„ვეღარ ვუძლებ“ – შშმ ქალი ბათუმში ნახევრად დანგრეულ ქოხში ცხოვრობს

გულნაზ ფერაძე 49 წლის შშმ ქალია. ის თითქმის დანგრეულ, დაობებულ და ჯანმრთელობისთვის სახიფათო ფიცრულში ცხოვრობს ბათუმში, ფერაძის ქუჩაზე. ნესტიანი ქოხი უფანჯროა, იატაკი ჩანგრეული, რის გამოც საძინებელ ოთახში დიდი ღრიჭოებია და თავისუფლად შეგიძლია დაინახო ეზო. ქოხი გულნაზის 300 ლარად აქვს ნაქირავები. უკანა კედელი არ აქვს საპირფარეშოდ გამოყოფილ ადგილს, ჭერიც დაზიანებულია. ადგილი, სადაც წესით აბაზანა უნდა იყოს, …

„სოციალური დასაქმება იყო ფიქტიური, გავაუქმეთ უსარგებლო პროგრამა“ – კობახიძე

„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 300-ლარიანი სოციალური დასაქმების პროგრამა, რეალურად ფიქტიური დასაქმება იყო და არ ემსახურებოდა უმუშევრობის პრობლემების აღმოფხვრას. „დასაქმებულთა შემცირება არის მთლიანად ფორმალური და ამას აქვს ერთი კონკრეტული მიზეზი, ეს არის ის, რომ არსებობდა სოციალური დახმარების ჩანაცვლების პროგრამა და 30 000 ადამიანი, შეიძლება ითქვას, იყო ფიქტიურად დასაქმებული. ისინი ითვლებოდნენ დასაქმებულად, თუმცა სინამდვილეში, …

რომელ ოჯახებს შეუწყდებათ სოცდახმარება – კობახიძის ახალი დადგენილება

„ოცნების“ მთავრობის ახალი დადგენილების თანახმად, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიანი ბაზიდან ამოიღებენ ოჯახს, რომლის წევრის შემოსავალი 1250 ლარია ერთი თვის განმავლობაში. დადგენილებას ხელი ირაკლი კობახიძემ 7 მაისს მოაწერა. „თუ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი საანგარიშო თვის წინა 3 თვის განმავლობაში, შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებით, ყოველთვიურად …

რატომ ამოწმებს „ოცნება“ სოცდაუცველებს, რომლებსაც „პოლიტიკური კონტროლისთვის იყენებს“

სოციალურად დაუცველი ოჯახების რაოდენობა საქართველოში, რომლებიც მონაცემთა ერთიან ბაზაში არიან რეგისტრირებულნი, ამ დროისთვის 180 ათასს აღემატება. ამ ოჯახების წევრთა რაოდენობა კი 700 000-ზე მეტია. „ოცნებამ“ ამ ბაზის გადამოწმება დაიწყო, პროცესის დაწყებამდე კი დააანონსა, რომ ქვეყანაში სოციალურად დაუცველი ოჯახების წლების განმავლობაში მზარდი სტატისტიკა უნდა შემცირდეს. სწორედ ამით ახსნა „ოცნების“ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ, სოციალურად დაუცველი ოჯახების …

საქართველოში შობადობა 4.1%-ით შემცირდა – საქსტატი

2025 წელს საქართველოში 37 867 ბავშვი დაიბადა. მათ შორის 19 856 ბიჭი და 18 011 გოგო. საქსტატის ინფორმაციით, წინა წელთან შედარებით შობადობა 4.1 %-ით შემცირდა. 2024 წელს საქართველოში 39 483 ბავშვი დაიბადა. 2025 წელს ყველაზე მეტი ბავშვი დაიბადა თბილისში (14 334 ბავშვი), ხოლო ყველაზე ცოტა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (191 ბავშვი). „2025 წელს, 2024 …

მხარდაჭერის ნაცვლად, ბაზებიდან ამორიცხვა – „ოცნების“ სოციალური პოლიტიკა

სოციალურად დაუცველთა ბაზების მასობრივ გადამოწმებას არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ ეხმაურება. ცენტრის განცხადებით, აღნიშნული პროცესი ბევრ კითხვას აჩენს და მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფი ადამიანების უფლებების დარღვევის და მათ მიმართ თვითნებური მოპყრობისა და მინიმალური მხარდაჭერის მიღმა დატოვების რისკებს ქმნის. საქართველოში საარსებო შემწეობის სისტემა დაახლოებით 20 წელია არსებობს. იგი 2006 წელს უკიდურესად მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მქონე ადამიანების …

„ჩემ გარშემო გოგო-ბიჭების 70%-ი ვერ ვქმნით ოჯახს“ – ქალები რეალურ მიზეზებზე, რატომაც შემცირდა შობადობა

„გვაქვს სერიოზული მსოფლმხედველობრივი გამოწვევა, რასაც უნდა დავუპირისპირდეთ… ქორწინების მიმართ ინტერესი არის შემცირებული“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძე, „ოცნების“ პარლამენტში გამოსვლისას, 2026 წლის 18 თებერვალს. მან ქორწინების და შობადობის შემცირებაში ახალგაზრდები დაადანაშაულა და არ ისაუბრა „ოცნების“ ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე. ირაკლი კობახიძის აზრით, საქართველოში შობადობის შემცირება გამოწვეულია არა სოციალური პრობლემებით, არამედ „ადამიანების მსოფლმხედველობით“. „არგუმენტად“ კი 90-იანი …

ბათუმის მერია: სექტემბრიდან დეკემბრის ჩათვლით შეშა 50 ოჯახს გადავეცით

ზამთარში სოციალურად დაუცველი ზოგიერთი ოჯახი შეშით უზრუნველყოფას სთხოვს ბათუმის მერიას. რამდენმა ადამიანმა მოითხოვა წელს შეშა? – ბათუმის მერიაში ეს არ დაგვიზუსტეს, აქ მხოლოდ ის გვითხრეს, რომ 2025 წლის სექტემბრიდან დეკემბრის ჩათვლით, „შეშით დაკმაყოფილებულია 50 ოჯახი“. მერიის ინფორმაციით, სოციალურად დაუცველ ოჯახებს შეშას გადასცემენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გამწვანების სამსახური მოჭრილი ხეების დამუშავებით საშეშე მასალას მიიღებს. თუმცა …

რატომ გაუუქმა „ოცნებამ“ სოცდაუცველებს 300-ლარიანი დასაქმება – „არჩევნების შემდეგ ისინი მიატოვეს“

„თვალსაჩინოა ამ ადამიანების საარჩევნო მიზნებით გამოყენების ფაქტი,“ – მიიჩნევს „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ იურისტი, სალომე შუბლაძე. მას ვესაუბრეთ „ოცნების“ ანტიკონსტიტუციური მთავრობის გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც სოციალურად დაუცველთა საზოგადოებრივ სამუშაოზე დასაქმებისთვის 2026 წლის ბიუჯეტში თანხა გათვალისწინებული არ არის, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს პროგრამა მომავალი წლიდან აღარ გაგრძელდება. 2022 წლიდან ივანიშვილის „ქართულმა ოცნებამ“ მოკავშირედ სიღარიბე აქცია – ქვეყნის …

„ივანიშვილის ჭიშკართან ღამეც გავათენე“ – შშმ ქალი ხელვაჩაურიდან

„რაც „ოცნება“ მოვიდა, მას შემდეგ ოცნებაში გვძვრება სული. გვატყუებენ ყველგან და ყოველთვის“- ამბობს 63 წლის შადიე მოფინაძე „ბათუმელებთან“. შადიე მოფინაძე 14 წელია ეტლით მოსარგებლეა და თავის, ასევე შშმ შვილთან, 39 წლის ამირან შაინიძესთან ერთად გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს ხელვაჩაურში, სახლში, რომლის ჭერიდან წყალი ჩამოდის. შადიე მოფინაძე 12 წლია სახლის გადახურვას და კედლების გამაგრებას სთხოვს ხელისუფლებას, თუმცა …

ბათუმში უსახლკაროებმა მეტაქსას ქუჩაზე სახელმწიფო შენობა დატოვეს

დღეს, 8 ოქტომბერს, ბათუმში, მეტაქსას ქუჩაზე მდებარე სახელმწიფოს კუთვნილი ძველი შენობა დატოვეს მოქალაქეებმა, რომლებიც აცხადებენ, რომ უსახლკაროები არიან. მოქალაქეების თქმით, ისინი პოლიციის მოწოდებას დაემორჩილნენ, რადგან 4 დღეა ხელისუფლებიდან ყურადღება არავინ მიაქცია. შენობაში, სადაც 5 ოქტომბრის დილას 20-მდე უსახლკარო შეიჭრა, არაა საცხოვრებელი პირობები: შუქი და წყალი. ამ მოქალაქეებს მეტაქსას ქუჩაზე, მიტოვებულ შენობაში აჭარის არალეგიტიმური უმაღლესი საბჭოს …

უსახლკაროებმა ბათუმში სახელმწიფოს კუთვნილი შენობა დაიკავეს – „ძალით გამოგიყვანთო“

20-მდე ადამიანმა, რომლებიც ამბობენ, რომ უსახლკაროები არიან, ბათუმში, მეტაქსას ქუჩაზე სახელმწიფოს კუთვნილი, ძველი შენობა დაიკავა. „გუშინ დილით შემოვედით, გამთენია იყო,“ – გვიყვება შორენა კონცელიძე, – „დღეს მოვიდნენ პოლიციელები და გვითხრეს, თუ ნებით არ დატოვებთ შენობას, ძალით გაგიყვანთო… ვითხოვთ ყურადღებას, წასასვლელი არსად გვაქვს. აქ არც შუქია, არც წყალი და არაფერი, მაგრამ სხვა გამოსავალი არ გვაქვს, სახელმწიფოს …

„თამაზაშვილს არ მახვედრებენ. რას ჩქმალავენ არ ვიცი, ქუჩაში ვრჩები შვილთან ერთად“ – მარტოხელა დედა

მზია მეგრელიშვილი მარტოხელა დედაა. მას 14 წლის შვილი ჰყავს და მასთან ერთად წლებია ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. ახლა მზიას რთული პერიოდი უდგას, რადგან აქვს ჯანმრთელობის მძიმე პრობლემები, ვერ მუშაობს, ვერ იხდის ქირის თანხას, ბინის მეპატრონე კი სახლის დაცლას სთხოვს. მზია მეგრელიშვილი ცდილობს ხმა მიაწვდინოს ხან მერს, ხან აჭარის მთავრობას, თუმცა მისთვის ყველა კარი ჩაკეტილია. „ვითხოვ სახელმწიფოსგან …

უფასოდ ვერავინ დაგიცავს, ვერც ფეისბუქზე დაწერ, მედია ვერ გააშუქებს – „ოცნება“ ყველა კარს კეტავს

„ახლა მხოლოდ ის კი არ არის რისკი, რომ მოქალაქე, რომელსაც დახმარება სჭირდება და იურისტის დაქირავების შესაძლებლობა არ აქვს, დაუცველი დარჩება. ის უკვე მედიასაც ვეღარ მიაკითხავს, რადგან მისთვის აღარავის ეცლება და ეს მოხდება ისედაც უსამართლო სასამართლოს პირობებში“ – ამბობენ უფლებადამცველები, რომლებიც საქართველოში წლების განმავლობაში მუშაობდნენ, რომ კვალიფიციური დახმარება გაეწიათ იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც ადვოკატის დაქირავების საშუალება არ …

რატომ არ აისახა მშპ-ს ზრდა მოსახლეობაზე? – ეკონომისტის განმარტება

სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს წინასწარი შეფასებით, 2025 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის [მშპ] ზრდამ 9 პროცენტი შეადგინა, ხოლო პირველი კვარტლის საშუალო რეალური ზრდა 9.3 პროცენტია. ახალი წინასწარი მონაცემები საქსტატმა 30 აპრილს გამოაქვეყნა. ეკონომიკური აქტივობის ზრდაზე წერს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროც და მიუთითებს, რომ 2025 წლის იანვარში ეკონომიკურმა ზრდამ …

ღარიბი ოჯახების რაოდენობა ბოლო 3 თვეში ისევ გაიზარდა, „ოცნება“ კი ეკონომიკურ ზრდაზე საუბრობს

„2021 წლიდან საქართველოს საშუალო ეკონომიკური ზრდა 9.4 პროცენტია, რაც არა მხოლოდ რეგიონისთვის, არამედ ევროპის მასშტაბითაც უმაღლესი ნიშნულია“, – აცხადებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება. ოფიციალური სტატისტიკა კი ამბობს, რომ საქართველოში სიღარიბის მაჩვენებელი იზრდება. მაგალითად, სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, საქართველოში ღარიბი ოჯახების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 2 383 ოჯახითაა გაზრდილი. თუ 2024 წლის დეკემბრის მონაცემებით ქვეყანაში 179 552 …

„ოცნება“ სოცდაუცველების დასაქმების პროგრამას აგრძელებს – დაიხარჯება 103 მილიონზე მეტი ლარი

„ქართული ოცნება“ სოციალურად დაუცველების დასაქმების პროგრამას 2025 წელსაც განაგრძობს. წელს ამ პროგრამისთვის 103 მილიონ 305 ათასი ლარი დაიხარჯება. სოციალურად დაუცველ პირებს მარტის დასაწყისში დაურიგეს ახალი ხელშეკრულებები. შესაბამისად, ხელფასს ისევ მიიღებენ, მაგალითად, ქედაში, სოფელ წონიარისში საბჭოთა წარსულიდან შემორჩენილი ტანკის დამლაგებლები თუ „ჯოკერისთვის“ სოფელ გულებში მოწყობილი ოთახის დამლაგებელი, ხულოში, სოფელ დიდაჭარაში საბავშვო ბაღში დასაქმებულები, სადაც უკვე 33 …

„არ გვაქვს წყალი, სანთლის შუქზე ვცხოვრობთ“- რატომ შესახლდა შორენა ძველ შენობაში

„36 წლის ვარ და მთელი ცხოვრება მიწევს ბრძოლა იმისთვის, რომ გადავირჩინო თავი და გადავარჩინო ჩემი ოჯახის წევრები, რომ არ მყავდნენ მშივრები“ – ამბობს შორენა კონცელიძე. შორენა ამბობს, რომ მარტოხელა დედაა. ის თავის 16 წლის შვილთან და 68 წლის დედასთან ერთად, ბათუმში, ბონის ტერიტორიაზე, ძველ შენობაში შესახლდა. „თავმოყვარე ადამიანი იქ არ შევიდოდა, რადგან ნაგვით იყო სავსე, …

350 ლარი პენსიონერებს, 12 ათასი პარლამენტარებს – „ოცნების“ სოციალური პოლიტიკა

„ოცნების“ არალეგიტიმურმა მთავრობამ ხელფასები გაიზარდა. პარლამენტარების ხელფასი 2025 წლიდან 6 340 ლარით გაიზარდა – პარლამენტის თავმჯდომარის ხელფასი 14 600, პირველი მოადგილის 13 140 ლარი გახდა. მინისტრების ხელფასი 12 410 იქნება. საპენსიო სააგენტოს დირექტორი ახალი წლიდან 14 500 ლარს აიღებს ხელფასის სახით, მაშინ, როცა პენსია მხოლოდ 35 ლარით გაიზარდა. ცვლილებები არ შეხებია დევნილთა შემწეობას და ისევ …

რას სთავაზობს სახელმწიფო ღარიბ ადამიანს საქართველოში და რას ბელგიაში

42 წლის შორენა ცეცხლაძე, ორ არასრულწლოვან შვილთან და შშმ დედასთან ერთად რვა წელია ქირით ცხოვრობს. მას შემდეგ, რაც მეუღლეს გაშორდა, ორ შვილთან ერთად ღია ცის ქვეშ დარჩა. მისი შვილები, ალიმენტსაც კი ვერ იღებენ მამისგან. შორენას არც მიწა აქვს და არც სხვა რაიმე უძრავი ქონება, ამიტომ სახელმწიფო დახმარება, რომელიც 600 ლარს შეადგენს, მთლიანად ბინის ქირაში იხარჯება. …

„ბათუმელების“ მკითხველმა 97 742 ლარი შეუგროვა ნათიას – ქალი 30 სული პირუტყვით მთაში

ნათია აბულაძე, ქალი ხულოდან, რომელიც მარტო უვლის 30 სულ პირუტყვს და ოცნებობს ჰქონდეს პატარა მიწა, სადაც ცალკე სახლი და ბოსელი ექნება, „ბათუმელებმა“ მკითხველებს წელს, აგვისტოში გააცნო. „ბათუმელების“ სტატიას და ვიდეომასალას მკითხველების დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ნათიას დახმარების სურვილი ათასობით ადამიანმა გამოთქვა. ნათია აბულაძეს „ბათუმელების“ მკითხველმა, ჯამში, 97 742 ლარი შეუგროვა. ნათია იალაღიდან დაახლოებით 20 დღის …

როგორ აძლიერებენ ოჯახებს ევროკავშირში და როგორ – საქართველოში: „მე წამლის ფული არ მომცეს“

მზია მეგრელიშვილი სოციალურად დაუცველი, მარტოხელა დედაა. 8 წელია ქირით ცხოვრობს, იქამდე კი შვილთან ერთად, ორი თავშესაფარი გამოიცვალა. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სტანდარტული სამუშაო გრაფიკით მუშაობას ვერ ახერხებს და ძველ ბაზართან თავის გაზრდილ მცენარეებს ყიდის.  მას აჭარის მთავრობის სახლის წინ, ეგრეთ წოდებული უსახლკაროების საპროტესტო აქციაზე შევხვდით. „მთავრობისგან ვითხოვ, ჩემს შვილს ჰქონდეს კერა, მე რომ რამე დამემართოს ამ …

როგორ იქცა სიღარიბე „ოცნების“ მოკავშირედ

ავტორიტარული მმართველებისთვის სახასიათოა ასეთი ქცევა, როცა ხელისუფალს ადამიანების სიღარიბეში დატოვება სურსო, ამბობს პოლიტიკის ანალიტიკოსი სალომე კანდელაკი. ასეთი ხელისუფლებისთვის სიღარიბე საყრდენად იქცევა, მმართველმა პოლიტიკურმა გუნდმა ძალაუფლება რომ შეინარჩუნოს. პოლიტიკის ანალიტიკოსს სიღარიბის დაძლევის სახელით მოქმედ რამდენიმე პროგრამაზე ვესაუბრეთ, მაგალითად, სოციალურად დაუცველი ადამიანების დასაქმებაზე, რასაც ხშირად ფორმალური ხასიათი აქვს: მაგალითად, ქედაში, წონიარისში ტანკს ორი ადამიანი ალაგებს. ამდაგვარად დასაქმებული …

„დაგვტოვეს მშივრები“ – ზესტაფონი და შროშა ავტობანს მიღმა | ვიდეო

„ძალიან ბევრი წავიდა ემიგრაციაში, 18 ობიექტი დაიხურა. ავტობანი რომ გაიხსნა, იმ ღამეს, ცხრა საათის მერე ამ გზაზე მანქანა საერთოდ არ მოძრაობდა“, – გვიყვება მაიკო, „MM-ის“ თანამშრომელი. კვების ეს ობიექტი ზესტაფონში ყავით ცნობილ ქუჩაზე მდებარეობს. ბოლო ერთ წელში აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის ორი ახალი მონაკვეთი გაიხსნა. სასიკეთო ცვლილებას უკვალოდ არ ჩაუვლია ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მცხოვრებთათვის, აქ საგრძნობლად იმატა …

ქალი 30 სული პირუტყვით მთაში – „გაყინვა მელის, არ მაქვს ბოსელი და არც სახლი“ | ვიდეო

„სიღარიბეში გავიზარდე და ვიცი, რომ ძალიან ძნელია სიღარიბე. როცა ბავშვები კანფეტს ჭამდნენ და ქაღალდს აგდებდნენ, ავიღებდი და ვყნოსავდი, რა კაი სუნი აქვს-მეთქი. ამის თავიდან აცილება მინდოდა. არ მინდოდა, რომ უბრალოდ მეარსება. მეც მინდოდა მქონოდა ის კანფეტი. სწორედ ამისთვის ვიბრძვი. ძალიან დიდი ძალისხმევა დამჭირდა, რომ ეს ყველაფერი მეთქვა. უბრალოდ, სხვა გზა არ მაქვს. წელს მე აქ …

როცა 2 ბავშვი ხანძარში იღუპება, სახელმწიფო და საზოგადოება კი ჩუმადაა

13 აგვისტოს ღამეს, ზუგდიდში, ბინაში გაჩენილმა ხანძარმა ორი ბავშვი, ტყუპი ძმები იმსხვერპლა, მარტოხელა დედა ამ დროს სამსახურში იყო. ოჯახი სოციალურად დაუცველია და ქირით ცხოვრობდა. მეზობლების ინფორმაციით, კომუნალური გადასახადების გადაუხდელობის გამო, შემთხვევის დღეს მათ დენი და გაზი არ ჰქონდათ, ბავშვებს სანთლის შუქზე ეძინათ. პოლიტიკური კომუნიკაციის მკვლევარი და ანალიტიკოსი, პოლიტიკური პარტია „თავისუფლების მოედნის“ თანადამფუძნებელი [კოალიცია „ძლიერი საქართველო“] …

ცხოვრებით და ხელფასით კმაყოფილი მერიის თანამშრომლები და დაცლილი სოფლები შუახევში

შუახევში მისასვლელად არც ისე კომფორტული გზის გავლა გიწევთ, დაბაში შესვლა კი დილის 10 საათამდე უნდა მოასწროთ, რადგან შემდეგ გზა იკეტება შუადღემდე. გზის გარკვეულ მონაკვეთზე კლდე იშლება და ქვათაცვენის გამო, გადაადგილება შეზღუდულია. ჩამოწოლილმა მეწყერმა დააზიანა საცხოვრებელი სახლებიც. მტვრიანი და მოუწესრიგებელია ქუჩების გარკვეული ნაწილი. განსაახლებელია ინფრასტრუქტურა. ერთადერთი გასართობი ადგილი დაბის ცენტრში, სპორტული მოედანია, სადაც ათეულობით ადამიანს მოუყრია …

„რა ვქნა, რიჟვაძე, პენსიით ვერ ვიყიდი ბინას?“ – აქცია აჭარის მთავრობის სახლთან

„მე 30 წლის შვილს ხელმოკიდებული ვატარებ, ახლაც სახლში ჩავკეტე და ისე წამოვედი აქციაზე. რა ვქნა, რიჟვაძე, მე პენსიის ფულით ხომ ვერ ვიყიდი ბინას? ერთი კუთხე მომცენ, როცა ამდენი ცათამბჯენია ბათუმში და ამდენი უსახლკარო ადამიანი,“ – მეგაფონიდან მიმართა უსახლკარო მაგული ფუტკარაძემ თორნიკე რიჟვაძეს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს აქციაზე, რომელიც აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის წინ დღეს, 15 მარტს გაიმართა. …

რატომ დატოვეს 7 წლის ბავშვი და მისი ოჯახი ბათუმში მშიერი – ვიდეო

„იმ ღამით ძალიან აფორიაქებული იყო, შფოთავდა. ამბობდა მომბეზრდა ყველაფერიო. შემდეგ მითხრა – მე უნდა გავიდე. შემდეგ ბავშვს აკოცა. ალბათ ემშვიდობებოდა. გვიანი იყო, როცა მეორე ოთახიდან ხმაური შემომესმა და გავედი. არასდროს ამოვა ის წუთები ჩემი თვალებიდან… არ ვიცი, როგორ მოვახერხე, მაგრამ თოკი გადავჭერი… სახეზე ხელი შემოვარტყი და მოვასულიერე. შემდეგ მოვიდა სასწრაფო და პოლიციაც“, – გვეუბნება 40 …

ბათუმის მერიამ სოცდაუცველებს რუსული ზეთი და ფქვილი დაურიგა საახალწლოდ 

ბათუმში სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, რომლებიც უფასო სასადილოებით სარგებლობენ, წინასაახალწლოდ რუსული ზეთი და ფქვილი დაურიგეს. ასევე რუსული ზეთი და ფქვილი შეისყიდეს ღამის თავშესაფრის ბინადრებისთვის. რუსული პროდუქტები ქალაქის მერიის სოციალური სერვისების სააგენტომ ტენდერში გამარჯვებული შპს „მარი-ანასგან“ შეიძინა. შესყიდვების პორტალის მიხედვით, მერიის სააგენტომ „ახალი წლის ნობათისთვის“ „მარი-ანასგან“ რუსეთში წარმოებული 8 150 ლიტრი ზეთი 27 710 ლარად შეისყიდა [ანუ, …

10 დღეა ქმარი დავასაფლავე და ქუჩა-ქუჩა ვარ ახეტებული, წასასვლელი არსად მაქვს – 65 წლის ქალი

65 წლის შუშანა დეკანაძეს წასასვლელი არსად აქვს. ათი დღეა, რაც მეუღლე მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაეცვალა და სრულიად მარტოდ დარჩა. შუშანა და მისი მეუღლე ოცი წელია ნაქირავებში ცხოვრობდნენ, თუმცა ბოლო პერიოდში ქირის გადახდა უჭირდათ. „ხან სად ვიყავით და ხან სად“, – ამბობს შუშანა. მარტოხელა და უსახლკარო ქალს არც სამუშაო აქვს, არც სოციალური შემწეობა და არც თავშესაფარი. …

რა ექნებათ საახალწლო სუფრაზე უფასო სასადილოს ბენეფიციერებს

ბათუმის მერიის უფასო სასადილოების ხელმძღვანელის, მამუკა შამილიშვილის ინფორმაციით, მერია სასადილოს ბენეფიციარებისთვის საახალწლო პაკეტს წელსაც გასცემს. მისივე განმარტებით, ერთი პაკეტი გათვლილია ერთ ბენეფიციარზე და არა ოჯახზე. შესაბამისად, თუ ოჯახიდან ორი, სამი ან მეტი ადამიანი სარგებლობს უფასო სასადილოს მომსახურებით, ასეთი ოჯახი ორ, სამ ან მეტ პაკეტს მიიღებს. ბათუმის მერიის უფასო სასადილოებით 7650 პირი სარგებლობს. შესაბამისად, მერია წელს …

რატომ გაიაფდა თუთუნი – „ისეთ პირობებს გიქმნიან, რომ სოფლიდან წახვიდე“ | ვიდეო

ჯემალ მამულაძე ქედაში, სოფელ კოკოტაურში ცხოვრობს. ათას კვადრატზე თამბაქო აქვს გაშენებული და როგორც „ბათუმელებს“ უთხრა, პირველი ხარისხის თუთუნი მოჰყავს. მაგალითად, გასულ წელს 300 კილოგრამი სარეალიზაციო თუთუნი მოიყვანა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში თამბაქო ძალიან გაუფასურდა, გულს მაინც არ იცრუებს და მის წარმოებას აგრძელებს. „რაც მოვიყვანე, ყველა გავყიდე. ზოგი 40 ლარში, ზოგიც 30-ში. დაბალ კატეგორიას (ფილიჯს …

შაქარწყალზეც კი ვიძინებ, ოღონდ ბავშვებს საჭმელი ჰქონოდეთ – როგორ გააქვს თავი დედა-შვილს ბათუმში

„ყველაზე რთული მარტოობაა, როცა მარტოხელა ხარ და ყველა ზურგს გაქცევს, როცა აღარავის უნდიხარ,“ – თვალზე ცრემლი ადგება ქალს და მზერას გვარიდებს. – „გაჭირვებაა კიდევ უფრო რთული: რამდენჯერ შაქარწყალზე დამიძინია, ოღონდაც ბავშვებს საჭმელი ჰქონოდეთ,“ – გვიყვება მარტოხელა დედა დალი თებიძე. ის 25 წელია ბათუმში ცხოვრობს, ნაქირავებ ბინაში.  დალისთან ერთადაა მისი შვილი სოფო, რომელიც ამბობს, რომ მოძალადე …

Exit mobile version