არჩევნები,მთავარი,სიახლეები

ღარიბაშვილმა ივანიშვილს „ბიძინაობა“ მიულოცა სააკაშვილის დაკავებაზე განცხადების შემდეგ

01.10.2021
ღარიბაშვილმა ივანიშვილს „ბიძინაობა“ მიულოცა სააკაშვილის დაკავებაზე განცხადების შემდეგ

ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, პირველ ოქტომბერს გამართულ მოკლე ბრიფინგზე, სადაც მან მიხეილ სააკაშვილის დაკავებაზე ისაუბრა, ბიძინა ივანიშვილს ბიძინაობა მიულოცა.

„დღეს არის პირველი ოქტომბერი და ბიძინაობა.

მე დღეს არ მქონია შესაძლებლობა, რომ ჩვენი პარტიის დამფუძნებლისთვის მიმელოცა დღევანდელი დღე, პირველი ოქტომბერი. 9 წელი გავიდა ისტორიული გამარჯვებიდან, რომელიც ჩვენმა დამფუძნებელმა ქართველ ხალხთან ერთად მოიპოვა. ვულოცავ ბატონო ბიძინა ივანიშვილს დღევანდელ დღეს, პირველ ოქტომბერს და ჩვენს ქართველ ხალხს ვუსურვებ მშვიდობას და ჩვენი ქვეყნის სტაბილურობის განვითარებას,“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღეს ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია.

______________

დღეს, პირველ ოქტომბერს, მიხეილ სააკაშვილის ფეისბუკის გვერდზე გავრცელდა ვიდეოები, სადაც სააკაშვილი ამბობდა, რომ ის იმყოფება ბათუმში და 3 ოქტომბერს, თავის ამომრჩევლებთან ერთად არჩევნებში გამარჯვებას რუსთაველზე აღნიშნავდა.

დღეს, მთელი დღის განმავლობაში როგორც „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელები, ასევე შსს დაჟინებით იმეორებდნენ, რომ სააკაშვილს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი არ გადმოუკვეთავს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: