სქესობრივი კავშირი 16 წლამდე მოზარდთან – წელს 31 ბავშვია დაზარალებულად ცნობილი

პროკურატურის მონაცემებით, 2023 წლის იანვარში, თებერვალში, მარტსა და აპრილში 31 მოზარდია ცნობილი დაზარალებულად სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლის საფუძველზე. ეს მუხლი გულისხმობს „სრულწლოვნის სექსუალური ხასიათის შეღწევას დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში“. 140-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის სასჯელი 7-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთაა, მეორე ნაწილის შემთხვევაში კი, რაც ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენას ჯგუფის მიერ, ან მის …

5 ბავშვის ამბავი ბათუმიდან, რომლებსაც აქონდროპლაზია აქვთ

18 დღე და 18 ღამეა საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის წინ – იქ, სადაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მუშაობს, საპროტესტო აქციას მართავენ დედები. ქალები, რომელთა შვილებსაც იშვიათი გენეტიკური დაავადების, აქონდროპლაზიის დიაგნოზი აქვთ, ითხოვენ წამალს ბავშვებისთვის. აქონდროპლაზია იშვიათი გენეტიკური დაავადებაა. სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით, ის 25 ათასი ბავშვიდან ერთს უვლინდება. 36 წლის ხატია ხურციძეს ბათუმის ბულვარში, სხვა მშობლებთან ერთად შევხვდით. …

ოჯახი 3 ბავშვით დაბზარულ და საშიშ ნაქირავებში: „მიწისძვრის დროს უნდა გენახათ აქაურობა“

„აქედან ქუჩაც ჩანს, შეხედეთ, რამხელა ბზარია,“ – ილონა ლიჩევსკა ბავშვების საწოლის გვერდით, კედლის პირისპირ ჩერდება. ბზარი კედელს მიუყვება და არ ჩერდება, გრძელდება ჭერზეც, ანუ ტყუპების საწოლის თავზე, კიდევ ერთ ოთახზე, სადაც ტყუპების ძმა – 15 წლის ნიკო ეტლში ზის და ონლაინ ესწრება სკოლის გაკვეთილს – ნიკოს ცერებრალური დამბლა აქვს. გოგოებს ეღვიძებათ და კითხულობენ: რა დროა …

სკოლა 11 მოსწავლით – როგორ იცლება ხულოს სოფელი პაქსაძეები ბავშვებისგან

„ძალიან რთულია, როცა ერთი მოსწავლე გიზის კლასში და ასე გრძელდება წლები“, – გვეუბნება სოფელ პაქსაძეების ქართული ენის უფროსი მასწავლებელი, თეონა გელაძე. ის ამ სკოლაში 20 წელია ასწავლის. ამბობს, რომ სკოლა ბავშვებისგან ნელ-ნელა დაიცალა. ცარიელდება სოფელიც. ცხრაკლასიან სკოლაში ამჟამად მხოლოდ 11 ბავშვია შემორჩენილი. პირველკლასელი კი სკოლას მესამე წელია აღარ ჰყავს. „20 წელია ამ სკოლაში ვასწავლი. წლების …

საქართველოში ბავშვების 38 % განიცდის მატერიალურ და სოციალურ დანაკლისს – UNICEF

საქართველოში ბავშვების 38 პროცენტი განიცდის მატერიალურ და სოციალურ დანაკლისს. ამის შესახებ ბავშვთა კეთილდღეობის კვლევაში წერია, რომელიც საქსტატმა, გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით ჩაატარა. კვლევის მიზანი იყო საქართველოში მცხოვრებ ბავშვთა კეთილდღეობის რამდენიმე საკვანძო ასპექტის გაზომვა, რომელთა შორისაა: განათლების, ჯანდაცვის სერვისებისა და სოციალური დახმარების ხელმისაწვდომობა; სასკოლო კვება; უსაფრთხოება სახლში; მატერიალური და სოციალური დანაკლისი; ფუნქციური სირთულეები და შეზღუდულ შესაძლებლობასთან …

რატომ დგანან ბავშვები ფეხზე სპექტაკლის დროს ბათუმის თოჯინების თეატრში

ბათუმის თოჯინების და მოზარდ მაყურებელთა თეატრის დარბაზში ძველი სავარძლები გამოცვალეს, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, სკამებს მაღალი საზურგეები აქვს, რის გამოც სპექტაკლის სანახავად მოსული ბავშვები სცენის ნაცვლად სავარძლის საზურგეს ხედავენ და იძულებულნი არიან, სპექტაკლი ფეხზე მდგომებმა ნახონ. შესყიდვების მასალების მიხედვით, ახალი 187 სავარძლის შესაძენად ბიუჯეტიდან 54 978 ლარი დაიხარჯა, თუმცა პატარა მაყურებლებისთვის სავარძლები სრულიად არაკომფორტული აღმოჩნდა. რატომ …

ბათუმის პირველი საჯარო სკოლიდან რამდენიმე მოსწავლე კლინიკაში გადაიყვანეს

დღეს, 27 მარტს, ბათუმის პირველ საჯარო სკოლაში ერთი მასწავლებელი და ათი მეშვიდეკლასელი მოსწავლე ინტოქსიკაციის ნიშნებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ბათუმის რესურსცენტრის ინფორმაციით, ინტოქსიკაცია სავარაუდოდ სპრეიმ გამოიწვია, რომელიც კლასში გაუშვეს. „5-6 ბავშვი და ერთი მასწავლებელია გადაყვანილი. სავარაუდოდ, რომელიღაც ბავშვმა გაუშვა კლასში სპრეი, დაზუსტებით არ ვიცით რა მოხდა, პოლიცია დაადგენს“, – გვითხრა გოჩა დავითაძემ. მომხდართან დაკავშირებით მოგვიანებით გააკეთა კომენტარი …

„პირველად დავაფიქსირეთ ბავშვების საწამებელი კამერები“ – უკრაინის ომბუდსმენი ხერსონზე

უკრაინის ომბუდსმენის დმიტრო ლუბინეცის თქმით, ოკუპირებული ხერსონის გათავისუფლების შემდეგ, ქალაქ ხერსონში აღმოაჩინეს საგანგებოდ არასრულწლოვანების წამებისთვის მოწყობილი კამერები. ზოგადად, მშვიდობიანი მოსახლეობის საწამებლად ოკუპანტებს ამ ქალაქში არაერთი კამერა ჰქონდათ მოწყობილი. უკრაინის ომბუდსმენის, დმიტრო ლუბინეცის საგანგებო ბრიფინგზე გაკეთებული განცხადების თანახმად, გაირკვა, რომ რუსი ოკუპანტების მიერ მოწყობილ საწამებელ კამერებში ბავშვები საშინელ პირობებში იმყოფებოდნენ. „ოკუპირებულ ტერიტორიებზე აღმოვაჩინეთ ბავშვების საწამებელი კამერებ. …

საქართველოში 7-9 წლის ბავშვების 28%-ს ჭარბი წონა ან სიმსუქნე აწუხებს – ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ბავშვთა სიმსუქნის ზედამხედველობის უახლესი ანგარიში გამოაქვეყნა, მონაცემები რეგიონის 33 ქვეყანას მოიცავს, საქართველო ჩამონათვალში მე-17 ადგილზეა – ქვეყანაში ჭარბწონიანობა ან/და სიმსუქნე 7-9 წლის ბავშვების 28%-ს აწუხებს. ცნობილია, რომ ბავშვთა ჭარბი წონა და სიმსუქნე აზიანებს მათ ჯანმრთელობას და მრავალი არაგადამდები დაავადების რისკფაქტორია, მათ შორის არის გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, დიაბეტი, კიბო და აშ. ანგარიშის მიხედვით, ეს …

4 თვის დემეტრე ფიბროსარკომას ებრძვის – მას საზოგადოების დახმარება სჭირდება

4 თვის დემეტრე ჩიტაძეს ავთვისებიანი სიმსივნე აქვს. დიაგნოზი – ფიბროსარკომა მას თურქეთში დაუსვეს. თურქეთში დემეტრეს ამჟამად ქიმიოთერაპიის პირველ კურსს უტარებენ. ბავშვის დედის, ოლღა მერებაშვილის თქმით, საჭიროა ქიმიოთერაპიის კიდევ შვიდი კურსი. „ერთი თვის წინ დემეტრეს ფეხი შეუშუპდა, თავიდან კოღოს ნაკბენი გვეგონა, რადგან ბავშვი აბსოლუტურად ჯანმრთელი იყო და სხვა რამ არ გვიფიქრია. თბილისში, კლინიკაში გვყავდა, სადაც გვითხრეს, …

უკრაინელ ბავშვებს რუსული ოჯახებისთვის გადაცემამდე „ტესტირებას“ უტარებენ – ISW

უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდანვე, რუსებს მიჰყავთ უკრაინელ ბავშვები დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან. ამერიკული ორგანიზაცია ომის შემსწავლელი ინსტიტუტის [ISW[ თანახმად, გაშვილებამდე გატაცებულ ბავშვებს აიძულებენ გაიარონ ე.წ. „ფსიქოლოგიური ტესტირება“. ISW-ის ცნობით, რუსეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინელი ბავშვები, რომლებიც გაშვილების მიზნით დეპორტირებულები არიან რუსეთში, მიიღებენ ამ ქვეყნის მოქალაქეობას და ასევე უშვებენ და-ძმების დაშორების ალბათობას. ბავშვთა უფლებების საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის …

რატომ გადაწყვიტა მერიამ ეკლესიასთან სკვერში ფასიანი ატრაქციონის მოწყობა – ენმ-ს პროტესტი

„ბათუმის მერიამ სკვერებსა და პარკებს არაკომერციული დატვირთვა უნდა დაუბრუნოს“, – აცხადებს ქეთი ლასტაკანიძე, ბათუმის საკრებულოს წევრი ენმ-დან. მან დღეს, 14 ივლისს, ბათუმის ღვთისმშობლის ტაძართან არსებულ სკვერში ბრიფინგი გამართა. „ამ ფონზე, როცა ათასობით სოციალური დაუცველია ქალაქში, მრავალშვილიანი ოჯახი, მერია ცდილობს შემოსავლები გაზარდოს სკვერებისა და პარკების კომერციალიზაციის გზით და არ ფიქრობს იმ პატარა ბათუმელებზე, რომლებსაც ამ ატრაქციონების …

„ვქსოვთ და ვყიდით საყელოებს, მძივებსა და სამაჯურებს“ – ბავშვების მაღაზია ბათუმში

„ულამაზესი ნაქსოვი საყელო არ გნებავთ? თქვენს კაბას მოუხდებოდა ძალიან” – მეუბნება 10, 11 წლის გოგო ლერმონტოვის ქუჩაზე და ხის პატარა დახლისკენ მივყავარ. ახლომახლო სხვა ბავშვებიც დგანან და თვალით მზომავენ რისი მყიდველი ვარ, ძალას და ენერგიას არ იშურებენ ყველაფერი რომ მომაწონონ: აგერ მძივებიც, სამაჯურები, თმისსაბნევები, ყველაფერი გვაქვს!”. ერთი თვეა ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩის ერთ კუთხეში, უცნაური „მაღაზია“ …

8 წლის ბიჭი ჭადრაკის თამაშით აგროვებს ფულს უკრაინის არმიისთვის

ბიჭს ტროტუარზე პატარა მაგიდაზე ჭადრაკის დაფა გაუშლია და ოპონენტებს ელოდება. 8 წლის საველი ჟუვაკი ქუჩაში გამვლელებს ჭადრაკს ფულზე ეთამაშება – მოგებული თანხით კი უკრაინელ სამხედროებს ეხმარება. თამაშს ფიქსირებული ფასი არ აქვს, მოთამაშეები თანხას სურვილისა და შესაძლებლობის მიხედვით იხდიან. „თუ ვინმეს არ უნდა თამაში, მაგრამ ისე უნდა, რომ ფული დატოვოს, ესეც შეუძლია“, – ამბობს საველი, რომელიც …

10 წლის უკრაინელმა ბიჭმა დაბადების დღის ფულით სამხედროებს პორტატული დამტენი უყიდა

10 წლის ბიჭმა შეპეტოვკიდან მთელი თავისი დანაზოგი იმაში დახარჯა, რომ უკრაინელი სამხედროებისთვის მზის ენერგიაზე მომუშავე პორტატული დამტენი შეეძინა. ოსტაპისა და მისი საჩუქრის ფოტო თავის ფეისბუქგვერდზე უკრაინის გენშტაბმა გამოაქვეყნა. ოსტაპმა საჩუქარში ის 300 დოლარი გადაიხადა, რომელიც ოჯახის წევრებმა და ნათესავები დაბადების დღეებსა და დღესასწაულებზე აჩუქეს. „მოვიდა და მითხრა, რომ თავისი დანაზოგით ჯავშანჟილეტის ყიდვა უნდოდა. სამხედროებს სჭირდებათ, …

ქცევები, რითაც შეიძლება ბავშვის შფოთვის ამოცნობა – იუნისეფი

ბავშვებს განსხვავებული რეაქცია აქვთ გარემოში არსებულ არასასურველ მოვლენებზე, თუმცა დისტრესის ზოგიერთი ნიშანი შეიძლება არც თუ ისე აშკარა იყოს. საქმე ის არის, რომ პრობლემების სახელდება და დახმარების მისაღებად მათზე საუბარი ბავშვებისთვის კი არა, ხშირად უფროსებისთვისაც დიდი პრობლემაა. ამას ისიც ართულებს, რომ კულტურა დიდ გავლენას ახდენს ემოციების გამოხატვის გზებზე. მაგალითად, ზოგიერთ კულტურაში არ არის მიზანშეწონილი ისეთი ძლიერი …

დიაბეტის მქონე ბავშვები დაავადების მართვის სერვისებს აჭარაშიც მიიღებენ

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დიაბეტის მქონე ბავშვები დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამით სარგებლობას უკვე ბათუმშიც შეძლებენ. სამინისტროს ცნობით, დიაბეტის პროგრამის ვაუჩერული სერვისით სარგებლობა ბათუმში შესაძლებელია ბათუმის მ. იაშვილის სახელობის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში (აეროპორტის გზატკეცილი 64). ვაუჩერის კომპონენტი ითვალისწინებს შაქრიანი დიაბეტით დაავადებული ბავშვებისთვის შემდეგი მომსახურების მიწოდებას: • საანალიზო-ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფა: • გლუკომეტრი; • სისხლში გლუკოზის …

სად რა იგეგმება ბათუმში პირველ ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს

პირველ ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, ბათუმის მერიის ინფორმაციით, ქალაქის ცენტრალურ პარკსა და დელფინარიუმის მიმდებარედ, ასევე ბათუმის სპორტული ცენტრის, ყინულის მოედანსა და ბულვარში 12:00-დან 19:00 საათამდე შემეცნებით-გასართობი ღონისძიებები გაიმართება. თავისუფალ დასწრებას სთავაზობს პატარებს ასევე ბათუმის მოზარდ მაყურებელთა და თოჯინების თეატრი, თუმცა ადგილები შეზღუდულია. ბავშვებისთვის პირველ ივნისს მოეწყობა: ინსტალაციებით მორთული პარკი, საბავშვო თამაშები, კოსტიუმირებული ანიმატორები, ბავშვთა …

რას ამბობენ ბათუმის საბავშვო ბაღების ფსიქოლოგები – გაჯეტებით შეფერხებული განვითარება 

დღეს ბავშვებმა ციფრული მედიის გამოყენება შეიძლება სიარულის დაწყებამდე ისწავლონ. ეს მშობლებში განსაკუთრებულ სიამაყეს იწვევს, თუმცა სპეციალისტები მკაცრად გვაფრთხილებენ, რომ გაჯეტებთან ნაადრევი კონტაქტი და ციფრული მედიის ზედმეტი გამოყენება, საგრძნობლად აფერხებს ბავშვის როგორც გონებრივ, ისე ფიზიკურ განვითარებას.  კვლევები აჩვენებს, რომ ბავშვების სრული უმრავლესობა იზრდება ისეთ სახლებში, როგორც ტრადიციული ელექტრონული მედიით (ტელევიზია), ისე ახალი ინტერაქციული მედიით (გაჯეტები) – …

რუსეთი იტაცებს ბავშვებს რუსული ოჯახებისთვის გადასაცემად – უკრაინა დახმარებას ითხოვს

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ რუსეთი ორგანიზებულად ცდილობს უკრაინის ტერიტორიიდან ბავშვების უკანონოდ გაყვანას და რუსულ ოჯახებზე გაშვილებას. საგარეო უწყება მიმართავს საერთაშორისო ორგანიზაციებს და სასწრაფო რეაგირებას სთხოვს. „რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყების შემდეგ, რუსი ოკუპანტები განაგრძობენ საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევას და მიმართავენ მიუღებელ ქმედებებს – ადგილი აქვს ჩვენი სახელმწიფოს საზღვრიდან რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინის მოქალაქეების უკანონო და …

აჭარაში წელს ორსულების გარდა 3800-მდე მოზარდს შეამოწმებენ ტყვიაზე

წელს აჭარაში ტყვიის შემცველობას ორსულებისა და ლაქტაციის პერიოდში მყოფი ქალების გარდა 8-14 წლამდე მოზარდებშიც შეამოწმებენ. შესაბამის პროგრამას აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ახორციელებს.  კვლევაზე 8-14 წლამდე ასაკის მოზარდებს პირველადი ჯანდაცვის ქსელიდან გადაამისამართრბენ.  წელს კვლევა საპროგნოზოდ 3800  ბავშვს ჩაუტარდება, რომელთაც  შედეგების მიხედვით განმეორებით კვლევებს ჩაუტარებენ. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, მარი ზანაქიძის შეფასებით, გასულ წელს ამ პროგრამით „საკმაოდ …

ვცდილობ, ჩემი შრომით ვიშოვო ფული – 13 წლის გოგო სიღარიბესა და ოცნებებზე

თეთრი ქურთუკით, ღია მომწვანო თვალებით, ოქროსფრად შეღებილი თმით და გაცრეცილი სკეიტბორდით პარკში მოსრიალე გოგონას თუ დაინახავთ, ეს 13 წლის ნინო ანჯაფარიძეა. მეშვიდეკლასელი გოგო გეტყვით, რომ სკეიტბორდით სრიალი არ არის მისთვის „უბრალოდ გატაცება“, არამედ საქმეა, რომლის კეთებაც ძალიან მოსწონს და აპირებს, რომ ჩემპიონიც გახდეს. ამ ოცნების ასრულებას ბევრი შრომის გარდა მხარდამჭერიც სჭირდება, რომელიც ნინოს თუნდაც ახალი …

გადაწყდა 12-დან 15 წლამდე ბავშვების ვაქცინაცია – მინისტრის მოადგილე

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 12-დან 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში დასაშვებია „ფაიზერით“ ვაქცინაცია, მშობლის თანხმობით. „12-დან 15 წლამდე ბავშვებს შეუძლიათ მიმართონ ამცრელ ცენტრებს და მიიღონ ვაქცინაცია „ფაიზერის“ დოზით“- განაცხადა თამარ გაბუნიამ დღეს, 9 ნოემბერს. „ბევრმა ქვეყანამ დაიწყო ვაქცინაციის პროცესი, თუმცა საბედნიეროდ ბავშვებში ინფიცირების შემთხვევები მაღალი არ არის და არც …

ბავშვის საფენების ფასი 35-დან 60 ლარამდე გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ფასები საგრძნობლად გაიზარდა ბოლო ერთი წლის განმავლობაში საკვებ პროდუქტებზე. ბოსტნეული 43%-ით გაძვირდა, ზეთი კი 31,6%-ით. ბოლო ორ თვეში მნიშვნელოვნად გაძვირდა ბავშვთა კვების პროდუქტები და საფენებიც. გიგა გოგინაშვილი, რომელიც მეუღლესთან ერთად ორ შვილს ზრდის, ამბობს, რომ მაგალითად, „პამპერსის“ ფირმის საფენებისა და ბავშვთა საკვები პროდუქტების გაძვირება მათთვის მძიმე ტვირთად იქცა. „ორი თვის წინ …

ბათუმში კოვიდზე 34 ბავშვი მკურნალობს, მათგან 4 ჟანგბადდამოკიდებულია

ბათუმის იაშვილის კლინიკაში კორონავირუსზე 34 ბავშვი მკურნალობს. როგორც კლინიკაში „ბათუმელებს“ უთხრეს, მათგან ოთხი ბავშვი ჟანგბადდამოკიდებულია. „30 ბავშვის მდგომარეობა კი საშუალო სიმძიმისაა“. 27 ოქტომბრის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის 115 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო 24 საათში აჭარაში კოვიდით 3 პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყნის მასშტაბით კი მდგომარეობა გაცილებით მძიმეა. ბოლო 24 საათში 4 337 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 42 პაციენტი …

როგორ ვიზრუნოთ ბავშვის პირის ღრუს ჰიგიენაზე – ექიმის რჩევები

დენტალური კარიესი ბავშვებში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადება, რომელსაც თუ არ ვუმკურნალეთ, იწვევს ტკივილსა და ინფექციებს, რის შედეგადაც შესაძლოა კვებასთან და საუბართან დაკავშირებული პრობლემებიც განვითარდეს. ოჯახის ექიმი თამარ ლომთაძე ამბობს, რომ ბავშვის პირის ღრუს ჰიგიენაზე ზრუნვა მაშინვე უნდა დავიწყოთ, როგორც კი პირველი კბილი ამოიჭრება. ქალბატონო თამარ, პირველი კბილების ამოჭრის დროს რა უნდა გაითვალისწინოს მშობელმა? პირის ღრუს …

ბათუმში 33 ბავშვს მკურნალობენ კოვიდზე – „ტენდენცია არის მატებისკენ“

7 ოქტომბრის მდგომარეობით, იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში 33 ბავშვს მკურნალობენ კოვიდზე. ინფიცირებული ბავშვების ასაკი 2-დან 13 წლამდეა. „დილის  მდგომარეობით 33 ბავშვი იყო კლინიკაში. სამწუხაროდ, ტენდენცია არის მატებისკენ, რადგან აქამდე თუ გვყავდა 15-17 პაციენტი, ახლა უკვე ეს რიცხვი გაორმაგდა,“- ამბობს ჰოსპიტლის დირექტორი თამარ ბახტაძე. მისი თქმით, კოვიდინფიცირებული ბავშვების ასაკი დაახლოებით 28 თვიდან …

როდის შეეძლებათ ბავშვებს აცრა – გაბუნიას კომენტარი

დღეს, 24 აგვისტოს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ 12 წელს გადაცილებული მოზარდების აცრას ბევრი ქვეყანა უკვე ახორციელებს, მათ შორის აშშ, კანადა, ისრაელი და ევროპის რამდენიმე ქვეყანა, თუმცა საქართველოში მოზარდების ვაქცინაციის შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღება, როცა ამაზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია იმსჯელებს „იმუნიზაციის საბჭოც იმსჯელებს ამ საკითხზე, რადგან მნიშვნელოვანია რომ …

3 კვირის განმავლობაში 4 ათასამდე ბავშვი დაინფიცირდა – თამარ გაბუნია

„ბოლო სამი კვირის განმავლობაში დაახლოებით 4 ათასამდე ბავშვის ინფიცირება გვაქვს,“ – აღნიშნა „რუსთავი 2“-ის ეთერში ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ. „უმრავლესობა ამ შემთხვევებისა არის მუსუბუქად მიმდინარე, ბავშვებს არ სჭირდებათ განსაკუთრებული ჩარევა, თუმცა ვნახეთ მძიმე შემთხვევებიც. სამწუხაროდ, ორი გარდაცვალების შემთხვევაც დაფიქსირდა ახალშობილებში სწორედაც კორონავირუსის ინფექციით. 350-მდე საწოლია მობილიზებული ქვეყნის მასშტაბით დღეს ბავშვებისთვის,“ – აღნიშნა თამარ გაბუნიამ. …

PHR სკოლებში სექსუალური და რეპროდუქციული საკითხების სწავლებას ითხოვს

დღეს, 9 ივლისს, არასამთავრობო ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR ) სასამართლოს მიმართა იმ მიზნით, რომ ერთიან ეროვნულ სასწავლო გეგმაში შევიდეს ბავშვის ასაკის შესაბამისი ინკლუზიური სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხები, როგორც სასწავლო პროცესის განუყოფელი ნაწილი. ორგანიზაცია წერს, რომ „საქართველოს ერთიანი ეროვნული სასწავლო გეგმა არ შეიცავს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა ბავშვის პირადი სივრცე და უსაფრთხოება, ასევე ბავშვთა …

ლიცენზიის გარეშე 2020 წელს 6 ბავშვთა პანსიონი მუშაობდა – სამინისტრო

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსგან მიღებული ოფიციალური ინფორმაციით, გასულ წელს, სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენციის გარეშე 6 დაწესებულება მუშაობდა, „ორს დროებით ჰქონდა საქმიანობის ლიცენზია შეწყვეტილი, ხოლო ოთხ დაწესებულებაში  არ დადასტურდა 24 საათზე მეტი ხნით ბენეფიციართა დაყოვნება“, – გვწერს სამინისტრო. „ბათუმელებმა“ ჯანდაცვის სამინისტროს მოსთხოვა დაზუსტება, თუ რამდენი ბავშვთა პანსიონი არსებობს ქვეყანაში, თუმცა სამინისტრო კონკრეტულ ციფრს არ გვაწვდის. რაც შეეხება ნინოწმინდის …

სკოლის მიღმა დარჩენილი 10 404 ბავშვიდან მხოლოდ 1000 წავა სექტემბერში სკოლაში

განათლების სამინისტრო აცხადებს, რომ 34 პროცენტით შემცირდა იმ ბავშვების რაოდენობა, რომლებიც სკოლის მიღმა არიან დარჩენილი. 2021 წლის გაზაფხულის მონაცემებით სკოლის მიღმა 10 404 ბავშვი იყო დარჩენილი, დღეს, 22 ივნისს, სამინისტრო აცხადებს, რომ სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების ნაწილი იდენტიფიცირებულია და აქედან 1000-ზე მეტი ბავშვი სექტემბერში სასწავლო პროცესში ჩაერთვება. სამინისტროს განცხადებით, 6 885 ბავშვი ისევ სკოლის მიღმა …

ბათუმელი და-ძმა, რომელთაც სკოლაში არასდროს უვლიათ, სწავლას სექტემბრიდან დაიწყებს

მარიამი, ჯანი და აზიფე  სკოლაში აუცილებლად ისწავლიან – ირწმუნება განათლების სამინისტრო. ეს ის სამი ბავშვია, რომლებსაც სკოლაში არასდროს უვლიათ. მათი ისტორია საზოგადოებას „ბათუმელებმა“ გააცნო. ამავე თემაზე: და-ძმა ბათუმში, რომლებსაც სკოლაში არასდროს უვლიათ[Video] 9, 11 და 16 წლის ბავშვები ვერ სარგებლობენ კონსტიტუციური უფლებით – მიიღონ საბაზო განათლება. ბავშვების დედა ამბობს, რომ სკოლებს ბავშვების ჩარიცხვასთან დაკავშირებით ორჯერ …

სამმა მეგობარმა ბულვარში იშვიათი სახეობის ბუ იპოვა – „ხიდის ქვეშ ეგდო, ვერ დადიოდა“

მეექვსეკლასელმა ბავშვებმა – სერგი მანველიძემ, საბა მახარაძემ და ნიკა გობაძემ ბათუმში, ახალი ბულვარის ტერიტორიაზე სეირნობისას, ხიდის ქვეშ, ზღვასთან ახლოს იშვიათი სახეობის ბუ შენიშნეს. „ხიდის ქვეშ ეგდო, თავიდან გვეგონა, რომ ფრთები ჰქონდა დაზიანებული, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ფეხზე ვერ დგებოდა. შეგვეცოდა, რადგან ზღვასთან ახლოს იყო, შესაძლოა დაღუპულიყო, ამიტომ, წამოვიყვანეთ“, – ამბობს სერგი მანველიძე „ბათუმელებთან“. მეგობრებმა პატარა ბუ …

„ყველაზე მეტად დაბინძურებული ჰაერი გვაწუხებს“ – ბავშვები გარემოსა და ქალაქზე

„ყველაზე მეტად დაბინძურებული ჰაერი მაღიზიანებს. შემაწუხებელია. ეს პრობლემა ვფიქრობ იმით უნდა მოგვარდეს, რომ უფრო ხშირად ვიმოძრავოთ ქალაქში ფეხით და არა ტრანსპორტით,“ – ამბობს ანრი ხოზრევანიძე, ბათუმის მეათე საჯარო სკოლის მოსწავლე. გარემოს დაცვაზე, ქალაქში არსებულ ეკოლოგიურ მდგომარეობასა და ურნაბულ განვითარებაზე „ბათუმელებთან“ სწორედ ამ სკოლის მოსწავლეები საუბრობენ. 22 აპრილი დედამიწის საერთაშორისო დღეა. ბავშვების აზრით, დღეს ყველაზე დიდი …

სახელმწიფომ არ იცის, სად არის ქვეყანაში დაბადებული 5 000 ბავშვი

განათლების პროგრამების ხელმღვანელი „იუნისეფში“, მაკო ყუფარაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ  სახელმწიფო 5 ათასი ბავშვის იდენტიფიცირებას ვერ ახერხებს. ეს იმ ბავშვების ნაწილია, ვისზეც განათლების სამინისტრო ამბობს, რომ არასდროს ჰქონიათ მოსწავლის სტატუსი. საუბარია 10 404 ბავშვზე, რომლებიც სკოლის მიღმა არიან დარჩენილები. „განათლების სამინისტროს გააჩნია ჩაშლილი ინფორმაცია ამ ბავშვებზე. აქედან, სადღაც 1600-მდე ბავშვი არის სოციალურად დაუცველი ოჯახიდან, 700-მდე ბავშვი …

Exit mobile version