ქობულეთში, პლაჟის გასწვრივ მდებარე მიწის ნაკვეთი, რომელსაც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო თავიდან 4 მილიონ 585 ათას ლარად ყიდდა, ბოლო აუქციონზე 75%-იანი ფასდაკლებით – 1 146 250 ლარად იყიდებოდა. ქონება პირობებიან აუქციონზე 30 ივლისს გაიყიდა. ნაკვეთი ერთი ბიჯით – 1 176 250 ლარად იყიდა შპს „ჯორჯიან რიზორთს კომპანიმ“, რომელიც პირველი აუქციონის გამოცხადებამდე თვენახევრით ადრე დაარეგისტრირეს პარტნიორებმა. …
Tag Archives: აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
„ოცნების ქალაქის“ მრავალბინიანი სახლების სამშენებლო პროექტი
აჭარის მთავრობა „ოცნების ქალაქში“ იმ პროექტის პრეზენტაციას გეგმავს, რომლის მიხედვითაც აქ მცხოვრები ოჯახებისთვის საცხოვრებელი კორპუსები უნდა აშენდეს. პრეზერნტაციის დროსთან დაკავშირებით მთავრობის პრესსამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ „დეტალები ზუსტდება. პრეზენტაციის დღე და საათი ჯერ ცნობილი არ არის. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას წინასწარ მოგაწვდით“. „სოციალური და სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახებისათვის საცხოვრებელი პირობების უზრუნველყოფის“ პროგრამის მიხედვით, აჭარის მთავრობა „ოცნების ქალაქში“ …
Continue reading “„ოცნების ქალაქის“ მრავალბინიანი სახლების სამშენებლო პროექტი”
ქალს 316 ათასად ღირებული ქონების დათმობას მთავრობა 20 ათასად აიძულებს
„ჩემს მიწაზე მთავრობამ სახლის აშენების უფლება არ მომცა და ახლა ცდილობს კაპიკებში ჩაიგდოს ხელში ჩემი მიწა,“ – ამბობს ლელა გობაძე. მას მიწის ნაკვეთი – 2 ათასი კვადრატული მეტრი – ხულოში, „გოდერძიზე“ აქვს. პრობლემები მას შემდეგ შეექმნა, როცა იქ კურორტი მოეწყო და სათხილამურო ტრასა გაიყვანეს. ლელას მიწის ნაკვეთი ტრასას ესაზღვრება. 2016 წელს ლელა გობაძის მიწის ნაკვეთს …
Continue reading “ქალს 316 ათასად ღირებული ქონების დათმობას მთავრობა 20 ათასად აიძულებს”
ვის ეკუთვნის და როდის გაიხსნება რვაფეხა
ბათუმში „რვაფეხას“ რეაბილიტაცია ფაქტობრივად დასრულებულია, თუმცა მისი შემდგომი ფუნქციონირების საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში, რომელიც „რვაფეხას“ მესაკუთრეა, „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ფუნქციონირების საკითხის შესახებ გადაწყვეტილება სამუშაოების ჩაბარების შემდეგ გადაწყდება. „რვაფეხას“ სარეაბილიტაციო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. ჯერ ბათუმის მერია შენობას მიიღებს ექსპლუატაციაში შესაბამისი წესით და ამის შემდეგ შესრულებულ სამუშაოს ჩაიბარებს სამინისტრო. შესრულებული სამუშაოების …
ფიჭვნარში მიწის ნაკვეთს სამინისტრო ამჯერად 75%-იანი ფასდაკლებით ყიდის
ქობულეთში, პლაჟის გასწვრივ მდებარე მიწის ნაკვეთს, რომელსაც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო პირობებიან აუქციონზე თავიდან 4 მილიონ 585 ათას ლარად ყიდდა, ამჯერად 1 146 250 ლარად ყიდის. ფიჭვნარში მდებარე ეს ნაკვეთი სამინისტრომ აუქციონზე უკვე მეხუთედ გამოიტანა, ამჯერად 75%-იანი ფასდაკლებით. აუქციონის მთავარი პირობაა ამ ნაკვეთზე მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობის აშენება, რომელიც უნდა შეიცავდეს არანაკლებ 100-ნომრიან სასტუმროს, სპორტულ-გამაჯანსაღებელ, სარეაბილიტაციო და საბავშვო …
Continue reading “ფიჭვნარში მიწის ნაკვეთს სამინისტრო ამჯერად 75%-იანი ფასდაკლებით ყიდის”
„ორბი“ ბათუმის სასპორტო სკოლასთან მესამე ცათამბჯენსაც ააშენებს
„ორბი ჯგუფი ბათუმი“ სასპორტო სკოლის მიმდებარედ მესამე ცათამბჯენსაც ააშენებს. როგორც ბათუმის მერიაში გვითხრეს, ეს არის ერთიანი პროექტი, რომელიც თავის დროზე შეთანხმდა ქალაქის მერიასთან. „ორბი“ მესამე მაღალსართულიან ნაგებობას იმ ტერიტორიაზე ააშენებს [ჟიული შარტავას ქუჩის მიმდებარედ], რომელიც მის საკუთრებაშია. მიწა [ასევე სასპორტო სკოლის ორი ფლიგელი] კომპანიას აჭარის მთავრობამ ინვესტიციის განხორციელების ვალდებულებით მიჰყიდა. სასპორტო სკოლასთან კომპანიის საკუთრებაში დღეს …
Continue reading “„ორბი“ ბათუმის სასპორტო სკოლასთან მესამე ცათამბჯენსაც ააშენებს”
სამინისტრო გოდერძის უღელტეხილზე 4136 კვ.მ მიწას 50-ნომრიანი სასტუმროს ასაშენებლად ყიდის
გოდერძის უღელტეხილზე მდებარე 4136 კვ.მ მიწის ნაკვეთს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო პირობებიან აუქციონზე 135 ათას ლარად ყიდის. ვაჭრობის ბიჯი 3 500 ლარია. პირობის მიხედვით, მომავალმა მესაკუთრემ ამ ადგილზე არანაკლებ 50-ნომრიანი სასტუმრო უნდა ააშენოს. გასაყიდი ნაკვეთი, რომელზეც 86.37კვ.მ ხის ნაგებობაც დგას, ხულოს მუნიციპალიტეტში, ბათუმი-ახალციხის მაგისტრალის გასწვრივ მდებარეობს. მაგისტრალის ამ ადგილიდან იწყება გოდერძის უღელტეხილი-ბეშუმის გზა, რომელიც გაივლის …
„ოცნების ქალაქში“ კორპუსების დამპროექტებელი კომპანია სამინისტრომ 24 000 ლარით დააჯარიმა
„ოცნების ქალაქში“ საცხოვრებელი კორპუსების დაპროექტებაზე ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებულებას დროულად ვერ ასრულებს. სამეტაპიანი სამუშაოდან პირველი და მეორე ეტაპების დროულად შეუსრულებლობისთვის კომპანიას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ პირგასამტეხლოს – 24 ათასი ლარის გადახდა უკვე დააკისრა. ამხანაგობა „ინჟარქიტექტთან“ სამინისტრომ ხელშეკრულება 2019 წლის 25 მარტს გააფორმა. ბათუმში, მეჯინისწყლის დასახლებაში მდებარე მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობისთვის საჭირო საბოლოო პროექტი …
ბათუმის სტადიონზე ლურჯ სკამებს დაამონტაჟებენ – მშენებლობა შესაძლოა ვადაზე ადრე დასრულდეს
ბათუმის საფეხბურთო სტადიონის სკამები ლურჯი ფერის იქნება. მშენებარე სტადიონზე, სკამები ყველაზე ბოლოს დამონტაჟდება, თუმცა, „ბათუმელების“ ინფორმაციით სტადიონის მშენებლობა შესაძლოა დაგეგმილზე გაცილებით ადრე დასრულდეს. არსებული გეგმით, მშენებლობის პირველი და მეორე ეტაპები, ანუ მთლიანად საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა, 2020 წლის 15 ოქტომბრამდე უნდა დამთავრდეს. „სამუშაოები წინსწრებით მიმდინარეობს… კონკრეტულად რა დროში დასრულდება მთლიანად მშენებლობა, ამ ეტაპზე ზუსტად ვერ გეტყვით. არსებული ტემპით …
„ორბი ჯგუფს“ ეცნობა, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სამუშაოები სასპორტო სკოლასთან – სამინისტრო
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსგან მიღებული ინფორმაციით, ბათუმის სასპორტო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით, „მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კომპანიას [„ორბი ჯგუფი ბათუმი“] ეცნობა სამუშაოების დაუყოვნებლივ შეწყვეტის თაობაზე“. ბათუმის სასპორტო სკოლასთან, ფიროსმანის ქუჩაზე, რამდენიმე დღეა, სავარაუდოდ, გეოლოგიური სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნული ტერიტორია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაა და ის იჯარით აქვს გადაცემული კომპანია „ორბი ჯგუფი ბათუმს“. კომენტარისთვის სამინისტროს გუშინ, …
რას თხრის „ორბი ჯგუფი“ ბათუმის სასპორტო სკოლასთან
ბათუმის სასპორტო სკოლასთან, ფიროსმანის ქუჩაზე რამდენიმე დღეა, სავარაუდოდ, გეოლოგიური სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნული ტერიტორია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაა და ის იჯარით აქვს გადაცემული კომპანია „ორბი ჯგუფი ბათუმი“-ს. „ორბი“ სპორტსკოლის მიმდებარე ტერიტორიას სამშენებლო მასალების დასაწყობებისთვის იყენებს, ასევე ამუშავებს ბეტონის ქარხანას. კომპანია სკოლის შენობის უკან ორ ცათამბჯენს აშენებს. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით …
Continue reading “რას თხრის „ორბი ჯგუფი“ ბათუმის სასპორტო სკოლასთან”
შუახევი-ხულოს გაზსადენის მშენებლობის ტექნიკურ ზედამხედველს სამინისტრო ტენდერით შეარჩევს
შუახევის მუნიციპალიტეტი [ხიჭაურის დასახლება] – გოდერძის უღელტეხილის მონაკვეთზე [ზანკები] ბუნებრივი აირის მილსადენის სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობისთვის აჭარის ბიუჯეტიდან 168 985 ლარია გამოყოფილი. ამ თანხით ზედამხედველის შესარჩევად ტენდერი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ გამოაცხადა. წინადადებების მიღება 2019 წლის 28 ივნისს დაიწყება და 1 ივლისს დასრულდება. ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურება მოიცავს სამუშაოების ხარისხის სისტემატიური კონტროლის განხორციელებას; ზედამხედველობა ხორციელდება სამუშაოების, …
რას გულისხმობს კურორტ ბეშუმის განვითარების ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება
ხულოს მუნიციპალიტეტში კურორტ ბეშუმისა და მიმდებარე ტერიტორიების განვითარების ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების შემუშავებისთვის აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო 241 ათასამდე ლარს გადაიხდის. შესაბამისი დოკუმენტის მოსამზადებლად სამინისტროს კონკურსი აქვს გამოცხადებული, რომელიც შერჩევა-შეფასების ეტაპზეა. ელექტრონული შესყიდვების პორტალის მონაცემებით, შესაბამის კვლევას [ბეშუმისა და მიმდებარე ტერიტორიების განვითარების ტექნიკურ-ეკონომიკურ დასაბუთებას] სამინისტროს შპს „არტსტუდიო-პროექტი“ სთავაზობს. კომპანიის მხრიდან მომსახურებისთვის მოთხოვნილი თანხის ოდენობა პორტალზე ამ ეტაპზე არ ჩანს. …
Continue reading “რას გულისხმობს კურორტ ბეშუმის განვითარების ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება”
€236 000 ნაცვლად 200 ათასისა – რატომ გაძვირდა აჭარაში სპორტული ტურიზმის პოტენციალის კვლევა
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო აჭარაში სპორტული ტურიზმის განვითარების პოტენციალის კვლევისთვის და გომარდულში სპორტული ტურიზმის განვითარების კომპლექსური სამოქმედო გეგმის შემუშავებაში 200 ათასი ევროს ნაცვლად 236 ათას ევროს გადაიხდის. კვლევისა და სამოქმედო გეგმის შესყიდვას სამინისტრო გამარტივებული წესით, ტენდერის გარეშე გეგმავს. რატომ გაძვირდა მომსახურების შესყიდვა 36 ათასი ევროთი? აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის, ჯაბა ფუტკარაძის წერილში, რომლითაც მან …
თენგიზ ქოქოლაძის შვილის კომპანიამ აჭარის მთავრობისგან 27-მილიონიანი დაკვეთა მიიღო
შუახევი-ხულოს მონაკვეთზე ბუნებრივი აირის მილსადენის მშენებლობაზე აჭარის ბიუჯეტიდან 27 037 601 ლარი დაიხარჯება. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ტენდერი 33 797 000 ლარით ჰქონდა გამოცხადებული. მშენებელი კომპანიის შესარჩევად ტენდერი აუქციონის გარეშე იყო გამოცხადებული, რაც დაფარული კონკურენციის წესს გულისხმობს [კომპანიები ელექტრონული ვაჭრობისას ვერ ხედავენ, თუ ვინ არის მათი კონკურენტი და რა ფასი დააფიქსირა]. შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე …
Continue reading “თენგიზ ქოქოლაძის შვილის კომპანიამ აჭარის მთავრობისგან 27-მილიონიანი დაკვეთა მიიღო”
სტადიონის მშენებლობის დასრულების სამუშაოებს ცალკე ზედამხედველი ეყოლება
შპს „სტადიონი“ ბათუმში საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის დასრულების [მეორე ეტაპი] სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების სავარაუდო ღირებულების დადგენის მიზნით ფასთა კვლევას ატარებს. მეორე ეტაპის სამუშაოებში აჭარის ბიუჯეტიდან დღგ-ს გარეშე 20 მილიონ 780 ათასი ლარი უნდა დაიხარჯოს. „სტადიონის“ განაცხადში აღნიშნულია, რომ „სახელმწიფო შესყიდვის სავარაუდო ღირებულების დადგენაში განიხილება მხოლოდ იმ პოტენციური მიმწოდებლების წინადადებები, რომელთაც 2015 წლის პირველი იანვრიდან 2019 …
Continue reading “სტადიონის მშენებლობის დასრულების სამუშაოებს ცალკე ზედამხედველი ეყოლება”
60%-იანი ფასდაკლება: მიწა ფიჭვნარის პლაჟთან 4.5 მილიონის ნაცვლად 1.8 მილიონ ლარად
ქობულეთის ფიჭვნარში, პლაჟის გასწვრივ მდებარე მიწის ნაკვეთს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ამჯერად 60%-იანი ფასდაკლებით ყიდის. 11 235 კვ.მ ტერიტორია პირობებიან აუქციონზე სამინისტრომ მეოთხედ გამოიტანა [20-40 და უკვე 60%-იანი ფასდაკლებით]. პირველი აუქციონი 2019 წლის 5 აპრილს უშედეგოდ დასრულდა. ბოლო აუქციონი კი, 7 ივნისს დასრულდება. ნაკვეთს, რომელსაც სამინისტრო აპრილში 4 მილიონ 585 ათას ლარად ყიდდა, ამჯერად 1 …
კომპანია, რომელიც ქობულეთში 200 მილიონის ინვესტირებას აპირებდა, ვალდებულებას ვერ ასრულებს
შპს „კრისტალ ბილდინგი“, რომლის პროექტიც აჭარის მთავრობამ ქობულეთში ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ინვესტიციად დააანონსა, ვალდებულებას ვერ ასრულებს. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის, ჯაბა ფუტკარაძის ინფორმაციით, კომპანიას „რიგი შეუსრულებელი ვალდებულებებისთვის პირგასამტეხლო ეკისრება.“ ამ პროექტის პომპეზურ პრეზენტაციაზე წარმოდგენილ ბანერზე ეწერა, რომ ინვესტორი 200 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავდა. ეს ციფრი რამდენჯერმე დაასახელეს მთავრობის წარმომადგენლებმაც. თუმცა ოფიციალური ვალდებულებები კომპანიამ სხვა ციფრებზე …
ფინანსთა მინისტრი არ უარყოფს, რომ რამდენიმე ინვესტორთან ხელშეკრულება მოიშლება
დღეს აჭარის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ ჯაბა ფუტკარაძეს იმ საინვესტიციო ხელშეკრულებებზე ვკითხეთ, რომლებითაც 2019 წლის დასაწყისში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური დაინტერესდა. ჯაბა ფუტკარაძის თქმით: „პროცესი მიმდინარეობს და უნდა დაველოდოთ შესაბამისი ორგანოების გადაწყვეტილებებს.“ მინისტრმა დღეს ჩვენთან საუბარში არც ის უარყო, რომ მოშლის პირასაა რამდენიმე საინვესტიციო ხელშეკრულება იმის გამო, რომ ინვესტორები …
Continue reading “ფინანსთა მინისტრი არ უარყოფს, რომ რამდენიმე ინვესტორთან ხელშეკრულება მოიშლება”
„ოცნების ქალაქში“ კორპუსების მშენებლობა აჭარის ბიუჯეტიდან 3,75 მილიონი ლარით დაფინანსდება
„ოცნების ქალაქში“ მცხოვრები ოჯახებისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობა 2019 წელს აჭარის ბიუჯეტიდან 3 750 000 ლარით დაფინანსდება. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, არჩილ ვანაძის თქმით, თანხის გამოყოფა ბიუჯეტში საშემოსავლო გადასახადის გაზრდამ განაპირობა. საწყის ეტაპზე „ოცნების ქალაქის“ მიმდებარე ტერიტორიაზე აჭარის მთავრობა სამი კორპუსის მშენებლობის დაწყებას გეგმავს, რაზედაც ცალკე ტენდერს გამოაცხადებს. „საშემოსავლო გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი წელს გაიზარდა. …
ნაგავსაყრისა და ქობულეთის შემოვლითი გზების მიერთებისთვის 1,8 მილიონამდე ლარი დაიხარჯება
ცეცხლაურის ნაგავსაყართან მისასვლელი და ქობულეთის შემოვლითი გზების მიერთების სამუშაოებისთვის აჭარის ნარჩენების მართვის კომპანიამ 2 მილიონამდე ლარი გამოყო. ქობულეთში, ოჩხამურის ტერიტორიაზე, ნაგავსაყართან მისასვლელი გზის მიერთების მოწყობის სამუშაოებზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სატენდერო თანხა 1 855 739 ლარია. სატენდერო დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ცეცხლაურის მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყობილ ნაგავსაყართან მისასვლელი გზის პროექტი დამუშავებულია 2014 წელს, მაგრამ ქობულეთის შემოვლითი …
როდის გაიხსნება სასტუმრო „კემპინსკი“ ბათუმში
ბათუმის ბულვართან, ყოფილი საფეხბურთო სტადიონის ადგილზე, ახალი სასტუმრო კომპლექსი 2009 წლის ბოლოს უნდა გახსნილიყო. შპს GIMG, რომელსაც ეს ვალდებულება გააჩნდა, პირობების შეუსრულებლობის გამო 10 მილიონზე მეტი აშშ დოლარის პირგასამტეხლოს გადახდა დაეკისრა. კომპანია აჭარის მთავრობამ ამ პირგასამტეხლოს გადახდისგან გაათავისუფლა, ოღონდ, ძველი და ახალი ვალდებულებების შესრულების პირობით. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და GIMG-ის შორის ახალი შეთანხმების აქტი …
Continue reading “როდის გაიხსნება სასტუმრო „კემპინსკი“ ბათუმში”
„კომაროვის სკოლა“ ბათუმში – პრეზენტაციისთვის სამინისტრო 87 ათას ლარს დახარჯავს
„განათლებისა და მეცნიერების ქალაქის“ კონცეფციის ფარგლებში, ბათუმში 250 მოსწავლეზე გათვლილი ე.წ. „კომაროვის სკოლა“ და 100 ბენეფიციარისთვის საერთო საცხოვრებელი აშენდება. ასევე მოეწყობა ხელოვნების სკოლა, რომელიც გააერთიანებს რამდენიმე სკოლისგარეშე სახელოვნებო მიმართულებას [ფოლკლორის, საბალეტო, სამხატვრო, სამუსიკო სკოლები], პროფესიულ სასწავლებელს, ბიბლიოთეკასა და ტექნოლოგიურ ლაბორატორიებს, გარე სპორტულ მოედანს, რეკრეაციულ ზონასა და ავტოსადგომს. პროექტის პრეზენტაცია 2019 წლის 17 მაისსაა დაგეგმილი. აჭარის განათლების, კულტურისა …
Continue reading “„კომაროვის სკოლა“ ბათუმში – პრეზენტაციისთვის სამინისტრო 87 ათას ლარს დახარჯავს”
ბათუმში 2997კვ.მ მიწას სამინისტრო აუქციონზე ავეჯის საწარმოს გახსნის პირობით ყიდის
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ბათუმში, კახაბრის დასახლებაში, 2997 კვ.მ მიწის ნაკვეთს 237 ათას ლარად აუქციონზე პირობებით ყიდის. მყიდველმა, ხელშეკრულების გაფორმებიდან 36 თვის ვადაში, საკუთრებაში გადაცემულ მიწის ნაკვეთზე, ავეჯის დამამზადებელი საწარმო, პროდუქციის საგამოფენო დარბაზი და სასაწყობე მეურნეობა უნდა აამოქმედოს. კონკურსის პირობის მიხედვით, ხელშეკრულების გაფორმებიდან 36 თვის ვადაში, საკუთრებაში გადაცემულ ქონების დარჩენილ ნაწილზე [გზის მიმდებარედ], აუქციონში …
Continue reading “ბათუმში 2997კვ.მ მიწას სამინისტრო აუქციონზე ავეჯის საწარმოს გახსნის პირობით ყიდის”
ბათუმში მშენებარე „ბაბილონ თაუერი“ აუქციონზე 37 მილიონ ლარად იყიდება
ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე მშენებარე „ბაბილონ თაუერი“ ელექტრონულ აუქციონზე იყიდება. საწყისი გასაყიდი ფასი 36 750 000 ლარია, ვაჭრობის ბიჯი – 490 ათასი, საგარანტიო თანხა კი – 2 450 000 ლარი. ქონება ელექტრონულ აუქციონზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულმა ბიურომ [თბილისის სააღსრულებო ბიურომ] გაიტანა. 2019 წლის 15 აპრილს აჭარის მთავრობასა და შპს Tam Geo-ს შორის, რომელმაც ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე „ბაბილონ …
Continue reading “ბათუმში მშენებარე „ბაბილონ თაუერი“ აუქციონზე 37 მილიონ ლარად იყიდება”
მწვანე ტბასთან ინფრასტრუქტურის მოწყობაზე სამინისტრო მილიონიან ხელშეკრულებას ამზადებს
ხულოში, მწვანე ტბასთან, ინფრასტრუქტურის მოსაწყობად აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გასაფორმებელ ხელშეკრულებას ამზადებს. შესაბამისი სამუშაოების ჩატარებას კომპანია „მარდი“ სამინისტროს 1 036 363 ლარად სთავაზობს. ხელშეკრულება მას შემდეგ გაფორმდება, რაც კომპანია დამატებით დოკუმენტაციას წარადგენს. 2019 წლის 18 მაისამდე კომპანიამ სატენდერო კომისიაში უნდა წარადგინოს 51 498 ლარის საბანკო გარანტია, რის შემდეგაც ხელშეკრულებაც უნდა გაფორმდეს. …
რატომ ვერ ხსნის კომპანია „ალიანსი“ სასტუმროს დათქმულ ვადაში
კომპანია „ალიანსის“ მიერ აღებული ვალდებულებით, ხიმშიაშვილის ქუჩაზე სასტუმრო 2020 წლის იანვრამდე უნდა გახსნილიყო, თუმცა აჭარის მთავრობამ კომპანიას ეს თარიღი შვიდი თვით გადაუვადა. იუსტიციის სახლის მიმდებარედ სასტუმრო „COURTYARD BY MARRIOTT“-ი ახალი შეთანხმებით, 2020 წლის აგვისტომდე უნდა გაიხსნას. რატომ ვერ ასრულებს ვალდებულებას კომპანია ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში? აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მათთან მიმდინარე წლის მარტსა …
Continue reading “რატომ ვერ ხსნის კომპანია „ალიანსი“ სასტუმროს დათქმულ ვადაში”
168 ათასი ლარი შუახევი-ხულოს გაზსადენის მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობისთვის
30 აპრილს შეწყდება წინადადებების მიღება ტენდერში, რომლითაც შუახევი-ხულოს გაზსადენის მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველი უნდა შეირჩეს. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება 2019 წლის 27 აპრილს დაიწყო. სატენდერო თანხა 168 985 ლარია. ტენდერში გამარჯვებულმა ტექნიკური ზედამხედველობა უნდა გაუწიოს შუახევის მუნიციპალიტეტი [ხიჭაურის დასახლება] – გოდერძის უღელტეხილის მონაკვეთზე [ზანკები] ბუნებრივი აირის მილსადენის სამშენებლო სამუშაოებს. ამ მილსადენის …
Continue reading “168 ათასი ლარი შუახევი-ხულოს გაზსადენის მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობისთვის”
სამინისტრო ფიჭვნარში მიწას განმეორებით აუქციონზე 917 ათასი ლარით ნაკლებად ყიდის
ქობულეთში, პლაჟის მიმდებარედ, 11 235 კვ/მ მიწის ნაკვეთს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო განმეორებით აუქციონზე 20%-იანი ფასდაკლებით ყიდის. თავდაპირველად გამოცხადებულ აუქციონზე მიწის ნაკვეთის საწყისი გასაყიდი ფასი 4 585 000 ლარი იყო, ამჯერად კი, საწყისი გასაყიდი ფასი 3 668 000 ლარია. პირობებიანი აუქციონი 2019 წლის 2 მაისს დასრულდება. ვაჭრობის ბიჯი 90 ათასი ლარია. აუქციონის პირობებით მყიდველი ვალდებულია: …
Continue reading “სამინისტრო ფიჭვნარში მიწას განმეორებით აუქციონზე 917 ათასი ლარით ნაკლებად ყიდის”
„სტადიონის“ დირექტორს მთავრობის თავმჯდომარეზე მეტი ხელფასი – 6250 ლარი დაუნიშნეს
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ შპს „სტადიონის“ დირექტორად ლევან ლომთაძე დანიშნა. მინისტრის ბრძანების მიხედვით, ლევან ლომთაძე ფლობს ბიზნესის მართვის ბაკალავრისა და საჯარო მმართველობის მაგისტრის აკადემიურ ხარისხებს. ის 1988 წელს თბილისში დაიბადა. ამავე ბრძანებით, ახალი დირექტორის ხელფასი 3 750 ლარის ნაცვლად, 6 250 ლარი იქნება, ანუ მინისტრმა კომპანიის ახალ დირექტორს იმაზე მეტი ხელფასი დაუნიშნა, …
Continue reading “„სტადიონის“ დირექტორს მთავრობის თავმჯდომარეზე მეტი ხელფასი – 6250 ლარი დაუნიშნეს”
€200 000 სპორტული ტურიზმის პოტენციალის კვლევისა და გომარდულის განვითარების გეგმისთვის
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო აჭარაში სპორტული ტურიზმის განვითარების პოტენციალის კვლევისთვის და გომარდულში სპორტული ტურიზმის განვითარების კომპლექსური სამოქმედო გეგმის შემუშავებაში 200 ათას ევროს გადაიხდის. კვლევისა და სამოქმედო გეგმის შესყიდვას სამინისტრო გამარტივებული წესით, ტენდერის გარეშე გეგმავს. თანხმობისთვის შესყიდვების სააგენტოს უკვე მიმართა. ვისთან გაფორმდება 200 ათას ევროზე [ექვივალენტი ლარში] ხელშეკრულება, სამინისტროში ჯერ არ ახმოვანებენ. „სამინისტრომ კვლევაზე გამოაცხადა ინტერესთა გამოხატვა …
დაჟანგული „პაბედა“ სამინისტრომ ამჯერად 10 080 ლარად გაყიდა
1953 წელს გამოშვებული „პაბედა“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ამჯერად 10 080 ლარად გაყიდა. სამინისტროს ინფორმაციით, განმეორებით აუქციონზე ყველაზე მაღალი ფასი ფიზიკურმა პირმა ნანა ფარჩუკაშვილმა დააფიქსირა. აუქციონში გამარჯვებულმა თანხა 30 დღის განმავლობაში უნდა გადაიხადოს და ავტომანქანა წაიღოს. „პაბედა“, რომლის საწყისი ფასი 600 ლარი იყო, 474-ე ბიჯზე გაიყიდა. აუქციონში ექვსი მყიდველი მონაწილეობდა. ვაჭრობის ბიჯი კი 20 ლარი იყო. …
Continue reading “დაჟანგული „პაბედა“ სამინისტრომ ამჯერად 10 080 ლარად გაყიდა”
შუახევი-ხულოს გაზსადენის მშენებლობაზე ტენდერი 33,7 მილიონი ლარით გამოცხადდა
შუახევი-ხულოს ბუნებრივი აირის მილსადენის მშენებლობაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 33 797 000 ლარია. წინადადებების მიღება 2019 წლის 8 მაისს დაიწყება და 13 მაისს შეწყდება. სატენდერო პირობების მიხედვით, გაზსადენის მშენებლობა გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან ორ წელში [ანუ 2021 წელს] უნდა დასრულდეს. პროექტით გაზსადენი, ხიჭაურიდან გოდერძის უღელტეხილამდე, მთლიანად ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალს მიუყვება. შუახევი [ხიჭაურის დასახლება]- …
Continue reading “შუახევი-ხულოს გაზსადენის მშენებლობაზე ტენდერი 33,7 მილიონი ლარით გამოცხადდა”
სამინისტროს აუქციონის გამო ბათუმში ოჯახი სახლს ვერ ირეგისტრირებს
ბათუმში, თამარის დასახლებაში მცხოვრები ოთარ ჯაიანი მის სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთსა და საცხოვრებელ სახლს საკუთრებაში ათ წელზე მეტია ვერ ირეგისტრირებს. მიზეზი საკადასტრო საზღვრებია, რომლითაც ჯაიანის მფლობელობაში არსებული ქონების ნაწილი შპს GEOFIBRE-ს საკუთრებაშია მოქცეული. ამ კომპანიამ მიწის ნაკვეთი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ აუქციონზე 2013 წელს შეიძინა. ოთარ ჯაიანის ინტერესებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ იცავს. ორგანიზაციაში …
Continue reading “სამინისტროს აუქციონის გამო ბათუმში ოჯახი სახლს ვერ ირეგისტრირებს”
ქობულეთში დაანონსებული 500-მილიონიანი პროექტი 250 მილიონზე გაფორმებული ხელშეკრულებით
ქობულეთში მიწის იმ ნაკვეთების საბაზრო ღირებულება, რომლებიც აჭარის მთავრობამ კერძო კომპანიას, პირდაპირი წესით და პირობებით 6 040 265 ლარად მიჰყიდა, 32 333 544 ლარია. ნაკვეთები ამ ფასად სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ 2019 წლის 5 თებერვალს შეაფასა, ქონება კი 21 მარტს გაიყიდა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ნასყიდობის ხელშეკრულება შპს „გრინ რეზორტთან“ გააფორმა. გაყიდული ნაკვეთების საერთო ფართობი, …
ხულოში მწვანე ტბასთან ინფრასტრუქტურის მოწყობას სამინისტროს 1 მილიონ ლარად სთავაზობენ
ხულოში, მწვანე ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ინფრასტრუქტურის მოწყობას კომპანია „ალიგატორი 1“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 1 მილიონ 29 ათას 970 ლარად სთავაზობს. ეს კომპანია ტენდერში მონაწილეობს, რომელმაც ყველაზე დაბალი ფასი დაასახელა. მონაწილეობენ თუ არა სხვა კომპანიები ტენდერში, ჯერ უცნობია, ვინაიდან ის სამინისტრომ აუქციონის გარეშე გამოაცხადა. სატენდერო თანხა 1 მილიონ 80 ათასი ლარი იყო, კლების ბიჯი კი …