ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

აჭარაში 3 პროექტის სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობაზე 1,8 მილიონი ლარი დაიხარჯება

22.02.2020 • 3182
აჭარაში 3 პროექტის სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობაზე 1,8 მილიონი ლარი დაიხარჯება

„ოცნების ქალაქში“ კორპუსების, გოროდოკის დასახლებაში სახელოვნებო სკოლისა და ხულო-გოდერძის გაზსადენის მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობისთვის აჭარის ბიუჯეტიდან 1,8 მილიონი ლარია გამოყოფილი. ზედამხედველის შესარჩევად აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 1 824 000 ლარია.

ამ თანხით სამინისტრო, მეჯინისწყლის დასახლებაში [„ოცნების ქალაქში“] საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის, ბათუმში სახელოვნებო სკოლის მშენებლობის საპროექტო დოკუმენტაციის რევიზიის, ამავე ობიექტის მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის და გაზსადენის ხულო-გოდერძის [ზანკები] მონაკვეთის მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურებას, ერთობლივად შეისყიდის.

რა სამუშაოები უნდა შეასრულოს საზედამხედველო კომპანიამ, მოცემულია ტენდერის ტექნიკურ დავალებაში. ერთ-ერთი პირობის მიხედვით კი, „თუ სამშენებლო სამუშაოების დასრულება ვერ განხორციელდა გათვალისწინებულ ვადებში, პრეტენდენტი ვალდებული იქნება ტექნიკური ზედამხედველობა განახორციელოს სამშენებლო სამუშაოების საბოლოოდ დასრულებამდე, ყოველგვარი დამატებითი ანაზღაურების გარეშე“.

ტენდერში წინადადებების მიღება 2020 წლის 18 მარტს დაიწყება და 23 მარტს შეწყდება.

[highlight color=”blue”]„ოცნების ქალაქში“ [/highlight] კორპუსების მშენებლობას საფუძველი 20 თებერვალს ჩაეყარა. ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „დაგსა“ და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შორის „ოცნების ქალაქში“ კორპუსების მშენებლობაზე ხელშეკრულება 2020 წლის 13 თებერვალს, გაფორმდა. სახელშეკრულებო ღირებულება 38 745 999 ლარია. სამშენებლო სამუშაოების შესრულების ვადა კი – 2021 წლის 13 ივლისის ჩათვლით პერიოდი.

 

[highlight color=”blue”]სახელოვნებო სკოლის ერთიანი შენობა[/highlight] ბათუმში, გოროდოკის დასახლებაში, სვიშევსკის ქუჩა N1-ში უნდა აშენდეს. ამ შენობაში გადაიტანენ მელიტონ ბალანჩივაძის ხელოვნების სკოლას; ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის კლასიკური ბალეტის სკოლას; ნიკოლოზ კანდელაკის სახელობის სამხატვრო სკოლას; რევაზ ლაღიძის სახელობის სამუსიკო სკოლას და ასევე აჭარის ხალხური ხელოვნების სკოლას.

 

[highlight color=”blue”]ხულო-გოდერძის გაზსადენის[/highlight] მშენებლობა კი, მიმდინარე წლის გაზაფხულზე განახლდება. ხიჭაური-გოდერძის გაზსადენის პროექტის განხორციელებას ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რობლემა შეუქმნა ხულო-ზარზმის გზის მშენებლობის დაწყების გაჭიანურებამ, რის გამოც პროექტი შეიცვალა. გაზსადენის ასაშენებლად აჭარის ბიუჯეტიდან 27 037 601 ლარი უნდა დაიხარჯოს.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: