რუსეთში იმ პირების ქონებას დააყადაღებენ, ვინც ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებაშია „ბრალდებული“

რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატებმა მეორე და მესამე მოსმენით მიიღეს კანონპროექტი, რაც რუსეთის ხელისუფლებას საშუალებას მისცემს ადმინისტრაციული წესით დასაჯოს ის პირები, რომლებმაც ქვეყანა უკვე დატოვეს, მაგრამ „რუსეთის ფედერაციის ინტერესების“ საწინააღმდეგო ქმედებაში არიან „ეჭვმიტანილები“. ამის შესახებ რუსული დევნილი მედია წერს. მედიის თანახმად, ერთ-ერთი მუხლი იმ ადამიანების დასჯას ითვალისწინებს, ვინც „ხელისუფლებისა და საზოგადოების უპატივცემულობა“ გამოხატა. კიდევ ერთი მუხლის …

„პუტინი ბუტბუტებს, ურას წარმოთქმაც კი აღარ შეუძლია, მაგრამ რაკეტებით ისევ ანადგურებს სახლებს“ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსული ძალების მიერ უკრაინაში 24 მაისის ღამით განხორციელებულ მასშტაბურ თავდასხმაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ სულ მცირე 83 ადამიანი დაშავდა. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, თავდასხმის დროს 90 რაკეტა, მათ შორის „ორეშნიკი“ და სხვადასხვა ტიპის 600 დრონი გამოიყენეს. „პუტინს სიტყვა „ურა“-ს ნორმალურად წარმოთქმაც კი აღარ შეუძლია – ის ბუტბუტებს, მაგრამ მაინც ანადგურებს საცხოვრებელ …

პუტინი ჩინეთში მიდის სი ძინპინთან შესახვედრად

 რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი 19-20 მაისს ოფიციალურ ვიზიტს გამართავს ჩინეთში. კრემლის ცნობით, შეხვედრა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტის, სი ძინპინის მიწვევის შემდეგ დაიგეგმა და განხილული იქნება ორმხრივი ურთიერთობები და ქვეყნებს შორის ყოვლისმომცველი პარტნიორობისა და თანამშრომლობის განმტკიცება, თავად ვიზიტი კი ეძღვნება „კეთილმეზობლობის, მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების“ 25 წლისთავს. კრემლის ცნობით, საუბარი შეეხება მოსკოვსა და პეკინს შორის …

პუტინის რეიტინგი ზედიზედ 6 კვირაა მცირდება

პუტინის რეიტინგი ზედიზედ ექვსი კვირაა იკლებს. რუსეთის საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრის მონაცემებით, რუსეთის პრეზიდენტის საქმიანობის მოწონების რეიტინგი 2026 წლის 6-დან 12 აპრილამდე 66.7% იყო (-1.1 პროცენტული პუნქტით ნაკლები ბოლო კვირის განმავლობაში). ამავე დროს, ვლადიმერ პუტინის მიმართ ნდობის შესახებ პირდაპირ დასმულ შეკითხვაზე გამოკითხულთა 72.0%-მა დადებითი პასუხი გასცა, რაც ბოლო კვირის განმავლობაში -1.8-პროცენტიანი კლებაა. მედიის ცნობით, პუტინის …

ვალდაის რეზიდენციაში, სადაც კაბაევა და პუტინის ვაჟები დიდ დროს ატარებენ Панцирь-ის 7 ახალი კოშკურა დაამატეს

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ვალდაის რეზიდენციის მიმდებარე ტერიტორიაზე Панцирь-С1 ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემების საერთო რაოდენობამ უკვე 27-ს მიაღწია. ამის შესახებ რუსული მედია თანამგზავრულ ფოტოებზე დაყრდნობით ავრცელებენ ინფორმაციას. თანამგზავრული ფოტოების თანახმად, შვიდი ახალი საჰაერო თავდაცვის კოშკურების მშენებლობა ერთ დღეს – 17 მარტს დაიწყო. ზოგიერთი მათგანი კი უკვე აღჭურვილია ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემებით. ისევე, როგორც მოსკოვის გარშემო განლაგებული …

„დიპლომატიური გამბედაობა“, ანუ როგორ ესაუბრა ფაშინიანი პუტინს – ინტერვიუ ყოფილ ელჩთან

აზერბაიჯანმა აღადგინა საკუთარი ტერიტორიული მთლიანობა, რამაც ხელი შეუწყო სამხრეთ კავკასიაში სრულიად ახალი პერსპექტივების ჩამოყალიბებას, მათ შორის, სომხეთისთვის. რაც უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, ამ კონფლიქტის დამთავრებამ გაუხსნა გზა სომხეთს ევროპისკენ. ამით ძალიან კარგად სარგებლობს ფაშინიანი და კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო ჩემი აღფრთოვანება ამ პოლიტიკური ლიდერის მიმართ. „ასე პუტინი ამყარებს სომხეთის გადაწყვეტილებას გეზი აიღოს ევროპისკენ“ – ინტერვიუ „რეალურად, …

კრემლი არ აკეთებს კომენტარს მოჯთაბა ხამენეის მოსკოვში გადაყვანაზე – რუსული მედია

კრემლი არ აკეთებს კომენტარს ქუვეითური გამოცემა Al Jarida-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ ირანის ახალი ლიდერი მოსკოვში მკურნალობს. გუშინ ქუვეითურმა გამოცემა Al Jarida-მ, ირანის მთავრობასთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ახალი უზენაესი ლიდერი, მოჯთაბა ხამენეი 12 მარტს რუსული სამხედრო თვითმფრინავით საიდუმლოდ გადაიყვანეს მოსკოვში. სავარაუდოდ, ხამენეის მოსკოვში „წარმატებული ოპერაცია“ ჩაუტარეს რუსმა და ირანელმა ექიმებმა ერთობლივად და …

რატომ არ აწყობს პუტინს ომის დასრულება?

4 წელი გავიდა, რაც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში, თუმცა ვერ აღწევს ვერცერთ სტრატეგიულ მიზანს. რა ლოგიკით აწყობს პუტინს ამ ომის გაგრძელება? – ამ საკითხზე საქართველოს ყოფილ ელჩს შეერთებულ შტატებში, დავით სიხარულიძეს და საერთაშორისო ურთიერთობის სპეციალისტს, პროფესორ თორნიკე შარაშენიძეს ვესაუბრეთ. რა ლოგიკით აწყობს პუტინს ამ ომის გაგრძელება? „აშკარაა, რომ რუსეთს არ სურს ამ ომის დამთავრება. მას რომ …

„შეუძლია კიევში ჩამოვიდეს“ – ზელენსკის პასუხი პუტინის მოსკოვში შეხვედრის შეთავაზებაზე

„მას შეუძლია კიევში ჩამოვიდეს“ – თქვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკულ  ABC News-თან ინტერვიუში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შეთავაზებაზე – მოლაპარაკებები რუსეთსა და უკრაინას შორის მოსკოვში გაიმართოს. „მე არ შემიძლია მოსკოვში წასვლა, როდესაც ჩემი ქვეყანა ყოველდღიურად სარაკეტო და თავდასხმების მსხვერპლია. მე არ შემიძლია ამ ტერორისტის დედაქალაქში წასვლა“, – დასძინა უკრაინის პრეზიდენტმა. 3 სექტემბერს, ჩინეთში ვიზიტის …

მაკრონმა გაიმეორა, რომ პუტინი „კაციჭამიაა“, მერცმა კი აღნიშნა, რომ პუტინის რეჟიმს უნდა უთხრან – „არა“

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა კვლავ გაიმეორა, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი „კაციჭამიაა“. მანამდე, მაკრონმა პუტინზე ანალოგიური განცხადება აგვისტოს შუა რიცხვებში გააკეთა, რაც მოსკოვში „ვულგარულ შეურაცხყოფას“ შეაფასეს. საპასუხოდ მაკრონმა გუშინ, 29 აგვისტოს ისევ თქვა: „როდესაც ვამბობთ, რომ ევროპის კარებთან კაციჭამია დგას, მე მჯერა, რომ ეს ასახავს იმას, რასაც ძალიან ძლიერად გრძნობენ ქართველები, უკრაინელები და მრავალი სხვა …

პუტინს სურს უკრაინაში რუსული ენის ოფიციალური სტატუსი და არ სურს შეხვდეს ზელენსკის – NYT

„უკრაინსკა პრავდა“ ამერიკული გამოცემა „The New York Times“-ზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ალასკაზე გამართული შეხვედრის დროს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მოითხოვა შემდეგი გარანტიები: რუსულ ენას უკრაინაში ოფიციალური სტატუსი მიენიჭოს და უზრუნველყოფილი იქნას რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის უსაფრთხოება. ამასთან, პუტინი ამ ეტაპზე უარს ამბობს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე. „პუტინმა მოითხოვა გარანტიები, რომ რუსულ …

„პუტინმა გაცილებით მეტი სარგებელი მიიღო, ვიდრე ტრამპმა“ – ინტერვიუ ანკორიჯის შეხვედრაზე

„პუტინმა რეალურად ტრამპი საკუთარი თამაშის ნაწილად აქცია, რადგან მან მიიღო ის, რაც უნდოდა მიეღო, ტრამპმა ვერ მიიღო ის, რაც მის გეგმაში შედიოდა“, – ამბობს მიხეილ სარჯველაძე, პოლიტიკის ექსპერტი „ბათუმელებთან“. რა აჩვენა ტრამპისა და პუტინის შეხვედრამ ქალაქ ანკორიჯში და რას შეიძლება ველოდეთ ტრამპისგან? – ამ თემაზე ვესაუბრეთ მიხეილ სარჯველაძეს. ბატონო მიხეილ, რა შთაბეჭდილება დაგრჩათ აშშ-ს პრეზიდენტის …

„პროგრესი არ არის“ – ტრამპი პუტინთან დიალოგის შემდეგ

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებასთან დაკავშირებით პროგრესი არ მოჰყოლია. ტრამპმა ვაშინგტონში, საჰაერო ძალების ბაზაზე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პუტინთან სატელეფონო საუბრისას განიხილა ომი უკრაინაში და ირანში არსებული სიტუაცია. „მე ვერ მივაღწიე მასთან ვერანაირ პროგრესს“ – განაცხადა ტრამპმა. ტრამპმა ასევე განაცხადა ჟურნალისტებთან, რომ შეერთებული შტატები …

პუტინი გაოცებულია საქართველოს ხელისუფლების გამბედაობით დასავლეთის წინაშე

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ გაკვირვებულიც კი იყო იმ სიმამაცით, რომლითაც საქართველოს ხელისუფლება იცავდა თავის პოზიციას ბოლო კანონპროექტებთან დაკავშირებით. ამის შესახებ პუტინმა დღეს, 28 ნოემბერს, დაახლოებით 18:00 საათზე, ყაზახეთში, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა. ინფორმაცია ამის შესახებ კრემლის პროპაგანდისტ ვლადიმერ სალავიოვის ტელეგრამ არხზე გავრცელდა. „საქართველოში მოვლენები რომ დაიწყო, მე, გულწრფელად რომ …

როგორ იცვლებოდა უცხოური აგენტების კანონი რუსეთში წლების მიხედვით

საქართველოს მმართველი პარტიის მიერ ხელმეორედ დაინიციირებული რუსული კანონის ანალოგი, თავად რუსეთში 12 წლის წინ მიიღეს. „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის პირველი ვერსია, თავიდან ისე ჩანდა, თითქოს ეს ცოტა ვინმეს ეხებოდა. რეალურად კი, ამით საფუძველი დაედო რეპრესიული კანონების სერიას, რომელთა არეალიც წლების განმავლობაში ისე გაფართოვდა, რომ საბოლოოდ შეეხო ყველას – არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიას, უფლებადამცველებს, ცალკეულ აქტივისტებს, პროგრესულად …

რატომ ხვდება პუტინი ომში დაღუპულთა ოჯახებს და როგორ არჩევენ მათ – ISW-ის ანალიზი

საპრეზიდენტო არჩევნების წინ რუსეთის მოქმედი პრეზიდენტი ცდილობს აჩვენოს, რომ „ზრუნავს“ უკრაინის წინააღმდეგ ომში დაღუპულთა ოჯახებზე. ომის კვლევის ამერიკულმა ინსტიტუტმა [ISW] გააანალიზა, რაში სჭირდება ეს ვლადიმერ პუტინს. ვლადიმერ პუტინი თავის რეზიდენციაში უკრაინის წინააღმდეგ ომში დაღუპულთა ნათესავებს შეხვდა, სადაც ისაუბრა დაღუპული რუსი სამხედროების გმირობაზე, რომლებიც „იცავდნენ რუსეთის ინტერესებს“. ამ გზით პუტინი ცდილობს თავი მზრუნველ ლიდერად წარმოაჩინოს. რუსეთის …

ერდოღანი პუტინთან შესახვედრად რუსეთში გაემგზავრა

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი დღეს, 4 სექტემბერს, ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით რუსეთში გაემგზავრა. თურქული მედიის ცნობით, თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტების მოლაპარაკებების დღის წესრიგში ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი შავი ზღვის მარცვლეულის დერეფნის შესახებ შეთანხმება იქნება, საიდანაც მოსკოვი 17 ივლისს გამოვიდა. „მხარეები ასევე განიხილავენ რუსეთ-უკრაინის ომის უახლეს მოვლენებს, თურქეთ-რუსეთის ორმხრივი ურთიერთობების მდგომარეობას, მათ შორის ენერგეტიკის, ვაჭრობის, ეკონომიკისა და …

ვფიქრობ, პრიგოჟინის გვამი შენახული ჰქონდათ, ჩაალაგეს და ჩამოაგდეს – ინტერვიუ პოლკოვნიკთან

„პუტინს იგივე ბედი ელის, რაც პრიგოჟინს – თუ დამარცხდა. და დამარცხდება აუცილებლად,“ – მიიჩნევს პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე, რომელმაც 2023 წლის 14 ივლისს „ბათუმელებთან“ ინტერვიუში თქვა, რომ პრიგოჟინი მოკლეს ან მოკლავდნენ, რადგან რუსეთში შეუძლებელია ამბოხზე სახელმწიფოს სხვა რეაქცია ჰქონდეს. პოლკოვნიკის დაკვირვებით, პუტინი ამჯერად კლანების დაპირისპირებას აკონტროლებს, მაგრამ მისი მთავარი გამოწვევა უკრაინაა, ვისთან ომსაც ვერ იგებს. „შიდა …

ლუკაშენკომ „ვაგნერელები“ პუტინთან დააბეზღა – ისინი პოლონეთზე იწევენ

დღეს, 23 ივნისს, ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდა. ამ შეხვედრაზე ლუკაშენკომ პუტინის მოახსენა, რომ კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ წევრები, რომლებიც ბელარუსის ტერიტორიაზე იმყოფებიან, „დაძაბულები“ არიან. ბელარუსის ლიდერი პუტინთან შეხვედრის დროს ირწმუნებოდა, რომ დაქირავებულები თითქოსდა პოლონეთში „ექსკურსიას“ ითხოვენ. „შეიძლება თქმადაც არ ღირს, მაგრამ „ვაგნერელების“ გამო ჩვენც დაძაბულები ვართ. ისინი ითხოვენ წასვლას დასავლეთში …

პრიგოჟინთან კავშირი გაწყვეტილია – რუსული მედია

„პუტინმა პრიგოჟინი შესაძლოა ბელარუსში მოკლას“ – წერს CNN-ი. „შესაძლოა პრიგოჟინს შოიგუს და გერასიმოვის გათავისუფლებას დაჰპირდნენ“ – ამას წყაროებზე დაყრდნობით „უკრანისკა პრავდა“ ავრცელებს. „პრიგოჟინის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ის „კავშირზე არ გამოდის“ – ეს უკვე რუსული მედიის სათაურია. „პუტინი არსად იყო“: მედიამ შეიტყო, როგორ მიმდინარეობდა მოლაპარაკება პრიგოჟინთან“, – ესეც მორიგი სათაურია, რომელიც დღეს გავლენიანმა მედიებმა „ვაგნერის“ დამფუძნებელს, …

პუტინის დაკავება ნიშნავს რუსეთისთვის ომის გამოცხადებას – მედვედევი

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება პუტინის დაკავებაზე ორდერის გაცემის შესახებ ნიშნავს ომის გამოცხადებას რუსეთის ფედერაციასთან. რუსულ საინფორმაციო სააგენტოებთან ინტერვიუში მან კომენტარი გააკეთა გერმანიის იუსტიციის მინისტრის ციტატაზე იმის შესახებ, რომ თუ პუტინი გერმანიაში ჩავა, მას დააპატიმრებენ. „მოდით, წარმოვიდგინოთ – გასაგებია, რომ ეს ის სიტუაციაა, რომელიც …

„ვერავინ დადგება კანონზე მაღლა“ – გერმანიის კანცლერი პუტინის დაკავების ორდერზე

გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ  მიესალმება რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინზე სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გამოცემულ დაკავების ორდერს. „კანონზე და კანონზე მაღლა ვერავინ დადგება“, – განაცხადა შოლცმა დღეს, 18 მარტს, ტოკიოში ვიზიტის დროს, „ეს არის საერთაშორისო სამართლის ძალიან მნიშვნელოვანი პრინციპი“ – დასძინა მან. ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ვლადიმერ პუტინის დაკავებაზე ორდერი გუშინ, 17 …

ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავებაზე ორდერი გამოსცა

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ვლადიმერ პუტინის დაკავებაზე ორდერი გამოსცა. პუტინთან ერთად ორდერი გამოიცა მარია ლვოვა-ბელოვას დაკავებაზეც. ამ უკანასკნელს რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ბავშვთა უფლებების კომისარის თანამდებობა უკავია. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, პუტინსა და ლვოვა-ბელოვას ბრალი წაუყენეს ბავშვების უკანონო დეპორტაციისთვის უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთში. „არსებობს საფუძვლიანი გარემოება, რათა ვიფიქროთ, რომ ბატონი პუტინი პირადააა პასუხისმგებელი ზემოხსენებულ დანაშაულში,“ – ნათქვამია …

პუტინი საუბრობს მძიმე დროზე და იმაზე, რომ რუსეთში ყველაფერი მშვენივრადაა – ბრიტანეთის დაზვერვა

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვა 22 თებერვლის ანგარიშში 21 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის, საპარლამენტო გამოსვლას განიხილავს. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ეს 2021 წლის შემდეგ პუტინის პირველი მსგავსი სიტყვა იყო და ამ გამოსვლისას მან ნათლად განმარტა, რომ უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ გაგრძელებას აპირებს. ერთ-ერთი აქცენტი პუტინის სიტყვიდან, რომელსაც უწყება გამოყოფს, არის რუსეთის მიერ „ახალი სტრატეგიული შეიარაღების შემცირების შეთანხმების“ …

რუსი დეპუტატი პუტინის წინააღმდეგ საქმის აღძვრას ითხოვს

სანქტ-პეტერბურგის მუნიციპალიტეტ „სმოლნინსკოეს“ საკრებულოს წევრი, ნიკიტა იუფერევი რუსეთის პროკურატურასა და შსს-ს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას სთხოვს, რუსეთის ჯარის შესახებ „ფეიკების“ გავრცელების მუხლით. „მედუზას“ ცნობით, იუფერევი მოთხოვნას პუტინის მიერ სიტყვა „ომის“ ხსენებით ხსნის და ხაზს უსვამს, რომ „ომის შესახებ ასეთი სიტყვებისთვის უკვე რამდენიმე ათასი ადამიანი გაასამართლეს. კერძოდ, 21 დეკემბერს პუტინმა ჟურნალისტებთან სიტყვა …

პუტინი წელს პარლამენტის წინაშე სიტყვით არ გამოვა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 2022 წელს არ გამოვა ყოველწლიური სიტყვით რუსეთის ფედერალური კრების (პარლამენტის) წინაშე, იუწყება „კომერსანტი“ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დაახლოებულ სამ წყაროზე დაყრდნობით. წყაროების თქმით, ნოემბერსა და დეკემბერში მიმდინარე მზადება პუტინის გამოსვლისთვის მოგვიანებით შეჩერდა, ახლა კი სულაც არ მიმდინარეობს. ასეთ გადაწყვეტილებას გამოცემის წყარო უკრაინის ფრონტზე არსებული მდგომარეობით ხსნის და დასძენს, რომ პუტინისთვის უმჯობესია გამოსვლა მაშინ, …

დონბასში წარუმატებლობის გამო პუტინი მხარდაჭერას კარგავს – ISW

ვლადიმერ პუტინი რისკავს დაკარგოს ეგრეთ წოდებული დნრ-ის ყოფილი ლიდერებისა და ვეტერანების მხარდაჭერა იმის გამო, რომ მისმა ჯარისკაცებმა ვერ შეძლეს დონბასის „დაცვა“ – უკან ვერ დაახევინეს უკრაინის ჯარებს დონეცკის დასავლეთით. როგორც ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ანგარიშშია აღნიშნული, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს უკვე საჯაროდ აკრიტიკებს ეგრეთ წოდებული დნრ-ის ყოფილი „თავდაცვის მინისტრი“ იგორ სტრელკოვ-გირკინი. მან ღიად გააკრიტიკა …

პუტინი ირწმუნება, რომ დასავლეთმა უკრაინა კოლონიად აქცია, მისი ხალხი კი საზარბაზნე ხორცად

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინაში სამხედრო კონფლიქტის გაჩაღებაში დასავლეთს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ დონბასში გენოციდი სწორედ დასავლეთმა წაახალისა, ახლა კი უკრაინას თვითმკვლელობისკენ უბიძგებს. შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციისა და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნების ლიდერებისადმი ვიდეომიმართვაში პუტინი ეკონომიკური სანქციების გამოც გამოთქვამს უკმაყოფილებას. მისი თქმით, დასავლეთი აწესებს „უკანონო ეკონომიკურ და სავაჭრო სანქციებს“, „აჩაღებს სამხედრო კონფლიქტებს მთელ მსოფლიოში“ და „ცდილობს …

წლის „ევროპელი“ და წლის „ლუზერი“ – ზელენსკი და პუტინი Politico-ს რეიტინგში

გამოცემა Politico აქვეყნებს თავის ყოველწლიურ რეიტინგს, რომლის სათავეშიც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკია – გამოცემის აზრით, 2022 წელს ევროპის ყველაზე გავლენიანი ადამიანი. „ევროპა იცვლება. იმის გაგებაც – რას ნიშნავს იყო ევროპელი. და ეს დიდწილად იმ უკრაინელი კომიკოსის დამსახურებაა, რომელიც პრეზიდენტი გახდა,“ – ამ სიტყვებით იწყებს Politico უკრაინის პრეზიდენტზე ტექსტს, რომლის სათაურიც ასე ჟღერს – „ვოლოდიმირ ზელენსკი …

ცოდვა გამხელილი სჯობს, აზოვის ზღვა რუსეთის შიდა ზღვა გახდა – პუტინი

რუსეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ ხანგრძლივი პროცესია, „ახალი ტერიტორიების გაჩენას“ კი ამ ოპერაციის „ღირებულ შედეგად“ მიიჩნევს. ასეთი განცხადებით ვლადიმერ პუტინი სამოქალაქო საზოგადოებისა და ადამიანის უფლებათა საბჭოს შეხვედრაზე გამოვიდა. „სპეციალური სამხედრო ოპერაცია შესაძლოა ხანგრძლივი პროცესია, მაგრამ თქვენ ახალი ტერიტორიები ახსენეთ და ახალი ტერიტორიების გაჩენა ღირებული შედეგია რუსეთისთვის. ეს სერიოზული საკითხია. ცოდვა გამხელილი სჯობს …

პუტინმა ყირიმის ხიდზე მანქანით გაიარა – კრემლისტური მედია

კრემლისტური მედიით ვრცელდება ინფორმაცია და ვიდეო, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ყირიმის ხიდზე იმყოფებოდა. მან ხიდზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა. რუსული პროპაგანდისტული საიტები ხაზს უსვამენ, რომ პუტინი Mercedes-Benz-ის საჭესთან თავად დაჯდა და ხიდის შეკეთებულ ნაწილზე გაიარა, გზად კი ვიცე-პრემიერ მარატ ხუსნულლინისგან ხიდის აღდგენითი სამუშაოების შესახებ ანგარიშს ისმენდა. „ჩვენ ახლა მივდივართ მარჯვენა მხარეს. ხიდის მარცხენა ნაწილი, როგორც …

გიჩივლებთ, დამიბრუნეთ ჩემი შვილი – ტყვეობაში მყოფი რუსი ჯარისკაცის დედა პუტინს მიმართავს

უკრაინაში ტყვედ ჩავარდნილი რუსი სამხედროს დედა, ირინა ჩისტიაკოვა ვლადიმერ პუტინსა და სერგეი შოიგუს მიმართავს. ის ამბობს, რომ უკრაინელები უკეთ ეპყრობიან მის შვილს, ვიდრე რუსი მეთაურები. „უკრაინელებს მადლობას ვეტყვი, რომ სიცოცხლე შეუნარჩუნეს. მე ვთხოვ მათ, რომ ჩემი შვილი დამიბრუნონ, მაგრამ თქვენ კანონით ხართ ვალდებული, ის დამიბრუნოთ. თქვენ ჩემი შვილის უფლებები დაარღვიეთ, ჩემი უფლებებიც დაარღვიეთ და მე …

კრემლი შესაძლო სახელმწიფო გადატრიალებისთვის ემზადება – The Insider

მოსკოვის ცენტრში 26 ოქტომბერს სამხედრო ტექნიკა და შეიარაღებული ხალხი გამოჩნდა. დაცვის ფედერალურ სამსახურში განმარტეს, რომ მიმდინარეობდა „ტაქტიკური სწავლება ტერორიზმის საფრთხის განეიტრალებისა და ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების ობიექტების დასაცავად“. რუსულმა გამოცემა The Insider-მა გამოარკვია, რომ დაცვის ფედერალური სამსახური გადატრიალებისთვის ემზადება, ეს ტაქტიკური სწავლებები კი მხოლოდ ნაწილია იმ სპეცღონისძიებების, რომელთა გატარებაც მაშინ უნდა დაიწყოს, თუ დაცვის ფედერალური სამსახური …

რუსეთის ელიტა მიიჩნევს, რომ ომი წაგებულია – „მედუზა“

ხერსონიდან რუსული ჯარების გასვლა მტკივნეულ მოვლენად იქცა რუსული ელიტისთვის – მათ გააცნობიერეს, რომ „ნამდვილი ომი წაგებულია“. ამას რუსული ოპოზიციური გამოცემა „მედუზა“ რუსეთის ხელისუფლებასთან დაახლოებულ კონფიდენციალურ წყაროებზე დაყრდნობით წერს. როგორ აღიქვა პუტინის გარემოცვამ ხერსონის მარცხი და როგორ იზრდება ომის გამო უკმაყოფილება რუს ბიზნესმენებსა და პოლიტიკოსებში. გამოცემის ერთ-ერთი წყაროს თქმით, ხერსონიდან უკან დახევა „ძალიან მტკივნეულად“ მიიღო რუსულმა …

პუტინი G20-ის სამიტს არ დაესწრება, რუსეთი უკრაინასთან მოლაპარაკებას ითხოვს – მედია

ვლადიმერ პუტინი „დიდი ოცეულის“ სამიტს არ დაესწრება, რათა მსოფლიო ლიდერებისგან „ცივი შეხვედრა“ აიცილოს თავიდან – ინფორმაციას კონფიდენციალურ წყაროებზე დაყრდნობით Bloomberg-ი ავრცელებს. G20-ის სამიტი მომავალ კვირას კუნძულ ბალიზე, ინდონეზიაში გაიმართება. ბალიზე მიწვეული იყო უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც, რომელმაც განაცხადა, რომ სამიტს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაესწრება, თუ იქ პუტინი არ იქნება. პუტინთან შეხვედრა რომ არასასურველი იქნებოდა, ამაზე …

პუტინს არ აინტერესებს მოლაპარაკება, მას თავისი მიზნების ომით მიღწევა სურს – ISW

პუტინის რიტორიკა ადასტურებს, რომ მას არ აინტერესებს მოლაპარაკებები უკრაინასთან და ომში კვლავაც თავისი მაქსიმალური მიზნების მიღწევას ცდილობს. ასეთ დასკვნამდე მიდიან ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსები რუსეთის პრეზიდენტის ბოლოდროინდელი განცხადებების ფონზე. ანალიტიკოსებს ერთ-ერთ მაგალითად მოჰყავთ პუტინის 26 ოქტომბრის გამოსვლა დსთ-ს ქვეყნების წარმომადგენელთა შეხვედრაზე, სადაც მან განაცხადა, რომ უკრაინას, რომელმაც „სუვერენიტეტი დაკარგა“ და შეერთებული შტატები რუსეთის …

Exit mobile version