„ოცნების ქალაქის“ მშენებლობისთვის „ანაგი“ ქედაში ხრეშს ულიცენზიოდ მოიპოვებს – ახალი განკარგულება

„ოცნების“ მთავრობამ გამოსცა განკარგულება, რომლის თანახმადაც „ოცნების ქალაქში“ მშენებლობისთვის შპს „ანაგი“ ქვიშა-ხრეშს ულიცენზიოდ მოიპოვებს. „ანაგის“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე განკარგულებას ირაკლი კობახიძემ ხელი 2026 წლის 6 თებერვალს მოაწერა. ამ განკარგულებით „ანაგი“ სამი თვის ვადით გათავისუფლდა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან და მიეცა უფლება, მოიპოვოს 13 567 კუბური მეტრი ქვიშა-ხრეში ქედის მუნიციპალიტეტში, დაბა ქედის ადმინისტრაციული …

ხანძარი „ოცნების ქალაქში“ – დაიწვა რამდენიმე ბარაკი

ხანძარი იყო დღეს, 13 ოქტომბერს ბათუმში, ე.წ. „ოცნების ქალაქში“ . „ბათუმელების“ ინფორმაციით, დაიწვა 4 საცხოვრებელი ბარაკი. სამაშველო სამსახურის ინფორმაციით ხანძარი უკვე ჩამქრალია: „დაიწვა რამდენიმე ბარაკი. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა“.    

უსახლკაროებმა ბათუმში სახელმწიფოს კუთვნილი შენობა დაიკავეს – „ძალით გამოგიყვანთო“

20-მდე ადამიანმა, რომლებიც ამბობენ, რომ უსახლკაროები არიან, ბათუმში, მეტაქსას ქუჩაზე სახელმწიფოს კუთვნილი, ძველი შენობა დაიკავა. „გუშინ დილით შემოვედით, გამთენია იყო,“ – გვიყვება შორენა კონცელიძე, – „დღეს მოვიდნენ პოლიციელები და გვითხრეს, თუ ნებით არ დატოვებთ შენობას, ძალით გაგიყვანთო… ვითხოვთ ყურადღებას, წასასვლელი არსად გვაქვს. აქ არც შუქია, არც წყალი და არაფერი, მაგრამ სხვა გამოსავალი არ გვაქვს, სახელმწიფოს …

ხანძარი „ოცნების ქალაქში“

დღეს, 20 მარტს, ბათუმში, „ოცნების ქალაქის“ დასახლებაში ხანძარი გაჩნდა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ცეცხლი ერთ-ერთ საცხოვრებელ ბარაკში გაჩნდა და საოჯახო ნივთები დაიწვა. ხანძრის შედეგად დაიწვა კიდევ ერთი ბარაკის სახურავი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პრესცენტრის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.

„4 მეტრი სიღრმის თხრილია ღიად დატოვებული, შეიძლება ბავშვი ჩავარდეს“ – მოქალაქე ოცნების ქალაქიდან

„4 მეტრი სიღრმის თხრილია ნახევრად ღიად დატოვებული, ნებისმიერ დროს შეიძლება აქ ბავშვი ჩავარდეს, მაგრამ ყურადღებას არავინ გვაქცევს,“ – ამბობს ვეფხვია ბერიძე. ის „ოცნების ქალაქში“ ცხოვრობს, სადაც 15 თებერვალს, თხრილში ორი ბავშვი დაიღუპა. მოქალაქის თქმით, „ოცნების ქალაქში“, ამჯერად მის საცხოვრებელ ბარაკთან ახლოს, 4-მეტრი სიღრმის კანალიზაციის თხრილია. „ოცნების ქალაქში“ ასობით ოჯახი წლებია კანალიზაციის სისტემის გარეშე ცხოვრობს. გუშინ, …

„ოცნების ქალაქში“ შენობის სახურავი ჩატყდა – დაშავდა ერთი ადამიანი

დღეს, 27 თებერვალს, ბათუმში, „ოცნების ქალაქში“ სავარაუდოდ თოვლმა დააზიანა, ჩატეხა სახურავი ძველი შენობის, სადაც დაახლოებით 28 ოჯახი ცხოვრობს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა, იგი კლინიკაში გადაიყვანეს. ადგილზე იმყოფება აჭარის არალეგიტიმური მთავრობის ჯანდაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე. „აჭარა თაიმსის“ პირდაპირ ეთერში ნინო ნიჟარაძემ თქვა, რომ დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ოჯახებს ქირით გაყვანას სთავაზობენ, თუმცა რამდენიმე …

შაბათს ბათუმში მდუმარე მარში გაიმართება – „ოცნების ქალაქში“ დაღუპული ბავშვებისთვის

22 თებერვალს, შაბათს, ბათუმში მდუმარე მარში გაიმართება. მარში 22 თებერვალს, 17:00 საათზე, ბათუმის ცენტრალური პარკის კოლონადებიდან [მემედ აბაშიძისა და პეტრე მელიქიშვილის ქუჩების კვეთაში] დაიწყება. როგორც ფეისბუქზე დაანონსებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მდუმარე მარში „ოცნების ქალაქში“ დაღუპულ ორ ბავშვის ხსოვნის პატივსაცემად იმართება. „ოცნების ქალაქში“ ანდრიას და ლევანის დაღუპვიდან 4 დღე გავიდა. რატომ არ გამოცხადდა გლოვა ქვეყანაში? რატომ არ …

უსაფრთხოების ღობე „ოცნების ქალაქში“ კობახიძის დასაცავად, მხოლოდ ერთი დღით იყო

„ჩანს რამე, ღობე არის? ღობე როდის არის იცით? როცა მთავრობის წარმომადგენლები მოდიან, მაშინ აკეთებენ ღობეს,“ – ეს „ოცნების დასახლებაში“ მცხოვრებმა ერთ-ერთმა მოქალაქემ გვითხრა 2025 წლის 15 თებერვალს, როცა ამ დასახლებაში 4 და 6 წლის ბავშვები წყლით სავსე თხრილში ჩავარდნენ და დაიღუპნენ. ბავშვები დღეს, 17 თებერვალს დაკრძალეს. რატომ არ იყო მოწყობილი უსაფრთხოების ღობე, როცა „ოცნების ქალაქის“ …

ბათუმში დაკრძალეს „ოცნების ქალაქში“ დაღუპული ორი ბავშვი

დღეს, 17 თებერვალს, დაკრძალეს ბათუმში, „ოცნების ქალაქში“, ორი ბავშვი – 4 და 6 წლის ბიჭები, რომლებიც  წყლით სავსე თხრილში ჩაცვივდნენ და დაიღუპნენ. ბავშვები 15 თებერვალს დაიღუპნენ. თხრილიდან ამოყვანის შემდეგ ისინი კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა. შს სამინისტროს ცნობით, ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის 116-ე მუხლით – სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით. ადგილი, სადაც ბავშვები დაიღუპნენ, …

„ოცნება“ ჟურნალისტების დისკრედიტაციით და მათგან მტრის ხატის შექმნითაა დაკავებული – ქარტია

გუშინ, 15 თებერვალს, ბათუმში, „ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე, თხრილში ორი ბავშვი – 4 და 6 წლის ბიჭი, ჩავარდა. ბავშვები რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ იპოვეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ორივე მათგანი დაიღუპა. შემთხვევის გასაშუქებლად მისულ ჟურნალისტებს ხელისუფლებასთან დაახლოებული „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებთა ერთი ჯგუფი  დაუპირისპირდა. ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალეს „ბათუმელების“, „აჭარა თაიმსის“, ტვ პირველის, საქართველოს …

“მომხდარი ტრაგედია სახელმწიფო სტრუქტურების უმოქმედობას ადასტურებს” – საია

ბათუმში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია განცხადებას ავრცელებს. „ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე 15 თებერვალს ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა. საია უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახის წევრებს და მიიჩნევს, რომ მომხდარი არ შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ უბედურ შემთხვევად. მომხდარი ტრაგედია სახელმწიფო სტრუქტურების უმოქმედობას და სიცოცხლის უფლებასთან მიმართებით ვალდებულებების დარღვევას ადასტურებს. „არაერთი ადგილობრივის ცნობით, ტერიტორია არ ყოფილა შემოსაზღვრული, არც რაიმე …

„ოცნების“ გამოხმაურება „ოცნების ქალაქში“ ბავშვების დაღუპვაზე

15 თებერვალს ბათუმში, „ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე, თხრილში ორი ბავშვი – 4 და 6 წლის ბიჭი ჩავარდა. ბავშვები რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ იპოვეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ორივე მათგანი დაიღუპა. ადგილი, სადაც ბავშვები დაიღუპნენ მცირე მანძილით არის დაშორებული იმ ადგილიდან, სადაც 8 თებერვალს, „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ოცნების ქალაქის“ მშენებლობის მეორე …

ჟურნალისტებისთვის მუშაობაში ხელშეშლა საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდების შეზღუდვას ისახავს მიზნად – კოალიცია

მედიის ადვოკატირების კოალიცია ბათუმში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება, რა დროსაც “ოცნების ქალაქის” ტერიტორიაზე ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა. კოალიცია უსამძიმრებს ბავშვების მშობლებს, ნათესავებსა და ახლობლებს. ასევე, მიმართავს „ქართულ ოცნებას“ და მიუთითებს, რომ მათი მხრიდან ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონო ხელშეშლის ქმედებები ერთის მხრივ, საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდების შეზღუდვას ისახავს მიზნად, მეორე მხრივ კი შესაძლო დამნაშავე პირების პასუხისმგებლობის დაფარვას. „განსაკუთრებით შემაშფოთებელია …

„ოცნების ქალაქში“ ორი ბავშვის დაღუპვაზე გამოძიება დაიწყო

შს სამინისტროს ცნობით, გამოძიება დაიწყო ბათუმში, „ოცნების ქალაქში“ ორი ბავშვის დაღუპვის ფაქტზე. „ოცნების ქალაქში“ ორი ბავშვი 15 თებერვალს წყლით სავსე თხრილში ჩავარდა. პირველადი ინფორმაციით, ბავშვები რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ იპოვეს და კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მათი გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს. შს სამინისტროს ცნობით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის 116-ე მუხლით – სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით [ისჯება შინაპატიმრობით, ვადით ექვსი …

„ოცნების ქალაქში“ 2 ბავშვი წყლით სავსე თხრილში ჩავარდა და დაიღუპა

15 თებერვალს, ბათუმში, „ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე ორი ბავშვი თხრილში ჩავარდა და დაიღუპა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, დაღუპული არიან 4 და 6 წლის ბავშვები. პირველადი ცნობებით, ბავშვები იმ ტერიტორიაზე ჩავარდნენ ორმოში, სადაც სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს და მათ რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ. დაღუპულების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს ბათუმის მერიაც. „უბედური შემთხვევა მოხდა ქალაქ ბათუმში, ფრ. ხალვაშის გამზირის #188-ის მიმდებარედ. წყლით …

209 ათასი ლარი დაიხარჯა ღონისძიებისთვის, რომელსაც კობახიძე დაესწრო ბათუმში

„ოცნების“ მთავრობის განცხადებით ბათუმში „ოცნების ქალაქის“ მშენებლობის მეორე ეტაპი იწყება. „მშენებლობის საფუძვლის ჩაყრასთან დაკავშირებით სიმბოლური კაფსულის ჩაგდების ღონისძიება“ კი 8 თებერვალს გამართეს, რომელსაც ქვეყნის არალეგიტიმური პრემიერი ირაკლი კობახიძე და აჭარის არალეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე დაესწრო. ამ ღონისძიებაში აჭარის ბიუჯეტიდან 209 ათასი ლარი დახარჯეს. დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ „კაფსულის ჩაგდების ღონისძიება“ აჭარაში დაგეგმილი არ ჰქონდათ, ამიტომ …

ვინ არ ურთავს 2 შვილის დედას დენს ქოხში – „მცივაო, რომ მეუბნება ბავშვი, რა ვქნა?“

12-წლიანი ემიგრაციის შემდეგ ცისანა ხიმშიაშვილი საქართველოში დაბრუნდა, თუმცა ახლა მის ოთხსულიან ოჯახს ბათუმში, „ოცნების ქალაქში“, პატარა ქოხში, შუქისა და წყლის გარეშე უწევს ცხოვრება. ცისანას უმცროსი შვილი ორი წლისაა, უფროსი კი – 13 წლის. ბავშვები თითქმის ორი თვეა ცივ და უშუქო ქოხში ცხოვრებენ. „საკუთარ ქვეყანაში მინდოდა დაბრუნება, რომ ჩემი შვილებისთვის რაღაც ფუძე დამედო. ვალები მქონდა, ამიტომ …

„ოცნების“ კოორდინატორი ახალ სქემაზე – ვინ რისთვის მიჰყავთ „ოცნების ქალაქიდან“ საჯარო რეესტრში | ვიდეო

„ოცნების“ კოორდინატორებმა ადგილზე მოიყვანეს მარშუტკები და რეესტრში წაგვიყვანეს – დაგვარეგისტრირეს. რა დოკუმენტიც იუსტიციაში მოგვცეს, ყველაფერი კოორდინატორებს დავუტოვეთ, ასე გვითხრეს, ჩვენ უნდა ჩაგვაბაროთო,“ – ერთნაირად გვიყვებიან ახალ ამბავს „ოცნების ქალაქის“ ახალ კორპუსებში შესახლებულები. ე.წ. ოცნების ქალაქში 12-წლიანი ლოდინის შემდეგ საარჩევნო, 2024 წელს წელს, 600-მდე ოჯახს ბინა გადასცეს. ამჯერად ბინები ამ ოჯახების საკუთრება ფორმდება. ქოხებში დარჩენილებიც წაიყვანეს …

„ოცნების ქალაქში“ მომხდარ მკვლელობაზე რა გადაწყვიტა უზენაესმა სასამართლომ

უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლოს მიერ ბათუმში, „ოცნების ქალაქში“ მომხდარი მკვლელობის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება: მსჯავრედებული ჯამბულ მ. 16 წელი დარჩება ციხეში. საუბარია 2021 წლის 3 იანვარს „ოცნების ქალაქში“ მომხდარ მკვლელობაზე – ჩხუბის დროს 44 წლის კაცი მოკლეს, ხოლო 27 წლის კაცი დაჭრეს. გარდაცვლილი და დაჭრილი ბრალდებულის მეზობლები იყვნენ. მკვლელობისთვის გასამართლებული კაცი – ჯამბულ მ. …

ხანძარი „ოცნების ქალაქში“ – დაიწვა 4 შენობა

დღეს, 28 ივნისს „ოცნების ქალაქში“ ქოხები დაიწვა. წინასწარი ინფორმაციით, სრულიად დამწვარია ოთხი შენობა, სამი კი ნახევრად დაზიანდა. ხანძრის შედეგად დაიწვა ერთი ავტომობილიც. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია. ადგილზე იმყოფება პოლიცია. საგანგებო სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად მსუბუქად დაშავდა 5 ადამიანი.

არსებობს „ოცნების ქალაქში“ კორპუსებში შეჭრის საშიშროება – სამინისტრო ბინებს 1 თვეში გასცემს

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო დაცვის პოლიციასთან „ოცნების ქალაქში“ ახალაშენებული კორპუსების დასაცავად ხელშეკრულებას გააფორმებს. სამინისტროს ინფორმაციით, არსებობს კორპუსებში მოქალაქეთა თვითნებურად შეჭრის მაღალი რისკი. „მოქალაქეების მიერ მასობრივად, თვითნებურად დაკავების საშიშროების არსებობიდან გამომდინარე“ პოლიციის მიერ კორპუსების 1 თვის განმავლობაში დასაცავად სამინისტრო 54 999 ლარს გადაიხდის. აჭარის სამინისტრომ შესყიდვების სააგენტოს თანხმობისთვის უკვე მიმართა.   „გაცნობებთ, რომ არსებობს მოქალაქეთა …

„ოჯახებს სამინისტროდან უკავშირდებიან“ – ბინების გადაცემის ცერემონია ბინების გარეშე „ოცნების ქალაქში“

დღეს, 5 ივნისს, აჭარის მთავრობამ „ოცნების ქალაქში“ ახალი ბინების გადაცემის ცერემონია გამართა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრიც ესწრებოდა. ბინა კი, სიმბოლურად მხოლოდ ერთ ოჯახს გადასცეს. ამ ეტაპზე 582 ბინაა გასაცემი. „დანარჩენი ოჯახების სიაც შედგენილია, თუ ვინ მიიღებს ბინას და მათ სამინისტროს წარმომადგენლები უკვე უკავშირდებიან.“ – გვითხრეს აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში. ვინ არის სიაში და როდის …

მადლობა ჩინეთს იმისათვის, რომ მან შეინარჩუნა მანამდე დაკავებული პოზიცია – ირაკლი კობახიძე

„მადლობა ჩინეთს იმისათვის, რომ მან შეინარჩუნა მანამდე დაკავებული პოზიცია”, – თქვა ირაკლი კობახიძემ დღეს, 5 ივნისს გაეროს რეზოლუციის შეფასებისას, რომელიც აფხაზეთსა და ცხინვალში დევნილების დაბრუნებას ეხება. ჩინეთს სტრატეგიულ პარტნიორად აცხადებთ, როცა მან მხარი არ დაუჭირა გაეროს რეზოლუციას – შეახსენეს პრემიერ-მინისტრს ჟურნალისტებმა. „ჩინეთი მყარად აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ეს არის ჩინეთის ოფიციალური პოზიცია, თქვენ …

„ოცნების ქალაქში“ კორპუსებს ვალაგებთ – მშენებელი კომპანია

„ოცნების ქალაქში“ დასრულებულია საცხოვრებელი კორპუსები, როგორც მშენებელ კომპანიაში გვითხრეს, თუმცა კონკრეტულად როდის ჩაიბარებს კორპუსებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, უცნობია. შესაბამისად, უცნობია, როდის და რომელ ოჯახებს გადასცემენ აქ ბინებს. ახალ კორპუსებში 582 ბინაა. როდის გადასცემენ ამ ბინების „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებთ, ამ კითხვაზე პასუხი ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან „ბათუმელებმა“ ვერც ამჯერად მიიღო. „სამუშაოები გასული წლის ბოლოსთვის …

ოცნების ქალაქში მცხოვრები 13 წლის გიორგის ოპერაციისთვის დედა დახმარებას ითხოვს

ბათუმში, „ოცნების ქალაქში“ მცხოვრები მოზარდის დედა საზოგადოებას დახმარებას სთხოვს. თითქმის ერთი თვეა 13 წლის გიორგის დედა, მარინა ბერიძე ცდილობს შვილს საქართველოს კლინიკებში უმკურნალოს. თუმცა, მისივე თქმით, მოზარდის მდგომარეობა უკეთესისკენ არ იცვლება, ახლა მოზარდს რთული ოპერაცია სჭირდება. სამედიცინო დოკუმენტაციის თანახმად, 13 წლის გიორგის დიაგნოზი ახლა პნევმონია და პიოთორაქსია – ჩირქის დაგროვება პლევრულ ღრუში. სამედიცინო დოკუმენტაციაში აღნიშნულია, …

ვინ [ვერ] მიიღებს ბინას „ოცნების ქალაქში“

ბათუმში, „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებლებისთვის როდის დაიწყებენ ბინების გადაცემას, ინფორმაციას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში კვლავ არ აკონკრეტებენ. სამინისტროდან „ბათუმელებმა“ ვერც ის ინფორმაცია მიიღო, თუ როდის ჩაიბარებს აშენებულ კორპუსებს. ამ კორპუსებში 582 ბინაა, რომლებიც პირველ ეტაპზე უნდა გადაეცეთ „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებთ. აჭარის ხელისუფლებისგან „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებლები იმ ოჯახების სიასაც ითხოვენ, რომლებსაც პირველ ეტაპზე გადასცემენ ბინებს, ასევე …

რატომ არ აკონკრეტებს მთავრობა, ვის და როდის გადასცემს ბინებს „ოცნების ქალაქში“

აჭარის მთავრობა დღემდე არ სცემს პასუხს კითხვას, კონკრეტულად როდის დაიწყებს ბინების გადაცემას „ოცნების ქალაქში“. მთავრობა არც იმას ამბობს, როდის ჩაიბარებს „ოცნების ქალაქში“ აშენებულ სოციალურ სახლებს, რომლებშიც ჯამში 582 ბინაა. „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებლები ითხოვენ იმ 582 ოჯახის სიას, ვისაც ამ ბინებს გადასცემენ, დანარჩენი ოჯახები კი საგარანტიო ხელშეკრულებების გაფორმებას ითხოვენ. აჭარის მთავრობა არც სიას აქვეყნებს და არც …

როდის დაიწყებს მთავრობა ბინების გადაცემას „ოცნების ქალაქში“ – მშენებლობა „თითქმის დასრულდა“

„ოცნების ქალაქში“ სოციალური სახლების მშენებლობა, მშენებელი კომპანიის ინფორმაციით, ფაქტობრივად, დასრულებულია. თუმცა აჭარის მთვრობა ამ დრომდე არ აკონკრეტებს, როდის დაიწყებს ბინების გადაცემას. დაპირების მოლოდინში მყოფი „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებლები დღეს ხელშეუხებლობისა და ბინის მიღების გარანტიების წერილობით გაფორმებას ისევ ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში აქ ამბობენ, რომ განაახლებენ აქციებს: „ჩვენ უნდა გვქონდეს გარანტია, რომ ბინებს მივიღებთ, ამასთან, იმის გარანტიაც გვინდა, …

აქცია „ოცნების ქალაქში“ – მონაწილეებმა ფრიდონ ხალვაშის გამზირი რამდენიმე წუთით გადაკეტეს

დღეს, 22 ოქტომბერს, აქციას მართავენ „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებლები. აქციის მონაწილეებმა ბათუმში, „ოცნების ქალაქის“ მიმდებარედ ფრიდონ ხალვაშის გამზირის გადაკეტვა რამდენჯერმე სცადეს, თუმცა პოლიცია მათ ამის უფლებას არ აძლევს. აქციის მონაწილეებმა მხოლოდ რამდენიმე წუთით მოახერხეს გამზირის გადაკეტვა. მათი თქმით, აქციის ერთი მონაწილე პოლიციამ დააკავა. აქციაზე აცხადებენ, რომ მათ ხელისუფლება ყურადღებას არ აქცევს და მოითხოვენ, რომ „ოცნების ქალაქში“ …

როგორ დაიხარჯება 10 მილიონი, რომელიც აჭარაში სტიქიის სალიკვიდაციოდ გამოიყო

აჭარაში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ 2023 წელს დამატებით 10 მილიონი ლარი გამოიყოფა, რომელიც ექვსივე მუნიციპალიტეტზე [მათ შორის ბათუმზეც] გადანაწილდება. „ეს 10 მილიონი არის ჯამში იმ საშემოსავლო გადასახადების გადაჭარბებით შესრულებიდან, რაც შემოვიდა აჭარის ბიუჯეტში და ემატება ამ დროისთვის არსებული ეკონომია სხვადასხვა პროგრამიდან“ – განაცხადეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში. ამავე სამინისტროს ინფორმაციით, თანხა მუნიციპალიტეტებზე გადანაწილდება იმ პრინციპით, …

ხანძარი ოცნების ქალაქში – დაიწვა 2 სახლი

8 იანვარს, ღამით, ხანძარი გაჩნდა ოცნების ქალაქის დასახლებაში. „ბათუმელების“ ინფორმაციით, დაიწვა 2 სახლი, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო სამსახური. როგორც „ბათუმელებს“ ოცნების ქალაქიდან აცნობეს, ამ დროისთვის მეხანძრეებმა ხანძარი უკვე ჩააქრეს.

როგორ აპირებს მთავრობა „ოცნების ქალაქის“ განაშენიანებას – საკრებულომ კონცეფცია დაამტკიცა

„ოცნების ქალაქის“ განაშენიანების კონცეფცია, რომელიც აჭარის მთავრობამ მოამზადა, 15 ჰექტარს მოიცავს. დოკუმენტი მეჯინისწყლის დასახლებაში, კერძოდ, ფრიდონ ხალვაშის ქუჩის #188-ში და მის მიმდებარედ არსებულ ყოფილი სამხედრო ბაზის ტერიტორიას [140551კვ.მ], სამ კერძო მიწის ნაკვეთს და აჭარის მთავრობის საკუთრებაში არსებულ ერთ ნაკვეთს აერთიანებს. კონცეფცია ყოფილი სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე საცხოვრებელი კომპლექსისა და დამხმარე ინფრასტრუქტურის მოწყობის დეტალური გეგმის შემუშავებას გულისხმობს. …

ბათუმის მერიამ „ოცნების ქალაქის“ განაშენიანების კონცეფცია განაახლა

ბათუმის მერიამ გარემოს ეროვნულ სააგენტოში „ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობისთვის მომზადებული განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციისა და სკრინინგის განცხადების განახლებული დოკუმენტაცია წარადგინა. სააგენტომ ბათუმის მერიის მიერ ადრე წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება, 2022 წლის აგვისტოში შეწყვიტა და მერიას შენიშვნები გადაუგზავნა. სააგენტო, სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების [სგშ] ჩატარების საჭიროების დასადგენად, ამჯერად, მერიის მიერ ხელახლა წარდგენილ კონცეფციასა …

„ოცნების ქალაქის“ განაშენიანება – რა შენიშვნები მისცეს ბათუმის მერიას

„ოცნების ქალაქის“ განაშენიანების გეგმასთან დაკავშირებული დოკუმენტების განხილვა გარემოს ეროვნულმა სააგენტომ შეწყვიტა და ბათუმის მერიას შენიშვნები გადაუგზავნა. „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებთა ბინებით უზრუნველყოფა სწორედ ამ გეგმის განხორციელებაზეა დამოკიდებული. სააგენტოში სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების [სგშ] ჩატარების საჭიროების დასადგენად ბათუმის მერიის მიერ წარდგენილი იყო „ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობისთვის მომზადებული განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფცია და სკრინინგის განცხადება. სააგენტომ, აღნიშნულ …

როდის მიიღებენ ბინებს „ოცნების ქალაქში“ – მშენებელს დამატებით 494 ათასი ლარი გამოუყვეს

როდის მიიღებენ ბინებს „ოცნების ქალაქში“ მცხოვრები ოჯახები, ისევ გაურკვეველია. გაურკვეველია ისიც, თუ როდის დასრულდება მათთვის განკუთვნილი სოციალური სახლების მშენებლობა. ამ დრომდე სამინისტროში არც მთლიანი ტერიტორიის განაშენიანების პროექტი აქვთ, რომელიც 2 თვის წინ უნდა ყოფილიყო მზად. „ოცნების ქალაქში“ კორპუსების მშენებლობასა და ტერიტორიის განაშენიანების გეგმა-პროექტისთვის ამ ეტაპზე აჭარის ბიუჯეტიდან ჯამში 40,1 მილიონი ლარი იხარჯება. „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებლებს …

ვინ მიიღებს ბინას „ოცნების ქალაქში“ – კრიტერიუმები დააზუსტეს

აჭარის მთავრობამ „ოცნების ქალაქში“ ბინის გაცემის რიგითობის კრიტერიუმები განსაზღვრა. დოკუმენტის მიხედვით, რომელიც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ უმაღლეს საბჭოს წარუდგინა, პირველ ეტაპზე ბინებს მიიღებენ ოჯახები, რომლებსაც ახალი კორპუსების მშენებლობის დასაწყებად დაკავებული ტერიტორიების გათავისუფლება მოუწევთ. „ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე მცხოვრები ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ პროგრამის მიხედვით პირველ ეტაპზე ბინებს მიიღებენ ასევე ოჯახები, რომელთა შემადგენლობაშია შშმ სტატუსის მქონე …

Exit mobile version