პატიმრების წამების საქმე ბათუმის ციხეში – რატომ არ ასრულებენ 7 წელი მოწმეების დაკითხვას

ბათუმის ციხის ყოფილი უფროსების საქმის განხილვა მე-7 წელი გრძელდება ბათუმის სასამართლოში და არ დასრულებულა. „ქართული ოცნების“ ლიდერები კი 2021 წლის არჩევნებზეც მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს ციხეებში არსებულ სისასტიკეზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ ცოცხი „ნაციონალური  მოძრაობის“ სიმბოლოა. ბათუმის ციხის ყოფილი უფროსების – გიორგი ვეკუას და ზაზა ჯიქიას სასამართლო პროცესები 2014 წელს დაიწყო. ბრალდებულები, რომელსაც პროკურატურა პატიმრების …

ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე დავით მამისეიშვილი თბილისის სააპელაციოში გადადის

მოსამართლე დავით მამისეიშვილი სამუშაოდ თბილისის სააპელაციო სასამართლოში გადადის. ის ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე და უვადოდ არჩეული მოსამართლე. დავით მამისეიშვილი 2013 წლიდან არის ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე. ის სისხლის სამართლის საქმეებს განიხილავდა. სააპელაციო სასამართლოში მოსამართლის უფლებამოსილებას დავით მამისეიშვილი 9 აგვისტოდან შეუდგება. ჯერ უცნობია, ვინ იქნება ბათუმის საქალაქო სასამართლოს ახალი თავმჯდომარე.

“სააკაშვილის ზღვიდან შემოპარვის საქმეზე” განაჩენი დადგა

„სააკაშვილის ზღვიდან შემოპარვის საქმეზე“ მოსამართლე დავით მამისეიშვილმა სამივე ბრალდებულს 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. საქმე ეხება 3 ბრალდებულს, რომლებიც ღია ზღვაში, იახტაზე, გასული წლის 28 ნოემბერს დააკავეს. საუბარია უკრაინის მოქალაქეებზე – ვოლოდიმერ დიაჩენკოსა და იური ხიმინჩიზე, ასევე საქართველოს მოქალაქეზე – მიხეილ ბატურინზე. მათ გამოძიება საზღვრის ჯგუფურად, უკანონო კვეთას ედავება. მიხეილ ბატურინი უკრაინაში ცხოვრობს და მიხეილ …

მოსამართლემ “სააკაშვილის ზღვიდან შემოპარვის საქმე” დაასრულა და თქვა – “ფაქტები ხელისგულზეა” 

„ფაქტები ხელისგულზეა“, – აღნიშნა დღეს, 5 ივლისს, მოსამართლე დავით მამისეიშვილმა, როცა „სააკაშვილის ზღვიდან შემოპარვის საქმის“ განხილვა დაასრულა. თუმცა განაჩენის გამოცხადება გადადო. წინა სხდომაზე მოსამართლემ თქვა, საბოლოო გადაწყვეტილებასაც დიდი ალბათობით გეტყვითო. „ჩამოყალიბებული ვარ, მაგრამ რამდენიმე საკითხზე მჭირდება სამართლებრივი მსჯელობა,“ – თქვა მოსამართლე დავით მამისეიშვილმა მას შემდეგ, როცა მან ადვოკატის დასკვნითი სიტყვა მოისმინა. ადვოკატმა კი დასკვნითი სიტყვა …

რას ჰყვებიან ოცნების ქალაქში მკვლელობაზე: „იწევდნენ ბრალდებულის დედისკენ“

„თვითონ მიგვიყვანა ოცნების  ქალაქის მიტოვებულ ქოხში, ფანჯრის მინებიც ჩამტვრეული იყო, ქოხი მიწაზე იდგა, წითელი თუნუქები ჰქონდა გარედან, ადრე დილას მივედით იქ, თენდებოდა… დანა მართლაც იმ ქოხში დაგვხვდა. დიდი ზომის შავტარიანი დანა იყო, ჩონჩხი იყო ზედ გამოსახული,“ – უთხრა მოსამართლეს გამომძიებელმა გია ბახტაძემ მკვლელობის ამბავზე, რომელიც 3 იანვარს ღამით მოხდა „ოცნების ქალაქში“. გამომძიებელმა იმის საჩვენებლად, რომ …

რატომ გაახსენდა რომის იმპერია პროკურორს – „სააკაშვილის ზღვიდან შემოპარვის საქმეზე“

“სად მიდიოდნენ და რატომ მიდიოდნენ, არ მოგვისმენია,” – მიმართა ბრალდებულებს პროკურორმა ვლადიმერ თურმანიძემ, როცა მან დასკვნითი სიტყვის სათქმელად მოწმისთვის განკუთვნილი ადგილი დაიკავა, მოსამართლისთვის უფრო ახლო მანძილიდან რომ ეჩვენებინა, რასთან გვაქვს საქმე. საუბარია “სააკაშვილის ზღვიდან შემოპარვის საქმეზე”, სადაც დღეს, 28 ივნისს, მოსამართლე დავით მამისეიშვილმა მხარეების დასკვნითი სიტყვები მოისმინა. ამ საქმეზე ბრალდებულები ღია ზღვაში, იახტაზე, გასული წლის …

გაუპატიურების საქმე ბათუმში – „მტკიცებულება არ არსებობს, ქალის ჩვენების გარდა“

ბათუმის საქალაქო სასამართლოში გაუპატიურების საქმეზე დღეს, 16 ივნისს წინასასამართლო სხდომა შედგა. მოსამართლე დავით მამისეიშვილმა საქმის არსებითი განხილვის გადაწყეტილება მიიღო. გამოძიება გაუპატიურებას, მუქარას და ოჯახში ძალადობას მ.ა.-ს ედავება. მას ქალმა უჩივლა, ვისთანაც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში არარეგისტრირებულ ქორწინებაში იყო. ადვოკატ მალხაზ ზოიძის თქმით, ცოლ-ქმართან ერთად ცხოვრობდა ბრალდებულის შვილიც წინა ქორწინებიდან. „ჩვენ ველოდებით გამამართლებელ განაჩენს, მტკიცებულება არ …

მოსამართლე „სააკაშვილის ზღვიდან შემოპარვის“ საქმეზე – შემეცვალა წარმოდგენა

“ეს საქმეც შევა ანგარიშებში, ბატონო მოსამართლევ,” – ირონიულად მიმართა მოსამართლე დავით მამისეიშვილს ადვოკატმა ბექა ბასილაიამ, როცა მოსამართლემ ადვოკატის არგუმენტების გათვალისწინებაზე უარი თქვა. “სააკაშვილის ზღვიდან შესაძლო შემოპარვის საქმის” დღევანდელ პროცესზე პროკურორებმა სასაზღვრო პოლიციის ერთ-ერთი მაღალჩინოსნის, რუსლან დოლიძის, როგორც მოწმის ჩვენების წაკითხვა ითხოვეს. მიზეზი – მოწმე უკვე დიდ ბრიტანეთშია სასწავლო პროგრამით და წლის ბოლომდე საქართველოში ვერ დაბრუნდება. …

“სააკაშვილის ზღვიდან შემოპარვის საქმეში” მესაკუთრე იახტის დაბრუნებას ითხოვს

უნდა დაუბრუნდეს თუ არა იახტა მესაკუთრეს? – იკითხა დღევანდელ სხდომაზე მოსამართლე დავით მამისეიშვილმა და საქმიდან იახტის მესაკუთრის თხოვნის წერილი ამოიღო. იახტა, სადაც უკრაინის და საქართველოს მოქალაქეები დააკავეს, გასული წლის ნოემბრის შემდეგ ფოთის პორტში დგას. საუბარია უკრაინის მოქალაქეებზე – ვოლოდიმერ დიაჩენკოსა და იური ხიმინჩიზე, ასევე საქართველოს მოქალაქეზე – მიხეილ ბატურინზე. მათ გამოძიება საზღვრის ჯგუფურად, უკანონო კვეთას …

მოსამართლე ფარულ ჩანაწერებსაც მოუსმენს – 14 წლის ნინის საქმე

20 ათასი ლარი გირაო თავისუფლების სანაცვლოდ მოსამართლე დავით მამისეიშვილს დღეს, 5 მაისს, გამართულ სასამართლო პროცესზე ადვოკატმა დავით საფარიძემ შესთავაზა. ის ქობულეთში დაღუპული 14 წლის ნინის ბაბუას – სოლომონ ცეცხლაძის ადვოკატია. მოსამართლემ აღკვეთი ღონისძიების შეცვლის საკითხი განიხილა და ნინის ბაბუა ისევ პატიმრობაში დატოვა. „მომეტებული საფრთხის შემცველია ამ ეტაპზე… მაღალი რისკია, რომ შესაძლოა ბრალდებულმა რაიმე სახის ზემოქმედება …

კაცი ყოფილ ცოლს Facebook-ის გაუქმებას აიძულებდა და მას ქუჩაში სცემა – განაჩენი

მოსამართლე დავით მამისეიშვილმა 400 საათი საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა შეუფარდა კაცს, რომელიც ყოფილ ცოლს facebook-ის გაუქმებას აიძულებდა და ამის გამო მას ქუჩაში სცემა. განაჩენის მიხედვით, ოჯახში ძალადობისთვის მანამდე ნასამართლევმა კაცმა „სტერეოტიპული დამოკიდებულების გამო, რომ ქალი არ უნდა სარგებლობდეს სოციალური ქსელით, ასევე ქალის დაუმორჩილებლობით გაღიზიანებულმა, რომ ამ უკანასკნელმა არ გააუქმა სოციალურ ქსელ ,,Facebook’’-ში რეგისტრირებული თავისი პირადი პროფილი, …

ქალის ძარცვისა და გაუპატიურების საქმე ბათუმის სასამართლოში

გაუპატიურებასა და ძარცვას გამოძიება ბათუმელ ნიკა შ.-ს ედავება. საქმეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე დავით მამისეიშვილი განიხილავს. გამოძიების ვერსიით, ნიკამ ბათუმში, ტაილანდური მასაჟის სალონში, მასაჟისტი გააუპატიურა და გაძარცვა. დაზარალებულად ცნობილი ქალის თქმით, მას ნიკამ გაუპატიურების შემდეგ 1000-მდე ლარიც წაართვა. ნიკა წინასწარ პატიმრობაშია და ბრალს არ აღიარებს. „ბრალდებული ადასტურებს მხოლოდ იმას, რომ ამ ქალს ახლოს იცნობდა და …

„ციხეს 2 თვეში დატოვებს“ – რა გადაწყვიტა სასამართლომ „წულუკიძეების საქმეზე“

მოსამართლე დავით მამისეიშვილმა დღეს, 6 ნოემბერს, რეზო წულუკიძის და ელდარ ანთაძის საქმეზე განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა. ბათუმის საქალაქო სასამართლომ ორივე მათგანი დამნაშავედ მიიჩნია, თუმცა არა ხულიგნობის მუხლით, რასაც მათ გამოძიება ედავებოდა, არამედ ძალადობის მუხლით [126-ე მუხლი]. გადაწყვეტილება მოსამართლემ დისტანციურად გამოაცხადა. ადვოკატ დავით ჯაფარიძის თქმით, რეზო წულუკიძეს სასამართლომ 8 თვით შეუფარდა თავისუფლების აღკვეთა. შესაბამისად, ის 2 …

ფირუზ წულუკიძე: წულუკიანი ჩვენთან მოლაპარაკებას ცდილობს – საარჩევნოდ ზონდერჯგუფის შექმნის საქმე

“…მე იქ ახლობელს მივაკითხე და გზად შევესწარი ჩხუბს, გაწევ-გამოწევა იყო, დაახლოებით 10 კაცი ჩხუბობდა… მანქანა გავაჩერე და გავაშველე,” – უთხრა მოსამართლე დავით მამისეიშვილს მოწმე დავით ნაგერვაძემ. ის სამარშრუტო ტაქსის მძღოლად მუშაობს და 27 აპრილს ბათუმში მომხდარ ჩხუბს შეესწრო. საუბარია ბათუმში აპრილში მომხდარ ინციდენტებზე – საცხოვრებელი კორპუსის წინ მომხდარი ჩხუბის შემდეგ რეზო წულუკიძეს, ელდარ ანთაძეს და …

ბრალდებულის დეიდამ მოწმის მოსყიდვა 500 დოლარით სცადა – განაჩენი

დაზარალებულის მოსყიდვისთვის ბათუმის საქალაქო სასამართლოში ერთ-ერთი ბრალდებულის დეიდა გაასამართლეს. ყაჩაღობის ბრალდებით დაკავებული კაცის დეიდა დაზარალებულს, რომელსაც სასამართლოში მოწმის სახით ჩვენება უნდა მიეცა, ერთ-ერთ რესტორანში შეხვდა, 500 ამერიკული დოლარი მისცა და სთხოვა, სასამართლოში საერთოდ აღარ მისულიყო. განაჩენის მიხედვით, ეს შემთხვევა გასული წლის სექტემბერში მოხდა – ვიდრე ყაჩაღობის საქმეზე დაზარალებულის ჩვენებას მისცემდა, შეხვედრა რესტორანში შედგა. პროკურატურამ  ბრალდებულის …

ქობულეთელი კაცი 500 ლარით დააჯარიმეს ტაქსის მძღოლის „გადაგდებისთვის“

მოსამართლე დავით მამისეიშვილმა ბათუმის საქალაქო სასამართლოში 500 ლარით დააჯარიმა ქობულეთში მცხოვრები კაცი, რომელმაც ტაქსის მძღოლს ფული არ გადაუხადა. საქმეში მეორე ბრალდებულიც იყო, თუმცა იგი მოსამართლემ გაამართლა – მას ტაქსში ჩაჯდომიდან სახლში ასვლამდე ეძინა. მოწმეთა ჩვენებების მიხედვით, ტაქსი ორმა ადამიანმა ბათუმში, საბაგიროსთან დაიქირავა. მგზავრები ტაქსის მძღოლმა ქობულეთის ერთ-ერთ სოფელში აიყვანა. ბრალდებულს, რომელსაც ტაქსის მძღოლის და მისი …

მოსამართლე ციხის თანამშრომელს: ვინმე ხომ არ გაშინებთ? – პატიმრების წამების საქმე

„ხელის დარტყმის მაგვარი იყო… შეიძლება ჩათვალოთ ისეც და ასეც,“ – უპასუხა პროკურორს ბათუმის ციხის კონტროლიორმა, რომელმაც დღეს, 17 თებერვალს, ჩვენება მისცა „პატიმრების წამების საქმეზე”. ეს საქმე მეექვსე წელია განიხილება ბათუმის საქალაქო სასამართლოში. მოწმის თქმით, ის 1996 წლიდან მუშაობს ბათუმის ციხეში, 2009 წელს ბრალდებულები ბათუმის ციხეში პატიმრებზე არ ძალადობდნენ და ის ხდებოდა, რაც “დარღვევების აღმოფხვრას” სჭირდებოდა. …

ციხის უფროსების საქმის განხილვის მე-6 წელი – “ყველამ იცის, რაც ხდებოდა”

“ხდებოდა ფიზიკური შეურაცხყოფა, ცემა… სისტემა იყო, ყველამ იცის, რაც ხდებოდა,” – უთხრა მოსამართლე დავით მამისეიშვილს მოწმე ნოდარ შავლიძემ. ის ბათუმის მე-3 დაწესებულების თანამშრომელია. იმ წლებში, როდესაც მოწმეების თქმით, პატიმრებს აწამებდნენ, ნოდარ შავლიძე ოპერატორ-მორიგეს პოზიციაზე მუშაობდა. “ბათუმის ციხის უფროსების საქმის” განხილვა დღეს, 31 იანვარს, განახლდა. დღეს მოსამართლემ ბათუმის ციხის მოქმედი და ყოფილი თანამშრომლების ჩვენებები მოისმინა. ბათუმის …

ქობულეთში დედამთილი რძლის ცემისთვის გაასამართლეს

მოსამართლე დავით მამისეიშვილმა 80 საათით საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა შეუფარდა ქობულეთში მცხოვრებ ქალს ოჯახში ძალადობისთვის. განაჩენის მიხედვით, ქალმა თავის რძალს, ვისთან ერთადაც ცხოვრობდა, „ხელის სახის არეში დარტყმით და ხელის კისერში მოჭერით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი“. ძალადობის შემთხვევამდე ოჯახში მისულმა პოლიციელებმა შემაკავებელი ორდერი გამოსცეს და დედამთილს რძალთან კომუნიკაცია აუკრძალეს. მაშინ დაზარალებული ამბობდა, …

გიორგი ერმაკოვს 7 წელი მიუსაჯეს, არჩილ ვანაძე – გაათავისუფლეს

მოსამართლე დავით მამისეიშვილმა გიორგი ერმაკოვს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილება დღეს, 27 იანვარს, გამოაცხადა ბათუმის საქალაქო სასამართლომ. მოსამართლემ უდანაშაულოდ მიიჩნია არჩილ ვანაძე და იგი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. არჩილ ვანაძე დაკავების ეტაპზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე იყო. რაც შეეხება ეგარსლან ლომაძეს, მას 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად …

პირმა ავტომანქანა მოიპარა და ჯართში ჩააბარა – 7 წელი ციხეში

მოსამართლე დავით მამისეიშვილმა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა მ.ჟ.-ს ავტომანქანის ქურდობისთვის. მოპარული ავტომანქანა ბრალდებულმა იმავე დღეს ჯართის მიმღებ პუნქტში ჩააბარა. განაჩენის მიხედვით, მ.ჟ.-მ ბათუმში, ლუკა ასათიანის ქუჩაზე გაჩერებული ავტომანქანის მისაკუთრება შეძლო. ჯართის მიმღები პუნქტიდან ამოღებული ავტომანქანა WOLKSWAGEN GOLF-ი ექსპერტიზამ 800 ლარად შეაფასა. განაჩენის მიხედვით, უცნობია, რამდენ ლარად მიჰყიდა მოპარული მანქანა ბრალდებულმა ჯართის მიმღებ პუნქტს. ბრალდებული …

კაცი ცოლს დაემუქრა – მოსამართლემ ქმარი 800 ლარით დააჯარიმა

მოსამართლე დავით მამისეიშვილმა 1000 ლარით დააჯარიმა ე.ბ. ცოლზე მუქარისთვის. ბრალდებულმა ბრალი აღიარა და უდავოდ მიიჩნია ყველა მტკიცებულება, რაც ამ საქმეზე პროკურატურამ სასამართლოში წარადგინა. შესაბამისად, სასამართლოს რომელიმე მოწმის ან დაზარალებულად ცნობილი ქალის ჩვენება არ მოუსმენია. საქმეში დევს დაზარალებულად ცნობილი ქალის ანუ ბრალდებულის ცოლის ჩვენება, რომლის მიხედვითაც მან მეუღლის მობილურ ტელეფონში აღმოაჩინა უცნობი ქალის სასიყვარულო მესიჯები. მეუღლე …

რა თქვა მოწმემ, რომელიც ერმაკოვთან შეხვედრას ესწრებოდა

“ბატონო პროკურორო, თქვენთან უფრო ვსინჯავდი მორიგებას, ვიდრე გიორგი ერმაკოვთან… ერმაკოვთან არც ღირს, რამე სცადო,” – აღნიშნა ჩვენების მიცემის დროს მოწმე ირაკლი ხარაძემ. პროკურატურის ვერსიით, იგი ბათუმის ყოფილი მერის – გიორგი ერმაკოვის მეგობარია და ესწრებოდა იმ ბიზნესმენის [კომპანია „კონვენტ ჯორჯიას“ მფლობელი] ქალაქის მერთან შეხვედრას, რომელსაც ბათუმში “იაფი სახლი” უნდა აეშენებინა. “ბათუმის მერიის მაღალჩინოსნების საქმე” დასრულების ეტაპზეა. …

პლაჟზე ქალის ძარცვისთვის არასრულწლოვანი გაასამართლეს

ძარცვის გამო მოსამართლე დავით მამისეიშვილმა არასრუწლოვან ბიჭს – ლაშა ო.-ს ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. იმის გამო, რომ მსჯავრდებული არასრულწლოვანია, მას სასჯელი პირობით გამოსაცდელი ვადით დაუწესეს. შემთხვევა წელს, ზაფხულში მოხდა – ღამის 11 საათზე, ახალ ბულვარში, ლაშა ო.-მ, გამოძიებისთვის დაუდგენელ კიდევ ერთ პირთან ერთად, პლაჟზე მყოფ ქალს ხელჩანთა წაართვა. ჩანთაში 2670 ლარი იყო და პირადი …

დედამ, რომელმაც შვილი ცემაში დაადანაშაულა, სასამართლოში დუმილი არჩია

მოსამართლე დავით მამისეიშვილმა გამამართლებელი განაჩენი გამოუტანა გიორგი ს.-ს, რომელსაც ოჯახში ძალადობა ედებოდა ბრალად. პროკურატურის ვერსიით, გიორგიმ ორჯერ სცემა საკუთარ დედას. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა დედას ხელი მკერდში ჩაარტყა, მეორეჯერ კი – სახეში გაარტყა. მსჯავრდებულის ოჯახი ქობულეთში ცხოვრობს. გამამართლებელი განაჩენის გამოტანა მოსამართლეს იმ მარტივი მიზეზით მოუხდა, რომ საქმეში ოჯახში ძალადობაზე პირდაპირი მტკიცებულება არ არსებობდა – დედამ კი …

“ასე ჩავრჩით ჩვენ აქ”- გია ერმაკოვის რეპლიკა მოწმეს

“Point Bank-ი არ იყო ბანკი… შეეძლოთ ეკითხათ და ვეტყოდით მერიის თანამშრომლებს რჩევის სახით,” – ეს ერთ-ერთი პოზიცია იყო, რომელიც დღეს, 31 ოქტომბერს, “მერიის მაღალჩინოსნების პროცესზე” მოწმე ოთარ გზირიშვილმა გააჟღერა. იგი”ბაზის ბანკის” იურისტია. ამ ბანკმა დაადასტურა “იაფი სახლის” პროექტზე საბანკო გარანტიის ნამდვილობა, თუმცა მას შემდეგ, რაც ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია “კონვენტ ჯორჯიამ” ბათუმის ბიუჯეტიდან თანხა მიიღო ავანსის …

უმაღლესი საბჭოს ყოფილი დეპუტატი ფიზიკური ძალადობისთვის დააჯარიმეს

უმაღლესი საბჭოს ყოფილი დეპუტატი კახა მიქელაძე 2500 ლარით დააჯარიმეს ფიზიკური ძალადობისთვის. მოსამართლე დავით მამისეიშვილმა ჯარიმის გადახდა კახა მიქელაძის თანმხლებ პირს – ირაკლი აბუსერიძესაც დააკისრა – 3500 ლარის ოდენობით. საუბარია ბათუმში 21 ივნისს მომხდარ შემთხვევაზე. სიტყვიერი კონფლიქტი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაიწყო, სადაც ბათუმის მერიის ყოფილმა თანამშრომელმა ალექსანდრე თევზაძემ 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით უმაღლესი საბჭოს ყოფილ დეპუტატს …

ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი პატიმრობაში დატოვეს

მოსამართლე დავით მამისეიშვილმა ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი, ასევე მერიის ყოფილი მაღალჩინოსნები: არჩილ ვანაძე და ეგარსლან ლომაძე, წინასწარ პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა მოსამართლემ. მოსამართლის განმარტებით, ბათუმის მოქმედ მერს არ შეეძლო დამოუკიდებლად ბრალდებულებთან შეთანხმება. გარდა ამისა, გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში, ბრალდებულები საცხოვრებელი სახლების გარეშე დარჩებოდნენ. აღკვეთი ღონისძიების შეცვლის საკითხი მას შემდეგ გააქტიურდა, როცა პატიმრობაში …

გაათავისუფლებენ თუ არა ერმაკოვს პატიმრობიდან, ხვალ გადაწყდება

მოსამართლე დავით მამისეიშვილმა წინასწარ პატიმრობაში  მყოფ გია ერმაკოვს, არჩილ ვანაძეს და ეგარსლან ლომიძეს დღევანდელ პროცესზე უთხრა, რომ გადაწყვეტილებას ხვალ გამოაცხადებს. ხვალ სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, წინასწარ პატიმრობაში დარჩებიან თუ არა მერიის მაღალჩინოსნები. “მე უკვე ჩამოყალიბებული მაქვს პოზიცია, მაგრამ მჭირდება გარკვეული სამართლებრივი ანალიზი… ეს პირველი შემთხვევაა, როცა მსგავს საქმეზე უნდა მივიღო გადაწყვეტილება,”- უთხრა მოსამართლემ მხარეებს დღევანდელ პროცესზე. …

რა უთხრა სასამართლოს ბათუმის მერიის ადმინისტრაციის უფროსმა – მაღალჩინოსნების საქმე

„მერიის მაღალჩინოსნების საქმეზე“ დღეს, 20 სექტემბერს ჩვენება ნუკრი დეკანაძემ მისცა, ბათუმის მერიის ადმინისტრაციის უფროსმა. იგი „იაფი სახლის“ მშენებლობასთან დაკავშირებულ პროცესში იყო ჩართული. მაშინ იგი ბათუმის მერიის ადმინისტრაციაში მუშაობდა. ამ საქმეზე ბრალდებულებს შორის არიან ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი, აჭარის განათლების მინისტრის მოადგილე ბაგრატ მანველიძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე არჩილ ვანაძე. “არსებობდა რისკები… მე, …

„ადვოკატებს მოწმის დისკრედიტაცია სურთ“ – პროკურორი „მერიის მაღალჩინოსნების საქმეზე“

„სადაა დოკუმენტი, სადაც გაწერილია სატენდერო კომისიის ვალდებულება, რომ მას უნდა მოეთხოვა საბანკო ამონაწერი?“ – ეს კითხვა ადვოკატმა რამინ პაპიძემ დღევანდელ სასამართლო პროცესზე რამდენჯერმე დაუსვა აუდიტორ ჰენრი სანიკიძეს. დღეს, 16 სექტემბერს, მოსამართლე დავით მამისეიშვილმა „მერიის ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეზე“ აუდიტორის ჩვენება მოისმინა. აუდიტის დასკვნა მთავარი მტკიცებულებაა ამ საქმეში. სასამართლო პროცესზე ადვოკატების საპასუხოდ მოწმის სახით დაბარებულმა მთავარმა აუდიტორმა, …

„მეტი გულისყურია საჭირო“ – აუდიტორის ჩვენება „მერიის მაღალჩინოსნების საქმეზე“

„ტენდერში გამოვლენილი კომპანიის დისკვალიფიკაცია არ მოხდა. ასევე დაფინანსდა ისეთი ღონისძიებები, რაც არ უნდა დაფინანსებულიყო,“ –  უთხრა მოსამართლე დავით მამისეიშვილს მოწმე ჰენრი სანიკიძემ. იგი სახელმწიფო აუდიტის წამყვანი აუდიტორია და  დღეს, 16 სექტემბერს, „მერიის მაღალჩინოსნების საქმეზე“ მან ჩვენება მისცა სასამართლოს – აუდიტის დასკვნის საფუძველზე მისცა პროკურატურამ პასუხისგებაში მერიის ყოფილი მაღალჩინოსნები „იაფი სახლის პროექტთან“ დაკავშირებით, მათ შორის, ბათუმის …

ბავშვთა ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებულ დედასა და დეიდას 17-წლამდე პატიმრობა ელის

ბავშვთა ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებულ ა.პ.-სა და ქ.პ.-ს საქმის განხილვას დღეს, 10 სექტემბერს, დაიწყებს მოსამართლე დავით მამისეიშვილი. დაკავებულებს ედავებიან იმას, რომ ისინი 4 ბავშვს ქუჩაში მათხოვრობას აიძულებდნენ. ბრალდებულები დაზარალებულად ცნობილი ბავშვების დედა და დეიდაა. „ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ იმის დასადასტურებლად, რომ ეს არ იყო ბავშვთა ტრეფიკინგი. არ არის წარმოდგენილი პირდაპირი მტკიცებულება, რაც ადასტურებს იმას, რომ ბავშვებს ბრალდებულები …

ორ მოზარდთან სექსუალურ კავშირში ბრალდებული გამამართლებელ განაჩენს ითხოვს

ორ არასრულწლოვან ბიჭთან გარყვნილ ქმედებას და სექსუალურ კავშირს გამოძიება ნ.მ.-ს ედავება. საქმის არსებით განხილვას დღეს, 24 აპრილს მოსამართლე დავით მამისეიშვილი იწყებს. რადგან  ორივე დაზარალებული არასრულწლოვანია, პროცესი დახურული იქნება. „ის გამამართლებელ განაჩენს ითხოვს,“ – ამბობს ბრალდებულის ადვოკატი როინ აბაშიძე. ადვოკატის თქმით, ბრალდებული ბიჭებს ქუჩაში მხოლოდ ესაუბრებოდა და გარყვნილ ქმედებას რეალურად ადგილი არ ჰქონია. ადვოკატი ასევე ელოდება …

როდის არ/ვერ შეცვლის ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ჩვენებას – მოსამართლის ხედვა

„მსხვერპლის დაკითხვა სასამართლოში ხდება დაახლოებით 2 თვის შემდეგ, რაც ძალიან დაგვიანებულია,“ – მიიჩნევს მოსამართლე დავით მამისეიშვილი. მისი აზრით, ოჯახში ძალადობის მსხვერპლი შემთხვევიდან 48 ან 72 საათში მაგისტრ მოსამართლესთან უნდა დაიკითხოს, რადგან ამ პერიოდში მასზე სავარაუდო მოძალადე ან ოჯახის წევრები ზეწოლას ვერ განახორციელებენ. დღევანდელი მოცემულობით, ძალადობის მსხვერპლი ქალები ხშირად პოლიციელებთან ადასტურებენ ძალადობის ფაქტს, შემდეგ კი სასამართლოში …

დავით მამისეიშვილი: ჩვენ, მოსამართლეებს, დაცვა გვჭირდება

„ჩვენ, მოსამართლეებს, გვჭირდება დაცვა… თქვენ რომ უკან დაიხიოთ, ეს ნიშნავს იმას, რომ ქართული მართლმსაჯულება ჩამოიშლება,“ – მიმართა  იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დავით მამისეიშვილმა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ. დღეს, 11 თებერვალს, იუსტიციის უმაღლესი საბჭო გასვლით სხდომას თბილისის საქალაქო სასამართლოში მართავს. სხდომაზე განიხილავენ 9 დეპუტატის კანონპროექტს, რომელიც მოსამართლეთა უვადოდ გამწესების 2025 წლამდე გადავადებას ითვალისწინებს. ამ შეხვედრაზე დავით მამისეიშვილმა იუსტიციის …

Exit mobile version