ბათუმში, ხულოს ქუჩაზე მდებარე ყოფილი აბანოს შენობის მორიგი „რეაბილიტაცია“ დასრულდა. ამ შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, ბათუმის კინო-მუზეუმი ოფიციალურად, შესაძლოა, 4 ოქტომბრამდე გახსნან [ანუ, „ოცნების“ მიერ დანიშნულ არჩევნებამდე], თუმცა, ინტერიერის მოწყობასა და მუზეუმის კონცეფციაზე მუშაობა, როგორც ჩანს, გაგრძელდება. „აჭარის მუზეუმმა“ 3 სექტემბერს „ქ. ბათუმის კინო-მუზეუმის ინტერიერის დიზაინის და კონცეფციის შემუშავებაზე“ კონკურსი გამოაცხადა. შესყიდვის მაქსიმალური ღირებულება …
Tag Archives: ბათუმის კულტურული მემკვიდრეობა
6,7 მილიონი ბათუმის აკვარიუმის შენობის რეაბილიტაციისთვის
ბათუმში აკვარიუმის შენობის სარეაბილიტაციოდ ქალაქის ბიუჯეტიდან 6,7 მილიონი ლარი გამოიყო. შენობის, აკვარიუმის, აუზებისა და ღობის სრულ რეაბილიტაციაზე ტენდერი მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ უკვე გამოაცხადა. პროექტის მიხედვით, ლითონის ღობეს, აკვარიუმსა და ეზოში მდებარე აუზებს დაშლიან და ხელახლა გააკეთებენ; რეაბილიტაცია ჩაუტარდება მთლიანად შენობას, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და უკვე წლებია სავალალო მდგომარეობაშია. რუსთაველის ქუჩის №51-ში …
Continue reading “6,7 მილიონი ბათუმის აკვარიუმის შენობის რეაბილიტაციისთვის”
1 მილიონი ლარი პარკის კოლონადებისა და საზაფხულო თეატრის რეაბილიტაცია-პროექტისთვის
ბათუმის ცენტრალური პარკის კოლონადების რეაბილიტაციისთვის და ბულვარში, საზაფხულო თეატრის სარეაბილიტაციო პროექტის შესაძენად ქალაქის ბიუჯეტიდან 1 მილიონი ლარია გამოყოფილი. შესაბამისი ტენდერები სახელმწიფო შესყიდვაზე მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ გამოაცხადა. ცენტრალური პარკის კოლონადები და საზაფხულო თეატრის შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებია. 502 456 ლარით არის გამოცხადებული ტენდერი ცენტრალური პარკის შესასვლელში არსებული კოლონადების რეაბილიტაცია-რესტავრაციაზე. ტენდერში წინადადებების მიღება 2024 …
Continue reading “1 მილიონი ლარი პარკის კოლონადებისა და საზაფხულო თეატრის რეაბილიტაცია-პროექტისთვის”
1 მილიონი ლარი ბათუმის საკათედრო ტაძრის რეაბილიტაციისთვის – ტენდერი
ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძრის სარეაბილიტაციოდ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ [კმდს] ტენდერი 1 მილიონი ლარით გამოაცხადა. ტენდერს არ ახლავს პროექტი, თუმცა ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტის მიხედვით დაგეგმილია სხვადასხვა სამუშაოები, მათ შორის: „საერთო სამშენებლო სამუშაოები; ვიტრაჟები; ფასადის კონსერვაცია-რეაბილიტაცია; ტაძრის მოხატულობის რესტავრაცია“ . ტენდერში წინადადებების მიღება იწყება 2024 წლის 16 ივნისს და 21 ივნისს დასრულდება. სააგენტოს სატენდერო კომისიას სახელმწიფო …
Continue reading “1 მილიონი ლარი ბათუმის საკათედრო ტაძრის რეაბილიტაციისთვის – ტენდერი”
შენობების იერსახის შენარჩუნება სავალდებულო არ არის – რა იგეგმება ძველ ბათუმში 200 მილიონად
ბათუმის ისტორიულ უბანში საქართველოს მთავრობას სხვადასხვა სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება აქვს დაგეგმილი, თუმცა, რომელ ობიექტებზე – ამ დრომდე არ აკონკრეტებენ. პროექტით კი, სავალდებულო არ არის ობიექტების არსებული იერსახის შენარჩუნება და „საჭიროების შემთხვევაში“ ის შესაძლოა განაახლონ. სამუშაოებისთვის 200 მილიონი ლარია გათვალისწინებული. ძველ ბათუმში „ქალაქებისა და კურორტების განვითარების პროგრამის ფარგლებში“ სამუშაოების ჩატარებაზე საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ხელშეკრულება შპს …
ბათუმში ისტორიული აბანოს შენობის ფანჯრები ბეტონის ბლოკებით ამოაშენეს
ბათუმში, ხულოს ქუჩაზე მდებარე ყოფილი აბანოს შენობის ფასადის ფანჯრები ბეტონის ბლოკებით ამოაშენეს. შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. ამ შენობაში სულიკო ჟღენტის სახელობის ბათუმის კინოს მუზეუმის გახსნა იგეგმება. სამშენებლო სამუშაოებისთვის 1 მილიონ 733 ათას 333 ლარი დაიხარჯება. სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი სსიპ „აჭარის მუზეუმს“ ჰქონდა გამოცხადებული, გამარჯვებული კი სამშენებლო კომპანია „ივერთმშენია“. ის ტენდერში ერთადერთი მონაწილე იყო და მასთან …
Continue reading “ბათუმში ისტორიული აბანოს შენობის ფანჯრები ბეტონის ბლოკებით ამოაშენეს”
ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმთან სამ 18-სართულიან კორპუსს აშენებენ
ბათუმში არქეოლოგიურ მუზეუმთან, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთან, კვარტალი გადათხარეს და კორპუსის მშენებლობას გეგმავენ. კომპანიამ აქ ერთი დაუსრულებელი კორპუსის დასრულებისა და ორი ახალი კორპუსის მშენებლობის ნებართვა მიიღო. ჭავჭავაძის #81/83/85/87-ში სამშენებლო ტერიტორია 5 საკადასტრო ერთეულს აერთიანებს, მათ შორის არის მიწის ნაკვეთი, სადაც წლების წინ მშენებლობა დაიწყეს და ვერ დაასრულეს. ჭავჭავაძის 87-ში მშენებლობა შპს „ჰოლდერმა“ წლების წინ დაიწყო, თუმცა …
Continue reading “ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმთან სამ 18-სართულიან კორპუსს აშენებენ”
ბათუმის კინოს მუზეუმის პროექტი ნახევარი მილიონით გაძვირდა – ხელახალი ტენდერი
სულიკო ჟღენტის სახელობის ბათუმის კინოს მუზეუმის მშენებლობაზე აჭარის მუზეუმმა ტენდერი უკვე მეხუთედ გამოაცხადა. წინა ოთხი ტენდერი არ შედგა, ვინაიდან მასში მონაწილეობა არავინ მიიღო. კინოს მუზეუმის მშენებლობისთვის 2022 წელს 1,1 მილიონი ლარი იყო გათვალისწინებული, ამჯერად კი ეს თანხა 589 ათასი ლარით არის გაზრდილი. აჭარის მუზეუმმა ტენდერი 1 778 806 ლარით გამოაცხადა, სადაც წინადადებების მიღება 2023 წლის …
Continue reading “ბათუმის კინოს მუზეუმის პროექტი ნახევარი მილიონით გაძვირდა – ხელახალი ტენდერი”
რა ელის ბათუმის ქორწინების სახლს, რომელიც „არ ჯდება ბულვარის ლანდშაფტურ არქიტექტურაში“
ბათუმის ბულვარის ცენტრალურ შესასვლელში ქორწინების სახლი და შადრევნებზე აგებული საფეხმავლო ხიდები უნდა დაიშალოს – ასეთია სპეციალისტების რეკომენდაცია ბულვარის განაშენიანების გეგმაში, რომელიც ქალაქის საკრებულომ 2022 წელს დაამტკიცა. ბულვარის ადმინისტრაციამ წელს 420 ათასი ლარით გამოაცხადა ტენდერი შადრევნებთან ფილების შეცვლაზე. „ბათუმელებმა“ ადმინისტრაციას ჰკითხა, ხომ არ იგეგმება უახლოეს პერიოდში ქორწინების სახლისა და ხიდების დემონტაჟიც. „განაშენიანების გეგმა არის მთავარი სახელმძღვანელო …
თამარის ციხეს გამაგრება სჭირდება, ბათუმის მერია კი ტურისტულ ინფრასტრუქტურას აწყობს
ბათუმში, „თამარის ციხისა და მიმდებარე ტერიტორიის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის“ ქალაქის ბიუჯეტიდან 1 549 937 ლარია გათვალისწინებული. სამუშაოები, ძირითადად, ციხის ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას ითვალისწინებს. მათ შორის საპროექტო ტერიტორიაზე არსებული 35 ძირი ხის გადაბელვას – ტოტების აჭრას. „თამარის ციხე“ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. ძეგლთან ინფრასტრუქტურის მოწყობაზე ტენდერი მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს აქვს გამოცხადებული, სადაც წინადადებების მიღება …
ისტორიული სახლი, რომლის გადასარჩენადაც მერიამ ფული დახარჯა და ახლა ლპება
ბათუმში, გამსახურდიას #11-ში მდებარე ისტორიულ სახლს, რომლის ნაწილიც 9 წლის წინ დაიწვა, ისევ აწვიმს. არა და სახლის ნაწილი მერიამ სწორედ გადარჩენის მიზნით გამოისყიდა კერძო პირებისგან. ბათუმში დაფიქსირდა არაერთი შემთხვევა, როდესაც ისტორიული სახლი თუ ძეგლიც კი, უსახურავობის გამო „გახდა არამდგრადი“ და შემდეგ ის დაანგრიეს. ნანგრევებზე კი მაღლივი კორპუსები ააშენეს. მშენებელი კომპანიები, რომლებიც მომავალში მშენებლობის მიზნით კვარტალურ …
Continue reading “ისტორიული სახლი, რომლის გადასარჩენადაც მერიამ ფული დახარჯა და ახლა ლპება”
საზაფხულო თეატრში ადაპტირებულ ლიფტს დაამონტაჟებენ – ტენდერი 33,5 ათასი ლარით
ბათუმის საზაფხულო თეატრის შენობაში შშმ პირებისთვის ადაპტირებულ ლიფტს დაამონტაჟებენ. ლიფტის შეძენა-მონტაჟზე ტენდერი ბათუმის კულტურის ცენტრმა გამოაცხადა. მომსახურების შესყიდვის სავარაუდო [სატენდერო] თანხა 33 ათას 540 ლარია. გამარჯვებულმა ლიფტი ხელშეკრულების გაფორმებიდან 45 დღეში უნდა დაამონტაჟოს. ტენდერში წინადადებების მიღება 2022 წლის 26 ოქტომბერს დაიწყება და 28 ოქტომბერს დასრულდება. პირობის მიხედვით: „შეთავაზებულ საქონელზე მონტაჟით უნდა ვრცელდებოდეს არანაკლებ 2-წლიანი გარანტია, …
Continue reading “საზაფხულო თეატრში ადაპტირებულ ლიფტს დაამონტაჟებენ – ტენდერი 33,5 ათასი ლარით”
458 ათასი ლარი აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობის ადაპტირება-რემონტისთვის
აჭარის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობის რემონტისთვის 458 ათას 231 ლარია გამოყოფილი. ტენდერი გამოცხადებულია და საბოლოო თანხა, რაც ტენდერის დასრულების შემდეგ დაფიქსირდება, აჭარის 2022 და 2023 წლების ბიუჯეტიდან დაიფარება. საბჭოს შენობაში უნდა მოეწყოს პანდუსი, ლიფტი და ჩატარდეს სხვადასხვა სარეაბილიტაციო სამუშაო. დოკუმენტების მიხედვით, გარდა იმისა, რომ შენობა არაადაპტირებულია, კედლებში წყალიც ჟონავს. მიზეზად კი, თავის დროზე არასწორად შესრულებული …
Continue reading “458 ათასი ლარი აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობის ადაპტირება-რემონტისთვის”
ინტურისტის გვერდით 8-სართულიანი ახალი სასტუმრო აშენდება
ბათუმში, რუსთაველის ქუჩის 20 ნომერში, 150-ნომრიანი სასტუმრო აშენდება. მშენებლობა დაგეგმილია „ინტურისტის“ გვერდით, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. ახალი შენობა, პროექტის მიხედვით, 8-სართულიანი [დამატებით ერთი სართული მიწის ქვეშ], 28 მეტრი სიმაღლის იქნება. მასში სასტუმროს ნომრებთან ერთად განთავსდება ასევე სასტუმროს ტიპის ბინები და კომერციული ფართობები. ბათუმის მერიამ სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების [სგშ] ჩატარების საჭიროების დასადგენად საქართველოს გარემოს დაცვისა და …
Continue reading “ინტურისტის გვერდით 8-სართულიანი ახალი სასტუმრო აშენდება”
როცა ძეგლისგან მხოლოდ ფასადი რჩება – სააგენტოს გადაწყვეტილება
ბათუმში, ბარათაშვილისა და გორგასლის ქუჩების კვეთაში მდებარე ბელეტაჟისგან მხოლოდ ფასადი დატოვეს. სახლს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს და მას კანონი იცავს. სახლის რეაბილიტაციის პროექტზე ნებართვა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ გასცა. რამდენად გულისხმობს რეაბილიტაციის პროექტი მხოლოდ ფასადის ნაწილის შენარჩუნებას, როცა საქმე ძეგლს ეხება და რამდენად კანონიერია, როცა ძეგლის ძირითადი ნაწილი ავთენტურობას ვერ ინარჩუნებს? – ამ …
Continue reading “როცა ძეგლისგან მხოლოდ ფასადი რჩება – სააგენტოს გადაწყვეტილება”
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეკონომიკა, როგორც ქალაქის ისტორიის გადარჩენის გზა
რა დროს კულტურული მემკვიდრეობაა? – ასეთი რეაქცია აქვთ ძეგლების დამცველებსაც კი, ამ თემაზე საუბრის დაწყებისთანავე მაშინ, როცა მსოფლიოს ყურადღება უკრაინა-რუსეთის ომზეა მიპყრობილი, როცა ადამიანური დანაკარგი ყოველდღე დრამატულად იზრდება და არავინ იცის, როდის დასრულდება ეს ყველაფერი. ომით გამოწვეული შოკის პარალელურად არსებობს ვალდებულებები, რომლებიც ასეთ დროსაც კი გვახსენებს, რომ აუცილებლად უნდა ვილაპარაკოთ, მაგალითად, მემკვიდრეობაზე. სწორედ ამაზე წერდა …
Continue reading “კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეკონომიკა, როგორც ქალაქის ისტორიის გადარჩენის გზა”
ბათუმში ავარიული ძეგლების სარეაბილიტაციოდ პროექტებს შეისყიდიან
ავარიულ მდგომარეობაში მყოფი ორი სახლის რესტავრაცია-რეაბილიტაციის მიზნით, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო საპროექტო დოკუმენტაციას შეისყიდის. სააგენტომ პროექტის შედგენაზე ტენდერი 70 ათასი ლარით გამოაცხადა. პროექტები 2022 წლის ივნისამდე უნდა მომზადდეს. ტენდერის ფარგლებში დაგეგმილია, ბათუმში: [checklist] მემედ აბაშიძის ქ. N4-ში მდებარე ძეგლის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის შესყიდვა. დემეტრე თავდადებულის ქ. N10-ში მდებარე ძეგლის ფასადის [გარე და …
Continue reading “ბათუმში ავარიული ძეგლების სარეაბილიტაციოდ პროექტებს შეისყიდიან”
ბარათაშვილის #37-ში გაცემული იყო ძეგლის რეაბილიტაციის ნებართვა – სააგენტო
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო ბათუმში, ბარათაშვილის #37-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე შენობის ნგრევის საკითხს ეხმიანება. სააგენტოს განცხადებით, ძეგლზე გაცემული იყო რეაბილიტაციის ნებართვა. „აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერ 2021 წლის 30 აგვისტოს 01-07/80 ბრძანებით გაიცა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე (ბარათაშვილის 37/გორგასლის 44) სამუშაოების ნებართვა. ნებართვის მფლობელის სანებართვო მოწმობით განსაზღვრული სამუშაოები მოიცავდა ინტერიერის და ექსტერიერის სარეაბილიტაციო …
Continue reading “ბარათაშვილის #37-ში გაცემული იყო ძეგლის რეაბილიტაციის ნებართვა – სააგენტო”
ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი დაანგრიეს, დარჩენილია მხოლოდ ფასადი
ბათუმში, ბარათაშვილის ქუჩის 37-სა და გორგასლის 42 ნომრებში მდებარე, მე-20 საუკუნის დასაწყისში აგებული ბელეტაჟისგან მხოლოდ ფასადის კედელი დარჩა. სახლს გადახდილი აქვს სახურავი, შიდა მხარე კი მთლიანად დანგრეულია. ბარათაშვილის #37-ში მდებარე შენობა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების სიაშია. მას ძეგლის სტატუსი 2008 წელს მიენიჭა. შენობა, რომლისგანაც მხოლოდ წინა კედელი დარჩა, ტიპურ ბათუმურ ბელეტაჟს წარმოადგენდა. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის …
Continue reading “ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი დაანგრიეს, დარჩენილია მხოლოდ ფასადი”
ძეგლის რეაბილიტაცია ისევ იგეგმება – ბიუჯეტიდან 172 400 ლარია გამოყოფილი
ბათუმში, 26 მაისის N19-ში მდებარე სახლის, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, რეაბილიტაციისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 172 400 ლარია გამოყოფილი. ამ სახლის რეაბილიტაცია გასულ წელს იგეგმებოდა, თუმცა ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულება პანდემიისა და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გამო შეწყდა. საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება 2021 წლის 14 აგვისტოს დაიწყება და 19 აგვისტოს დასრულდება. სახლის სარეაბილიტაციო …
Continue reading “ძეგლის რეაბილიტაცია ისევ იგეგმება – ბიუჯეტიდან 172 400 ლარია გამოყოფილი”
395 946 ლარი საზაფხულო თეატრის რემონტისთვის ბათუმის ბიუჯეტიდან
ბათუმის საზაფხულო თეატრის შენობის რემონტისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 395 946 ლარია გამოყოფილი. 2013 წელს ძველი თეატრის შენობის მიხედვით აგებული ახალი შენობა 1100 მაყურებელზეა გათვლილი. მშენებლობაზე 5 მილიონამდე ლარი დაიხარჯა. ბათუმის ბულვარში მდებარე საზაფხულო თეატრის შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. ბათუმის კულტურის ცენტრს ამჯერად ორი ტენდერი აქვს გამოცხადებული: საზაფხულო თეატრის შენობის სარეაბილიტაციო-სარემონტო სამუშაოებზე – 387 546 ლარით და …
Continue reading “395 946 ლარი საზაფხულო თეატრის რემონტისთვის ბათუმის ბიუჯეტიდან”
ბათუმში ონკანისა და სარკის ინსტალაციასთან პირსახოცი, საპონი და ღრუბელი მიიტანეს
დღეს, 11 მარტს, მემედ აბაშიძის ქუჩაზე, იქ, სადაც წყლის ონკანისა და სარკის ინსტალაციაა დამონტაჟებული, აბაზანის აქსესუარები: ტაშტი, პირსახოცი, საპონი და ღრუბელი მიიტანეს. ანონიმი არტისტი BIIMO ამბობს, რომ ამ ფორმით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე ხელსაბანის დამონტაჟებას აპროტესტებს. „კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე დამონტაჟდა ონკანი და სარკე. სეირნობისას ვიფიქრე ხელს დავიბან-თქო, მაგრამ ონკანში წყალი არ მოდიოდა. თუ ვინმეს დაგჭირდებათ წყალი, …
Continue reading “ბათუმში ონკანისა და სარკის ინსტალაციასთან პირსახოცი, საპონი და ღრუბელი მიიტანეს”
#ბულვარი ჩვენია – კამპანია ფეისბუქზე ბათუმის ბულვარის დასაცავად
#ნუ დათმობ ბავშვობას #ბულვარი ჩემია შენია ჩვენია #მე მიყვარსბათუმი – ამ და სხვა ჰეშთეგებით ფეისბუქზე სოციალური კამპანია დაიწყო, რომლის ფარგლებში ბათუმის ბულვარის შენარჩუნების და ბულვარში ცათამბჯენების შენების მოწინააღმდეგეები ბულვარში გადაღებულ საკუთარ ფოტოებს აზიარებენ იმის დასტურად, რომ ბათუმის ბულვარს მათთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. „24 საათში ატვირთეთ ბათუმის ბულვარში გადაღებული ბავშვობის ან ახალი ფოტო, დააკოპირეთ ტექსტი და …
Continue reading “#ბულვარი ჩვენია – კამპანია ფეისბუქზე ბათუმის ბულვარის დასაცავად”
მოხატული სადარბაზოები ბათუმში
ბათუმში სულ რამდენიმე მოხატული და მოჩუქურთმებული სადარბაზოა. ალბათ იმიტომ, რომ ასეთი სადარბაზოების დიდი ნაწილი ოდესღაც გადაღებეს და მათი პირვანდელი იერსახეც დაიკარგა. საუკუნის დასაწყისის ძველ ბათუმში სახლის არქიტექტურა და სადარბაზოს უხვი დეკორი, მოხატულობა, მეპატრონის განსაკუთრებულ სტატუსს უსვამდა ხაზს, რისთვისაც ისინი ფულს და ძალისხმევას არ იშურებდნენ მაშინდელი საუკეთესო არქიტექტორებისა თუ მხატვრებისთვის. ირ. აბაშიძის ქ. №3 ეს ორსართულიანი …
ბათუმის თოჯინების თეატრის შენობა შშმ პირებისთვის ადაპტირებული იქნება
ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის აჭარის ბიუჯეტიდან 127 947 ლარია გამოყოფილი. სამუშაოები შენობის ადაპტირებას ითვალისწინებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ შესაბამისი სამუშაოების შესყიდვაზე ელექტრონული ტენდერი უკვე გამოაცხადა. „შენობა ორსართულიანია, სართულები ერთმანეთს უკავშირდება შიდა კიბის საშუალებით. მთავარ შესასვლელში არსებული კარის დემონტაჟი უნდა მოხდეს კიბის საფეხურთან ერთად …
Continue reading “ბათუმის თოჯინების თეატრის შენობა შშმ პირებისთვის ადაპტირებული იქნება”
ბათუმის კინოს მუზეუმი ხულოს ქუჩაზე, ყოფილი აბანოს შენობაში გაიხსნება
ბათუმში, ხულოს ქუჩაზე მდებარე ყოფილი აბანოს შენობაში სულიკო ჟღენტის ბათუმის კინოს მუზეუმი განთავსდება. მუზეუმის მოწყობის საპროექტო დოკუმენტაციის [ჩასატარებელი სამუშაოების ჩამონათვალი და ხარჯთაღრიცხვა] შედგენაზე „აჭარის მუზეუმმა“ კონკურსი გამოაცხადა. საკონკურსო თანხა 40 ათასი ლარია. პირობის მიხედვით, კონკურსში გამარჯვებულს „აჭარის მუზეუმი“ მაქსიმუმ 16 000 ლარს, 2020 წელს, საკუთარი შემოსავლებიდან გადაუხდის, ხოლო დანარჩენ თანხას – 2021 წელს, „აჭარის მუზეუმის“ …
Continue reading “ბათუმის კინოს მუზეუმი ხულოს ქუჩაზე, ყოფილი აბანოს შენობაში გაიხსნება”
ბათუმში სახლს სააგენტომ ძეგლის სტატუსი მოუხსნა
ბათუმში, ფარნავაზ მეფის N69-ში მდებარე შენობას, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ძეგლის სტატუსი მოუხსნა. სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 21 სექტემბრის ბრძანების მიხედვით, შენობისთვის სტატუსის მოხსნის შესახებ განცხადებით მესაკუთრეებმა მიმართეს. ამავე ბრძანების მიხედვით, აღნიშნულ კუთხის შენობას ძეგლის სტატუსი მიენიჭა საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2008 წლის 16 ივლისის ბრძანებით. „ადმინისტრაციული წარმოების პროცესში წარმოდგენილი, …
Continue reading “ბათუმში სახლს სააგენტომ ძეგლის სტატუსი მოუხსნა”
ბათუმის საზღვაო აკადემია სასწავლებლის შენობების გამაგრება-გაფართოებას გეგმავს
ბათუმის საზღვაო აკადემია სასწავლებლის ტერიტორიაზე არსებული შენობების გამაგრება-გაფართოებას გეგმავს, რისთვისაც საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას შეისყიდის. პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის შესყიდვაზე აკადემიამ ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 23 ათასი ლარია. რას გეგმავს საზღვაო აკადემია – ტენდერის მიხედვით მიმწოდებელს ევალება: [checklist] კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის, ქალაქ ბათუმში, რუსთაველის ქ. N53-ში მდებარე ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ბალანსზე რიცხული ორსართულიანი შენობის [საერთო ფართობი …
Continue reading “ბათუმის საზღვაო აკადემია სასწავლებლის შენობების გამაგრება-გაფართოებას გეგმავს”
ბათუმში 19 შენობას ძეგლის სტატუსი მიანიჭეს ხუთწლიანი ლოდინის შემდეგ
ხუთწლიანი ლოდინის შემდეგ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ძეგლების საბჭომ ბათუმში „გეოგრაფიკის“ რეკომენდებული 23 სახლიდან 19-ს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა. ამ შენობებთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილება საბჭომ 13 მარტს მიიღო. შესაბამისი ოქმის მოპოვება კი მხოლოდ დღეს, 19 მარტს, შევძელით. ოქმის მიხედვით, დარჩენილი 4 სახლისთვის სააგენტომ სტატუსის მინიჭებაზე იმ მოტივით თქვა უარი, რომ „შენობებს აღარ აქვთ შემორჩენილი …
Continue reading “ბათუმში 19 შენობას ძეგლის სტატუსი მიანიჭეს ხუთწლიანი ლოდინის შემდეგ “
50 ათასი ლარი ბათუმის საკათედრო ტაძრის სრული რეაბილიტაციის პროექტისთვის
ბათუმში ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძრის რესტავრაცია-რეაბილიტაციის მიზნით საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაზე აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ [კმდს] ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 50 ათასი ლარია. პირობაში აღნიშნულია, რომ „სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტი უნდა მოიცავდეს ტაძრის სრული რეაბილიტაციის პროექტს, მათ შორის კედლის მხატვრობის, ვიტრაჟებისა და გარე ღობის ჩათვლით“. საკათედრო ტაძრის კედლის მხატვრობის რეაბილიტაცია დაწყებულია და ტაძრის ინტერიერი ხარაჩოებშია …
Continue reading “50 ათასი ლარი ბათუმის საკათედრო ტაძრის სრული რეაბილიტაციის პროექტისთვის”
დ’ალფონსის სააგარაკო სახლის სარესტავრაციო პროექტს კმდს შეისყიდის
მწვანე კონცხზე, ბათუმის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე მდებარე დ’ალფონსის სააგარაკო სახლის რესტავრაცია იგეგმება. ამ სახლს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი 2018 წლის ივლისში მიენიჭა. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს [კმდს] ინფორმაციით, ძეგლი ავარიულ მდგომარეობაშია. ე.წ. დალფონსის აგარაკის რესტავრაცია-რეაბილიტაციის მიზნით საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაზე კმდს-მ ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 15 ათასი ლარია. „მიმწოდებელმა უნდა მოახდინოს კვლევითი სამუშაოების …
Continue reading “დ’ალფონსის სააგარაკო სახლის სარესტავრაციო პროექტს კმდს შეისყიდის”
ძველი ბათუმის უცნობი პანორამული ხედი
დიმიტრი ერმაკოვის ამ ფოტოზე 1878 წლის ბათუმის ხედი ჩანს. სამფეხა, მძიმე და მოუხერხებელი აპარატით გადაღებულ ფოტოზე წინა ხედი მაზნიაშვილის ქუჩით იწყება და კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩასთან მთავრდება. ზღვისპირას ბურუნთაბიეს ციხესიმაგრე დგას, უკან კი ზღვა ჩანს. ქალაქის ამ პერიოდის და ზუსტად ამ ადგილის პანორამული ხედი აქამდე არ გვქონდა, მანამ სანამ კინორეჟისორმა შოთა გუჯაბიძემ რამდენიმე დღის წინ ერმაკოვის …
ქალაქის ცენტრში მიტოვებული შენობა, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია
ბათუმში, ჭავჭავაძის N19-ში [ჭავჭავაძისა და 9 მარტის ქუჩების კვეთა] მდებარე შენობა ამ ეტაპზე უფუნქციოდაა და ფაქტობრივად სანაგვედაა ქცეული. შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და ის დღეს სააქციო საზოგადოება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ საკუთრებაშია. აქ ენერგოკომპანიის ერთ-ერთი ოფისი იყო განთავსებული, თუმცა, კომპანიაში გვითხრეს, რომ რამდენიმე წელია სხვა მისამართზე გადავიდნენ. „ცუდია, რომ ასეთ მდგომარეობაშია… ამ შენობის შიდა პროექტი იმდენად გამოუსადეგარია, …
Continue reading “ქალაქის ცენტრში მიტოვებული შენობა, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია”
ძველ ბულვარში მაღლივი შენობების მშენებლობას აპროტესტებენ – აქცია ბათუმში
„ამბასადორი ბათუმის“ მიერ ზონალურ საბჭოში წარდგენილი პროექტის გამო, ბათუმში დღეს, 4 იანვარს, გამაფრთხილებელი აქცია იმართება. მოქალაქეები ძველ ბულვარში 15-სართულიანი შენობის შესაძლო აშენებას აპროტესტებენ. ისინი აჭარის მთავრობის თავმჯდომარისგან საჯარო განცხადების გაკეთებას ითხოვენ, რომ ბულვარში მაღლივი შენობა არ აშენდება. „მიგვაჩნია, რომ უნდა დასრულდეს ინვესტორების ინტერესების დაკმაყოფილება ბათუმის ძველი ბულვარის დამახინჯების ხარჯზე. რეგიონის მთავრობის თავმჯდომარემ უნდა გააკეთოს პასუხისმგებელი …
Continue reading “ძველ ბულვარში მაღლივი შენობების მშენებლობას აპროტესტებენ – აქცია ბათუმში”
ბათუმის მერია აუქციონზე ყიდის მიწას, სადაც ცათამბჯენები უნდა აშენდეს
ბათუმის მერია აუქციონზე 294 100 ლარად ყიდის 346 კვ/მ ფართობის მიწის ნაკვეთს, რომელიც ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე, „კარფურის“ წინ მდებარეობს. ელექტრონული აუქციონი დაწყებულია და ის 2020 წლის 6 იანვარს დასრულდება. აუქციონზე, სადაც მერია 1კვ/მ მიწას 850 ლარად ყიდის, ვაჭრობის ბიჯი 3 000 ლარია. აუქციონის ერთადერთი პირობით, გამარჯვებული ვალდებულია არ შეზღუდოს გასაყიდი ნაკვეთის მომიჯნავედ არსებულ 2 მიწის …
Continue reading “ბათუმის მერია აუქციონზე ყიდის მიწას, სადაც ცათამბჯენები უნდა აშენდეს”
ისტორიული სახლები ბათუმში, რომლებშიც წვიმს
როცა ფიზიკური მდგომარეობა ცუდად შეაფასეს და სააღრიცხვო ბარათში სასურველ ჩარევად სასწრაფო რეაბილიტაცია ჩაწერეს, ამ სახლს ჯერ კიდევ შენარჩუნებული ჰქონდა კრამიტით დაფარული სახურავი, წვიმის წყალი მხოლოდ აქა-იქ ჟონავდა და მისი გადარჩენის ალბათობაც უფრო მაღალი იყო, ვიდრე დღესაა. ერთსართულიანი ბელეტაჟი ვაჟა ფშაველას #27-ში სპეციალისტებმა 2015 წელს, ბათუმის მერიის დაკვეთით შეისწავლეს და შეაფასეს. მალევე ბელეტაჟის დაშლა და გამოთავისუფლებულ …
Continue reading “ისტორიული სახლები ბათუმში, რომლებშიც წვიმს”