საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის [საქსტატი] მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ [არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე] 10,4 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.7 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი 3,1 მილიარდი აშშ დოლარის იყო, ხოლო იმპორტი 7,3 მილიარდი აშშ დოლარის. საქსტატის მონაცემებით 2026 წლის იანვარ-მაისში უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნების სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: …
Tag Archives: რუსეთი-საქართველო
„რუს ტურისტებს უყვართ ქართული სტუმართმოყვარეობით ტკბობა და საქართველოს ბუნება“ – ლავროვი
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, რუსულ პროპაგანდისტულ „იზვესტიასთან“ საქართველოზე წარსულ დროზე საუბრისას ახსენა აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის, კონდოლიზა რაისის ხშირი ვიზიტები საქართველოში და თქვა – „სრულიად აშკარა იყო, რომ სურდათ რუსეთისგან მოეგლიჯათ საქართველო…“ დღევანდელობაზე საუბრისას კი ლავროვმა საქართველოს ხელისუფლების პრაგმატულობას გაუსვა ხაზი, ამავდროულად კი ევროკავშირის „გასაშავებლად“ კი ყალბი ინფორმაციები მოიშველია. „რაც შეეხება საქართველოს ამჟამინდელი …
რუსეთიდან საქართველოში 592 მილიონი დოლარის პროდუქცია შემოვიდა – სამი თვის მონაცემები
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით 2026 წლის პირველ კვარტალში [იანვარ-მარტში] საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ [არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე] 5,8 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.2 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი 1,7 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო იმპორტი – 4,1 მილიარდ აშშ დოლარს. 2026 წლის იანვარ-მარტში ყველაზე მეტი პროდუქცია საქართველოდან გატანილია: ჩინეთში …
რუსეთი უკვე EU-ში გაწევრიანების გამოც ემუქრება საქართველოს – ინტერვიუ რუსეთში ყოფილ ელჩთან
„ახლა მით უმეტეს, როდესაც მოხდა ცვლილება უნგრეთში, ეს იარაღიც გამოეცალა ხელიდან რუსეთს… ევროკავშირი ხდება უფრო ძლიერი და თანმიმდევრული მოთამაშე საერთაშორისო ურთიერთობების სისტემაში, რაც ნამდვილად ხელს არ აძლევს რუსეთს. რუსეთმა ახლა უფრო მეტად იგრძნო საფრთხე ევროკავშირისგან,“ – მიიჩნევს დიპლომატი ვალერი ჩეჩელაშვილი, მას კრემლის მორიგ გზავნილზე ვესაუბრეთ: ევროკავშირის წევრი თუ გახდებით, არამეგობრული ქვეყნების სიაში შეგიყვანთო. ვალერი ჩეჩელაშვილი …
რუსეთიდან $1 მილიარდით მეტი საქონელი შემოიტანეს საქართველოში, ვიდრე გაიტანეს – სტატისტიკა
საქართველოში რუსეთიდან 1 მილიარდი აშშ დოლარით მეტი ღირებულების საქონელი შემოიტანეს, ვიდრე გაიტანეს. საგარეო ვაჭრობის 2025 წლის 11 თვის წინასწარ მონაცემებს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური [საქსტატი] აქვეყნებს. საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოდან რუსეთში 672 მილიონ 503 ათას 800 აშშ დოლარის საქონელი გავიდა, რუსეთიდან კი საქართველოში 1 მილიარდ 715 მილიონ 985 ათას 200 აშშ დოლარის საქონელი …
რუსეთიდან პირდაპირი ინვესტიციები გაორმაგდა – მესამე კვარტალის სტატისტიკა
რუსეთიდან საქართველოში პირდაპირი ინვესტიციების მოცულობა 2025 წლის მესამე კვარტალში 8,8 მილიონი ლარით გაიზარდა 2024 წლის მესამე კვარტალთან შედარებით. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის [საქსტატი] მონაცემებით, 2025 წლის მესამე კვარტალში საქართველოში პირდაპირმა ინვესტიციამ რუსეთიდან 17,5 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა [სულ, მიმდინარე წლის სამ კვარტალში ერთად კი – 56,8 მილიონი აშშ დოლარი]. საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის მესამე კვარტალში …
Continue reading “რუსეთიდან პირდაპირი ინვესტიციები გაორმაგდა – მესამე კვარტალის სტატისტიკა”
„პუტინის ჩანაცვლება რეჟიმის შიგნითვე რეალისტურია“ – ინტერვიუ დიპლომატთან
„არა მგონია, პუტინს რაიმე, თუნდაც თეორიულად კარგი პერსპექტივა ჰქონდეს. მისი ჩანაცვლება რეჟიმის შიგნითვე საკმაოდ რეალისტურია და ეს საკმაოდ მალე შეიძლება მოხდეს. პუტინის მიერ ძალაუფლების შენარჩუნების შემთხვევაში, რუსეთის პერსპექტივები ძალიან სახიფათოა. ეს, პირველ რიგში, დაკავშირებულია სამხედრო რელსებზე გადასული ეკონომიკის ჩამოშლასთან,“ – ამბობს დიპლომატი გიორგი ბადრიძე. მას რუსეთზე ვესაუბრეთ: რამდენად ჩნდება რუსეთში პოლიტიკური სიტუაციის შეცვლის შესაძლებლობა, განსაკუთრებით …
Continue reading “„პუტინის ჩანაცვლება რეჟიმის შიგნითვე რეალისტურია“ – ინტერვიუ დიპლომატთან”
ყულევის ნავთობის ქარხანას კავშირი აქვს რუსული ГРУ-ს მაღალჩინოსნის ოჯახთან – რუსული მედია
რუსული დამოუკიდებელი გამოცემა „აგენსტვო“ წერს, რომ საქართველოს ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის დამფუძნებლის, მაკა ასათიანის ვაჟი, კახა ჟორდანია რუსეთში ერთობლივ ბიზნესს მართავს რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის (ГРУ) უფროსის პირველი მოადგილის, ვლადიმირ ალექსეევის ვაჟთან ერთად. რუსული გამოცემის ცნობით, ეს კავშირი რუსეთის ხელისუფლების მიერ აგენტად გამოცხადებულმა საგამოძიებო გამოცემა „პროექტმა“ აღმოაჩინა კვლევის ფარგლებში, რომელიც წელს, შემოდგომაზე გამოქვეყნდება. საქართველოს ახალგახსნილი ნავთობგადამამუშავებელი …
შემდეგი სატყუარა იქნება კონფედერაცია აფხაზეთ-ცხინვალსა და თბილისს შორის – ინტერვიუ
რუსეთის ФСБ-მ 18 აგვისტოს გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ რუსეთ-საქართველოს საზღვარი გადაკვეთა მანქანამ, რომელიც „მძლავრი ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობით იყო დატვირთული“. „მანქანა უკრაინიდან შევიდა რუსეთში რამდენიმე ქვეყნის გავლით და გადაკვეთა ჩრდილოეთ ოსეთში მდებარე საერთაშორისო სასაზღვრო-გამშვები პუნქტი „ზემო ლარსში“, – აცხადებს ФСБ-ე. რუსეთის სპეცსამსახურების თქმით, საქართველოდან შეტანილი ბომბით უკრაინა ყირიმის ხიდის აფეთქებას გეგმავდა. ამ განცხადებას „ქართული ოცნების“ …
შემზადებაა დაკარგული ტერიტორიების აღიარებაზე – რას ნიშნავს ომის დაწყებაზე კობახიძის განცხადება
„განცხადება, რომ ომი დაიწყო საქართველომ – რაც უნდა ცუდი მმართველი ჰყოლოდა მაშინ საქართველოს, ის წარმოადგენდა საქართველოს – ამით პირდაპირ ზიანს აყენებ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, იმედს, რომ ოდესმე მაინც აღდგება ეს ტერიტორიული მთლიანობა. ეს ქვეყნის ინტერესების ღალატი – მიუხედავად იმისა, რომ ირაკლი კობახიძე არალეგიტიმური პრემიერია,“ – მიიჩნევს ანალიტიკოსი კახა გოგოლაშვილი. ანალიტიკოსის აზრით, ირაკლი კობახიძის განცხადებას აგვისტოს …
8 აგვისტო. რუსეთის საგარეო: „მზად ვართ საქართველოსთან ვითანამშრომლოთ“
რუსეთ-საქართველოს ომის 17 წლისთავზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხაილ გალუზინმა განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა საქართველოსთან „ჯანსაღი, პრაგმატული თანამშრომლობისთვის“ და ახლა თბილისმა უნდა განსაზღვროს თავისი შემდგომი ქმედებები. „რუსეთი დაინტერესებულია საქართველოსთან ურთიერთობების სრულად ნორმალიზებით. მოსკოვი მზადაა თბილისთან პრაგმატული თანამშრომლობა განავითაროს იქ, სადაც ეს ორივე მხარისთვის სასარგებლოა. საქართველოში უნდა ჩამოყალიბდნენ რუსეთის ფედერაციასთან მიმართებაში მათ შემდგომ ქმედებებზე. ამავდროულად, …
Continue reading “8 აგვისტო. რუსეთის საგარეო: „მზად ვართ საქართველოსთან ვითანამშრომლოთ“”
საქართველოში ბოლო სამ თვეში ყველაზე მეტი ვიზიტორი რუსეთიდან შემოვიდა
2025 წლის II კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 309.4 ათასი, დაფიქსირდა რუსეთის ფედერაციიდან, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 22.4 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა თურქეთი 17.6%-იანი წილით, ხოლო მესამეზე – სომხეთი 10.8%-იანი წილით. ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური [საქსტატი] აქვეყნებს. ამასთან, ვიზიტების ყველაზე დიდი რაოდენობა განხორციელდა რუსეთის ფედერაციის [361.8 ათასი], თურქეთისა [308.3 ათასი] და სომხეთის [210.0 ათასი] …
Continue reading “საქართველოში ბოლო სამ თვეში ყველაზე მეტი ვიზიტორი რუსეთიდან შემოვიდა”
„დარიალზე“ არავალიდური დოკუმენტების მქონე უცხოელების განთავსების სივრცეს მოაწყობენ
საქართველო-რუსეთის საზღვარზე, კერძოდ სასაზღვრო გამშვებ პუნქტ „დარიალზე“ უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირების განთავსებისათვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება. სამუშაოებისთვის 300 ათასამდე ლარია გამოყოფილი, რაც „გადაუდებელი აუცილებლობით“ ტენდერის გარეშე დაიხარჯება. შესაბამისი თანხმობის მისაღებად შსს-ს სასაზღვრო პოლიციამ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს უკვე მიმართა. სასაზღვრო პოლიციის განმარტებით, ასეთი ინფრასტრუქტურის შექმნას 2025 წლის ივნისში საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ …
რუსეთის დუმის კომიტეტში „ოცნებას“ კვლავ აქებენ
„ქართულმა ოცნებამ” რუსეთის დუმიდან მორიგი შექება დაიმსახურა. „საქართველოს ახალი ხელმძღვანელობა, დასავლური არაკომერციული ორგანიზაციების პროვოკაციების მიუხედავად, საკუთარი სუვერენიტეტის შენარჩუნების სურვილს გამოხატავს“ – თქვა რუსულ პროპაგანდისტულ მედია TASS-თან რუსეთის დუმის დსთ-ს საქმეთა, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ვიქტორ ვოდოლაცკიმ. 15 ივლისს ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა განაცხადა, რომ წერილში, …
Continue reading “რუსეთის დუმის კომიტეტში „ოცნებას“ კვლავ აქებენ”
„ყველაზე სუსტი რგოლი საქართველო გამოდის სამხრეთ კავკასიაში“ – ინტერვიუ ყოფილ ელჩთან რუსეთში
„ახლა ზუსტად ის დროა, რომ უნდა გაძლიერდეს სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატი სამხრეთ კავკასიაში,“ – მიიჩნევს საქართველოს ყოფილი ელჩი რუსეთში ვალერი ჩეჩელაშვილი. მას სამხრეთ კავკასიის ახალ რეალობაზე ვესაუბრეთ: როცა სომხეთი და აზერბაიჯანი აშკარად რუსეთის ორბიტიდან დაშორებას ცდილობენ, საით მიდის საქართველო? „რუსეთის გავლენები მცირდება ასე ვთქვათ გლობალურად და რეგიონულადაც. სამხრეთ კავკასიაში ეს გამოიხატება განსაკუთრებით იმაში, რომ სერიოზული კრიზისია …
ინგუშეთში რუსეთ-საქართველოს ახალგაზრდული ფორუმის ჩატარება იგეგმება – რუსული მედია
რუსული პროპაგანდისტული მედია „ინტერფაქსი“ წერს, რომ ინგუშეთში რუსეთ-საქართველოს ახალგაზრდული ფორუმის ჩატარება იგეგმება. „ინტერფაქსი“ წერს, რომ ინგუშეთის მეთაურმა, მახმუდ-ალი კალიმატოვმა, ინგუშეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები, რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებულ რუსეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს თავმჯდომარესთან, იური ბალაშოვთან, ქალაქ მაგასში გამართულ შეხვედრაზე განიხილა. „მხარეებმა განიხილეს ინგუშეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები, ასევე რეგიონში საერთაშორისო …
Continue reading “ინგუშეთში რუსეთ-საქართველოს ახალგაზრდული ფორუმის ჩატარება იგეგმება – რუსული მედია”
კარასინი: „საქართველოს პოლიტიკური ელიტა შესამჩნევად მომწიფდა“
რუსეთ-საქართველოს ურთიერთობას გააქტიურების ტენდენცია აქვს – აცხადებს რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე, გრიგორი კარასინი რუსულ პროპაგანდისტულ მედია TASS-თან ინტერვიუში. „გაგვიხარდებოდა, დიპლომატიური ურთიერთობები რომ აღგვედგინა. დღეისთვის, ისტორიული მიზეზების გამო, ჩვენ გვაქვს შვეიცარიის საელჩოს ფილიალი თბილისში, რომელიც ჩვენი დიპლომატებისგან შედგება. ზუსტად ასე ჰქვია, ისევე, როგორც მოსკოვში შვეიცარიის საელჩოს ფილიალი, რომელიც წარმოადგენს საქართველოს ინტერესებს. და იქ …
Continue reading “კარასინი: „საქართველოს პოლიტიკური ელიტა შესამჩნევად მომწიფდა“”
გუნბა რუსულ ძალებს აფხაზეთში „მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტს“ უწოდებს
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ბადრა გუნბამ რუსულ პროგანდისტულ მედია „ტასსთან“ ინტერვიუში რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან ურთიერთქმედების მნიშვნელობაზე ისაუბრა და თქვა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მეშვიდე სამხედრო ბაზა, ისევე როგორც რუსეთის უშიშროების სამსახურის სასაზღვრო დეპარტამენტი, რომელიც მდებარეობს აფხაზეთის ტერიტორიაზე, არის „ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების დამატებითი გარანტია“. „მართლაც, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობის …
Continue reading “გუნბა რუსულ ძალებს აფხაზეთში „მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტს“ უწოდებს”
ყველაზე მეტი ადგილობრივი პროდუქცია საქართველოდან რუსეთში გავიდა – იანვარ-აპრილის მონაცემები
2025 წლის პირველ ოთხ თვეში ყველაზე მეტი ადგილობრივი პროდუქცია საქართველოდან რუსეთში გავიდა, მეორე ადგილზეა თურქეთი, მესამეზე კი – ჩინეთი. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის [საქსტატის] მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-აპრილში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 68.9 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: რუსეთი [173.4 მლნ. აშშ დოლარი], თურქეთი [87.9 მლნ. აშშ დოლარი] და …
რუსეთის 2 361 მოქალაქეს საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭეს 2024 წელს – საქსტატი
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის [საქსტატის] ინფორმაციით, 2024 წელს საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭა რუსეთის 2 361 მოქალაქეს. საქსტატი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებს ეყრდნობა. რუსეთის ფედერაცია პირველ ადგილზე იმ ქვეყნების ჩამონათვალში, რომელთა მოქალაქეებსაც საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭა. საქსტატის მონაცემებით, 2015 წლიდან 2024 წლის ჩათვლით საქართველოს მოქალაქეობა რუსეთის 24 866 მოქალაქეს მიენიჭა. ამავე მონაცემებით, არ არის მითითებული ირანის ისლამური …
Continue reading “რუსეთის 2 361 მოქალაქეს საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭეს 2024 წელს – საქსტატი”
აფხაზეთი რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობის გაფართოებას განიხილავს – ალხას კვიცინია
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ელჩი მოსკოვში რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობის გაფართოებას განიხილავს. „მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ აფხაზეთი და რუსეთი გამჭვირვალედ განიხილავენ უსაფრთხოების ყველა ასპექტს… აფხაზეთის საზოგადოებას ესმის, რომ რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობის გაფართოება ჩვენი მშვიდობის გასაღებია“, – ამბობს რუსულ პროპაგანდისტულ მედია რია ნოვოსტისთან ინტერვიუში ალხას კვიცინია. პროპაგანდისტი ჟურნალისტის კითხვაზე, განიხილავენ თუ არა სოხუმი და მოსკოვი აფხაზეთში მეორე …
Continue reading “აფხაზეთი რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობის გაფართოებას განიხილავს – ალხას კვიცინია”
აფხაზეთის დე ფაქტო მინისტრი: საქართველომ უნდა გააუქმოს კანონი ოკუპირებულ ტერიტორიებზე
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა ახალმა მინისტრმა ოლეგ ბარციცმა, რუსულ პროპაგანდისტულ მედია Tass-თან განაცხადა, რომ საქართველომ უნდა გააუქმოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ და ხელი მოაწეროს შეთანხმებას აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ. „საქართველოს ხელმძღვანელობის განცხადებები, რომ მათ სურთ გააჯანსაღონ ურთიერთობები მთავარ მეზობლებთან – აფხაზეთთან, სამხრეთ ოსეთთან და რუსეთის ფედერაციასთან – არ რჩება ჩვენი …
რუსეთმა კიდევ ერთ ქართველ ჯარისკაცს მიუსაჯა 23 წელი დაუსწრებლად
რუსეთის მიერ ოკუპირებული დონეცკის სეპარატისტული რესპუბლიკის სასამართლომ რუსეთის წინააღმდეგ ომში უკრაინის მხარეს მებრძოლ ქართველ ჯარისკაცს, 58 წლის მიხეილ ქამხაძეს დაუსწრებლად მიუსაჯა 23 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების კოლონიაში. რუსული გამოძიების თანახმად, ქამხაძე 2017 წლის იანვრიდან 2024 წლის ნოემბრამდე, „ქართული ლეგიონის” „სოხუმის რაზმის“ და უკრაინის შეიარაღებული ძალების 93-ე ბრიგადის ეროვნულ ბატალიონში „Карпа́тська Січ“ მონაწილეობდა, როგორც …
Continue reading “რუსეთმა კიდევ ერთ ქართველ ჯარისკაცს მიუსაჯა 23 წელი დაუსწრებლად”
რუსი პოლიტიკოსი, კარასინი „ქართველების თავმოყვარეობას“ ევროკავშირის ელჩისგან იცავს
რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე გრიგორი კარასინი ეხმიანება საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებას იმის შესახებ, რომ თუ ქართველი ხალხი აირჩევს ცხოვრებას ერთპარტიულ ქვეყანაში, ის EU-ის წევრი ვერც 2030 წელს გახდება. „ვიღაც ჰერჩინსკი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში, ეროვნებით პოლონელი, თბილისში გააფთრდა. მან გამაოცა თავისი უხეშობით და პირდაპირობით“, – წერს კარასინი თავის ინსტაგრამ არხზე. „შეგახსენებთ, …
ლავროვს იმედი აქვს, რომ „ქართველი მეზობლები“ 3+3 პლატფორმაში ჩაერთვებიან
რეგიონული თანამშრომლობის „3+3 ფორმატად“ ჩაფიქრებულ პლატფორმაში (აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო – რუსეთი, ირანი, თურქეთი) საქართველოს მონაწილეობისთვის კარი ყოველთვის ღიაა. ეს დღეს, 18 ოქტომბერს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა სტამბოლში გამართული ამ ფორმატის შეხვედრის შეჯამებისას განაცხადა. „ჩვენ ამას ყოველთვის ვაკეთებთ, როდესაც ვიკრიბებით ამ ფორმატში. ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ, რომ ამ პლატფორმის კარი ყოველთვის ღია რჩება საქართველოსთვის …
Continue reading “ლავროვს იმედი აქვს, რომ „ქართველი მეზობლები“ 3+3 პლატფორმაში ჩაერთვებიან”
პესკოვი ირწმუნება, რომ რუსეთი საქართველოს საშინაო საქმეებში არ ერევა, დასავლეთი კი ერევა
საქართველოს შესახებ კრემლის აქტიური პროპაგანდის პარალელურად, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი ირწმუნება, რომ რუსეთი დასავლეთისგან განსხვავებით, არ ერევა საქართველოს საშინაო საქმეებში. „რუსეთი არ ერევა და არ აპირებს საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევას“, – ეს დიმიტრი პესკოვმა დღეს, 15 ოქტომბერს, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. საქართველოს მომავალი არჩევნები და „დასავლეთის განცხადებები რუსეთის იზოლაციის შესახებ“, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის …
„შეგვეძლო გვეცხოვრა ერთ სახელმწიფოში, რუსეთში!“ – რუსული პროპაგანდა კობახიძის განცხადებაზე
საქართველოში არჩევნების მოახლოების პარალელურად, რუსი პროპაგანდისტები სულ უფრო ბევრს მსჯელობენ საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე. ქართული წარმომავლობის რუსი პროპაგანდისტი თინა კანდელაკი, თავის ტელეგრამ არხზე წერს, რომ წინასაარჩევნოდ „ქართული ოცნებისგან“ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკებთან ურთიერთობის დალაგების, კონკრეტული მოდელის ნახვას ისურვებდა. „პარტია ქართულმა ოცნებამ განაცხადა, რომ მზად არის ყოფილ ავტონომიებთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის. არჩევნებამდე თვეზე ნაკლები რჩება …
თბილისში, ერთ მისამართზე 1381 რუსული კომპანიაა დარეგისტრირებული – IDFI-ის კვლევა
საქართველოში რუსული კომპანიების რაოდენობა ისტორიულ მაქსიმუმს აღწევს. რუსეთის მოქალაქეების მიერ დაფუძნებული კომპანიების რაოდენობის ზრდა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების და საქართველოში რუსი მიგრანტების შემოსვლის შემდეგ დაიწყო – აღნიშნულია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის [IDFI] კვლევაში. ამასთან, „რუსული მსხვილი კომპანიები ქართულ ეკონომიკაში ხშირ შემთხვევაში ოფშორული ან შუამავალი კომპანიების მეშვეობით ხვდება, რაც ართულებს იმის დაზუსტებას, კონკრეტულად ვინ დგას ამა თუ …
Continue reading “თბილისში, ერთ მისამართზე 1381 რუსული კომპანიაა დარეგისტრირებული – IDFI-ის კვლევა”
რუსეთმა უკრაინაში მებრძოლი კიდევ ერთი ქართველი ჯარისკაცის წინააღმდეგ აღძრა საქმე
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა კურსკის რეგიონში, უკრაინის მხარეს მებრძოლი ქართველი ჯარისკაცის, ლადო გამსახურდიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს საგამოძიებო კომიტეტის მთავარ სამხედრო საგამოძიებო დეპარტამენტზე დაყრდნობით. რუსეთს საგამოძიებო დეპარტამენტის ცნობით, ქართველი მებრძოლი ეჭვმიტანილია ორი ან მეტი პირის მკვლელობაში, რომელიც ჩადენილია ორგანიზებული ჯგუფის მიერ, პოლიტიკური და იდეოლოგიური სიძულვილის საფუძველზე; ასევე, მას ბრალად ედება სხვისი …
Continue reading “რუსეთმა უკრაინაში მებრძოლი კიდევ ერთი ქართველი ჯარისკაცის წინააღმდეგ აღძრა საქმე”
ლავროვი ზურაბიშვილზე: ვერ გამოიყენა რუსეთთან მეგობრობის შენარჩუნების კარგი შესაძლებლობა
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი, კრემლის პროპაგანდისტულ მედია rbc-სთან ინტერვიუში საქართველოს მთავრობის რეპრესიული კანონების პოლიტიკას იწონებს და ამბობს, რომ ლიბერალური დემოკრატიის ღირებულებების დაწესება ქართველ ხალხს არ აწყობს. „ქართველი ხალხი, რომელსაც კარგად ვიცნობ და ვაფასებ მათ [და საქართველო, რომელიც ერთ-ერთი წამყვანი კულტურული ცენტრი იყო საბჭოთა კავშირის – ჩვენი საერთო სამშობლოს დროს], გულდასმით იცავს თავის ისტორიას. …
ვხვდებით რუსეთის და ირანის გარემოცვაში – პრემიერის ირანში ვიზიტზე ფრანგული უნივერსიტეტის პროფესორი
გუშინ, 22 მაისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თბილისში, ირანის საელჩოში სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა და პრეზიდენტის დაღუპვის გამო ირანელ ხალხს თანაგრძნობა გამოუცხადა. მოგვიანებით კი თეირანში გაფრინდა პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისის დაკრძალვის ცერემონიალზე. ირანული მედიის თანახმად, „ოთხშაბათს ირანის პრეზიდენტის, იბრაჰიმ რაისის დაკრძალვაზე დამსწრე უცხოელი მაღალჩინოსანი პირების სიამ ხაზგასმით აჩვენა, რომ თეირანის მცდელობამ შეემსუბუქებინა აშშ-ის სანქციები და გაეუმჯობესებინა …
რას ნიშნავს ქართული ჯარისთვის აშშ-ის მხარდაჭერის დაკარგვა – ინტერვიუ გადამდგარ გენერალთან
„2025 წლისთვის რუსეთს დაეწყება შიმშილი აღჭურვილობაში,“ – მიიჩნევს გადამდგარი გენერალი, ვახტანგ კაპანაძე. მისი დაკვირვებით, რუსეთს უკრაინელები ბრძოლის ველზე გაცილებით მეტ აღჭურვილობას უნადგურებენ, ვიდრე რუსეთი აწარმოებს. გადამდგარ გენერალს ასევე ვკითხეთ: რამდენად რეალურია მუქარა, რომ საყოველთაო პროტესტის ფონზე „ქართულმა ოცნებამ“ დასახმარებლად რუსეთს მიმართოს და რუსეთმაც საქართველოსთან ომი განაახლოს? ვახტანგ კაპანაძე ამბობს, რომ პროვოკაციის დაწყება რუსეთს შეუძლია, თუმცა …
ბათუმის მერიამ სოცდაუცველებს რუსული ზეთი და ფქვილი დაურიგა საახალწლოდ
ბათუმში სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, რომლებიც უფასო სასადილოებით სარგებლობენ, წინასაახალწლოდ რუსული ზეთი და ფქვილი დაურიგეს. ასევე რუსული ზეთი და ფქვილი შეისყიდეს ღამის თავშესაფრის ბინადრებისთვის. რუსული პროდუქტები ქალაქის მერიის სოციალური სერვისების სააგენტომ ტენდერში გამარჯვებული შპს „მარი-ანასგან“ შეიძინა. შესყიდვების პორტალის მიხედვით, მერიის სააგენტომ „ახალი წლის ნობათისთვის“ „მარი-ანასგან“ რუსეთში წარმოებული 8 150 ლიტრი ზეთი 27 710 ლარად შეისყიდა [ანუ, …
Continue reading “ბათუმის მერიამ სოცდაუცველებს რუსული ზეთი და ფქვილი დაურიგა საახალწლოდ “
მოსკოვიდან ბათუმში მომავალი თვითმფრინავი უკან გააბრუნეს – მიზეზი გაუმართაობაა
მოსკოვი-ბათუმის თვითმფრინავი, ბათუმის აეროპორტის ინფორმაციით, დღეს, 10 ნოემბერს, 4 საათით დაგვიანებით ჩამოფრინდება. შესაბამისად, ასევე დაგვიანებით შეასრულებს რეისს ბათუმიდან მოსკოვის მიმართულებით. კომპანია TAV Georgia-ში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ თვითმფრინავი 12:30-ის ნაცვლად ბათუმის აეროპორტში დაახლოებით 16:30 საათზე უნდა ჩამოფრინდეს. დაგვიანების მიზეზებზე კომპანიაში არ საუბრობენ. რუსულ ტელეგრამ არხებზე გავრცელებული ინფორმაციით კი, რუსული ავიაკომპანიის – Red Wings-ის თვითმფრინავი, რომელიც ასრულებდა …
Continue reading “მოსკოვიდან ბათუმში მომავალი თვითმფრინავი უკან გააბრუნეს – მიზეზი გაუმართაობაა”
„მთავრობის სიჩუმის საპირწონედ გამოვედით ქუჩაში“ – საპროტესტო აქცია ბათუმში
„არა რუსეთს“ – ამ სლოგანით დღეს, 7 ნოემბერს, ბათუმში საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობა გააპროტესტეს – 6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, მეორე მოქალაქე, ლევან დოთიაშვილი კი, ცხინვალის მიმართულებით გაიტაცეს. „არა რუსეთს, არა ოკუპაციას, პასუხისმგებლობა აიღოს ხელისუფლებამ, რომ ადამიანებზე იფიქროს,“ …
Continue reading “„მთავრობის სიჩუმის საპირწონედ გამოვედით ქუჩაში“ – საპროტესტო აქცია ბათუმში”
რა გაარკვია მთავრობამ რუსულ სკოლებთან დაკავშირებით ერთ წელში
აკრედიტაციის გარეშე მოქმედი კერძო რუსული სკოლები, სადაც საქართველოს განათლების სამინისტრომ ერთი წლის წინ მოკვლევა დაიწყო, შეუფერხებლად ფუნქციონირებს. „ბათუმელებმა“ არააკრედიტებული სკოლების: „School Club Georgia-სა“ და „პროექტორის“ შესახებ სტატიები 2022 წლის 2 და 9 სექტემბერს გამოაქვეყნა. ორივე სკოლის საქმიანობა რუსეთის განათლების სამინისტროს მიერ ლეგიტიმურადაა ცნობილი და სკოლის მოსწავლეებიც გამოცდებს დისტანციურად აბარებენ მოსკოვსა და პეტერბურგში. ორივე სკოლის დირექტორი …
Continue reading “რა გაარკვია მთავრობამ რუსულ სკოლებთან დაკავშირებით ერთ წელში”