მცხოვრები თურქი ოჯახების შვილებს …

შეხვედრა „ამერიკულ კუთხეში“ FLEX-ით დაინტერესული პირებისთვის

22 სექტემბერს, ბათუმის ამერიკულ კუთხეში, FLEX პროგრამის კურსდამთავრებულები  პროგრამით დაინტერესებულ  მოსწავლეებს შეხვდებიან. მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა (FLEX) სკოლის (14-16 წლის) მოსწავლეებს სთავაზობს შესაძლებლობას გაეცნონ ამერიკის კულტურას და ხალხს საერთაშორისო გაცვლითი პროგრამის მეშვეობით, ისწავლონ ამერიკულ სკოლაში და იცხოვრონ ამერიკელ მასპინძელ ოჯახთან ერთად ერთი აკადემიური წლის მანძილზე. მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა  (FLEX) ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მოსწავლეთათვის განკუთვნილი გაცვლითი პროგრამაა, რომელიც …

რა დახვდებათ მოსწავლეებს სკოლებში

სკოლებში სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს დაიწყება. ახალ სასწავლო წელს აჭარის სკოლები მოსწავლეთა გაზრდილი რაოდენობით ხვდება. რამდენი სკოლა აშენდა /გარემონტდა წელს? მოხერხდება თუ ვერა სახელმძღვანელოებისა და პირველკლასელთა კომპიუტერების დროულად გაცემა? ამ და სხვა კითხვებზე „ბათუმელები“ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეს, სულიკო თებიძეს ესაუბრა.  ბატონო სულიკო, დაიწყება თუ არა მთელ აჭარაში სასწავლო პროცესი` ერთდროულად, 15 …

ჩაჭრილი პედაგოგები და ახალი ეროვნული სტრატეგია სკოლაში

საქართველოს განათლების სამინისტრომ დაწყებითი საფეხურის ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა დაამტკიცა, რომელიც სკოლებში 2017 წელს ამოქმედდება. საბაზო სწავლების ეროვნული გეგმა კი მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა დამტკიცდეს. ახალი ეროვნული გეგმის მიხედვით, აქცენტი კეთდება შედეგების მიღწევაზე და „მოსწავლეებისთვის საჭირო ღირებულებებზე“. ზაფხულში ჩატარებულ საგნის გამოცდებზე დაწყებითი საფეხურის 3941 პედაგოგიდან საგამოცდო ბარიერი მხოლოდ 31-მა პედაგოგმა დაძლია, 917 მასწავლებელი კი გამოცდაზე …

მედალოსნები აჭარაში

ბათუმის რესურსცენტრის უფროსის, გოჩა დავითაძის ინფორმაციით, წელს ბათუმის კერძო და საჯარო სკოლებმამედალოსნობის 118 კანდიდატი წარადგინეს. აქედან 77 მოსწავლე ოქროს მედალზეა წარდგენილი, ხოლო 44 – ვერცხლის მედალზე. როგორც გოჩა დავითაძე განმარტავს, ოქროს მედალის კანდიდატი მოსწავლის წლიური შეფასება X, XI და XII კლასებში, ყველა საგანში უნდა იყოს 10. ვერცხლის მედლის კი – 9.9 ან 9.8 ქულა. „სკოლების მიერ …

„დერეფანი, რომლის ბოლოშიც საგამოცდო ოთახია, მისტიკური გვირაბი მეგონა“

17 წლის ნინო ჭაღალიძე ბათუმელი მოსწავლეა, რომელმაც მეთერთმეტეკლასელთა საატესტატო გამოცდებზე ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი აჩვენა. მან ქიმიაში, ბიოლოგიასა და გეოგრაფიაში დამრგვალების გარეშე 10 ქულა, ხოლო ფიზიკაში 9 ქულა მიიღო. „მე-11 კლასელთა საატესტატო გამოცდები რომ მიმდინარებდა, დერეფანი, რომლის ბოლოშიც საგამოცდო ოთახია, რაღაც მისტიკური გვირაბი მეგონა, რომლის ბოლოშიც ან სინათლეა, ან სიბნელე, ან ბედნიერი დაბრუნდები იქიდან, ან უბედური… …

კერძო თუ საჯარო სკოლა – მასწავლებლების არჩევანი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ პირველი აპრილიდან საჯარო სკოლების პედაგოგებს ხელფასები გაუზარდა. ხელფასების ზრდა 2017 წლის იანვარშიც იგეგმება. რა მდგომარეობაა ბათუმში მოქმედ კერძო სკოლებში და შეიცვალა თუ არა იქ დასაქმებულ პედაგოგთა ხელფასები? იმ მასწავლებელთა და დირექციის წარმომადგენელთა შორის, რომლებსაც „ბათუმელები“ ესაუბრა, კონკრეტული ციფრები – ხელფასის მინიმალური და მაქსიმალური ოდენობა, – მხოლოდ „მომავლის სკოლის“ დირექტორმა ცირა …

რა სჭირდებათ ხელოვნების პედაგოგებს

სერგი მესამე კლასში სწავლობს ერთ-ერთ კერძო სკოლაში. ის ამბობს, რომ ხელოვნების გაკვეთილი არ უტარდება. როცა ეკითხები, თუ რას აკეთებენ ხელოვნების გაკეთილზე, ამბობს, – „აი, ასე ვსხედვართ“ და ხელს ნიკაპქვეშ იდებს. პედაგოგების აზრით კი, ხელოვნება, როგორც საგანი, სრულიად უყურადღებოდ აქვს სახელმწიფოს მიტოვებული. მშობლების უმეტესობა საერთოდაც არ ინტერესდება, როგორ ასწავლიან მის შვილს ხელოვნებას სკოლაში. ხელოვნების მიმართულებით უფროსი …

რა წერია ისტორიის სახელმძღვანელოში 9 აპრილისა და აგვისტოს ომის შესახებ

„მიზერული და არასრულფასოვანი“, – ასე აფასებენ საქართველოს ისტორიის სასკოლო სახელმძღვანელოში მოცემულ მასალებს სკოლის პედაგოგები. მათი აზრით, დღეს არსებულ სასკოლო სახელმძღვანელოებში ქვეყნის ისტორიაში მომხდარი მნიშვნელოვანი ფაქტებისა და ამბების დიდი ნაწილი უგულებელყოფილია. ბათუმის #16 საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი ხათუნა ჯანელიძე გვეუბნება, რომ საქართველოს ისტორია სკოლაში მხოლოდ მე-9 კლასში ისწავლება, მე-11 კლასის სახელმძღვანელოში კი რამდენიმე თემაა შეტანილი. „ავიღოთ …

რას ითხოვს სახელმწიფო დამწყები პედაგოგისგან?

კანონში ზოგადი განათლების შესახებ (მუხლი 213) 2015 წლის დეკემბერში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმად, პედაგოგობის მსურველებმა უნდა გაიარონ მასწავლებლის მომზადების ერთწლიანი (60-კრედიტიანი) პროგრამა. აღნიშნული პროგრამის გავლა სავალდებულოა იმ პირებისთვის, ვისაც დიპლომში არ უწერია რომ სპეციალობით მასწავლებელია. გამოცდების ეროვნულ ცენტრში, მასწავლებლების გამოცდაზე მასწავლებლობის 700 მაძიებელი დარეგისტრირდა. აჭარის განათლების სამინისტროში, არც რესურსცენტრში და არც სახელმწიფო უნივერსიტეტში არ აქვთ ზუსტი ინფორმაცია, …

შარაბიძეების სკოლის პედაგოგი ბავშვის ცემის გამო დაითხოვეს

ბათუმის #22-ე სკოლის (შარაბიძეების დასახლება) პედაგოგი ბავშვის ცემის გამო სამსახურიდან დაითხოვეს. აჭარის განათლების მინისტრის მოადგილის სულიკო თებიძის ინფორმაციით, პედაგოგი რომლის წინააღმდეგაც მეოთხეკლასელი ბავშვის მშობელმა  ადმნისტრაციას საჩივრით მიმართა, სამსახურიდან დაითხოვეს: „ჩვენ არ გვაქვს უფლება ჩავერიოთ, გადაწყვეტილებას სკოლის დისციპლინარული საბჭო იღებს, თუმცა მე მაქვს ინფორმაცია, რომ ასეთი გადაწყვეტილება მართლაც მიიღეს და პედაგოგი დაითხოვეს“. სკოლის დირექტორის გიორგი რუხაძის …

Exit mobile version