Batumelebi | ბათუმის მოზრდილი მოსახლეობის 60% აიცრა, აჭარაში კოვიდის სიმცირე ამას უკავშირდება – მინისტრი ბათუმის მოზრდილი მოსახლეობის 60% აიცრა, აჭარაში კოვიდის სიმცირე ამას უკავშირდება – მინისტრი – Batumelebi
RU | GE  
აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე.

ბათუმის მოზრდილი მოსახლეობის 60% აიცრა, აჭარაში კოვიდის სიმცირე ამას უკავშირდება – მინისტრი

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ნინო ნიჟარაძის ინფორმაციით, ბათუმის მოზრდილი მოსახლეობის 60% აცრილია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით. „ჯამში კი აჭარაში ვაქცინირებულია სამიზნე კონტიგენტის 62,8%“.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარაში სულ ჩატარებულია 220 670 დოზა ვაქცინა, მათ შორის ორი დოზით აცრილია 102 075 ადამიანი. ამ მონაცემებში შედის აჭარის და სხვა რეგიონის მკვიდრი მოსახლეობაც, რომლებიც აჭარაში აიცრნენ კოვიდზე.

“მოხარული ვარ, რომ აჭარამ შეძლო სამიზნე კონტიგენტის 60%-ზე მეტის ვაქცინაცია. ჩვენი მიზანია 18 წელს ზემოთ მოსახლეობის სრულად იმუნიზაცია. ამისათვის დაწყებულია მუშაობა და უახლოეს დღეებში ვაქცინაციის ტემპი უფრო გაიზრდება სოფლებში.

უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდში სხვა რეგიონებთან შედარებით აჭარაში კორონავირუსის შემთხვევათა სიმცირე სწორედ ვაქცინაციის მაღალი მოცვის მაჩვენებელს უკავშირდება”, – აცხადებს, აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე.

ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების 142 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა,

აჭარაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ჩატარება შესაძლებელია, ჰოსპიტალურ დაწესებულებეში, ამბულატორიებში, ასევე სპეციალური სივრცეა გამოყოფილი უნივერსიტეტის შენობაში. მოქალაქეებს მათთვის სასურველი ვაქცინის ჩატარება წინასწარი რეგისტრაციის გარეშე შეუძლიათ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.