„ცოტა ხნის წინ ჩემმა მეუღლემ მიიღო რჩევები ბიძინა ივანიშვილის მეუღლისგან“ – ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით ფეისბუქზე განცხადებას ავრცელებს. იგი წერს, რომ  თავს ვალდებულად მიიჩნევს, გამოეხმაუროს „შიდა თუ გარე პოლიტიკური ოპონენტების მიერ აგორებულ კამპანიას ე.წ. დეოლიგარქიზაციის შესახებ“. ვრცელ განცხადებაში ღარიბაშვილი წერს, რომ მის ოჯახს აქვს კონტაქტი ივანიშვილის ოჯახთან და ამის მაგალითად მოჰყავს ის, რომ მისმა ცოლმა ივანიშვილის ცოლისგან რჩევები მიიღო, თავად კი ბერასთან პირადი მეგობრობით ამაყობს. …

„ოცნების“ ამოცანაა შფოთვა და სიღარიბე შეინარჩუნოს – ინტერვიუ ფსიქოლოგთან

„ხელისუფლების ამოცანაა, საზოგადოების შფოთვა შეინარჩუნოს, სტრატეგიულად რომ იმოქმედოს“ – თავის დაკვირვებას გვიზიარებს ფსიქოლოგი დავით ჯინჭარაძე, რომელმაც აბუ დაბის ნიუ-იორკის უნივერსიტეტი დაამთავრა და ამჯერად მაგისტრატურისთვის ემზადება. დავით ჯინჭარაძე ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ასისტენტ-მკვლევარია. 5-წლიანი პაუზის შემდეგ საქართველოში დაბრუნებული დავით ჯინჭარაძე მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საზოგადოება კომპლექსებს უნდა მოერიოს და უფრო აქტიური მოქმედება შეძლოს. ფსიქოლოგის აზრით, გადამწყვეტი ახლა ე.წ. შუაში …

„ის იყო დაკავშირებული სუს-თან“ – რას ჰყვება „ოცნების“ ყოფილი წევრი დეპუტატ სამხარაძეზე

„2017 წლის არჩევნებზე, როცა დიმიტრი სამხარაძე „ოცნების“ რეგიონული სამსახურის უფროსი იყო, შექმნა ფორმულარი, რომ საკრებულოს წევრობის კანდიდატებზე თანხმობა ხელმოწერით დაედასტურებინა სუს-ს,“ – ამბობს პარლამენტის ყოფილი წევრი გედევან ფოფხაძე, რომელმაც პარტია „ქართული ოცნება“ 2019 წელს დატოვა. დიმიტრი სამხარაძე პარლამენტარია, რომელმაც წუხელ, 3 ივლისის აქციაზე, „ქართული ოცნების“ პარტიული ოფისის აივნიდან ჯერ აქციის მონაწილეებს აგინა, შემდეგ კი მიხეილ …

ივანიშვილი ქართველი ხალხია, თუ ერთი ჯგუფის კარიკატურული ბელადი? – ინტერვიუ

„ბიძინა ივანიშვილის სანქცირება, პირდაპირ არის ხალხზე დადებული სანქცია“ – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ. ასევე მმართველი პარტიის სხვა ლიდერები ორკესტრირებულად იმეორებენ, რომ „ასეთი“ ანუ ივანიშვილის დამსანქცირებელი ევროპა არ უნდათ. ამ უარს კი ისინი „ქართველი ხალხის“ სახელით იტყვიან. არის თუ არა ბიძინა ივანიშვილი საქართველო და ქართველი ხალხი? – ამ თემაზე საბჭოთა წარსულის მკვლევარი, ირაკლი ხვადაგიანი ესაუბრა …

„აბა, ომი გინდათ“ ლოგიკით ყველაზე ცუდი მეფე აღმაშენებელია – გაბედა და დიდგორი მოიგო

„ზოგი ამბობს, სად ევროპა და სად ნიკა გვარამია, ამან როგორ უნდა იქონიოს გავლენა საქართველოს ევროინტეგრაციაზე. არადა, ეს ამბავი თავშიცაა, შუაშიც და ბოლოშიც“, – ამბობს ლევან ბერძენიშვილი, ფილოლოგი, პარლამენტის ყოფილი წევრი.  მას დღეს, 16 მაისს, „ბათუმელები“ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ესაუბრა. ბატონო ლევან, ევროკავშირმა დაახლოებით ერთ თვეში უნდა იმსჯელოს საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე. ამ დროს …

ივანიშვილი ხორბლის სქემაშია, ის უნდა დასანქცირდეს – ელენე ხოშტარია

პოლიტიკური პარტია „დროას“ ხელმძღვანელმა, ელენე ხოშტარიამ დღეს, 11 მაისს, ბათუმში განაცხადა, რომ უკრაინაში რუსების მიერ მოპარული ხორბლის გატანის სქემაში ბიძინა ივანიშვილიც მონაწილეობს. „მინდა გაგიზიაროთ დამატებითი ინფორმაცია ბიძინა ივანიშვილის მხრიდან სანქციების თავიდან არიდების სქემის შესახებ და კონკრეტული ფაქტები წარმოვადგინო. 7 მაისს გერმანიის განვითარების მინისტრმა სვენია შულცემ განცხადება გააკეთა რუსეთის მიერ უკრაინიდან მოპარული მარცვლეულის პრორუსულ ქვეყნებში გაყიდვაზე. …

ივანიშვილი ცოცხალია, ჯანმრთელია და დიდხანს იქნება ბედნიერად – წულუკიანი ჩანაწერებზე

რუსი ოლიგარქის, ვლადიმერ ევტუშენკოვისა და ბიძინა ივანიშვილის სატელეფონო ჩანაწერთან დაკავშირებით დღეს, 26 აპრილს, კულტურის მინისტრს თეა წულუკიანს სთხოვეს ჟურნალისტებმა კომენტარი. კითხვას, ადასტურებს თუ არა ჩანაწერი, რომ ივანიშვილი კვლავ არის ხელისუფლების ჩრდილოვანი მმართველი, თეა წულუკიანმა ასე უპასუხა: „რომც დავუშვათ, რომ ეს ჩანაწერი რეალობას ასახავს, ის აჟიოტაჟი, რომელიც თქვენ ატეხეთ და თქვენი მომხრეები ტეხენ, გულისხმობს და მიზნად …

ღარიბაშვილმა ივანიშვილს „ბიძინაობა“ მიულოცა სააკაშვილის დაკავებაზე განცხადების შემდეგ

ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, პირველ ოქტომბერს გამართულ მოკლე ბრიფინგზე, სადაც მან მიხეილ სააკაშვილის დაკავებაზე ისაუბრა, ბიძინა ივანიშვილს ბიძინაობა მიულოცა. „დღეს არის პირველი ოქტომბერი და ბიძინაობა. მე დღეს არ მქონია შესაძლებლობა, რომ ჩვენი პარტიის დამფუძნებლისთვის მიმელოცა დღევანდელი დღე, პირველი ოქტომბერი. 9 წელი გავიდა ისტორიული გამარჯვებიდან, რომელიც ჩვენმა დამფუძნებელმა ქართველ ხალხთან ერთად მოიპოვა. ვულოცავ ბატონო ბიძინა ივანიშვილს დღევანდელ …

ივანიშვილის თქმით, ის პოლიტიკიდან მიდის

პარტია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ პოლიტიკიდან მიდის. „მე ვტოვებ როგორც პარტიის თავმჯდომარის პოსტს, ისე საკუთრივ პარტიასაც და ჩემს 2011 წლამდელ, კერძო ცხოვრების წესს ვუბრუნდები,“ – წერს ივანიშვილი ვრცელ წერილში, რომელსაც პარტია ავრცელებს. ——————————————————————————————————— ივანიშვილის წერილს “ბათუმელები” სრულად გთავაზობთ: „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის რვა წელი გავიდა. ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო რამ მოხდა – სამართლიანი …

ბიძინა ივანიშვილი tiktok-ზე ბერასთან ერთად გამოჩნდა

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ქვეყანაში ახალი კორონავირუსის პანდემიის პერიოდში საჯაროდ არ გამოჩენილა, სოციალურ ქსელ tiktok-ში, ბერა ივანიშვილის ვიდეოში გამოჩნდა. ბერამ დღეს, 21 აპრილს, საღამოს, გამოაქვეყნა ვიდეო წარწერით – „საიდუმლო მისალმება მამასთან“, რომელშიც ჩანს როგორ ესალმებიან ერთმანეთს ბერა და ბიძინა ივანიშვილი. ვიდეო, სავარაუდოდ, შეკვეთილშია გადაღებული. @bera_nanukaSecret handshake with my father ??♬ original sound …

კულტურის მუშაკებს და სხვებს „ქართუ“ 3,1 მილიონს მისცემს – შუამავალი განათლების სამინისტროა

3 მილიონ 156 ათას ლარს ფონდი „ქართუ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2020 წელს გრანტის სახით გადასცემს. გრანტის მიღებაზე სამინისტროსა და „ქართუს“ შორის ხელშეკრულება 4 მარტს გაფორმდა. ხელშეკრულების მიხედვით, თანხა გათვალისწინებულია „საქართველოს დამსახურებული არტისტებისა და ხელოვნების მოღვაწეთა ყოველთვიური საქველმოქმედო დახმარების და სხვადასხვა დაწესებულების თანამშრომლებისთვის“. ხელშეკრულებას, დანართის სახით, თან ახლავს ხელოვანთა და „სხვადასხვა დაწესებულების …

ქვეყანას აქვს პოლიტიკა, რომ ჩვენ ისევ მივებათ რუსეთს – რას გეგმავს მამუკა ხაზარაძე   

8 დეკემბერს „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე ბათუმში იმყოფებოდა მხარდამჭერებთან შესახვედრად. ის ამბობს, რომ „ლელოს“ გუნდის პრეზენტაცია აჭარაში მალე გაიმართება, თუმცა ჯერ კონკრეტულ გვარებს არ ასახელებს. პოლიტიკაზე საუბრისას ხშირად იშველიებს მაგალითებს საკუთარ ბიზნესგამოცდილებიდან და ხაზსს უსვამს, რომ დღეს ქვეყნის განვითარების „ხედვა“ არ არსებობს. „ბათუმელებმა“ მამუკა ხაზარაძეს რამდენიმე საკითხზე დაუსვა შეკითხვა. ბატონო მამუკა, რას უკავშირდება თქვენი ყოფნა …

რაზე მიანიშნა ივანიშვილმა აშშ-ს?

“დევალვაციას განიცდიან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მიერ დაფუძნებული ინსტიტუტები ჩვენს ქვეყანაში”, – განაცხადა “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა და დასძინა, რომ ეს “შეიძლება გადაიზარდოს საერთო უნდობლობაში” შეერთებული შტატების მიმართ, რაც “სამწუხარო” იქნება. ივანიშვილის კრიტიკა ეხებოდა საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტსა (IRI) და ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტს (NDI), რომელთა დაკვეთით ჩატარებულ კვლევებსაც მმართველი გუნდი არ ენდობა და აკრიტიკებს. საერთაშორისო პოლიტიკის ექსპერტების …

როგორ ემსგავსება ივანიშვილი პუტინს არასამთავრობოების წინააღმდეგ ბრძოლაში

„ასეთი დამოკიდებულება აზარალებს, პირველ რიგში, თავად ხელისუფლებას და მის იმიჯს, როგორც საერთაშორისო, ისე ქართულ საზოგადოებაში,“ – ამბობს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია. მას ვკითხეთ ხელისუფლების მხრიდან სამოქალაქო ორგანიზაციების პერიოდულ კრიტიკაზე და იმაზე, თუ რამდენად ჰგავს ეს ტაქტიკა პუტინის მეთოდს, რომელმაც რუსეთში „არასასურველი ორგანიზაციების“ გაძევება ან გაჩუმება შეძლო. სახალხო დამცველს და მესამე სექტორის წარმომადგენლებსაც ბიძინა ივანიშვილის მხრიდან …

პარლამენტის თავმჯდომარე მის მიერ ივანიშვილის გინებაზე – „კარგით, რას ამბობთ“ 

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე დეპუტატის მხრიდან გინებას „მკაცრი შეფასებად“ მიიჩნევს და ამბობს, რომ „გამოხატვის ფორმებს ყველა თვითონ ირჩევს“. გურია TV-თან ინტერვიუში არჩილ თალაკვაძეს დეპუტატ დიტო სამხარაძის შესახებ ჰკითხეს, რომელმაც ფეისბუქში მიხეილ სააკაშვილს 3 დეკემბერს უცენზუროდ აგინა. „დიტო სამხარაძე არის ჩვენი მეგობარი, ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრი, ის არის ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც როცა ოპოზიციაში იყო „ქართული ოცნება“, …

„შენწადი“ – თორნიკე რიჟვაძეს აქციის მონაწილეებმა ჩემოდნები მიუტანეს

დღეს, 29 ნოემბერს, აჭარის მთავრობის შენობის წინ საპროტესტო აქციას მართავენ არასამთავრობო ორგანიზაციები „ალტერნატივა“ და „შეცვალე“. აქციაზე იმყოფებოდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიც. მათ მთავრობის სახლის წინ, სადაც ამ წუთებში მთავრობის სხდომა მიმდინარეობს, გამართეს აქცია-პერფორმანსი  – „შენწადი“. აქციის მონაწილეებმა თორნიკე რიჟვაძეს ჩემოდანი მიუტანეს და უთხრეს, რომ წავიდეს. „ქართული ოცნების მამამარჩენალმა რამდენიმე დღის წინ გააკეთა განცხადება და გაგვიშვა ქვეყნიდან. …

გრიგოლ გეგელია ივანიშვილის ინტერვიუზე: ეს არის ის, რაც დაემართა სააკაშვილს

„ის არ მიიჩნევს ანგარიშვალდებულად თავს ქართველ ხალხთან, არც ევროპელ პარტნიორებთან და საერთოდ, არავისთან. ივანიშვილს ახლა აქვს ერთადერთი პრინციპი, რომ შეინარჩუნოს ძალაუფლება და ეს შესაძლოა ყველაფრის ფასად გააკეთოს… ყველაზე დრამატული ამ ინტერვიუში ჩემთვის იყო ის, რომ ივანიშვილი არის სრულიად არაადეკვატური, ის აბსოლუტურად სხვაგანაა. ეს არის ის, რაც დაემართა სააკაშვილს…“ – ამბობს გრიგოლ გეგელია,  პროფესიით პოლიტოლოგი და …

„ზოგი მიუნხენში იმუშავებს, ზოგი – ქუთაისში“- რა თქვა ივანიშვილმა

27 ნოემბერს ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „სვოტ ანალიზში“ საქართველს ექსპრემიერმა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა. „ბათუმელები“ მოკლედ გთავაზობთ ინტერვიუს მთავარ აქცენტებს. „დრამატული არაფერი მომხდარა“ ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტის ჩაგდებით არაფერი დრამატული არ მომხდარა: “რომ შევაფასოთ სიტუაცია, რა თქმა უნდა, არაფერი დრამატული არ მომხდარა. განსხვავებულად აღიქვამენ …

„ბიძინა, რატომ მოგვპარე პროპორციული საარჩევნო სისტემა!“- აქცია ბათუმში

პარლამენტის მიერ პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩავარდნის გამო, რამდენიმე დღეა საზოგადოების ნაწილი საპროტესტო აქციებს მართავს თბილისსა და ბათუმში. მორიგი აქცია გაიმართა დღეს, 16 ნოემბერს, აჭარის მთავრობის შენობის წინ. სამოქალაქო და პარტიული აქტივისტები 18:00 საათისთვის ბათუმში, ვარდების სკვერში შეიკრიბნენ, იქედან კი მსვლელობა დაიწყო მთავრობის შენობისკენ, სადაც გამოფინეს პლაკატები წარწერით – „მატყუარა ბიძინა“, „შეცვალე“, „გადამგდები მთავრობა“ და ა.შ. …

თბილისში რუსთაველის ქუჩა გადაკეტილია – პროტესტი კანონპროექტის ჩავარდნის გამო

14 ნოემბერს, მას შემდეგ, რაც “ქართულმა ოცნებამ” ჩააგდო 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების პროექტი, სამოქალაქო აქტივისტები მოსახლეობას მასობრივი აქციებისკენ მოუწოდებენ. რუსთაველის ქუჩის ნაწილი გადაკეტილია. რუსთაველზე შეიკრიბნენ “სირცხვილიას” აქციების მონაწილეები, ასევე ოპოზიციური პარტიების ლიდერები. ისინი მოუწოდებენ მოქალაქეებს, შუერთდნენ მშვიდობიან საპროტესტო აქციას. 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების დაპირება ბიძინა ივანიშვილმა გასცა 20 ივნისის საპროტესტო …

მთავრობამ ივანიშვილის კომპანიას 414 207 ლარით ნაკლებად მიჰყიდა მიწა მწვანე კონცხზე – აუდიტი

მწვანე კონცხზე მდებარე მიწის ნაკვეთები კომპანია „ბიზნეს დეველოპმენტს“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ, პირდაპირი მიყიდვით, საბაზრო ფასთან შედარებით გაცილებით იაფად მიჰყიდა, – აუდიტის ანგარიშის მიხედვით დაახლოებით 414 207 ლარით ნაკლებად. ქონება 2017 წელს გასხვისდა და ფასიც სამხარაულის ექსპერტიზის მიერ იყო დადგენილი, თუმცა სახელმწიფო აუდიტი აცხადებს, რომ რვათვიან შუალედში ექსპერტიზამ მომიჯნავე მიწის ნაკვეთები სხვადასხვა ფასად შეაფასა …

რატომ მალავს მთავრობა განკარგულებას, რომლითაც ივანიშვილს გზა გაუცვალა

საქართველოს მთავრობა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო მალავენ მთავრობის იმ განკარგულებას, რომლის საფუძველზეც სახელმწიფომ და ივანიშვილის კომპანიამ – „ურეკი რეზიდენსმა“ შეკვეთილში ერთმანეთს გზები გადაუცვალეს. როგორც წესი, ამ ტიპის განკარგულებებს მთავრობა თავის ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს, თუმცა ამ შემთხვევაში ეს წესი არ დაიცვა. საქართველოს მთავრობამ შესაბამისი განკარგულება 2019 წლის 23 აგვისტოს მიიღო, …

ივანიშვილმა და სახელმწიფომ გზები გაცვალეს

ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებულმა კომპანია „ურეკი რედიზენსმა“ და სახელმწიფომ ოზურგეთის სოფელ ნატანებში [შეკვეთილში] მათ საკუთრებაში არსებული გზები ერთმანეთს გადაუცვალეს. გზა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი თავის რეზიდენციასთან მისასვლელად აქამდეც სარგებლობდა და გადაკეტილიც კი ჰქონდა, სახელმწიფომ 1-ელ აგვისტოს დაირეგისტრირა საკუთრებაში. მეორე გზა კი, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა საკუთრებად 2011 წელს დაირეგისტრირა, შეკვეთილის პლაჟზე გადის. გზების გაცვლაზე საქართველოს მთავრობამ თანხმობა …

ივანიშვილმა პრემიერობის კანდიდატად გიორგი გახარია დაასახელა

“ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში დღეს, 3 სექტემბერს, დილით გამართულ ბრიფინგზე ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ პრემიერობის ახალი კანდიდატი მოქმედი შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია იქნება. პრემიერმინისტრის პოსტზე მის დასახელებას წინ უძღოდა 2 სექტემბერს გამოქვეყნებული მამუკა ბახტაძის ფეისბუკპოსტი გადადგომის შესახებ, ხოლო მმართველი პარტიის ოფისში დილის 9 საათიდან იმართებოდა ჯერ პოლიტიკური საბჭოს, შემდეგ კი საპარლამენტიო უმრავლესობის სხდომა. “ქართული …

7 წელი და 5 პრემიერ-მინისტრი

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან დღემდე საქართველომ ოთხი პრემიერ-მინისტრი გამოიცვალა და მეხუთეს მოლოდინშია. 2012 წელს გამართული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყნის პრემიერი ბიძინა ივანიშვილი გახდა, რომელიც ამ პოსტს 2013 წლის 17 ნოემბრამდე იკავებდა. ივანიშვილი ქვეყანას პრემიერის რანგში 13 თვის განმავლობაში მართავდა. 2013 წლის ნოემბერში, მიუხედავად იმისა, რომ თანაგუნდელები ერთხმად სთხოვდნენ არ წასულიყო, ივანიშვილი თანამდებობიდანაც გადადგა და პოლიტიკიდანაც …

რა ხდება ივანიშვილის რეზიდენციასთან [ფოტო]

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში [შეკვეთილში] პლაჟზე, რომელიც მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციის წინ მდებარეობს, მძიმე ტექნიკა მუშაობს. სანაპიროზე განთავსებულია ქვის ლოდები, რომლებითაც ნაპირდამცავ ნაგებობას აწყობენ. უკვე მთლიანად დაშლილია პირსიც [ლოდებით მოწყობილი ნავმისადგომი, საიდანაც სპეციალური ბარჟით მოტანილი მრავალწლოვანი ხეები ზღვიდან ნაპირზე გადმოჰქონდათ]. პლაჟზე კი, განთავსებულია დაფა წარწერით: „ბანაობა აკრძალულია“. „პლაჟს აწესრიგებს [ბიძინა ივანიშვილი – ავტ], ნაპირს ამაგრებს… …

სახელმწიფო მიწები, რომლებითაც ივანიშვილი უკანონოდ სარგებლობს

ყოფილ პრემიერსა და მილიარდერ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანიებს ოზურგეთის სოფელ ნატანებში [შეკვეთილში], საერთო ჯამში, 846 370 კვ.მ მიწის ნაკვეთი [85-ჰექტარამდე] ეკუთვნით. გარდა ამისა, „ბლექ სი რიზორთსი“ აღნაგობის უფლებით სარგებლობს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ გზას და პლაჟს [ფართობი 19 594 კვ.მ]. ასევე „ბლექ სი რიზორთსი“ სასტუმრო „პარაგრაფთან“ მისასვლელი გზის მიმდებარედ უკანონოდ სარგებლობს სახელმწიფოს კუთვნილ 89 316 კვ.მ ტერიტორიას, „ურეკი …

„კურიერის“ წამყვანებმა რუსთავი 2 პირდაპირ ეთერში დატოვეს [ვიდეო]

20 აგვისტოს, საღამოს ცხრა საათზე, რუსთავი 2-ზე „კურიერი“ ჩვეულ ფორმატში არ გავიდა. „კურიერის“ წამყვანებმა, დიანა ჯოჯუამ და მიხეილ სესიაშვილმა, არხი პირდაპირ ეთერში დატოვეს. „13 წელია ამ სტუდიიდან გესალმებით და დღეს იმაზე მეტად ვღელავ, ვიდრე მაშინ, როდესაც პირველად ვთქვი: “ეთერშია კურიერი 9 საათზე”… მე და ჩემმა კოლეგებმა ამ არხზე ბევრი ომი გამოვიარეთ, რუსთავი 2 და კურიერი …

ელგუჯა ბაგრატიონს სასამართლომ ივანიშვილის რეზიდენციასთან მიახლოება აუკრძალა

აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს, ელგუჯა ბაგრატიონს, ოზურგეთის სასამართლომ 4000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ელგუჯა ბაგრატიონს პოლიცია სსკ-ის 188-ე მუხლით ედავებოდა, რომელიც სხვისი ქონების გაუფრთხილებლობით დაზიანებას გულისხმობს. ელგუჯა ბაგრატიონის ადვოკატის, მირდატ ქამადაძის თქმით, სასამართლომ ბაგრატიონს გირაოს გარდა, დააკისრა კვირაში ერთხელ პოლიციაში გამოცხადება ხელწერილისთვის და 20 მეტრის რადიუსში იმ ტერიტორიასთან მიახლოება, სადაც ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციაა. „ფაქტობრივად, აქციებზე მისვლა აუკრძალეს“, …

აქციის – „გააღვიძე ოლიგარქი“ ხუთი მონაწილე პოლიციაში დაიბარეს

საპროტესტო აქციების – „გააღვიძე ოლიგარქის“ აქტივისტები ოზურგეთის პოლიციაში დაიბარეს. აქციები ყოველ ღამით, შეკვეთილში, ივანიშვილის რეზიდენციასთან ტარდება. ერთ-ერთი აქტივისტის, ლაშა ადამიას განცხადებით, დღეს, 26 ივლისს, 13:00 საათზე, ოზურგეთის პოლიციაში გამოკითხვაზე უნდა მივიდნენ: ლაშა ადამია, გია ხალვაში, ანზორ გუბაევი, ხათუნა ბერიძე და ბონდო თედორაძე, რომელიც ქობულეთის საკრებულოს წევრია „ნაციონალური მოძრაობიდან“. „მოტივი როგორც, გვითრეს, არის საპროტესტო აქციები, რომელსაც …

ხაზარაძე: ქვეყანას მართავს დირიჟორი, რომელსაც ჰყავს ძალიან ცუდი შემსრულებლები

მამუკა ხაზარაძე, თიბისი ბანკის დამფუძნებელი:  „ჩვენ ქვეყანა არა გვაქვს, ინსტიტუციები მოშლილი გვაქვს, აქედან გამომდინარე,  ეს ინსტიტუციები არის თავიდან ასაშენებელი. ძალიან მიხარია ის გადაწყვეტილება, რაც ერთი კვირის წინ გამოვაცხადე – საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნება.  ის იქნება ფართომასშტაბიანი მოძრაობა, აქ იქნება ის ძალა, ვინც თავისუფლებისთვის იბრძვის, ვინც ებრძვის ოკუპაციას და ვისაც უნდა საქართველო შედგეს წარმატებულ ქვეყნად. დღეს ჩვენ ვართ …

ივანიშვილის რეზიდენციასთან, კარავში მისასვლელი პლაჟი ლოდებით ჩაგვიხერგეს – აქტივისტი

შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან, მოშიმშილე პირებსა და აქციის ორგანიზატორებს კარვები კიდევ სამ ადგილზე აქვთ განთავსებული – ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკთან ახლოს, სასტუმრო „პარაგრაფის“ სიახლოვეს პლაჟთან და  გასართობ ცენტრ „ციცინათელასთან“. როგორც აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ბესო ქათამაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, პლაჟთან განთავსებულ კარავში აქტივისტები ვეღარ მიდიან, რადგან მესამე დღეა პლაჟი ლოდებით ჩახერგეს. „კარავთან რომ მიხვიდე, ზღვაში უნდა შეცურო, ისე …

რა ისტორიას ინახავს ბათუმის რივიერა, სადაც 5 ცათამბჯენის აშენება იგეგმება

ბათუმის რივიერაზე 5 ცათამბჯენის მშენებლობის წინააღმდეგ დღეს მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებს რეჟისორმა შოთა გუჯაბიძემ მიმართა. მას მიაჩნია, რომ გარდა ეკოლოგიური პრობლემებისა, ეს მშენებლობა ქალაქის ისტორიის მნიშვნელოვან პერიოდს საბოლოოდ წაშლის. შოთა გუჯაბიძე: „მას შემდეგ, რაც კი არსებობს ცნება – ისტორიული ზონა, ეს ადგილი ყოველთვის არის ისტორიულ ზონაში. ისტორიული ზონა ნიშნავს იმას, რომ ამ ზონაში …

“რივიერა ცათამბჯენების გარეშე” – საპროტესტო აქცია ბათუმში [ფოტო]

„არა ბათუმის ჩაბეტონებას! დაიცავი ძველი ბათუმი! ბათუმი ცათამბჯენების წინააღმდეგია!“ – ამ წუთებში ბათუმის რივიერაზე ამ ადგილას 5 კოშკის აშენების მოწინააღმდეგეები აქციას მართავენ. აქციის მონაწილეებმა უკვე გააჟღერეს შემდეგი მოთხოვნები: „ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები მოვითხოვთ: შეჩერდეს პროექტის „რივირას“ საქმისწარმოება, რომელიც ბათუმის კონცხზე ხუთი ცათამბჯენის მშენებლობას ითვალისწინებს. მოგიწოდებთ, გაითვალსიწინოთ ეკოლოგიური საფრთხეები, რომლის შესახებ საუბარია 2013 წლის გაკეთებულ სამთავრობო დოკუმენტში, …

აჭარის ტელევიზია ივანიშვილის მიერ ჟურნალისტის შეურაცხყოფაზე განცხადებას ავრცელებს

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო განცხადებას ავრცელებს მმართველი პარტიის -„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ხელმძღვანელის, ბიძინა ივანიშვილის მიერ მაუწყებლის ჟურნალისტის, თეონა თურმანიძის შეურაცხყოფაზე. განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ: „დღეს პარტიის – “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა სასტუმრო “ჰილტონში” გამართულ ბრიფინგზე აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტის პროფესიულ აქტიურობას “უზრდელობა” უწოდა, ხოლო აჭარის ტელევიზია და რადიო …

Exit mobile version