ქართველი ემიგრანტი იტალიაში, რომელიც ბავშვებს ზღაპრებს ინტერნეტით უკითხავს

„გულო ბებო“ – ასე იცნობენ ბავშვები ემიგრანტ ქალს, რომელიც მათ ონლაინში ზღაპრებს უკითხავს და ხელსაქმესაც ასწავლის. 30 ბავშვი საქართველოდან „გულო ბებოს“ ყოველ საღამოს ელოდება, რომელიც ზღაპრის გმირებს თავისი ხელნაკეთი თოჯინებით აცოცხლებს. „გულო ბებო“ – გულნარა მიქანაძე-სვანიძე ბათუმელი მასწავლებელია, რომელიც წლების განმავლობაში პროფესიულ კოლეჯებში ხელსაქმეს ასწავლიდა სტუდენტებს. ეს საქმე არც ემიგრაციაში წასვლის შემდეგ მიუტოვებია. „თუ ამას …

ტყვია ნეგატიურად აისახება ბავშვის ინტელექტუალურ განვითარებაზეც – ჯანმოს ექსპერტი

ტყვიით მოწამვლის პრევენციის კვირეულის ფარგლებში 29 ოქტომბერს ფეისბუქის პირდაპირ ჩართვაში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ქიმიური უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის განყოფილების ხელმძღვანელმა კეროლაინ ვიკერსმა ისაუბრა ტყვიის მავნე ზეგავლენაზე.  მან ტყვიის ექსპოზიციის მთავარ წყაროდ საღებავები დაასახელა და აღნიშნა, რომ ტყვიით მოწამვლის შედეგად ბავშვების, მათ შორის მუცლადმყოფი ნაყოფის, ტვინი და ნერვული სისტემა ზიანდება: „ტყვია ნეგატიურად აისახება ბავშის ინტელექტუალურ განვითარებაზე, ამცირებს …

რამდენი ბავშვია სკოლის გარეშე დარჩენილი – მთავრობა კვლევას მხოლოდ ახლა იწყებს

საქართველოს მთავრობამ სკოლის მიღმა  დარჩენილი ბავშვების ბაზების შესაქმნელად დადგენილება მიიღო, რომელიც ოთხმა სახელმწიფო უწყებამ უნდა განახორციელოს. ეს უწყებებია: განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, სოციალური მომსახურების სააგენტო და მანდატურის სამსახური. დადგენილების მიხედვით, აღნიშნულმა უწყებებმა უნდა შეაგროვონ სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების პირადი მონაცემები, შემდეგ ინფორმაცია უნდა დამუშავდეს სტატისტიკურად და განისაზღვროს ბავშვების საჭიროებები. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი …

200-ლარიანი დახმარების პორტალზე უკვე 772 000 ბავშვი დარეგისტრირდა

სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ „ბათუმელებისთვის“ მოწოდებული მონაცემებით, 200-ლარიანი დახმარების პორტალზე, 25 აგვისტოს 10 საათის მდგომარეობით, სულ რეგისტრირებულია 772 000 ბავშვი. მოზარდების რეგისტრაცია 15 აგვისტოს დაიწყო. პორტალზე ამ დროისთვის 459 000 ოჯახია რეგისტრირებული [ბავშვებს პროგრამაში მშობელი არეგისტრირებს-ავტ.]. უკვე დარეგისტრირებული ბავშვებისთვის ბიუჯეტიდან 154 400 000 ლარი დაიხარჯება. თუმცა რეგისტრაცია გრძელდება და, შესაბამისად, ამ პროგრამის განხორციელებისთვის ბიუჯეტის ხარჯები …

რა შემთხვევაში მიიღებენ 200-ლარიან დახმარებას მოზარდები, რომლებიც 18 წლის დეკემბრამდე ხდებიან

მთავრობის დადგენილებით, ერთჯერადი სოციალური დახმარება – 200 ლარი, გაიცემა იმ ბავშვზე, რომელსაც რეგისტრაციის დასრულების მომენტისთვის არ მიუღწევია 18 წლის ასაკისთვის. თუ მოზარდს ხვალ, ანუ 17 აგვისტოს უსრულდება 18 წელი, დახმარების მისაღებად მშობელმა ის წინა დღით, ანუ დღეს, 16 აგვისტოს მაინც უნდა დაარეგისტრიროს ელექტრონულ პორტალზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ის დახმარებას ვეღარ მიიღებს. კიდევ ერთი მაგალითი რომ განვიხილოთ …

200 ლარი დახმარება ბავშვებს 18 წლამდე ჩათვლით – რეგისტრაცია დაწყებულია

მშობლებს, 0-დან 18 წლამდე ჩათვლით ბავშვებისა და მოზარდებისთვის, 200-ლარიანი დახმარების მისაღებად, სპეციალურ პორტალზე რეგისტრაცია უკვე შეუძლიათ. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, სოციალური დახმარება, ბავშვის ერთ-ერთი მშობელის, ან კანონიერი წარმომადგენლის მიერ ელექტრონულ პორტალზე განცხადების შევსების შემდეგ გაიცემა. ბავშვებისა და მოზარდებისთვის 200-ლარიანი დახმარების მისაღებად, მშობლებს რეგისტრაციის გავლა 15 აგვისტოდან პირველ დეკემბრამდე შეეძლებათ. დახმარების მიღება კი შესაძლებელი იქნება 2020 …

რამდენად რეალურია ოჯახიდან 9 შვილის იძულებით წაყვანის ამბავი

დიმიტრი ლორთქიფანიძე, რომელიც საქართველოში პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის ხელმძღვანელია, თავის ფეისბუქგვერდზე ავრცელებს ინფორმაციას აჭარაში, სოფელ თხილნარში მცხოვრები 9 ბავშვის შესახებ, რომ თითქოს ბავშვები სოციალურმა სამსახურმა, მშობლების წინააღმდეგობის მიუხედავად, მინდობით აღზრდაში გადაიყვანა. ინფორმაცია, როგორც ახლა მომხდარი ფაქტი ისე ვრცელდება და მას სოციალურ ქსელში ბევრი ადამიანი აზიარებს. ლორთქიფანიძე წერს, რომ ამ ოჯახის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა რუსეთშიც …

17 წლამდე მოქალაქეები 200-ლარიან დახმარებას მიიღებენ – გახარია

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, 17 წლამდე საქართველოს მოქალაქე ყველა ბავშვი, მიიღებს ერთჯერად 200-ლარიან დახმარებას სექტემბრამდე. თუმცა, ბრიფინგის შემდეგ, ოფიციალურ ტექსტში მთავრობამ ბავშვების ასაკი დააზუსტა და დაწერა, რომ 200 ლარიან დახმარებას 17 წლის მოზარდებიც მიიღებენ. „ეს იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დახმარება ბავშვისთვის, კრიზისში სოციალური მხარდაჭერისთვის. ბავშვები კომპენსაციას მიიღებენ სასწავლო წლის დაწყების პროცესში“, – ამბობს გახარია. აღნიშნული განცხადება …

„ეს არ არის მასტურბაცია“ – ფსიქოლოგის რჩევები მცირეწლოვანთა მშობლებს

მასტურბაცია ქართულ საზოგადოებაში დღემდე ტაბუირებულ თემად მიიჩნევა, ამაზე თითქმის არასოდეს საუბრობენ მშობლები, უმეტესად იმიტომ, რომ ეს არაჯანსაღი ქცევა ჰგონიათ, რცხვენიათ და ეშინიათ. ისიც აშკარაა, რომ ბიჭ ბავშვებთან ეს საკითხი მეტ-ნაკლებად ნორმალიზებულია, გოგოებზე კი კითხვის დასმასაც ერიდებიან. ბავშვთა ფსიქოლოგი გვანცა ჩვამანია ამბობს, რომ ეს იმ სტერეოტიპული წარმოდგენის ბრალია, რომლის მიხედვითაც ქალები, კაცებისგან განსხვავებით, არ მასტურბირებენ, ან …

როგორ ხატავენ ბავშვები კორონავირუსს

მსოფლიო პანდემიის პირობებში ბავშვებისთვის სახლში ყოფნა საკმაოდ რთულია. სულ გარეთ უნდათ, მეგობრებთან ურთიერთობა აკლიათ და ეზოში თამაში ურჩევნიათ შინ გამოკეტვას. კოვიდ 19-თან დაკავშირებული ინფორმაცია, ცხადია, აღწევს ბავშვებამდეც მუდმივად ჩართული ტელევიზორებიდან, ინტერნეტის საშუალებით და ოჯახის წევრების საუბრებიდან. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებულ ამბებს ბავშვები სხვადასხვაგვარად ხატავენ.   „ვირუსი მონსტრია, რომელსაც აუცილებლად მოერევა მეხანძრე” – ამბობს ამ …

6 წლის ბიჭს დაბადების დღე სახლის წინ ჩავლილი მანქანებიდან მიულოცეს

აშშ-ში მცხოვრები სკოტ მაიკლის დაბადების დღის წვეულება, რომელიც 22 მარტს იყო დაგეგმილი, კორონავირუსის გამო ჩაიშალა. სკოტი ექვსი წლის გახდა. დაბადების დღის წვეულებას იგი მთელი წელი ელოდა, როგორც ყველა ბავშვი, მაგრამ, კორონავირუსის პანდემიის გამო, ზეიმი ჩაიშალა. თუმცა სკოტის მეგობრებმა და მათმა მშობლებმა მოიფიქრეს დაბადების დღის მილოცვის ისეთი ხერხი, რომელიც COVID 19-ის პანდემიის დროს უსაფრთხო იქნებოდა. მათ …

როგორ შევუწყოთ ხელი ბავშვის სიმაღლეში ზრდას – პედიატრის რჩევები

ფიქრობთ, რომ თქვენი ბავშვი სიმაღლეში ჩამორჩება თანატოლებს? შესაძლოა ეს ამაში უცნაური არაფერი იყოს, რადგანაც ზოგიერთი ბავშვი ნამდვილად უფრო ნელა იზრდება, ვიდრე სხვა, რაც გენეტიკური ფაქტორითაა განპირობებული, თუმცა, რიგ შემთხვევებში შესაძლოა საქმე ზრდასთან დაკავშირებულ გარკვეულ დარღვევასთან გვქონდეს. UNICEF-ის განმარტებით: სიმაღლეში ჩამორჩენა ეხება ბავშვს, რომელიც თავის ასაკთან შედარებით ძალიან დაბალია. სიმაღლეში ჩამორჩენა ნიშნავს, რომ ბავშვი არ იზრდება …

უფროსების 8%-ს ბავშვის ფიზიკური დასჯა სწორად აღზრდის ფორმა ჰგონია – კვლევა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა, გაეროს ბავშვთა ფონდმა საქართველოში და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა 2018-2019 წლებში ჩატარებული მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევის (MICS) შედეგები გამოაქვეყნეს. მასში 14 000-ზე მეტმა ოჯახმა მიიღო მონაწილეობა. კვლევის ერთ-ერთი ინდიკატორია ბავშვის აღზრდის მეთოდები, რომელთა მიხედვითაც საქართველოში გამოკითხულ ოჯახებში ბავშვების 69%-ის მიმართ გამოუყენებიათ აღზრდის რომელიმე ძალადობრივი მეთოდი. • ბავშვების 31%-ს გამოუცდია …

როგორ შევურჩიოთ სათამაშო ბავშვს სხვადასხვა ასაკში – ფსიქოლოგის რჩევები

თამაში რომ ბავშვისთვის მხოლოდ თავშესაქცევი საქმიანობა არ არის, ამას მის დაძაბულ გამომეტყველებაზეც შეატყობთ, როცა იგი იატაკზე მიმოფანტული პატარა ფერადი კუბიკებისგან  გულმოდგინედ ცდილობს, რაც შეიძლება მაღალი კონსტრუქცია ააწყოს. რა დანიშნულება აქვს ბავშვისთვის სათამაშოს და რა ტიპის სათამაშოები ეხმარება მას ამა თუ იმ კონკრეტული უნარის განვითარებაში? ამ თემაზე ფსიქოლოგი, სარეაბილიტაციო ცენტრ “ფანშეტის” ადრეული განვითარების სპეციალისტი, გვანცა სამნიძე …

იუნისეფი: 5 წლამდე ბავშვების 6%-ს ზრდაში ჩამორჩენა და ჭარბი წონა აქვს

გაეროს ბავშვთა ფონდი საქართველოში [Unicef Georgia] 0-5 წლამდე ასაკის ბავშვების ნუტრიციულ სტატუსს აქვეყნებს. აღნიშნული ინფორმაციის მიხედვით, საქართველოში 5 წლამდე ბავშვების 6%-ს ჭარბი წონა აქვს, ასევე 6%-ს აქვს ზომიერად ან მკვეთრად გამოხატული ჩამორჩენა სიმაღლეში. 2 პროცენტს აქვს ზომიერად ან მკვეთრად გამოხატული წონის დეფიციტი, ბავშვების 1 პროცენტს კი აღენიშნება წონაში ზომიერად ან მკვეთრად გამოხატული გამოფიტვა. ბავშვების უმეტესობა …

საქართველოში 5-17 წლის 11 200 ბავშვი სკოლაში არ დადის

ბულგარეთის მთავრობის გრანტის ფარგლებში და საქართველოში გაეროს ბავშვთა  ფონდის ხელშეწყობით, სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვებისა და მოზარდების სასწავლო პროცესში ჩართვის ორწლიანი საპილოტე პროგრამა იწყება. სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს მიერ 2016 წელს ჩატარებული ბავშვთა შრომის ეროვნული კვლევის მიხედვით, 5-17 წლამდე თითქმის 11 200 ბავშვი სკოლაში არ დადის. (2016 წლამდე არ იყო ასაკობრივი შეზღუდვა სკოლაში შესვლასთან დაკავშირებით, ამიტომ მშობლებს …

რატომ არ ხედავს მთავრობა ბავშვებს, რომლებიც ბაღში ვერ დადიან

„ეს არ არის ბავშვზე ორიენტირებული მიდგომა, როცა 4 წლის ბავშვს 4 კილომეტრის გავლა უწევს ბაღში მისასვლელად. დარღვეულია ბავშვის უფლებები, რაც კანონით არის განმტკიცებული და ბავშვთა უფლებების კონვენციითაც,“ – მიიჩნევს გაეროს ბავშვთა ფონდის – UNICEF-ის სკოლამდელი განათლების სპეციალისტი, ანა ჯანელიძე შემთხვევას, როცა ბავშვები მაღალმთიან სოფლებში ტრანსპორტის არქონის გამო ბაღებში ან საერთოდ ვერ დადიან, ან ყოველდღიურად რამდენიმე კილომეტრის …

ბავშვთა სახეები ხელოვნებაში – გამოფენა ღია სივრცეში

დღეს 5 ოქტომბერს, ბათუმში, ხელოვნების მუზეუმის მიმდებარე სკვერში ხელოვნების მსოფლიო შედევრების რეპროდუქციების ფოტოსესია გაიმართა. გამოფენილი იყო ფიროსმანის, რენუარის, მოდილიანის, მონეს და სხვა ცნობილი მხატვრების რეპროდუქციები. გამოფენა, როგორც მხატვარი ნინო ნიჟარაძე გვეუბნება, გაიმართა ევროპული მემკვიდრეობის დღეების ღონისძიებების ფარგლებში. ფოტოსესიაში მონაწილეობდნენ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები. გამოფენა დღის განმავლობაში გრძელდება და მსურველებს შეუძლიათ ცნობილი ფერწერული ნამუშევრების რეპროდუქციის დათვალიერება. ამავე …

რა დაუწერეს მოსწავლეებმა ახალგაზრდა მასწავლებელს ფურცლებზე

26 წლის მინდია ფუტკარაძე მე-3 ა კლასის მასწავლებელია, ის ბათუმის მეორე საჯარო სკოლაში კონკურსით დასაქმდა. ჩაბარებული აქვს როგორც პროფესიული, ასევე საგნობრივი გამოცდა. ახალგაზრდა მასწავლებელი „ბათუმელებთან“ ბავშვებზე, მშობლებსა და გამოწვევებზე საუბრობს. მისი თქმით, მასწავლებლობა ის საქმეა, რომელიც მას, როგორც ადამიანს, აბედნიერებს. ბოლო პერიოდის ტენდენცია აჩვენებდა, რომ კაცები სკოლას და მასწავლებლის პროფესიას თითქმის აღარ ირჩევდნენ, თქვენი მოტივაცია …

ქალი: 6 შვილი მყავს, მერია კი მეუბნება, რომ ბინას 7-შვილიანებს აძლევს

32 წლის ნაირას 6 არასრულწლოვანი შვილი ჰყავს და ბათუმში ნაქირავებში ცხოვრობს. მერიაში უთხრეს, რომ ბინას იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ მეშვიდე შვილს გააჩენს. ნაირა ქმარს გაშორდა. ახლა ნაირა ექვს შვილთან ერთად ნაქირავებ ოთახში ცხოვრობს, თუმცა დიასახლისი უკვე სთხოვს ბინის დაცლას – „ბავშვები ხმაურობენ და მაწუხებენო, მეუბნება“. მარტოხელა ქალი დახმარებას სახელმწიფოს სთხოვს. ნაირა თავის ექვს შვილთან ერთად …

უფასო ნაყინები და ატრაქციონები – რა იგეგმება ბავშვებისთვის პირველ ივნისს ბათუმში

პირველი ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით, ბათუმში ბავშვებისთვის სხვადსხვა გასართობი ღონისძიება იგეგმება. ბათუმის ცენტრალურ პარკში გასართობი ღონისძიებები 12:00 საათიდან დაიწყება და 19:00 საათამდე გაგრძელდება. პროგრამით გათვალისწინებულია საბავშვო გასართობი თამაშები, ფოტოსტენდები, კომპიუტერული თამაშები, ქვიშის მოედანი. მერიის ინფორმაციით, ბავშვებისთვის დარიგდება 3 ათასი ცალი ნაყინი, პოპკორნი და ბუშტი. ამ დღეს ცენტრალურ პარკში ატრაქციონებიც უფასოდ იმუშავებს. …

ანეტა და ლუკა სკოლაში ვერ დადიან – სმენისარმქონე ბავშვები განათლების გარეშე

საქართველოს ყრუთა კავშირის ინფორმაციით, ქვეყნის მოსახლეობის 1% სმენადაქვეითებულია. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით კი, მსოფლიოში 466 მილიონია სმენისარმქონე, აქედან 34 მილიონი ბავშვია. როგორია საქართველოში სმენისარმქონე და სმენადაქვეითებული ბავშვების ცხოვრება, რა გამოწვევის წინაშე დგანან ბავშვები, ვისაც ვერც ერთი სახელმწიფო ინსტიტუტი ვერ ამჩნევს.                               …

როგორ აპირებენ ტყვიით დაბინძურების წყაროების პოვნას საქართველოში

სისხლში ტყვიის შემცველობაზე აჭარაში კვლევა ჩაუტარდა 164 ბავშვს. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ  კვლევაში მონაწილე ბავშვების 85 პროცენტს, ანუ 139 ბავშვს სისხლში დადგენილ ნორმაზე მეტი (5 მკგ/დლ. მიკროგრამი დეცილიტრზე) ტყვიის შემცველობა აღმოაჩნდა, ხოლო 50 პროცენტს 10 მკგ/დლ-ი.  როგორც „ბათუმელებს“ გაეროს ბავშვთა ფონდში ეუბნებიან, გამოკვლეული ბავშვებიდან, ვისაც სისხლში ტყვიის მაღალი შემცველობა აღმოაჩნდა, უმეტესობა სოფელში ცხოვრობს. აჭარის ჯანდაცვის …

ახალშენში საბავშვო ბაღი მეწყერსაშიშ მიწაზე შენდებოდა – ტენდერი და დავა გრძელდება

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის დაკვეთით ახალშენში საბავშვო ბაღის მშენებლობა 2017 წელს ხარვეზიანი პროექტით და მეწყერსაშიშ ნაკვეთზე დაიწყო. პროექტი ამის გამო ვერ განხორციელდა. მშენებელ კომპანია „ლადასთან“ ხელვაჩაურის მერიამ ხელშეკრულება შეწყვიტა და პროექტის ხელახლა შესაძენად ტენდერი ორჯერ გამოაცხადა. მერიას მშენებელი კომპანია სასამართლოში 151 842 ლარის ანაზღაურებას სთხოვს, ხელახლა გამოცხადებულ ტენდერში მონაწილე კომპანია „ვეგა+“ კი დავების საბჭოში უჩივის. მუნიციპალიტეტის საქმიანობით სუსი და …

„ჯივილში“ საზაფხულო კოლექციაზე ფასდაკლების აქცია გრძელდება

ბავშვთა ტანსაცმლისა და აქსესუარების მაღაზიაში – „ჯივილი“ ორმაგი აქცია ერთგული მომხმარებლებისთვის ისევ ძალაშია: #აიღე 2 ერთის ფასად და #70 % ფასდაკლება. აქცია გრძელდება საზაფხულო კოლექციის ამოწურვამდე. ასევე, განსაკუთრებული ფასდაკლებაა ბავშვების ველოსიპედებსა და ავტომანქანის უსაფრთხოების სავარძლებზე. #ჯივილშიუკეთესია გვეწვიეთ მისამართზე: ბათუმი, ზ. გორგილაძის ქუჩა N88

სმენაპროთეზირებულ ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამა აჭარის მუნიციპალიტეტებში

2019 წელს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ახალი პროგრამის “სმენაპროთეზირებულ ბავშვთა აბილიტაცია/რეაბილიტაციის” ამოქმედებას გეგმავს. პროგრამის მიზანია სმენაპროთეზირებული ბავშვების უზრუნველყოფა მათ საჭიროებებზე მორგებული სარეაბილიტაციო მომსახურების კურსებით. პროგრამა, ასევე, ითვალისწინებს რეაბილიტაციის პროცესში მშობლების მონაწილეობას, მათი პრაქტიკული ჩვევების განვითარებასა და შემდგომი სამოქმედო გეგმის შემუშავებას. პროგრამის მოსარგებლეები იქნებიან 3-დან 10 წლის ასაკის სხვადასხვა ხარისხის სმენადაქვეითებული, სმენაპროთეზირებული (სმენის აპარატი, კოხლეარული იმპლანტი) ბავშვები. სოციალური …

ოჯახში ძალადობა ბავშვების რეალურ ნახატებში

8 წლის იოანემ ასე გამოხატა საკუთარი თავი – შავ მდელოზე მარტო დადგა და სახე შავი ფანქრით გადაიხაზა. ფსიქოლოგის თქმით, იოანე დიდხანს ხატავდა მდელოს, ფანქარს ხელში ატრიალებდა და შავ ზოლებს ამუქებდა, გვერდით დაწყობილ ფერად ფანქრებს კი უყურადღებოდ ტოვებდა. ბოლოს, სულ რამდენიმე წამში, მიახატა იოანემ მდელოს საკუთარი თავი… მერე დასრულებამდე ისევ მოიმარჯვა ფანქარი და საკუთარი თავიც სწრაფად …

ბავშვები ბათუმის ბულვარში – მათ ღამით ქვაფენილსა და სკამებზე სძინავთ (ფოტო)

ზოგს სკამზე სძინავს, ზოგიც პირდაპირ ქვაფენილზეა გაწოლილი. „ბათუმელებმა“ ეს ბავშვები, ოთხი მოზარდი, 25 აგვისტოს, ღამის სამ საათზე დააფიქსირა. ყველა მათგანი გოგოა. „ბათუმელებმა“ აქამდეც დააფიქსირა რამდენიმე მოზარდი – ბიჭები, რომლებსაც ღამის საათებში ეძინათ ბულვარში სკამებზე. ჩვენ ვერ  მოვახერხეთ ბავშვებთან გასაუბრება და, შესაბამისად, იმის გარკვევა, სად ცხოვრობენ ისინი, ან რატომ გახდნენ იძულებული, ქუჩაში გაათიონ ღამე. ბათუმის ახალ …

ბიჭი, რომელმაც დედა სოციალური ქსელებით იპოვა

ლუკა 18 წლისაა, მაგრამ ჯერ კიდევ მინდობით აღზრდაში ცხოვრობს. ბიჭი თავიდან საოჯახო ტიპის სახლში ცხოვრობდა. ამ სახლში მხოლოდ 18 წლამდე შეიძლება გაჩერება. მინდობით აღზრდაშიც იმის გამო დატოვეს, რომ ეროვნულ გამოცდებს აბარებს. ლუკა საკუთარ თავზე და იმაზე თუ, როგორ იპოვა დედა 11 წლის ასაკში, თავად ჰყვება: „ბსუ-ში ფსიქოლოგის ფაკულტეტი ავირჩიე. იურისტობასაც ვფიქრობ, ეგეც ჩაწერილი მაქვს. და …

1496 ბავშვი მინდობით – ვითარება ბავშვთა სახლების შემდეგ [ინფოგრაფიკა]

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, საქართველოში მინდობით აღზრდაში სულ განთავსებულია 1496 ბავშვი; 2016 წლის მონაცემებით მინდობით აღზრდის ქვეპროგრამით ისარგებლა – 1355 ბავშვმა; 2017 წელს მინდობით აღზრდაში სახელმწიფო 1448 ბავშვზე ზრუნავდა; 2016 წელს მიმღები ოჯახის უპირატესობით მინდობით აღზრდიდან გაშვილდა 4 ბავშვი;  2017 წელს – 7; 2018 წელს – 5 ბავშვი; „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის“ …

ბიჭები მინდობით აღზრდიდან

ცოტნე მალე 18 წლის გახდება. ეს მისთვის ორმაგად ემოციური დაბადების დღეა – ხდება სრულწლოვანი და მიდის იმ სახლიდან, სადაც 4 წელი ცხოვრობდა მინდობით. ძალიან უნდა, რომ დამოუკიდებელი ცხოვრება დაიწყოს, მაგრამ მას კიდევ 7 და-ძმა ჰყავს და მათთან დაშორებაზე ფიქრი არ ასვენებს. ცოტნეს მსგავსად შემოდგომაზე სხვა ბიჭებს და გოგოებსაც უსრულდებათ 18 წელი – ისინიც მინდობით აღზრდაში …

რატომ გაძვირდა პარკში ატრაქციონები

ბათუმის ცენტრალურ პარკში იმ ატრაქციონების ფასი, რომელთა ბილეთიც 50 თეთრი ღირდა – გაორმაგდა, რამაც მშობლების უკმაყოფილება გამოიწვია. საქმე ის არის, რომ სულ ახლახან, ბათუმის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტომ ბათუმის ცენტრალურ პარკში მდებარე მიწის ნაკვეთები და საბაშვო ატრაქციონები 10-წლიანი იჯარით გასცა კერძო პირზე. როგორც ატრაქციონების ახალი მოიჯარე ეკატერინე ნიკოლაიშვილი ამბობს, ფასის ზრდის მიზეზი ის გადასახადები და …

როგორ გადავაჩვიოთ ღამის ქოთანს მიჩვეული ბავშვი უნებლიე შარდვას

შარდის შეუკავებლობა ხშირი პრობლემაა პატარებში. როგორც წესი, ბავშვების უმრავლესობა 5 წლის ასაკამდე სრულად არის მიჩვეული ტუალეტის გამოყენებას. თუმცა, ხდება ისეც, რომ მოულოდნელად, ღამის ქოთანს მიჩვეული ბავშვები კვლავ იწყებენ უნებლიე შარდვას. როგორც სპეციალისტები ამბობენ, უნებლიე შარდვის მიზეზები შესაძლოა იყოს როგორც ფიზიოლოგიური, ისე ფსიქოლოგიური. პირველ რიგში ფიზიოლოგიური მიზეზები უნდა გამოირიცხოს, ექიმს კი მაშინ უნდა მიმართოთ, როცა უნებლიე …

ვინ ისარგებლებს ორ წლამდე ბავშვების ძვალ-სახსართა დეფორმაციების უფასო დიაგნოსტიკით

ბავშვთა განვითარების ადრეულ ასაკში ძვალ-სახსართა თანდაყოლილი დეფორმაციების დიაგნოსტიკისთვის აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის პროგრამის ფარგლებში  80 800 ლარია გათვალისწინებული. პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ ხულოს, შუახევის, ქედის, ხელვაჩაურის და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ 0-2 წლამდე ასაკის ბავშვებს. ოფიციალური ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: ორთოპედის კონსულტაცია [პირველადი], პირველადი დიაგნოზის დაზუსტების მიზნით საჭიროების შემთხვევაში, რენტგენოლოგიური გამოკვლევა, ასევე, Ca-ის შემცველი მედიკამენტოზური პრევენცია. სამედიცინო …

რატომ ხედავს ბავშვი კოშმარს და როგორ უნდა დაეხმაროთ მას

თუ თქვენი ბავშვი ტირილით იღვიძებს, შეშინებულია და უჭირს დაძინება, დიდი ალბათობით მან კოშმარი ნახა. კოშმარი ცუდი სიზმარია, რომელიც აშინებს  და ძილს უფრთხობს ბავშვს. ფსიქოლოგი ირმა ფეიქრიშვილი ამბობს, რომ თუკი ბავშვს სრულყოფილად არ სძინავს და ღამით მისი გონება არ ისვენებს, დღის განმავლობაში ამის გამო  შესაძლოა, სერიოზულ პრობლემებს წავაწყდეთ. რატომ ესიზმრებათ პატარებს კოშმარი და როგორ დავეხმაროთ მათ ამ შიშის დაძლევაში, “ბათუმელების” კითხვებს …

Exit mobile version