ბათუმში 3 პაციენტის გამოჯანმრთელებას ელიან კორონავირუსისგან

11 აპრილის მონაცემებით, ბათუმში, კლინიკა „მედალფაში“ 19 პაციენტს მკურნალობენ კორონავირუსის დიაგნოზით. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო ნიჟარაძის განცხადებით, ბათუმში 3 პაციენტის გამოჯანმრთელებას ელიან: „ამ 19 პაციენტიდან სამი ემზადება გამოჯამრთელებულის დეფინიციის მისაღებად. მათ შორის ერთის მეორად კონტროლზე პასუხი დღეს დილით იქნება ცნობილი, ხოლო ორი პაციენტის კვლევის პასუხი იქნება დღის განმავლობაში. ამ ორს დასჭირდება მეორე, საკონტროლო კვლევაც“ …

ქობულეთის კლასტერიდან 5 პირს შესაძლოა Covid-19 აქვს – მიმდინარეობს განმეორებითი კვლევა

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო ნიჟარაძის განცხადებით, კორონავირუსზე 5 საეჭვო შემთხვევას ამოწმებენ, ყველა ეს შემთხვევა ქობულეთის კლასტერს უკავშირდება. „პირველადი კვლევებით ამ 5 კვლევის პასუხი არის დადებითი, მაგრამ არ არის მკვეთრად დადებითი და სჭირდება განმეორებითი პასუხი, რის შედეგადაც ჩვენ შეგვიძლია მყარად ვთქვათ, რომ ეს ადამიანები არიან პაციენტები [აქვთ კორონავირუსი]“ – განაცხადა ნინო ნიჟარაძემ. მისივე თქმით, ქობულეთის …

covid 19-ის 6 ახალი შემთხვევა ქობულეთიდან

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო ნიჟარაძის განცხადებით, დღეს აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის 6 პირი ქობულეთის კლასტერს მიეკუთვნება. „ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებული 40 კონტაქტი მოვიძიეთ გუშინ, ეს არის ოჯახური და სხვა კონტაქტები, არა სამედიცინო პერსონალი. მათგან ავიღეთ 8 ლაბორატორიული კვლევის ნიმუში და 6 დადასტურდა, ანუ ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებული 6 ახალი შემთხვევა გვაქვს. …

116 ადამიანიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა – ქობულეთის კლასტერი

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო ნიჟარაძის განცხადებით, გუშინ, 8 აპრილს, აჭარაში კორონავირუსზე 116 ნიმუში აიღეს. მისი თქმით, ყველა პასუხი უარყოფითია, კორონავირუსი არც ერთ პირს არ აღმოაჩნდა. „გუშინ, დღის განმავლობაში, ყველა სამედიცინო დაწესებულებიდან, საკარანტინე ზონიდან, ამ დაავადებულთან ირგვლივ მყოფი კონტაქტებიდან, შევიდა 116 ნიმუში და ყველასთან მიმართებაში გვაქვს უარყოფითი პასუხი, გუშინ დადასტურების შემთხვევა არ გვქონია,“ – განაცხადა …

კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა ბათუმში – სამეზობლო კონტაქტები სოფელ გვარაში

ბათუმში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ დღეს, 8 აპრილს, აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ნიჟარაძემ განაცხადა. „წუხელ ღამით დაგვემატა 5 ახალი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა. ხუთივე არის ბოლოს დადასტურებული შემთხვევის კონტაქტირებული პირი. ეს გახლავთ შემთხვევა, რომლის ინფიცირების წყარო ჯერ არ არის დადგენილი და მას უკავშირდება როგორც სამედიცინო პერსონალის კონტაქტები, ასევე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლის …

ბათუმში COVID-19 დაუდასტურდა ქალს, რომლის ინფიცირების წყარო დადგენილი არ არის

დღეს, 7 აპრილს, აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ნიჟარაძემ განაცხადა ბათუმში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევის შესახებ. „კლინიკა „მედალფაში“ გვაქვს 10 დადასტურებული შემთხვევა, დაგვემატა ერთი, 60 წლამდე პირი, რომლის იდენტიფიცირება მოხდა წუხელ, გვიან ღამით. ახლა მიმდინარეობს ეპიდკვლევითი სამუშაოები, კონტაქტების მოძიება. აღნიშნული პირის ინფიცირების წყარო ამ ეტაპზე არ არის დადასტურებული, მიდის აქტიური მოძიება. განვმარტავ, ზოგადად კონტაქტად ითვლება …

ბათუმში კორონავურისის ახალი შემთხვევა დადასტურდა

ბათუმში კორონავირუსის ახალი შემთხვევა დადასტურდა – ამის შესახებ დღეს, 5 აპრილს, აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ნიჟარაძემ განაცხადა. „დღეს დილით დაგვემატა ახალი დადასტურებული შემთხვევა, რომელიც გახლავთ ერთ-ერთი პაციენტის კონტაქტირებული პირი და რომელიც იმყოფებოდა საკარანტინე სივრცეში. ეს არის 80 წლამდე პირი, რომელსაც მსუბუქი რესპირაციული ჩივილები აქვს, ის კლინიკა „მედალფაშია“ გადაყვანილი“ – განაცხადა ნინო ნიჟარაძემ. დღეს, ამ …

ბათუმში COVID19-ზე 33 პირის პასუხი უარყოფითია, იკვლევენ 3 პირს

ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის ახალი შემთხვევები არ გამოვლენილა. დღეს, 4აპრილს, აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ნიჟარაძემ გააცნო ჟურნალისტებს რეგიონში მიმდინარე სიტუაცია. მისი განცხადებით, „მედალფაში“კორონავირუსზე მკურნალობას აგრძელებს შვიდი პაციენტი, რომელთაგანაც ერთის მდგომარეობა რჩება სტაბილურად მძიმე, დანარჩენი 6 პაციენტის მდგომარეობა კი არის საშუალო და მსუბუქი სიმძიმის. „24 საათის განმავლობაში ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში გატარდა 36 პაციენტი, ესენი …

„ბათუმში COVID19-ით ინფიცირებული მედდას ყველა კონტაქტი მოკვლეულია“ – ნინო ნიჟარაძე

იყო თუ არა დაცული პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა წესი, ინფექციური საავადმყოფოს მედდის კორონავირუსით დაინფიცირების შემდეგ? რა ზომები მიიღო  ჯანდაცვის სამინისტრომ დაინფიცირებული  პირის ყველა სავარაუდო კონტაქტის დასადგენად და როგორ და რამდენ საათში მოხდა ამ კონტაქტების დადგენა? – „ბათუმელების“ კითხვებს აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ნინო ნიჟარაძე პასუხობს. ქალბატონო ნინო, გარკვეული კითხვები გაჩნდა საზოგადოებაში კორონავირუსით დაინფიცირებული მედდის ირგვლივ. საუბარია …

Covid-19-ით ინფიცირებულია მედდა, რომელმაც თავის თავზე აიღო რთულ პაციენტთან მუშაობა

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ნიჟარაძემ ჟურნალისტებთან დაადასტურა, რომ Covid-19-ით ინფიცირებულია ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს მედპერსონალი. მან აღნიშნა, რომ სამედიცინო პერსონალს [ექთანს] ვირუსი გადაედო Covid-19-ით ინფიცირებული პაციენტისგან, რომელსაც დახმარებას უწევდა. მან ხაზი გაუსვა იმას, რომ ექთანი მოქმედებდა ასეთ შემთხვევებში არსებული პროტოკოლის ფარგლებში, თუმცა სამედიცინო პერსონალის ინფიცირების რისკი მაღალია. „დაინფიცირებული პირი, სამედიცინო პერსონალი, გახლავთ მაღალი პროფესიონალიზმით გამორჩეული, …

აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებულებს სამი კლინიკა მიიღებს – ინტერვიუ

ბოლო მონაცემებით ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებულ 5 პირს მკურნალობენ, 1500 ადამიანი კი აჭარაში კარანტინში იმყოფება. რამდენი ადგილი აქვს ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოს და რამდენი პაციენტის მომსახურებას შეძლებენ აჭარაში მედიკოსები საჭიროების შემთხვევაში? – ამ თემაზე ჩვენს კითხვებს აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ნინო ნიჟარაძემ უპასუხა. ქალბატონო ნინო, რამდენი ადგილი გვაქვს ამ დროისთვის ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში ინფიცირებული პაციენტებისთვის სრული სერვისის …

ბათუმში კორონავირუსის ერთ ტესტზე საჭირო გახდა დამატებითი კვლევა

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო ნიჟარაძის განცხადებით, აჭარაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა არ არის, თუმცა, ერთი ტესტის პასუხი გადაგზავნილია თბილისში, ლუგარის ლაბორატორიაში. „ჯერჯერობით აჭარაში არ გვაქვს კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა. რაც შეეხება გუშინდელ შემთხვევას, სამი კვლევა ჩატარდა, მათგან ორის პასუხი იყო მკვეთრად უარყოფითი, მაგრამ მესამე ტესტის პასუხი არ იძლეოდა საფუძველს, გვეთქვა, რომ ეს იყო უარყოფითი ან დადებითი …

ბათუმის ინფექციურში იტალიიდან ჩამოსული პირი მოათავსეს – კორონავირუსის პრევენცია

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულია პირი, რომელიც ბათუმის პორტიდან გადაიყვანეს – ამის შესახებ დღეს, 9 მარტს, განუცხადა ჟურნალისტებს აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ნიჟარაძემ. „ეს ადამიანი 25-ში გამოემგზავრა იტალიიდან უკრაინის გავლით, ბათუმში ჩამოვიდა გუშინ და ისევ უკრაინაში აპირებდა დაბრუნებას გემით, მაგრამ პორტში იდენტიფიცირებული იქნა, როგორც შესაძლო შემთხვევა, ვინაიდან ჰქონდა მცირე ცხელება და გადაყვანილ იქნა საავადმყოფოში. დღეისთვის …

გონიოში, კარანტინში არიან საქართველოს ჯანმრთელი მოქალაქეები – აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო

გუშინ, 5 მარტს, ღამით, გონიოში მცხოვრებმა რამდენიმე ადამიანმა საპროტესტო აქცია გამართა. ისინი შიშობენ, რომ გონიოში მდებარე სასტუმროში, კორონავირუსის პრევენციის მიზნით კარანტინში მოთავსებული ადამიანები მათ ჯანმრთელობას უქმნიან საფრთხეს. „ისინი ფიქრობდნენ, რომ სასტუმროში იყვნენ დაავადებული პირები და გარკვეულ საშიშროებას გრძნობდნენ. ჩვენ ავუხსენით, რომ აქ არიან ჯანმრთელი ადამიანები და აბსოლუტურად უსაფრთხოა ეს ადგილი ირგვლივმყოფთათვის“, – გვითხრა ნინო ნიჟარაძემ, …

როგორ აპირებენ ტყვიით დაბინძურების წყაროების პოვნას საქართველოში

სისხლში ტყვიის შემცველობაზე აჭარაში კვლევა ჩაუტარდა 164 ბავშვს. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ  კვლევაში მონაწილე ბავშვების 85 პროცენტს, ანუ 139 ბავშვს სისხლში დადგენილ ნორმაზე მეტი (5 მკგ/დლ. მიკროგრამი დეცილიტრზე) ტყვიის შემცველობა აღმოაჩნდა, ხოლო 50 პროცენტს 10 მკგ/დლ-ი.  როგორც „ბათუმელებს“ გაეროს ბავშვთა ფონდში ეუბნებიან, გამოკვლეული ბავშვებიდან, ვისაც სისხლში ტყვიის მაღალი შემცველობა აღმოაჩნდა, უმეტესობა სოფელში ცხოვრობს. აჭარის ჯანდაცვის …

რატომ შეწყდა წითელას საწინააღმდეგო აცრები ბსუ-ში

წითელას საწინააღმდეგო აცრები ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გუშინ, 31 იანვარს, დღის მეორე ნახევარში მოულოდნელად შეწყდა. ვაქცინაცია უნივერსიტეტში დღესაც უნდა გაგრძელებულიყო. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის განმარტებით, კამპანია იმიტომ შეწყვიტეს, რომ ქალაქის პოლიკლინიკებში ხალხი მომსახურების გარეშე დარჩა. ჯანდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ სტუდენტების დაინტერესება იყო მცირე, თავად უნივერსიტეტს კი არ აქვს ინფორმაცია, რის გამო შეწყდა წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაცია …

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის პირველ მოადგილედ ნინო ნიჟარაძე დაინიშნა

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ზაალ მიქელაძის პირველი მოადგილე ნინო ნიჟარაძე იქნება, რომელიც აქამდე აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს ხელმძღვანელობდა. მანამდე ამ თანამდებობაზე რუსუდან შავიშვილი მუშაობდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ნინო ნიჟარაძეს აღნიშნულ უწყებაში საქმიანობის 19 წლიანი გამოცდილება აქვს. 2012 წელს დაინიშნა აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილედ, მანამდე იყო დირექტორის მოადგილე სამკურნალო დარგში, ეპიდემიოლოგი არაინფექციურ დაავადებათა მართვის …

წითელას 75 შემთხვევა აჭარაში – ბოლო მონაცემები

ბოლო მონაცემებით, იანვარში აჭარაში წითელას 75 შემთხვევა დაფიქსირდა. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის უფროსის, ნინო ნიჟარაძის განმარტებით, შემთხვევათა რაოდენობის ზრდის მიუხედავად, არ დგას საბავშვო ბაღებსა და სკოლებში სააღმზრდელო პროცესის/სწავლის შეჩერების საკითხი, რადგან „შემთხვევები ასაკობრივად გაფანტულია და მხოლოდ სასკოლო ან ბაღის ასაკის ბავშვებში არ გვხვდება. მითუმეტეს, რომ ერთ სკოლაში ან ერთ ბაღში 20 პროცენტზე მეტი გაცდენის ალბათობა არ …

სეზონური გრიპის პიკს თებერვალში უნდა ველოდოთ

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, წელს საქართველოში A ტიპის გრიპის ვირუსები გავრცელებული არ არის. სწორედ ამ ტიპის ვირუსებს მიეკუთვნება H1N1 [ე.წ. ღორის გრიპი], რომელიც გასულ წლებში აჭარაშიც იყო გავრცელებული. რა ტიპის ვირუსია გავრცელებული წელს, როგორია ეპიდსიტუაცია აჭარაში და როდის დგება სეზონური გრიპის პიკი? – ამის შესახებ „ბათუმელები“ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელს, ნინო ნიჟარაძეს ბლიც-ინტერვიუში …

აჭარაში წითელას შემთხვევებმა იმატა – საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი მშობლებს აფრთხილებს

იანვარში აჭარაში წითელას 35-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც გასულ წლის მთლიან მაჩვენებლზე მეტია – ასეთია აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაცია. ცენტრის ხელმძღვანელის, ნინო ნიჟარაძის ინფორმაციით, ბოლო წლების განმავლობაში, 2013 წლის შემდეგ, როცა აჭარაში წითელათი დაავადებულთა რაოდენობამ 196-ს მიაღწია, ასეთი ეპიდსიტუაცია არ ყოფილა. „მოსახლეობას, განსაკუთრებით მშობლებს, მოვუწოდებთ: წითელას აცრა კეთდება ერთი და ხუთი წლის ასაკში. მიიყვანეთ …

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს ნინო ნიჟარაძე უხელმძღვანელებს

დღეიდან აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს ნინო ნიჟარაძე უხელმძღვანელებს. ცენტრის თანამშრომლებს ახალი დირექტორს აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე დღეს წარუდგენს. ცენტრის ინფორმაციით, ნინო ნიჟარაძე აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში სხვადასხვა პოზიციაზე 1999 წლიდან მუშაობს. 2012 წელს დაინიშნა დირექტორის მოადგილედ, მანამდე იყო დირექტორის მოადგილე სამკურნალო დარგში, ეპიდემიოლოგი არაინფექციურ დაავადებათა მართვის საკითხებში, ასევე, მთავარი სპეციალისტი პროგრამების …

რატომ არის შემოდგომაზე რეკომენდებული გრიპის ვაქცინის გაკეთება

„იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდება ისეთი სიმპტომები, როგორიცაა – სუნთქვის გართულება, ქოშინი, ცხვირ-ტუჩის მიდამოს ციანოზი, მოვარდისფრო სისხლიანი ნახველი, ლეთარგია, ჩვილ ბავშვებში – ძუძუს წოვის შეუძლებლობა, გაუწყლოვება, ყიფლიბანდის დაძაბულობა – სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს. შესაძლოა თქვენ გესაჭიროებოდეთ ჰოსპიტალიზაცია და სპეციფიკური მკურნალობა“, – ამ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ავრცელებს თავის ვებგვერდზე, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ …

Exit mobile version