მთავარი,სიახლეები

ბათუმში Covid19-ის ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

25.04.2020 • 1244
ბათუმში Covid19-ის ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბათუმში ახალი კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა დადასტურდა. პაციენტი, რომელიც უკვე კლინიკა „მედალფაში“ გადაიყვანეს სამკურნალოდ, კარანტინში იმყოფებოდა.

„დილის ინფორმაციით დაგვემატა ერთი დადასტურებული, იმპორტირებული შემთხვევა. პაციენტი სამი დღის წინ არის თურქეთიდან შემოსული, სარფის გავლით, ის იმყოფებოდა საკარანტინო სივრცეში და შემხებლობა მოსახლეობის სხვა ჯგუფებთან არ ჰქონდა“ – განაცხადა აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ნიჟარაძემ დღეს, 25 აპრილს.

მან ასევე აღნიშნა, რომ ბათუმში კიდევ 2 პაციენტი გამოჯანმრთელდა და რეგიონში  ჯამში 15 გამოჯანმრთელებული პირია, რომლებიც ახლა იმყოფებიან იზოლაციის რეჟიმში.

რაც შეეხება ქობულეთის კლასტერს, ამ კლასტერს ისევ 35 დადასტურებული შემთხვევა უკავშირდება.

„რეგიონში ამ ეტაპზე სიტუაცია კონტროლირებადია, თუმცა თითოეული მოქალაქე ვალდებულია ამ პერიდოში განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინოს, თითოეულ შემხვედრს უყუროს, როგორც შესაძლო დაინფიცირებულ შემთხვევას და მაქსიმალურად უზრუნველყოს პირადი უსაფრთხოების დაცვა, ეს არის ფიზიკური დისტანცირება, ნიღბის გამოყენება, ჰიგიენის წესების დაცვა. ამაზე იქნება დამოკიდებული შემდგომი ეპიდემიოლოგიური სიტუაციის განვითარება“ – აღნიშნა ნინო ნიჟარაძემ.

25 აპრილის დილის მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა, გუშინ საღამოსთან შედარებით 12-ით გაიზარდა და სულ არის 456. 

456 ინფიცირებულიდან სულ გამოჯანმრთელდა 132 პირი, გარდაიცვალა – 5.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: