მთავარი,სიახლეები

„ცოტა ხნის წინ ჩემმა მეუღლემ მიიღო რჩევები ბიძინა ივანიშვილის მეუღლისგან“ – ღარიბაშვილი

12.07.2022
„ცოტა ხნის წინ ჩემმა მეუღლემ მიიღო რჩევები ბიძინა ივანიშვილის მეუღლისგან“ – ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით ფეისბუქზე განცხადებას ავრცელებს. იგი წერს, რომ  თავს ვალდებულად მიიჩნევს, გამოეხმაუროს „შიდა თუ გარე პოლიტიკური ოპონენტების მიერ აგორებულ კამპანიას ე.წ. დეოლიგარქიზაციის შესახებ“.

ვრცელ განცხადებაში ღარიბაშვილი წერს, რომ მის ოჯახს აქვს კონტაქტი ივანიშვილის ოჯახთან და ამის მაგალითად მოჰყავს ის, რომ მისმა ცოლმა ივანიშვილის ცოლისგან რჩევები მიიღო, თავად კი ბერასთან პირადი მეგობრობით ამაყობს.

„განსაკუთრებულად ვამაყობ ბერასთან ჩემი პირადი მეგობრობით.

საზოგადოებას მინდა განვუმარტო, რომ ამ ურთიერთობების გათვალისწინებით, ჩვენს ოჯახებს აქვთ პერიოდული კომუნიკაცია ერთმანეთთან.

მაგალითად, ცოტა ხნის წინ ჩემმა მეუღლემ მიიღო რჩევები ბიძინა ივანიშვილის მეუღლისგან გარკვეულ სამედიცინო საკითხთან დაკავშირებით. მსგავსი კომუნიკაცია ბიძინა ივანიშვილთან პერიოდულად მეც რომ მქონდეს, ბუნებრივია, ვერც ამაში იქნება რაიმე დასაძრახი“, – წერს ღარიბაშვილი.

______________

ფოტო: EPA-EFE/YVES HERMAN

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: