აუქმებენ თუ არა რუსი ტურისტები ჯავშნებს, ტურიზმის დეპარტამენტს ინფორმაცია არ აქვს

თბილისში, რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ვიზიტით გამოწვეული საზოგადოებრივი პროტესტის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, თავის მოქალაქეებს საქართველოს დატოვებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ 8 ივლისიდან საქართველოში რუსული ავიაკომპანიები აღარ იფრენენ. აისახა თუ არა პუტინის განცხადება რუსი ტურისტების განწყობაზე და ნამდვილად ტოვებენ თუ არა ტურისტები საქართველოს, ამის შესახებ ინფორმაციის დაზუსტებას „ბათუმელები“ ტუროპერატორებთან და სასტუმროების შეეცადა. თუმცა …

„მრცხვენია!“ – ქართული ოცნების დეპუტატი თამარ ხულორდავა რუსი დეპუტატის პარლამენტში ყოფნაზე

პარლამენტის წევრმა მმართველი პარტიიდან თამარ ხულორდავა „ბათუმელების“ კითხვას – რატომ ზის პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში რუსი დეპუტატი გავრილოვი და რატომ მიმდინარეობს რუსულ ენაზე ასამბლეა? გვწერს: „აბა რა გითხრათ…“ ხულორდავამ  საკუთარ ფეისბუქგვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, სადაც ის  წერს: „ის, რაც პარლამენტის სხდომათა დარბაზში ხდება, ჩემთვის სრულიად მიუღებელია. მრცხვენია! ამას არავითარი გამართლება არ აქვს. ალბათ უნდა მცოდნოდა, მაგრამ არ …

სად არიან ქართველი დეპუტატები, როცა პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში რუსი დეპუტატი ზის

მეორე დღეა საქართველოს პარლამენტში მართლმადიდებლობის საერთაშორისო ასამბლეა მიმდინარეობს, რომელსაც რუსეთის დელეგაციაც ესწრება. დღეს რუსი დეპუტატი გავრილოვი, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში იჯდა, საიდანაც სხდომას რუსულ ენაზე წარმართავდა. რატომ მიმდინარეობს საქართველოს პარლამენტში სხდომა რუსულ ენაზე და რატომ ზის რუსი დეპუტატი პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში? – „ბათუმელები“ ამ კითხვაზე პასუხის მოპოვებას ცდილობს პარლამენტის უმრავლესობის დეპუტატებისგან, ასევე, სხვა პარტიების წარმომადგენლებისგან. ამ შინაარსის …

რუსეთის დროშა მოსკოვის ყოფილი ვიცე-მერის სასტუმროზე ციხისძირში

ციხისძირში, სასტუმრო „კასტელო მარეზე“ რუსეთის დროშა ფრიალებს – ინფორმაციას ამის შესახებ TV 25 ავრცელებს. TV 25-მა გაავრცელა სასტუმროს წარმომადგენლის ვიდეოკომენტარიც, სადაც ის ამბობს, რომ ეს სასტუმროს პოლიტიკაა: „ჩვენი სასტუმროს პოლიტიკიდან გამომდინარე, თუ კი სასტუმროში 45 პროცენტზე მეტი რომელიმე ქვეყნის ან ეროვნების ადამიანი ისვენებს, მისი დროშა აუცილებელია. აქ თქვენ ნახავთ ავსტრიასაც, აჭარას, საქართველოს და „კასტელო მარეს“. ახლა …

ფესტივალი ბათუმში რუსულ ენაზე, ქართული თარგმანით

ბათუმში, ევროპის მოედანზე დადგმული სცენიდან დღეს, 30 ივნისს, ძირითადად, რუსულ ენაზე ისმოდა საუბარი და სიმღერა.  აქ ფესტივალი -„ოცდამეერთე საუკუნის ბავშვები“ გაიმართა. ორგანიზატორების ინფორმაციით, ფესტივალს ექვსი ქვეყნიდან ჰყავს მონაწილეები: ლატვიიდან, აზერბაიჯანიდან, ყაზახეთიდან, უკრაინიდან, ბელორუსიიდან, რუსეთიდან და საქართველოდან. ფესტივალი წამყვანს რუსულ ენაზე მიჰყავდა, ქართველი თანაწამყვანი კი, ძირითადად, რუსულიდან ქართულად თარგმნიდა მის ტექსტს. ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორი ვახტანგ ბერიძე …

ლაშა ბაქრაძე: ჩვენ წარმოდგენა არ გვაქვს რა ხდება მეზობელ ქვეყნებში

რატომ სჭირდება  ევროინტეგრაცია საქართველოს როგორც რუსეთის და თურქეთის მოსაზღვრე ქვეყანას? რა მიმართულებით უნდა გააქტიურდეს ქვეყანა და როგორი პოლიტიკა უნდა აწარმოოს საქართველომ როგორც მეზობელ სახელმწიფოებთან მიმართებაში, ასევე დასავლეთთან? ამ საკითხებზე „ბათუმელები“ ლიტერატურის მუზეუმის დირექტორს,  ისტორიკოს ლაშა ბაქრაძეს ესაუბრა. 30 სექტემბერს ლაშა ბაქრაძემ ამავე თემაზე წაიკითხა საჯარო ლექცია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კირნათის სკოლაში. ორი ძლიერი ქვეყანა, – …

Exit mobile version