„ივანიშვილს ერთადერთი გათვლა აქვს – თავისი ბირთვული ამომრჩეველი და მხარდამჭერები რომ ჰყავს, მათ აჩვენოს, რომ ვითომ ძალაუფლება უჭირავს ხელში. მაგრამ სულ რომ დაიჭიროს ყველა, 4 ოქტომბრამდე ისეთი ამბები მოხდება, ის ხალხიც გამოვა ქუჩაში, რომელიც არავის არ უჭერდა მხარს. მართლა ძალიან ეშინია ბიძინას ახლა,“ – მიიჩნევს პოლიტიკის ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა. მას ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის …
Tag Archives: პროტესტი
„აქვს ზიანი ხელებზე, ხელბორკილების შედეგად“ – ინტერვიუ მეგი დიასამიძის ადვოკატთან
„პოლიტიკური დავალებაა, რომ სასიქადულო ახალგაზრდებს, კარგ ადამიანებს, მათ პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს სისტემა მოექცეს, როგორც მტერს,“ – ეს შთაბეჭდილება რჩება ადვოკატ შოთა თუთბერიძეს, რომელიც წინასწარი დაკავების იზოლატორში 23 წლის სტუდენტს, მეგი დიასამიძეს შეხვდა. 10 სექტემბერს, 23 წლის დაკავებულ სტუდენტს, მედი დიასამიძეს ლანჩხუთიდან ზაჰესამდე არ მისცეს საშუალება დაკავშირდებოდა ადვოკატს. მას ზურგს უკან ბორკილების შეუკრეს ხელი და ისე ამგზავრეს. …
Continue reading “„აქვს ზიანი ხელებზე, ხელბორკილების შედეგად“ – ინტერვიუ მეგი დიასამიძის ადვოკატთან”
ბათუმში Ad Black Sea დაიწყო – „მნიშვნელოვანია, პროტესტის ხმა ისმოდეს ყველგან“
დღეს, 11 სექტემბერს, ბათუმში შემოქმედებითი ინდუსტრიის საერთაშორისო ფესტივალი Ad Black Sea დაიწყო. გამხსნელი სესია სახელწოდებით – „კრეატიული მებრძოლები: მსოფლიო ომი ღირებულებებისთვის” სინდისის პატიმრებისადმი სოლიდარობასა და უწყვეტ სახალხო პროტესტს მიეძღვნა. სიტყვით გამოსვლისას ფესტივალის პრეზიდენტმა ვატო ქავთარაძემ დამოუკიდებელი მედიის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დამოუკიდებელი მედია, რომელიც არის ჩაგრულთა იმედი, ახლა თავად საჭიროებს მხარდაჭერას. „ჩვენ ვცხოვრობთ მსოფლიო …
Continue reading “ბათუმში Ad Black Sea დაიწყო – „მნიშვნელოვანია, პროტესტის ხმა ისმოდეს ყველგან“”
ხაბეიშვილი გდდ-ს თანამშრომლებზე საჯაროდ მიმართვის გამო დააკავეს – სუსი
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი და ამავე პარტიის წევრი მურთაზ ზოდელავა დააკავეს. ლევან ხაბეიშვილი – ენმ-ის პოლიტსაბჭოს ხელმძღვანელი და 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი დღეს, 11 სექტემბერს, ტელეკომპანია „ფორმულას“ ეზოში დააკავეს. სუსის ინფორმაციით, ლევან ხაბეიშვილი მისი საჯარო გამოსვლების დროს შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების [გდდ] მიმართ ქრთამის მიცემის დაპირების გამო დააკავეს. „ლევან ხაბეიშვილი …
Continue reading “ხაბეიშვილი გდდ-ს თანამშრომლებზე საჯაროდ მიმართვის გამო დააკავეს – სუსი”
„გამიჭირდება ამ არჩევნებთან დაკავშირებით თქმა – „წადი არჩევნებზე“ – ინტერვიუ
„მე ქართველ ამომრჩეველს ვეტყოდი მხოლოდ ერთს: ჩვენ უნდა მოვითხოვოთ საპარლამენტო არჩევნები. ჯერ ეს უნდა მოვითხოვოთ… თუ კრიზისის მოგვარებაზე ვსაუბრობთ, კრიზისის მოგვარება, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, საპარლამენტო არჩევნებს უკავშირდება,“ – ამბობს ნინო დოლიძე, „სამართლიანი არჩევნების“ ყოფილი ხელმძღვანელი, საარჩევნო საკითხების ექსპერტი. ნინო დოლიძეს წინასაარჩევნო მოცემულობაზე ვესაუბრეთ: როცა „ოცნების“ რეჟიმი აწყობს რეპრესიებს და არცერთ პირობას არ ტოვებს …
Continue reading “„გამიჭირდება ამ არჩევნებთან დაკავშირებით თქმა – „წადი არჩევნებზე“ – ინტერვიუ”
„მეგი დიასამიძის ქმედება არც დანაშაულია და არც სამართალდარღვევა“ – ნონა ქურდოვანიძე
„მეგი დიასამიძის ქმედება არც დანაშაულია და არც სამართალდარღვევა,“ – აცხადებს „ნონა ქურდოვანიძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი. 10 სექტემბერს სისხლის სამართლის წესით 23 წლის სტუდენტი მეგი დიასამიძე დააკავეს. მას გამოძიება კახი კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების გამო სსკ-ს 187-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება. ეს მუხლი გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას, ან განადგურებას. ნონა ქურდოვანიძის აზრით, მეგი დიასამიძის …
“9 საათი ზურგს უკან ხელებშეკრული ატარეს” – ადვოკატი დაკავებული მეგი დიასამიძის შესახებ
„მთელი პერიოდის განმავლობაში [9 საათი] მეგის ჰქონდა ხელები შეკრული ზურგს უკან. მიუხედავად იმისა, რომ ითხოვა ბორკილების ან მოშვება ან ხელების წინ გადმოტანა ძალიან ცინიკურად უთხრეს, რომ ნაკლები ემოძრავა და ხელები აღარ ეტკინებოდა,“ – მეგი დიასამიძის ადვოკატი შოთა თუთბერიძე მეგი დიასამიძის დაკავების დეტალებს ჰყვება. კახი კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების ბრალდებით, 23 წლის სტუდენტი მეგი დიასამიძე სისხლის …
კალაძის საარჩევნო ოფისთან ძალადობისა და საარჩევნო ბანერის დაზიანების ფაქტზე 3 პირი დავაკავეთ – შსს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით მიმდინარე წლის 8-9 სექტემბერს, თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, 3 პირი დააკავეს. შს სამინისტროს განცხადებით, ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით დაკავებულები არიან 1965 წელს დაბადებული ზ.მ. და 2003 წელს დაბადებული ი.ბ., ხოლო, ნივთის დაზიანების ან განადგურების ბრალდებით დაკავებულია 2002 წელს დაბადებული ი.დ. „გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ …
„საქართველო არასოდეს დაბრუნდება იქ, სადაც ავტოკეფალია წაგვართვეს“ – დეკანოზი ზაქარია ფერაძე
საქართველოს ეკლესიის წარმომადგენელი კვიპროსში, დეკანოზი ზაქარია ფერაძე ფეისბუქზე ეხმიანება 8 სექტემბერს თბილისში, მელიქიშვილის ქუჩაზე საპროტესტო აქციის „ოცნების“ მხარდამჭერების მიერ ძალადობას პოლიციის თვალწინ. „გუშინ [8 სექტემბერს] კიდევ ერთხელ ვიხილეთ ჩვენი ქვეყნის ტკივილი: მთავრობის მიერ დაქირავებული სინდისზე ხელაღებული ჯანიანი ახალგაზრდები თავს დაესხნენ მშვიდობიან მარშს, რომელსაც ხალხი რუსული ჭაობის წინააღმდეგ და საქართველოს თავისუფლებისათვის ახორციელებდა. სასტიკად გაუსწორდნენ ქალებს და …
„ოცნების ეს ბანდები იწყებენ მერე ერთმანეთის ხოცვას“ – ინტერვიუ გიორგი მაისურაძესთან
„ეს არის უბრალოდ ნიშანი იმის, საითკენ მიდის სიტუაცია. რეალურად „ქართულმა ოცნებამ“ ამით დააანონსა, რომ იქნება კიდევ უფრო მეტად მოძალადე და არავის არ დაინდობს: არც ქალს, არც ბავშვს, არც მოხუცს და საერთოდ არავის,“ – მიიჩნევს ფილოსოფოსი გიორგი მაისურაძე. მას 8 სექტემბერს, თბილისში მომხდარ დაპირისპირებაზე ვესაუბრეთ – პოლიციელების თვალწინ მშვიდობიან დემონსტრანტებზე იძალადეს, თავდამსხმელები კი არ დააკავეს. გიორგი …
„ვინ ხართ? სად გაიზარდეთ? არაფერია თქვენში კაცური და ქრისტიანული“ – არქიმანდრიტი შიო
სამების ტაძრის არქიმანდრიტი შიო კვარაცხელია ეხმიანება 8 სექტემბერს, კალაძის საარჩევნო შტაბთან „ოცნების“ აქტივისტების მიერ საპროტესტო აქციის მონაწილეების ცემასა და დარბევას. „ვინ ხართ? სად გაიზარდეთ ან საიდან მოხვედით? მილიციას ამოფარებულო “ვაჟკაცებო“. არაფერია თქვენში კაცური და ქრისტიანული. ან ეს მილიცია რას დაემგვანა, ამ მთავრობის მხარდამჭერებს რანაირად მოგწონთ ეს. ვის გინდათ ასეთი ქალაქის მერი ან ასეთი მახინჯი ხელისუფალი. …
„ჩვენი გენეტიკური კოდის განუყოფელი ნაწილია ღირსება“ – „ოცნების“ შტაბის უფროსი
„ოცნების“ თბილისის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ლევან მაჭავარიანი 8 სექტემბერს თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის შტაბთან „ოცნების“ აქტივისტების მიერ საპროტესტო აქციის მონაწილეების ცემასა და დარბევაზე ამბობს, რომ „რთულია შტაბში მყოფი ადამიანების მოთოკვა“. „აქ არის „ქართული ოცნების“ თბილისი საარჩევნო შტაბი, სადაც 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ და იკრიბება ძალიან ბევრი ხალხი, ჩემი თაობა, ჩემზე პატარა და დიდი თაობა, კაცები, …
Continue reading “„ჩვენი გენეტიკური კოდის განუყოფელი ნაწილია ღირსება“ – „ოცნების“ შტაბის უფროსი”
პოლიციამ იძალადა ბათუმელები/ნეტგაზეთის ჟურნალისტზე და საქმიანობაში ხელი შეუშალა
მელიქიშვილზე, კახა კალაძის შტაბთან მიმდინარე დაპირისპირებისას, პოლიციამ „ნეტგაზეთის“ ჟურნალისტს, ქეთევან ხუციშვილს აგინა და პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალა. ჟურნალისტი ქეთევან ხუციშვილი ამ დროს „ნეტგაზეთის“ ფესიბუქლაივში აშუქებდა „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის საარჩევნო შტაბთან მიმდინარე პროცესებს. „აქციის მონაწილეების ძირითად ნაწილს პოლიცია აწვებოდა პარლამენტის მიმართულებით და აღარ აძლევდა გადაღების უფლებას. იქ იყვნენ მედიის წარმომადგენლები და იღებდნენ როგორ გამოდიოდნენ შტაბიდან …
Continue reading “პოლიციამ იძალადა ბათუმელები/ნეტგაზეთის ჟურნალისტზე და საქმიანობაში ხელი შეუშალა”
წულუკიანის კომისიის დასკვნით, ომი საქართველომ დაიწყო, რა გათვლით მოქმედებს ივანიშვილი? – ინტერვიუ
„ზეციდან ნიშანს არ უნდა ველოდეთ, ეს არის პიკი“, – მიიჩნევს პოლიტიკის ფსიქოლოგი და კემბრიჯის უნივერსიტეტის მაგისტრანტი დავით ჯინჭარაძე, რომელსაც სინდისის პატიმრების მიმართ დღეს, 2 სექტემბერს გამოტანილ განაჩენზე ვესაუბრეთ. რა გათვლა აქვს ივანიშვილს – პოლიტპატირებს როდესაც სასამართლო სინდისის პატიმრებს მოსალოდნელთან შედარებით ნაკლები ვადით უშვებს ციხეში? „თუ იყო მოლოდინი 8-9 წელი, მიუსაჯეს 2 წელი, რომ შექმნილიყო ილუზია, …
„ამნესტი“ ანტონ ჩეჩინის განაჩენს ეხმიანება – „ვითხოვთ საქმის ხელახალ განხილვას“
საერთაშორისო ორგანიზაცია „ამნესტი ინთერნეშენალი“ [Amnesty International] განცხადებას ავრცელებს აქტივისტ ანტონ ჩეჩინის განაჩენთან დაკავშირებით. დღეს, 2 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ 8 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა თბილისში მიმდინარე პროევროპული აქციების მონაწილეს, ანტონ ჩეჩინს. „მოვითხოვთ სამართლიანობას — ობიექტურ გამოძიებას და სამართლიან სასამართლოს, მათ შორის, საქმის ფაბრიკაციის შესახებ ცნობებთან დაკავშირებით“, — წერია „ამნესტის“ განცხადებაში. …
Continue reading “„ამნესტი“ ანტონ ჩეჩინის განაჩენს ეხმიანება – „ვითხოვთ საქმის ხელახალ განხილვას“”
თბილისში, რუსთაველზე, 20 აქტივისტი დააკავეს
დღეს, 2 სექტემბერს, შსს-ს ცნობით რუსთაველის გამზირზე 16 პირი დააკავეს, თუმცა ,,ნეტგაზეთის” ინფორმაციით, დაკავებულია არა 16, არამედ მინიმუმ 20 ადამიანი. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების არაერთი მოწოდების მიუხედავად, რომ აქციის მონაწილეებს არ შეეფერხებინათ საავტომობილო მოძრაობა, არ დაემორჩილნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას. აღნიშნულიდან გამომდინარე, პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად 16 პირი დააკავა“, – ნათქვამია პოლიციის განცხადებაში. ადგილზე პოლიციელები …
Continue reading “თბილისში, რუსთაველზე, 20 აქტივისტი დააკავეს”
„კიდევ ერთი პოლიტიკურად მოტივირებული განაჩენი“ – სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი X-ზე ეხმიანება თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ სინდისის 8 პატიმრის საქმეზე გამოტანილ განაჩენს. „კიდევ ერთი პოლიტიკურად მოტივირებული განაჩენი დღეს: 8 პროევროპული მომიტინგე დღეს დააპატიმრეს, რაც განსხვავებული აზრის გაჩუმების აშკარა მცდელობაა. ეს არის სახელმწიფოს მიერ მართული რეპრესიები, რომელიც ძირს უთხრის თავისუფლებას, სამართლიანობას და საქართველოს ევროპულ გზას“ – წერს სალომე ზურაბიშვილი. დღეს, 2 …
Continue reading “„კიდევ ერთი პოლიტიკურად მოტივირებული განაჩენი“ – სალომე ზურაბიშვილი”
„ევროპაში ქართველობა არავისთვის წაურთმევიათ“ – ემიგრანტი პროპაგანდაზე
„იმ ხალხსაც, რომელიც დღეს საჯარო სამსახურებში მუშაობს და ხელს უწყობს ანტიდასავლურ პოლიტიკას, ჰყავთ ემიგრაციაში ოჯახის წევრები; იმ ხალხსაც – ხინკალზე რომ დადიან ევროპიდან გამოგზავნილი, სხვისი მძიმე შრომით ნაშოვნი ფულით და უნდა დაინახონ, სად არის სიმართლე. როცა ამბობ, რომ „ევროპა მტერია“, „ოსებს ბოდიში უნდა მოუხადო“, რომ „ომი ჩვენ დავიწყეთ“ თურმე, ეს არის სამშობლოს ღალატი“ – ამბობს …
Continue reading “„ევროპაში ქართველობა არავისთვის წაურთმევიათ“ – ემიგრანტი პროპაგანდაზე”
„რამდენიმე დღეში ჩემ განაჩენს გამოაცხადებენ“ – სინდისის პატიმარი რეზო კიკნაძე
სინდისის პატიმრის, რეზო კიკნაძის გვერდზე, ფეისბუქზე, მისი მორიგი მიმართა გავრცელდა. რეზო კიკნაძე წერს, რომ მისი განაჩენის გამოცხადების დღე ახლოვდება. „რამდენიმე დღეში ჩემ განაჩენს გამოაცხადებენ. მისჯაზე მეტად ის მეწყინება, იმ დღეს ასი ათასობით კაცი რომ არ გამოვიდეს აქციაზე. განა ჩემი დაჭერის გამო, უსამართლობას რომ არ მოვითმენთ, იმის საჩვენებლად უნდა ვიყოთ ამდენი. ე.წ. 11-კაციანი ჯგუფის განაჩენით კი …
Continue reading “„რამდენიმე დღეში ჩემ განაჩენს გამოაცხადებენ“ – სინდისის პატიმარი რეზო კიკნაძე”
გათავისუფლება პროტესტის გამო აჭარის ტურიზმის დეპარტამენტიდან – რა დაადგინა ომბუდსმენმა
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა 2024 წლის დეკემბრის ბოლოს პროევროპული აქციების მონაწილე თანამშრომელი თამარ ლომაძე სამსახურიდან გაუშვა. დათხოვნის ოფიციალურ მიზეზად დეპარტამენტმა შრომითი ხელშეკრულების ვადის ამოწურვა დაასახელა. ფაქტი სახალხო დამცველმა შეისწავლა და დაადგინა, რომ „თამარ ლომაძესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა სავარაუდოდ კრიტიკული პოზიციების საჯაროდ გამოხატვას უკავშირდება“. თამარ ლომაძე აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში 2016 წლიდან მუშაობდა. 2023-24 …
13 სექტემბერს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის დასაცავად საპროტესტო მსვლელობა იგეგმება
საქართველომ, შესაძლოა, დაკარგოს ევროპასთან უვიზო მიმოსვლა, რადგან „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არ ასრულებს ევროკავშირის რეკომენდაციებს, რომელიც აუცილებელია ვიზალიბერალიზაციის შესანარჩუნებლად. ვიზალიბერალიზაციის დაცვის მიზნით საქართველოს მოქალაქეები 13 სექტემბერს საპროტესტო მსვლელობას გეგმავენ. „საქართველო ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შეჩერების ზღვარზეა. საქართველოს მოქალაქეები ვკარგავთ უმნიშვნელოვანეს სიკეთეს, სუსტდება და რუსეთის ტყვეობაში ექცევა საქართველო, ჩვენი ოჯახები. ამ ყველაფერში ერთადერთი დამნაშავე ივანიშვილის რუსული რეჟიმია, რომელიც …
Continue reading “13 სექტემბერს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის დასაცავად საპროტესტო მსვლელობა იგეგმება”
ფეხქვეშაც გამიგდო პოლიციამ, მაგრამ ვერ გავჩერდები – 71 წლის გაგრელი აზას ბრძოლა რუსთაველზე
40 წლის იყო, როცა 7 წლის შვილთან და დედასთან ერთად რუსების მიერ ოკუპირებული გაგრა დატოვა. გაგრის დაცემის შემდეგ ორი თვე დაყო ქალაქში და ქუჩაში მიტოვებული ჯარისკაცების ცხედრებს მარხავდა. ახლა 71 წლისაა და ისევ რუსეთს ებრძვის. საპროტესტო აქციების დაწყების დღიდან აზა ჩილაჩავა რუსთაველზე დგას და ქვეყნის ევროპული მომავლისთვის იბრძვის. „მე ვიბრძოლებ ბოლომდე, არ გავჩერდები, ვერ გავჩერდები, …
ბიძინასთან „უფასო ფულმა“ იმუშავა, კორუფციასთან ბრძოლის მესიჯმა მიშასთან – რა უნდა გააკეთოს ოპოზიციამ? | ინტერვიუ
„საარჩევნო ხმის გაყიდვა რეალურად ნიჰილიზმთან არის დაკავშირებული და არა მაინცდამაინც უქონლობასა და სიღატაკესთან. ქართულ პოლიტიკაში ხელისუფლების მიერ მოსახლეობი დაშინება, ხმის ყიდვის მცდელობა ყოველთვის იყო, მაგრამ როდესაც ოპოზიციას ჰქონდა სწორი მესიჯი და ახერხებდა ქვეყანაში მოსალოდნელი ცვლილებების ატმოსფეროს შექმნას, ეს მუქარა აღარ მუშაობდა. საზოგადოებაში არსებული ნიჰილიზმი, უალტერნატივობის შეგრძნება, უნდა გაიფანტოს ოპოზიციის წარმატებული, რეალისტური გზავნილებით. როცა ეს მოხდება, …
„თუ ევროპულ გზას ჩამოვშორდებით… გამოდის, ცარიელი სადღეგრძელოები ვართ“ – ფოტოგრაფი
„აი, თუნდაც ჩვენი საგამოფენო სივრცე ავიღოთ გორში. ეს სივრცე სწორედ ევროკავშირის დაფინანსებით გავაკეთეთ ქალაქის ცენტრალურ ნაწილში. იმ ადგილზე 10-15 წელი სრული ანტისანიტარია იყო, ნაგავი ეყარა და საპირფარეშოდ იყო ქცეული. ევროკავშირის დახმარებით შენობა დავასუფთავეთ, მოვაწესრიგეთ და ახალგაზრდების განვითარების კერად ვაქციეთ. მაგრამ ინსტალაციის – „ნაომარი ქალაქი ბოდიშს არ იხდის!“ გამოფენის შემდეგ, გორის მერიამ წერილი მოგვწერა და სამ …
Continue reading “„თუ ევროპულ გზას ჩამოვშორდებით… გამოდის, ცარიელი სადღეგრძელოები ვართ“ – ფოტოგრაფი”
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – თბილისში 21 აგვისტოს ფარნების მარში გაიმართება
21 აგვისტოს, ხუთშაბათს, 20 საათზე, თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე ფარნების მარში და ფოტოგამოფენა გაიმართება დამოუკიდებელი მედიის მხარდასაჭერად. „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – ესაა მარშის მთავარი გზავნილი და ასე ეწოდება ონლაინმედიების საერთო კამპანიას, რომლის მიზანიც დამოუკიდებელი მედიის დასაცავად მხარდამჭერების გაერთიანებაა. „მოდი მედიის მხარდასაჭერად მარშზე ფარნით და გაანათე გზა რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტამდე! მოდი მარშზე, მოიტანე ფარანი და …
Continue reading “„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – თბილისში 21 აგვისტოს ფარნების მარში გაიმართება”
„სანამ ბიძინა გაიქცევა…“ – ზურა გირჩი ჯაფარიძის წერილი ციხიდან
„გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე, მორიგ წერილს ავრცელებს ციხიდან. წერილით, რომელიც მის ფეისბუქგვერდზე დღეს, 15 აგვისტოს გამოქვეყნდა, ზურა ჯაფარიძე წერს, რა მოლოდინი აქვს საქართველოში მიმდინარე პროტესტთან და პოლიტიკურ კრიზისთან დაკავშირებით. „ბათუმელები“ თითქმის სრულად, სტილის დაცვით გთავაზობთ მის წერილს. „მოვყვები რას ველოდები. ოღონდ ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად მოხდება ყველაფერი. მე არ ვიცი ზუსტად …
Continue reading “„სანამ ბიძინა გაიქცევა…“ – ზურა გირჩი ჯაფარიძის წერილი ციხიდან”
„ნებდებიან მხოლოდ ისინი, ვისთვისაც თავისუფლება არაფერს ნიშნავს“ – დავით ხომერიკი
დღეს, 15 აგვისტოს, 26 წლის მუსიკოსი, სინდისის პატიმარი, დავით ხომერიკი საბოლოო სიტყვით წარდგა სასამართლოს წინაშე. პროკურატურა დავით ხომერიკს სისხლის სამართლის კოდექსის მე-18/229-ე მ მუხლების დარღვევას ედავება, რაც გულისხმობს „ასაფეთქებელი ან სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში სხვა მოწყობილობის, ან ნივთიერების გადატანა, განთავსებას“. გამოძიების ვერსიით, მას ჩანთაში უპოვეს ბოთლები, აალებდი ნივთიერება და სხვა ნივთები, რომლებიც „მოლოტოვის კოქტეილის“ გამზადებისთვისაა …
Continue reading “„ნებდებიან მხოლოდ ისინი, ვისთვისაც თავისუფლება არაფერს ნიშნავს“ – დავით ხომერიკი”
ბათუმში აქტივისტი მზია ამაღლობელის სტენსილის გამო დააჯარიმეს
აქტივისტი თამარ კურატიშვილი წერს, რომ სასამართლოდან დაჯარიმების შესახებ აცნობეს. საქმე ეხება მზია ამაღლობელის სტენსილს წარწერით – „სილა რეჟიმს“, რომელიც აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ეზოს შესასვლელთან გააკეთა. „მორიგი ჯარიმის შესახებ დამირეკეს ბათუმის საქალაქო სასამართლოდან, დაჯარიმებული ვარ 150-ე მუხლის მეორე ნაწილით, რას გულისხმობს და – მზიას განაჩენის გამოცხადების შემდეგ, გავაკეთე მზიას სტენსილი წარწერით „სილა რეჟიმს“, იმ განყოფილების თაღებზე, …
Continue reading “ბათუმში აქტივისტი მზია ამაღლობელის სტენსილის გამო დააჯარიმეს”
რატომ უნდა შემაშინო ომით? იმიტომ, რომ ევროპული სახელმწიფო მინდა? – მასწავლებელი
„როცა ბავშვს აშინებ, ემუქრები, ვერ მიიღებ მისგან კარგ შედეგს, ხომ?! ასეა აღზრდაშიც. ან რატომ უნდა შემაშინო ომით. მხოლოდ იმიტომ, რომ მინდა ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოვყალიბდე? ესეც ხომ გასააზრებელია“ – ამბობს ელენე ბეთლემიშვილი, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულის წევრი. ელენე ბეთლემიშვილი გორის მე-3 და მე-8 საჯარო სკოლებში დაწყებით საფეხურზე ასწავლის. „ბათუმელები“ პედაგოგს ვიზალიბერალიზაციის მნიშვნელობაზე და იმ მოსალოდნელ საფრთხეებზე …
Continue reading “რატომ უნდა შემაშინო ომით? იმიტომ, რომ ევროპული სახელმწიფო მინდა? – მასწავლებელი”
„ნუ მივატოვებთ, რადგან რუსია. ისინი ჩვენთან ერთად აქციაზე დგომისთვის დაიჭირეს“ – რეზო კიკნაძე
თბილისში საპროტესტო აქციებზე დაკავებულ რუსეთის მოქალაქეებზე, სინდისის პატიმრის რეზო კიკნაძის წერილი გამოქვეყნდა მისსავე ფეისბუქის გვერდზე. რეზო კიკნაძე წერს, რომ ამ ადამიანების უფლებებიც ისევე უნდა დავიცვათ, როგორც სხვა სინდისის პატიმრების. „დიქტატურა ყველგან დიქტატურაა და მასთან მებრძოლი ყველგან ერთნაირად დასაფასებელია“- წერს რეზო კიკნაძე. წერილის შინაარს გთავაზობთ უცვლელად: „ყველამ ძალიან კარგად იცის ჩემი დამოკიდებულება რუსების და ყველაფერი რუსულის …
პატიმრობიდან გაათავისუფლეს „ლელოს“ წევრი, ბათუმის აქციების მონაწილე ლევან ხორავა
დღეს, 14 აგვისტოს, 20-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შემდეგ ფოთის იზოლატორი დატოვა ლევან ხორავამ, „ლელოს“ წევრმა, ბათუმის საპროტესტო აქციების მონაწილემ. ლევან ხორავას, რომელიც აგვისტოს ომის მონაწილეა, ადმინისტრაციული პატიმრობა მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ შეუფარდა შსს-ს საჩივრის საფუძველზე. ლევან ხორავა ბათუმის პროევროპული აქციების აქტიური მონაწილეა. მისი საქმე 24 ივლისს განიხილა მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ ბათუმის საქალაქო სასამართლოში: შსს-ს ვერსიით, ლევან ხორავამ …
Continue reading “პატიმრობიდან გაათავისუფლეს „ლელოს“ წევრი, ბათუმის აქციების მონაწილე ლევან ხორავა”
„ბიძინა ივანიშვილით დაწყებული, ეს არის სილა ყველასთვის“ – ზვიად რატიანი
დღეს, 14 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა ზვიად რატიანი, ცნობილი ქართველი პოეტი, რომელსაც პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმას ედავება. ზვიად რატიანი 23 ივნისს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო. პროკურატურა მას ედავება სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლის დარღვევას, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში პოეტს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. დღეს, 14 …
Continue reading “„ბიძინა ივანიშვილით დაწყებული, ეს არის სილა ყველასთვის“ – ზვიად რატიანი”
ბათუმში პროტესტის ადგილზე ტროტუარის მოსაწყობად მერიამ ტენდერი მეოთხედ გამოაცხადა
ბათუმის მერიამ 2024 წლის დეკემბრიდან დღემდე ვერ გამოავლინა ტენდერში გამარჯვებული, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოსთან, სადაც პროევროპული უწყვეტი საპროტესტო აქცია იმართება, ტროტუარზე ფილებს აყრიდა და ხელახლა დააგებდა. ბათუმში პროევროპული საპროტესტო აქცია საკონსტიტუციო სასამართლოსთან 2024 წლის 28 ნოემბრიდან ყოველდღე იმართება. დღეს, 2025 წლის 14 აგვისტოს უწყვეტი საპროტესტო აქციის 260-ე დღეა. მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს მიერ გამოცხადებული …
Continue reading “ბათუმში პროტესტის ადგილზე ტროტუარის მოსაწყობად მერიამ ტენდერი მეოთხედ გამოაცხადა”
„რატომ დადიან ევროპაში და არა ჩელიაბინსკში? გააზრების კი არა, პროპაგანდის პრობლემაა“ – ინტერვიუ
„თუ ჩვენ რეჟიმს შევეგუებით, თავისუფლებას არავინ გვაჩუქებს. დავკარგავთ ვიზალიბერალიზაციასაც. ამიტომ ეს არის ჩვენი ამოცანა, ვანახოთ ევროპას, რომ ვიბრძვით“-ამბობს პარტია „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია „ბათუმელებთან“. მას იმ საფრთხეებზე ვესაუბრეთ, რასაც უქმნის „ქართული ოცნების“ ანტიევროპული პოლიტიკა ვიზალიბერალიზაციას და ამავე დროს, რა ნაბიჯებს დგამს ოპოზიცია ამ პროცესის შესაჩერებლად. ქალბატონო ელენე, როგორც ვიცით, საქართველოს აგვისტოს ბოლომდე აქვს პირობები შესასრულებელი, …
„კრიზისიდან გამოსვლა არ არის ოცნების ინტერესში“ – ლია მუხაშავრია უვიზო რეჟიმის გაუქმებაზე
„ძალიან იოლია რაღაცის დაკარგვა, ამ მნიშვნელოვანი უფლების მოპოვება კი, შეიძლება შეუძლებელი აღმოჩნდეს,“ – ამბობს ადვოკატი ლია მუხაშავრია ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შესაძლო გაუქმებაზე. „31 აგვისტომდე ვადა და პირობა დადებული აქვს არა მხოლოდ საქართველოს მთავრობას, რომელსაც კონკრეტული მოთხოვნები წაუყენა ევროკავშირმა, არამედ ეს არის მოთხოვნები ჩვენს მიმართ – ქართული საზოგადოების თითოეული წევრის მიმართ. მხოლოდ და მხოლოდ გონიერება, ორგანიზებულობა …
„ძალიან ბევრ ქართველ ბავშვს აჩუქა ავსტრიამ სიცოცხლე“ – ემიგრანტი
„ჩამოსვლას ვაპირებდი მოგვიანებით, მაგრამ, როცა გავიგე მზია ამაღლობელის სასამართლოს დასკვნითი სხდომა იყო ჩანიშნული, სწრაფად დავასრულე ყველა საქმე, რომ აქ ვყოფილიყავი. ჩემი ვალია, რომ ამ დღეს აქ ვიდგე და დემოკრატიის დანგრევას ავსტრიიდან არ ვუყურო, იმიტომ, რომ დემოკრატიის დანგრევა ნიშნავს ყველანაირი უფლების წართმევას.“ – გვითხრა მაკა ხომერიკმა. მას ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან შევხდით. ემიგრაციიდან დაბრუნებული ახალგაზრდა ქალი „ბათუმელებისა“ …
Continue reading “„ძალიან ბევრ ქართველ ბავშვს აჩუქა ავსტრიამ სიცოცხლე“ – ემიგრანტი”