„სახლი დაგვეწვა“ – 10-სულიანი ოჯახი ხულოში ზამთარს უსახლკაროდ ხვდება

ხულოში, სოფელ სხალთაში, შაინიძეების ოჯახის საცხოვრებელი სახლი წელს, 21 მარტს დაიწვა. ოჯახში ათი ადამიანია, მათ შორის ოთხი არასრულწლოვანი ბავშვი. სახლის ერთ-ერთი მესაკუთრე სულიკო გაბაიძე მცირედმხედველია და შშმ პირის სტატუსი აქვს. ოჯახის ძირითადი შემოსავალი მისი, როგორც შშმ პირის პენსია და სოციალური შემწეობაა. ხანძარმა შაინიძეების სახლში ყველაფერი გაანადგურა. დაიწვა საყოფაცხოვრებო ნივთები, ტანსაცმელი, ავეჯი. როცა სახლი დაიწვა, ხულოს …

პენსიონერი, რომელმაც შვილის წამლებისთვის სესხი აიღო – „ლოგინად ჩავარდა, უნდა მოვარჩინო“

„სესხი შვილის წამლებისთვის გამოვიტანე, აღარ იყო მეტი საშველი,“ – ამბობს ოზურგეთში, სოფელ შრომაში მცხოვრები ციალა ჩხაიძე. ის 70 წლისაა და შვილს უვლის, რომელსაც გადაადგილება უჭირს. დედა-შვილი მარტო ცხოვრობს. ოჯახი ვერ იღებს სოციალურ შემწეობას და არსებობის ერთადერთი წყარო მხოლოდ პენსიაა, საიდანაც 65 ლარი ყოველთვიურად სესხის დასაფარი თანხაა. „გვიან აღმოუჩინეს შაქარი, ვერ მიხვდნენ ექიმები და ორი თითი …

რატომ არის მინიმალური ხელფასი კვლავ 20 ლარი

კანონმდებლობით საქართველოში მინიმალური ხელფასი 1999 წლის შემდეგ არ შეცვლილა და იგი დღემდე 20 ლარს შეადგენს. ამავდროულად საარსებო მინიმუმი საქართველოში 221.1 ლარია. ფრიდრიხ ებერტის ფონდისა და  კავკასიის კვლევითი რესურსცენტრის მიერ ჩატარებული უახლესი კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით სამი მეოთხედი მხარს უჭერს მინიმალური ხელფასის არსებობას. რესპონდენტების მიერ დასახელებული გონივრული მინიმალური ხელფასის საშუალო მაჩვენებელი 854.1 ლარია. საქართველოში მინიმალური …

მეეზოვე, რომელიც 5 სხვადასხვა ბანკში სხვის ვალებს იხდის

54 წლის ნარიე დიდიძე, რომელიც ბათუმში, დასუფთავების სამსახურში მეეზოვედ მუშაობს და ხელფასი 420 ლარი აქვს, 2006 წლიდან იხდის 7 საბანკო ვალს: „ვივუსში“ მისი სესხის საწყისი თანხა იყო 500 ლარი, „კივი ჯიზე“ – 1300, აიღო ასევე „საქართველოს ბანკის“ სესხი 700 ლარის ოდენობით, ამავე ბანკის კომერციული სესხი – 2700 ლარი, „ვითიბი ბანკიდან“  – 800 ლარი, ასევე „ლენდოდან“ …

1600-ით გაიზარდა უფასო სასადილოს მომხმარებელთა რაოდენობა ბათუმში – ბოლო 9 თვე

ბათუმის სოციალური სერვისების სააგენტო 22 აგვისტოს უფასო სასადილოებს დახურავს და ბენეფიციარებს 1 თვის სასურსათო კალათას დაურიგებს. სასადილოების დროებით დახურვის გადაწყვეტილება მერიაში კოვიდპანდემიის გამო მიიღეს. სააგენტოს ინფორმაციით, ბათუმში „სოციალურად დაუცველი ფენის უფასო ერთჯერადი კვების“ პროგრამაში ამ დროისთვის 7 595 ბენეფიციარია ჩართული. ამ პროგრამაში 2020 წლის დეკემბერში 6000-მდე ბენეფიციარი იყო. ანუ გასული წლის ბოლოდან დღემდე უფასო სასადილოებით …

3 წლის საბას ოჯახი სიღარიბესა და ავადმყოფობას ვერ უმკლავდება

3 წლის საბა ჩხოროწყუში, სოფელ კირცხში ცხოვრობს. მისი ერთადერთი სათამაშო ძველი ველოსიპედის კარკასია, რომელსაც ჩამოსაჯდომი აღარ აქვს, მაგრამ საბა მაინც ახერხებს ამ ველოსიპედით ოთახში გადაადგილებას. საბას სხვა სათამაშო არ აქვს და უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს, თუმცა მხოლოდ ეს არ არის საბას და მისი მშობლების მთავარი პრობლემა. საბას ხელზე გამონაზარდი აქვს, რის გამოც ოპერაცია სჭირდება. როგორც საბას …

საწოლს მიჯაჭვული კაცის ამბავი და მეეზოვე ქალი: „დღესაც თაფლს გავხსნით წყალში“

საუბარი უჭირს, თუმცა ზუსტად ახსოვს, როდის მოხდა ავარია, საწოლს რომ მიაჯაჭვა 58 წლის მეეზოვე მურმან ზოიძე. ღარიბი, მეეზოვე ცოლ-ქმრის ცხოვრება მას აქეთ შეიცვალა და დამძიმდა. პანდემიამ კიდევ უფრო გაართულა მათი ყოფა –  გააღარიბა და ოჯახის წევრებიც კი ერთმანეთს დააცილა. „აპრილი იყო, 20 რიცხვი, გასულ წელს იყო ეს,“ – მძიმედ ამოისუნთქა მან, მზერა არ მოგვაცილა და …

 3200 ლარი მკითხველისგან – ქალები ბანკში საპენსიო სესხებს და ვალებს გადაიხდიან

„ბათუმელების“ მკითხველმა რამდენიმე ქალის მხარდასაჭერად, ბოლო ერთი თვის განმავლობაში, ზუსტად 3200 ლარი გადმორიცხა. პირველი ქალი ნონა ტურაშვილი შვილთან ერთად ქუთაისში, ორ ოთახში ცხოვრობს. ორივე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია. ქალებს სპეციალური მედიკამენტების მიღება ესაჭიროებათ, რაც ყოველთვიურად შემოსავლის ნახევარი უჯდებათ. წამლები რომ ეყიდათ, დედა-შვილმა ბანკიდან საპენსიო სესხი გამოიტანა. მათი სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 38.43%-ია.  ხელშეკრულების თანახმად, …

სიღარიბე და სიძულვილი – როგორ ცხოვრობენ ლგბტქ ადამიანები საქართველოში

„სახლში რაც უნდათ, ის აკეთონ“ – ასე მოუწოდებდნენ ძირითადად ლგბტქ ადამიანებს  მათ მიმართ მტრულად განწყობილი ჯგუფები. ეს იყო პანდემიამდე. პანდემიის დროს ყველას მოუწია სახლში გამოკეტვა და იმის ატანა, რასაც ლგბტქ ადამიანებს სთხოვდნენ. ლგბტქ თემის საჭიროებები და სახელმწიფოს მხრიდან ამ საჭიროებების ვერ დანახვა, ყველაზე მწვავედ სწორედ კოვიდპანდემიის პირობებში გამოჩნდა, როცა ოჯახებისა და ნათესავების მხარდაჭერის გარეშე დარჩენილი …

„საჭმელი არაფერი გვაქვს“ – 6 წლის ბიჭი და დედა შიმშილზე აღდგომის დღეს

„დაგვეხმარეთ, საჭმელი არაფერი არ გვაქვს“, – ეს სიტყვები ეკუთვნის 6 წლის ბიჭს. ასე მთავრდება ვიდეო, რომელშიც ის დედასთან ერთად საუბრობს საკვების გარეშე ცხოვრებაზე. „არ მიხარია აღდგომის მოსვლა, რადგან ჩემს შვილებს შიათ, ჩემს შვილებს არაფერი აქვთ სააღდგომო,“ – ამბობს ხატია ბაღათურია, რომელიც ოჯახში ძალადობის მსხვერპლი გახდა, ყოფილ ქმარს ახლაც გაურბის და ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ქუთაისში, …

ცოლ-ქმარი 2 შვილით შესაძლოა ქუჩაში აღმოჩნდეს

30 წლის ეკა ქმართან და ორ შვილთან ერთად ბათუმში, თამარის დასახლებაში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. ბინის კარს შეაღებ თუ არა, თვალში გეცემა სისუფთავე და წესრიგი. ერთი შეხედვით ვერ დაიჯერებ, რომ ამ ბინაში მცხოვრებ ადამიანებს ახლა დიდი გასაჭირი უდგათ, თუმცა ფაქტია – ეკას ოჯახის სოციალური ქულაა 9 100. ეს იმას ნიშნავს, რომ ოჯახი ძალიან ღარიბია. ამ ბინაში …

მკითხველმა 42 ათასი ლარი გადაურიცხა მამუკას, რომელიც დედის ოპერაციისთვის ცეკვავდა 

მამუკა ფოცხორაიამ დღეს საჯარო რეესტრს მიმართა მარტვილში ბინის დასარეგისტრირებლად. ბინის თანხა მამუკამ უკვე გადაიხადა. შემდეგი კვირიდან ქალაქ მარტვილში, მას თავის სახლში შეეძლება ცხოვრება. მალე დედასაც გულის ოპერაციას გაუკეთებენ – ერთ-ერთი კერძო კლინიკა მამუკას დედას უფასოდ გაუკეთებს ოპერაციას. მამუკას შესახებ „ბათუმელების“ მიერ ვიდეორეპორტაჟის და სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, მამუკას ანგარიშის ნომერზე 42 ათასზე მეტი ლარი დაირიცხა…   …

„დღეს რა ვჭამოთ, როგორ ვიყიდოთ წამალი?“ – ცოლ-ქმრის საფიქრალი I VIDEO

როგორ ვიყიდოთ წამალი? რა ვჭამოთ? – ბოლო დღეებია ცოლ-ქმარი, მედგარ და ხათუნა აბესაძეები ამ კითხვებზე ეძებენ პასუხს. აბესაძეების ორსულიანი ოჯახი ბათუმში, კერძო სახლის პატარა, ნაგირავებ ოთახში ცხოვრობს. ოჯახის შემოსავალი ზუსტად 240 ლარია: 50-50 ლარი სოციალური დახმარება და 140 ლარი – მედგარ აბესაძის დროებითი პენსია. ამ თანხიდან 200 ლარი მედგარს წამლებისთვის სჭირდება, თუმცა ახლა ესეც კი …

მამუკას ცეკვა დედისთვის, რომელსაც სასწრაფო ოპერაცია სჭირდება

მარტვილის ცენტრში ხალხი კანტი-კუნტად მიდი-მოდის. პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები ჯერ კიდევ უშლის ხელს ქალაქს ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდეს. აქ ყველაფერი ხელისგულივით პატარა მოედანზეა თავმოყრილი: მერია, ბანკი, სავაჭრო ცენტრი, მომცრო ღია კაფე, ძელსკამებიანი ბაღი და ბაზრობა. გაზაფხულის შუადღე დგას. მზის გულზე ბიჭი დგას და ცეკვავს. იქვე დიდი დინამიკია ჩართული. თურქული, ქართული და ინგლისური სიმღერები ენაცვლება ერთმანეთს. ბიჭი …

მკითხველმა 10 301 ლარი გადმოურიცხა 85 წლის ქალს, რომელიც ქუჩაში მოწყალებას ითხოვდა

ბათუმში, კერძო სახლის ნაქირავებ პატარა ოთახში, რომელშიც 85 წლის ტანია გორგილაძე 20 წელზე მეტია ცხოვრობს, ახლა ღუმელი ანთია და თბილა. ტანია მოწყალების სათხოვნელად აღარ დადის მას შემდეგ, რაც „ბათუმელებმა“ გამოაქვეყნა სტატია მის ცხოვრებაზე. ასობით ადამიანმა გადაწყვიტა დახმარებოდა ტანია გორგილაძეს და მისი ცხოვრება მართლაც შეიცვალა უკეთესობისკენ. ახლა 85 წლის ქალს უკვე აღარ სძინავს ძველ, ჩამტვრეულ ტახტზე; …

მოზარდები ყველაზე ხშირად ტანსაცმელსა და ტკბილეულს იპარავენ საქართველოში

საქართველოში მოზარდების მიერ ჩადენილი დანაშაულის მაჩვენებლი კვლავაც მაღალია. პროკურატურის ბოლო მონაცემებით, მოზარდები ხშირად [75.4%] „საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებს“ სჩადიან. არასრულწლოვნები ყველაზე ხშირად სავაჭრო ობიექტებში ტანსაცმელსა და ტკბილეულს იპარავენ – ამის შესახებ კანონთან კონფლიქტში მყოფ „არასრულწლოვანთა მახასიათებლების კვლევის ანგარიშში“ ვკითხულობთ. ანგარიში პროკურატურამ მოამზადა 2020 წლის მონაცემებზე დაყრდნობით. ინფორმაციის დამუშავების შედეგად გამოიკვეთა, რომ საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებში …

17 წელი ქოხებში – 3 000 ლარით დაჯარიმებული მოქალაქეები მთავრობას მიწის დაკანონებას სთხოვენ

ეკომიგრანტი, 63 წლის ნოდარ ჭაღალიძე 2006 წლიდან დღემდე თავისი ხელით აშენებულ ქოხში ცხოვრობს ბათუმში, კახაბრის ქუჩაზე, ყოფილი ნარკოლოგიურის მახლობლად. ნოდარ ჭაღალიძის ძირითადი შემოსავალი სახელმწიფო შემწეობაა – 140-ლარი პენსია სამხედრო ტრავმისთვის და 50 ლარი სოციალური დახმარება. საკვები ძირითადად სოციალური სასადილოდან მოაქვს. “ჩაცმა გინდა თუ წამალი, სხვა ყველაფერი შეზღუდულია. არაფერს არ უთავდება ეს ფული, ძალიან გაჭირვებული დრო …

შეკრება სოციალური მოთხოვნებით მთავრობასთან – „15 თებერვალს იქნება მასშტაბური აქცია“

დღეს, 9 თებერვალს, სხვადასხვა სოციალური ჯგუფის წარმომადგენლები აჭარის მთავრობასთან აქციას მართავენ. ისინი მთავრობის თავმჯდომარესთან, თორნიკე რიჟვაძესთან  ითხოვენ შეხვედრას. თორნიკე რიჟვაძე თავდაპირველად  მზად იყო შეხვედროდა საპროტესტო აქციის მონაწილეებს, მაგრამ მას შემდეგ, რაც მათ ითხოვეს, რომ ჟურნალისტებიც დასწრებოდნენ შეხვედრას, როგორც აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, თამაზ ბაკურიძე აცხადებს, მათ ამ შეხვედრაზე უარი უთხრეს. აქციაზე მხოლოდ სოციალური მოთხოვნები გაახმოვანეს – …

„მყავს მძიმე ავადმყოფი მამა“ – 15 წლის ბიჭის მიმართვა ხალხს და მთავრობას

„მოგესალმებით. მყავს ძალიან მძიმე ავადმყოფი მამა, აქვს პარკინსონის დაავადება მძიმე ფორმით, ჭირდება თავის ოპერაცია, კეთდება ავერსის კლინიკაში და ღირს 70 000 ლარი. ვართ სოც.დაუცველები. 45 000 ლარი გვაქვს, დარჩენილი 25 ათასი ლარის შევსებაში სასწრაფოდ გვჭირდება თქვენი დახმარება, რომ გაკეთდეს ოპერაცია და გადავარჩინოთ მისი სიცოცხლე“, – ეს წერილი 15 წლის ბიჭმა 4 დეკემბერს მოგვწერა ქობულეთიდან. წერილს …

პენსიონერების შრომა ქუჩაში პურის ფულისთვის პანდემიის დროს

„არანაირი პერსპექტივა არ გაგვაჩნია და ასე გაგრძელდება კიდევ ბებია“ – ასე დაიწყო თავისი ამბის მოყოლა გულნაზ დევაძემ, რომელიც ბათუმში გამსახურდიას ქუჩის ბოლოს სიგარეტით ვაჭრობს. ის ერთ-ერთია მათ შორის, ვინც ზამთარში პანდემიის დროს პურის ფულის შოვნას ქუჩაში ცდილობს: „ვცხოვრობ გამოკეტილ ბინაში, 74 წლის ქალი ვარ 185 ლარი მაქვს პენსია, ვარ წამლებზე დამოკიდებული. წელს პანდემია რომ დაიწყო, …

სასწრაფოს ხშირად ვიძახებდი, ახლა მრცხვენია – პენსიონერები და პანდემია

ეს ოთხშაბათის მენიუა სოციალურად დაუცველებისთვის, რომლებიც ბათუმის უფასო, მუნიციპალური სასადილოებით სარგებლობენ. ასეთ სასადილოებს პანდემიამდე ბათუმში ყოველდღიურად 5822 ბენეფიციარი აკითხავდა ქილებით, პარკებით, კონტეინერებით, ყველაფრით, რითაც ცხელი თუ ცივი კერძის მიტანა შეიძლება სახლამდე. ჯავახიშვილის ქუჩის №6 სასადილოში გვითხრეს, რომ აქ ყოველდღიურად 995 ადამიანს აპურებდნენ. პანდემიის გამო უზარმაზარი დარბაზი ახლა ცარიელია, მაგიდები და სკამები – აკეცილი. ბენეფიციარებისთვის ერთი …

77 000 ბავშვი შიმშილობს – 5 პარტიის გეგმა შემდეგ 4 წელში

სიღარიბე ერთადერთი გამოწვევაა, რომლის უარყოფას, შეფუთვას, შელამაზების მცდელობას, აზრი არ აქვს და ამის გააზრება იმ პოლიტიკურმა გუნდმაც მოახერხა, რომელიც რვა წელია ქვეყანას მართავს. ის ამავე დროს გვარწმუნებს, რომ ბევრ ისეთ წარმატებას მიაღწია, რაზეც ვერ ვიოცნებებდით, ის რომ არ აგვერჩია. იუნისეფის ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში  77 000 ბავშვი დიდი ხანია თითებზე აღარ ითვლის დღეებს, როცა მშიერმა დაიძინა. …

2 მილიარდ ადამიანს ხელი არ მიუწვდება უვნებელ და სასარგებლო საკვებზე – FAO

16 ოქტომბერი მსოფლიო სურსათის დღეა. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ინფორმაციით, ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში 2 მილიარდზე მეტ ადამიანს მუდმივად ხელი არ მიუწვდება უვნებელ და სასარგებლო საკვებზე. „2050 წლისთვის კი მსოფლიო მოსახლეობა დაახლოებით 10 მილიარდს მიაღწევს, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის სურსათზე მოთხოვნას. ამ გლობალურ გამოწვევას, რომელიც საფრთხეს უქმნის სურსათის უსაფრთხოებას, კვების რაციონსა და საარსებო პირობებს, …

ვითხოვ დასაქმებას, რომ ოჯახი მშიერი არ დამეხოცოს – კაცი მთავრობის სახლთან

„პანდემიის დროს განსაკუთრებით გაჭირდა სამსახურის პოვნა. ყველგან მეუბნებიან, რომ ვაკანსია კი არა, ვინც ჰყავდათ, ისინიც შეამცირეს,“ – ამბობს ბათუმში მცხოვრები აკაკი დავითაძე. მას აჭარის მთავრობის სახლთან შევხვდით. მოქალაქე სამუშაოს ითხოვს, ასევე „იაფი სახლის“ პროგრამაში ჩართვას. აკაკი დავითაძის შესახებ „ბათუმელები“ 2020 წლის იანვარშიც წერდა. მაშინ ის თირკმლის გაყიდვას აპირებდა. აკაკი დავითაძე 6 წლიდან ქუჩაში იზრდებოდა. ახლა …

რატომ უკავშირებს ვიცე-სპიკერი სამუშაო ადგილების შემცირებას უვიზო მიმოსვლას

„ვიცი, რომ პრინციპში უმნიშვნელო კლება არის“, „შეიძლება, ეს არის ნაწილობრივ ვიზალიბერალიზაციის პრობლემა“, – ეს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ასევე ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის კომიტეტის წევრის, ილია ნაკაშიძის ვერსიებია ოფიციალურ სტატისტიკაზე, რომლის მიხედვითაც, საქართველოში 2019 წელს 2016 წელთან შედარებით სამუშაო ადგილების რაოდენობა 27 ათასით შემცირდა. 4 წლის წინ, როცა საზოგადოება პარლამენტის ახალ შემადგენლობას ირჩევდა, „ქართული ოცნება“ ამომრჩეველს 200 …

ბათუმის მერიას 115 ბინა აქვს, სადაც არავინ ცხოვრობს

ბათუმის მერიას, მათივე მონაცემებით, 115 ბინა აქვს, სადაც არავინ ცხოვრობს. აქედან 40 ბინა „იაფ სახლშია“ ჯავახიშვილის ქუჩაზე. დანარჩენი 75 ბინა კი, მერიას ლერმონტოვის, ფიროსმანის, შერიფ ხიმშიაშვილის, გორგასლისა და ჯავახიშვილის კვეთაში, ჟიული შარტავას გამზირზე და აღმაშენებლის ქუჩებზე აქვს. მერიის თავისუფალი ბინების საერთო ფართობი 7 161 კვ/მეტრია. ბოლო ექვს წელში კი მერიაში, ბინის მოთხოვნით, ათასამდე განცხადება შესულა. …

როგორ აისახა კორონავირუსი ბავშვთა სიღარიბეზე – unicef-ის ახალი კვლევა

„მოსალოდნელია, რომ პანდემიის შედეგად შინამეურნეობების ყოველთვიური შემოსავლების სხვადასხვა სცენარით შემცირება გამოიწვევს სიღარიბის სხვადასხვა დონით გაზრდას, თუმცა ფულადი დახმარებების შედეგად შესაძლებელი ხდება, როგორც სიღარიბის მაჩვენებლების ზრდის ტემპის შენელება, ასევე სიღარიბის მაჩვენებლების საბაზისო დონესთან შედარებით შემცირება,“ – აღნიშნულია გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ მომზადებულ ანგარიშში, რომელიც დღეს, 21 აგვისტოს გამოქვეყნდა. ანგარიშში მოსახლეობის და ბავშვთა სიღარიბეზე კორონავირუსის პანდემიის ზეგავლენაა …

შშმ ქალი, რომელიც მშენებლობაზეც მუშაობდა – ზოგჯერ ღამე შიმშილისგან მეღვიძება

„…დღეს, მაგალითად, უფასო სასადილოდან ლობიო წამოვიღე და ნახევარი პური მომცეს, მაგრამ ლობიოს სუნელები საერთოდ არ აქვს. მე სუნელებით მიყვარს ლობიო. სუნელების ფულიც არ მქონდა, რომ მეყიდა,“ – გვიყვება ლელა ოსეფაშვილი. ის თბილისში, ნაქირავებ ოთახში მარტო ცხოვრობს. ლელა ოსეფაშვილი 50 წლისაა. როგორც მეორე ჯგუფის ინვალიდი, პენსიას იღებს, სოციალურ შემწეობას, უფასო სასადილოთი სარგებლობს და ოთახის ქირას თბილისის …

„10 ლარიც არ მაქვს, ექიმს რომ გავესინჯო“ – ქალი ქობულეთიდან დახმარებას ითხოვს

„ექიმთან 10 ლარიც ვერ გადავიხადე, ჩემი ოჯახის შემოსავალი ახლა მხოლოდ 40 ლარია. ეს ის ფულია, რასაც სახელმწიფო ჩემს შვილებს აძლევს. წინა წლებში მე და ჩემი მეუღლე თურქეთში ვმუშაობდით…“ – გვიყვება ქობულეთში, თავისუფლების ქუჩა #24-ში მცხოვრები ლია ლომაძე. ის დახმარებას ითხოვს. ლია ლომაძის თქმით, სოციალური დახმარება ოჯახს გასულ წელს შეუწყდა, როცა მისმა მეუღლემ მუშაობა ციტრუსის მიმღებ …

თურქეთში დასაქმებულები: „ვერ მივიღეთ კომპენსაცია – 300 ლარი“

ბოლო ორი დღის განმავლობაში „ბათუმელებს“ უკვე 10-მდე პირმა მოსწერა, რომ თურქეთში მუშაობდნენ,  განაცხადი შეავსეს, მაგრამ კომპენსაცია ვერ მიიღეს. მათი ისტორიები ძალიან ჰგავს ერთმანეთს. ზოგი მათგანი ამბობს, რომ არ სურს „მთელმა ქვეყანამ გაიგოს“, როგორ უჭირს და მხოლოდ იმაზეა თანახმა, სახელმწიფოსთან ჟურნალისტებმა გავარკვიოთ, რატომ არ დაერიცხათ დაანონსებული კომპენსაცია – 300 ლარი, ზოგი კი მზად არის თავის მდგომარეობაზე …

2000-ზე მეტი ოჯახი აჭარაში ბინის მიღებას სახელმწიფოს დახმარებით ცდილობს

მონაცემთა ბაზის მიხედვით, რომელიც სამთავრობო კომისიამ შეადგინა ე.წ. ოცნების ქალაქში დაპირებულ ბინას 1607 ოჯახი ელოდება. სამთავრობო კომისიამ მუშაობა დაასრულა და მონაცემების გაფილტვრა დაიწყო. ეს იმას ნიშნავს, რომ მთავრობა შეისწავლის ამ ოჯახებიდან რომელიმეს ხომ არ აქვს ინდივიდუალური საკუთრება, თუ დახმარება რეალურად სჭირდება. კომისიის თავმჯდომარის, რამაზ ჯინჭარაძის ინფორმაციით [რამაზ ჯინჭარაძე აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეა], ამ პროცესში საერთაშორისო …

ცხოვრება უსახურავო სახლში, როცა გარეთ თავსხმა წვიმაა [ვიდეო]

„ახლა მოდით და ნახეთ, როგორ  გვაწვიმს, იქნებ ვინმე დაგვეხმაროს, იქნებ სახურავის შეკეთების უფლება მოგვცენ“, – ეს შეტყობინება გამოგვიგზავნეს რედაქციაში დღეს, 21 ივლისს, ძლიერი წვიმის დროს. ოჯახი, რომელმაც ჩვენ მოგვწერა, ბათუმში, მარკოზ აჭარელის ქუჩაზე ცხოვრობს. სატელეფონო საუბარში გვითხრეს ისიც, რომ სახურავის კაპიტალურად მოწყობა უნდოდათ, თუმცა მუნიციპალურმა ინსპექციამ უნებართვო სამუშაოების შეჩერება მოითხოვა. ადგილზე მისულებს ერთსართულიანი სახლი და …

80 წლის ქალი, რომელიც თურქეთში მუშაობდა – დავიფიცო? გუშინ პურის ფულიც არ მქონდა

აიშე შაინიძე 80 წლისაა. ის დღეს სარფის საბაჟოსთან თურქეთში დასაქმებული ქალების აქციას შეუერთდა. შინ შვილიშვილი დატოვა და დემონსტრანტებთან ერთად სარფში თურქეთ-საქართველოს საზღვრის გახსნას ითხოვდა. ყოველდღიური სამუშაო თურქეთში მისი შემოსვლის ერთადერთი წყარო იყო პანდემიამდე, პენსიასთან ერთად. სამთვე-ნახევარია ვეღარ მუშაობს და მისი ერთადერთი შემოსავალი ახლა პენსიაა, რითაც ოჯახი უნდა არჩინოს. ვერც მთავრობის მიერ პანდემიისას გასაცემი ერთჯერადი, 300-ლარიანი …

ქალი, რომელიც 5 ბავშვს მარტო ზრდის და ემიგრანტები დაეხმარნენ, ახლა სხვებს ეხმარება

„როცა გიჭირს, ერთი პურით დახმარებაც დიდი რამეა, მეც მივიტანე გულთან სხვისი ტკივილი,  როგორც სხვებმა ჩემი მდგომარეობა. სხვას გავუკეთე ანალოგიური. როცა უცხო ადამიანები მოდიოდნენ  პროდუქტით, ბავშვები მეკითხებოდნენ, ვინ არიან, რატომ მოდიან და მოაქვთ ჩვენთვის საჭმელიო. ვუხსნიდი, რომ ეს დროებითია, კრიზისი გვაქვს და ხალხის დახმარების იმედად ვართ, წამოვდგებით ფეხზე და სხვებს დავეხმარებით, ისინი იქნებიან ჩვენს იმედად-მეთქი. “ …

დედა, მამა და 7 ბავშვი, სახლის, საჭმლის, ფულის და კომპიუტერის გარეშე [ვიდეო]

ოთხი ბავშვი მაგიდის ირგვლივ ზის და თამაშობს. მათი ერთი ძმა კი 20 დღის წინ დაიბადა,  საბავშვო ეტლში მშვიდად სძინავს და არ იცის, რომ უფროსები მის ირგვლივ და ყველგან პანდემიაზე, სიღარიბესა და გაჩერებულ ეკონომიკაზე  დარდობენ, მათ შორის, მისი ოჯახიც. დედას ბავშვის ბუნებრივი რძით გამოკვება არ შეუძლია, ამიტომ ის ხელოვნურ საკვებზეა. უფროსი შვილები 16 და 17 წლისანი …

როგორ გადარჩეს ოჯახი, რომელიც საკვებისა და ქირის ფულს თურქეთში მუშაობით შოულობდა?

ნარგიზ პაპიძის ოჯახი სოციალურ დახმარებას იღებს, „თვეში 260 ლარია“, რასაც  პროდუქტის 30-ლარიანი ვაუჩერი ემატება“.  ეს თანხა  მხოლოდ საკვებისთვის ჰყოფნით. „პროდუქტი რომ ვიყიდე, ქირა ვეღარ გადავიხადე, ქირა რომ გავიხადე, საჭმლისთვის ფული არ დამრჩა, ორივე ერთად არ გამოდის“, – გვიყვება ახალგაზრდა ქალი თავისი ოჯახის განსაცდელზე. ნარგიზ პაპიძე ოჯახთან ერთად ბათუმსშემოერთებულ ტერიტორიაზე  ხის სახლში, გოთუას ქუჩაზე  ცხოვრობს. ეს …

Exit mobile version