„პატიმრების წამების საქმის“ განხილვა ისევ გადაიდო

“პატიმრების წამების საქმის” განხილვა ისევ გადაიდო. ამჯერად სასამართლოში პროკურორი რამაზ შავაძე არ გამოცხადდა. მან სასამართლოს გუშინ აცნობა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში სხვა პროცესი ჰქონდა ჩანიშნული. გამოძიება ბათუმის ციხის ყოფილ ხელმძღვანელ პირებს – გიორგი ვეკუას და ზაზა ჯიქიას დამამცირებელ ან არაადამიანურ მოპყრობას ედავება. საქმეში სულ 119 მოწმეა – პატიმრები, რომლებიც ყვებიან, როგორ აწამეს ციხეში. მიუხედავად იმისა, …

სუს-ის უფროსის, ირაკლი ერისთავის ბინის გაქურდვა – რა უთხრეს ბრალდებულებმა მოსამართლეს

„დავით, რატომ არ გყავს შენ ადვოკატი?“ – მიმართა მოსამართლემ ბრალდებულ დავით ხ.-ს. „არ ვარ სოციალურად დაუცველი… ისე კი მსურს, მარა სადაა,“ – უპასუხა მოსამართლეს ბრალდებულმა. პროკურორი შოთა ქემაშვილი: „არ უნდა დაენიშნოს ადვოკატი სახაზინო წესით. კანონი განსაზღვრავს სავალდებულო წესით დაცვის შემთხვევებს…“ მოსამართლე: „ვერ დაგეთანხმებით… შეჯიბრებითობისთვის აუცილებელია ადვოკატის პროცესში ჩართვა“. დავით ხ. ერთ-ერთია მათ შორის, ვისაც პროკურატურა …

ორი მოსამართლე ბათუმის სასამართლოს დატოვებას აპირებს

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ორი მოსამართლე სხვა სასამართლოში გადასვლას აპირებს. საუბარია დავით მამისეიშვილზე, რომელიც 2013 წლიდან ამ დრომდე ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეა, ასევე, თამარ ბეჟანიშვილზე, რომელიც ბათუმის საქალაქო სასამართლოში სისხლის სამართლის საქმეებს 2011 წლიდან განიხილავს. დავით მამისეიშვილი და თამარ ბეჟანიშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გამოცხადებულ მოსამართლეების კონკურსში მონაწილეობენ, მათ იუსტიციის საბჭო 24 ოქტომბერს გაესაუბრა. კონკურსის შედეგები …

„არ მახსოვს არაფერი“ – ბრალდებულის ჩვენება 4 წლის ბავშვის მკვლელობაზე

„არ მახსოვს არაფერი,“ – ასე უპასუხა ბრალდებულმა მოსამართლე დავით მამისეიშვილის შეკითხვას: „ცნობთ თუ არა თავს დამნაშავედ?“. „4 წლის ბავშვის მკვლელობის საქმეზე“ არსებითი განხილვა დღეს, 27 აგვისტოს, დაიწყო. საუბარია 13 ივნისს მომხდარ შემთხვევაზე: პოლიციის ცნობით, ბრალდებულმა ქალმა ბავშვის ცხედარი პოლიციის მეშვიდე განყოფილებაში საკუთარი ხელით მიიტანა და თქვა, რომ 4 წლის გოგო ცემით მოკლა. პროკურატურის ვერსიით, ბავშვის დედა …

ყოფილი პატიმარი მოსამართლეს: თუ სამართალია სადმე, მეც მინდა

„იქ, ციხეში, უფლება არ ჰქონდა ვინმეს, უფროსისთვის თვალებში შეეხედა… მე ახლა ვუყურებ მას თვალებში. ბატონო ზაზა, გაქვთ თქვენ უფლება, რომ თვალებში მიყურებდეთ?“ – ასე ერთ-ერთმა მოწმემ მიმართა ბათუმის ციხის რეჟიმის ყოფილ უფროსს – ზაზა ჯიქიას. ყოფილმა ხუთმა პატიმარმა დღეს, 5 აპრილს, სასამართლოს ჩვენება მისცა. მოწმეებმა დეტალურად გაიხსენეს, როგორ სცემდნენ ისე, რომ არ იცოდნენ მათგან რა …

სასამართლომ ბათუმის ციხეში პატიმრების წამების საქმეზე ორ მოწმეს მოუსმინა

“შემოვიდეს მოწმე”, – თქვა მოსამართლემ და სასამართლო დარბაზში დუმილი მოწმის ნაბიჯების ხმამ დაარღვია. მან დარბაზს ფრთხილად მოავლო თვალი და როცა ბრალდებულები შენიშნა, მაშინვე აარიდა მზერა, შეჩერდა. მანდატურმა ხელით მიანიშნა, აქ უნდა დადგეთო. მოწმე გია იანუსოვმა თხრობა დაიწო. “მე 2009 წელს დამაკავეს. ციხის მისაღებში ჩხრეკა ჩამიტარეს. მერე მითხრეს გაიხადე ყველაფერიო. გავიხადე. მითხრეს, უნდა ითანამშრომლო ჩვენთანო. უარი …

რა საფრთხეს უქმნიდა მოსამართლე ირაკლი შავაძე სასამართლოს თავმჯდომარეს – ინტერვიუ

„ისე ამიხდა ყველაფერი, როგორც ვივარაუდე,“ – ამბობს დავით მამისეიშვილი, ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე ირაკლი შავაძეზე საუბრის დროს. მოსამართლე ირაკლი შავაძემ 23 თებერვალს განაცხადა საჯაროდ, რომ მას მართლმსაჯულების განხორციელებაში ხელს დავით მამისეიშვილი უშლის. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლე ირაკლი შავაძეს უვადოდ გამწესებაზე უარი უთხრა. „აჭარის ტელევიზიისთვის“ მიცემული ერთ-ერთი ინტერვიუს დროს დავით მამისეიშვილმა თქვა, რომ ირაკლი შავაძე საფრთხეს …

ათი მოსამართლე კოლეგის წინააღმდეგ მტკიცებულების გარეშე – დავით მამისეიშვილის განმარტება

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებმა დღეს, 26 თებერვალს, განცხადება გაავრცელეს. ისინი ამ სასამართლოს მოსამართლის, ირაკლი შავაძის მიერ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებს სიცრუეს უწოდებენ და სრული შემადგენლობით მხარდაჭერას სასამართლოს თავმჯდომარეს – დავით მამისეიშვილს უცხადებენ. „ბათუმელებმა“ დავით მამისეიშვილს ჰკითხა, გრძნობს თუ არა უხერხულობას, როცა მოსამართლეები უპირობოდ უცხადებენ უნდობლობას კოლეგას და სჯერათ იმის, რასაც ხელმძღვანელი ამბობს. ბატონო დავით, ირაკლი შავაძემ ორი …

ცოლზე ძალადობაში ბრალდებულის მამა: არავინ სვამს კითხვას, რატომ ჩაიდინა ეს

„აგერაა ჩემი ცოლი, დარბაზში ზის. მას არავითარი პრეტენზია არ აქვს,“ – მიმართა მოსამართლე დავით მამისეიშვილს ბრალდებულმა რუსლან გ.-მ. მას ოჯახში ძალადობას ედავება გამოძიება. რუსლან გ. პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება. იგი გასულ წელს ისევ ცოლის არაერთგზის ცემის გამო გაასამართლეს. გამოძიების ვერსიით, ამჯერად ბრალდებულმა საკუთარ ცოლს მცირეწლოვანი შვილების თვალწინ ახალი წლის საღამოს სცემა. „ძნელია, ჩაწვდე ადამიანის შინაგან …

ბათუმის აქციაზე ძალადობის ორგანიზებაში ბრალდებული ღოღობერიძე და ჩხვირკია სასამართლომ გაამართლა

“თქვენ ხართ მურუსიძის მოსამართლე,” “ეს სირცხვილია,” “ბრძოლას ვაგრძელებთ”- ასეთი შეძახილებით შეხვდა დარბაზი მოსამართლე დავით მამისეიშვილის გადაწყვეტილებას, რომელმაც  “ბათუმის აქციის“ გახმაურებულ საქმეზე დღეს, 10 იანვარს განაჩენი გამოაცხადა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მერაბ ღოღობერიძეს და ირაკლი ჩხვირკიას პატიმრობა წელიწადით და ექვსი თვით მიუსაჯეს. ორივე მსჯავრდებულს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით ჰქონდათ წაყენებული, რაც მძიმე დანაშაულია – …

სპეცოპერაციის გზით დაკავებულ ქალს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

ქობულეთში 25 ნოემბერს სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულ თურქეთის მოქალაქეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მოსამართლე დავით მამისეიშვილმა გამოაცხადა. დაკავებულ ქალს დიდი ოდენობით ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა ედება ბრალად. დაკავებულს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით აქვს წარდგენილი. აღკვეთის ღონისძიების შეფარდებამდე პროკურორმა პაატა ცეცხლაძემ სხდომის დახურვა მოითხოვა. „ამ მოთხოვნას დავეთანხმეთ ჩვენ, რადგან ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის …

ღოღობერიძე სასამართლოს აღარ ესწრება, ჩხვირკია პროკურორების აცილებას ითხოვს

„ბრალდებულს აქვს უფლება არ დაესწროს სასამართლო სხდომებს,”- თქვა მოსამართლე დავით მამისეიშვილმა და სასამართლო სდომა განაგრძო. მანამდე მერაბ ღოღობერიძემ სასამართლოსთან სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური გამოიძახა. იგი სხდომათა დარბაზში არც სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ შემოვიდა. მოსამართლემ აღნიშნა, რომ სამედიცინო დაწესებულების ინფორმაციით, მერაბ ღოღობერიძეს შეუძლია პროცესზე დასწრება და მისი ტრანსპორტირებაც არ წარმოადგენს პრობლემას. მერაბ ღოღობერიძეს და ირაკლი ჩხვირკიას …

მოსამართლემ ოჯახურ ძალადობაში ბრალდებული გაამართლა 

მოსამართლე დავით მამისეიშვილმა ოჯახში ძალადობაში ბრალდებული ავთანდილ გიორბელიძე გაამართლა. 2016 წლის პირველი იანვრიდან დღემდე ეს პირველი გამამართლებელი განაჩენია, რაც ბათუმის საქალაქო სასამართლოს განუხილავს ოჯახში ძალადობაზე. ამ პერიოდში ოჯახში ძალადობის მუხლით ბათუმში სულ 33 პირი გასამართლდა. გამართლებულ ავთანდილ გიორბელიძეს საკუთარი და ედავებოდა ფიზიკურ ძალადობას. დაზარალებული ქალის ჩვენებით, ძმა მასთან ოჯახში შევიდა და დის თანდასწრებით სიტყვიერად შეურაცხყო, …

რის გამო მოხდა მკვლელობა სამების მონასტერთან – სასამართლო განხილვა დაიწყო

„ბრალის დადასტურების შემთხვევაში, თქვენ გელოდებათ თავისუფლების აღკვეთა 16-დან 20 წლამდე“, – მიმართა მოსამართლე დავით მამისეიშვილმა გაზრახ მკვლელობაში ბრალდებულს და შემდეგ ტრადიციული კითხვა დაუსვა: „ცნობთ თუ არა თავს დამნაშავედ?“. 27 წლის ნუკრი ლ.-მ მოსამართლეს უპასუხა, რომ ამ ეტაპზე თავს შეიკავებს. სამების მონასტერთან 5 აგვისტოს მომხდარი მკვლელობის საქმის განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლომ დღეს, 29 სექტემბერს, დაიწყო. ხალხით …

მოსამართლე: სამედიცინო დასკვნის მიხედვით მერაბ ღოღობერიძეს ოპერაცია არ სჭირდება

“უკვე ნათელია, რომ მერაბ ღოღობერიძე ცდილობდა სასამართლო პროცესის გაჭიანურებას,” – ამ სიტყვებით დაიწყო დღევანდელი სხდომა მოსამართლე დავით მამისეიშვილმა. სამედიცინო კლინიკა “მედინას” დასკვნის მიხედვით, მერაბ ღოღობერიძეს ქირურგიული ოპერაცია არ სჭირდება და მას მხოლოდ მკურნალობის კურსი დაუნიშნეს. მოსამართლემ ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ეს ის კლინიკაა, სადაც მერაბ ღოღობერიძემ ოპერაციის გაკეთება თვითონ ისურვა. მერაბ ღოღობერიძეს ირაკლი ჩხვირკიასთან ერთად …

წინააღმდეგობა მოწმის ჩვენებაში – მერაბ ღოღობერიძის საქმე

ვიდრე სასამართლო დარბაზში მოწმეები შემოვიდოდნენ, ადვოკატმა დავით ჩავლეიშვილმა სასამართლოს წინა სხდომაზე დაკითხული მოწმის – მერაბ მურმანიძის ჩვენების დაუშვებელ მტკიცებულებად მიჩნევა მოითხოვა. ადვოკატმა იმ მომენტზე გაამახვილა ყურადღება, რაც მოწმემ გამომძიებელსა და მოსამართლეს ამბავი სხვადასხვაგვარად მოუყვა. მერაბ მურმანიძე „11-12 მარტის აქციაზე“ მასობრივი ძალადობისთვის უკვე გაასამართლეს. მას გუშინ, 20 ივლისს, საპროცესო შეთანხმება გაუფორმა პროკურატურამ ერთწლიანი საპატიმრო ვადით. „შეღავათიანი …

მერაბ ღოღობერიძე სასამართლოს: ჩემ გარეშე განიხილეთ

„ჩემ გარეშე განიხილეთ,“ – მერაბ ღოღობერიძისგან ეს წერილობითი განცხადება მოსამართლე დავით მამისეიშვილმა მიიღო. ის განიხილავს მერაბ ღოღობერიძისა და ირაკლი ჩხვირკიას საქმეს, რომლებსაც „ბათუმის აქციის საქმეზე“ მასობრივი ძალადობის ორგანიზება ედებათ ბრალად. მერაბ ღოღობერიძე დღევანდელ სხდომაზე არ გამოცხადდა. „ის არის ავად და სჭირდება გადაუდებელი ოპერაცია. ამის გამო ვერ დატოვა სასჯელაღსრულების დაწესებულება. ვაყენებ შუამდგომლობას, გადაიდოს სასამართლო პროცესი,“ – …

მერაბ ღოღობერიძის პროცესზე მოწმეების დაკითხვა დაიწყო

დღეს, 3 ივლისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მერაბ ღოღობერიძის პროცესი მიმდინარეობს. სხდომაზე, ვიდრე მოსამართლე სასამართლო დარბაზში შემოვიდოდა, მერაბ ღოღობერიძემ მისთვის განკუთვნილი გისოსებიანი ადგილიდან დარბაზს მიმართა: „ხდება იგივე, რაც ცოტნე ანანიძის შემთხვევაში მოხდა. მე ვაპირებ ბათუმის მერობას…” – თქვა მერაბ ღოღობერიძემ. მას ირაკლი ჩხვირკიასთან ერთად სახელმწიფოს წინააღმდეგ მასობრივი ძალადობის ორგანიზება ედება ბრალად. საუბარია ბათუმის 11-12 მარტის აქციაზე, …

დავით მამისეიშვილი ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარედ აირჩიეს

ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მომდევნო სამი წლის განმავლობაში მოსამართლე დავით მამისეიშვილი იქნება. გადაწყვეტილება იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მიიღო, სადაც კიდევ 10 საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე აირჩიეს. დავით მამისეიშვილი მოსამართლეა 2008 წლიდან. თავდაპირველად იგი ქედაში, შემდეგ კი ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში მუშაობდა. 2013 წლიდან დავით მამისეიშვილი ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეა და ამავდროულად – სასამართლოს თავმჯდომარე. მოსამართლეობამდე დავით მამისეიშვილი მუშაობდა …

ყაჩაღობა სათამაშო რევოლვერით და მიტაცებული 10 ათასი ლარი – „სანტას საქმე“

ყაჩაღობაში ბრალდებული ჯემალ მ. ბრალს არ აღიარებს, თუმცა დაკავების დროს, წინასწარი გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში აღიარა, რომ მან ახალი წლის საღამოს ჩაიცვა სანტას ფორმა და სუპერმარკეტ „იალჩინში“ სავალუტო ჯიხური დააყაჩაღა სათამაშო რევოლვერის მუქარით. „სანტას ყაჩაღობის საქმეს“ მოსამართლე დავით მამისეიშვილი განიხილავს. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, ყაჩაღობაში ბრალდებულ „სანტას“ 5-დან 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის. „მე ჩავატარე ბალისტიკური ექსპერტიზა, უნდა გამოგვერკვია, …

განაჩენი ქურდული სამყაროს წევრობისთვის

მოსამართლე დავით მამისეიშვილმა 6 წლით პატიმრობა მიუსაჯა რუსლან ჩიქოვანს, ხოლო 8 წლით – კაკო ტუღუშს. ორივეს ქურდული სამყაროს წევრობას ედავებოდა გამოძიება. კაკო ტუღუშის ადგილსამყოფელი უცნობია, მას დღემდე ეძებენ, ხოლო რუსლან ჩიქოვანი გასული წლის აგვისტოდან წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. საქმეში მთავარი მტკიცებულება Skype-ის ჩანაწერები იყო, რითაც პროკურატურა ამტკიცებდა, რომ მსჯავრდებულები, დაახლოებით 300 ათასი ლარის გამოძალვას ცდილობდნენ ბათუმში …

8 წელი უვადო პატიმრობის ნაცვლად

მოსამართლე დავით მამისეიშვილმა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ედუარდ მ.-ს. მას დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, მეთადონის შეძენა და საზღვარზე შემოტანა დაუდასტურდა. ამ მუხლით გათვალისწინებული სასჯელი 8-დან 20 წლამდე, ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სხდომის დასაწყისში მოსამართლე დაინტერესდა, შედგა თუ არა საპროცესო შეთანხმება. „შეთანხმება არ შედგა, მაგრამ არ გამოვრიცხავ, მას ისევ დავუბრუნდეთ,“ – უთხრა მოსამართლეს ადვოკატმა …

“ბათუმის აქციის საქმეზე“ დაკავებულებს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ

“ასეთი საქმე ჯერ ამ რეგიონის სასამართლოს პრაქტიკაში არ ჰქონია,”- აღნიშნა მოსამართლე დავით მამისეიშვილმა. მან ამ წუთებში დაასრულა ბათუმის აქციაზე მოწყობილი მასობრივი არეულობის და პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებულებისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხი. ხუთივე ბრალდებულს ბათუმის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. არც ერთი მათგანი დღემდე ნასამართლევი არ ყოფილა. ბრალდებულ ლაშა დეკანაძის ადვოკატი, დავით ჯაფარიძე აქცენტს აკეთებს ბრალდებულის ძმაზე, რომლის …

სწრაფი ჩარიცხვის აპარატების გატეხვის საქმე

სწრაფი ჩარიცხვის 6 აპარატის გატეხვას და დაახლოებით 16 ათასი ლარის მიტაცებას პროკურატურა მამუკა თურმანიძესა და გივი თავაძეს ედავება. გამოძიების ვერსიით, ბათუმში, სხვადასხვა ქუჩაზე, ამ პირებმა ძალაყინების საშუალებით აპარატები გატეხეს და თანხა მიიტაცეს. 22 აპრილს, ღამით, პოლიციელებმა მსჯავრდებულები შავშეთის ქუჩაზე, სწრაფი ჩარიცხვის გატეხილ აპარატთან ახლოს დააკავეს და ჩხრეკის შედეგად 275 ლარი ამოიღეს. საქმეზე მოსამართლე დავით მამისეიშვილმა …

ნარკოტიკების შეფუთვაზე ბრალდებულის თითის ანაბეჭდები არ აღმოჩნდა – ექსპერტიზის დასკვნა პროკურატურის წინააღმდეგ

27 წლის კობა კვირიკაძე მოსამართლე დავით მამისეიშვილმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლა. კვირიკაძეს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა ედებოდა ბრალად, თუმცა ნარკოტიკის შეფუთვაზე, რომელიც საქმის მასალების მიხედვით, მას პოლიციელებმა ამოუღეს, ბრალდებულის თითის ანაბეჭდი არ აღმოჩნდა. „რომ არა ექსპერტიზის დასკვნა, თქვენც ისევე, როგორც ბევრ სხვას, ალბათ 6 წლით თავისუფლების აღკვეთას მოგისჯიდით. ასეთ შემთხვევებში პოლიციელების ჩვენება და …

Exit mobile version