“რევოლუცია და გარეთ, ქუჩაში ამათი დამხობა არის ერთადერთი გზა” – ელენე ხოშტარიამ შიმშილობა დაიწყო

„ახლა, როდესაც რეჟიმი ახალ შეტევაზე გადმოვიდა და პრაქტიკულად, ყველა პოლიტიკოსი დაიჭირა, მე მინდა ბრძოლის ახალი ფორმა გამოვაცხადო. ეს არ არის ემოციური ფორმა. ეს გამარჯვებაზე ორიენტირებული პროტესტია, მე ვიწყებ შიმშილობას აქ, არ მოვიცვლი ფეხს რუსთაველიდან. ეს შიმშილობა არ არის თავგანწირული, სასოწარკვეთილი ნაბიჯი, ძალიან მტკიცე გადაწყვეტილებაა,“ – ეს განცხადება „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ დღეს, 27 …

„ადრე თუ გვიან შეიძლება დაგიჭირონ, თუ გაქვს ღირსება“ – ზვიად რატიანის დაკავებაზე

პოეტი ზვიად რატიანი, რომელიც არაერთხელ გახდა სისტემის მხრიდან ფიზიკური თუ სხვა ტიპის ძალადობის მსხვერპლი, შესაძლოა 7 წლით ჩასვან ციხეში. მას პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. რატომ გაარტყა პოეტმა სილა პოლიციელს? – ამ თემაზე „ბათუმელები“ სცენარისტ ქეთი დევდარიანს და პოეტ პაატა შამუგიას ესაუბრა. ქეთი დევდარიანი მიიჩნევს, რომ ზვიად რატიანის დაკავება ნიშნავს ადამიანის გასამართლებას ღირსებისთვის. „მე ვფიქრობ, ეს სილაც …

პარანოიდულ სისტემაში სამიზნეა ყველა, გამონაკლისის გარეშე – გიორგი მაისურაძე

„სამიზნე ვინ არის? – ყველა, აბსოლუტურად ყველა, აქ გამონაკლისი არ არსებობს, ჩემი და შენი არ არსებობს ამ მომენტში“ – ასე გვიპასუხა ფილოსოფოსმა გიორგი მაისურაძემ კითხვაზე – როგორ და რატომ ხდება, რომ „ოცნების“ ხელისუფლება მსახიობს, პოეტს, პედაგოგს, სცენარისტს, სტუდენტს იჭერს და სჯის. „ოცნება“ სჯის ადამიანებს, რომელთა სახელთანაც, ამ დრომდე, მხოლოდ წარმატებული როლის, ჯილდოს, განათლებისა და სასარგებლო …

„ზვიად რატიანის ქმედების მიზანი არ ყოფილა პოლიციელისთვის ზიანის მიყენება“ – „პენ საქართველო“

„პენ საქართველო“ განცხადებას ავრცელებს პოეტ ზვიად რატიანის დაკავებასთან დაკავშირებით. „პენ საქართველო, საქართველოს წიგნის ასოციაცია, ქართველი მწერლები, მთარგმნელები, გამომცემლები და ლიტერატურის სფეროში დასაქმებული ადამიანები, შეშფოთებას გამოვთქვამთ ცნობილი ქართველი პოეტის, ზვიად რატიანის დაკავების გამო. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის, რომ ზვიად რატიანი დაკავებულია სისხლის სამართლის წესით და წარდგენილი ბრალდებით მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. საგანგაშოა ის პრაქტიკა, რაც …

„რეჟიმი დგას ტყუილზე. მთავარი ტყუილია, რომ ისინი არიან უმრავლესობა“ – ზურა ჯაფარიძის წერილი

„გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერი, ზურა ჯაფარიძე, მორიგ წერილს ავრცელებს ციხიდან. წერილში, რომელიც მისი ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნდა და 25 ივნისით თარიღდება, ზურა ჯაფარიძე წერს საქართველოში მიმდინარე პროტესტისა და წინააღმდეგობის ეფექტურად გაგრძელების საკუთარ ხედვაზე. „ისევ იმის თქმით დავიწყებ, რომ მე მხოლოდ TV-ს ვუყურებ, ნული წვდომა მაქვს სოცქსელებთან და პრაქტიკულად ნული კომუნიკაცია პოლიტიკოსებთან. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ესაა …

უფასოდ ვერავინ დაგიცავს, ვერც ფეისბუქზე დაწერ, მედია ვერ გააშუქებს – „ოცნება“ ყველა კარს კეტავს

„ახლა მხოლოდ ის კი არ არის რისკი, რომ მოქალაქე, რომელსაც დახმარება სჭირდება და იურისტის დაქირავების შესაძლებლობა არ აქვს, დაუცველი დარჩება. ის უკვე მედიასაც ვეღარ მიაკითხავს, რადგან მისთვის აღარავის ეცლება და ეს მოხდება ისედაც უსამართლო სასამართლოს პირობებში“ – ამბობენ უფლებადამცველები, რომლებიც საქართველოში წლების განმავლობაში მუშაობდნენ, რომ კვალიფიციური დახმარება გაეწიათ იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც ადვოკატის დაქირავების საშუალება არ …

„ერთი შანსი გვაქვს იმისთვის, რომ წუმპიდან ამოვიდეთ“ – არმაზ ახვლედიანი

„დღეს უკვე ვართ იმ ვითარებაში, როცა სამოქმედო არეალი იმდენად შევიწროებული აქვს როგორც ოპოზიციას, ისე საზოგადოების აქტიურ ნაწილს, რომ ფაქტობრივად, ამ წუმპიდან ამოსვლისთვის შეიძლება გვქონდეს ერთი შანსი დარჩენილი, მაგრამ ამ შანსის რეალიზებისთვის დრო არის დარჩენილი ძალიან მცირე“, – ამბობს არმაზ ახვლედიანი, პოლიტიკოსი, თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის დამფუძნებელი. 7 ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ლიდერი ციხეშია. შესაძლოა დააკავონ სხვებიც. …

ბათუმელი მასწავლებლები დაკავებული პედაგოგის მხარდასაჭერად 26 ივნისს აქციას გამართავენ

26 ივნისს ბათუმში მასწავლებლების აქცია ანონსდება პატიმრობაში მყოფი მასწავლებლისა და აქტივისტის, ნინო დათაშვილის მხარდასაჭერად. „სოლიდარობა ნინო დათაშვილს და სინდისის პატიმრებს“ – ასეთია აქციის სლოგანი. ბათუმში აქცია 26 ივნისს, 19 საათზე, დრამატულ თეატრთან, ილია ჭავჭავაძის ძეგლთან გაიმართება. რა ხდება? ნინო დათაშვილს „ოცნების“ პროკურატურა საჯარო მოსამსახურეზე განხორციელებული თავდასხმას ედავება. ნინო დათაშვილი 20 ივნისს დააკავეს. როგორც სასამართლოში აღინიშნა, …

„სოლიდარობა ნინო დათაშვილს“ – მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულთა კლუბი

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულთა კლუბის წევრები სოლიდარობას უცხადებენ პატიმრობაში მყოფ მასწავლებელსა და აქტივისტს, ნინო დათაშვილს. კლუბის წევრებმა განცხადება დღეს, 24 ივნისს გაავრცელეს. „ჩვენ, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულთა კლუბის წევრები, სრულ მხარდაჭერასა და სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს კოლეგას, ნინო დათაშვილს. მასწავლებელი არის ადამიანი, ვინც არა მხოლოდ ცოდნას გადასცემს მოსწავლეებს, არამედ ასწავლის ადამიანობას, სამართლიანობას, თანადგომას, სოლიდარობასა და პასუხისმგებლობას. …

გიორგი ვაშაძეს 7 თვით მიუსაჯეს პატიმრობა

დღეს, 24 ივნისს, კიდევ ერთ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს, გიორგი ვაშაძეს მიუსაჯეს 7-თვიანი პატიმრობა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა მიიღო. გიორგი ვაშაძეც, ისევე როგორც სხვა პოლიტიკოსები, წულუკიანის კომისიაზე არ მისვლისთვის გაასამართლეს. „ჩვენი პატიმრობა არაფერია იმასთან შედარებით, რა უსამართლობაც ქვეყანაში ხდება. ტოტალური უსამართლობაა, ახალგაზრდა ადამიანები ციხეში, ქალები ციხეში, მაგრამ მთავარია ის, რომ ჩვენ ბრძოლას ვაგრძელებთ. დარწმუნებული …

მამუკა ხაზარაძეს 8 თვით პატიმრობა მიუსაჯეს, ზურა ჯაფარიძეს – 7 თვით

დღეს, 23 ივნისს, პარტია „ლელოს“ დამფუძნებელსა და ლიდერს, მამუკა ხაზარაძეს მოსამართლე ზვიად შარაძემ 8-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა. მან განაჩენი ცარიელ დარბაზში გამოაცხადა. ასევე დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ ცარიელ დარბაზში გამოაცხადა ზურა გირჩი ჯაფარიძის განაჩენიც. მას 7-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს. თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესს არც ჯაფარიძე დასწრებია და არც მისი ახლობლები. ჯაფარიძეს 2 წლით …

მზია ამაღლობელის სტენსილისთვის ზუგდიდელი აქტივისტი მეოთხედ დააჯარიმეს

ზუგდიდელი არტისტი და აქტივისტი როსტევან ზარანდია [როსტო], მზია ამაღლობელის სტენსილის გამო მეოთხედ დააჯარიმეს. საქმე ეხება მზია ამაღლობელის სტენსილს წარწერით – „HBD“ [„გილოცავ დაბადების დღეს“], რომელიც არტისტმა სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პროკურატურის კედელზე შეასრულა. ოქმში, რომელიც როსტევან ზარანდიას დღეს, 20 ივნისს ჩააბარეს, წერია, რომ სასამართლომ იგი სამართალდამრღვევად ცნო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის მე-4 ნაწილით, რაც გულისხმობს …

„აქედან ან ყველანი ერთად გავალთ, ან არცერთი“ – ზვიად ცეცხლაძის წერილი მათე დევიძეს

სინდისის პატიმარი ზვიად ცეცხლაძე,  ასევე სინდისის პატიმარს, 21 წლის მათე დევიძეს მიმართავს, რომელსაც „ოცნების“ სასამართლომ 4 წლითა და 6 თვით მიუსაჯა პატიმრობა. წერილი დღეს, 20 ივნისს გაავრცელა მოძრაობა „დაფიონმა“. „მიუხედავად იმისა, რომ ჩემ გვერდით საკანში ხარ, სრულყოფილად მხოლოდ წერილით თუ მოგაწვდენ სათქმელს. ვიცი, გამხნევება არ გჭირდება, აქედან ან ყველანი ერთად გავალთ, ან – არც ერთი. …

„ლაჩრულად კი გამაგდეს, მაგრამ ფარ-ხმალი არ დამიყრია, არ დანებდეთ!“ – ბათუმელი მედროშის წერილი

თემურ ქათამაძე, იგივე გაფფარ ილმაზი, რომელსაც საქართველოში უკვე ბათუმელი მედროშის სახელით იცნობენ, თურქეთიდან წერილს აგზავნის საქართველოდან გაძევების შემდეგ. „ჩემო თანამებრძოლო დებო და ძმებო! ლაჩრულად, ვერაგულად მე კი გამიტაცეს – გამაგდეს ჩემი სათაყვანებელი საქართველოდან, მაგრამ ყველამ იცოდეს, მე ფარ-ხმალი არ დამიყრია! ჯერ ადრეა დანებება! ივანიშვილის რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ისევ თქვენ გვერდით ვარ უფრო გაძლიერებული, უფრო გაბრაზებული …

რა შემთხვევაში დაიჭერენ გახარიას? – ინტერვიუ

„ოცნებას“ უნდა იმ ტიპის გამარჯვება, როდესაც მისი ოპონენტებიც აღიარებენ არჩევნების შედეგებს. გახარიაც და ხაზარაძეც ან უნდა დაითანხმოს ამ თამაშის წესებზე, თუ ვერ დაითანხმა, შეიძლება გახარია დაიჭიროს, ხაზარაძე კი იმდენად დაასუსტოს შიგნიდან, რომ დიდი აზრი არ ჰქონდეს. ან რაღაც მეთოდებით აიძულოს რომ ქვეყნიდან წავიდეს“ – ამბობს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი. მას „ბათუმელები“ ესაუბრა თემაზე – რა სტრატეგიით …

„ოცნებამ 3 მარშუტკით ჩაგვიყვანა აქციაზე, ახლა აღარ ვჭირდებით?“ – დაპირისპირება თამარის დასახლებაში

დღეს, 18 ივნისს, ხმაური იყო ბათუმში, თამარის დასახლებაში. აქ მოსახლეობა სტადიონის გაუქმებას აპროტესტებს. სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ პოლიციელები კონკრეტულ პირს აკავებენ, თუმცა ადგილზე „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ დაპირისპირების დროს არავინ დაუკავებიათ. დავის საგანი სტადიონია, რომელიც დევნილების კორპუსების მიმდებარედ, კერძო სახლებში მცხოვრებ ადამიანებს დაახლოებით 25 წლის წინ, საკუთარი ძალებით მოუწყვიათ. 2021 წელს თამარის დასახლებაში სახელმწიფო …

არ ვაპირებთ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქეების ღალატს, ამას ჩვენი დაპატიმრებაც რომ მოჰყვეს – საფარი

„საფარი არ ვაპირებთ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქეების ნდობის ღალატს, თუნდაც ამას ჩვენი დევნა და დაპატიმრება მოჰყვეს“ – აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარი“ რეპრესიული კანონის ამოქმედებაზე, რომლის ფარგლებშიც ორგანიზაციებს სთხოვენ ყველა იმ პირის პირად მონაცემებს, რომელთა უფლებების დაცვაზეც უმუშავიათ. „ქართული ორგანიზაცია საფარი უკვე 24 წელია საქართველოში ქალებს უწევს იურიდიულ, ფსიქოლოგიურ და სოციალურ დახმარებას. ჩვენი ორგანიზაციის იურისტები …

„ჩემი ორსული მეუღლე 5 000 ლარით დააჯარიმეს გზის გადაკეტვისთვის“ – მოქალაქე

„ჩემი ცოლი დააჯარიმეს 5000 ლარით, რუსთაველის გადაკეტვას ედავებიან“ – წერს საპროტესტო აქციების მონაწილე, სამოქალაქო აქტივისტი დათო სიმონია ფეისბუქზე. დათო სიმონიას მეუღლე, ქეთი ბახტაძე 5 თვის ორსულია. მათ კიდევ ჰყავთ 3 წლის შვილი. ქეთის დაჯარიმებამდე დათოც დააჯარიმეს. ახლა ოჯახი, რომელიც ბავშვს ელოდება, 10 ათასი ლარითაა დაჯარიმებული. „პოლიციის მიერ გადაკეტილ ქუჩაზე რომ ვიდექით, ამისთვის გვაქვს გადასახდელი 10 …

აქცია ლონდონში, სასამართლოს წინ, სადაც ივანიშვილის და „კრედიტ სუისის“ დავა განიხილება

ლონდონში, სასამართლოს წინ, სადაც ბიძინა ივანიშვილსა და „კრედიტ სუისის“ შორის დავა მიმდინარეობს, ქართველმა ემიგრანტებმა საპროტესტო აქცია გამართეს. სასამართლოს წინ აქციის მონაწილეებმა გამოიტანეს სინდისის პატიმრებისა და თბილისში, საპროტესტო აქციებზე ნაცემი ადამიანების ფოტოები. „ეს არის ერთ-ერთი მორიგი სასამართლო პროცესი, რომელიც ბერმუდის სასამართლოს შემდეგ ბრიტანეთის სასამართლომ უნდა განიხილოს. როგორც ვიცი, ეს პროცესი გაგრძელდება ოთხი დღე და ამ დავას …

„როცა ქუჩაში ჩემი პაციენტი ცემით მიჰყავთ… ყველამ უნდა ამოიღოს ხმა, თუნდაც თეთრი ხალათით“ – ექიმი ლაშა უჩავა

ექიმი-ენდოკრინოლოგი, მედიცინის დოქტორი ლაშა უჩავა ფეისბუქზე ეხმიანება საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს. „ბათუმელები“ სრულად გთავაზობთ ლაშა უჩავას ფეისბუქზე გამოქვეყნებულ ტექსტს: „თქვენ ექიმები ხართ, თქვენი საქმე აკეთეთ!“ არ არსებობს პროფესია, რომელიც გავალდებულებს, ჩუმად იყო, როცა უყურებ უსამართლობას. როცა მშვიდობიან ახალგაზრდებს სცემენ, როცა უსამართლოდ ასამართლებენ და ციხეში სვამენ, როცა მედიას ხმის ამოღების საშუალებას არ აძლევენ, როცა სამოქალაქო პროტესტს …

სალომე ზურაბიშვილი 5000 ლარით დააჯარიმეს

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, დააჯარიმეს 5 000 ლარით. „აქტივისტად მოვინათლე დღეს! მე კი ვიდექი იქ, სადაც ყველა დედა უნდა მდგარიყო – სინდისის პატიმრების დედების გვერდში!“ – წერს სალომე ზურაბიშვილი ფეისბუქზე. იგი ჯარიმის ქვითარს აზიარებს, რომელზეც აღნიშნულია, რომ სალომე ზურაბიშვილი დაჯარიმებულია 5 000 ლარით, 2025 წლის 3 მარტს რუსთაველის გამზირზე „შეკრებისა და მანიფესტაციების“ კანონის დარღვევისთვის. …

“ოჯახები დაიყო, ადამიანები დააპირისპირეს, თვითონ ამ დროს ბიუჯეტს ქურდავენ და მდიდრდებიან”

„დღეს რასაც ივანიშვილი და მისი მსახურები აკეთებენ პროპაგანდით და რუსული ტყუილებით, ასევე განსხვავებული აზრის გამო მოქალაქეების ამგვარი დევნით, არის საზოგადოების პროვოცირება, რომ ადამიანები ერთმანეთს კიდევ უფრო დაუპირისპირდნენ. ეს განუკითხაობა და უტიფრობა პოლიტიკური ელიტის მხრიდან იმდენად გამაღიზიანებელია, რომ ადამიანებისთვის ამის გაძლება ძალიან რთულია“, – „საქართველოს საერთაშორისო გამჭვირვალობის“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური „ქართული ოცნების“ რეპრესიებს ეხმაურება. ეკა …

“გამოხატვის თავისუფლების გაუმართლებელი შეზღუდვა” – საია აქტივისტების და ჟურნალისტების სასამართლოში დაბარებაზე

„სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტები, თუ ისინი არ შეიცავენ რეალური რისკის შემცველ მუქარას, და მიმართულია პოლიტიკოსების მიმართ, რომელთაც აქვთ თმენის მაღალი ვალდებულება, დაცულია გამოხატვის თავისუფლებით. ამ სტანდარტის საწინააღმდეგოდ გაკეთებული ნებისმიერი სასამართლო განმარტება იქნება მასობრივი ცენზურის პრეცედენტი,“ – აცხადებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და ეხმაურება დღეს, 12 ივნისს ჩანიშნულ სასამართლო პროცესებს. გუშინ, 11 ივნისს, ცნობილი გახდა რომ …

თემურ ქათამაძის გაძევება იძულების წესით მოხდა – შს სამინისტრო

შს სამინისტროს ინფორმაციით, თემურ ქათამაძე (გაფფარ ილმაზი), ბათუმის საპროტესტო აქციების მედროშე, ქვეყნიდან იძულებით გააძევეს. „მისი გაძევება მოხდა საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით, სასამართლოს მიერ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შესაბამისად. აღნიშნული პირის საქმესთან დაკავშირებით, სასამართლოს რვა სხვადასხვა ინსტანციაში ჩატარდა განხილვები და სასამართლომ სრულად გაიზიარა შს სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის პოზიცია. ასევე დაცვის მხარემ დროებითი ღონისძიების მოთხოვნით მიმართა ადამიანის …

ვინ ითხოვს მზია ამაღლობელის მეორედ დასჯას სტიკერის მიწებების გამო

„არ ქნა გოგო, არა“ – ეს ერთადერთი გაფრთხილებაა, რომელიც ისმის 2025 წლის 11 იანვარს გადაღებულ ვიდეოში, რომელშიც ჩანს, როგორ აკრავს მზია ამაღლობელი ბათუმის პოლიციის მთავარი სამმართველოს დამხმარე შენობაზე სტიკერს წარწერით – „იფიცება საქართველო“. შესაძლოა ბრალდების მხარეს ეგონა, რომ ხმა, რომელიც ვიდეოში ისმის – „არ ქნა გოგო არა“ – პოლიციელს ეკუთვნის. სინამდვილეში ეს ბათუმის პროევროპული აქციების …

ყველაფერი მზია ამაღლობელის საქმეზე – ბათუმში აქციაზე ფილმის ჩვენება გაიმართება

დღეს, 9 ივნისს, უწყვეტი პროევროპული აქციების 194- ე დღეს,  21:00 საათზე ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან გაიმართება ჟურნალისტ გელა მთივლიშვილის ფილმის ჩვენება – „ყველაფერი მზია ამაღლობელის საქმეზე“. მანამდე, დღეს, ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელის საქმის არსებითი განხილვა გაგრძელდება ბათუმის საქალაქო სასამართლოში. ასევე დღეს, 9 ივნისს, 13 საათზე, მზია ამაღლობელს სტიკერის გაკვრის გამო მეორედ გაასამართლებენ ადმინისტრაციული წესით, ამ …

8 ივნისს ბათუმში აქციაზე ფილმის ჩვენებას გამართავენ – „ურჩხულის არ ეშინია ერთიან საქართველოს“

ხვალ, 8 ივნისს, 21 საათზე, საკონსტიტუციო სასამართლოსთან „ფედერალისტები“ ფილმის – „ურჩხულის არ ეშინია ერთიან საქართველოს“ – ჩვენებას გამართავენ. „არასდროს არ ყოფილა ერთიანობა ისეთი მნიშვნელოვანი და აუცილებელი, როგორც ახლა!“ უკვე 191-ე დღეა, რაც ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან მოქალაქეები საპროტესტო აქციებს მართავენ. მოქალაქეების მოთხოვნები უცვლელია: „გადადგეს არალეგიტიმური მთავრობა, გაათავისუფლონ პოლიტპატიმრები და ჩაინიშნოს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები“ – აღნიშნულია ფეისბუქზე …

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ არჩევნებში მონაწილეობა? – არგუმენტები

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ არჩევნებში მონაწილეობა? – ამ საკითხთან დაკავშირებით აზრი ორადაა გაყოფილი. პოლიტიკური პარტიების ნაწილი კატეგორიულად ამბობს არას, ნაწილის პოზიცია კი ბუნდოვანია, თუმცა ამ ბუნდოვანებაში ჩანს, რომ შესაძლოა, მათ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ. საქართველოს ისტორიაში პირველი დემოკრატიული არჩევნები 1919 წელს ჩატარდა. მეორედ კი 72 წლის შემდეგ, 1991 წელს. მას შემდეგ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები …

ეს არის წინაპირობა იმისა, რომ აიკრძალოს ფეისბუქიც – ინტერვიუ ნინო ზაუტაშვილთან

„ჩვენგან ითხოვენ ჟურნალისტურ სტანდარტს და ამასობაში, ყველაზე მთავარს – ქვეყნის მართვის სტანდარტს თავად არ იცავენ“- ამბობს ჟურნალისტი ნინო ზაუტაშვილი. ნინო ზაუტაშვილს „ბათუმელები“ ესაუბრა „ქართული ოცნების“ მხრიდან მედიის კონტროლის მცდელობაზე და იმ სიტყვებისა და ფრაზების აკრძალვაზე, რომლის მოსმენაც დისკომფორტს უქმნის ივანიშვილის ხელისუფლებას. ნინო, როგორ შეაფასებთ „ქართულის ოცნების“ მცდელობას, უკარნახოს მედიას, ჟურნალისტებს, რა უნდა თქვან ეთერში და …

“თავისუფლების შენარჩუნებისთვის ბრძოლაა საჭირო” – ლუკა ნაცვლიშვილის წერილი იზოლატორიდან

18 წლის სტუდენტი, ლუკა ნაცვლიშვილი, რომელიც მეათე დღეა ბათუმის იზოლატორში ადმინისტრაციულ პატიმრობაშია, იზოლატორიდან წერილს აგზავნის და წერს, რომ მისი ბრძოლა, თავისუფლებისთვის ბრძოლაა. “ვზივარ ოთხ კედელს შუა და ვფიქრობ, რა სიტყვით შეიძლება მოგმართოთ? საერთოდ მაქვს თუ არა ამის უფლება? მე ერთი ჩვეულებრივი ბიჭი ვარ, 18 წლის ბიჭი, რიგითი მებრძოლი, თქვენი თანამებრძოლი, რომელსაც უყვარს თავისუფლება და როდესაც …

თემურ ქათამაძის ქვეყნიდან გაძევებამდე დარჩა 5 დღე – „მედროშის საქმე“ ევროსასამართლოში შედის

დღეს, 5 ივნისს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ საბოლოოდ უარი უთხრა თემურ ქათამაძეს [გაფფარ ილმაზი] საქართველოში დარჩენაზე. ეს გადაწყვეტილება ზემდგომ ინსტანციაში ვერ გასაჩივრდება. თუმცა თემურ ქათამაძის საქმეზე შესაძლოა ე.წ. დროებითი ღონისძიება საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სტრასბურგის სასამართლომ აამოქმედოს. ბათუმელი მედროშის უფლებების დასაცავად ევროსასამართლოს „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ მიმართავს. ეს ორგანიზაცია საიასთან ერთად იცავს თემურ ქათამაძის [გაფფარ ილმაზის] ინტერესებს. ბათუმელ …

მზია ამაღლობელის სტენსილისთვის ზუგდიდელი აქტივისტი მესამედ დააჯარიმეს

ზუგდიდელი სამოქალაქო აქტივისტი როსტო ზარანდია დღეს, 5 ივნისს, უკვე მესამედ დააჯარიმეს მზია ამაღლობელის სტენსილის დახატვის გამო. „სამართალდამრღვევი ვარ ისევ, მესამედ. ორი წუთით ადრე დაიწყო უსამართლემ და ხუთ წუთში მორჩა. თავისუფლება მზიას“- წერს როსტო ზარანდია ფეისბუქზე. როგორც როსტო ზარანდია „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, ამჯერად ის მოსამართლე ირაკლი აბშილავამ დააჯარიმა 3 000 ლარით სტენსილის დახატვისთვის. „პირველ-ორ სასამართლოზე ფატი …

ციალა ქათამიძე სტიკერის გაკვრისთვის მეორედ დააჯარიმეს

დღეს, 5 ივნისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე მარიანა ფომაევამ ბათუმელი აქტივისტის, ციალა ქათამიძის საქმე განიხილა. ციალა ქათამიძე ერთი და იმავე ქმედებისთვის, სტიკერის გაკვრისთვის მოსამართლემ მეორედ დააჯარიმა, ამჯერად 1000 ლარით. 2025 წლის 27 მარტს მოსამართლე სალიხ შაინიძემ გაყალბებული საქმის მიუხედავად ციალა ქათამიძე სამართალდამრღვევად მიიჩნია და 2 ათასი ლარით დააჯარიმა. „სტიკერის გაკვრის საქმეზე“ ციალა ქათამაძე, მედიამენეჯერ და ჟურნალისტ …

„ოცნებას“ მედიაში სიტყვების კონტროლიც უნდა – „მედიამ და საზოგადოებამ ერთმანეთს ხელი არ უნდა გაუშვას“

„ქართული ოცნება“ აპირებს თავისუფალ მედიას გაუკონტროლოს სიტყვები და ტერმინები და ის, რაც პარტიას არ მოსწონს, მედიის სტანდარტების დარღვევად გამოაცხადოს. 3 ივნისს, „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის ნდობით აღჭურვილმა პირმა, ნათია ბოკუჩავამ მარეგულირებელ კომისიაში უჩივლა ტელეკომპანია „ფორმულას“ და „ტვ პირველს“ ისეთი ფრაზების გამოყენებისთვის, როგორიცაა: „ოლიგარქის რეჟიმი“, „რეჟიმის პატიმრები“, „არალეგიტიმური ხელისუფლება“ და ასე შემდეგ. „ოცნება“ მოითხოვს, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონით …

აზერბაიჯანში დიდი დრო დასჭირდა დიქტატურას, თქვენთან 1-2 წელი ეყოფა – ინტერვიუ აფგან სადიგოვთან

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი და რედაქტორი აფგან სადიგოვი, რომელიც თბილისში 2024 წლის აგვისტოში ბაქოს მოთხოვნით დააპატიმრეს, საქართველოსა და აზერბაიჯანის – ორი ავტორიტარული ხელისუფლების მსგავსებაზე გვესაუბრება. აფგან სადიგოვი ამბობს, რომ მედიის დევნა, როგორც დიქტატურის ერთ-ერთი მახასიათებელი, აზერბაიჯანში შედარებით გვიან დაიწყო, საქართველოში კი დიქტატურის დამყარება დაიწყო სწორედ მედიის მიზანში ამოღებით. „აზერბაიჯანში დიქტატურის დამყარებისას შეცდომები დაუშვეს, მაგრამ აქ, საქართველოში, ეს …

12-დღიანი პატიმრობა ხმამაღალი საუბრის გამო – რატომ დააკავეს 19 წლის ლუკა ნაცვლიშვილი

ქუჩაში, მეგობართან და თანამოაზრესთან ხმამაღალი საუბრის გამო 19 წლის სტუდენტს 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს. ის ფაქტი, რომ ლუკა ნაცვლიშვილი 26 მაისის საღამოს ხმამაღლა ელაპარაკებოდა პროევროპული აქციის მონაწილეს, დაადასტურეს როგორც მისმა მეგობრებმა, ისე შსს-ს იურისტმა და შსს-ს მიერ სასამართლო პროცესზე მოწმის სახით მიყვანილმა პოლიციელებმა. მოქმედი კანონმდებლობით, ხმამაღლა საუბარი სამართალდარღვევა არ არის, მაგრამ ლუკა ნაცვლიშვილის ხმამაღლა საუბარში …

Exit mobile version