ივანიშვილი საბოლოოდ უარს ამბობს ევროპაზე – კომენტარი ორგანიზაციების დაყადაღებაზე

სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნით 27 აგვისტოს დააყადაღა 7 არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიში, სისხლის სამართლის წესით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში. ეს მოხდა ევროკომისიისათვის ოფიციალური ანგარიშის წარდგენის ბოლო ვადამდე 4 დღით ადრე. მიმდინარე წლის ივნისში ცნობილი გახდა, რომ ევროკომისია განიხილავდა საქართველოსათვის უვიზო რეჟიმის შეჩერების საკითხს. ამის თავიდან ასარიდებლად ევროკომისიამ გასცა რვა რეკომენდაცია, რომელთა შესრულების შესახებ განახლებული ინფორმაცია საქართველოს მთავრობამ უნდა …

„თუკი ვინმე რიჟვაძეზე ზეწოლას ახორციელებდა, ეს იყო ივანიშვილი“ – კირთაძე

„მცირეწლოვანი შვილების პატრონმა, ახალგაზრდა კაცმა თავის მოკვლა რომ გადაწყვიტა, ეს არის უმძიმესი ამბავი და კარგად აჩვენებს სად ვცხოვრობთ. ამიტომ, თუკი ვინმე რიჟვაძეზე ზეწოლას ახორციელებდა, ეს იყო რეჟიმი და პირადად ბიძინა ივანიშვილი“- ამბობს „ახლების“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი კირთაძე „ბათუმელებთან“. დღეს, 7 ივლისს, შს სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია აჭარის  მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის თვითმკვლელობის მცდელობაზე. ოფიციალური ინფორმაციის …

მოსამართლემ გიორგი კირთაძე მტკიცებულებების გარეშე, „შინაგანი რწმენით” დააჯარიმა

დღეს, 6 მარტს, მოსამართლე სალიხ შაინიძემ პარტია „ახალის“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი კირთაძე 2 ათასი ლარით დააჯარიმა. მოსამართლემ გიორგი კირთაძეს ასევე ჩამოართვა იარაღის ტარების უფლება 3 წლით. გიორგი კირთაძე 12 იანვარს საპროტესტო აქციაზე დააკავეს მაშინ, როცა იქ პარტია „დროას“ ლიდერს, ელენე ხოშტარიას აკავებდნენ. შსს-ს წარმომადგენლის, მარიამ კერესელიძის მტკიცებით, გიორგი კირთაძემ ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწია პოლიციელებს ელენე ხოშტარიას …

თუ რეალურად ვაჩვენებთ ალტერნატივას, მგონია, რომ ხალხი გამოგვყვება – ინტერვიუ გიორგი კირთაძესთან

„საზოგადოებას რეალურად უნდა ვაჩვენოთ, რა იქნება ბიძინა ივანიშვილის შემდეგ. თუ რეალურად შევთავაზებთ ხელისუფლების ალტერნატივას, მგონია, რომ ხალხი გამოგვყვება,“ – მიიჩნევს გიორგი კირთაძე, რომელიც დღეიდან უკვე აღარ არის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი. დღეს, 4 დეკემბერს, „ნაციონალური მოძრაობა“ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა, გიორგი კირთაძემ, ბათუმის საკრებულოს შვიდმა წევრმა და პარტიის კიდევ რამდენიმე წევრმა დატოვა. რა სტრატეგიით აპირებენ „ნაციონალური …

ხაბეიშვილმა ბათუმის საკრებულოს სიიდან მელიას მხარდამჭერები ამოიღო – ენმ-ს ბრიფინგი

ლევან ხაბეიშვილი ბათუმში „ქართული ოცნების“ მსგავსად ამომრჩევლის ნებას ცვლის – აცხადებენ ენმ-ს ბათუმის ორგანიზაციაში, სადაც დღეს, 24 აპრილს, ამ პარტიის რამდენიმე წევრმა საგანგებო ბრიფინგი გამართა. პარტიის წევრების თქმით, ლევან ხაბეიშვილმა ბათუმის საკრებულოს ენმ-ს პარტიული სიიდან ამოიღო ის 4 ადამიანი, რომლებიც ნიკა მელიას ღიად უჭერდნენ მხარს შიდაპარტიულ არჩევნებში. საქმე ისაა, რომ ბათუმის საკრებულოს მოქმედ წევრს ენმ-დან, …

ვინ ვის უჭერს მხარს აჭარაში – არჩევნები „ნაციონალურ მოძრაობაში“

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, პარტიის წევრები ენმ-ის მომავალ თავმჯდომარეს შიდაპარტიული არჩევნების გზით აირჩევენ. არჩევნები 2023 წლის 28 იანვარს, დილის ათ საათზე დაიწყება და 30 იანვარს, 10:00 საათზე დასრულდება. ენმ-ის თავმჯდომარეობისათვის ოთხი კანდიდატი იბრძვის: ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, გიორგი მუმლაძე და ნონა მამულაშვილი. ბათუმში ენმ-ი ძირითადად ორ ბანაკად გაიყო, ნიკა მელიას და ლევან ხაბეიშვილის მომხრეებად. მხარდამჭერები …

კირთაძე ამბობს, რომ არ იცის, რატომ გაუნაწყენდა ვარშალომიძე – რა ხდება ენმ-ს აჭარის ორგანიზაციაში

„ნაციონალურ მოძრაობაში“ აღარ მალავენ, რომ აჭარის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ლევან ვარშალომიძე, თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ პარტიის ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარის, გიორგი კირთაძის გადადგომას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მის გადაყენებას ითხოვდა. ითქვა ისიც, რომ ლევან ვარშალომიძეს არც ენმ-ის ბათუმის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის პოზიციაზე ნოდარ დუმბაძის არჩევის გადაწყვეტილება მოსწონს. ნოდარ დუმბაძემ ფრაქციის თავმჯდომარის თანამდებობა ლაშა კილაბერიას გადადგომის შემდეგ დაიკავა. „მე …

რა ხდება აჭარის ენმ-ში? – ვარშალომიძესთან ერთად და მის წინააღმდეგ

„რატომ ნიკა მელია? – მიმაჩნია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება და უნდა იყოს ის მთავარი ძალა, რომელიც შეძლებს ავტოკრატიული რეჟიმის ჩამოშლას და ამ ქვეყანაში პოლიტიკური მართლმსაჯულების დასრულებას, რასაც მარტო ვერ შეძლებ. საჭიროა ერთი დიდი პოლიტიკური ერთობის გაკეთება“, – ასე ახსნა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობს“ ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, გიორგი კირთაძემ, პარტიის მოქმედი თავმჯდომარისთვის ღიად გამოცხადებული მხარდაჭერა. ენმ-ის თავმჯდომარის …

მოსამართლემ კირთაძეზე თავდამსხმელი გირაოთი გაუშვა – სავსე დარბაზი ალტ-ინფოს პარტიის წევრებით

„ეს იყო შეცდომა, უფრო სწორად დანაშაული, მეორედ აღარ განმეორდება“, – მხოლოდ ეს უთხრა მოსამართლეს კაცმა, რომელმაც ქუჩაში, კამერების წინ, გიორგი კირთაძეს კვერცხები ესროლა და ხელი დაარტყა. მოსამართლე ლევან ყოლბაიამ ბრალდებულ იოსებ სირაბიძე გირაოს – 5 ათასი ლარის სანაცვლოდ გაათავისუფლა. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლის პოზიციით, მიზანშეწონილია ბრალდებულისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება, რადგან არსებობს ბრალდებულის მიმალვის საფრთხე, ასევე …

საიას შეფასება კირთაძის წინააღმდეგ თავდასხმაზე – შსს-მ გამოძიება არ დაიწყო 

შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ დრომდე არ ამბობს, რა რეაგირება მოჰყვა გიორგი კირთაძეზე თავდასხმის ფაქტს. დაიწყო თუ არ გამოძიება, როცა უმაღლესი საბჭოს დეპუტატს და ენმ-ს ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარეს ქუჩაში, კამერების წინ თავს დაესხნენ? – კითხვას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში არ პასუხობენ. გიორგი კირთაძეს დღეს, 19 დეკემბერს დაესხნენ თავს. შემთხვევიდან რამდენიმე საათის გასვლის შემდეგ იგი აჭარის პოლიციის …

გიორგი კირთაძეს ბათუმში, კამერების წინ თავს დაესხნენ

გიორგი კირთაძეს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარეს, ტელეკომპანია „ფორმულას“ პირდაპირ ეთერში ჩართვის დროს, რამდენიმე სატელევიზიო კამერის წინ თავს დაესხნენ. გიორგი კირთაძე აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატია. თავდამსხმელმა ოპოზიციური პარტიის რეგიონულ ლიდერს კვერცხი ესროლა და ხელი დაარტყა. მან სიტყვიერად შეურაცხყო ჟურნალისტებიც. შემთხვევა ბათუმში, ვახტანგ გორგასლის ქუჩაზე, პრორუსული „ალტ-ინფოს“ ოფისის წინ მოხდა. „რაფერ რა მინდა, პირდაპირ მოღალატე …

რას ამბობენ ენმ-ში დაპირისპირებაზე პარტიის ლიდერები აჭარიდან

ქუჩის აქციების შეწყვეტა ის საკითხია, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ლიდერები საყვედურობენ ნიკა მელიას, ენმ-ს მოქმედ თავმჯდომარეს. პარტიაში მიაჩნიათ, რომ „გადამწყვეტი ისევ ქუჩის აქციები იქნება“. 11 დეკემბერს ენმ-ს პოლიტსაბჭო შეიკრიბება, სადაც გადაწყდება შიდაპარტიული არჩევნების ჩატარების თარიღი. ამ ეტაპზე ცნობილია, რომ ენმ-ს თავმჯდომარეობას აპირებენ: ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი და გიორგი მუმლაძე. რა ხდება რეგიონულ ორგანიზაციებში, როცა მთავარი …

თავდგირიძე სუს-ის დაწერილი ტექსტით ლაპარაკობდა – კირთაძე ყოფილ თანაპარტიელზე

ხელვაჩაურის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარემ, მალხაზ თავდგირიძემ თანამდებობა და პარტია დატოვა. მან ამის მიზეზად, პარტიის ხელმძღვანელების მხრიდან ზეწოლა და შანტაჟი დაასახელა. ენმ-ს ერთ-ერთ ლიდერი ბათუმში, გიორგი კირთაძე პარტიის შიგნით კრიზისს გამორიცხავს და ამბობს, რომ მალხაზ თავდგირიძის განცხადებები სუს-ის მიერაა დაწერილი. „ეს ადამიანი განცხადებას რომ აკეთებდა, ყველა ხვდებოდა, რომ სუს-ის დაწერილი ტექსტით გველაპარაკებოდა. ახსენებდა ბათუმის …

რატომ გააპარა აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსი მოსამართლემ – 24 ოპოზიციონერის დაკავების საქმე

დაანონსებული ქუჩის აქციების და სხვა პოლიტიკური აქტივობის ნაცვლად, უკვე მერამდენე დღეა ოპოზიცია სასამართლო სხდომებს ესწრება. დღეს, პირველ ივნისს, მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატების: გია აბულაძის, გიორგი კირთაძის და ლევან ანთაძის, ასევე ბათუმის საკრებულოს წევრის ილია ჯინჭარაძის და ხელვაჩაურის საკრებულოს წევრის – მერაბ ვარშალომიძის საქმე განიხილა. დღესვე სასამართლოს ჩვენება მისცა მოწმის სახით დაბარებულმა დავით …

„დავაი“ ანუ ვისი ბრძანებით დააკავეს 23 ოპოზიციონერი – სისტემა თავისუფლების წინააღმდეგ

6 მაისს, ღამით, აჭარის მთავრობის სახლის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 24 ადამიანი დააკავეს. 23 ოპოზიციონერი და ერთი გამვლელი, რომელიც დაკავების პროცესს შეესწრო და ტელეფონით გადაღება დაიწყო. დაკავებულები მშვიდობიანი მანიფესტაციის მონაწილეები იყვნენ და იურისტების შეფასებით, დაკავების მომენტში კანონს არ არღვევდნენ. „ნებისმიერი აქციის დროს, რომელიც იმართება მთავრობის მისამართით, მაქსიმალურად იყენებს კანონმდებლობას ხელისუფლება იმისათვის, რომ სამუდამოდ ჩაახშოს კრიტიკული …

გიორგი კირთაძე შიმშილობის მე-8 დღეს: „სააკაშვილს წამებით კლავენ, ეს გვეხება ყველას“

„ეს არაა მხოლოდ ერთი ადამიანის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი, ეს გვეხება ყველას,“ – ამბობს გიორგი კირთაძე, რომელიც მე-8 დღეა შიმშილობს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით. თბილისში, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან შიმშილობა პარტიის ლიდერებმა და მხარდაჭერებმა 22 დეკემბერს დაიწყეს. ბათუმიდან ამ ეტაპზე შიმშილობის აქციაში 8 ადამიანი მონაწილეობს, მათ შორის, ბათუმის საკრებულოს წევრები და გიორგი კირთაძე, რომელიც ბათუმის მერობის კანდიდატი იყო …

“ვითხოვთ ელჩებთან შეხვედრას” – ოპოზიციის ბრიფინგი ბათუმში

ოპოზიციური ერთობის წევრები ბათუმში ელჩებთან, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და სახალხო დამცველთან შეხვედრას ითხოვენ. „უნდა ავუხსნათ, რამდენად დაუჯერებელი ამბები ხდება ჩვენს ქალაქში,”- განაცხადა დღეს, 28 ნოემბერს, ბრიფინგზე გიორგი კირთაძემ, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერია ბათუმში. ოპოზიცია გეგმავს საელჩოებს მიაწოდოს ინფორმაცია ბოლო დროს ქვეყანაში და კონკრეტულად ბათუმში მიმდინარე პროცესების შესახებ. საუბრის მთავარი თემა საკრებულო იქნება, სადაც ძველმა …

კუთხემოხეული ბიულეტენის ამბავი – რა ჩანს ცესკოს ვიდეოში

ბათუმის საოლქო-საარჩევნო კომისიამ არ დააკმაყოფილა საჩივარი, რომლითაც საია ყუაგადახეული ბიულეტენის გაბათილებას ასაჩივრებდა, ამ ბიულეტენში არჩევანი ბათუმის მერობის გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის სასარგებლოდ იყო გაკეთებული. ბიულეტენი 50-ე საუბნო-საარჩევნო კომისიამ მხოლოდ იმის გამო გააბათილა, რომ მას კიდე ჰქონდა მოხეული. 79-ე ოლქში საჩივრის განხილვისას საუბნო კომისიის თავმჯდომარეს ტელეფონით დაუკავშირდნენ. ამ ბიულეტენის პრობლემურობაზე საუბრისას მან განმარტა, რომ ბიულეტენი ყუთში კონვერტის …

რას ამბობენ „ოცნება“ და კირთაძე სიძულვილის შემცველ ახალ პლაკატებზე – „გამყიდველია“

„ეს კიდევ უფრო გააბრაზებს ამომრჩეველს ისევ „ოცნების“ წინააღმდეგ, რადგან ამ პატარა ქალაქში ყველამ იცის, რომ საფლავი არ გაყიდულა და ეს არც იგეგმებოდა,“ – იმედოვნებს გიორგი კირთაძე პლაკატებზე – „გიორგი კირთაძე გამყიდველია“, რომლებიც ბათუმში წუხელ ღამით გააკრეს. პლაკატებზე წერია ისიც, რომ ოპოზიციური ერთობის ბათუმის მერობის კანდიდატმა 72 ქონება გაყიდა ერთ ლარად, მათ შორის, იუნკრების საფლავი. გიორგი …

ვინ როგორ სცადა ამომრჩევლის გულის მოგება მეორე ტურამდე ბათუმში

„პოლიტიკოსებისგან განსხვავებით ამომრჩეველი გაიზარდა – პოლიტიკოსები როცა ფიქრობენ, რომ მხარდამჭერებს გაიჩენენ, პირიქით, აღიზიანებენ“, – მეორე ტურის წინ წინასაარჩევნო სტრატეგიაზე საკუთარ დაკვირვებას და დასკვნას გვიზიარებს ასლან ჭანიძე, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ხელმძღვანელი. ასლან ჭანიძის დაკვირვებით, მერობის კანდიდატები ბათუმში მეორე ტურის სამზადისში ნაკლებად საუბრობენ რეალურ თვითმმართველობაზე და იმაზე, თუ კონკრეტულად რა სარგებელს მიიღებს ამომრჩეველი. „ქართული ოცნების“ კანდიდატმა – …

მდინარაძე: კირთაძე ბათუმში 20 უბნის ჩაშლას აპირებს – რას პასუხობს მერობის კანდიდატი

დღეს, 30 სექტემბერს, „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ 20-მდე საარჩევნო უბანზე არჩევნების ჩაშლას აპირებს. „რადიკალურმა ოპოზიციამ რადგან ვერ შეძლო საარჩევნო გარემოს ხელოვნურად გაუარესება, დესტრუქციული ქმედებები მოსალოდნელია კენჭისყრის დღეს. დესტრუქციული გეგმების შესახებ გამოჟონილი ინფორმაცია მრავლად შემოდის „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისებიდან. როგორც 2020 წლის არჩევნები მსგავსად, ახლაც გეგმავენ ჭარბი რაოდენობით საჩივრების შეტანას. აღნიშნულის …

„ავტორიტეტები“, პოლიციელები და საჯარო მოხელეები „ოცნების“ აგიტატორებად

„დავიტოვებ ჩემთვის, არ გიპასუხებთ სად ვმუშაობ,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ შადიმან შერვაშიძე. ის საჯარო სამსახურში დასაქმებული ერთ-ერთი პირია, ვინც „ქართული ოცნების“ ე.წ. კარდაკარის სიაში ვიპოვეთ “საჯარო მოხელეების” ჩამონათვალში. შადიმან შერვაშიძემ „ბათუმელებთან“ დაადასტურა, რომ ის  „ოცნების“ სასარგებლოდ მართლაც მუშაობს და ამომრჩევლებს ხვდება. „ქართული ოცნების“ ბათუმის საარჩევნო შტაბის ე.წ. კარდაკარის სიები დღეს, 29 სექტემბერს, ოპოზიციური ერთობის ბათუმის მერობის …

ბათუმში ღირსების მარში უნდა გაიმართოს? – რას ამბობენ მერობის კანდიდატები [ვიდეო]

უნდა გაიმართოს თუ არა ღირსების მარში? – ჰკითხა “ბათუმელებმა” ბათუმის მერობის სამ კანდიდატს. სამივე მათგანს ვთხოვეთ, რომ ამ კითხვაზე გაეცა მოკლე პასუხი – „კი“ ან „არა“. სამივე მათგანმა პასუხის გასაცემად სხვადასხვა გზა აირჩია. რედაქცია: ბათუმში ღირსების მარში უნდა გაიმართოს თუ არა? – გთხოვთ მიპასუხოთ კი ან არა. ირაკლი მიქელაძე, ბათუმის მერობის კანდიდატი პარტიიდან „გახარია – …

„საუბარია 25 ათასი ჩინელი მიგრანტის შემოყვანაზე ბათუმში“ – ენმ-ს ბრიფინგი

„სავაჭრო ცენტრის ნაცვლად ქალაქში ყაზარმები გვიშენდება“ – ამბობს ბათუმის მერობის კანდიდატი ოპოზიციური ერთობიდან გიორგი კირთაძე იმ მშენებლობებზე, რომლებიც ბათუმში, გოგოლის ქუჩაზე მიმდინარეობს. როგორც ამის შესახებ „ბათუმელები“ წერდა, მერიას მშენებლობების ნებართვა გაცემული არ აქვს. „მიწის ნაკვეთი, სადაც უნებართვო მშენებლობები მიმდინარეობს, ეკუთვნის სააქციო საზოგადოება „მეტრო მოლ აჭარას“, რომლის მფლობელიც არის გალიფ ოზთურქი. მან ამ მიწის ნაკვეთზე მოიჯარედ …

რას უპირებენ ბათუმის მერობის კანდიდატები ჩაუბარებელ შენობებს

თუ იცით, რამდენი ახალაშენებული შენობაა (რამდენი კვადრატული მეტრი)  ჩაუბარებელი ბათუმში და რას უპირებთ მშენებლობებს, რომლებიც მერიას დღემდე არ აქვს ჩაბარებული? – ჰკითხა „ბათუმელებმა“ ბათუმის მერობის სამ კანდიდატს. ირაკლი მიქელაძე, ბათუმის მერობის კანდიდატი პარტიიდან „გახარია – საქართველოსთვის“ ზუსტი რაოდენობა არ ვიცი, მაგრამ ვიცი, რომ საკმაოდ ბევრი შენობაა ბათუმში. შეიძლება ითქვას აბსოლუტური უმრავლესობა, სამწუხაროდ, ჩაბარებული არ არის. …

ბათუმში უკანონოდ აშენებულ 7 კორპუსთან მერობის კანდიდატმა პოლიცია გამოიძახა

„ქალაქის შუაგულში 7, მაღალსართულიანი, ყაზარმული ტიპის კორპუსი უკანონოდ შენდება ისე, რომ არჩილ ჩიქოვანმა თითქოს არაფერი იცის,“ – აცხადებს ოპოზიციური ერთობის მერობის კანდიდატი ბათუმში გიორგი კირთაძე. მან დღეს, 15 სექტემბერს, გოგოლის ქუჩაზე ბრიფინგი გამართა და მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენლებს, ასევე პოლიციას ელოდება. „ინსპექცია ახლა აპირებს ადგილზე მოსვლას. დაგვიდასტურეს, რომ ნებართვა გაცემული არ არის… ისე აშენდა ამდენი კორპუსი, …

ოპოზიციური პარტიების მაჟორიტარობის კანდიდატები ბათუმში – „ყველა ბიძინას წინააღმდეგ“

დღეს, 18 აგვისტოს, ბათუმში ოპოზიციურმა პარტიებმა 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე გაერთიანების შესახებ განაცხადეს. შეთანხმების თანახმად, 2 ოქტომბრის არჩევნებზე სხვადასხვა ოპოზიციური ძალა აჭარაში იმოქმედებს სტრატეგიით – ყველა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. „ჩვენ მოვახერხეთ, რომ ჩვენი პირადი და პარტიული შეხედულებები და ამბიციები გვერდით გადაგვედო და მიუხედავად ჩვენი განსხვავებული ხედვისა, შევთანხმდით, გავისტუმროთ ხელისუფლებიდან ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმი,“ – განაცხადა …

გიორგი კირთაძე ბათუმის მერობის კანდიდატი იქნება ენმ-დან

ბათუმის მერობის კანდიდატი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ გიორგი კირთაძე იქნება. ინფორმაცია „ბათუმელებს“თავად გიორგი კირთაძემ დაუდასტურა. ენმ მერობის კანდიდატების ოფიციალურ წარდგენას დღეს, 21:00 საათზე გეგმავს. გიორგი კირთაძე ამჟამად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელია. 2010-2013 წლებში ის ასევე იყო ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე. საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. მერობის კანდიდატი უკვე დასახელებული ჰყავს მმართველ პარტიას. “ქართული …

კირთაძე იმ საჯარო მოხელეებს ასახელებს, რომლებმაც ბათუმში „ცოცხების აქცია“ გამართეს

გიორგი კირთაძე, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, კონკრეტულ საჯარო მოხელეებს ასახელებს, რომლებმაც გუშინ, 4 აპრილს, ოპოზიციის და „ნაცმოძრაობის“ წინააღმდეგ კონტრაქცია გამართეს. გიორგი კირთაძემ ამ აქციის ამსახველი ფოტოებიც გამოაქვეყნა ბრიფინგზე იმის დასტურად, რომ აქციაზე საჯარო მოხელეები იყვნენ. „ესენი არიან: ანზორ დავითაძე – ბონი-გოროდოკის გამგებელი, კობა ცინცაძე – მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელი, გალაკტიონ ორმოცაძე – მერიის თანამშრომელი, გურამ დუაძე …

კირთაძე: „ჩავლეიშვილი უმაღლეს საბჭოში მე-15 ქოცად შევიდა“

„ერთიანმა ნაციონალურმა  მოძრაობამ“ დღეს გაასაჯაროვა განცხადება ირაკლი ჩავლეიშვილის ხელმოწერით, რომლითაც დასტურდება, რომ ის ოპოზიციის სხვა წევრებთან ერთად უმაღლეს საბჭოში შესვლას არ აპირებდა. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ეს განცხადება საპარლამენტო და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების პირველი ტურიდან მალევეა დაწერილი. გუშინ ექვსმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხელმოწერით დაადასტურა, რომ მანდატის მოპოვების მიუხედავად ისინი უმაღლეს საბჭოში პროტესტის ნიშნად არ შედიან. ამ …

კირთაძე: ასეთ პარლამენტში შესვლით კონკრეტული ადამიანები თავს გაინადგურებენ

დღეს, 10 დეკემბერს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის რეგიონული ხელმძღვანელი, გიორგი კირთაძე „მოქალაქეების“ ლიდერს, ალეკო ელისაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ის ამბობს, რომ პარლამენტში იმ შემთხვევაში შევა, თუკი ხელისუფლებისგან საარჩევნო რეფორმის მყარ გარანტიას მიიღებს. კირთაძის თქმით, ეს საპროტესტო მუხტს ვერაფერს დააკლებს, „თუმცა კონკრეტული ადამიანები თავს გაინადგურებენ“. „[ალეკო] ელისაშვილმა თქვა, პარლამენტში რომ შევალ, გამოვიძიებ და თუ დადგინდა, რომ …

საუბნო კომისიებს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებით აკომპლექტებენ – კირთაძე

დღეს, 11 სექტემბერს, გიორგი კირთაძემ, ენმ-ს ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო კომისიებს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი პირებით აკომპლექტებს მაშინ, როცა კანონი საუბნო კომისიებში პოლიტიკურად ნეიტრალური პირებით დაკომპლექტებას ითვალისწინებს. მან ბრიფინგის დროს წარმოადგინა რამდენიმე პირის ფეისბუქპროფილის ფოტოები, სადაც აღნიშნული პირები მმართველი პარტიის რეკლამირებას ეწევიან. ერთ-ერთი ასეთი პირია ვაჟა კურცხალიძე, რომელსაც საუბნო კომისიაში აქვს …

რატომ ვერ თანხმდება ოპოზიცია საერთო კანდიდატებზე აჭარაში?

კანდიდატები ჯერ არ დაუსახელებიათ, თუმცა ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი რეგიონებში და, მათ შორის, აჭარაში თავ-თავისი კანდიდატების დასახელებას აპირებს. ოპოზიციური შეთანხმება საერთო მაჟორიტარულ კანდიდატებზე მხოლოდ თბილისში შედგა. რატომ ვერ თანხმდებიან რეგიონებში საერთო კანდიდატებზე და ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ოპოზიციას შესაძლებლობა რომც მიეცეს, კოალიციურ რეჟიმში მუშაობა გაუჭირდება, თუკი კონსენსუსს არჩევნებამდე ვერ ახერხებს? – ამ თემაზე …

„ნუ ჩაჰყვები რიჟვაძეს პოლიტიკური უპასუხისმგებლობის ფსკერზე“ – ენმ ლაშა კომახიძეს

„ამ შენობაში, მეორე სართულზე, ახალგაზრდა ბიჭი ზის, რომელმაც გადაწყვიტა, რომ რეგიონის მართვა შეიძლება ისე, როგორც სახლობანას თამაში და ხულოს მერის შემდეგ, გადაწყვიტა, რომ ბათუმის მერი გაუშვას სახლში, ოღონდ ისე, რომ ბათუმელებს კონსტიტუციურად გარანტირებული უფლება წაგვართვას, რომ გვყავდეს ქალაქში არჩეული მერი,“ – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გიორგი კირთაძემ, დღეს, 13 ივლისს, აჭარის მთავრობის …

„რივიერას“ გამოსყიდვა ან ადგილმონაცვლეობა – ენმ-ს ინიციატივა მთავრობას

„რივიერას“ ტერიტორიის გამოსყიდვა ან მიწის ნაკვეთის ადგილმონაცვლეობა – ამ ინიციატივით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ აჭარის მთავრობას და ბათუმის საკრებულოს მიმართავს. „ბათუმის რივიერაზე“, სადაც ამ დრომდე არაერთი საპროტესტო აქცია იმართება, დღეს, 22 ოქტომბერს, ენმ-ს წევრმა, გიორგი კირთაძემ ბრიფინგი მოაწყო. გიორგი კირთაძე ფიქრობს, რომ კომპანიამ, რომელიც ახლა „რივიერას“ ფლობს, შესაძლებელია  მიწის ნაკვეთი  ახალი ბულვარის მიმდებარედ მიიღოს, სადაც ტერიტორია თავისუფალია. …

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე: „რა მნიშვნელობა აქვს, ვინ მოამზადებს პროექტს?“

„რა მნიშვნელობა აქვს, ვინ მოამზადებს პროექტს?“ – ასეთი რეაქცია აქვს ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეს, ლაშა სირაბიძეს „ბათუმელების“ კითხვაზე, რომელიც ეხება მთავრობის გადაწყვეტილებას თავად მოამზადოს ქალაქმშენებლობის რეგულაციებში ცვლილების პროექტი, მაშინ როცა ეს მერიის კომპეტენციაა. ამის პასუხად ლაშა სირაბიძე ამბობს: „ჩვენ ერთი გუნდი ვართ“. „ერთ გუნდში“ სამშენებლო ნებართვები, რეგულაციები და დეველოპერებთან ურთიერთობა კვლავაც მსჯელობის საგანია. აქამდეც, როცა აჭარის მთავრობას …

Exit mobile version