„აქაურობა ფეკალიებით დაიტბორა, ჩნდება ეპიდემიის საფრთხე“ – აქცია ოცნების ქალაქში

„ოცნების ქალაქში“ მცხოვრებლებმა დღეს, 6 მარტს, საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი დასახლებულ ტერიტორიაზე ეპიდემიის გავრცელების საფრთხეებზე საუბრობენ. მოქალაქეების თქმით, რადგან დასახლებას არ აქვს საკანალიზაციო სისტემა, ფეკალური მასები მიწის ზედაპირზე ამოედინება, რაც გაუსაძლის პირობებს ქმნის. „ფეკალური მასებით დაიტბორა დასახლების ნაწილი, სადაც ბევრი ბავშვი ცხოვრობს. სასწრაფოდ უნდა გატარდეს შესაბამისი ზომები, რადგან ეპიდემიის და ვირუსების აფეთქება გარდაუვალი იქნება. კორონავირუსია, …

აჭარაში 3 პროექტის სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობაზე 1,8 მილიონი ლარი დაიხარჯება

„ოცნების ქალაქში“ კორპუსების, გოროდოკის დასახლებაში სახელოვნებო სკოლისა და ხულო-გოდერძის გაზსადენის მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობისთვის აჭარის ბიუჯეტიდან 1,8 მილიონი ლარია გამოყოფილი. ზედამხედველის შესარჩევად აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 1 824 000 ლარია. ამ თანხით სამინისტრო, მეჯინისწყლის დასახლებაში [„ოცნების ქალაქში“] საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის, ბათუმში სახელოვნებო სკოლის მშენებლობის საპროექტო დოკუმენტაციის რევიზიის, ამავე ობიექტის …

„ოცნების ქალაქს“ ორი დღეა წყალი არ მიეწოდება

„ოცნების ქალაქს“ ორი დღეა წყალი არ მიეწოდება. ამის შესახებ „ბათუმელებს“ ფეისბუკის მეშვეობით შეგვატყობინეს. როგორც ირკვევა, დასახლებას წყალი 20 თებერვლის შემდეგ აღარ მიეწოდება. „დღის მეორე ნახევარში გაითიშა და მას შემდეგ არ მოსულა“. დასახლებაში 1000-ზე მეტი ოჯახი ცხოვრობს. მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვები. როგორც „ბათუმის წყალის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში „ბათუმელებს“ ეუბნებიან, წყლის შეწყვეტა დაზიანებამ გამოიწვია. „ავარიული გამორთვა იყო, …

გიორგი გახარია: „ოცნების ქალაქში“ სკოლა და ბაღი აშენდება

დღეს, 21 თებერვალს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ბათუმში იმყოფება საქართველოს შს მინისტრთან, ვახტანგ გომელაურთან ერთად. გახარია „ოცნების ქალაქში“ მივიდა, სადაც ოფიციალურად ჩაეყარა საფუძველი მრავალსართულიანი სახლის მშენებლობას „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებთათვის. გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ საცხოვრებელი სახლების გარდა „ოცნების ქალაქში“ სკოლა და ბაღიც აშენდება. „ოცნების ქალაქში“ ჯამში  სამი საცხოვრებელი კორპუსი უნდა აშენდეს. ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „დაგსა“ და …

„ოცნების ქალაქში“ 38-მილიონიან მშენებლობაზე ხელშეკრულება გაფორმდა

ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „დაგსა“ და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შორის „ოცნების ქალაქში“ კორპუსების მშენებლობაზე ხელშეკრულება დღეს, 13 თებერვალს, გაფორმდა. სახელშეკრულებო ღირებულება 38 745 999 ლარია. სამშენებლო სამუშაოების შესრულების ვადა კი – 2021 წლის 13 ივლისის ჩათვლით პერიოდი. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სატენდერო კომისიის 2020 წლის 3 თებერვლის ოქმის მიხედვით, გამარჯვებულ კომპანია „დაგს“ დაევალა, …

„ოცნების ქალაქში“ ტრაქტორები მუშაობენ – ხელშეკრულება ჯერ გაფორმებული არ არის

„ოცნების ქალაქის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც საცხოვრებელი კომპლექსი უნდა აშენდეს, ტენდერში გამარჯვებული კერძო კომპანიის ტრაქტორები უკვე გამოჩნდა. კომპანიასთან აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ხელშეკრულება ჯერ გაფორმებული არ აქვს. მშენებლობისთვის გამოყოფილ ტერიტორიაზე შპს „დაგის“ კუთვნილი ტექნიკით სამუშაო პროცესის ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელში მოქალაქეებმა გაავრცელეს. ტერიტორია ჯერ შემოღობილიც არ არის. „ბათუმელები“ განმარტებისთვის აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაუკავშირდა. …

ოცნების ქალაქში კორპუსების მშენებლობას სამინისტროს 38,7 მილიონ ლარად სთავაზობენ

ბათუმში, „ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობაზე განმეორებით გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება დღეს, 27 იანვარს, დასრულდა. სახელმწიფო შესყიდვების პორტალის მიხედვით შპს „დაგი“ სამინისტროს კომპლექსის მშენებლობას 38 746 000 ლარად სთავაზობს. ტენდერი აუქციონის გარეშე იყო გამოცხადებული და ამ დროისთვის მხოლოდ ის პრეტენდენტია ცნობილი, რომელიც მშენებლობას სამინისტროს ყველაზე დაბალ ფასად სთავაზობს. მონაწილეობდა თუ არა სხვა პრეტენდენტი ტენდერში, …

დავა „ოცნების ქალაქში“ კორპუსების მშენებლობაზე – ტენდერი

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს კერძო კომპანია შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოში უჩივის. დავის საგანი „ოცნების ქალაქში“ კორპუსების მშენებლობაზე ხელახლა გამოცხადებული ტენდერია, სადაც მომსახურების შესყიდვის სავარაუდო თანხა 39 მილიონ 809 ათას 280 ლარია. შპს „აუდიტური ფირმა ბაკაშვილი და კომპანია“ მიიჩნევს, რომ სატენდერო განცხადების ერთ-ერთი პუნქტი, რომელიც პრეტენდენტის ფინანსური შესაძლებლობების შესახებ მოთხოვნას ეხება, ეწინააღმდეგება კანონმდებლობას. კონკრეტულად: „სატენდერო …

რატომ შეწყვიტა ოცნების ქალაქში კორპუსების მშენებლობაზე გამოცხადებული ტენდერი სამინისტრომ

ბათუმში, „ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობაზე გამოცხადებული ტენდერი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სატენდერო კომისიამ შეწყვიტა. სატენდერო თანხა 41 მილიონ 468 ათასი ლარი იყო, შპს „მაქრო ქონსთრაქშენი“ კი კორპუსების მშენებლობას სამინისტროს 39 მილიონ 809 ათას 280 ლარად სთავაზობდა. ტენდერის შეწყვეტის ოქმში ვკითხულობთ, რომ მიზეზი, „სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში გამოვლენილი რიგი უზუსტობები იყო სამშენებლო მოცულობების ნაწილში“. აჭარის …

„ოცნების ქალაქში“ სახლი იწვის

ბათუმში, „ოცნების ქალაქში“, სახლი იწვის. ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის 4 ჯგუფი მუშაობს. სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

„ოცნების ქალაქში“ კორპუსების მშენებლობას კომპანია მთავრობას 39.8 მილიონად სთავაზობს

დღეს, 16 დეკემბერს, დასრულდა წინადადებების მიღება ტენდერში, სადაც „ოცნების ქალაქში“ საცხოვრებელი კომპლექსის მშენებელი გამარჯვებული უნდა გამოვლინდეს. ელექტრონული ტენდერი, რომელიც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ გამოაცხადა, აუქციონის გარეშე მიმდინარეობს, ამიტომ ამ ეტაპზე სისტემაში მხოლოდ ის პრეტენდენტი ჩანს, რომელმაც მომსახურება სამინისტროს ყველაზე დაბალ ფასად შესთავაზა. სატენდერო თანხა 41 მილიონ 468 ათასი ლარი იყო, შპს „მაქრო ქონსთრაქშენის“ შეთავაზება …

414 ათასი ლარი ოცნების ქალაქში კორპუსების მშენებლობის ზედამხედველობისთვის

ბათუმში, „ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველის შესარჩევად ჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო [სატენდერო] თანხა 414 681 ლარია. „ოცნების ქალაქში“ კორპუსების მშენებლობაზე კი, ტენდერი 41 მილიონ 468 ათასი ლარითაა გამოცხადებული. ამ თემაზე: 41-მილიონიანი ტენდერი „ოცნების ქალაქში“ კორპუსების ასაშენებლად კორპუსების მშენებლობაზე გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება 2019 წლის 11 …

„ოცნების ქალაქში“ ბინების მშენებლობაზე ოპოზიციას კითხვები აქვს

უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ მათ მიერ არაერთხელ იქნა წარდგენილი წინადადება „ოცნების დასახლების“ პრობლემების მოგვარებასთან დაკავშირებით, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლებისგან დღემდე პასუხი არ მიუღიათ. აჭარის მთავრობის მიერ წარმოდგენილი შესაბამისი პროგრამა კი, როგორც ოპოზიცია აცხადებს, კითხვით ნიშნებს აჩენს. საუბარია სოციალური და სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახებისათვის საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფის პროგრამაზე, რომლისთვისაც 2019 წელს გათვალისწინებული იყო …

41-მილიონიანი ტენდერი „ოცნების ქალაქში“ კორპუსების ასაშენებლად

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ქალაქ ბათუმში, მეჯინისწყლის დასახლებაში მდებარე მიწის ნაკვეთზე [ფართობი: 9327 კვ.მ] მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 41 468 000 ლარია. მშენებლობა ხელშეკრულების გაფორმებიდან 18 თვეში უნდა დასრულდეს. პროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით: „სოციალური მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის წარმოადგენს ცამეტსართულიან კარკასული ტიპის შენობას. გარე კედლებისათვის გამოყენებულია 60X30X20 სმ-იანი პენო …

ოცნების ქალაქში სახლებშიც წვიმს [ფოტო]

ე.წ. ოცნების ქალაქი დატბორილია, წყალი შევიდა სახლებშიც, ზოგიერთ სახლში კი წყალი ჭერიდანაც ჩადის. ამ წუთებში ადგილზე შპს „ბათუმის წყლის“ სპეცტექნიკა მუშაობს, დაწყებულია ამოტუმბვის სამუშაოები. „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებლები დღეს აჭარის მთავრობის სახლთან აქციის გამართვას გეგმავდნენ, თუმცა უამინდობის გამო გადადეს. ისინი დაპირებული ბინების მშენებლობის დაგვიანების გაპროტესტებას აპირებდნენ. ე.წ. „ოცნების ქალაქი“ ბათუმთან ახლოს, ხელვაჩაურში, ყოფილი სამხედრო ბატალიონის ტერიტორიაზე 2012 …

„ოცნების ქალაქში“ მცხოვრებლები ბინებს 2021 და 2023 წლებში მიიღებენ – პროგრამა

აჭარის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, „ოცნების ქალაქში“ ასაშენებელ კორპუსებში ბინებს 582 ოჯახი 2021 წელს მიიღებს, ხოლო 968 ოჯახი – 2023 წელს. სოციალური და სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახებისათვის საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფის პროგრამის ბიუჯეტი, პროექტის მიხედვით, 73 მილიონი ლარითაა განსაზღვრული. პროგრამაში ადრე 48 750 000 ლარი იყო გაწერილი და ის 2019-2022 წლებზე იყო გათვლილი. ამ პროგრამით, …

ოცნების ქალაქის მცხოვრებლები აჭარის მთავრობასთან საპროტესტო აქციას გამართავენ

„ოცნების ქალაქის“ მცხოვრებლები 2 ნოემბერს აჭარის მთავრობის სახლის წინ საპროტესტო აქციას გამართავენ, რადგან, მათი განცხადებით, მთავრობა „ოცნების ქალაქში“ საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობას აგვიანებს. გარდა ამისა, აქ მცხოვრები მოსახლეობა ითხოვს, რომ მშენებლობის დაწყებამდე მთავრობამ „ოცნების ქალაქში“ აუცილებელი ინფრასტრუქტურული პრობლემები მოაგვაროს. „ხელისუფლების გადადებულმა საქმეებმა ეჭვი გაუჩინა მოსახლეობას, რადგან გაჭიანურდა როგორც აღწერის პროცესი, ასევე მშენებლობის დაწყებაც. პროექტი მოიტანეს, სადაც …

სამი კორპუსი „ოცნების ქალაქში“ პირველ ეტაპზე – მოსახლეობას პროექტი გააცნეს

დღეს, 13 ოქტომბერს, „ოცნების ქალაქში“ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე რამაზ ჯინჭარაძე და აჭარის ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლები იმყოფებოდნენ. მათ „ოცნების ქალაქის“ მცხოვრებლებს იმ კორპუსების პროექტი გააცნეს, რომელთა აშენება „ოცნების ქალაქში“ იგეგმება. „ავიტანეთ პროექტი და გავაცანით მოსახლეობას. იყო საუბარი, რომ პროექტს ხარვეზები ჰქონდა და არ ჰქონდა ფინანასთა და ეკონომიკის სამინისტროს ჩაბარებული. პროექტი დასრულებულია, სამინისტრომ ჩაიბარა და დაიწყება მუშაობა …

თორნიკე რიჟვაძე: „ოცნების ქალაქში“ მშენებლობაზე ტენდერი მალე გამოცხადდება

დღეს, 30 სექტემბერს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ „ოცნების ქალაქში“ დაანსონსებულ კორპუსების მშენებლობასთან დაკავშირებით, განცხადება გააკეთა. მისი თქმით, პროექტირება დასრულებულია და მშენებლობაზე ტენდერი მალე გამოცხადდება. „მინდა გამოვეხმაურო გუშინ გამართულ შეკრებას ე.წ. ოცნების ქალაქში და კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვთქვა, რომ ყველა ის დაპირება, რომელსაც ჩვენ გავცემთ, მათ შორის „ოცნების ქალაქთან“ დაკავშირებით, რომ ეს დასახლება გადაიქცევა ნამდვილ …

„მერე გვეტყვიან რიჟვაძეს მოსთხოვეთ პასუხიო“ – საპროტესტო აქცია „ოცნების ქალაქში“

„ოცნების ქალაქში“ საპროტესტო აქციაა. შეკრებილები საცხოვრებელი სახლების მშენებლობის დროულად დაწყებას ითხოვენ. „იმ ადგილას შევიკრიბეთ, სადაც მთავრობამ ტერიტორია მოასწორა. არ გვინდა, მოტყუებული დავრჩეთ. დღეს აქ მშენებლობის ლენტი უნდა გაჭრილიყო. მერე მთავრობაც შეიცვლება და გვეტყვიან, რიჟვაძეს მოსთხოვეთ პასუხიო,“ – გვითხრა აქციაზე მყოფმა ცისანა აფხაიძემ. მისივე თქმით, ისინი პერმანენტულ აქციებს გამართავენ, თუკი მთავრობა დაპირებული სახლების მშენებლობას არ დაიწყებს. …

რატომ აჭიანურებს სამინისტრო ოცნების ქალაქში კორპუსების მშენებლობაზე ტენდერის გამოცხადებას

„ოცნების ქალაქში“ საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობაზე ტენდერი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ამ დრომდე არ გამოუცხადებია. „კომპანიისგან გვაქვს პირობა, რომ დაახლოებით ერთ კვირაში ჩაგვაბარებს საბოლოო პროექტს, რის შემდეგაც გამოვაცხადებთ ტენდერს სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე. უკვე მზად გვაქვს ტექნიკური დავალების მონახაზიც“ – ეს განცხადება „ბათუმელებთან“ მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ 7 სექტემბერს გააკეთა. მიუხედავად ამისა, სამინისტროში დღეს, 27 სექტემბერს, გვითხრეს, …

ვის მისცემს სახელმწიფო ბინას „ოცნების ქალაქში“, თუ ცოლ-ქმარი განქორწინდა

36 წლის ნათია (ნათელა) დიასამიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ „ოცნების ქალაქში“ წლების განმავლობაში ცხოვრობდა ქმართან და ორ შვილთან ერთად, თუმცა რამდენიმე თვეა, რაც ქმართან განქორწინდა და ნაქირავებ ბინაში შვილებთან ერთად ცხოვრობს. ნათია სოციალურად დაუცველია. ის საუბრობს მეზობლების და სამთავრობო კომისიის წევრების მხრიდან მორალურ წნეხზე და ამბობს, რომ ცდილობენ  ყოფილი ქმრის სასარგებლოდ ბინაზე უარი ათქმევინონ. „ნაცნობები, მეზობლები …

რა ელით ოცნების ქალაქში დაჯარიმებულებს – მთავრობის თავმჯდომარის განმარტება

„ჩემი ინფორმაციით ეს არის ძველი ადმინისტრაციული წარმოებები და, რა თქმა უნდა, როგორც შიდა ადმინისტრაციული მოკვლევით, ასევე, სასამართლო წესით მოხდება ამ ყველაფრის გადახედვა. კონკრეტული თანამდებობის პირის ჩარევა მიზანშეწონილი არაა,“ – ასე გამოეხმაურა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე „ოცნების ქალაქში“ დაჯარიმებული მოქალაქეების საკითხს. გასულ კვირას „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებმა ოჯახებმა საპროტესტო აქცია გამართეს და მათზე დაკისრებული ჯარიმები გააპროტესტეს. …

რატომ არ იწყება დაპირებული მშენებლობა „ოცნების ქალაქში“

„ოცნების ქალაქში“ დაპირებული მრავალბინიანი სახლის მშენებლობაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ტენდერი ჯერ კიდევ არ გამოუცხადებია. საბოლოო პროექტი და მშენებლობისთვის საჭირო დოკუმენტაცია კი სამინისტროს ერთი თვის წინ უნდა ჰქონოდა. როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, სამინისტროს საბოლოო პროექტი დღემდე არ ჩაუბარებია. „ზუსტდება დეტალები. კომპანიისგან გვაქვს პირობა, რომ დაახლოებით ერთ კვირაში ჩაგვაბარებს საბოლოო პროექტს, რის შემდეგაც გამოვაცხადებთ ტენდერს სამშენებლო …

მერიის პასუხი „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებთ: შესაძლოა, ჯარიმა გასამმაგდეს

„ოცნების ქალაქში“ უკანონო მშენებლობებისთვის დაჯარიმებულ ხუთ ოჯახთან დაკავშირებით ბათუმის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის ზედამხედველობის განყოფილების უფროსმა განგვიმარტა, რომ საუბარია იმ ოჯახებზე, რომელთა იდენტიფიცირებაც მერიამ შეტყობინების საფუძველზე მოახერხა. ირაკლი მოქიამ გვითხრა ისიც, რომ ამ მოქალაქეებს მხოლოდ 3000-ლარიანი ჯარიმა და საურავი კი არა, შესაძლოა გასამმაგებული ჯარიმაც დაეკისროთ – ამას ითვალისწინებს კანონი, რომელიც ამავე ჯარიმის გაუქმების …

„ოცნების ქალაქში“ უკანონო მშენებლობისთვის 6 000 ლარის გადახდა მოუწევთ – საურავი და ჯარიმა  

„ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე ხუთი ოჯახი ბათუმის მერიას საცხოვრებელი სახლის უკანონო მშენებლობისთვის 2018 წელს 3000 ლარით დაუჯარიმებია. „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებ თეა ქონდარიძეს ახლახან მერიის მიერ 2019 წლის 10 აპრილს გამოცემული დადგენილებაც ჩააბარეს, სადაც წერია, რომ მას ჯარიმის გადაუხდელობის გამო დამატებით 3000 ლარის საურავი დაეკისრა. შესაბამისად, ახლა თეა ქონდარიძეს მერიისთვის 6 ათასი ლარი აქვს გადასახდელი. თუმცა, ეს …

ოცნების ქალაქში უკანონო მიშენებისთვის ოჯახები 3000 ლარით დააჯარიმეს

ე.წ. ოცნების ქალაქის ტერიტორიაზე ხუთი ოჯახი ბათუმის მერიამ უკანონო მიშენებებისთვის დააჯარიმა. მოსახლეობის ინფორმაციით, ერთმა ოჯახმა, რომელიც „ოცნების ქალაქში“ შვიდ წელზე მეტია ერთ ოთახში ცხოვრობს, დამატებით ერთი ოთახი მიაშენა. „ქმარი დაბრუნდა ციხიდან და  ბავშვისთვის ცალკე ოთახი მოაწყვეს“, –  გვიყვება სოფო ბერიძე. მისი მეზობლის, ჟუჟუნა მოსიძის ინფორმაციით კი, უკანონო მიშენებისთვის დააჯარიმეს ისეთი ოჯახიც, რომელსაც საპირფარეშო არ ჰქონდა …

„ოცნების ქალაქში“ ქოხების მეპატრონეებს სამთავრობო კომისია აფრთხილებს

„ოცნების ქალაქში“ სამთავრობო კომისიამ იმ ქოხების მეპატრონეები გააფრთხილა, რომლებიც კომისიაში დასარეგისტრირებლად არ გამოცხადდნენ. სპეციალური განცხადებები ქოხებზე გამოაკრეს და მათ დასარეგისტრირებლად ვადა პირველ სექტემბრამდე მისცეს. კომისიის ინფორმაციით, ასეთი სულ 70 ქოხია. კომისიის თავმჯდომარის, რამაზ ჯინჭარაძის ინფორმაციით, კომისია ოჯახების დარეგისტრირებას პირველ სექტემბერს დაასრულებს. შემდეგ კი დაიწყება იმის შემოწმება, ფლობს თუ არა რომელიმე ოჯახი ალტერნატიულ საცხოვრებელს. ამ დროის …

„ოცნების ქალაქის“ მრავალბინიანი სახლების სამშენებლო პროექტი

აჭარის მთავრობა „ოცნების ქალაქში“ იმ პროექტის პრეზენტაციას გეგმავს, რომლის მიხედვითაც აქ მცხოვრები ოჯახებისთვის საცხოვრებელი კორპუსები უნდა აშენდეს. პრეზერნტაციის დროსთან დაკავშირებით მთავრობის პრესსამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ „დეტალები ზუსტდება. პრეზენტაციის დღე და საათი ჯერ ცნობილი არ არის. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას წინასწარ მოგაწვდით“. „სოციალური და სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახებისათვის საცხოვრებელი პირობების უზრუნველყოფის“ პროგრამის მიხედვით, აჭარის მთავრობა „ოცნების ქალაქში“ …

„ოცნების ქალაქში“ კორპუსების დამპროექტებელი კომპანია სამინისტრომ 24 000 ლარით დააჯარიმა

„ოცნების ქალაქში“ საცხოვრებელი კორპუსების დაპროექტებაზე ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებულებას დროულად ვერ ასრულებს. სამეტაპიანი სამუშაოდან პირველი და მეორე ეტაპების დროულად შეუსრულებლობისთვის კომპანიას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ პირგასამტეხლოს – 24 ათასი ლარის გადახდა უკვე დააკისრა. ამხანაგობა „ინჟარქიტექტთან“ სამინისტრომ ხელშეკრულება 2019 წლის 25 მარტს გააფორმა. ბათუმში, მეჯინისწყლის დასახლებაში მდებარე მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობისთვის საჭირო საბოლოო პროექტი …

„ოცნების ქალაქში“ რიჟვაძეს დაპირების შესრულებას სთხოვენ: შეიძლება ნებისმიერ დროს ავფეთქდეთ

„აქ კაბელები ისეა გაყვანილი, ვერაფერს გაარკვევ. ნებისმიერ დროს შეიძლება ავფეთქდეთ, სულ შიშში ვართ,“ – ამბობს ე.წ. „ოცნების ქალაქში“ მცხოვრები მაია ბოლქვაძე. მისი თქმით, დასახლებაში ელექტროენერგიის პრობლემა ხშირად იქმნება. მოსახლეობის თქმით, მათ რამდენიმე თვის წინ თორნიკე რიჟვაძისგან მიიღეს დაპირება, რომ ელექტროენერგიის სისტემა მოწესრიგდებოდა და მთავრობა შუამავლის როლს შეასრულებდა „ენერგო-პრო ჯორჯიასთან“. „ხალხი კინაღამ აჯანყდა და გაგვაჩერეს, გამოვასწორებთო, …

„ოცნების ქალაქში“ კორპუსების მშენებლობა აჭარის ბიუჯეტიდან 3,75 მილიონი ლარით დაფინანსდება

„ოცნების ქალაქში“ მცხოვრები ოჯახებისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობა 2019 წელს აჭარის ბიუჯეტიდან 3 750 000 ლარით დაფინანსდება. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, არჩილ ვანაძის თქმით, თანხის გამოყოფა ბიუჯეტში საშემოსავლო გადასახადის გაზრდამ განაპირობა. საწყის ეტაპზე „ოცნების ქალაქის“ მიმდებარე ტერიტორიაზე აჭარის მთავრობა სამი კორპუსის მშენებლობის დაწყებას გეგმავს, რაზედაც ცალკე ტენდერს გამოაცხადებს. „საშემოსავლო გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი წელს გაიზარდა. …

სამთავრობო კომისიამ „ოცნების ქალაქში“ 1551 ოჯახი დაარეგისტრირა

სამთავრობო კომისია „ოცნების ქალაქში“ მცხოვრები ოჯახების რეგისტრაციას აგრძელებს. კომისიის თავმჯდომარის რამაზ ჯინჭარაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის „ოცნების ქალაქში“ 1551 ოჯახია დარეგისტრირებული. სამთავრობო კომისიას დასახლებაში სულ 1 727 ჯიხური აქვს აღრიცხული. კომისიას ჯერჯერობით არ აქვს დაზუსტებული ინფორმაცია დარეგისტრირებული ოჯახებიდან ზუსტად რამდენს აქვს საკუთრება, თუმცა იციან, რომ რეგისტრაცია ასეთმა ოჯახებმაც გაიარეს. რამაზ ჯინჭარაძის განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეს ალტერნატიული …

„ყველაფერს, რასაც ვაკეთებ, არის ავთენტური“- ინტერვიუ თორნიკე რიჟვაძესთან

„პირადად ვიძიებ შურს“, „ეს სფერო ნარკობიზნესად აქციეს პრაქტიკულად“, „სახაშეები“, „ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის“… – ამ ფრაზების საჯაროდ თქმა თორნიკე რიჟვაძემ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე ყოფნის დროს უკვე მოასწრო. იგი გასული წლის ივლისიდან არის აჭარის მთავრობის თავმჯდომარე. მასთან ინტერვიუს ჩაწერის დროს „ბათუმელების“ ერთ-ერთი კითხვა საჯარო განცხადებებსაც შეეხო: რატომ არჩია მან ეს აგრესიული რიტორიკა, ეს მისი სტილია, …

დაითვალა თუ არა თორნიკე რიჟვაძემ რა დაჯდება კორპუსების აშენება „ოცნების ქალაქში“

10 მილიონი ლარი – ეს ის თანხაა, რომელიც აჭარის მთავრობამ გააჟღერა „ოცნების ქალაქში“ მცხოვრები ოჯახებისთვის ახალი კორპუსების ასაშენებლად. მთავრობას ამ დრომდე არ დაუკონკრეტებია, რა დაჯდება მთლიანობაში „ოცნების ქალაქში“ მცხოვრები ოჯახების უზრუნველყოფა – „ბათუმელები“ თორნიკე რიჟვაძესთან ინტერვიუს იმ ნაწილს გთავაზობთ, სადაც იგი „ოცნების ქალაქის“ ხარჯებისა და პოლიტიკური პასუხისმგებლობის შესახებ საუბრობს. ბატონო თორნიკე, „ოცნების ქალაქის“ დასახლებიდან რამდენი …

„ოცნების ქალაქში“ ენერგო-პროსგან სადენებისა და აღრიცხვიანობის მოწესრიგებას ითხოვენ

„ოცნების ქალაქში“ მცხოვრებლები ამბობენ, რომ დასახლებაში მოუწესრიგებელია ელექტროგაყვანილობები, მოხმარებული ელექტროენერგიის აღრიცხვის სისტემა და „ენერგო-პრო ჯორჯიასგან“ პრობლემის მოგვარებას ითხოვენ. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხელვაჩაურის ოფისს არაერთხელ მივმართეთ, ფოტოებიც კი გადავუგზავნეთ, მაგრამ პრობლემა დღემდე მოუგვარებელია. ხარვეზებია, ხან ერთი სახლი იწვის, ხან – მეორე. ზედმეტსაც გვახდევინებენ“, – გვითხრა ერთ-ერთმა მცხოვრებმა. „ბათუმელები“ „ენერგო-პრო ჯორჯიას“ დაუკავშირდა. „აღნიშნულ დასახლებაში ,,ენერგო-პრო ჯორჯია“ ელქსელს არ …

Exit mobile version