მე-12 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოსთან დაკავშირებით საქართველოს განათლების სამინისტრომ დღეს, 23 სექტემბერს, განცხადება გაავრცელა, სადაც წერს, რომ 2024 წელს საერთოდ არ გამოცხადებულა გრიფირება. „სამინისტრო ეხმიანება ზოგიერთ მედიასაშუალებაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თითქოს სამინისტრომ საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელოს გრიფირება შეაჩერა და შექმნა საქართველოს ისტორიის წიგნი. მოგახსენებთ, რომ 2024 წელს საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელოს გრიფირების პროცესი საერთოდ არ გამოცხადებულა. …
Tag Archives: სკოლა
პროფესორ დიმიტრი შველიძის თქმით, ის XII კლასის ისტორიის სახელმძღვანელოზე მუშაობას აჩერებს
პროფესორი დიმიტრი შველიძე მე-12 კლასის სახელმძღვანელოზე მუშაობას აჩერებს. მან ამის შესახებ ფეისბუქში გამოაქვეყნა პოსტი, სადაც წერს, რომ განათლების სამინისტროს მიერ კონკურსების გაუქმება და ერთი მონოსახელმძღვანელოს პრინციპის შემოღება, საზოგადოების მხრიდან სამართლიან ეჭვებს ბადებს. „ამგვარი შესაძლებლობის შესახებ იყო საუბარი გიორგი ჯავახიშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც მოჰყვა ფართო გამოხმაურება“, – წერს დიმიტრი შველიძე ფეისბუქზე. პედაგოგმა და მკვლევარმა გიორგი …
შუქრუთის სკოლაში წელს ზარი არ დაირეკა – მაღაროს გამო დაბზარულ შენობას სავარაუდოდ დაანგრევენ
სოფელ შუქრუთის პირველ საჯარო სკოლაში წელს პირველად ახალი სასწავლო წელი ვეღარ განახლდა. დაბზარული და დაზიანებული სკოლის შენობა ექსპერტიზის მიხედვით დემონტაჟს ექვემდებარება. სოფელში, სადაც „ჯორჯიან მანგანეზის“ სამუშაოების გამო საცხოვრებელი სახლები დაზიანდა, ზიანი მიადგა სკოლის შენობასაც. ბავშვები იძულებული არიან სწავლა მეზობელი სოფლის პატარა სკოლაში გააგრძელონ. „ყველაფერი გადახსნილი, დაბზარული, გაუბედურებული და გაპარტახებულია. ახლახან, სამხარაულის დასკვნით გახდა ცნობილი, რომ …
აჭარაში 20 სკოლას წელს პირველკლასელი არ ჰყავს
აჭარაში წელს 20 სკოლაში პირველკლასელები აღარ ჰყავთ. 2024-2025 სასწავლო წელს პირველკლასელი არ ჰყავს შუახევის მუნიციპალიტეტის 11 სოფლის სკოლას. ეს სოფლებია: გოგაძეები, ცინარეთი, ჭალა, ხაბელაშვილები, ნაღვარევი, სხეფი, წაბლანა, ლომანაური, ტაკიძეები, გომარდული და ვანი. ამავე მუნიციპალიტეტში ცხრა სოფლის – ჟანივრის, ტომაშეთის, კარაპეტის, ბრილის, ინწკირვეთის, წყაროთას, ჭვანის, გოგინაურის და ქიძინიძეების სკოლებს კი მხოლოდ ერთი პირველკლასელი ჰყავთ კლასში. ხულოს …
Continue reading “აჭარაში 20 სკოლას წელს პირველკლასელი არ ჰყავს”
მასწავლებლები ვიხდით შემოსავლის 20%-ს ბიუჯეტში, ეს გამოიყენონ სასკოლო კვებაზე – აფხაზავა
დასრულდა სასკოლო კვების კვირეული, რომელიც 14-19 მარტის ჩათვლით მიმდინარეობდა სკოლებში. კვირეულის ფარგლებში მონაწილე სკოლებმა, სასკოლო კვებაზე თავიანთი იდეები წარმოადგინეს. კვირეულში ჩართული იყო ჩიბათის საჯარო სკოლაც. „ბათუმელები“ ჩიბათის სკოლის პედაგოგს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელ ლადო აფხაზავას ესაუბრა, რომელმაც გაგვიზიარა თავისი შთაბეჭდილებები და ის, თუ როგორ გამოკვებეს 2 დღის განმავლობაში მოსწავლეები სკოლაში, როგორ შეადგინეს მენიუ და რამდენი …
„კლუბის გზას რომ ვადგავარ, ყველა პრობლემა ქრება“ – მკითხველთა კლუბი ათწლიანი ისტორიით
„მკითხველთა და კრიტიკოსთა კლუბი“ უკვე 10 წელზე მეტია ბათუმში აერთიანებს ადამიანებს, რომლებსაც სურთ წაკითხულ წიგნებსა და ნანახ ფილმებზე ერთმანეთთან საუბარი. კლუბს ხელმძღვანელობს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, მასწავლებელთა ეროვნული ჯილდოს ფინალისტი მაია მენაბდე. კლუბის მართვაში აქტიურად არიან ჩართული თავად მონაწილეებიც: ისინი პერიოდულად გეგმავენ სხვადასხვა აქტივობას, წარადგენენ წიგნებს, აქვეყნებენ ინფორმაციას სოციალურ ქსელში და აორგანიზებენ შეხვედრებს. ანა …
რა [არ]მომწონს ჩემს სკოლაში? – ლაპარაკობენ მოსწავლეები
რატომ დავდივართ რეპეტიტორთან – ბათუმელი მეთორმეტეკლასელების მოსაზრება
„მცემდნენ იმისთვის, რომ გაკვეთილი კარგად მოვყევი ან არ მოვყევი“ – რას ცვლის მოზარდში ჰომოფობიური ბულინგი
საქართველოს სკოლებში მოსწავლეთა დაცვა ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ჩაგვრისგან დიდი ხნის პრობლემაა, ამას მოწმობს საქართველოს სკოლებში სხვადასხვა დროს ჩატარებული კვლევები, რომელთა თანახმადაც ბულინგი მოსწავლეთა შორის ურთიერთობის გავრცელებული ფორმაა. UNICEF-ი წერს, რომ ყველაზე დაუცველი/მოწყვლადი ბავშვები ბულინგის უფრო მაღალი რისკის წინაშე დგანან. ხშირად ესენი არიან ბავშვები მარგინალიზებული თემებიდან. მათ შორის არიან ბავშვები ღარიბი ოჯახებიდან, სხვადასხვა გენდერული იდენტობის მქონე …
TikTok-ერი მასწავლებელი: ზურგს უკან მსმენია „მასწავლებელია და რა აცანცარებს“, მოსწავლეებს კი მოსწონთ
„ზურგს უკან მსმენია ხოლმე – მასწავლებელია და რა აცანცარებს. თუმცა ეს მოსწავლეების მხრიდან არასდროს ყოფილა“, – ამბობს ინგლისურის მასწავლებელი ბიჭიკო ოჩიგავა, რომელიც თბილისის ორ სკოლაში მუშაობს და TikTok-ზე აქტიურობს. რატომ სურდა პოპულარობა და როგორ აღმოჩნდა სკოლაში – „ბათუმელები“ პედაგოგს ამ და სხვა საკითხებზე ესაუბრა. ბატონო ბიჭიკო, მასწავლებლები სულ ჩივიან იმაზე, რომ მოსწავლეებს სწავლა აღარ უნდათ, …
როგორ შეიძლება, რასაც სწავლობდა ბებია, დედაჩემი ან მე, უცვლელად გადმოვიტანოთ დღეს სკოლაში
როგორ უნდა ისწავლებოდეს სკოლებში ძველი ქართულით დაწერილი ნაწარმოებები ისე, რომ მოსწავლეებმა მათი გააზრებაც შეძლონ და არ გაუჩნდეთ გაუცხოება ტექსტების მიმართ? და საერთოდ, როგორ ვასწავლოთ ბავშვებს კარგი ლიტერატურა ისე, რომ არ მივიღოთ უკუეფექტი – ამ თემაზე „ბათუმელები“ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს, ნინო ლომიძეს ესაუბრა. ქალბატონო ნინო, ბოლო დღეებია, საზოგადოება მსჯელობს თემაზე, უნდა ისწავლებოდეს თუ არა …
„გაკვეთილზე კურთხევის რიტუალი ჩაატარეს“ – რა მოხდა წალკის სკოლაში, სადაც მუსლიმი ბავშვებიც სწავლობენ
წალკის მუნიციპალიტეტის, სოფელ არწივანის საჯარო სკოლაში, საკლასო ოთახები აკურთხეს. როგორც ამ სკოლის პედაგოგები და ერთ-ერთი მშობელი „ბათუმელებთან“ ამბობს, კლასების ე.წ. კურთხევა, პარასკევს, 2 თებერვალს ჩატარდა. ლია შავაძეც ამავე სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებელია, რომელიც ამბობს, რომ კლასის კურთხევის ფაქტი მის გაკვეთილზე მოხდა. „პარასკევს, 2 თებერვალს მოხდა ეს, მესამე გაკვეთილი იყო. ორი სასულიერო პირი იყო მოსული, ვიფიქრე, …
დოკუმენტური კინო სკოლაში – „სინედოკბათუმის“ დამფუძნებელი პედაგოგი დანიაში გაემგზავრება
საქართველოდან CinéDOC-ში ჩართული რვა მასწავლებელი გაზაფხულზე ორ საერთაშორისო დოკუმენტური ფილმების ფესტივალზე გაემგზავრება. მათ შორისაა, ბათუმის მესამე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ეროვნული ჯილდოს ათეულის წევრი მაია მენაბდეც, რომელიც თავის კოლეგასთან, მეგი კურტანიძესთან ერთად დანიაში, CPH:DOX-საერთაშორისო დოკუმენტური ფილმების ფესტივალზე დაგეგმილ ახალგაზრდულ ჩვენებებში მიიღებენ მონაწილეობას. CPH:DOX მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კინოფესტივალია. ხოლო ექვსი პედაგოგი – …
ბათუმის მე-7 საჯარო სკოლის რეაბილიტაციისთვის 4,7 მილიონი ლარი დაიხარჯება
ბათუმის მე-7 საჯარო სკოლის რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტიდან 4,7 მილიონი ლარი დაიხარჯება. სკოლის შენობის სრული რეაბილიტაცია-გამაგრების სამუშაოებზე აჭარის განათლების სამინისტრომ ტენდერი უკვე გამოაცხადა. სატენდერო თანხა 4 767 332 ლარია. „ბათუმში, ჰ. აბაშიძის ქუჩაზე არსებული N7 საჯარო სკოლის რეაბილიტაციის პროექტი ითვალისწინებს სკოლის განახლებას არსებული სიტუაციის, ფართობების და დაკავებულობის ცვლილების გარეშე“ – აღნიშნულია ტენდერში. სკოლის შენობის რეაბილიტაცია ტენდერში გამარჯვებულთან …
Continue reading “ბათუმის მე-7 საჯარო სკოლის რეაბილიტაციისთვის 4,7 მილიონი ლარი დაიხარჯება”
ზამთრის არდადეგები სკოლებში 30 დეკემბრიდან იწყება
საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი 30 დეკემბერს დასრულდება. უწყების ინფორმაციით, სკოლებში ახალი სასწავლო წელი 2024 წლის 15 იანვარს განახლდება. წელს საჯარო სკოლების ავტორიზაციის პროცესი მიმდინარეობდა. ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, წელს სამინისტრომ ავტორიზაცია ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ 332 სკოლას მიანიჭა. აჭარაში, როგორც განათლების სამინისტროში გვითხრეს, ავტორიზაცია 22-მა საჯარო სკოლამ გაიარა. მთლიანობაში, საქართველოში …
Continue reading “ზამთრის არდადეგები სკოლებში 30 დეკემბრიდან იწყება”
„ასწიეთ ხელი, ვის გწამთ ღმერთის?“ – რელიგიური ნიშნით დისკრიმინაცია სკოლებში
„იმ ქართველებს, რომლებიც მართლმადიდებლობის გარდა სხვა აღმსარებლობას ირჩევენ, გამოლაყებული აქვთ ტვინი. ასე გვეუბნება ხოლმე ჩვენი ქართულის მასწავლებელი. წელს ხშირად ვეხებით რელიგიურ თემებს, რადგან ჰაგიოგრაფიას გავდივართ და „აბო“, „შუშანიკი“ – სულ ასეთ გმირებზე გვიწევს საუბარი“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ბათუმის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მეათეკლასელი ელენე (სახელი შეცვლილია). არაოფიციალურ საუბრებში ცალკეული მასწავლებლები საჯარო სკოლებში რელიგიური ნიშნით მოსწავლეების მიმართ …
Continue reading “„ასწიეთ ხელი, ვის გწამთ ღმერთის?“ – რელიგიური ნიშნით დისკრიმინაცია სკოლებში”
ჯერ სიგარეტი და ფული სთხოვეს, შემდეგ სცემეს – ბათუმში 3 უკრაინელ ბავშვს ათამდე მოზარდმა სცემა
ბათუმში, მე-13 საჯარო სკოლის წინ, ავტობუსის გაჩერებაზე, ათამდე ქართველი მოსწავლე, 3 უკრაინელ მოსწავლეს ფიზიკურად გაუსწორდა. ბავშვებს, როგორც ერთ-ერთი დაზარალებულის მშობელი ამბობს, სახეზე აღენიშნებათ დალურჯებები. შემთხვევა ბათუმში, 9 ნოემბერს, პარასკევ დღეს მოხდა, დაახლოებით 15:30 წუთზე, სკოლის წინ, ავტობუსის გაჩერებაზე. „ჩემი შვილი სამ თანაკლასელთან ერთად სკოლიდან მოდიოდა, როცა ავტობუსის გაჩერებაზე ერთი მოზარდი მიუახლოვდა და სიგარეტი სთხოვა. როცა …
თუ დეპუტატებს მაღალი ხელფასი სჭირდებათ, ჩვენც გვჭირდება – პედაგოგი სქემასა და გამოწვევებზე
„პარლამენტარი უფრო კარგ საქმეს აკეთებს, თუ მასწავლებელი, რომელიც თაობებს გვიზრდის? თუ მათ სჭირდებათ მაღალი ხელფასები, მაშინ ჩვენც გვჭირდება, რადგან გიჟური შრომაა ის, რასაც დღეს ვაკეთებთ და ამას სჭირდება სათანადო დაფასება“ – ამბობს „ბათუმელებთან“ სკოლა „ევრო 2000“-ის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი, თამარ ბაუჟაძე. მას პედაგოგის პროფესიული განვითარების სქემასა და მასწავლებლის შრომის ანაზღაურებაზე ვესაუბრეთ. ქალბატონო თამარ, რადგან კარიერული …
ხელფასი გასამმაგდეს – რა პრობლემებს ხედავს სკოლაში „ოცნების“ მხარდამჭერი პედაგოგი
65 წლის ნაზიბროლა მიქელაძე დაწყებითი საფეხურის წამყვანი მასწავლებელია. ის განათლების სამინისტრომ „მასწავლებლის ეროვნულ დღეზე“ დააჯილდოვა. ნაზიბროლა მიქელაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ის „ქართული ოცნების“ აქტიური მხარდამჭერი და პარტიის წევრია. ნაზიბროლა მიქელაძე ხულოში, სხალთის საჯარო სკოლაში ასწავლის. ქალბატონო ნაზიბროლა, ვინ წარგადგინათ სამინისტროს მიერ დაწესებულ პრიზზე და სხვა კონკურსებში თუ მიგიღიათ მონაწილეობა, მაგალითად, „მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე“ თუ ყოფილხართ როდისმე …
მოსწავლეებს უფლებების დაცვაზე ვესაუბრები და ჩემს თავს ვერ ვიცავ – დირექტორი სკოლის მიღმა
„შესაძლოა, სამეურვეო საბჭოს არც მე ავერჩიე დირექტორად, მაგრამ ჩავთვლიდი, რომ სკოლას მიეცა არჩევანის უფლება, თუ მას წარუდგენდნენ ორ კანდიდატს მაინც. სკოლებს არ ჰქონდათ არჩევანი, ეს დამცირებაა,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ტარიელ ქათამაძე, რომელსაც საჯარო სკოლის დირექტორად მუშაობის 17-წლიანი გამოცდილება აქვს. მას ამჯერად ბათუმის მე-8 საჯარო სკოლის დირექტორობა სურდა. ტარიელ ქათამაძე ჩაქვის # 1-ელი საჯარო სკოლის დირექტორი …
რატომ არ უყვარს მასწავლებლების ნაწილს კომპლექსური დავალება – ინტერვიუ
მასწავლებლები ვალდებულნი არიან, მოსწავლეების ცოდნა შეაფასონ ორი მეთოდით – განმავითარებელი შეფასებითა და კომპლექსური დავალებით. ზოგიერთი პედაგოგი კრიტიკულად აფასებს კომპლექსურ დავალებებს და მიიჩნევს, რომ ეს ზედმეტი შრომა და ქაღალდომანიაა. რატომ არის მნიშვნელოვანი კომპლექსური დავალება? – ამ თემაზე „ბათუმელები“ სკოლა „თაობის“ სამოქალაქო განათლების პედაგოგს, თორნიკე ზაქარაძეს ესაუბრა. ბატონო თორნიკე, როგორ ფიქრობთ, რატომ არიან პედაგოგები კრიტიკულად განწყობილნი კომპლექსური …
Continue reading “რატომ არ უყვარს მასწავლებლების ნაწილს კომპლექსური დავალება – ინტერვიუ”
სოფლის სკოლებში გათბობა ჩართულია – რესურსცენტრები
საქართველოს მაღალმთიანეთში უკვე აცივდა და სკოლებში გათბობის საჭიროებაზე საუბრობენ. „ბათუმელებს“ გასულ კვირას მშობელი დაუკავშირდა მაღალმთიანი აჭარიდან, რომლის თქმითაც სკოლაში გათბობა არ იყო ჩართული და ბავშვებს ცივ საკლასო ოთახებში უწევდათ ყოფნა. მოგვწერეს მარნეულის მუნიციპალიტეტიდანაც – მარნეულელმა პედაგოგმა გვითხრა, რომ სიცივის მიუხედავად, სკოლის ადმინისტრაცია გათბობას არ რთავს. „ამბობენ, რომ 15 ნოემბრიდან უნდა ჩაირთოს გათბობა. სად წერია, ვინ …
Continue reading “სოფლის სკოლებში გათბობა ჩართულია – რესურსცენტრები”
„მოსწავლეს თმაზე მოქაჩა“ – რატომ გაუშვეს მასწავლებელი ქობულეთის სკოლიდან
ქობულეთის მეორე საჯარო სკოლის ქართული ენის მასწავლებელი სკოლიდან დაითხოვეს. როგორც სკოლის დირექტორი ნანი ცივაძე „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, მასწავლებლის დათხოვნის მიზეზი ბავშვზე ძალადობაა. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. „ორი კვირის წინ იყო ინციდენტი, საგაკვეთილო პროცესში ქართულის გაკვეთილზე მასწავლებელმა თმა მოქაჩა მოსწავლეს და როგორც კი ეს ფაქტი ცნობილი გახდა, დაიწყო დისციპლინური მოკვლევა, მასწავლებელმა მოკვლევის დაწყებისთანავე დაწერა განცხადება …
Continue reading “„მოსწავლეს თმაზე მოქაჩა“ – რატომ გაუშვეს მასწავლებელი ქობულეთის სკოლიდან”
„დირექტორი ვიყავი და არა ოცნების აგიტატორი“ – არჩევნები 1 კანდიდატით და პროტესტი სკოლებში
განათლების სამინისტრომ იმ საჯარო სკოლების სია გამოაქვეყნა, სადაც ახალ დირექტორებს წარადგენენ. საქართველოს რამდენიმე სკოლაში უკვე გააპროტესტეს ერთკანდიდატიანი არჩევნები და აქციებიც გამართეს. „ბათუმელები“ იმ სკოლების დირექტორებს ესაუბრა, სადაც ბავშვები და მასწავლებლები მოქმედ დირექტორებს უჭერენ მხარს და უარს ამბობენ ერთკანდიდატიან არჩევნებში მონაწილეობაზე. მაგალითად, ოზურგეთის მეოთხე საჯარო სკოლა მხარს უჭერს მოქმედ დირექტორს და აქციას აანონსებს მის მხარდასაჭერად. სკოლას …
ბავშვი 15 დღეა სკოლაში არ წასულა, არც არავის მოუკითხია – მოსწავლის დედა
ბათუმის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მეშვიდეკლასელი მოსწავლე 15 დღეა სასწავლო პროცესს არ ესწრება. ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, „ბათუმელები“ არ ასახელებს არც ერთი რესპონდენტის ვინაობას. მოზარდის დედა „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ მისი შვილი კლასში მიზანმიმართულად ჩატოვეს, „ბავშვი ამ ფაქტს განიცდის, ტირის და ამბობს, რომ იმავე კლასში არ დაჯდება. გვითხრეს, რომ დამატებით გამოცდას დაუნიშნავდნენ, მაგრამ არავინ გვეხმიანება“, – გვეუბნება …
Continue reading “ბავშვი 15 დღეა სკოლაში არ წასულა, არც არავის მოუკითხია – მოსწავლის დედა”
ბათუმის მე-4 და მე-5 სკოლის მოსწავლეებს 4 სკოლაში გადაანაწილებენ – ტენდერი ტრანსპორტირებაზე
ბათუმის მე-4 და მე-5 საჯარო სკოლის მოსწავლეები სწავლას, დროებით, სხვადასხვა სკოლის შენობებში გააგრძელებენ. მიზეზი მე-4 და მე-5 სკოლის შენობებში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოებია – ტენდერი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს აქვს გამოცხადებული. ჯამში 2 400-მდე მოსწავლის ოთხი სხვადასხვა სკოლის შენობაში ტრანსპორტირებაზე ტენდერი აჭარის განათლების სამინისტრომ გამოაცხადა. ორი თვის [44 სასწავლო დღის] განმავლობაში მოსწავლეთა ტრანსპორტირებაში სამინისტრო მაქსიმუმ 387 …
55 ათასი პირველკლასელი – ახალი სასწავლო წელი დაიწყო
დღეს, 15 სექტემბერს, საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ახალი სასწავლო წლისთვის, ქვეყნის მასშტაბით, 55 ათასზე მეტი პირველკლასელი დაიწყებს სწავლას. ბათუმში, საჯარო სკოლებში 4 089 პირველკლასელი მივიდა. განათლების სამინისტროს ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე არ გამოუქვეყნებია ანგარიში, ქვეყნის მასშტაბით რამდენი სკოლა გარემონტდა ან ახალი აშენდა.
„თურქეთში გადავედი 500 ლარით, ბავშვები რომ გამომეწყო სასკოლოდ“ – ოჯახი კოკოტაურიდან
„ის გვიყიდა დედამ, რაც დავაბარეთ. ყველაფერი გვიყიდა. კარგი იქნებოდა, ჩვენ თვითონ შეგვერჩია,“ – გვითხრეს ლუკამ და ლიკამ, რომლებსაც ქედაში, სოფელ კოკოტაურში შევხდით. ბავშვებს და მათ მშობლებს ახალი სასწავლო წლის სამზადისზე ვკითხეთ. „თურქეთში გადავედით, ქემალ-ფაშაში მე და ჩემი მეუღლე. გვინდოდა ყველაფერი გვეყიდა და ბავშვები არ დაჩაგრულიყვნენ… 500 ლარით ორივე ბავშვი გამოვაწყვეთ სასკოლოდ, საყიდელი კიდევ ბევრია, თუ …
ახალი სასწავლო წელი 15 სექტემბერს დაიწყება – რესურსცენტრი
ბათუმის რესურსცენტრის ინფორმაციით, ახალი 2023-2024 სასწავლო წელი 15 სექტემბერს განახლდება. „ცვლილების შესახებ სამინისტროდან რაიმე ინფორმაცია არ მიგვიღია, ამიტომ, კანონის მიხედვით, 15 სექტემბერს იწყება სწავლა“, – ამბობს ბათუმის რესურსცენტრის ხელმძღვანელი, გოჩა დავითაძე. მისი თქმით, ამ დროისთვის სახელმძღვანელოების დიდი ნაწილი სკოლებში უკვე შეტანილია, ნაწილს კი შაბათ-კვირამდე მიიღებენ. რესურსცენტრის თქმით, განსაკუთრებულ სიახლეებს სკოლებში ჯერჯერობით არ ელიან. ერთადერთი ცვლილება …
Continue reading “ახალი სასწავლო წელი 15 სექტემბერს დაიწყება – რესურსცენტრი”
სკოლა-ქოხი სოფელ ფარავანში – რას ჰყვება ქართულის მასწავლებელი
„სოფელი, სადაც გავიზარდე და ვცხოვრობ, ყოველთვის შავ-თეთრი იყო. თუმცა სიცოცხლე მაინც იგრძნობოდა. არც ახლა აქვს ფერები ჩემს სოფელს, თითქოს იმედი ქრება, მაგრამ მაინც ვაგრძელებთ ცხოვრებას“, – ამბობს „ბათუმელებთან“ ქართული ენის მასწავლებელი მანუშაკ მკრტიჩიანი. ის ნინოწმინდაში, სოფელ ფარავანში ცხოვრობს და ბავშვებს ქართულ ენას ასწავლის. ამბობს, რომ ქართული ენით ბავშვობიდან დაინტერესდა, თუმცა სოფელში არ ჰყავდა მასწავლებელი, ვინც …
Continue reading “სკოლა-ქოხი სოფელ ფარავანში – რას ჰყვება ქართულის მასწავლებელი”
ბათუმის მე-5 საჯარო სკოლა შესაძლოა ახალშენში გადავიდეს – 10,6 მილიონი რემონტისთვის
ბათუმის N5 საჯარო სკოლის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციისთვის 10,6 მილიონი ლარია გამოყოფილი. სამუშაოების შესყიდვაზე საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი უკვე გამოაცხადა. ტერიტორია, სადაც სკოლის შენობა დგას, ბათუმში, მაიაკოვსკის ქუჩის №58-ში მდებარეობს და მისი ფართობი 6 039 კვადრატული მეტრია. სატენდერო დოკუმენტების მიხედვით: „სკოლის შენობის კონსტრუქციული მდგრადობა 2021 წლის სექტემბერში შეისწავლეს. რეკომენდაციები შენობის გამაგრების საჭიროების შესახებ აისახა სკოლის რეაბილიტაციის პროექტში. …
ბათუმის მე-4 საჯარო სკოლა შესაძლოა ორთაბათუმში გადავიდეს – 4,9 მილიონი რემონტისთვის
ბათუმის მე-4 საჯარო სკოლის შენობის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციაზე საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი გამოაცხადა. სამუშაოების დაწყების შემთხვევაში სად გაგრძელდება სასწავლო პროცესი, ჯერ გადაწყვეტილი არ არის, თუმცა ერთ-ერთ ვარიანტად ხელვაჩაურის სოფელ ორთაბათუმის სკოლა განიხილება. სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, სამუშაოები მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ჩატარდება და შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 4 926 650 ლარია. სატენდერო დოკუმენტების მიხედვით: „ამჟამად, სკოლაში სწავლობს 1 124 …
რატომ ეშინიათ მოსწავლეებს მათემატიკის – ინტერვიუ პედაგოგთან
ავტორი: ნინი თურაძე ____________________ მალე ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. აბიტურიენტებს ყველაზე მეტად მათემატიკის გამოცდის ეშინიათ. მათემატიკის პედაგოგ, სულხან სოლომონიძეს ვესაუბრეთ თემაზე – რა უქმნის ბავშვებს, განსაკუთრებით კი აბიტურიენტებს, ბარიერს მათემატიკის სწავლის პროცესში. მას ასევე ვკითხეთ, რა ცვლილებებია საჭირო სკოლაში, რომ ბავშვებისთვის მათემატიკის გაკვეთილი უფრო საინტერესო, სწავლების პროცესი კი უფრო აქტიური გახდეს. ბატონო სულხან, დადგენილი ფაქტია, …
Continue reading “რატომ ეშინიათ მოსწავლეებს მათემატიკის – ინტერვიუ პედაგოგთან”
გამოვლინდა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეული 2023
გამოვლინდა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეული. საუკეთესო ათეულის მასწავლებლები არიან: ნესტან ხორხომელიძე, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაფხოს საჯარო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელი ქამრან აფანდიევი, მარნეულის მუნიციპლაიტეტის სოფელ მოლაოღლისა და ცოფის საჯარო სკოლების ქართული როგორც მეორე ენა, მასწავლებელი ნინო ნიპარიშვილი, კასპის მუნიციპლაიტეტიდან, შპს „ბესიკ ნიპარიშვილი“, სკოლა-გიმნაზიის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი მანანა გოგატიშვილი, თბილისის 182 საჯარო სკოლის მე და საზაგადოების …
Continue reading “გამოვლინდა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეული 2023”
სკოლებს, რომლებმაც ავტორიზაცია უნდა გაიარონ, ლეპტოპებს უყიდიან – ტენდერი 21 მილიონი ლარით
2023 წელს იმ საჯარო სკოლების კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვა იგეგმება, რომლებსაც პირველ ეტაპზე უწევთ ავტორიზაციის გავლა. საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ ლეპტოპების შესყიდვაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა. სატენდერო თანხა 21 169 590 ლარია, ერთი ლეპტოპის ფასი – 1 545 ლარი. „განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დაიწყო საჯარო სკოლების ავტორიზაციის პროცესი. სკოლის მიერ აღნიშნული პროცესის წარმატებით გავლისთვის მნიშვნელოვანია …
გამოცდაზე მაღალი ქულა ავიღე, მაგრამ გასაუბრებაზე დამბლოკეს – დირექტორობის კანდიდატი
სკოლის დირექტორობის კანდიდატებთან გასაუბრების შედეგებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ონარიის საჯარო სკოლის მასწავლებელი მანანა მიქავა აპროტესტებს. მან დირექტორობის გამოცდაზე მაღალი ქულები მიიღო, თუმცა გასაუბრების ეტაპი ვერ გადალახა. ის ფიქრობს, რომ მისი კანდიდატურა ხელისუფლების მიმართ მისი კრიტიკული განწყობების გამო დაბლოკეს. მანანა მიქავა აპირებს გაასაჩივროს განათლების მინისტრის ბრძანება და საკუთარი უფლებებისთვის ბოლომდე იბრძოლოს. „ფაქტობრივად, გასაუბრებაზე არ დასმულა ისეთი …