მთავარი,სიახლეები

გადაწყდა 12-დან 15 წლამდე ბავშვების ვაქცინაცია – მინისტრის მოადგილე

09.11.2021
გადაწყდა 12-დან 15 წლამდე ბავშვების ვაქცინაცია – მინისტრის მოადგილე

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 12-დან 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში დასაშვებია „ფაიზერით“ ვაქცინაცია, მშობლის თანხმობით.

„12-დან 15 წლამდე ბავშვებს შეუძლიათ მიმართონ ამცრელ ცენტრებს და მიიღონ ვაქცინაცია „ფაიზერის“ დოზით“- განაცხადა თამარ გაბუნიამ დღეს, 9 ნოემბერს.

„ბევრმა ქვეყანამ დაიწყო ვაქცინაციის პროცესი, თუმცა საბედნიეროდ ბავშვებში ინფიცირების შემთხვევები მაღალი არ არის და არც გამოსავალია რთული, თუ საქმე არ გვაქვს რაიმე რთულ თანმხლებ დაავადებასთან“ – ამბობს თამარ გაბუნია.

მან დღეს ასევე ისაუბრა კორონავირუსის საწინააღმდეგო ბუსტერ დოზის მიღებაზეც. მისი თქმით, ბუსტერ დოზის მიღება შეუძლია ნებისმიერ პირს, რომელიც აცრილია ნებისმიერი ვაქცინით.

„სინოფარმით“ და „სინოვაკით“ აცრილებს შეუძლიათ ბუსტერ დოზა მიიღონ იმავე ვაქცინით ან „ფაიზერით“.  „ასტრაზენეკათი“ აცრილ პირებს კი ბუსტერ დოზად შეუძლიათ გამოიყენონ „ფაიზერი“ – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ბუსტერ დოზის მიღება დასაშვებია სრულად აცრიდან 6 თვის შემდეგ. „მხოლოდ 60 წლის ზემოთ პირების შემთხვევაში ბუსტერ დოზის მიღება რეკომენდებულია 3-დან 6 თვის შუალედში,“ – ამბობს გაბუნია.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: