სიახლეები

ხაზარაძე: ქვეყანას მართავს დირიჟორი, რომელსაც ჰყავს ძალიან ცუდი შემსრულებლები

26.07.2019
ხაზარაძე: ქვეყანას მართავს დირიჟორი, რომელსაც ჰყავს ძალიან ცუდი შემსრულებლები

მამუკა ხაზარაძე, თიბისი ბანკის დამფუძნებელი: 

„ჩვენ ქვეყანა არა გვაქვს, ინსტიტუციები მოშლილი გვაქვს, აქედან გამომდინარე,  ეს ინსტიტუციები არის თავიდან ასაშენებელი.

ძალიან მიხარია ის გადაწყვეტილება, რაც ერთი კვირის წინ გამოვაცხადე – საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნება.  ის იქნება ფართომასშტაბიანი მოძრაობა, აქ იქნება ის ძალა, ვინც თავისუფლებისთვის იბრძვის, ვინც ებრძვის ოკუპაციას და ვისაც უნდა საქართველო შედგეს წარმატებულ ქვეყნად.

დღეს ჩვენ ვართ პრაქტიკულად ვართ სიტუაციაში, სადაც ერთი პირი მართავს ქვეყანას, ინსტიტუციების გარეშე. ეს ერთი პირი თქვენ იცით ვინ არის, ის არის დირიჟორი, რომელსაც ჰყავს ძალიან ცუდი, უცოდინარი შემსრულებლები, მაგრამ ეს ბრძოლა გაგრძელდება. მათგან განსხვავებით პირადად კი არ მაქვს ბოღმა ჩადებული გულში. ბრძოლას გავაგრძელებ, რომ  ეს ჭაობი შეიცვალოს და ახალგაზრდა ნიჭიერ ხალხს თავისუფლად მოქმედების საშუალება მიეცეს. ეს სისტემა დაინგრევა ძალიან მალე და ესენი სახლში წავლენ.“

___________________

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: