მთავარი,სიახლეები

ორ მოზარდთან სექსუალურ კავშირში ბრალდებული გამამართლებელ განაჩენს ითხოვს

24.04.2019
ორ მოზარდთან სექსუალურ კავშირში ბრალდებული გამამართლებელ განაჩენს ითხოვს

ორ არასრულწლოვან ბიჭთან გარყვნილ ქმედებას და სექსუალურ კავშირს გამოძიება ნ.მ.-ს ედავება. საქმის არსებით განხილვას დღეს, 24 აპრილს მოსამართლე დავით მამისეიშვილი იწყებს. რადგან  ორივე დაზარალებული არასრულწლოვანია, პროცესი დახურული იქნება.

„ის გამამართლებელ განაჩენს ითხოვს,“ – ამბობს ბრალდებულის ადვოკატი როინ აბაშიძე. ადვოკატის თქმით, ბრალდებული ბიჭებს ქუჩაში მხოლოდ ესაუბრებოდა და გარყვნილ ქმედებას რეალურად ადგილი არ ჰქონია. ადვოკატი ასევე ელოდება ნ.მ.-ს ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ დასკვნას და ამის საფუძველზე ბრალდებულის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას. ნ.მ წინასწარ პატიმრობაშია.

შემთხვევა რამდენიმე თვის წინ ერთ-ერთ საჯარო სკოლასთან მოხდა. სკოლის მანდატურმა პოლიციაში დარეკა და თქვა, რომ სკოლის წინ, ავტობუსის გაჩერებაზე, უცნობი კაცი მოსწავლეს „გარყვნილ თემებზე“ ესაუბრებოდა. გამოძიებით კი დადგინდა, რომ ბრალდებულს სკოლის ამ მოსწავლესთან და კიდევ ერთ ბიჭთან სხვადასხვა დროს სექსუალური კავშირიც ჰქონდა.

ნ.მ.-ს გამოძიება ორი მუხლით ედავება – ძალადობის გარეშე სრულწლოვანის გარყვნილი ქმედება დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან და პირის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის, ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულება. ეს მუხლი 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„ერთმა დაზარალებულმა მისცა ბრალდებულის საწინააღმდეგოდ ჩვენება, მეორემ – არა. ვინც მისცა ჩვენება, ის პოლიციაში დაიბნა… მისი მშობლები შეგნებულად არ დაკითხეს. რეალურად არ არის მტკიცებულებები, რაც ამ პირის ბრალეულობას დაადასტურებს,“ – ამბობს ადვოკატი როინ აბაშიძე.

ადვოკატი ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ ამ დრომდე ექსპერტიზა სექსუალური კავშირის არსებობის დასადგენად არ ჩატარებულა.

დაცვის მხარემ სადავოდ მიიჩნია ყველა მტკიცებულება, რაც პროკურატურამ სასამართლოში წარმოადგინა. შესაბამისად, მოსამართლე დავით მამისეიშვილი ყველა მოწმის ჩვენებას მოისმენს, მათ შორის, არასრულწლოვანი პირების, რომლებსაც უკვე დაზარალებულის სტატუსი აქვთ.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: