„ოცნების ქალაქის მცხოვრებლების განსახლების პროცესი კვლავ ბუნდოვანია“ – განცხადება

სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმიანება აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებას „ოცნების ქალაქის“ – მცხოვრებლებისთვის ბინების გადაცემის კრიტერიუმების განსაზღვრის საკითხზე და ხელისუფლებას მოუწოდებს, უზრუნველყოს პროცესის გამჭვირვალობა, მოსახლეობის პროაქტიული ინფორმირება განსახლების პროცესის შესახებ და პროცესის ისე წარმართვა, რომ გათვალისწინებული იყოს ყველა მოსახლის მოწყვლადობა და საჭიროებები. ცენტრის ცნობით, „მოსახლეობა მიიჩნევს, რომ კრიტერიუმები, რომელთა შესახებაც მედიასაშუალებებიდან შეიტყვეს, არ არის ცხადი, განმარტებას მოითხოვს …

ვინ [ვერ] მიიღებს ბინას „ოცნების ქალაქში“ – აჭარის მთავრობამ კრიტერიუმები განსაზღვრა

„კომისიამ მთავრობის და ასევე, სხვა მხარეების ჩართულობით შეიმუშავა განაწილების საბოლოო კრიტერიუმები, რომელიც ადგენს საკმაოდ სამართლიან სტანდარტს,“ – განაცხადა დღეს, 30 მაისს, აჭარის მთავრობის სხდომაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ „ოცნების ქალაქთან“ დაკავშირებით. მანამდე კი, მან ბათუმის საკრებულოს პირველ შეკრებაზე გააკეთა აქცენტი. ბათუმის საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე „ოცნების ქალაქში“ მცხოვრები ასეულობით ოჯახისთვის ბინების გადაცემის საკითხი კიდევ ერთხელ …

„ოცნების ქალაქში“ მცხოვრებლები თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვენ – აქცია ბათუმში

ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლის წინ, „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებლები აქციას მართავენ. აქციის მონაწილეთა ძიორითადი მოთხოვნაა განისაზღვროს და გასაჯაროვდეს ის კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებლებს ბინები უნდა გადასცენ. ამასთან, ისინი მოითხოვენ დაუყოვნებლივ გაფორმდეს ოჯახებთან ხელშეკრულებები, რომლის საფუძველზეც ისინი ბინებს მიიღებენ. „მთავრობა 580 ოჯახის დაკმაყოფილებას გეგმავს ამ ეტაპზე და შემდეგი ეტაპიც იქნებაო, მოვითხოვთ, რომ ხელშეკრულება გაფორმდეს ყველა …

„ოცნების ქალაქში“ ხანძარია

დღეს, 17 აპრილს, საღამოს, ხანძარი განჩნდა ბათუმში, „ოცნების ქალაქის“ დასახლებაში. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ცეცხლი ერთ საცხოვრებელ სახლს უკიდია. ხანძრის შედეგად დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ადგილზე იმყოფება სახანძრო-სამაშველო სამსახური. _______________________________ ფოტო: „ბათუმელები“/როინ გუნდაძე

რა მოითხოვეს დღეს მთავრობისგან „ოცნების ქალაქში“ – აქცია

დღეს, 17 აპრილს, ბათუმში, „ოცნების ქალაქში“ აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა აჭარის მთავრობისგან მოითხოვეს აქ მცხოვრები ოჯახების ადგილზე რეგისტრაცია – დამისამართება, „ოცნების ქალაქში“ ბინის მიმღებთა კრიტერიუმების შესახებ დოკუმენტური ინფორმაციის მიწოდება და უკვე აშენებული კორპუსების ექსპერტიზის დასკვნა უსაფრთხოებაზე. „ვითხოვთ, ფრიდონ ხალვაშის გამზირის 188-ის მიმდებარედ, სადაც ახლა ჩაწერეს საარჩევნოდ [მოსახლეობა], 1740 ოჯახის იურიდიულ დამისამართებას; კატეგორიების, 18 კატეგორია რომ …

როგორ ტარდება არჩევნები „ოცნების ქალაქში“ – 2015 ამომრჩეველი ერთ უბანზე

ბათუმის №89 საარჩევნო უბანზე, რომელიც „ოცნების ქალაქში“ მდებარეობს, დილიდან ხალხმრავლობაა. ამ საარჩევნო უბანზე 2 000-ზე მეტი ამომრჩეველია რეგისტრირებული, მაშინ როცა ერთ საარჩევნო უბანზე მაქსიმუმ 1500 ამომრჩეველია დასაშვები. დღეს, 2 აპრილს, ბათუმის საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე, შუადღის მონაცემებით, ამ უბანზე 6 საჩივარი და 1 შენიშვნა დაიწერა. საჩივრების ნაწილის ავტორი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა“, ნაწილის კი – „სამართლიანი არჩევნები“. …

„თუ თქვენ მეტყვით, მაშინ ავიცრები“ – შეხვედრები ბათუმში ბიძინა კულუმბეგოვთან [ფოტო]

„თუ თქვენ მეტყვით, მაშინ ავიცრები“ – დღეს ამ სიტყვებით რამდენიმე ადამიანმა მიმართა ბათუმში მყოფ ბიძინა კულუმბეგოვს. ექიმმა ყველა მათგანის თხოვნა გაითვალისწინა. აცრის შემდეგ მათ თქვეს, რომ დღემდე კოვიდზე აცრის ეშინოდათ. 22-23 იანვარს ბათუში ბიძინა კულუმბეგოვის სულ სამი შეხვედრა გაიმართა – სტუდენტებთან, ლექტორ-პროფესორებთან, მოსწავლეებთან, მშობლებთან, მასწავლებლებსა და “ოცნების ქალაქის” დასახლებაში მცხოვრებ ოჯახებთან. ორდღიანი შეხვედრები ექიმ ალერგოლოგ-იმუნოლოგ …

2021 წელი „დაგისთან“ ერთად: მშენებლობა 16 რეგიონში, სარეკრეაციო ზონები, საგანმანათლებლო და ისტორიული პროექტები

2021 წელიც სულ მალე დასრულდება. მიუხედავად მრავალი გამოწვევისა, ჩვენ ერთად შევძელით ისტორიული პროექტების დასრულება და ახალი, ინოვაციური მშენებლობების დაწყება. თუმცა, სანამ მათ მიმოხილვაზე გადავალთ, გვინდა აღინიშნოს, რომ სამშენებლო კომპანია „დაგის“ თანამშრომლების 96% სრულიად ვაქცინირებულია. ჩვენ გვჯერა, რომ პანდემიის დამარცხების ერთადერთი გზა ვაქცინაციაა. ჩვენ ვუფრთხულდებით ყველაზე ძვირფასს – ადამიანების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს.   ჩვენ ვზრუნავთ ქალაქის …

როდის დაიწყება ბინების გაცემა „ოცნების ქალაქში“

ოცნების ქალაქში მცხოვრებ ოჯახებს საახალწლოდ ახალ ბინებში შესახლებას ქვეყნის პრემიერი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე წინასაარჩევნოდ, აგვისტოში დაჰპირდნენ, თუმცა ამ დროისთვის კორპუსების მშენებლობა არ არის დასრულებული. „მშენებლობა 2022 წლის პირველ კვარტალში დასრულდება. რაც შეეხება ბინების გადაცემას, კრიტერიუმებზე მუშაობა დასკვნით ეტაპზეა და ყველა პროცედურის დასრულების შემდეგ დაიწყება ბინების გადაცემაც“, – გვითხრეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში. კორპუსებს …

„ოცნების ქალაქში“ 2 სახლი იწვის

„ოცნების ქალაქში“ ორი სახლი იწვის. თვითმხილველის ინფორმაციით, ადამიანებმა სახლებიდან გამოსვლა მოახერხეს. წინასწარი ინფორმაციით, არავინ დაშავებულა. ადგილზე მუშაობს სახანძრო სამსახური. საცხოვრებელი სახლების გადარჩენა სავარაუდოდ ვერ მოხერხდება. ჯერჯერობით უცნობია ხანძრის გაჩენის მიზეზი. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, დაზარალებული ოჯახები უსაფრთხო ადგილას გაიყვანეს.

„ოცნების ქალაქის“ დაგეგმარებაზე დოკუმენტებს სამინისტრო ხელახლა განიხილავს

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკონკურსო კომისია დაეთანხმა დავების საბჭოს გადაწყვეტილებას, რომლითაც კომისიის წინააღმდეგ ამხანაგობა „მეგაპოლისის“ საჩივარი სრულად დაკმაყოფილდა. საჩივარი „ოცნების ქალაქის“ ტერიტორიის დეტალური გეგმის შემუშავებაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსს ეხებოდა. საკონკურსო კომისიამ ამხანაგობა „მეგაპოლისს“ ამ კონკურსში დისკვალიფიკაცია მისცა. სამინისტროს საკონკურსო კომისიამ უკვე გააუქმა მის მიერ ადრე მიღებული ოქმი და კონკურსში …

რა შენიშვნა მისცეს აჭარის ეკონომიკის სამინისტროს ოცნების ქალაქის კონკურსზე

შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭომ სრულად დააკმაყოფილა ამხანაგობა „მეგაპოლისის“ საჩივარი და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკონკურსო კომისიას დაავალა გააუქმოს მის მიერ ადრე მიღებული გადაწყვეტილება და კონკურსში მონაწილე პრეტენდენტების დოკუმენტების შერჩევა-შეფასება განახორციელოს კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით. საჩივარი „ოცნების ქალაქის“ ტერიტორიის დეტალური გეგმის შემუშავებაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსს ეხებოდა. შესყიდვების პორტალის მიხედვით, კონკურსში …

როგორი იქნება „ოცნების ქალაქი“ – საჩივარი სამინისტროს წინააღმდეგ დავების საბჭოში

ბათუმში, ე.წ. „ოცნების ქალაქის“ ტერიტორიის განაშენიანების დეტალური გეგმისა და ამავე გეგმის მიხედვით, ერთ-ერთ კვარტალში საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობისთვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის კონკურსში ოთხი პრეტენდენტი მონაწილეობდა, აქედან სამი – ამხანაგობაა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, ოთხი მონაწილიდან ორს [„მეგაპოლისი“ და „ინჟარქიტექტი“] დოკუმენტაციის გამო დისკვალიფიკაცია მიენიჭა. მათგან ერთ-ერთი, ამხანაგობა „მეგაპოლისი“ კი, აჭარის ფინანსთა და …

„მინდა, ჩემმა ძმამ ისევ გაიაროს“ – 3 ძმის ნატვრა ოცნების ქალაქიდან

ამ შენობაში რამდენიმე წლის წინ სამხედროებს ეძინათ. ახლა აქ საცხოვრებელი სახლია მოწყობილი სახელდახელოდ. ოდესღაც შეღებილი კედლებიდან ბეტონის ბლოკებია გამოჩრილი. ბეტონისვე იატაკზე პირდაპირ ლინოლიუმია დაგებული, იატაკის მოშიშვლებულად დარჩენილ ნაწილს ძველი, ჭრელი ფარდაგები ფარავს. კუთხეში მიდგმულ დივანზე 18 წლის ბიჭი წევს. ზეწრის და საბნის გარეშე, პირადაპირ პლედზე სძინავს, ტანსაცმლით. გეგონება, რომ ამ წამს მიწვა, დაისვენებს და ცოტა …

„ოცნების ქალაქის“ ტერიტორიას სამინისტრო გასაყიდად ამზადებს

აჭარის მთავრობა „ოცნების ქალაქის“ ტერიტორიას, სადაც თვითნებურად აშენებული სახლები დგას, საინვესტიციოდ ამზადებს. ფრიდონ ხალვაშის გამზირის მიმდებარედ არსებული ტერიტორიის საერთო ფართობი 140 551 კვ/მ-ია. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ამჯერად აღნიშნული ტერიტორიის განაშენიანების დეტალურ გეგმას [გდგ-ს] შეისყიდის. ტერიტორიის ერთ-ერთ კვარტალში სოციალური დანიშნულების მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსიც უნდა დაგეგმარდეს, რომელშიც ბინებს „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებლებს გადასცემენ. „დამკვეთის მიერ მითითებულ …

რა თქვა თორნიკე რიჟვაძემ “ოცნების ქალაქის” მეორე ეტაპზე

“დღესვე მეორე ფაზის შესაბამისი პროცედურების დაწყება,” – განაცხადა დღეს, 29 აპრილს, მთავრობის სხდომაზე “ოცნების ქალაქთან” დაკავშირებით თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ. თორნიკე რიჟვაძემ ხაზი გაუსვა იმას, რომ პირველ ეტაპზე 582 ოჯახი მიიღებს საცხოვრებელ ბინას, ვინც “ოცნების ქალაქში” ცხოვრობს. “ეს სტრატეგიული პროექტია,” – დასძინა თორნიკე რიჟვაძემ. მას არ დაუკონკრეტებია, რამდენი ოჯახი მიიღებს ბინას მეორე ეტაპზე და …

„ბატონო ჯაბა, გამობრწყინდი გარეთ“ – ოცნების ქალაქის აქცია ბათუმში

ბათუმში, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის და ეკონომიკის სამინისტროებთან „ოცნების ქალაქში“ მცხოვრები ადამიანები აქციას მართავენ. „ბატონო ჯაბა ფუტკარაძე, გამობრწყინდი გარეთ. თქვენ რა გენაღვლებათ, კარგი კომფორტი, ჩვენ მხოლოდ სოციალურებით, სასადილოთი და შემწეობით ვცხოვრობთ“ – ასე მიმართა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ აქციაზე მეგაფონით აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს, ჯაბა ფუტკარაძეს. საპროტესტო აქციის მონაწილეები ითხოვენ კრიტერიუმების დადგენას, რომელთა მიხედვითაც …

აჭარის მთავრობის პასუხი „ოცნების ქალაქის“ მცხოვრებთ, რომლებმაც დღეს გზა გადაკეტეს

„სპეციალური სამთავრობო კომისია „ოცნების ქალაქში“ მოსახლეობისთვის ბინების გადასაცემად საჭირო კრიტერიუმებზე მუშაობს,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც აჭარის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს „ოცნების ქალაქში“ მცხოვრები ადამიანების პროტესტის საპასუხოდ. აჭარის მთავრობა ამ დრომდე ვერ აკონკრეტებს, წლების განმავლობაში რის გამო ვერ მოხერხდა კრიტერიუმის განსაზღვრა, რომლის მიხედვითაც ცნობილი გახდება, ვის ერგება საცხოვრებელი ფართობი ბიუჯეტის ხარჯზე. „ოცნების ქალაქის“ დასახლება …

ბათუმში აქციის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს

დღეს, 21 მარტს, „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებლებმა ბათუმში ფრიდონ ხალვაშის გამზირი გადაკეტეს. საპროტესტო აქციის მონაწილეები ითხოვენ კრიტერიუმების დადგენას, რომელთა მიხედვითაც განისაზღვრება ვის ეკუთვნის ბინა საცხოვრებელ კორპუსებში, რომლებიც ახლა შენდება. ამ წუთებში [13:20 სთ] პოლიციამ მოახერხა და ავტომანქანების მოძრაობა აღდგა, თუმცა საპროტესტო აქციის მონაწილეები რჩებიან ქუჩაში. მათ გზის სავალი ნაწილის ერთი მხარე გადაკეტილი აქვთ. პოლიციას კორდონი აქვს …

„ოცნების ქალაქი“ ისევ საპროტესტო აქციას მართავს | Live

„ოცნების ქალაქში“ მცხოვრები ადამიანები ისევ საპროტესტო აქციას მართავენ. ამჯერად ისინი დასახლების წინ, გზატკეცილზე [ფრიდონ ხალვაშის გამზირზე] შეიკრიბნენ. საპროტესტო აქციის მონაწილეები ითხოვენ კრიტერიუმების დადგენას, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება ვის ეკუთვნის ბინა საცხოვრებელ კორპუსებში, რომლებიც ახლა შენდება. ამ დასახლებაში საცხოვრებელი კორპუსების მშენებელობის პროგრამა, თავდაპირველად, 48 750 000 ლარით იყო განსაზღვრული და ის 2019-2022 წლებზე იყო გათვლილი, შემდეგ 2020-2023 …

რატომ არ თანხმდება თორნიკე რიჟვაძე ღია შეხვედრებს

„ეს არის კომუნიკაციის პრობლემა, რაც აზარალებს პროცესს,“ – მიიჩნევენ მესამე სექტორის წარმომადგენლები აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მიდგომაზე, როცა ის მოქალაქეებს არ ხვდება, ან ამბობს, რომ შეხვდება, ოღონდ მედიის გარეშე. მესამე სექტორში მიიჩნევენ, რომ დახურულ კარს მიღმა შეხვედრების ტენდენცია ძლიერდება, რაც პრობლემას ვერ აგვარებს. „10 დღეში უფრო მეტნი ვიქნებით და ისევ მოვალთ“, – ამ განცხადებით …

ოცნების ქალაქში ხანძარია

ბათუმში, ე.წ. ოცნების დასახლებაში ხანძარია. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ცეცხლი სამსულიანი ოჯახის საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა. ამ დროისთვის [18:25 სთ.] ადგილზე მუშაობენ მეხანძრეები.    

რატომ ჩამოიშალა ოცნების ქალაქში მშენებარე კორპუსის 1 სართული – სამინისტროს განმარტება

„ოცნების ქალაქში“ მშენებარე კორპუსის მინიმუმ ერთი სართული ჩამოიშალა. ამის შესახებ „ბათუმელებს“ მოქალაქეებმა აცნობეს. რატომ ჩამოიშალა აშენებული სართული – ეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ვკითხეთ. სამინისტროდან წერილობით გვიპასუხეს, რომ „ე.წ. ოცნების ქალაქში“, კომპანიას ხელშეკრულების შესაბამისად აღებული აქვს მშენებლობის ხარისხის ვალდებულება, რომელიც ყველა სტანდარტს უნდა აკმაყოფილებდეს“, – სხვა განმარტება სამინისტრომ არ გააკეთა. „ოცნების ქალაქში“ ამ დროისთვის …

ოცნების ქალაქში მშენებარე ბინებში გაზისა და წყლის სისტემები ოქტომბრამდე უნდა მოეწყოს

ბათუმში, მეჯინისწყლის დასახლებაში მშენებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის ინდივიდუალური საცხოვრებელი ბინების გაზმომარაგების, შიდა წყალმომარაგებისა და შიდა კანალიზაციის ქსელის მოწყობაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 1 592 098 ლარია. ტენდერში წინადადებების მიღება 4 მარტს დაიწყება და 9 მარტს დასრულდება. ბინებში ქსელის მოწყობის სამუშაოები კი, ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2021 წლის პირველ ოქტომბრამდე …

ხანძარი ოცნების ქალაქში

ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქის დასახლებაში ხანძარია. სახანძრო სამსახურის ინფორმაციით ცეცხლი გაუჩნდა კონტეინერს, რომელსაც მესაკუთრე საცხოვრებლად იყენებდა. ხანძარი ამ წუთებში ლოკალიზებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.  

ხანძარი „ოცნების ქალაქში“ – დაიწვა ერთი სახლი

ბათუმში, „ოცნების ქალაქის“ დასახლებაში დღეს, 29 ნოემბერს, ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლი დაიწვა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, სახლში აბულაძეების 4-წევრიანი ოჯახი ცხოვრობდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. კაპიტალურად ნაშენ 50 კვ.მ-დე ფართობის სახლში ვერაფრის გადარჩენა მოხერხდა. შემთხვევის ადგილზე მეხანძრეები ამ წუთებშიც მუშაობენ. ადგილზე იმყოფება პოლიციაც.

„ოცნების ქალაქში“ კორპუსების მშენებლობის პროგრამა ერთი წლით გახანგრძლივდა

ბათუმში, მეჯინისწყლის დასახლებაში კორპუსების მშენებლობის პროგრამა, რომელიც „ოცნების ქალაქში“ მცხოვრები ოჯახებისთვის ბინების გადაცემას ითვალისწინებს, ერთი წლით კიდევ გახანგრძლივდა და 2024 წელს უნდა დასრულდეს. პროგრამა, თავდაპირველად, 48 750 000 ლარით იყო განსაზღვრული და ის 2019-2022 წლებზე იყო გათვლილი, შემდეგ 2020-2023 წლებზე გაიწერა და 73 მილიონი ლარით განისაზღვრა; იგივე პროგრამა ამჯერად 2021-2024 წლებზეა გაწერილი და 70 მილიონი …

სასწრაფოს ხშირად ვიძახებდი, ახლა მრცხვენია – პენსიონერები და პანდემია

ეს ოთხშაბათის მენიუა სოციალურად დაუცველებისთვის, რომლებიც ბათუმის უფასო, მუნიციპალური სასადილოებით სარგებლობენ. ასეთ სასადილოებს პანდემიამდე ბათუმში ყოველდღიურად 5822 ბენეფიციარი აკითხავდა ქილებით, პარკებით, კონტეინერებით, ყველაფრით, რითაც ცხელი თუ ცივი კერძის მიტანა შეიძლება სახლამდე. ჯავახიშვილის ქუჩის №6 სასადილოში გვითხრეს, რომ აქ ყოველდღიურად 995 ადამიანს აპურებდნენ. პანდემიის გამო უზარმაზარი დარბაზი ახლა ცარიელია, მაგიდები და სკამები – აკეცილი. ბენეფიციარებისთვის ერთი …

„ოცნების ქალაქში“ მცხოვრებთა აქცია აჭარის მთავრობის სახლთან

„ჩვენ ვითხოვთ კონკრეტული კრიტერიუმების ჩამოყალიბებას, რომ ვიცოდეთ, ვის უწევს და როდის საცხოვრებელი ბინა,“ – ამბობენ ე.წ. „ოცნების დასახლებაში“ მცხოვრები ადამიანები, რომლებმაც დღეს, 18 ოქტომბერს, აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია გამართეს. „ოცნების ქალაქში“ ახალი საცხოვრებელი კორპუსები შენდება, თუმცა ჯერ მხოლოდ 582 ოჯახისთვის. აქციაზე გამოსულებს ეჭვი აქვთ, რომ შესაძლოა ყველას, ვინც ახლა ამ დასახლებაში ცხოვრობს, ბინა არ …

„ყოველდღე ვივლით თორნიკე რიჟვაძესთან“ – საპროტესტო აქცია ოცნების ქალაქში

„თუ კატეგორიებს არ განსაზღვრავენ, პირველი ოქტომბრიდან საპროტესტო აქციებს აჭარის მთავრობის სახლთან დავიწყებთ, არჩევნებამდე ყოველდღე ვივლით თორნიკე რიჟვაძესთან“, – ამბობს მარინა ბერიძე. ის წლებია „ოცნების ქალაქში“ ცხოვრობს. ამ დასახლებაში თვითნებურად შესახლებულმა ადამიანებმა დღეს, 22 სექტემბერს, საპროტესტო აქცია გამართეს და კრიტერიუმების დაზუსტება ითხოვეს – ვის ეკუთვნის ბინა „ოცნების ქალაქში“. „ჩვენ ვითხოვთ კატეგორიების ზუსტად განსაზღვრავს, ვის ეკუთვნის ბინა …

ვინ და როგორ აშენებს მომავლის “ოცნების ქალაქს”

ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე არსებულ დასახლება „ოცნების ქალაქში“ 2000-მდე ოჯახი ცხოვრობს. სახლებს, უმეტესად, რამდენიმე კვადრატული მეტრი ფიცრებისა და თუნუქის ფირფიტებისგან შეკრული შენობები წარმოადგენს. „ოცნების ქალაქი” მჭიდროდაა დასახლებული. აქ მცხოვრები ადამიანები წლებია ითხოვენ ნორმალურ საცხოვრებელ პირობებს. მათ შორისაა მაია ბოლქვაძე. მაია ბოლქვაძე, „ოცნების ქალაქის“ მცხოვრები: „მარტოხელა, მრავალშვილიანი დედა ვარ, მყავს ხუთი შვილი, უფროსი უკვე უნივერსიტეტში სწავლობს, ტყუპები …

2000-ზე მეტი ოჯახი აჭარაში ბინის მიღებას სახელმწიფოს დახმარებით ცდილობს

მონაცემთა ბაზის მიხედვით, რომელიც სამთავრობო კომისიამ შეადგინა ე.წ. ოცნების ქალაქში დაპირებულ ბინას 1607 ოჯახი ელოდება. სამთავრობო კომისიამ მუშაობა დაასრულა და მონაცემების გაფილტვრა დაიწყო. ეს იმას ნიშნავს, რომ მთავრობა შეისწავლის ამ ოჯახებიდან რომელიმეს ხომ არ აქვს ინდივიდუალური საკუთრება, თუ დახმარება რეალურად სჭირდება. კომისიის თავმჯდომარის, რამაზ ჯინჭარაძის ინფორმაციით [რამაზ ჯინჭარაძე აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეა], ამ პროცესში საერთაშორისო …

სამინისტრო „ოცნების ქალაქში“ მშენებარე ბინების შიდა ქსელების პროექტს შეისყიდის

ბათუმში, „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებთათვის მშენებარე მრავალბინიანი კომპლექსის საცხოვრებელი ბინების [582 ბინა] გაზმომარაგების, შიდა წყალმომარაგებისა და შიდა კანალიზაციის ქსელის მოწყობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ტენდერით შეისყიდის. სატენდერო თანხა 62 ათასი ლარია. საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია უნდა მოიცავდეს: [checklist] ინდივიდუალური საცხოვრებელი ბინების გაზმომარაგების ქსელის (მრიცხველების განთავსების ადგილიდან) პროექტს (1 ბინა 2 წერტი: გაზქურა, ცენტრალური გათბობის ქვაბი …

ვინ მიიღებს აჭარაში სასურსათო კალათას – პროდუქტის ჩამონათვალი და რაოდენობა

აჭარის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან იმ პროდუქტებს შეიძენენ, რომლებსაც ბათუმსა და აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში გარკვეულ ოჯახებს უფასოდ გადასცემენ. პრიორიტეტულად იქნა მიჩნეული სოციალურად მოწყვლადი მოსახლეობა, აცხადებენ აჭარის მთავრობაში. ამჯერად ამზადებენ 19 260 სასურსათო კალათას, რომელსაც ამდენივე ოჯახს გადასცემენ, მათ შორის „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებ 993 ოჯახს. სასურსათო კალათა შედგება შემდეგი პროდუქტებისგან: [checklist] ხორბლის ფქვილი 10 კგ; შაქარი 2 …

ისარგებლებენ თუ ვერა დენის გადასახადის შეღავათით „ოცნების ქალაქში“ 

ბათუმში. ე.წ. „ოცნების ქალაქში“ 700-ზე მეტი ოჯახი ცხოვრობს, რომლებიც ელექტროენერგიის გადასახადს საერთო მრიცხველის მიხედვით იხდიან. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ დასახლებაში 7 საერთო მრიცხველი აქვს დამონტაჟებული. ოჯახები კომპანიას დენის საფასურს ამ საერთო მრიცხველების მიხედვით უხდიან, პარალელურად თავიანთი მრიცხველებიც აქვთ. საერთო ჩვენებას [შესაბამისად გადასახადს] ისინი ამ ინდივიდუალური მრიცხველების მიხედვით ინაწილებენ. შეეხება თუ არა ამ ოჯახებს სახელმწიფო სუბსიდია, მაშინ, როცა …

„ოცნების ქალაქში“ სარეცხ მანქანას იპარავდნენ

„ოცნების ქალაქში“ გუშინ ღამით სარეცხ მანქანას იპარავდნენ. დასახლებაში მცხოვრები მარინა ბერიძის თქმით, ერთმა ქალმა შენიშნა ორი ბიჭი, რომლებსაც სარეცხი მანქანა ხელით მიჰქონდათ და მობილური ტელეფონი მიანათა. „ჰიგიენის ოთახში გვაქვს ჩვენ საერთო სამი სარეცხი მანქანა, ჯერ ვერ დავამონტაჟეთ წყლის გამო… კარი ძალით გაუღიათ და ერთი სარეცხი მანქანა მიჰქონდათ. სხვა მანქანებსაც წაიღებდნენ, იმ ქალს რომ არ დაენახა. …

Exit mobile version