სტალინური რეპრესიების დროს დახვრეტილი 1 პირის ნეშტს ოჯახს გადასცემენ

1937 წელს რეპრესირებული ერთი პირის ნეშტს, რომლის იდენტიფიცირებაც გასულ წელს მოხდა, ოჯახს გადასცემენ. შესაბამისი გადაწყვეტილება სასამართლომ მიიღო. სპეციალურმა კომისიამ, კი რომელიც აჭარაში აღმოჩენილ რეპრესირებულ პირთა სამარხებთან დაკავშირებითაა შექმნილი, ნეშტის ოჯახისთვის გადაცემას მხარი დაუჭირა. ამ კომისიამ დღეს, 19 ივნისს, მორიგი შეხვედრა გამართა. კომისიის წევრები ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაეცნენ, რომელიც ერთ-ერთი რეპრესირებულის 1937 წლის 27 დეკემბერს …

1 პირის მდგომარეობა მძიმეა – ჯანდაცვის მინისტრი თურქეთში ავტოავარიაზე

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, გუშინ, 18 მაისს, თურქეთში, ქალაქ ტრაპიზონთან მომხდარი ავტოავარიის შედეგად დაშავებულთაგან ერთის მდგომარეობა მძიმეა, ხოლო სამის მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის. კიდევ ერთ პაციენტს კი, რომლის მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია, კლინიკიდან დღეს გაწერენ. ნინო ნიჟარაძის ინფორმაციით, მკურნალობის ხარჯებს თურქული მხარე გაიღებს. მიკროავტობუსი ქართული ნომრით ქალაქ ტრაპიზონში კლდეს დაეჯახა და შემდეგ ამოტრიალდა, ავარიის შედეგად ერთი მოქალაქე  …

თითქმის კარდაკარის მეთოდია საჭირო ვაქცინაციისთვის – აჭარის ჯანდაცვის მინისტრი

კოვიდზე აცრილთა რაოდენობა ბათუმში მოზრდილი მოსახლეობის 60%-ს შეადგენს, თუმცა აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებსა და სოფლებში ვაქცინირებულთა პროცენტული რაოდენობა ამდენივე არ არის. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მთლიანად აჭარაში 2 დოზით აცრილია მოსახლეობის 29.1%, ერთი დოზით – 32.3%. რა უშლის ხელს ვაქცინაციის პროცესს აჭარის სოფლებში, რა ტიპის სამუშაოებს ეწევა ჯანდაცვის სამინისტრო აცრის ტემპის დასაჩქარებლად და რა ელის რეგიონს, …

ბათუმის მოზრდილი მოსახლეობის 60% აიცრა, აჭარაში კოვიდის სიმცირე ამას უკავშირდება – მინისტრი

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ნინო ნიჟარაძის ინფორმაციით, ბათუმის მოზრდილი მოსახლეობის 60% აცრილია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით. „ჯამში კი აჭარაში ვაქცინირებულია სამიზნე კონტიგენტის 62,8%“. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარაში სულ ჩატარებულია 220 670 დოზა ვაქცინა, მათ შორის ორი დოზით აცრილია 102 075 ადამიანი. ამ მონაცემებში შედის აჭარის და სხვა რეგიონის მკვიდრი მოსახლეობაც, რომლებიც აჭარაში აიცრნენ კოვიდზე. “მოხარული ვარ, …

ეპიდემიოლოგიური ვითარება და ვაქცინაციის პროცესი აჭარაში – მინისტრის ანგარიში უმაღლეს საბჭოს

აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობისა დ სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე აჭარაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებისა და ვაქცინაციის შესახებ ანგარიში წარადგინა.   მინისტრის განმარტებით, ბოლო დღეებში მკვეთრად გამოხატულია სტაბილიზაცია, დღეს Covid-19-ით ინფიცირების 449 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც წინა დღეებთან შედარებით 200-ით ნაკლებია. დღევანდელი მონაცემებით ასევე ინფიცირებულთა მაჩვენებელს აჭარბებს …

ამ სიტუაციაში შესაძლოა ვიყოთ ორი კვირის განმავლობაში – აჭარის ჯანდაცვის მინისტრი

„ჩვენ ვთხოვთ მოქალაქეებს, სოციალური შეკრებებისაგან, ამ ჯგუფური თავყრილობებისაგან მაქსიმალურად დავიცვათ თავი გარკვეული პერიოდი, ეს არის ძალიან დიდი თხოვნა“ – განაცხადა დღეს, 11 აგვისტოს, აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ. მინისტრის თქმით, ამ დროისთვის არსებული, უკვე რეკორდული მაჩვენებლებიც კი რომ შენარჩუნდეს, აუცილებელია სოციალურ შეკრებებზე უარის თქმა. „ჩვენ ამ სიტუაციაში შესაძლოა ვიყოთ ორი კვირის განმავლობაში, მაგრამ ეს სტაბილური …

„ნუ წახვალ ქორწილში, სამედიცინო რესურსიც ამოწურვადია!“ – აჭარის ჯანდაცვის მინისტრი

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ პირველ აგვისტოს ფეისბუქზე მოსახლეობას ნიღბის ტარებისკენ, დისტანციის დაცვისა და აცრისკენ მოუწოდა. „სამედიცინო რესურსიც ამოწურვადია! ნუ გამართავ ქორწილს! ნუ წახვალ ქორწილში! ატარე ნიღაბი! დაიცავი დისტანცია! აიცერი! ასე რთულია ეს ყველაფერი?“ – წერია ჯანდაცვის მინისტრის პოსტში. „ბათუმელებმა“ დღეს აჭარის ჯანდაცვის მინისტრს აჭარაში არსებული ეპიდსიტუაციის შეფასება სთხოვა. გუშინდელი პოსტით სოციალურ …

როლანდ ნოღაიდელის გულის გადანერგვის ოპერაციისთვის თანხა სრულად შეგროვდა

განახლებული ინფორმაცია: ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭახათში მცხოვრები 45 წლის როლანდ ნოღაიდელის გულის გადანერგვის ოპერაციისთვის საჭირო თანხა – 100 000 დოლარი სრულად შეგროვდა. დღეს, 25 ივნისს,  „ბათუმელებმა“ გამოაქვეყნა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ როლანდ ნოღაიდელის ოპერაციის სრული თანხის შესაგროვებლად საჭირო იყო კიდევ 8 ათასი დოლარი. მასალის გამოქვეყნებიდან მალევე „ბათუმელებს“ აჭარის მთავრობიდან აცნობეს, რომ თორნიკე რიჟვაძის გადაწყვეტილებით, როლანდ …

რა შეღავათებით სარგებლობენ შშმ პირები აჭარაში – სიახლეები ჯანდაცვის პროგრამებში

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროგრამების მთავარი ბენეფიციარი სხვადასხვა სოციალური კატეგორიის მოქალაქეებთან ერთად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები არიან. პროგრამები უშუალოდ მორგებულია მათ მოთხოვნებსა და საჭიროებებზე. ნახეთ პროგრამები სრულად: სამინისტრო აღნიშნული მიმართულებით თითქმის ყოველწლიურად ამოქმედებს ახალ პროგრამას, ან მიმდინარეობს უკვე არსებული პროგრამებით გათვალისწინებული ღონისძიებებისა და მომსახურების ნუსხის, ბენეფიციართა რაოდენობისა და დაფინანსების ოდენობის გაზრდა-გაფართოება. …

ჯანდაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე კოლეგებს აჭარაში ვაქცინაციაზე ეპატიჟება

აჭარის ჯანდაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე კოლეგებს, ვაქცინაციაზე ეპატიჟება, მინისტრმა ფეისბუქზე გამოაქვეყნა სტატუსი, რომლის მიხედვითაც აჭარაში ექიმების აცრა ორშაბათ, 15 მარტიდან დაიწყება. ნინო ნიჟარაძის ინფორმაციით, ვაქცინაცია ჩატარდება ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, „ამ ეტაპზე ვაქცინაციის პროცესში ჩართულია 82 ამცრელი დაწესებულება. 15 მარტიდან ვაქცინაცია დაიწყება 29 ცენტრში – თბილისსა და ყველა რეგიონულ ცენტრში გამოყოფილია ამცრელი …

ბათუმში კოვიდკლინიკა იქნება მხოლოდ რესპუბლიკური საავადმყოფო

ნინო ნიჟარაძე, აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ____ 12 ჰოსპიტალი იყო პიკურ პერიოდში კოვიდის მართვაში ჩართული. 1100-ზე მეტი საწოლი იყო მობილიზებული. რეგიონში 150 რეანიმაციული საწოლი გაიზარდა 300-მდე. პრაქტიკულად ჩვენი საწოლფონდი იყო მობილიზებული კოვიდისკენ. ახლა უფრო მეტი თავისუფალი საწოლი გვაქვს, ვიდრე გვყავს დაავადებული. ამან მოგვცა იმის საშუალება, დაგვებრუნებინა კლინიკების მრავალპროფილურ, სომატურ რეჟიმზე. ჩვენ გამოვყავით კლინიკები, სადაც ნაკლები იყო …

აჭარის მოსახლეობის 1/3-ს კოვიდი გადატანილი აქვს – ჯანდაცვის მინისტრი

აჭარის რეგიონში კორონავირუსის ახალი ტალღის გაჩენის რისკი ნაკლებია – ამ განცხადებას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში აკეთებენ. რამდენად რეალურია ეს და რაზე დაყრდნობით აკეთებენ გათვლებს სპეციალისტები? – ამ და სხვა კითხვებით „ბათუმელებმა“ აჭარის ჯანდაცვის მინისტრს, ნინო ნიჟარაძეს მიმართა. ქალბატონო ნინო, თამარ გაბუნიას განცხადებით, კოვიდის მომდევნო ტალღა აჭარას სავარაუდოდ აღარ ემუქრება. რა  იძლევა ამის თქმის საფუძველს, უფრო მეტი …

მინისტრი კოვიდსასტუმროს ინციდენტზე: რადგან ეს მოხდა, არ ნიშნავს, რომ მართვა სუსტია

როგორ მართავს ჯანდაცვის სამინისტრო კოვიდსასტუმროებსა და კლინიკებში მოთავსებული ადამიანების ფსიქოლოგიურ მდგომარეობას და მიუთითებს თუ არა ცალკეული შემთხვევები სისტემის ხარვეზზე? – აჭარის ჯანდაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ უფრო რთული ვითარება იყო პანდემიის პირველ ეტაპზე, როცა ბევრი მიგრანტი დაბრუნდა ქვეყანაში და დიდი ხნით მოუწიათ საკარანტინო სივრცეებში ყოფნა, მაგრამ ცალკეულ შემთხვევებს სისტემის სისუსტედ არ განიხილავს. „პირველ ხანებში …

აჭარის ჯანდაცვის მინისტრს კოვიდი დაუდასტურდა

აჭარის ჯანდაცვის მინისტრს ნინო ნიჟარაძეს კორონავირუსი აქვს. ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში ადასტურებენ. მინისტრი თვითიზოლაციაში, სახლში მკურნალობს. დღეს, პირველ ნოემბერს, ასევე ცნობილი გახდა, რომ თვითიზოლაციაში გადავიდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია. იგი კოვიდინიფცირებულის კონტაქტირებული პირია და თვითიზოლაციაში გადავიდა. ამავე თემაზე:  გახარია: გადავედი თვითიზოლაციაში  

ბათუმში კოვიდსასტუმროში 41 წლის ქალი გარდაიცვალა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში, კოვიდსასტუმროში 41 წლის ქალი გარდაიცვალა. მას კორონავირუსი 10 ოქტომბერს დაუდასტურდა. სამინისტროს განმარტებით, ინფიცირებული ქალი იმავე დღეს გადაიყვანა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ სასტუმროში. მინისტრის, ნინო ნიჟარაძის განცხადებით, დაავადება მიმდინარეობდა უსიმპტომოდ. „პაციენტი იმყოფებოდა სამედიცინო პერსონალის მხრიდან მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ. გარდაცვალების სავარაუდო მიზეზია თრომბოემბოლია“, – აცხადებს მინისტრი. რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა ასევე 55 …

შესაძლოა ახლო კონტაქტებს შორის ინფექციის მატება ისევ დაფიქსირდეს – მინისტრის გაფრთხილება

დღეს, 2 ოქტომბერს, აჭარაში 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის შემთხვევების ახალი ანტირეკორდია – რეგიონში დადასტურდა 297 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 228 პაციენტი. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ნინო ნიჟარაძის განცხადებით, მიუხედავად აჭარაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების გაზრდილი რაოდენობისა, ეს შემთხვევები გამოვლენილია უკვე დადასტურებული შემთხვევების ახლო კონტაქტებს შორის და ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი მოსალოდნელი იყო. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება …

არ უნდა დაიტესტონ, პირდაპირ უნდა წავიდნენ იზოლაციაში – აჭარის ჯანდაცვის მინისტრი

აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ დღეს, 28 სექტემბერს ბრიფინგზე უპასუხა შეკითხვას PCR ტესტირების მიზნობრიობის შესახებ. დღეიდან ბათუმის მხოლოდ ორ პოლიკლინიკაში ხდება უფასო ტესტირება და ისიც – სამი საათის განმავლობაში, რამაც ბათუმში პოლიკლინიკებთან რიგები და მოქალაქეების უკმაყოფილება გამოიწვია. ნინო ნიჟარაძის განცხადებით, არ არის საჭირო კოვიდინფიცირებულთან კონტაქტში მყოფმა ყველა პირმა ჩაიტაროს ტესტირება. „მინდა მოქალაქეების საყურადღებოდ ვთქვა, როდესაც …

ვინ იმკურნალებს ბინაზე კორონავირუსის დიაგნოზით – აჭარის ჯანდაცვის მინისტრის განმარტება

აჭარაში კოვიდინფიცირებული პაციენტების ბინაზე მკურნალობა უკვე დაიწყო – ამის შესახებ დღეს, 22 სექტემბერს, გახდა ცნობილი. დღესვე აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ აჭარაში რამდენიმე პაციენტი მკურნალობს სახლში, თუმცა მან კონკრეტული რაოდენობა არ დაასახელა. ნინო ნიჟარაძის განმარტებით, ბინაზე იმკურნალებს ის კოვიდპაციენტი, რომელსაც არ აღენიშნება სიმპტომები და აქვს იზოლირებულად მკურნალობის საშუალება. „როცა ხდება კოვიდინფექციის შემთხვევის …

ბათუმში #7 ავტობუსის მძღოლს კორონავირუსი დაუდასტურდა

დღეს, 2 სექტემბერს, აჭარის მთავრობაში ჯანდაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ კოვიდსიტუაციასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართეს. თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ბათუმში კორონავირუსი #7 ავტობუსის მძღოლს დაუდასტურდა. ავტობუსი მოძრაობს ურეხში [მთისძირის ქუჩაზე], ეგრეთ წოდებული ხოფის ბაზრობის [ტაბიძისა და აღმაშენებლის ქუჩები], აბუსერიძის, გრიბოედოვის, რუსთაველის, თავდადებულის, ბარათაშვილის, ჯორჯიაშვილის, ვარშანიძის ქუჩების გავლით. „მძღოლები 14 დღეში ერთხელ იტესტებოდნენ, …

აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე იქნება, ზაალ მიქელაძე გადადგა

დღეს, 31 ივლისს, აჭარის მთავრობის სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ პოსტს ტოვებს ზაალ მიქელაძე, აჭარის ჯანდაცვის მინისტრი, რომელიც ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იქნება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ქართული ოცნებიდან“. ზაალ მიქელაძე „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იქნება აჭარის ჯანდაცვის მინისტრის პოსტს ნინო ნიჟარაძე დაიკავებს, მინისტრის მოადგილე. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, რომ ნინო ნიჟარაძემ განსაკუთრებით …

კორონავირუსით დაინფიცირებული ბათუმიდან ქუთაისში გადაიყვანეს

ბათუმიდან ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით დაინფიცირებული ქალი გადაიყვანეს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ქალს თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს და იგი კარანტინში იმყოფებოდა. „პირი ბათუმში შემოვიდა, ერთი დღე იყო კარანტინში, აღენიშნებოდა სიმპტომები, გადმოიყვანეს ცხელების ცენტრში, ანალიზის პირველი პასუხი იყო საეჭვო, გადაამოწმეს ანალიზის პასუხი ხელახლა ქუთაისში და რადგან ქალი არ არის აჭარის მკვიდრი, მისივე სურვილით, გადაიყვანეს ქუთაისში. …

ბათუმში კიდევ ერთი პირი გამოჯანმრთელდა, ხუთის განკურნებაზე კი პასუხს ელიან – Covid19

10 დღეზე მეტია აჭარაში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა, ბათუმში კი Covid19-სგან კიდევ ერთი პირი გამოჯანმრთელდა – ამის შესახებ დღეს, 11 მაისს, აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ნიჟარაძემ განაცხადა. მისივე თქმით, უახლოეს პერიოდში კიდევ 5 პირის განმეორებითი ტესტირების პასუხს ელიან და ამის შემდეგ გადაწყდება მათი კლინიკა „მედალფადან“ გაწერის საკითხი. ბოლო მონაცემებით, კლინიკა „მედალფაში“ 14 პაციენტი …

ქობულეთის სოფლებში ყველა პირის იზოლაციის პერიოდი დასრულდა – Covid19

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო ნიჟარაძის განცხადებით, ახალი კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე აჭარაში 5 500-ზე მეტი ტესტი ჩატარდა Covid-19-ის გამოსავლენად, მათ შორის გამოკვლეული იქნა 1400-ზე მეტი სამედიცინო პერსონალი. „1400-ზე მეტი სამედიცინო პირია გამოკვლეული აჭარაში, მათგან ვირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა. ისინი 14 დღეში ერთხელ დაექვემდებარებიან ლაბორატორიულ დიაგნოსტიკას,“ – განაცხადა ნინო ნიჟარაძემ, აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ. სავალდებულო …

ბათუმში Covid19-ის ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბათუმში ახალი კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა დადასტურდა. პაციენტი, რომელიც უკვე კლინიკა „მედალფაში“ გადაიყვანეს სამკურნალოდ, კარანტინში იმყოფებოდა. „დილის ინფორმაციით დაგვემატა ერთი დადასტურებული, იმპორტირებული შემთხვევა. პაციენტი სამი დღის წინ არის თურქეთიდან შემოსული, სარფის გავლით, ის იმყოფებოდა საკარანტინო სივრცეში და შემხებლობა მოსახლეობის სხვა ჯგუფებთან არ ჰქონდა“ – განაცხადა აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ნიჟარაძემ დღეს, 25 აპრილს. მან …

როდის გაიხსნება ქობულეთის სოფლები? – აქ პირველი ინფიცრებული დედა-შვილი გამოჯანმრთელდა

„ბოლო გამოვლენილი შემთხვევიდან მინიმუმ ორი საინკუბაციო პერიოდი უნდა გავიდეს, ანუ 28 დღე. საბოლოო გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ უნდა მიიღოს,“ – ამბობს აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ნინო ნიჟარაძე. მას ქობულეთის ოთხ სოფელში საკარანტინო რეჟიმის დასრულების ვადის შესახებ ვკითხეთ. Coivid 19-ის ბოლო შემთხვევა ქობულეთში დღეს, 24 აპრილს დაფიქსირდა. ქობულეთის კლასტერი უკავშირდება პაციენტს, 54 წლის ქალს, რომლის ინფიცირების წყარო …

ბათუმში Covid19-ის ერთი ახალი შემთხვევა დადასტურდა – ქობულეთის კლასტერი

ბათუმში დადასტურდა Covid19-ის ერთი ახალი შემთხვევა. ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ნიჟარაძემ, განაცხადა დღეს, 24 აპრილს, ჟურნალისტებთან. „გამოვლინდა ერთი ახალი შემთხვევა, რომელიც უკავშირდება ქობულეთის კლასტერს. პირი იმყოფებოდა თვითიზოლაციაში. მას, გარდა ერთი, ოჯახური კონტაქტისა, არ ჰქონია სხვასთან კონტაქტი,“ – განაცხადა ნინო ნიჟარაძემ. ქობულეთის კლასტერს უკვე 35 დადასტურებული შემთხვევა უკავშირდება. შესწავლილია 530 კონტაქტი, მათ შორის, …

ბათუმში კოვიდ 19-ის კიდევ 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო ნიჟარაძის განცხადებით, დღეს, 23 აპრილს, კოვიდ 19-ის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა ბათუმში. ორივე შემთხვევა საკარანტინო ზონიდანაა. ერთი ინფიცირებული სარფის საბაჟოდან არის შემოსული, არც ერთ მათგანს მოსახლეობის სხვა ჯგუფებთან შეხება არ ჰქონია. ნინო ნიჟარაძის თქმით, ბოლო 102 ლაბორატორიული ნიმუშიდან მხოლოდ ორს დაუდასტურდა კორონავირუსი. ნინო ნიჟარაძის თქმით, ამ დროისთვის ბათუმის კლინიკა „მედალფაში“ …

ბათუმში 90 პირის ანალიზის პასუხი COVID-19-ზე უარყოფითია

ბათუმში COVID-19-ზე აღებული 90 ლაბორატორიული ნიმუშის პასუხი უარყოფითია. აჭარიდან კვლევისთვის ქობულეთის კლასტერთან კონტაქტში მყოფი პირების კიდევ 50 ნიმუშია გადაგზავნილი, რომელთა პასუხებიც დღეს, 21 აპრილს, გვიან საღამოს გახდება ცნობილი – ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ნიჟარაძემ განაცხადა დღეს, 21 აპრილს. მინისტრის მოადგილის განცხადებით, ქობულეთის კლასტერის ირგვლივ კონტაქტირებული პირების რაოდენობა გაიზარდა 520- მდე და ინტენსიურად …

ნინო ნიჟარაძე: შესაძლოა შემდეგი კვირა გვქონდეს კრიტიკული

„შემდგომი კვირა შესაძლოა  გვქონდეს კრიტიკული, ეს დამოკიდებულია ჩვენზე და ჩვენს ქცევაზე. ეს, რა თქმა უნდა, უკონტროლო ზრდასთანაცაა დაკავშირებული, მაგრამ თუ მოქალაქეები პასუხისმგებლობით მოეკიდებიან იმ საკითხს, რომ ნაკლებად გავლენ ქუჩაში, ნაკლებად ექნებათ კომუნიკაცია, ზრდის ტემპი იქნება უფრო იშვიათი და მართვადი“ –  განაცხადა აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ნინო ნიჟარაძემ დღეს, 18 აპრილს ბრიფინგზე. მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ამ …

ნინო ნიჟარაძე: აჭარაში კოვიდ-19-ის ოთხი ახალი შემთხვევა გვაქვს

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ნინო ნიჟარაძის განცხადებით, აჭარაში კოვიდ 19 -ის ოთხი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.  ოთხივე  პაციენტი კარანტინში იმყოფებოდა, ამათგან  ერთი ქობულეთის კლასტერს უკავშირდება, ხოლო სამს თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. ოთხივე პაციენტი ზრდასრულია. პაციენტები კლინიკა „მედალფაში“ არიან გადაყვანილი, შესაბამისად კლინიკაში ამ დროისთვის კოვიდ-19-ით ინფიცირებული 41 პაციენტი მკურნალობს. ამ მონაცემის მიხედვით, აჭარაში, ქობულეთის კლასტერს უკავშირდება ინფიცირების …

აჭარაში ოთხმა პაციენტმა შესაძლოა მკურნალობის გარეშე დაძლია Covid-19 – ინტერვიუ

აჭარაში, ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებული ოთხი ადამიანის სწრაფი, ანტისხეულების ტესტის შედეგები დადებითია, თუმცა ოქროს სტანდარტად მიჩნეული PCR ტესტის პასუხი, რომლითაც დგინდება აქვს თუ არა ადამიანს ახალი კორონავირუსი – უარყოფითი. რაზე მიუთითებს ეს? რატომ არის ტესტების პასუხებს შორის განსხვავება? – ამ თემაზე „ბათუმელები“ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს, ნინო ნიჟარაძეს ესაუბრა. ქალბატონო ნინო, რასთან გვაქვს საქმე ამ შემთხვევაში, …

დღეიდან თერმოსკრინინგს ოჩხამურის მოსახლეობასაც ჩაუტარებენ

ქობულეთის კლასტერის გამო აჭარაში კვლევის არეალი გაფართოვდა. დღეს, 16 აპრილს, როგორც აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ნინო ნიჟარაძემ თქვა, სოფელ ოჩხამურშიც დაიწყება მოსახლეობის თერმოსკრინინგი. მისი თქმით, ოჩხამურში კორონავირუსის შემთხვევები ჯერ არ გამოვლენილა: „თუმცა გვინდა მეტ არეალში ჩავატაროთ თერმოსკრინინგი და დავიჭიროთ ყველა საეჭვო ჩივილების მქონე პაციენტი, ვისაც ჯანმრთელობის ერთჯერადი საყურადღებო დარღვევები მაინც ჰქონია,“ – ამბობს ნინო ნიჟარაძე. …

ბათუმში კორონავირუსზე 23 ნიმუშის პასუხს ელოდებიან

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო ნიჟარაძის განცხადებით, 16 აპრილის მონაცემებით, აჭარაში Covid-19 სტატისტიკა უცვლელია, ამ დროისათვის კლინიკაში რჩება ლაბორატორიულად დადასტურებული 30 პაციენტი, რომელთაგანაც ერთის ინფიცირება მოხდა სხვა რეგიონში. „30-დან ორი პაციენტის მდგომარეობა არის შედარებით მძიმე და საყურადღებო, დანარჩენი შედარებით მსუბუქია. 6 პაციენტი გამოჯანმრთელებულია, თუმცა ორთან მიმართებაში, მიუხედავად იმისა, რომ ორჯერადი კონტროლით გვაქვს უარყოფითი პასუხი, პაციენტები …

ქობულეთის კლასტერში უკვე 29 ინფიცირებულია – ახალი მონაცემები

ქობულეთის კლასტერში ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა და 29 ადამიანს შეადგენს  – ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ნინო ნიჟარაძემ განაცხადა დღეს, 15 აპრილს. დღეს ოთხი ახალი შემთხვევის შესახებ გახდა ცნობილი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია. ნინო ნიჟარაძის თქმით, ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებით დადგენილია 410 კონტაქტირებული პირი, მათგან 210 პირი გამოკვლეულია. ქობულეთის კლასტერი უკავშირდება პაციენტს, 54 წლის ქალს, რომლის …

ქობულეთში თერმოსკრინინგით გამოვლინდა 17 საეჭვო შემთხვევა – ნინო ნიჟარაძე

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო ნიჟარაძის განცხადებით, დღეს, 14 აპრილს, ცხელების კლინიკიდან კორონავირუსის კვლევაზე კიდევ შევა 15 ახალი ნიმუში, რომლის შედეგები დღეს საღამოს იქნება ცნობილი. „როგორც ვიცით, ქობულეთის კლასტერიდან გუშინ დაემატა 5 დადასტურებული შემთხვევა, ერთი იყო იმპორტირებული, აქედან გამომდინარე, კლინიკაში უკვე 27 ადამიანი მკურნალობს კორონავირუსზე. მათგან ორის მდგომარეობა არის სტაბილურად მძიმე, დანარჩენების მდგომარეობა არის მსუბუქი …

სამინისტრო ქობულეთში ინფიცირებულთა მატებას ვარაუდობს – დადგენილია 350 კონტაქტი

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ნინო ნიჟარაძე აცხადებს, რომ ქობულეთის კლასტერიდან დღეს ჯერჯერობით არ დადასტურებულა ახალი შემთხვევა, თუმცა მინისტრის მოადგილე არ გამორიცხავს, რომ ამ კლასტერთან დაკავშირებული შემთხვევების რაოდენობა გაიზრდება: „რამდენიმე პაციენტთან მიმართებაში ველოდებით დადასტურებას, იმიტომ, რომ ეს გახლავთ უკვე მეთვალყურეობაზე, თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანები რამდენიმე ოჯახიდან, მათთან წამოვიდა უკვე რესპირაციული ჩივილები და ჩვენ ვფიქრობთ, რომ მათ შეიძლება …

Exit mobile version