მთავარი,სიახლეები

„ოცნების ქალაქში“ შენობის სახურავი ჩატყდა – დაშავდა ერთი ადამიანი

27.02.2025
„ოცნების ქალაქში“ შენობის სახურავი ჩატყდა – დაშავდა ერთი ადამიანი

დღეს, 27 თებერვალს, ბათუმში, „ოცნების ქალაქში“ სავარაუდოდ თოვლმა დააზიანა, ჩატეხა სახურავი ძველი შენობის, სადაც დაახლოებით 28 ოჯახი ცხოვრობს.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა, იგი კლინიკაში გადაიყვანეს.

ადგილზე იმყოფება აჭარის არალეგიტიმური მთავრობის ჯანდაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე. „აჭარა თაიმსის“ პირდაპირ ეთერში ნინო ნიჟარაძემ თქვა, რომ დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ოჯახებს ქირით გაყვანას სთავაზობენ, თუმცა რამდენიმე ოჯახი თავს იკავებს.

აქ მცხოვრებ ადამიანებს შენობაში ნივთები და ტექნიკა აქვთ, ისინი ნივთების გამოტანას ცდილობენ.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: