პუტინს ორი ვაჟი ჰყავს: პირველი 2015 წელს დაიბადა, მეორე 2019 წელს – SonntagsZeitung 

შვეიცარიული გამოცემა SonntagsZeitung-ი ამტკიცებს, რომ რუსეთის პრეზიდენტს ორი ვაჟი ჰყავს.  ვლადიმერ პუტინის პირველი ვაჟი 2015 წელს შვეიცარიაში დაიბადა, ხოლო მეორე 2019 წელს – რუსეთში. გამოცემის ცნობით, ბიჭების დედა ყოფილი ოლიმპიური ჩემპიონი, ალინა კაბაევაა. შვეიცარიელი ჟურნალისტების წყარო კი, „ძალიან ახლობელი კოლეგაა“ იმ გინეკოლოგის, რომელმაც ორივე შემთხვევაში მიიღო კაბაევას მშობიარობა. გაზეთი ექიმისა და მისი ნაცნობის ვინაობას მათი …

რატომ გააუქმა პუტინმა „აზოვსტალზე“ შტურმის ბრძანება – ბრიტანეთის დაზვერვა

ბრიტანეთის დაზვერვის შეფასებით, „აზოვსტალზე“ მასშტაბური სამხედრო შეტევა რუსეთის არმიისთვის უდიდესი დანაკარგებით დასრულდებოდა და კიდევ უფრო შეამცირებდა მის ბრძოლისუნარიანობას. უწყება ტვიტერზე გამოქვეყნებულ ყოველდღიურ განახლებაში წერს, თუ რატომ გააუქმა ვლადიმერ პუტინმა „აზოვსტალზე“ შტურმი და მის ნაცვლად ბლოკადის ბრძანება გასცა. „პუტინის გადაწყვეტილება ბლოკადაში მოაქციოს „აზოვსტალი“, მიუთითებს, რომ მას, სავარაუდოდ, სურს უკრაინული წინააღმდეგობა მარიუპოლში გამოკეტოს და გამოათავისუფლოს თავისი სამხედრო …

ჯონსონი პუტინზე: როგორ უნდა ელაპარაკო ნიანგს, რომელსაც შენი ფეხი ყბაში აქვს მოქცეული

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი მიიჩნევს, რომ ნებისმიერი სამშვიდობო მოლაპარაკებები უკრაინის საკითხზე, სავარაუდოდ, განწირულია, რადგან ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებები იგივეა, რაც მოლაპარაკებები „ნიანგთან, რომელსაც შენი ფეხი უკვე ყბაში აქვს მოქცეული“. რუსეთის სამხედრო აგრესიაზე უკრაინაში ბრიტანეთის პრემიერმა ინდოეთში გაფრენის წინ ისაუბრა. ბორის ჯონსონის კომენტარს საერთაშორისო მედია ავრცელებს. როგორც ბრიტანეთის პრემიერმა ჟურნალისტებს უთხრა, პუტინი, სავარაუდოდ, მხოლოდ მაშინ მოისურვებს …

საქართველოს მთავრობის უკრაინასთან დაპირისპირების ქრონოლოგია ომის შემდეგ

„…კარგად თუ დაეხმარებიან ადეიშვილი, ლორთქიფანიძე და სხვები, ასწავლიან, რაც არ მგონია, მისაღები იყოს უკრაინის ხელისუფლებისთვის, როგორ ხდება გვამების შემოდება რუსთაველის მსგავსად, ალბათ, უკრაინაში,“ – თქვა ბუჩის ქუჩებში ჩაცხრილულ ადამიანებზე ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ანრი ოხანაშვილმა, პარლამენტის წევრმა „ქართული ოცნებიდან“. მისი ეს განცხადება ერთი-ერთში დაემთხვა რუსეთის პოზიციას, რომელმაც თქვა, რომ თითქოს უკრაინამ ბუჩაში გვამების სცენა დადგა. „გვამები …

დასავლეთის მიღმა პუტინი იმაზე ნაკლებად იზოლირებულია, ვიდრე თქვენ ფიქრობთ – ვაშინგტონ პოსტი

სტატია გამოქვეყნებულია „ვაშინგტონ პოსტში“, ენტონი ფაიოლა და ლესლი როუტონი ინდოეთის პრემიერ-მინისტრის, ნარენდრა მოდის მთავრობამ თავი შეიკავა უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაგმობისგან და მას მოსკოვსა და ნატოს შორის დაპირისპირება უწოდა. ბრაზილიის პრეზიდენტმა ჟაირ ბოლსონარომ თქვა, რომ მისი ერი „არ დაიჭერს მხარეს“ კონფლიქტში, მიუხედავად იმისა, რომ მან უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის კნინობითად „კომიკოსი“ უწოდა. სამხრეთ აფრიკის მაღალი თანამდებობის …

„რუსეთს მხოლოდ დამწვარი ტანკები გააჩერებს“ – ინტერვიუ სამხედრო ექსპერტთან

„ჩემი აზრით, რუსეთს შეაჩერებს რაც შეიძლება მეტი დამწვარი ტანკი, ჩამოვარდნილი თვითმფრინავი და დაღუპულები. მხოლოდ ზარალმა შეიძლება გააჩეროს რუსეთი, მიუხედავად მისი დაბალი სენსიტიურობისა დანაკარგის მიმართ,“ – გვითხრა ინტერვიუს დროს სამხედრო საკითხებში ექსპერტმა ვახტანგ კაპანაძემ. მას ვესაუბრეთ საომარ მოქმედებებზე უკრაინაში, ასევე სამხედრო რესურსზე, რაც სჭირდება უკრაინას რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად. ვახტანგ კაპანაძე გადამდგარი გენერალ-მაიორია და სამხედრო მეცნიერებათა დოქტორი. …

უკრაინელი ჟურნალისტი დონეცკიდან: უმრავლესობა არსად წასვლას არ აპირებს

„უკვე ყველა მიმართულებით არის სამხედრო აგრესია, მე ახლა დონეცკის ოლქში ვარ, ბახმუთში, ეს ბრძოლის ველის უკანა ხაზია,“ – ამბობს სტას კოჟლიუკი, ის უკრაინელი ჟურნალისტია და დღეს დონეცკის ოლქში მუშაობს, როგორც ფრილანსერი. სტასმა „ბათუმელების“ რამდენიმე კითხვაზე მოახერხა პასუხის გაცემა. „ამ დილის ხუთ საათზე დონეცკში ყველა აფეთქებების ხმამ გამოგვაღვიძა…“ – გვიყვება სტას კოჟლიოუკი, რომლის დაკვირვებითაც ხალხში პანიკა …

„ვიგერიებთ მტერს“ – უკრაინაში მყოფი ქართველი მებრძოლი

„სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია, მაგრამ პანიკა არ შეიმჩნევა,“ – ამბობს „ქართული ლეგიონის“ ხელმძღვანელი უკრაინაში, მამუკა მამულაშვილი. ბოლო ინფორმაციით, დაბომბვას უკრაინაში ამ დროისთვის 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და 9 დაშავდა. ქართველი მებრძოლის თქმით, რუსეთმა ამ ეტაპზე იერიში საბრძოლო პოზიციებზე მიიტანა, ასევე აეროდრომებსა და სტრატეგიულ ობიექტებზე. „ძირითადი იერიშია სამხედრო ობიექტები, კომუნიკაციების გაწყვეტა, სტრატეგიული ობიექტები… ჩვენ გუშინ უკვე მობილიზებული …

ემირ კუსტურიცა რუსეთის არმიის თეატრის მთავარი რეჟისორი იქნება

სერბმა კინორეჟისორმა ემირ კუსტურიცამ მიიღო რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს წინადადება რუსეთის არმიის ცენტრალური აკადემიური თეატრის მთავარი რეჟისორის თანამდებობაზე. ამის შესახებ რუსული საინფორმაციო სააგენტო tass-ი წერს. ორშაბათს ჟურნალისტებთან რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრის პრესმდივანმა როსიანა მარკოვსკაიამ თქვა, რომ 21 თებერვალს რუსეთის თავდაცვის მინისტრი კუსტურიცას შეხვდა. „საუბრისას მინისტრმა ხაზი გაუსვა კუსტურიცასთან მრავალწლიან მეგობრულ ურთიერთობას, მის ნიჭს და …

პუტინისთვის პასუხის გასაცემად შაბათს ჯაჭვს გავაკეთებთ – ელენე ხოშტარია

„ჯაჭვი უნდა გავაკეთოთ,“ – წერს „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია და მოქალაქეებს უკრაინის მხარდასაჭერად შაბათს, 3 საათზე, სოლიდარობის აქციას სთავაზობს. ელენე ხოშტარია ქვეყნის მასშტაბით ჯაჭვის მოწყობას ოპოზიციურ სპექტრთან ერთად გეგმავს და ხაზს უსვამს მსგავს ვითარებაში მოქალაქეების მხრიდან პასუხის გაცემას. „ვფიქრობ, პუტინის გუშინდელ გამოსვლას, გარდა მთავრობების პასუხისა, მოქალაქეების პასუხიც უნდა მოჰყვეს. დარწმუნებული ვარ, ბევრს გვაქვს სურვილი დავაფიქსიროთ, …

რომ არა რევოლუცია და სსრკ-ს დაცემა, რუსეთის მოსახლეობა 500 მილიონი იქნებოდა – პუტინი 

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ოთხშაბათის განცხადების მიხედვით, რუსეთის მოსახლეობა ახლა 500 მილიონი იქნებოდა, რომ არა XX საუკუნეში „რუსეთის სახელმწიფოებრიობის ორი დიდი დაცემა“. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს. პუტინის თქმით, რუსეთის სახელმწიფოებრიობამ კრახი პირველად 1917 წელს განიცადა, როცა რუსულმა იმპერიამ შეწყვიტა არსებობა, მეორედ კი, როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა. „საჭიროა ყურადღებით გაანალიზება, რატომ  მოხდა ასე, რა …

პუტინმა Covid-19 ყივჩაღებსა და პაჭანიგებს შეადარა

პუტინმა კორონავირუსის გავრცელების პირობებში რამდენჯერმე მიმართა რუსეთის მოსახლეობას, ამჯერად გუშინ, 8 აპრილს, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონის მმართველებს შეხვდა და ვირუსულ ინფექციაზე ისაუბრა. „ყველაფერი მთავრდება, ესეც გაივლის. ჩვენმა ქვეყანამ მრავალ განსაცდელს გაუძლო: ხან პაჭანიგები [კავკასიური ტომები] გვძიძგნიდნენ, ხან ყივჩაღები – მაგრამ რუსეთმა ყველაფერს გაუძლო. ამ გადამდებ კორონავირუსსაც გავუძლებთ. ყველაფერს გადავლახავთ ერთად“, – ამბობს რუსეთის პრეზიდენტი. მისი თქმით, …

რა გეგმა აქვს პუტინს

ვლადიმერ პუტინმა ახალი საკონსტიტუციო ცვლილებები დააანონსა, რომელმაც, მისი განმარტებით, რუსეთში პარლამენტის როლის გაძლიერებას უნდა შეუწყოს ხელი. რა გეგმა აქვს სინამდვილეში პუტინს და რას ნიშნავს ის საქართველოსთვის? რას გეგმავს პუტინი? 15 იანვარს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებისადმი მიმართვისას საკონსტიტუციო ცვლილებებზე ისაუბრა – დეკლარირებულად მას სურს, სახელმწიფოს მართვაში გაიზარდოს პარლამენტისა და სახელმწიფო საბჭოს როლი. …

როგორ ემსგავსება ივანიშვილი პუტინს არასამთავრობოების წინააღმდეგ ბრძოლაში

„ასეთი დამოკიდებულება აზარალებს, პირველ რიგში, თავად ხელისუფლებას და მის იმიჯს, როგორც საერთაშორისო, ისე ქართულ საზოგადოებაში,“ – ამბობს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია. მას ვკითხეთ ხელისუფლების მხრიდან სამოქალაქო ორგანიზაციების პერიოდულ კრიტიკაზე და იმაზე, თუ რამდენად ჰგავს ეს ტაქტიკა პუტინის მეთოდს, რომელმაც რუსეთში „არასასურველი ორგანიზაციების“ გაძევება ან გაჩუმება შეძლო. სახალხო დამცველს და მესამე სექტორის წარმომადგენლებსაც ბიძინა ივანიშვილის მხრიდან …

იტალიის შს მინისტრი პუტინის და მუსოლინის მსგავსად გაშიშვლდა

იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, მატეო სალვინიმ, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისა და დიქტატორ მუსოლინის მსგავსად წელს ზევით შიშველმა საჯაროდ დაიწყო პოზირება და ფოტოები ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე ატვირთა. სალვინის მიერ ფოტოების გამოქვეყნებას გერმანული, ფრანგული თუ იტალიური მედია გამოეხმაურა. Anche a #Taormina ho trovato solo affetto ed entusiasmo! Vi voglio bene Amici! pic.twitter.com/PiKBMrFXls — Matteo Salvini (@matteosalvinimi) August …

იაკუტიელი შამანი მოსკოვში მიდის, რომ კრემლიდან პუტინი განდევნოს

იაკუტიელი შამანი, ალექსანდრე გაბიჩევი, რომელიც უკვე ოთხი თვეა ფეხით მიდის მოსკოვში, რომ კრემლიდან „პუტინის ბოროტი სული“ განდევნოს, რუსეთის პროვინციებში სულ უფრო პოპულარული ხდება. 13 ივლისს რუსეთის ფედერაციის ქალაქ ჩიტაში ჩასულ შამანს აქცია დახვდა. რუსული მედიის ცნობით, ამ აქციის ორგანიზატორები იყვნენ კომუნისტები და სამოქალაქო სოლიდარობის მოძრაობა. აქციის მთავარი სლოგანი იყო რუსეთი პუტინის გარეშე. ალექსანდრე გაბიჩევი პროფესიით …

ეპისკოპოსი სპირიდონი: პუტინის განცხადება აფხაზეთსა და სამაჩაბლოზე შედეგია ჩვენი ცოდვების

სხალთის მთავარეპისკოპოსმა სპირიდონმა გუშინ თავის ქადაგებაში რუსეთსა და ევროკავშირზე ისაუბრა. მან თქვა, რომ რუსეთი უფლის გზაზეა და ის პოლიტიკა, რასაც ამ ქვეყნის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ატარებს საქართველოსთან მიმართებაში, უფლის ნაკარნახევია. „თქვენ უნდა იცოდეთ ბიბლია… ყოველგვარი მეფის და სახელმწიფოს მეთაურის გული არის ღვთის ხელში, როგორც წყაროსთვალი, საითაც უნდა, იქით მიუშვებს“, – განაცხადა ეპისკოპოსმა, რომლის მთელი ქადაგება …

ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტი ისტორიული საზღვრების გავლებაზე პუტინს გამოეხმაურა – ბათუმის კონფერენცია

ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე – „საქართველოს ევროპული გზა“, რომელიც ბათუმში დღეს, 11 ივლისს, გაიხსნა, გერმანიის ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტმა, კლაუდია როთმა, რუსეთის მიერ საქართველოში გავლებულ მავთულხლართებზე ისაუბრა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს უახლეს ისტორიაზე მიუთითა: „არ უნდა მოხდეს ისე, რომ ქვეყანამ მიაღწიოს რამე მიზანს, გაჩერდეს და თქვას, რომ კმაყოფილია და მეტი არაფერი სჭირდება. არა, საჭიროა რეფორმების სრულყოფა ამ ქვეყნების …

უჩივლებს თუ არა საქართველო რუსეთს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში

საქართველოს მიმართ სანქციების დაწესების შესახებ განცხადება რუსეთის დუმამ დღეს, 9 ივლისს, მიიღო. საქართველოს რუსული სანქციებისა და ემბარგოს დიდი გამოცდილება აქვს, თუმცა ამჯერად შესაძლებელია საქართველოს მთავრობამ რუსეთს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში WTO უჩივლოს. ეს ის ორგანიზაციაა, რომლის წევრობასაც რუსეთი 19 წელი ითხოვდა და საბოლოოდ – 2012 წელს გახდა. 2012 წელს რუსეთის წევრობას WTO-ში საქართველომაც დაუჭირა მხარი. „WTO-ს …

პუტინმა მთავრობას დაავალა საქართველოში მყოფი რუსი ტურისტების დასაბრუნებლად ზომები მიიღოს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მიმდინარე წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს დროებით აუკრძალა რუსეთის ფედერაციიდან საჰაერო გადაყვანები საქართველოს მიმართლებით, მათ შორის, კომერციული ხასიათის. ვლადიმერ პუტინის შესაბამისი განკარგულება კრემლის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ აკრძალვის მიზანია ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფა და რუსეთის მოქალაქეების დაცვა. ამასთან, ტუროპერატორებისთვის და აგენტებისთვის რეკომენდებულია, აკრძალვის პერიოდში თავი შეიკავონ ისეთი ტურისტული პროდუქტის რეალიზაცისგან, რომელიც საქართველოში მოგზაურობას …

ბათუმში პუტინის მხარდამჭერი მომღერლის კონცერტი იგეგმება

ივენთკომპანია „კლიკი“ ბათუმში რუსეთში მცხოვრები მომღერლის, ქეთა თოფურიასა და A-Studio-ს  ჩამოყვანას აპირებს. განცხადება კონცერტის შესახებ განთავსებულია კლუბ „UP2U ბათუმის“ ფეისბუქგვერდზე. ამ განცხადების თანახმად, ქეთა თოფურია და ჯგუფი A-Studio ბათუმში 27 ივლისს იმღერებს. ქეთა თოფურია რამდენიმე წელია რაც რუსეთში ცხოვრობს და ცნობილია მისი ლოიალური დამოკიდებულება  რუსეთის პრეზიდენტის, პუტინის მიმართ. ქეთა თოფურიამ  და ჯგუფმა  A-Studio-მ 2018 წელს პუტინის …

სირიის, რუსეთისა და ირანის ახალი სამიზნე იდლიბის პროვინცია ხდება – ტრამპი მათ აფრთხილებს

სირიის არმიის შემდეგი სამიზნე არის ოპოზიციური ძალების უკანასკნელი დიდი დასახლება იდლიბი, რომელიც მდებარეობს თურქეთის მეზობლად. იდლიბს სამხედრო და პოლიტიკური თვალსაზრისით სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს რეგიონის ბევრი ქვეყნისთვის. იდლიბში სამხედრო ოპერაციების საკითხი განიხილება 7 სექტემბერს ირანში ირანის პრეზიდენტ ჰასან რუჰანის, თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ რეჯებ ტაიპ ერდოღანისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მონაწილეობით დაგეგმილ სამიტზე. როგორც თურქული მედია …

პუტინის მხარდამჭერი მომღერალი დიმა ბილანი დღეს ბათუმში იმღერებს

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მხარდამჭერი მომღერალი, დიმა ბილანი დღეს, 15 მარტს, ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ დაგეგმილ კორპორატიულ საღამოზე იმღერებს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, კორპორატიულ საღამოს შპს “ჯონსონ ენდ ჯონსონის” წარმომადგენლობა მართავს. “ჯონსონ ენდ ჯონსონი” საქართველოში დაფუძნებული აქვს რუსეთში დარეგისტრირებულ იგივე სახელწოდების კომპანიას. „ბათუმელების“ ინფორმაციით, საღამოს ესწრებიან კომპანიის ოფისების წარმომადგენლები რუსეთიდან, უკრაინიდან, საქართველოდან და სხვა ქვეყნებიდან. “ბათუმში მივფრინავ, სადაც …

Exit mobile version