ხანძარი „ოცნების ქალაქში“

დღეს, 20 დეკემბერს, გამთენიისას ეგრეთწოდებულ „ოცნების ქალაქში“ ბაგრატ მახარაძის საცხოვრებელი ქოხი დაიწვა. დაახლოებით 20 კვ/მ ფართობში სამი ადამიანი ცხოვრობდა, მათ შორის ერთ წლამდე ასაკის ბავშვი. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებთა თქმით, სახანძრო სამაშველო სამსახურის ბრიგადა ადგილზე, გამოძახებიდან 35 წუთის შემდეგ მივიდა: „ცეცხლი ახალი მოკიდებული იყო, წყალი რომ ყოფილიყო კი ჩავაქრობდით, თუმცა წყალიც არ მოდიოდა… …

უსახლკაროები ხელისუფლების დახმარების მოლოდინში [ვიდეო]

რა მოლოდინი უნდა ჰქონდეთ სახელმწიფოსგან უსახლკაროდ დარჩენილ იმ ოჯახებს, რომლებიც საკუთარი რესურსით ბინის შეძენას ვერ ახერხებენ, წლების განმავლობაში ახლობლებს აფარებენ თავს, ან უკანონოდ ცხოვრობენ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ შენობებში. რას ნიშნავს ბათუმის მერიის „იაფი სახლი“ და რას უპირებს აჭარის მთავრობა „ოცნების ქალაქს“? ბათუმის მერიაში ბინის მოთხოვნით უკვე 5 ათასამდე განცხადებაა შესული. მერიაში კი ამბობენ, რომ მოქალაქეთა ბინით …

ზურაბ პატარაძე: „ოცნების ქალაქთან“ დაკავშირებით ყველა ზომა იქნება მიღებული

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ დღეს, აჭარის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სხდომაზე, სადაც მისი კანდიდატურის განხილვა მიმდინარეობს მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე, განაცხადა რომ  ე.წ „ოცნების ქალაქთან“ დაკავშირებით ყველა აუცილებელ ზომას მიიღებს. „ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და სენსიტიური საკითხი, მე წინასაარჩევნო პერიოდში თავი შევიკავე და არ მივედი ამ ლოკაციაში რადგან კონკრეტულ პროექტებზე საუბარი ჩაგვეთვლებოდა ამომრჩევლის მოსყიდვაში. ჩვენ არ …

აქცია „ოცნების ქალაქში“ – „თუ დენს არ ჩაგვირთავენ, გზას ისევ გადავკეტავთ“

„ოცნების ქალაქში“ მცხოვრებლების ნაწილი ამ წუთებში აქციას მართავს. აქციის მონაწილეთა თქმით, „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ აქ მცხოვრებ 140-მდე ოჯახს ელექტროენერგია გაუთიშა. „თითქმის ნახევარი საათი გადაკეტილი გვქონდა ბათუმი-ხელვაჩაურის ავტომაგისტრალი. ხელვაჩაურის პოლიციის უფროსმა გვითხრა, რომ რამდენიმე წუთში ჩაირთვება შუქი. თუ ასე არ მოხდა, ისევ გადავკეტავთ გზას… მიმდინარე გადასახადი გადახდილი გვაქვს და რაღაც ძველ დავალიანებას გვთხოვს მგონი კომპანია,“ – განაცხადა …

„ოცნების ქალაქში“ 400-მდე ოჯახი შესაძლოა უშუქოდ დარჩეს

დღეს, 29 სექტემბერს, ყოფილი 25-ე ბატალიონის ტერიტორიაზე შესახლებულებმა ელექტროენერგიის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეების განმარტებით, ამჟამად მიეწოდებათ ელექტროენერგია, თუმცა რამდენიმე დღეში შესაძლოა ელექტროენერგიის გარეშე დარჩნენ, რადგან საცხოვრებელი სახლი, საიდანაც ელექტროენერგია აქვთ გაყვანილი, კერძო მესაკუთრისაა და ტერიტორიაზე მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების შეკეთების მიზნით მიმდინარე სამუშაოების გამო, მოხდა აღებაში. აქციის ერთ ერთი მონაწილე ნუგზარ ფუტკარაძე აცხადებს: „ ოთხი წელია, …

„ოცნების ქალაქის“ მაცხოვრებლები ზურაბ პატარაძესთან შეხვედრას ითხოვენ

ამ წუთებში, ე.წ „ოცნების ქალაქში“ მცხოვრები ადამიანები, საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი  იმ გარემო პირობებს აპროტესტებენ, რაშიც მათ ოჯახებს უწევთ ცხოვრება. აქ მცხოვრები ოჯახები აჭარის მთავრობას თავმჯდომარეს ზურაბ პატარაძეს სთხოვენ, რომ სანამ მათი ბინებით უზრუნველყოფის საკითხი გადაწყდება, მანამდე, მოწესრიგდეს ინფრასტრუქტურა „ოცნების ქალაქში“. „გვინდა შევხვდეთ ზურაბ პატარაძეს რომ ჩვენი მოთხოვნები მოისმინოს. საკანალიზაციო სისტემა, განათება და გზები მოგვიწესრიგონ, …

რა უთხრეს ლევან ვარშალომიძეს „ოცნების ქალაქში“ [ვიდეო]

ხმაურით შეხვდა „ოცნების ქალაქი“ ლევან ვარშალომიძეს, რომელიც აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ აპირებს კენჭისყრას. მოსახლეობის ნაწილმა მასთან გასაუბრებაზე უარი თქვა, ნაწილმა კი აჭარის მთავრობის ყოფილ ლიდერს შეუსრულებელი დაპირებები შეახსენა და აგრესიულად მოუწოდა, დაეტოვებინა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს ტერიტორია. ლევან ვარშალომიძე დღეს, 20 ივლისს, ე.წ. ოცნების ქალაქში წინასაარჩევნო პროგრამით გათვალისწინებული „სოციალური სახლების“ პროგრამის შესაბამისად, ხელშეკრულებების გაფორმებას …

რას ეტყვის „ოცნების ქალაქი“ ზურაბ პატარაძეს

ყოფილი 53–ე ბატალიონის ტერიტორიაზე ე.წ. „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებნი აჭარის მთავრობის ახალი თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის მისვლას ელოდებიან. „ოცნების ქალაქში“ ამბობენ, რომ მთავრობის ახალი თავმჯდომარისთვის ბევრი რამ აქვთ სათქმელი, თუმცა მოსახლეობის აზრი აქ ორად იყოფა, მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე ახალი კადრის მოსვლამ „ოცნების ქალაქში“ ზოგს იმედი გაუჩინა, ზოგი კი მიიჩნევს, რომ ამით არაფერი შეიცვლება. თამარ კოკობინაძე „ოცნების ქალაქში“ …

12 წლის ბავშვს ხელვაჩაურის გზაზე მიკროავტობუსი დაეჯახა

ხელვაჩაურის გზაზე, „ოცნების ქალაქთან“ ახლოს „მერსედესის“ მარკის მიკროავტობუსი 12 წლის ბიჭს დაეჯახა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მისვლამდე ბავშვი თავად მძღოლმა გადაიყვანა საავადმყოფოში. შს სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, საავადმყოფოში გადაყვანისას „კონტაქტური იყო.“ „ბათუმელების“ ინფორმაციით, ბავშვი ყოფილი 53-ე ბატალიონის ტერიტორიაზე, ე.წ. „ოცნების ქალაქში“ ცხოვრობს. შს სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს – ტრანსპორტის მოძრაობის …

„ოცნების ქალაქში“ ორი ქოხი დაიწვა

პირველ მაისს,  გვიან ღამით, ე.წ „ოცნების ქალაქში“ ხანძარი გაჩნდა. სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, ერთი ქოხი მთლიანად დაიწვა, მეორე კი სანახევროდ. განადგურებულია ქოხებში მცხოვრები პირების საოჯახო ნივთებიც. დამწვარ ქოხებში სოციალურად დაუცველი აბაშიძეების და ლომსანაძეების ოჯახები ცხოვრობდნენ.  სახანძრო სამსახურის ცნობით, ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.

„ოცნების ქალაქის“ ულტიმატუმი არჩილ ხაბაძეს

გასულ კვირას არჩილ ხაბაძემ „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებლების შესახებ თქვა, რომ მათგან „მხოლოდ 10%-ს ანუ 90 ოჯახს“ ერგება სახელმწიფოს დახმარება. კვლევის მონაცემები, რაზე დაყრდნობითაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ გააკეთა ეს განცხადება, საზოგადოებისთვის უცნობია. არჩილ ხაბაძის განცხადებიდან მალევე „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებლებმა აჭარის მთავრობას ულტიმატუმით მიმართეს – ისინი 10 დღის ვადაში ითხოვენ ტერიტორიის დაკანონების პროცესის დაწყებას. რატომ აირჩიეს ულტიმატუმის …

არჩილ ხაბაძის კომენტარი „ოცნების ქალაქში“ ჩასახლებულებთან დაკავშირებით

„ქონების დარეგისტრირება და გადაცემა არ მოხდება, ეს არის სახელმწიფო საკუთრება. ამ ეტაპისთვის ჩვენ შევისწავლეთ დაახლოებით 1200-მდე ოჯახი და  10%, დაახლოებით 90 ოჯახამდეა, რომელთაც შეიძლება და ვალდებულია სახელმწიფო დაეხმაროს. დანარჩენებს თავშესაფარიც აქვთ, საცხოვრებელიც, სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში, სოფლებში, შესაბამსად, ამის დადასტურება ჩვენ შეგვიძლია“ – აცხადებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე „ოცნების ქალაქში“ ჩასახლებულ ოჯახებთან დაკავშირებით. „თუ მომრავლდნენ [ოჯახები] …

„ოცნების ქალაქის“ ულტიმატუმი არჩილ ხაბაძეს

14 აპრილს, ე.წ. „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებლებმა  საპროტესტო აქცია გამართეს. მათი თქმით ისინი ეხმაურებიან სახალხო დამცველის ანგარიშში წარმოდგენილ ინფორმაციაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის არჩილ ხაბაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას: „უჩა ნანუაშვილმა „მუყაოს დასახლების“ პრობლემა ნომერ პირველად დაასახელა, რაზეც არჩილ ხაბაძემ განაცხადა, რომ სახალხო დამცველის მონიტორინგის ჯგუფმა არასწორად იმუშავა ოცნების ქალაქის შესახებ და თურმე ათ პროცენტზე მეტს …

რეზინის ბოტები „ოცნების ქალაქში“ მცხოვრები ბავშვებისთვის – მიმართვა მოქალაქეებს

ალბათ ყველას გსმენიათ, რომ ხელვაჩაურში, ე.წ. „ოცნების ქალაქში“ ბავშვები ძალიან მძიმე პირობებში ცხოვრობენ. მათი მშობლები ვერ ახერხებენ ბავშვების უზრუნველყოფას სრულფასოვანი კვებითა თუ ტანსაცმლით. ჩვენ, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ მოხალისეები, ვეცდებით, ამ ბავშვებს ერთი დღით მაინც გავუმრავალფეროვნოთ ცხოვრება. დაგეგმილი გვაქვს მათი წაყვანა ბავშვთა გასართობ ცენტრში, ამას ჩვენი ორგანიზაციის სახსრებით შევძლებთ. გარდა ამისა, ძალიან გვინდა „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებ …

გავულამაზოთ ახალი წელი „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებ ბავშვებს

„ოცნების ქალაქში“ 1000-მდე მცირეწლოვანი ბავშვი ცხოვრობს. მათ ერთი ოცნება აქვთ – ახალ წელს თოვლის ბაბუა ესტუმროს. მივმართავთ საზოგადოებას, უნივერსიტეტების ადმინისტრაციებსა და სტუდენტებს, სამოქალაქო სექტორსა და სამთავრობო სტრუქტურებს, თუ გაქვთ შესაძლებლობა, გთხოვთ, დაგვეხმაროთ, რომ ბავშვებს „ოცნების ქალაქიდან“ გავულამაზოთ დამდეგი ახალი წელი. სამზადისი დაწყებულია. მისამართი: ბათუმი, აღმაშენებლის 13, კვლევითი ინსტიტუტის შენობა. ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირ „ინტელექტის“ ოფისი. დაგვიკავშირდით: …

დატბორილი ”ოცნების ქალაქი”

ბათუმთან ახლოს მდებარე დასახლებაში, რომელსაც “ოცნების ქალაქს” უწოდებენ, 18 ოჯახი ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა. აქ ახლა მაშველებს ელოდებიან, რომ წყალი ამოტუმბონ. აქ მცხოვრები მაია ბოლქვაძე, რომელსაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი ჰყავს ამბობს, რომ ღუმელს ახლა ტანსაცმლით ანთებს, რომ ბავშვი გაათბოს. ეს „ოცნების ქალაქის” დატბორვის პირველი შემთხვევა არ არის. დასახლება ძლიერი წვიმის დროს პერიოდულად იტბორება. დასახლება …

Exit mobile version