„დამაპატიმრეთ, პატრიოტებს პატიმრობით ვერ შეაშინებთ, ეს იცოდეთ“ – ლევან ხორავა მოსამართლეს

„…მე სამშობლოსთვის სისხლი დამიღვრია და ისევ დავღვრი, თუ საჭიროა. დამაპატიმრეთ, არ მაქვს პრობლემა… პატრიოტებს პატიმრობით ვერ შეაშინებთ, ეს იცოდეთ ოღონდ. პატიმრობამ კი არა, მურვან ყრუმ და თემურ ლენგმა ვერ დააჩოქეს საქართველო“, – დაახლოებით ამ სიტყვებით მიმართა მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძეს მოქალაქე ლევან ხორავამ. ლევან ხორავა ბათუმის პროევროპული აქციების აქტიური მონაწილეა. მისი საქმე დღეს, 24 ივლისს განიხილა …

ხმა არ აქვს ვიდეოს, რომელიც ზვიად ცეცხლაძის წინააღმდეგ პროკურატურის მთავარი მტკიცებულებაა

ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება, რაც 19 წლის ზვიად ცეცხლაძის წინააღმდეგ პროკურატურას აქვს, არის თავად ცეცხლაძისავე ჩაწერილი ფეისბუქლაივი. პოლიციელებმა მას ახალგაზრდული მოძრაობა „დაფიონის“ გვერდზე მიაგნეს, ჩამოწერეს და საქმეს დაურთეს. დღეს, 23 ივლისის სხდომაზე, როცა ეს ვიდეო უნდა გამოეკვლიათ, აღმოჩნდა, რომ მას ხმა არ აქვს. ვიდეოს ორიგინალი ვერსია „დაფიონის” გვერდიდან თვეებია წაშლილია – როგორც ცეცხლაძის ახლობლები ამბობენ, ის …

„არჩევანი ყველას აქვს, მონებსაც კი“- რეზო კიკნაძის წერილი 38-ე საკნიდან

„ჩვენს შვილთაშვილებს არ შერცხვებათ არქივში ჩახედვის, განსხვავებით მათგან, ვინც დანებდა სახლში დარჩა და განზე დგომა არჩია. არ შერცხვებათ, რადგან მათი წინაპარი ხმა იღებდა, მოქმედებდა, წინააღმდეგობას უწევდა და ებრძოდა მტერს, ტირანს. დავითი იყო და არა გოლიათი“ – წერს სინდისის პატიმარი რეზო კიკნაძე წერილში, რომელიც მან ზუგდიდელ აქტივისტებს გამოუგზავნა 38-ე საკნიდან. „ბათუმელები“ წერილს უცვლელად გთავაზობთ. რეზო კიკნაძის …

„მე ფიცი მივეცი ქვეყანას და არა რომელიმე პარტიას“ – ინტერვიუ თავდაცვიდან გათავისუფლებულ პოლკოვნიკთან

„ქართული ოცნება“ თავდაცვის სამინისტროშიც იწყებს წმენდას. დღეს, 22 ივლისს, ცნობილი გახდა, რომ ე.წ. რეორგანიზაციის საფუძველზე თანამდებობიდან გაათავისუფლეს პოლკოვნიკი ლევან კურცხალია, რომელიც 31 წელია სამხედრო სამსახურშია და ნატოსა და ევროინტეგრაციის მიმართულებით მუშაობს. ლევან კურცხალია თანამდებობიდან დათხოვნას მის პროევროპულ განწყობებს უკავშირებს. ლევან კურცხალიას თქმით, „ოცნების“ ხელისუფლებისთვის ცნობილია მისი ოჯახის წევრების კრიტიკული განწყობებიც. მისი შვილი, სესილი კურცხალია სასაზღვრო …

ბათუმის აქციების მედროშე თემურ ქათამაძე და ნინა კაკულია დაქორწინდნენ

თურქეთში დაქორწინდნენ ბათუმის აქციების მედროშე თემურ ქათამაძე [გაფფარ ილმაზი] და ნინა კაკულია. ინფორმაცია ამის შესახებ „ბათუმელებს“ ნინა კაკულიამ დაუდასტურა. წყვილმა ქალაქ ფაცაში იქორწინა. ორდუს პროვინციაში მდებარე ამ პატარა ქალაქში მუჰაჯირი ქართველის ბევრი შთამომავალი ცხოვრობს. ფაცადანაა წარმოშობით თემურ ქათამაძეც. ნინა კაკულიამ გვითხრა, რომ ქორწინება სიმბოლურად აღნიშნეს ეკლესიასთან. „ეს ტაძარი მოქმედი არ არის, მაგრამ სიმბოლურად იქ აღვნიშნეთ …

„უარი რუსულ სპეცოპერაციას!“ – დღეს თბილისში აქციას ბათუმიდანაც შეუერთდებიან

„ჩვენ ვაღიარებთ მხოლოდ თავისუფალ არჩევნებს, უარი რუსულ სპეცოპერაციას“, –  დღეს, 19:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან პარლამენტის მიმართულებით საპროტესტო მსვლელობა იგეგმება. ბათუმელი აქტივისტების ნაწილი ამ აქციას შეუერთდება, მათგან უმეტესობა უკვე დედაქალაქშია. პარტია „ახლის“ წევრის, ლევან გორგილაძის ინფორმაციით, უკვე თბილისში იმყოფება ბათუმის საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციის ყველა წევრი მათი პარტიიდან. დღევანდელი აქციის ორგანიზატორებმა მიმართვაც გაავრცელეს: „ვადასტურებთ უპრეცედენტოდ მტკიცე …

ნინო დათაშვილის საქმეზე რეაგირებისთვის პროკურატურას მივმართეთ – სახალხო დამცველი

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო დათაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც ის 27 ივნისს, 11 და 16 ივლისს, N5 პენიტენციურ დაწესებულებაში მოინახულეს. სამოქალაქო აქტივისტი, სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ნინო დათაშვილი სასამართლოს მანდატურზე თავდასხმის ბრალდებით 20 ივნისს დააკავეს. 15 ივნისს აქტივისტმა ნინო კალანდიამ ნინო დათაშვილისთვის შექმნილ ფეისბუქჯგუფში დაწერა, რომ მას ხერხემალთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემა აქვს, თუმცა ექიმი მასთან …

თელავის უნივერსიტეტიდან პროფესორები გაათავისუფლეს – „ვაპროტესტებდით რეჟიმს“

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოთხ პროფესორს, ადმინისტრაციამ შრომითი ხელშეკრულება შეუწყვიტა. პროფესორები მიიჩნევენ, რომ მათი უნივერსიტეტიდან გაშვებას პოლიტიკური საფუძველი აქვს, რადგან კრიტიკულად არიან განწყობილი „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიმართ, ღიად გამოხატავენ პოზიციას და აქტიურად მონაწილეობენ ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებში. „განათლებული ადამიანი მათთვის ძალიან საშიშია, რადგან ვეღარ გაზრდიან მონებს“, – ამბობენ პროფესორები. შრომითი ხელშეკრულება შეუწყვიტეს გიორგი გოცირიძეს, მის მეუღლეს …

19 წლის საბა ჯიქიას 4 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა მოსამართლემ

დღეს, 10 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა სინდისის პატიმარს, 19 წლის საბა ჯიქიას 4 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. „მეგობრებო, უღრმესი მადლობა თითოეულ თქვენგანს თანადგომისთვის, გულშემატკივრობისთვის. მოტივაციაა ეს და იმის შეხსენება, რომ მარტო არ ვართ. მეგობრებო, ცოტა მარტივი ნათქვამია. უკვე დიდი ხანია, ერთ ოჯახად ვიქეცით, ერთი მიზნის ირგვლივ. ეს მიზანი კი რუსული …

რა აზრი აქვს ქუჩაში დგომას? – „აქ ვართ, არსად წავსულვართ, განვაგრძობთ ბრძოლას“

„ეს პროტესტი მარტო ის კი არაა, რომ დისკომფორტს ვუქმნით რეჟიმს და გზას ვკეტავთ – ერთმანეთის გასაძლიერებლად ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვდგავართ, აქ ვართ, არსად წავსულვართ, ვიბრძვით და განვაგრძობთ ბრძოლას,“ – ამბობს აქტივისტი გოტა ჭანტურია. მას ვესაუბრეთ იმ ადამიანების განწყობაზე, რომლებიც სვამენ შეკითხვას: რა აზრის აქვს ქუჩაში დგომას? როცა პროტესტს შედეგი არ აქვს, რატომ უნდა …

ზუგდიდელ აქტივისტს 5-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს ფეისბუქზე კომენტარისთვის

ზუგდიდელ არტისტსა და აქტივისტს, როსტევან [როსტო] ზარანდიას დღეს, 9 ივლისს, მოსამართლე ირაკლი აბშილავამ 5-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა. ზუგდიდელი აქტივისტების ინფორმაციით, როსტევან ზარანდიას ზუგდიდის მერიის პიარსამსახურის ხელმძღვანელმა, მაგდალინა თოდუამ უჩივლა ფეისბუქზე კომენტარისთვის – „ფოჩო“ და „ტვენგე“, რაც მეგრულად „სულელს“ და „შტერს, ბატს“ ნიშნავს. დღეს, 9 ივლისს, ზუგდიდელმა აქტივისტმა, მარიამ სიჭინავამ სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ფეისბუქზე ჩართვაში აღნიშნა, …

მოსამართლე ეკატერინე კახნიაშვილმა აქტივისტ ალბი კორძაიას 5-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა

სამოქალაქო აქტივისტს ალბი კორძაიას ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ეკატერინე კახნიაშვილმა 5 დღიანი პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლო პროცესი ბათუმში გაიმართა. სხდომას ალბი კორძაია არ ესწრებოდა. „სასამართლო ბიძინა ჟამერაშვილის საქმეზე ჩატარდა დღეს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში. მოსამართლე ეკატერინე კახნიაშვილი. განაჩენი პატიმრობა 5 დღე. ვემზადები, მივდივარ ზაჰესის იზოლატორთან,“ – დაწერა აქტივისტმა სასამართლო პროცესზე გამოტანილი გადაწყვეტილების შემდეგ. 28 ივნისს ალბი კორძაიამ …

„უდანაშაულობის პრეზუმფციის კიდევ ერთი დარღვევა“ – სინდისის პატიმარი ანდრო ჭიჭინაძე

„შეიძლება მოსაბეზრებელია, მაგრამ კიდევ უნდა გავუსვა ხაზი „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მაღალჩინოსნის ნათქვამს. დაფიქსირდა უდანაშაულობის პრეზუმფციის კიდევ ერთი დარღვევა. მან ეუთოს ასამბლეაზე თქვა, რომ ჩვენ ბრალდებულები, რომლებსაც მოიხსენიებენ დასავლეთში პოლიტპატიმრებად, თურმე წვავდნენ პოლიციელებს მოლოტოვის კოქტეილებით. ამას რეაგირების გარეშე არ დავტოვებთ. ამას ვამბობ ოქმში დასაფიქსირებლად“- განაცხადა პოლიტპატიმარმა ანდრო ჭიჭინაძემ დღეს, 4 ივნისს სასამართლო სხდომაზე. მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე …

„გულზე არაფერი სჭირდა მამაჩემს. მის გულზე ხელი დავინახე იმ დღეს, როცა მაკავებდნენ“ – ონისე ცხადაძე

„ჩემთვის მკვლელები ხართ. არ ვაპირებ, რომ ადამიანურად არ გაპატიოთ, მაგრამ სამართლებრივად… მოვა დრო ამ ქვეყანაში, უმაღლესი თანამდებობის პირებიდან დაწყებული, აი, იმ გამხდარი ბიჭით დამთავრებული [მანდატური], იქ რომ ზის და ჰგონია არაფერს აშავებს, ყველა პასუხს აგებთ. იმიტომ კი არა, რომ შურისძიება მინდა… თუ გინდათ, მოგიყვებით, როგორ მოგიკვდათ მამაჩემი. ჭიშკართან იპოვეს მკვდარი. ბავშვობაში რომ რამე დამიშავებია, იმასაც …

აუცილებელია ოპოზიციამ და საზოგადოებამ ილაპარაკოს ერთი ხმით – ინტერვიუ პოლიტოლოგთან

„ამ ეტაპზე ავტორიტარიზმის კონსოლიდაციის ფაზაში ვართ, როცა რეჟიმი ცდილობს საკუთარი კონტროლის ქვეშ მოაქციოს არამხოლოდ მედიასაშუალებები, არამედ სამოქალაქო საზოგადოება და პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ოპოზიციური სპექტრი“ – ასე აფასებს გერმანიაში მცხოვრები პოლიტოლოგი მიხეილ სარჯველაძე დღევანდელი საქართველოს რეალობას. პოლიტოლოგის შეფასებით, „მხოლოდ პროტესტში მყოფი საზოგადოების და ოპოზიციის ენერგიების გაერთიანების საშუალებით შეიძლება ბრძოლა, რომ ერთ დღეს რეჟიმმა ამ …

ჭიათურაში 6 მაღაროელი პროტესტის ნიშნად შიმშილობს – ერთის მდგომარეობა მძიმეა

მაღაროელი ტარიელ მიქაცაძე მე-15 დღეა შიმშილობს, ბოლო ორი დღე კი წყალსაც აღარ იღებს. ის დღეს, 3 ივლისს ცუდად გახდა, თუმცა როგორც სხვა მაღაროელები გვეუბნებიან, ტარიელი პროტესტის ნიშნად უარს ამბობს სასწრაფო სამედიცინო დახმარებაზეც. შიმშილობის შედეგად მას სისხლში შაქრის დონე მკვეთრად დაუვარდა. მაღაროელები შიშობენ, რომ არსებობს კომაში ჩავარდნის საფრთხე, თუმცა როგორც ერთ-ერთი მაღაროელი, ირაკლი ჯიქაძე გვეუბნება, ტარიელი …

„ურემი ნელა დადის, მაგრამ ისეთი სამართალი დააქვს, ყველას კარებთან მივა“ – გიორგი მინდაძის დედა

„ურემი ნელა დადის, მაგრამ ისეთი სამართალი დააქვს, ყველას კარებთან მივა“, – ამბობს ნანი წულაია, 21 წლის სინდისის პატიმრის, გიორგი მინდაძის დედა. სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტს, გიორგი მინდაძეს, დღეს, 3 ივლისს, მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. გიორგი მინდაძეს ბრალად ედება პოლიციელზე თავდასხმა. პროკურატურის თქმით, გიორგი მინდაძემ 29 ნოემბერს პარლამენტთან პიროტექნიკა ისროლა, რამაც პოლიციელი დააზიანა. განაჩენის გამოცხადებამდე …

„მთა თავისუფლებისთვის“ – 3 ივლისს რუსთაველზე მარში იგეგმება

სამოქალაქო ჯგუფი „მთა თავისუფლებისთვის“ 3 ივლისს, 5 საათზე, თბილისში, ფილარმონიიდან რუსთაველის გამზირზე მარშს აანონსებს გზავნილით – „ქვეყნის დემოკრატიული მომავლის სადარაჯოზე“. ეს ჯგუფი აერთიანებს მთის მოყვარულებს, მთამსვლელებს, მოთხილამურეებს, გიდებსა და მთის მოსახლეობას. „მარშით გავივლით ფილარმონიიდან რუსთაველამდე, სადაც ჩვენი თემის პრეზენტაციას წარვადგენთ და შევუერთდებით საერთო ბრძოლას,“ – აღნიშნულია ჯგუფ -„მთა თავისუფლებისთვის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ___________________ ფოტოზე: სამოქალაქო …

„ოცნების“ პარლამენტმა გახარიას პარტიის დეპუტატებს უფლებამოსილება შეუწყვიტა

„ქართული ოცნების“ პარლამენტმა გახარიას პარტიის წევრებს მანდატები შეუწყვიტა „არასაპატიო მიზეზით სხდომების გაცდენის გამო“. პარლამენტის წევრის უფლებამოსილება შეუწყდა გახარიას პარტიის ყველა წევრს: გიორგი გახარიას, თეონა აქუბარდიას, ანა ბუჩუკურს, ლევან გოგიჩაიშვილს, ზაზა თავაძეს, ბექა ლილუაშვილს, ნათია მეზვრიშვილს, ბერდია სიჭინავას, კახაბერ ქემოკლიძეს, როინ ქოჩორაშვილს, დიმიტრი ცქიტიშვილს და ზვიად ძიძიგურს. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ოფიციალური შედეგების მიხედვით, პარტიამ – …

„ესაა სისტემის შემზადება ნარკოტიკების მასიური ჩადებებისთვის“ – იურისტის კომენტარი

იურისტი საბა ბრაჭველი ფეისბუქზე ეხმიანება „ოცნების“ ახალ საკანონმდებლო ცვლილებებს. საუბარია კანონში გზის გადაკეტვის საფუძვლით დაჯარიმების გასაჩივრების მექანიზმში ცვლილებასა და კანაფის ან მარიხუანის შეძენა-შენახვა-მოყვანასთან დაკავშირებით სასჯელის გამკაცრებაზე. „ბათუმელები“ სრულად, სტილის დაცვით გთავაზობთ იურისტის კომენტარს. „არის კანონები, რომლებსაც ქოცები მხოლოდ თქვენს დასაშინებლად იღებენ და კანონები, რომლის გამოყენებასაც მართლა აპირებენ. გუშინ მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებში ორივეს მაგალითი გვხვდება. პირველის …

„ხალხი, რომელსაც ახლა სცემენ, თქვენი დაცვის წინა ხაზია“ – ზურაბ ჯაფარიძის მიმართვა მდუმარეებს

„გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე, მორიგ წერილს ავრცელებს ციხიდან. წერილით, რომელიც მისი ფეისბუქის გვერდზე დღეს, 1-ელ ივლისს, საღამოს გამოქვეყნდა, ზურა ჯაფარიძე მათ მიმართავს, ვინც არსებულ პოლიტიკურ კრიზისში დუმილს ირჩევს. „ბათუმელები“ სრულად, სტილის დაცვით გთავაზობთ მის წერილს. „ყველას მოგადგებიან“, „ყველას შეგეხებათზეც“დავწერ ორ სიტყვას. ხშირად მესმის ეს ფრაზა ბოლო დღეებში TV-დან, მაგრამ განცდა მრჩება, რომ …

თუ ჯარიმას არ გადაიხდით, მეორე ჯერზე დაგაპატიმრებენ – „ოცნების“ მორიგი ინიციატივა პროტესტის წინააღმდეგ

„ქართულ ოცნებას“ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ახალი ცვლილებები დაჩქარებული წესით შეაქვს. ცვლილებები შეეხება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის: 166-ე, 173-ე, 173-ე მე-16 პრიმა და 174-ე პრიმა მუხლებს. ეს სწორედ ის მუხლებია, რომლებიც ხშირად გამოიყენება საპროტესტო მოძრაობაში ჩართულ ადამიანებთან მიმართებით. ცვლილებების მიღების შემდეგ, თუ აღნიშნული მუხლების დარღვევის მიზეზით დაჯარიმებული პირი შესაბამის ჯარიმას არ გადაიხდის, ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, მის …

ნიკა გვარამიას 8 თვით მიუსაჯეს პატიმრობა წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო

დღეს, პირველ ივლისს, პარტია „ახალის“ ლიდერს, ნიკა გვარამიას 8 თვით მიუსაჯეს პატიმრობა. მას 2 წლით აეკრძალა საჯარო სექტორში თანამდებობის დაკავებაც. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ჯვებე ნაჭყებიამ მიიღო. ნიკა გვარამიაც ე.წ. „თეა წულუკიანის საგამოძიებო კომისიაზე“ არმისვლისთვის გაასამართლეს. ნიკა გვარამია ბრალდებულია სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით, რაც საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას გულისხმობს. პროკურატურა …

„მოვითხოვთ, შეწყდეს თანამოქალაქეების პოლიტიკურად მოტივირებული დევნა“- ზალდასტანიშვილის აკადემია

გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიის თანამშრომელთა და კურსდამთავრებულთა ნაწილი ერთობლივ განცხადებას აქვეყნებს. ისინი გმობენ საქართველოში მიმდინარე რეპრესიებს, რომელსაც „ქართული ოცნება“ ატარებს. „ბათუმელები“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „ჩვენ, გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიის მასწავლებლები, თანამშრომლები, კურსდამთავრებულები და სამეთვალყურეო საბჭოს წევრები შეშფოთებულები ვართ იმ რეპრესიული პოლიტიკით, რომელსაც ხელისუფლება ახორციელებს სამოქალაქო საზოგადოების მიმართ. პოლიტიკური რეპრესიების სამიზნე გახდნენ ყველა პროფესიისა …

„რეჟიმმა ჯერ ვერ შეძლო გათითოკაცება, რაც დიქტატურის წინაპირობაა“ – ინტერვიუ

„არგუმენტაცია – თუ ხმას არ ამოვიღებთ, რეჟიმი შესაძლოა ჩვენ არ შეგვეხოს, არის იმის მაჩვენებელი, რომ რეჟიმმა ჯერჯერობით ვერ შეძლო საქართველოს მოსახლეობის, ქართული საზოგადოების გათითოკაცება, რაც მთავარი წინაპირობაა იმის, რომ დიქტატურა დამყარდეს – არ უნდა მაინტერესებდეს ჩემს მეზობელს დაიჭერენ, დახვრეტენ, თუ გადაასახლებენ. მთავარია, მე არ შემეხონ,“ – მიიჩნევს პუბლიცისტი ზაალ ანდრონიკაშვილი. მას წინააღმდეგობაზე ვესაუბრეთ, რომელიც საქართველოში …

„ვუერთდები ელენე ხოშტარიას და მეც ვაცხადებ შიმშილობას“ – ბათუმელი მედროშე

„საზღვარგარეთიდან ვუერთდები ელენე ხოშტარიას მიერ რუსთაველის გამზირზე დაწყებულ პროტესტის უკიდურეს ფორმას და მეც ვაცხადებ შიმშილობას!“ – მოგვწერა ბათუმელმა მედროშემ, თემურ ქათამაძემ. ელენე ხოშტარიამ  – კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა შიმშილობა პარლამენტთან 27 ივნისს დაიწყო. მისი თქმით, „ქართული ოცნების” ხელისუფლებასთან ბრძოლის გზა ქუჩაში პროტესტი და რევოლუციაა. დღეს, 28 ივნისს, ელენე ხოშტარიასთან ერთად შიმშილობა გამოაცხადა პარტია „ახლის“ ლიდერმა …

ნიდერლანდები საგარეო: ოპოზიციის ლიდერების დაკავება ქვეყნის დემოკრატიას უდიდეს დარტყმას აყენებს

ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება საქართველოში აქტივისტებისა და პოლიტიკოსების დაკავებებს. „ქართული ოცნების” ხელისუფლების მიერ ოპოზიციის ლიდერების დაკავება და გასამართლება, სამოქალაქო საზოგადოების დევნა ქვეყნის დემოკრატიას უდიდეს დარტყმას აყენებს. საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებ, შეასრულოს დემოკრატიული პრინციპებისა და კანონის უზენაესობის მიმართ ქვეყნის მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებები,“ – აღნიშნულია ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრის კასპარ ველდკამპის მიერ დღეს, 28 ივნისს გავრცელებულ …

“რევოლუცია და გარეთ, ქუჩაში ამათი დამხობა არის ერთადერთი გზა” – ელენე ხოშტარიამ შიმშილობა დაიწყო

„ახლა, როდესაც რეჟიმი ახალ შეტევაზე გადმოვიდა და პრაქტიკულად, ყველა პოლიტიკოსი დაიჭირა, მე მინდა ბრძოლის ახალი ფორმა გამოვაცხადო. ეს არ არის ემოციური ფორმა. ეს გამარჯვებაზე ორიენტირებული პროტესტია, მე ვიწყებ შიმშილობას აქ, არ მოვიცვლი ფეხს რუსთაველიდან. ეს შიმშილობა არ არის თავგანწირული, სასოწარკვეთილი ნაბიჯი, ძალიან მტკიცე გადაწყვეტილებაა,“ – ეს განცხადება „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ დღეს, 27 …

„ადრე თუ გვიან შეიძლება დაგიჭირონ, თუ გაქვს ღირსება“ – ზვიად რატიანის დაკავებაზე

პოეტი ზვიად რატიანი, რომელიც არაერთხელ გახდა სისტემის მხრიდან ფიზიკური თუ სხვა ტიპის ძალადობის მსხვერპლი, შესაძლოა 7 წლით ჩასვან ციხეში. მას პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. რატომ გაარტყა პოეტმა სილა პოლიციელს? – ამ თემაზე „ბათუმელები“ სცენარისტ ქეთი დევდარიანს და პოეტ პაატა შამუგიას ესაუბრა. ქეთი დევდარიანი მიიჩნევს, რომ ზვიად რატიანის დაკავება ნიშნავს ადამიანის გასამართლებას ღირსებისთვის. „მე ვფიქრობ, ეს სილაც …

პარანოიდულ სისტემაში სამიზნეა ყველა, გამონაკლისის გარეშე – გიორგი მაისურაძე

„სამიზნე ვინ არის? – ყველა, აბსოლუტურად ყველა, აქ გამონაკლისი არ არსებობს, ჩემი და შენი არ არსებობს ამ მომენტში“ – ასე გვიპასუხა ფილოსოფოსმა გიორგი მაისურაძემ კითხვაზე – როგორ და რატომ ხდება, რომ „ოცნების“ ხელისუფლება მსახიობს, პოეტს, პედაგოგს, სცენარისტს, სტუდენტს იჭერს და სჯის. „ოცნება“ სჯის ადამიანებს, რომელთა სახელთანაც, ამ დრომდე, მხოლოდ წარმატებული როლის, ჯილდოს, განათლებისა და სასარგებლო …

„ზვიად რატიანის ქმედების მიზანი არ ყოფილა პოლიციელისთვის ზიანის მიყენება“ – „პენ საქართველო“

„პენ საქართველო“ განცხადებას ავრცელებს პოეტ ზვიად რატიანის დაკავებასთან დაკავშირებით. „პენ საქართველო, საქართველოს წიგნის ასოციაცია, ქართველი მწერლები, მთარგმნელები, გამომცემლები და ლიტერატურის სფეროში დასაქმებული ადამიანები, შეშფოთებას გამოვთქვამთ ცნობილი ქართველი პოეტის, ზვიად რატიანის დაკავების გამო. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის, რომ ზვიად რატიანი დაკავებულია სისხლის სამართლის წესით და წარდგენილი ბრალდებით მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. საგანგაშოა ის პრაქტიკა, რაც …

„რეჟიმი დგას ტყუილზე. მთავარი ტყუილია, რომ ისინი არიან უმრავლესობა“ – ზურა ჯაფარიძის წერილი

„გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერი, ზურა ჯაფარიძე, მორიგ წერილს ავრცელებს ციხიდან. წერილში, რომელიც მისი ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნდა და 25 ივნისით თარიღდება, ზურა ჯაფარიძე წერს საქართველოში მიმდინარე პროტესტისა და წინააღმდეგობის ეფექტურად გაგრძელების საკუთარ ხედვაზე. „ისევ იმის თქმით დავიწყებ, რომ მე მხოლოდ TV-ს ვუყურებ, ნული წვდომა მაქვს სოცქსელებთან და პრაქტიკულად ნული კომუნიკაცია პოლიტიკოსებთან. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ესაა …

უფასოდ ვერავინ დაგიცავს, ვერც ფეისბუქზე დაწერ, მედია ვერ გააშუქებს – „ოცნება“ ყველა კარს კეტავს

„ახლა მხოლოდ ის კი არ არის რისკი, რომ მოქალაქე, რომელსაც დახმარება სჭირდება და იურისტის დაქირავების შესაძლებლობა არ აქვს, დაუცველი დარჩება. ის უკვე მედიასაც ვეღარ მიაკითხავს, რადგან მისთვის აღარავის ეცლება და ეს მოხდება ისედაც უსამართლო სასამართლოს პირობებში“ – ამბობენ უფლებადამცველები, რომლებიც საქართველოში წლების განმავლობაში მუშაობდნენ, რომ კვალიფიციური დახმარება გაეწიათ იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც ადვოკატის დაქირავების საშუალება არ …

„ერთი შანსი გვაქვს იმისთვის, რომ წუმპიდან ამოვიდეთ“ – არმაზ ახვლედიანი

„დღეს უკვე ვართ იმ ვითარებაში, როცა სამოქმედო არეალი იმდენად შევიწროებული აქვს როგორც ოპოზიციას, ისე საზოგადოების აქტიურ ნაწილს, რომ ფაქტობრივად, ამ წუმპიდან ამოსვლისთვის შეიძლება გვქონდეს ერთი შანსი დარჩენილი, მაგრამ ამ შანსის რეალიზებისთვის დრო არის დარჩენილი ძალიან მცირე“, – ამბობს არმაზ ახვლედიანი, პოლიტიკოსი, თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის დამფუძნებელი. 7 ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ლიდერი ციხეშია. შესაძლოა დააკავონ სხვებიც. …

ბათუმელი მასწავლებლები დაკავებული პედაგოგის მხარდასაჭერად 26 ივნისს აქციას გამართავენ

26 ივნისს ბათუმში მასწავლებლების აქცია ანონსდება პატიმრობაში მყოფი მასწავლებლისა და აქტივისტის, ნინო დათაშვილის მხარდასაჭერად. „სოლიდარობა ნინო დათაშვილს და სინდისის პატიმრებს“ – ასეთია აქციის სლოგანი. ბათუმში აქცია 26 ივნისს, 19 საათზე, დრამატულ თეატრთან, ილია ჭავჭავაძის ძეგლთან გაიმართება. რა ხდება? ნინო დათაშვილს „ოცნების“ პროკურატურა საჯარო მოსამსახურეზე განხორციელებული თავდასხმას ედავება. ნინო დათაშვილი 20 ივნისს დააკავეს. როგორც სასამართლოში აღინიშნა, …

„სოლიდარობა ნინო დათაშვილს“ – მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულთა კლუბი

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულთა კლუბის წევრები სოლიდარობას უცხადებენ პატიმრობაში მყოფ მასწავლებელსა და აქტივისტს, ნინო დათაშვილს. კლუბის წევრებმა განცხადება დღეს, 24 ივნისს გაავრცელეს. „ჩვენ, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულთა კლუბის წევრები, სრულ მხარდაჭერასა და სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს კოლეგას, ნინო დათაშვილს. მასწავლებელი არის ადამიანი, ვინც არა მხოლოდ ცოდნას გადასცემს მოსწავლეებს, არამედ ასწავლის ადამიანობას, სამართლიანობას, თანადგომას, სოლიდარობასა და პასუხისმგებლობას. …

Exit mobile version