რატომ არემონტებს ბინას ფინანსთა სამინისტრო ბათუმში – ტენდერი 41 ათასი ლარით

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ბათუმში, სტეფანე ზუბალაშვილის ქუჩა N37-ში მდებარე კორპუსის მე-2 სართულზე ბინას არემონტებს. სამუშაოებისთვის აჭარის ბიუჯეტიდან 41 540 ლარია გამოყოფილი. სამინისტრომ ამ თანხით ტენდერიც გამოაცხადა. პირობაში აღნიშნულია, რომ ბინაში ოფისი მოეწყობა – ცენტრალური გათბობით, ვიდეოსამეთვალყურეო და სახანძრო სიგნალიზაციის სისტემებით, კომპიუტერული ქსელით. ბინის გასარემონტებლად გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება 2022 წლის 4 თებერვალს დაიწყება …

ოთარ დიასამიძე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ დანიშნეს

ოთარ დიასამიძე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა. ოთარ დიასამიძე პროფესიით იურისტია და აქამდე აჭარის მთავრობის აპარატის იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსის პოზიციაზე მუშაობდა. ოთარ დიასამიძის თქმით, ახალი წლიდან შეუდგა ახალ სამსახურში საქმიანობას. ახალ წლამდე ამ პოზიციაზე თორნიკე კუჭავა მუშაობდა. ოთარ დიასამიძე აცხადებს, რომ მას ახალ თანამდებობაზე მუშაობა თორნიკე რიჟვაძემ [აჭარის …

აჭარაში ბიზნესმენს დოკუმენტების გაყალბებას ედავებიან, მას 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, აჭარაში, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების და სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში ერთი პირი მისცეს. საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მისი ფაქტობრივი მართვის ქვეშ მყოფი ორი კომპანიის სახელით, ურთიერთშორის ფიქტიურად გაწერა ჯამში 1 079 560 ლარის ღირებულების …

მინისტრი მალავს, სად აკეთებს მთავრობა ბათუმში 22 ჰექტარზე ტურისტულ ატრაქციას

„დაველოდოთ მოვლენებს“ – კომუნიკაციის ეს ფორმა აირჩია ჯაბა ფუტკარაძემ, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, საზოგადოებისთვის კონკრეტული ინფორმაციის მიწოდების ნაცვლად. მას არჩევნებამდე 2 დღით ადრე აჭარის მთავრობაში დაანონსებულ საინვესტიციო პროექტზე – 22 ჰექტარზე ტურისტული ატრაქციის მოწყობის შესახებ ვკითხეთ. დღეს, 30 სექტემბერს, აჭარის მთავრობის სხდომაზე თორნიკე რიჟვაძემ, უკვე ხელოვნური კუნძულის შემდეგ, მორიგი მასშტაბური პროექტი ისე დააანონსა, რომ …

„ოცნების ქალაქის“ დაგეგმარებაზე დოკუმენტებს სამინისტრო ხელახლა განიხილავს

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკონკურსო კომისია დაეთანხმა დავების საბჭოს გადაწყვეტილებას, რომლითაც კომისიის წინააღმდეგ ამხანაგობა „მეგაპოლისის“ საჩივარი სრულად დაკმაყოფილდა. საჩივარი „ოცნების ქალაქის“ ტერიტორიის დეტალური გეგმის შემუშავებაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსს ეხებოდა. საკონკურსო კომისიამ ამხანაგობა „მეგაპოლისს“ ამ კონკურსში დისკვალიფიკაცია მისცა. სამინისტროს საკონკურსო კომისიამ უკვე გააუქმა მის მიერ ადრე მიღებული ოქმი და კონკურსში …

რა შენიშვნა მისცეს აჭარის ეკონომიკის სამინისტროს ოცნების ქალაქის კონკურსზე

შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭომ სრულად დააკმაყოფილა ამხანაგობა „მეგაპოლისის“ საჩივარი და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკონკურსო კომისიას დაავალა გააუქმოს მის მიერ ადრე მიღებული გადაწყვეტილება და კონკურსში მონაწილე პრეტენდენტების დოკუმენტების შერჩევა-შეფასება განახორციელოს კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით. საჩივარი „ოცნების ქალაქის“ ტერიტორიის დეტალური გეგმის შემუშავებაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსს ეხებოდა. შესყიდვების პორტალის მიხედვით, კონკურსში …

ჭოროხისპირას მთავრობა ამჯერად 39 790 კვ.მ მიწას ყიდის – აუქციონი

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ბათუმში, ჭოროხის ქუჩის მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთების გაყიდვას აგრძელებს. ამჯერად 5 ელექტრონულ აუქციონზე 6 ნაკვეთი იყიდება. ნაკვეთების საერთო ფართობი 39 790 კვადრატული მეტრია, გასაყიდი საწყისი ფასი კი, ჯამში 4 698 000 ლარი. ყველა ნაკვეთი პირობით იყიდება. პირობები იდენტურია – მომავალმა მყიდველმა თითოეულ ნაკვეთებზე დახურული ტიპის სასაწყობე მეურნეობა უნდა აამოქმედოს და …

როგორი იქნება „ოცნების ქალაქი“ – საჩივარი სამინისტროს წინააღმდეგ დავების საბჭოში

ბათუმში, ე.წ. „ოცნების ქალაქის“ ტერიტორიის განაშენიანების დეტალური გეგმისა და ამავე გეგმის მიხედვით, ერთ-ერთ კვარტალში საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობისთვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის კონკურსში ოთხი პრეტენდენტი მონაწილეობდა, აქედან სამი – ამხანაგობაა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, ოთხი მონაწილიდან ორს [„მეგაპოლისი“ და „ინჟარქიტექტი“] დოკუმენტაციის გამო დისკვალიფიკაცია მიენიჭა. მათგან ერთ-ერთი, ამხანაგობა „მეგაპოლისი“ კი, აჭარის ფინანსთა და …

314 ჰექტარი ზღვისპირას – „გონიოს პოლიგონის“ ათვისების გეგმა ისევ არ არსებობს

გონიოში, ჭოროხის შესართავთან, 314 ჰექტარი ზღვისპირა ტერიტორიის განვითარების რეალური გეგმა დღემდე არ არსებობს. საუბარია ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორიაზე, სადაც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით: „მიმდინარე ეტაპზე, ინფრასტრუქტურული და საინვესტიციო პროექტების განხორციელება არ განიხილება“. ყოფილი პოლიგონის ტერიტორიის განვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაცია აჭარის ფინანსთა სამინისტროდან „ბათუმელებმა“ წერილობით გამოითხოვა. „მითითებული მიწის ნაკვეთები მოქცეულია ჭარბტენიანი ტერიტორიების დამცავ ქსელში, რომლის …

გასაყიდი მიწის ნაკვეთები ზღვასთან მშენებლობის პირობით

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ჩაქვში, ზღვასთან ახლოს შენობას [021.90კვ.მ.] და 6036 კვ.მეტრ მიწის ნაკვეთს პირობიანი აუქციონის წესით ყიდის. ქონების საწყისი ფასი 1 მილიონი ლარია, ბიჯი – 250 000 ლარი. ტერიტორიაზე მრავალწლოვანი ნარგავებია. მიუხედავად ამისა, სამინისტრო მიწის ნაკვეთს მშენებლობის პირობით ყიდის. ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 თვის ვადაში მყიდველმა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს არქიტექტურული პროექტის …

„ოცნების ქალაქის“ ტერიტორიას სამინისტრო გასაყიდად ამზადებს

აჭარის მთავრობა „ოცნების ქალაქის“ ტერიტორიას, სადაც თვითნებურად აშენებული სახლები დგას, საინვესტიციოდ ამზადებს. ფრიდონ ხალვაშის გამზირის მიმდებარედ არსებული ტერიტორიის საერთო ფართობი 140 551 კვ/მ-ია. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ამჯერად აღნიშნული ტერიტორიის განაშენიანების დეტალურ გეგმას [გდგ-ს] შეისყიდის. ტერიტორიის ერთ-ერთ კვარტალში სოციალური დანიშნულების მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსიც უნდა დაგეგმარდეს, რომელშიც ბინებს „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებლებს გადასცემენ. „დამკვეთის მიერ მითითებულ …

როგორ მუშაობს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო – აუდიტის შეფასება

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე სახელმწიფო აუდიტის კრიტიკული შეფასების გამო ბულვარის დირექტორის სამსახურიდან დათხოვნას ამართლებს და ამავდროულად სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებზე აკეთებს აქცენტებს. „ბათუმელები“ დაინტერესდა,  რას წერს და როგორ აფასებს აუდიტის სამსახური თავად ჯაბა ფუტკარაძის უწყების მუშაობს. სახელმწიფო აუდიტი წერს, რომ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო სახელმწიფო ქონებას არაეფექტურად განკარგავს, ზოგ შემთხვევაში უარგუმენტოდ …

როცა აუდიტის დასკვნის გამო ერთ ჩინოვნიკს სჯიან და სხვებს არა – ბულვარის დირექტორის საქმე

ბათუმის ბულვარის დირექტორის გათავისუფლების მთავარ მიზეზად აუდიტის კრიტიკული დასკვნა დაასახელეს, მაშინ, როცა ასეთივე კრიტიკული დასკვნისა და თითქმის იდენტური შეფასების გამო თანამდებობა არ დაუტოვებია სხვა არც ერთ ჩინოვნიკს. აუდიტმა დასკვნა 2020 წელს გამოაქვეყნა, ირაკლი ჯინჭარაძის შესაძლო დათხოვნაზე კი საუბარი მას შემდეგ დაიწყო, როცა ის შპს „ბათუმი თაუერისთვის“ პლაჟის გრძელვადიანი იჯარით გადაცემას ღიად დაუპირისპირდა. აქ წაიკითხეთ: „წინააღმდეგი …

ქობულეთში ზღვისპირა ნაკვეთი სამინისტრომ აუქციონზე მეშვიდედ გამოიტანა – ამჯერად 1 მილიონით ნაკლებად

ქობულეთის ზღვისპირა ზოლში 11 235 კვ.მ მიწის ნაკვეთი გასაყიდად აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ აუქციონზე უკვე მეშვიდედ გამოიტანა. ამჯერად მიწის გასაყიდი ფასი, წინა აუქციონთან შედარებით, 1 მილიონი ლარით ნაკლებია. ფიჭვნარში მდებარე ამ ნაკვეთის საწყისი გასაყიდი ფასი 4 360 000 ლარია, ვაჭრობის ბიჯი კი – 100 000 ლარი. აუქციონი დაწყებულია და ის 21 აპრილს დასრულდება. აუქციონის …

ბათუმისთვის ბულვარის დაბრუნებაზე კონსულტაციები დაწყებულია

ბათუმის მერიასა და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შორის დაწყებულია კონსულტაციები ბულვარის მერიისთვის გადაცემაზე. მერია ბოლო 7 წელია უარს ამბობდა ბულვარის დაბრუნებაზე. ამჯერად კი, როცა ბულვარში უკანონო მშენებლობას თუ პლაჟის გასხვისებას მოქალაქეები აქტიურად აპროტესტებენ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სამინისტროს დაავალა, რომ ბულვარი მუნიციპალიტეტს დაუბრუნონ. თორნიკე რიჟვაძემ იგივე თხოვა მუნიციპალიტეტსაც. „კონკრეტულად როდის და რა მექანიზმებით განხორციელდება ბულვარის …

ტურიზმის დასახმარებლად 610 600 ლარი დაიხარჯა, სამინისტრომ კი არ იცის რა შედეგი დადგა – აუდიტი

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ არ იცის, რამდენად დაეხმარა „მცირე და საშუალო ტურისტული ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამით“ გათვალისწინებული თანადაფინანსება პროგრამის ბენეფიციარებს და რამდენად აგრძელებენ ისინი ტურისტულ სექტორში საქმიანობას – ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის ანგარიშში. ანგარიშის მიხედვით, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ განხორციელებული „მცირე და საშუალო ტურისტული ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, 2014-2020 წლებში, სამინისტროსა და ბანკებს შორის დადებული …

მთავრობა ჭოროხისპირას მიწებს პირობებიან აუქციონზე ყიდის

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ბათუმში, მდინარე ჭოროხისპირას, ამჯერად მიწის ორ ნაკვეთს ყიდის. ნაკვეთებზე ცალ-ცალკე აუქციონია გამოცხადებული. ჭოროხის ქუჩის მიმდებარედ 8 491 კვ.მ მიწის საწყისი გასაყიდი ფასი 1 მილიონი ლარია, ხოლო მეორე ნაკვეთი, რომელიც იქვე ახლოს, კახაბრის დასახლებაში მდებარეობს, 4 409 კვ.მ-ია და 470 ათას ლარად იყიდება. ვაჭრობის ბიჯი შესაბამისად, 25 ათასი და 10 ათასი …

ოცნების ქალაქში მშენებარე ბინებში გაზისა და წყლის სისტემები ოქტომბრამდე უნდა მოეწყოს

ბათუმში, მეჯინისწყლის დასახლებაში მშენებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის ინდივიდუალური საცხოვრებელი ბინების გაზმომარაგების, შიდა წყალმომარაგებისა და შიდა კანალიზაციის ქსელის მოწყობაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 1 592 098 ლარია. ტენდერში წინადადებების მიღება 4 მარტს დაიწყება და 9 მარტს დასრულდება. ბინებში ქსელის მოწყობის სამუშაოები კი, ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2021 წლის პირველ ოქტომბრამდე …

ქობულეთში 1 მილიონად გაყიდულ მიწას სამინისტრო ხელახლა 5 მილიონად ყიდის

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ქობულეთში, 5.4 მილიონად ყიდის პლაჟის გასწვრივ მიწის ნაკვეთს, რომელსაც ჯერ 4 მილიონ 585 ათას ლარად ყიდდა, ბოლო აუქციონზე კი, 75%-იანი ფასდაკლებით, 1 146 250 ლარად გაყიდა. მყიდველი შპს „ჯორჯიან რიზორთს კომპანი“ იყო, რომელიც პირველი აუქციონის გამოცხადებამდე თვე-ნახევრით ადრე დაარეგისტრირეს პარტნიორებმა. ამ კომპანიის მეწილე რუსული კომპანიაა. სამინისტროში ბათუმელებს უთხრეს, რომ „ჯორჯიან …

გარემოს სააგენტო ახალ შენობას „მელკი მორიას“ ნაცვლად ადლიაში ააშენებს

გარემოს ეროვნული სააგენტო ბათუმში ადმინისტრაციულ შენობას „მელკი მორიას“ ნაცვლად ადლიის ქუჩაზე ააშენებს. მიწის ნაკვეთი, სადაც შენობა უნდა აშენდეს, აჭარის საკუთრებაა და ის სააგენტოს სარგებლობის უფლებით გადაეცა. სააგენტოს ახალი შენობის აშენებაზე ტენდერი აქვს გამოცხადებული. სატენდერო თანხა 1 619 060 ლარია. ადრე სააგენტოს ახალი შენობის აშენება „მელკი მორიაზე“ [ბათუმის თევზის ბაზრის მიმდებარედ], ზღვის პირას იგეგმებოდა, თუმცა სააგენტომ …

26 კომპანიას 194 მილიონის პირგასამტეხლო აქვს გადასახდელი აჭარის ბიუჯეტში

აჭარაში, დღევანდელი მონაცემებით, 26 კომპანიას, ჯამში 194 895 438 ლარი პირგასამტეხლო ერიცხება. ეს ის კომპანიებია, რომლებმაც სხვადასხვა დროს გარკვეული ვალდებულებების შესრულების პირობით შეიძინეს [ან გადასცეს] აჭარის ქონება, მაგრამ ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულეს, რის გამოც დაერიცხათ პირგასამტეხლო ან/და ჯარიმა ბიუჯეტის სასარგებლოდ. აჭარის 2021 წლის ბიუჯეტი 328 მილიონი ლარია. სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის მიხედვით, ეს თანხა 2019 წლის …

75 მილიონი ლარის ამოსაღებად აჭარის ფინანსთა სამინისტროს რეაგირება არ მოუხდენია – აუდიტი

აჭარის საბიუჯეტო ორგანიზაციებს ამოსაღები აქვთ 75 136 588 ლარი. აუდიტის ანგარიშის მიხედვით, ეს, ძირითადად, აჭარის საკუთრებაში არსებული ქონების მყიდველების და მოსარგებლეების მიერ ვალდებულებათა დროულად შეუსრულებლობის გამო დარიცხული ჯარიმები და პირგასამტეხლოებია. სახელმწიფო აუდიტს მონაცემები აღებული აქვს 2019 წლის დეკემბრის მდგომარეობით. ანგარიშში აღნიშნულია, რომ აუდიტის მიერ „მოპოვებული მტკიცებულებებით, მოვალეების მიერ ვალდებულება აღიარებული არ არის, ხოლო აჭარის ფინანსთა …

მთავრობა ზღვასთან ახლოს მიწის ნაკვეთს უპიროდ ყიდის

აჭარის მთავრობა გონიოში, ზღვის პირველ ზოლში, 1003 კვ.მ. მიწის ნაკვეთს აუქციონზე უპირობოდ ყიდის. ქონების საწყისი ფასი 900 000 ლარია, ბიჯი – 25 000 ლარი. ქონების საფასური მყიდველმა აუქციონის ჩატარებიდან 30 დღის ვადაში უნდა გადაიხადოს. გასაყიდ მიწის ნაკვეთზე, წმინდა ანდრია პირველწოდებულის მე-III ჩიხი N12ა- ში რამდენიმე ამორტიზებული შენობაა. სამინისტროს ინფორმაციით, შენობა  თვითნებურად არის დაკავებული. აუქციონი 30 …

დოლოგანთან 290 800 კუბ.მ წიაღისეულის ლიცენზია სამინისტრომ 93 ათას ლარად გაყიდა

ქედის სოფელ დოლოგანთან ახალ კარიერს მოაწყობენ. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ სოფლების – დოლოგნისა და ჭინკაძეების მიმდებარედ არსებულ ტერიტორიაზე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია 93 159 ლარად გაყიდა. თანხა გამარჯვებულმა აუქციონის დასრულებიდან არაუგვიანეს 15 დღის ვადაში უნდა გადაიხადოს. ლიცენზიის ვადა 7 წელია. ამ პერიოდში ლიცენზიანტს, შპს „რასეს“,  36 350 კვ.მ ფართობის ტერიტორიაზე ჯამში 290 800 კუბური …

ადლია-კახაბერში მიწის 9 ნაკვეთი პირობიან აუქციონზე იყიდება

ბათუმში, ადლია-კახაბრის დასახლებაში, მიწის 9 ნაკვეთს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო პირობიან აუქციონზე ყიდის. ნაკვეთების საერთო ფართობი 14 759 კვ/მ-ია, მათი გასაყიდი საწყისი ფასი კი,  ჯამში, 1 567 000 ლარი. ნაკვეთების ფართობები 917 კვ/მ-იდან 5015 კვ/მ-მდეა, გასაყიდი საწყისი ფასი კი – 100 ათასიდან 502 ათასამდე ლარი. თითოეული ნაკვეთის შეძენის შემთხვევაში მომავალმა მესაკუთრემ არანაკლებ 200-300 ათასამდე …

ხულოში, კურორტ გოდერძიზე, მიწის 10 ნაკვეთს პირობიან აუქციონზე ყიდიან

ხულოში, რიყეთის თემში, კურორტ გოდერძიზე მდებარე მიწის 10 ნაკვეთს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო პირობებიან აუქციონზე ყიდის. ჯამში 5 567  კვ/მ ფართობის მიწის ნაკვეთების საწყისი გასაყიდი ფასი 1 მილიონ 72 ათასი ლარია. გამოცხადებულია 8 აუქციონი. მომავალ მესაკუთრეებს შეძენილ მიწის ნაკვეთებზე კოტეჯების ტიპის შენობა-ნაგებობების აშენება და ამოქმედება ევალებათ. შვიდ აუქციონში, ამდენივე ნაკვეთის შეძენის შემთხვევაში, პირობები იდენტურია: …

უცხოელის საქმიანი ვიზიტით ქვეყანაში შემოსვლაზე თანხმობას აჭარის სამინისტროც გასცემს

უცხოელის საქმიანი ვიზიტით საქართველოში შემოსვლაზე თანხმობას ან უარს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროც გასცემს, ოღონდ საქართველოს შესაბამისი დარგობრივი სამინისტროების ერთობლივი ბრძანების საფუძველზე. ამასთან, გადაწყვეტილებას ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო დაინტერესებულ მხარეს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით აცნობებს. ანალოგიური უფლება აქვს თბილისის მუნიციპალიტეტსაც. „იზოლაციის და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში ცვლილება შევიდა, რომლითაც დარგობრივი სამინისტროების მიერ განაცხადის …

ბათუმის სასპორტო სკოლა თავისი ტერიტორიით 19,5 მილიონად გაიყიდა – მყიდველია „ორბი“

ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე სასპორტო სკოლის, როგორც მას ბათუმში უწოდებენ „ბასკოს“ შენობა და 13 540 კვ/მ მიწის ნაკვეთი დღეს, 23 ივლისს, ელექტრონულ აუქციონზე 19 500 000 ლარად გაიყიდა. მყიდველი „ორბი ჯგუფი ბათუმია“, რომელიც ამ თანხას ეტაპობრივად გადაიხდის. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ქონება პირობიან აუქციონზე 19 მილიონ ლარად ჰქონდა გამოტანილი, ბიჯი 500 ათასი ლარი იყო. ქონება …

სამინისტრო „ოცნების ქალაქში“ მშენებარე ბინების შიდა ქსელების პროექტს შეისყიდის

ბათუმში, „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებთათვის მშენებარე მრავალბინიანი კომპლექსის საცხოვრებელი ბინების [582 ბინა] გაზმომარაგების, შიდა წყალმომარაგებისა და შიდა კანალიზაციის ქსელის მოწყობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ტენდერით შეისყიდის. სატენდერო თანხა 62 ათასი ლარია. საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია უნდა მოიცავდეს: [checklist] ინდივიდუალური საცხოვრებელი ბინების გაზმომარაგების ქსელის (მრიცხველების განთავსების ადგილიდან) პროექტს (1 ბინა 2 წერტი: გაზქურა, ცენტრალური გათბობის ქვაბი …

ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე, სასპორტო სკოლას დაანგრევენ, აჭარის მთავრობა მიწას ყიდის

ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე სასპორტო სკოლის [ყოფილი „ბასკოს“] შენობას და 13 540 კვ/მ მიწის ნაკვეთს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო აუქციონზე ყიდის. ქონების გასაყიდი საწყისი ფასი 19 მილიონი ლარია. აუქციონის პირობის მიხედვით, სასპორტო სკოლის შენობის დემონტაჟის უფლება მომავალ მყიდველს აჭარის მთავრობასთან შეთანხმებით ექნება. მყიდველი ვალდებული იქნება აქ მრავალფუნქციური კომპლექსი ააშენოს [რომელიც აუცილებლად მოიცავს არანაკლებ 100-ნომრიან …

აჭარის მთავრობა ქობულეთში, ზღვასთან ახლოს, შენობას და მიწის ნაკვეთს ყიდის

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ქობულეთში, ზღვასთან ახლოს,  მიწის ნაკვეთს და მასზე დამაგრებულ ორსართულიან შენობას სასტუმროს ან საზოგადოებრივი ობიექტის მოწყობის პირობით ყიდის. ქონების საწყისი ფასი 820 000 ლარია. ამ ნაკვეთისა და შენობის პრივატიზებასთან დაკავშირებით ქობულეთის მერიის მიერ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში გაგზავნილი წერილის შინაარსის მიხედვით ამ  შენობაში დაინტერესებულ პირს სარესტორნო კომპლექსის მოწყობა სურს და …

კურორტ გოდერძიზე კოტეჯებისთვის 5 ნაკვეთი აუქციონზე იყიდება

ხულოს მუნიციპალიტეტში, კურორტ გოდერძიზე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო მიწის ხუთ ნაკვეთს ყიდის კოტეჯების განთავსების პირობით. სამინისტრომ ელექტრონული აუქციონები უკვე გამოაცხადა. აუქციონის პირობის მიხედვით, მომავალმა მესაკუთრეებმა ამ ნაკვეთებზე კოტეჯები უნდა განათავსონ. აუქციონზე გასაყიდად გამოტანილი თითოეული ნაკვეთის ფართობი 429 კვ.მ-დან 637 კვ.მ-დეა. გაყიდვის საწყისი ფასიც, შესაბამისად, 83 ათასიდან 123 ათასამდე ლარი. ხუთივე ნაკვეთზე კოტეჯის ტიპის შენობა-ნაგებობების …

აჭარის მთავრობა ადლიაში 5 ჰექტარამდე მიწას პირობებით ყიდის – კვადრატი 98 ლარი

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ბათუმში, ადლიის დასახლებაში მდებარე 49 200 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს ელექტრონულ აქციონზე პირობებით ყიდის. საწყისი ფასი 4 700 000 ლარია, ბიჯი – 120 000 ლარი. შესაბამისად, 1 კვ/მ-ის საწყისი გასაყიდი ფასი 97,9 ლარია. მყიდველი ვალდებული იქნება შეძენილ ნაკვეთზე აამოქმედოს საწარმო, რაშიც არანაკლებ 20 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს. მასვე …

აჭარის მთავრობისა და ბათუმის მერიის კომპანიებმა 11 მილიონი იზარალეს – აუდიტი

ორ წელში ჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ბათუმის მუნიციპალურმა 12-მა საწარმომ ჯამში 11,2 მილიონზე მეტი ლარი იზარალა. აუდიტის განცხადებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი, შესაბამის ზედამხედველობას არ უწევდნენ იმ შპს-ების საქმიანობას, რომლებშიც წილებს თავად ფლობენ და არ ტარდება შესაბამისი მმართველობითი ღონისძიებები. „შედეგად, 14 შპს-ს ფინანსური შედეგი დასრულებული აქვს ზარალით, 7 შპს არ ფუნქციონირებს და …

„რესპუბლიკურის“ მშენებელ კომპანიას 42 ათასი ლარი ჯარიმა არ გადაახდევინეს – აუდიტი

აუდიტის ანგარიშის მიხედვით, კომპანიას, რომელიც ბათუმში ახალ საავადმყოფოს აშენებდა, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შპს „სტადიონის“ „არამართლზომიერი გადაწყვეტილებით“, 42 ათასზე მეტი ლარი პირგასამტეხლო არ გადაახდევინეს. აუდიტი თვლის, რომ ასეთი გადაწყვეტილება საზიანო იყო სახელმწიფო საწარმოსთვის და ამ ქმედებაში მშენებელი კომპანიის ინტერესების გათვალისწინებას ხედავს, რომელმაც სამუშაოები ხელშეკრულებით ნაკისრ ვადაში ვერ დაასრულა. აუდიტი მოუწოდებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის …

აჭარაში 3 პროექტის სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობაზე 1,8 მილიონი ლარი დაიხარჯება

„ოცნების ქალაქში“ კორპუსების, გოროდოკის დასახლებაში სახელოვნებო სკოლისა და ხულო-გოდერძის გაზსადენის მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობისთვის აჭარის ბიუჯეტიდან 1,8 მილიონი ლარია გამოყოფილი. ზედამხედველის შესარჩევად აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 1 824 000 ლარია. ამ თანხით სამინისტრო, მეჯინისწყლის დასახლებაში [„ოცნების ქალაქში“] საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის, ბათუმში სახელოვნებო სკოლის მშენებლობის საპროექტო დოკუმენტაციის რევიზიის, ამავე ობიექტის …

Exit mobile version