ბათუმში ატრაქციონზე ბავშვი დაშავდა – „მხოლოდ ჯაჭვები შეცვალეს და ისიც ნაწილობრივ“

ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე, „მაკდონალდსის“ გვერდით არსებულ სკვერში, ატრაქციონზე 12 წლის ბავშვი დაშავდა. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. ფაქტს გვიდასტურებენ ბათუმის მერიაში, თუმცა ამბობენ, რომ სკვერში ატრაქციონები გამართულია და არ აქვთ ინფორმაცია, რამ გამოიწვია ბავშვის დაზიანება. „ბათუმელები“ ესაუბრა ბავშვის დეიდას, რომელიც ამბობს, რომ საქანელა, რომელზეც მისი დისშვილი დაშავდა, არაერთხელ ყოფილა დაზიანებული და მშობლები თავად ცდილობდნენ შეკეთებას. …

სასულიერო პირები საჯარო სკოლებში კლუბებს ხსნიან – განათლების სამინისტრო

განათლების სამინისტრომ „ღირებულებითი განათლების პროგრამაში“ ჩართული სასულიერო პირები და მოსწავლეები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა. სამინისტროს ინფორმაციით, საპატრიარქოს სასულიერო პირებს 141 სკოლაში 175 კლუბი აქვთ გახსნილი, „სექტემბრიდან კი ისინი ახალ კლუბებს გახსნიან და ამ მიზნით 129 სასულიერო პირი გადამზადდა“, – წერს სამინისტრო. მათივე ინფორმაციით, კლუბებში 4 375 მოსწავლეა ჩართული. სამინისტროს განცხადებით, პროგრამაში ჩართული არიან აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე …

„3 წუთი ბავშვი იატაკზე იწვა უყურადღებოდ“ – რა მოხდა პირველი არხის ეთერში

9 ივნისს, საზოგადოებრივი არხის ეთერში პირდაპირი ეთერის დროს, კონცერტის მსვლელობისას 10 წლის გოგონა სცენაზე მოწყვეტით დაეცა. თუმცა არც კონცერტი და არც პირდაპირი ეთერი არ შეწყვეტილა. ბავშვის დაცემის ვიდეო გუშინ, 10 ივნისს გაავრცელა ბავშვის ბებიამ ფეისბუქით, დღეს კი მედიასაშუალებებში გავრცელდა. ვიდეოს აღწერაში ბავაშვის ბებია წერდა, რომ ბავშვი სამი წუთის განმავლობაში უყურადღებოდ იწვა იატაკზე. „ამ სამი წუთის …

ბათუმში, კლინიკაში გარდაცვლილი ბავშვის საქმეზე გამოძიება დაიწყო

ბათუმში, იაშვილის კლინიკაში, 13 წლის ლუკა ჩხიკვიშვილის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს. ლუკა ჩხიკვიშვილი გუშინ კლინიკაში ხელის მოტეხილობით შეიყვანეს, თუმცა ის ოპერაციამდე გარდაიცვალა. ოჯახის წევრების თქმით, ბავშვის გარდაცვალება ნარკოზის დიდმა დოზამ გამოიწვია. „ან მეტი მისცა [ნარკოზი] ან ჩქარა გაუკეთა“, – ამბობს გარდაცვლილი ბავშვის ოჯახის ერთ-ერთი წევრი …

ბათუმში, იაშვილის ჰოსპიტალში 12 წლამდე ბავშვი გარდაიცვალა

ბათუმის იაშვილის კლინიკაში 12 წლამდე ბავშვი გარდაიცვალა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, მოზარდი კლინიკაში ხელის მოტეხილობით მიიყვანეს, თუმცა რა გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი, ამ ეტაპზე არ არის დაზუსტებული. დეტალების გასარკვევად „ბათუმელები“ დაუკავშირდა ბათუმში მდებარე იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტლის პრესსამსახურს, სადაც გვითხრეს, რომ ინფორმაციას იმ შემთხვევაში მოგვაწვდიან, თუკი ოფიციალური კომენტარი გაკეთდება კლინიკის ადმინისტრაციის მხრიდან ამ …

ბათუმის საბავშვო ბაღებში ელექტრონული რეგისტრაცია 5 ივნისს იწყება

ბათუმის საბავშვო ბაღებში რეგისტრაციის პირველი ეტაპი 5 ივნისს, 10:00 საათზე დაიწყება და 25 ივნისის 00:00 საათამდე გაგრძელდება. ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების ინფორმაციით, პირველ ეტაპზე რეგისტრაციას გაივლიან და ეტაპობრივად ჩაირიცხებიან, პრიორიტეტით გათვალისწინებული სტატუსის მქონე აღსაზრდელები: ოჯახი, რომელიც რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და რომელთა სარეიტინგო ქულა შეადგენს 100 000 და ნაკლებს; მრავალშვილიანი (ოთხი და მეტი …

დიუშენის მქონე ბავშვების მშობლებს არ მისცეს სამთავრობო ღონისძიებაზე შესვლის უფლება

დღეს, 26 მაისს, თბილისში, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლებს საქართველოს დამოუკიდებლობის აღსანიშნავ ღონისძიებაზე შესვლის და გადაადგილების უფლება არ მისცეს, არც ბანერით და არც ბანერის გარეშე. „ბანერზე ეწერა – „წამალი ბავშვებს“ – მეტი არაფერი და ბანერი არ შეგვატანინეს 26 მაისის დამოუკიდებლობის აქციაზე“- ამბობენ დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლები. „ვერ შეხვალთ, ღონისძიება მიმდინარეობს“ – უთხრა მშობლებს …

მასწავლებლებმა 5 416 ლარი ჩაურიცხეს დიუშენით დაავადებულ ბავშვებს ორ დღეში

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მხარდამჭერ მარათონს მასწავლებლების ნაწილიც შეუერთდა. როგორც მარათონის მხარდამჭერი ერთ-ერთი მასწავლებელი გურიიდან, ირმა გორდელაძე ამბობს, ბავშვების დასახმარებლად პედაგოგებმა 25 მაისისთვის 5 461 ლარის გადარიცხვა მოახერხეს. დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მხარდამჭერი მარათონი ილიაუნის სტუდენტებმა ორი დღის წინ წამოიწყეს და ორ დღეში, ორ მილიონამდე ლარის შეგროვება შეძლეს. თანხის ჩარიცხვები ბავშვების დასახმარებლად ისევ გრძელდება. …

„წამალი ბავშვებს!“ – კამპანიაში, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულთა კლუბიც ჩაერთო

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მხარდამჭერ კამპანიაში „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ ათეულთა კლუბიც ერთვება. ამის შესახებ ეროვნული ჯილდოს მფლობელი პედაგოგი, ლადო აფხაზავა წერს ფეისბუქზე. „ჩვენ, მასწავლებლები ვზრდით მომავალ თაობებს – სიტყვით, ცოდნით, სიყვარულით, ოღონდ უფრო მეტად, მაგალითებით. დღეს დიუშენის სინდრომით დაავადებულ ბავშვებს ყველაზე მეტად ჩვენი თანადგომა სჭირდება. თითოეულ ჩვენთაგანს შეუძლია თუნდაც მცირედ ხელის გაწვდენით, წვეთ-წვეთობით ავავსოთ სიკეთის …

კობახიძემ საპატრიარქოს 5 მილიონ 300 ათასი ლარი გამოუყო სარეზერვო ფონდიდან

„ქართული ოცნების“ მთავრობამ საქართველოს საპატრიარქოს 5 მილიონ 300 ათასი ლარი გამოუყო სარეზერვო ფონდიდან. მთავრობის განკარგულების მიხედვით, ამ თანხით დაფინანსდება ღონისძიებები, რომლებიც ეძღვნება „საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს“. სარეზერვო ფონდიდან 5 მილიონის გამოყოფის განკარგულებას ირაკლი კობახიძემ ხელი 21 მაისს მოაწერა. მთავრობის ფეისბუქის გვერდზე გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, აღნიშნული ღონისძიებები 2026 წლის პირველი ივნისიდან მიიღებს „მასშტაბურ …

„ჩვენ მივდივართ ივანიშვილის სახლთან“ – მშობლების პროტესტი

ხვალ, 6 მაისს კი, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები, წამლის მოთხოვნით, საპროტესტო აქციას ბიძინა ივანიშვილის სახლთან გამართავენ. დღეს კი მათ საპასუხოდ „ოცნების“ მთავრობის პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ ეს განცხადება გააკეთა:  „გონივრული გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული, ყველა რისკ-ფაქტორი გათვალისწინებული, მათ შორის „ფარმაცევტული მაფიის“ ინტერესები. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი“. მშობლები 15 დღეზე მეტია, მთავრობის კანცელარიის ეზოში …

„ბავშვებმა უნდა მიიღონ წამალი. სკოლის ფორმებისთვის 44 მლნ გადაყრილი ფულია“ – ინტერვიუ

„დღეს ეს 44 900 000 ლარი ეკუთვნით დიუშენით დაავადებულ ბავშვებს. სწავლის ხარისხს და მოსწავლის ქცევას ფორმა ვერ გამოასწორებს“- ამბობს განათლების ექსპერტი სიმონ ჯანაშია. როგორ უნდა იხარჯებოდეს ბიუჯეტიდან 44 მლნ ლარი ეფექტურად ქვეყანაში, სადაც ბავშვების მშობლები წამლის მოთხოვნით უწყვეტ აქციებს მართავენ, ბავშვების ნაწილს საკმარისი საკვები არ აქვს, მმართველი პარტია კი სასკოლო ფორმების შემოღებას მიიჩნევს განათლების სისტემის …

ბათუმში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მხარდამჭერი აქცია გაიმართება

27 აპრილს, ბათუმში, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისა და მშობლების მხარდამჭერი აქცია გაიმართება. სოლიდარობის აქცია ბათუმში 17:00 საათზე დაიწყება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წინ. სიცოცხლის უფლება ჩვენი კონსტიტუციის მე-10 მუხლით გათვალისწინებული ხელშეუხებელი უფლებაა, რომელსაც იცავს კანონი. დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები ორ კვირაზე მეტია საპროტესტო აქციას მართავენ თბილისში, სახელმწიფო კანცელარიის ეზოში. მშობლები ღია ცის ქვეშ …

„თომას ბედი ჰქონია, რადგან აშშ-ში გაჩნდა“ – როგორ და რითი მკურნალობენ ამერიკაში დიუშენის დისტროფიას

თიკო თედელურს სამი შვილი ჰყავს. მის ორ შვილს – 7 წლის თომას და 6 წლის თეოდორეს დიუშენის კუნთოვანი დისტროფია აქვთ. თიკო ამბობს, რომ თომას გაუმართლა, რადგან ის აშშ-ში დაიბადა და მის მკურნალობას სრულად უზრუნველყოფს ამერიკის შეერთებული შტატები. თეოდორეს გადასარჩენად კი, რომელიც ახლა საქართველოშია, თიკოს ოჯახის წევრები ქუჩაში, მთავრობის კანცელარიასთან ღამეებს ათევენ. როგორ მკურნალობენ ამერიკაში დიუშენის …

„ყველა მხრიდან მესმოდა მშობლის ტირილის ხმა“ – მთავრობა, რომელიც ბავშვებსაც ემალება

„მშობელი ამბობდა, ვკითხე ჯანდაცვის მინისტრს, შენი შვილი რომ ყოფილიყო, ჩემს ადგილზე რას იზამდი“ და მინისტრმა მიპასუხა „ღმერთმა დაიფაროს ჩემი შვილიო“. მინისტრის შვილია, მოსამსახურის თუ სხვა ნებისმიერი ადამიანის, უნდა იყოს დაცული ამ ქვეყანაში. არავის შვილი არ უნდა იდგეს კანცელარიასთან და არავის შვილი არ უნდა ითხოვდეს გადარჩენას. ძალიან უხერხულია, სიცოცხლისთვის ბრძოლა რომ უწევთ ამ ქვეყანაში ადამიანებს, ბავშვებს …

„თვეში 1500 ლარის წამალი სჭირდება, რომ ისუნთქოს“ – მარიამის დედა დახმარებას ითხოვს

„მარიამი რომ გადარჩეს და სუნთქვა შეძლოს, თვეში მინიმუმ 1500 ლარის მედიკამენტი გვჭირდება. მთავრობა არაფერში არ გვეხმარება, იქნებ თქვენ, ადამიანები დაგვეხმაროთ,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ თამუნა ჭეიშვილი. იგი 1 წლის და 3 თვის მარიამის დედაა. თამუნა გვიყვება, რომ მარიამი თანდაყოლილი გულის მანკით დაიბადა, უკვე სამი ოპერაცია ჩაუტარდა და პერიოდულად ჟანგბადის აპარატის გამოყენება სჭირდება, ბავშვმა სუნთქვა რომ შეძლოს. …

„შავი ჯიპებით მიჰყავთ შვილები სკოლებში, არ იციან, რომ სიღარიბე არსებობს“ – ქუჩის გამოკითხვა ბათუმში

„ოცნების“ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში გამოსვლის დროს თქვა, რომ საქართველოში შობადობის კატასტროფული კლების მიზეზი ეკონომიკური და სოციალური პრობლემების კი არა,„მსოფლმხედველობრივი მიზეზია“. რას ამბობენ მოქალაქეები, მათი აზრით, რა ფაქტორების გამო იკლებს შობადობა? – ნახეთ „ბათუმელების“ ქუჩის გამოკითხვა.

„ციხე 10 წლის ბავშვისთვის დაუშვებელია“ – როგორ აპირებს „ოცნება“ ბავშვების დასჯას

„ქართული ოცნება“ აპირებს დასაჯოს 10-დან 14 წლამდე კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვები და „რეაბილიტაციის“ სახელით გამოკეტოს სპეციალურ დაწესებულებაში, რომელსაც ნებართვის გარეშე ვერ დატოვებენ. ბავშვთა უფლებადამცველები ამ ინიციატივას აპროტესტებენ და მიიჩნევენ რეპრესიულად, რადგან მათი განცხადებით, 14 წლამდე ბავშვი სამართლებრივად ვერ ჩაიდენს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, რადგან კანონით მათთვის ასეთი პასუხისმგებლობა საერთოდ არ არსებობს. ამ ინიციატივით …

„ჩვენ წინააღმდეგ გადადგმული ყველა ნაბიჯი არის ბავშვების წინააღმდეგ“ – PHR

ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) წლებია ძალადობის მსხვერპლი ქალებისა და ბავშვების, ასევე შშმ პირების უფლებებს იცავს და 1000-მდე საქმეში უწევს მათ სამართლებრივ დახმარებას. ორგანიზაცია იცავს სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვების უფლებებსაც. რაჟდენ კუპრაშვილის ანტიკორუფციული ბიურო PHR-ისგან ითხოვს ყველა ტიპის ინფორმაციას, მათ შორის ფინანსურ დოკუმენტებს და ამ ფორმით ცდილობს არასამთავრობო ორგანიზაციაზე ზეწოლას. „ბათუმელები“ ორგანიზაციის დირექტორს, თამარ გაბოძეს …

5 წლის დაჩის დედა დახმარებას ითხოვს – „მხედველობის 20% აქვს დარჩენილი“

5 წლის დაჩი ფეიქრიშვილს შველა სჭირდება. დაჩის დედის, ნათია თანდაშვილის თქმით, ბავშვს თვალის ფსკერის მოტეხილობა აქვს და თუ დროულად არ უმკურნალებენ, შეიძლება ცალ თვალში მხედველობა დაკარგოს. 5 წლის დაჩის სამედიცინო დახმარებისთვის თანხა სჭირდება. მისი დიაგნოზია: მარჯვენა თვალბუდის ფსკერის შეძენილი დეფორმაცია. დაჩი ფეიქრიშვილი რამდენიმე თვის წინ სახლის მეორე სართულიდან ჩამოვარდა და სხვადასხვა დაზიანება მიიღო, მათ შორის, …

ბათუმში მატარებელი ბავშვს დაეჯახა – მას ოპერაცია უტარდება

ბათუმში, ბონის დასახლებაში, მატარებელმა ბავშვს ფეხზე გადაუარა. დაშავებული ბავშვი კლინიკაში გადაიყვანეს. როგორც რესპუბლიკურ საავადმყოფოში „ბათუმელებს“ უთხრეს, დაშავებულ ბავშვს ამ წუთებში ოპერაცია უტარდება. შემთხვევა დღეს, 17 აგვისტოს, საღამოს საათებში მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 275-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. __________________ მსგავს თემაზე:  …

მარნეულში წყლის არხში ჩვილის ცხედარი იპოვეს

მარნეულის მუნიციპალიტეტში, სარწყავ არხში ჩვილის ცხედარი იპოვეს. „ბათუმელებს“ ინფორმაცია შს სამინისტროში დაუდასტურეს. შსს-ს ინფორმაციით, გარდაცვლილი ჩვილი მამრობითი სქესისაა. გამოძიება დაწყებულის სსკ-ის 116-ე მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

3 წლის ბავშვზე ზიანის მიყენებისთვის ექიმს 6 თვით პროფესიული საქმიანობა შეუჩერდა – საია

საიას ინფორმაციით, სამი წლის ბავშვისთვის გაწეული არასწორი, არაკვალიფიციური სამედიცინო დახმარების შედეგად გამოწვეული ზიანის ანაზღაურება დაევალა სამედიცინო დაწესებულებას. სამი წლის ბავშვისა და მისი ოჯახის ინტერესებს საიას ქუთაისის ფილიალი იცავდა. „საქმეში არსებული მტკიცებულებების მიხედვით, 3 წლის პაციენტი სამედიცინო დახმარებისთვის მიიყვანეს ქუთაისში მდებარე ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში. ბავშვს უცხო სხეული (პლასტმასის ბურთულა) ჰქონდა ყურში მოთავსებული და საჭირო იყო მისი  …

რატომ გააძევეს სასტუმროდან აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვი და მისი დედა – „არ ვარ ვალდებული აგიტანოთო“

„არ შეიძლება მშობელს უთხრა ბავშვის გასაგონად: „ამოიყვანე აუზიდან, ფულს გიბრუნებ და წადით“, „შენ არ გითქვამს, რომ ასეთი აუტისტი იყო, თორემ არ მიგიღებდით“, „არ ვარ ვალდებული აგიტანოთ“, – ამბობს 12 წლის ქეთი ლიპარტელიანის დედა, გვანცა გულიაშვილი „ბათუმელებთან“. ქეთი აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვია და დედასთან ერთად სურამში უნდა დაესვენა 5 დღით, მერიისგან მიღებული ვაუჩერით. თუმცა როგორც დედა, …

ახალციხეში ბაგა-ბაღში 2 წლის ბავშვი გარდაიცვალა

გამოცემა „სამხრეთის კარიბჭის“ ინფორმაციით, დღეს, 5 მაისს, ახალციხეში კერძო ბაგა-ბაღში მცირეწლოვანი ბავშვი გარდაიცვალა. გამოცემის ინფორმაციით, სამხარაულის ახალციხის ბიუროს ექსპერტის განმარტებით, ბავშვი 2 წლის იყო. რა გახდა ბავშვის გარდაცვალების მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 116-ე მუხლით, რაც გულისხმობს გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას.

6 წლის გაბრიელს დახმარება სჭირდება – „აუცილებელია მედიკამენტი, რისთვისაც თანხა არ გვყოფნის“

6 წლის გაბრიელ მიშელაძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება. როგორც ბავშვის ბებია, ეკატერინა ბოს­ტან­ჯი­ე­ვა „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, გაბრიელს საბერძნეთში რთული ოპერაცია ჩაუტარდა, ამჟამად მას ძვირადღირებული მედიკამენტები ესაჭიროება, რომელიც სასწრაფო და აუცილებელია დაავადების დასამარცხებლად. „ბავშვს კისრის არეში აქვს ხრტილოვანი სიმსივნური წანაზარდები და ამაზე ჩაუტარდა ორი ოპერაცია. ახლა სჭირდება აუცილებელი მედიკამენტები (ნემსები), რომელსაც აშშ-იდან ვიწერთ და ძვირი გვიჯდება. 6 …

KIABI-ს ახალი საბავშვო ფორმატის ფილიალი ბათუმში Metro City Mall-ში ვიზიტორებს 24 აპრილიდან ელის

წამყვანი ფრანგული მოდის ბრენდის KIABI-ს ახალი საბავშვო ფორმატის ფილიალი ბათუმში Metro City Mall-ში ვიზიტორებს 24 აპრილიდან ელის. ფილიალში წარმოდგენილი იქნება 0-12 წლამდე ბავშვის ტანსაცმლის, აქსესუარების, შიდა თეთრეულისა და ფეხსაცმლის უახლესი კოლექცია. თითოეული პროდუქტი დამზადებულია ეკოლოგიურად სუფთა ქსოვილისგან, გამოირჩევა კომფორტითა და ხელმისაწვდომი ფასით. KIABI არის ფრანგული მოდის ბრენდი, მთელი ოჯახისთვის, 24 აპრილიდან კი, გახსნის პირველ საბავშვო …

როგორ ახალისებენ შობადობას ფინეთში და რა ხდება საქართველოში

უკანასკნელი მონაცემებით, საქართველოში უფრო მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა. 2023 წელს საქსტატის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკა ამის უტყუარი მტკიცებულებაა. რას აკეთებს სახელმწიფო დემოგრაფიული სურათის შესაცვლელად და რატომ შემცირდა შობადობა საქართველოში? „ბათუმელები“ დედებს ესაუბრა, რომლებმაც შვილები ახლახან გააჩინეს. ყველა მათგანი ამბობს, რომ საქართველოში ბავშვის გაჩენა, გაზრდა და განათლების მიცემა ძვირია. სახელმწიფო არცერთ ეტაპზე დედებს და ახალბედა ოჯახებს …

„ოცნება“ ომით ბათუმში უკვე ბავშვებსაც აშინებს

„ეს ყველაფერი, ომის უბედურებები“, „წარმოიდგინეთ, ერთი ტყვიის გავარდნამაც კი, რა შედეგები შეიძლება გამოიწვიოს“, „გვაიძულებენ, რომ აუცილებლად ჩავერთოთ იმ ბრძოლაში, რომელსაც ომი ჰქვია“, – ამ ფრაზებით აშინებდა 7 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ დეპუტატი, ტიტე აროშიძე ბათუმში პატარა ბავშვებს და მოზარდებს, რომლებიც საგანგებოდ ჰყავდათ შეკრებილი წინასაარჩევნო გზავნილების მოსასმენად. შეხვედრის ამსახველი ვიდეო „ბათუმელებმა“ გადაიღო. ბავშვებს ომსა და „იძულებით ომში …

ბავშვთა და მოზარდთა გასართობი ცენტრი „სონიკი“ საშემოდგომო აქციას გთავაზობთ

ოქტომბრისა და ნოემბრის თვეში ჯავშნებზე, „სონიკის“  სამზარეულოში გადახდილ  ყოველ 700 ლარზე შეგიძლიათ ისარგებლოთ 20% -იანი, ხოლო ყოველ გადახდილ 1500 ლარზე 30% – იანი ფასდაკლებით. ასევე იმ იუბილარებს, ვინც უკვე „სონიკში“ გადაიხადა დაბადების დღე და წელსაც დაჯავშნის აქ, ფეიერვერკს, ვარსკვლავსა და ქაღალდის შოუს აჩუქებენ! „სონიკის“ პროგრამებია: გასართობი ცენტრი გთავაზობთ გასვლით პროგრამებსაც. ჩვენი უნიჭიერესი ანიმატორები  და მთელი …

ბავშვები ბანაობენ შადრევანში, სადაც წყალქვეშა სანათებია მოწყობილი – დაცულია უსაფრთხოება?

ბათუმში, აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობის წინ, სკვერში არსებულ პატარა შადრევანში ბავშვები ბანაობენ. ფაქტის ამსახველი ფოტოები „ბათუმელებს“ მოქალაქემ მოაწოდა. კადრში ჩანს სამი მცირეწლოვანი ბავშვი, რომლებიც აუზიდან ამოდიან. ტენდერის დოკუმენტების თანახმად, შადრევნის შიგნით 2 წყალქვეშა სანათია დამონტაჟებული, შესაბამისად, არსებობს დენის წყარო, რაც შესაძლოა სახიფათო იყოს ბავშვებისთვის. როგორც თვითმხილველმა გვითხრა, შადრევანში ბავშვების ჩასვლაზე რეაგირება არ მოუხდენია უმაღლესი საბჭოს …

ბავშვების ჯანმრთელობა ზაფხულში – როდის უნდა დაუკავშირდეთ ექიმს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი წერს, რომ ზაფხულის სეზონზე, ძლიერმა სიცხემ, ბავშვებში შესაძლოა გამოიწვიოს სხვადასხვა ფორმის დაავადებები, ამიტომაც, საეჭვო სიმპტომების გაჩენისთანავე უნდა დაუკავშირდეთ ექიმს. ძლიერმა სიცხემ შესაძლოა გამოიწვიოს დეჰიდრატაცია, ორგანიზმის გამოფიტვა, კრუნჩხვითი მოვლენები, სისხლის მიმოქცევის მოშლა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, დაუკავშირდით ექიმს თუ ბავშვს აქვს: სისუსტე, ძლიერი დაღლილობა, თავის ტკივილი, ცხელება, გულისრევა, ღებინება, დაბუჟება, ქცევის …

ბავშვთა გასართობი ცენტრი “სონიკი” ბათუმში | გასართობი პროგრამა, ფასები

ქალაქ ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩის ნომერ 44-ში ბავშვებისთვის და მათი მშობლებისთვის საყვარელი გასართობი ცენტრი “სონიკი” თითქმის ერთი წელია რაც გაიხსნა და ამ დროში მოასწრო და უმასპინძლა უამრავ დაბადების დღესა თუ მხიარულ ღონისძიებას. სონიკის დამფუძნებელი შორენა თავდგირიძე ამბობს, რომ თავადაც დიდი ხანი უწევდა ხოლმე გასართობი ცენტრის ძებნა, როცა შვილებს დაბადების დღე ჰქონდათ, ასე რომ საყვარელი გმირით, სონიკით …

10 ათასზე მეტი მშობელი სკოლაში უფასო კვების დანერგვას მოითხოვს

არასამთავრობო ორგანიზაცია „მშობლები განათლებისთვის“ ინიციატივით პეტიცია მომზადდა, რომელიც სკოლებში უფასო კვებას შეეხება. ინიციატივას შეუერთდა განათლების კოალიციაც, რომელიც მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს დამფუძნებელია. პეტიციას ამ დროისთვის ათი ათასზე მეტი ადამიანი აწერს ხელს. მოქალაქეები სკოლებში ჯანმრთელობისთვის ზიანის მომტანი პროდუქტებით ვაჭრობის აკრძალვას და სასკოლო კვების პროგრამის დანერგვას მოითხოვენ. ორგანიზატორების განცხადებით, გაკვეთილებს უმეტესად „მშიერი ბავშვები ესწრებიან“, რაც მოსწავლეების სწავლის ხარისხს …

როცა ახალშობილი მიატოვეს – რატომ არ ვსვამთ კითხვას, სად არის მამა?

ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთ კლინიკაში ახალშობილი დატოვეს. ეს ამბავი კლინიკის ექიმმა გააგებინა საზოგადოებას ფეისბუქით და თან დედის დასჯა მოითხოვა შვილის დატოვების გამო. ფაქტს მწვავედ გამოეხმაურა საზოგადოებაც. თუმცა ეს ხმა, ქალს ნაკლებად თანაუგრძნობდა. არცერთი კრიტიკული კითხვა, რომელიც მიტოვებული ბავშვის ირგვლივ დაისვა, არ უკავშირდებოდა მამას, ანუ კაცს. რა კითხვები უნდა დავსვათ, როცა მსგავსი შემთხვევა ხდება და ვისი …

4 წლის იყო, როცა ლაშქრობაში პირველად წავიყვანე – ბავშვები მთაში

8 წლის ანდრია მჭედლიშვილმა ერთ დღეში მწვერვალი როშკახოხი დალაშქრა, რომელიც ზღვის დონიდან 3562 მეტრია. გაიარა 24 კმ-ი. ეს ანდრიას პირველი რთული ლაშქრობა იყო. თუმცა, როგორც ანდრია დედას, თეონა ჯახუტაშვილი „ბათუმელებს“ უყვება, ანდრია სულ რაღაც 4 წლის იყო, როცა პირველად წაიყვანა ლაშქრობაში, ატენის ხეობაში, სადაც წეროს ხევი დალაშქრა. მაშინ ანდრიამ დამოუკიდებლად 6 კილომეტრი გაიარა. მეორედ უკვე …

Exit mobile version