„ერთიანობა – ნაციონალურმა მოძრაობამ“ უმაღლესი საბჭოს საარჩევნო სია გამოაქვეყნა

„ერთიანობა – ნაციონალურმა მოძრაობამ“ აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე კოალიციის საარჩევნო სია გამოაქვეყნა. აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები საპარლამენტო არჩევნებთან ერთად, 26 ოქტომბერს გაიმართება რეგიონში. სიის პირველი ნომერი ელგუჯა ბაგრატიონია. აჭარის უმაღლესი საბჭოს პარტიული სია: 1. ელგუჯა ბაგრატიონი 2. მიშა ბოლქვაძე 3. ედიშერ ჟღენტი 4. ლია ჯაყელი 5. გოგიტა სოლომონიძე 6. როინ ზოიძე 7. მამული სურმანიძე 8. …

ირმა ზოიძე კოალიცია „ძლიერ საქართველოს“ ტოვებს

ჟურნალისტი, აქტივისტი ირმა ზოიძე კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ტოვებს – ამის შესახებ მან ფეისბუქის პირად გვერდზე დაწერა. ირმა ზოიძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ის მალე აღარ იქნება კოალიციის აჭარის უმაღლესი საბჭოს საარჩევნო სიაშიც, რომელიც „ძლიერმა საქართველომ“ გუშინ, 26 სექტემბერს გამოაქვეყნა და ზოიძე მერვე ნომერს იკავებდა. როგორც მან გვითხრა, საარჩევნო სიიდან ამოსაწერად განცხადებას დღეს დაწერს. „ჩემი პოლიტიკური კარიერა …

„ოცნებამ“ 4,6 მილიონი დახარჯა 20 დღეში, საარჩევნო რეკლამაში

საპარლამენტო არჩევნებისთვის „ქართულმა ოცნებამ“ 2024 წლის 27 აგვისტოდან 17 სექტემბრამდე პერიოდში 6 მილიონ 895 ათასი ლარი დახარჯა საარჩევნო კამპანიისთვის. აქედან 4 მილიონ 650 ათასი ლარი მმართველმა პარტიამ რეკლამაში დახარჯა. ანტიკორუფციულ ბიუროში „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი ფინანსური ანგარიშის მიხედვით, ზემოთ აღნიშნულ პერიოდში უშუალოდ გარე რეკლამისთვის პარტიის საკასო ხარჯმა 3 777 009 ლარი შეადგინა. გარე რეკლამაში შედის …

„გახარია საქართველოსთვის“ აჭარის უმაღლესი საბჭოს სია წარადგინა

პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ აჭარის უმაღლესი საბჭოს სიის 29 წევრი დაასახელა. დღეს, 26 სექტემბერს, „გახარია საქართველოსთვის“ ბათუმში აჭარის უმაღლესი საბჭოს სიის 29 წევრი წარადგინა, აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის, რომელიც 26 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნებთან ერთად გაიმართება რეგიონში. სიის პირველი ნომერი გოჩა გუგუნავაა, სიაში სულ 14 ქალია. კოალიციის საარჩევნო ნომერია – 25. „გახარია საქართველოსთვის“ უმაღლესი საბჭოს სია: 1. …

„კოალიციამ ცვლილებისთვის“ აჭარის უმაღლესი საბჭოს სია წარადგინა უსკოში

„კოალიციამ ცვლილებისთვის“ აჭარის უმაღლესი საბჭოს სიის 22 წევრი დაასახელა. კოალიციის სიის პირველი ნომერი მირდატ ქამადაძეა, სიაში სულ 8 ქალია. კოალიციის საარჩევნო ნომერია – 4. „კოალიცია ცვლილებისთვის“ უმაღლესი საბჭოს სია: მირდატ ქამადაძე ლევან გორგილაძე თემურ გორგაძე ნოდარ დუმბაძე ჯამბულ ხოზრევანიძე როინ დვალი ეკა ზარია ქეთევან ლასტაკანიძე ნატალია ზაქარეიშვილი ლაურა შარაშიძე ნუგზარ თაფლაძე ბაჩი მექვაბიშვილი მიხეილ ფუტკარაძე …

კოალიცია „ძლიერმა საქართველომ“ აჭარის უმაღლესი საბჭოს სია წარადგინა

დღეს, 26 სექტემბერს, კოალიცია „ძლიერმა საქართველომ“ ბათუმში წარადგინა კანდიდატთა სია აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის, რომელიც 26 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნებთან ერთად გაიმართება რეგიონში. გენო თებიძე სიის პირველი ნომერია. სიაში სულ 27 პირია, მათგან მხოლოდ ოთხი ქალია. „ძლიერი საქართველოს“ საარჩევნო სია სრულად: 1. გენო თებიძე 2. ვაჟა დარჩია 3. როლანდ შავაძე 4. ბესიკ შაინიძე 5. რაულ პაქსაძე …

ვინ აღარ არის უმაღლესი საბჭოს „ოცნების“ საარჩევნო სიის პირველ ათეულში

დღეს, 26 ოქტომბერს, „ქართულმა ოცნებამ“ აჭარის უმაღლესი საბჭოს საარჩევნო სია წარადგინა. 2024 წლის აჭარის უმაღლესი საბჭოს საარჩევნო სიის პირველ ათეულში მოქმედი დეპუტატების ნაწილი აღარ გვხდება. „ოცნების“ საარჩევნო სიაში აღარ არიან: ნადიმ ვარშანიძე [ვარშანიძე სიის მე-17 ნომერია]. ილია ვერძაძე [იგი სიის მე-18 ნომერია]. გიორგი მანველიძე ვლადიმერ მგალობლიშვილი ირაკლი ჭეიშვილი [ჭეიშვილი „ოცნების“ საპარლამენტო სიაშია, რომელიც დღეს გახდა ცნობილი]. …

თორნიკე რიჟვაძე აჭარის უმაღლეს საბჭოში „ოცნების“ სიის პირველი ნომერია

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე ,აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე „ოცნების“ საარჩევნო სიაშია. დღეს, 26 სექტემბერს, „ოცნებამ“ ბათუმში წარადგინა კანდიდატთა სია აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის, რომელიც 26 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნებთან ერთად გაიმართება რეგიონში. თორნიკე რიჟვაძე სიის პირველი ნომერია. სიაში მეორე ნომერია დავით გაბაიძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს მოქმედი თავმჯდომარე. სია ასე გამოიყურება: თორნიკე რიჟვაძე დავით გაბაიძე გოგი …

„ბსუ-მ კონტრაქტი აღარ გამიგრძელა“ – როლანდ შავაძე პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაზე

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი, ინგლისური ენის პედაგოგი როლანდ შავაძე ამბობს, რომ ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მას სამუშაო კონტრაქტი აღარ გაუფორმა. შავაძე ამ ფაქტს, მის პოლიტიკურ აქტიურობას უკავშირებს. „ექვსწლიანი უწყვეტი თანამშრომლობის შემდეგ შრომითი ხელშეკრულება აღარ გამიგრძელა ბათუმის უნივერსიტეტმა და, ფაქტობრივად, ხელისუფლების პოლიტიკური დაკვეთა შეასრულა. მიზეზები არ არის საძებარი – რუსული კანონის წინააღმდეგ აქციებში აქტიურად ვიყავი ჩართული …

ჯემალ ანანიძე და აკაკი გვიანიძე გახარიას პარტიის საპარლამენტო სიაში არიან

დღეს, 25 სექტემბერს, პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიული სია წარადგინა. ამ სიაში ორი პირი არის ბათუმიდან – ჯემალ ანანიძე, ბათუმის ყოფილი მერი და აკაკი გვიანიძე, ბათუმის საკრებულოს მოქმედი წევრი. „გახარია საქართველოსთვის“ პარტიულ სიაში, 29 კანდიდატს შორის ცხრა ქალია. გიორგი გახარია; ნათია მეზვრიშვილი; დიმიტრი ცქიტიშვილი; კახაბერ ქემოკლიძე; ზვიად ძიძიგური; ზაზა თავაძე; ანა ბუჩუკური; ბერდია სიჭინავა; …

რამდენად ეფექტურია ივანიშვილის ტრიუკები – „გადარჩნენ, რომ ტრამპი არ არის ხელისუფლებაში“

„დაინახეს, რომ აღარ ყოფნით უკვე „დავით გარეჯი“ გაზარდეს ფსონები, გადავიდნენ უფრო დიდ თემებში. მათ უნდათ, რომ სრულ ისტერიამდე მიიყვანონ ყველაფერი,“ – ამბობს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი, მას ივანიშვილის ტრიუკებზე ვესაუბრეთ, რაც მუშაობს, ან ვერ იმუშავა და „ქართულმა ოცნებამაც“ თაროზე შემოდო. მაგალითად, წინასაარჩევნო პერიოდში, რამდენიმე დღის წინ „ქართული ოცნების“ ლიდერებმა საუბარი წამოიწყეს, მართლმადიდებლობას სახელმწიფო რელიგიად გამოვაცხადებთო, თუმცა …

ექიმი, რომელიც გერმანიაშია ემიგრაციაში – თუ გენატრებათ დედა, მამა, ნათესავები, წადით არჩევნებზე

„მე ვარ დავით ალექსიძე, გორში დავიბადე და გავიზარდე. თბილისში სამედიცინო უნივერსიტეტი დავამთავრე, რამდენიმე წელი საქართველოში ექიმად ვმუშაობდი. ერთ დღეს კი ავდექი და წამოვედი ბერლინში, ევროპული ცხოვრება მინდოდა, არ ვიყავი ყოველდღიურობით კმაყოფილი – იმით, რაც საქართველოში ხდებოდა. ეს იყო მთავარი მიზეზი, რატომაც წამოვედი. ვიფიქრე, რომ აქ უფრო გამიადვილდებოდა“, – ასე იწყებს თავის ამბის თხრობას დავით ალექსიძე, …

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე გადადგა

დღეს, 25 სექტემბერს, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე რამაზ ჯინჭარაძე გადადგა. თანამდებობის დატოვების შესახებ მან განცხადება საკრებულოს რიგგარეშე სხდომის ბოლოს გააკეთა. მისივე განცხადებით, ის საკრებულოს რიგით წევრად დარჩება არჩევნებამდე. ახალი თავმჯდომარის არჩევამდე თავმჯდომარის მოვალეობა, კანონის შესაბამისად, პირველმა მოადგილემ, ირაკლი თავდგირიძემ უნდა შეასრულოს. რამაზ ჯინჭარაძე „ოცნების“ უმაღლესი საბჭოს საარჩევნო სიაში იქნება. რამაზ ჯინჭარაძე ბათუმის საკრებულოში შუალედური არჩევნებით შევიდა, …

„წადით არჩევნებზე… ემიგრანტებმა განსაკუთრებული სიტყვა უნდა ვთქვათ“ – უცხოეთში მცხოვრები ქართველები

საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი თვე დარჩა. არჩევნების მოახლოების ფონზე უცხოეთში მცხოვრები ქართველები სულ უფრო ხშირად სვამენ კითხვებს, ცდილობენ გაცვალონ ინფორმაცია, ერთმანეთს შეახსენონ მნიშვნელოვანი თარიღები და ყველა გზა გამოიყენონ, რათა ბევრმა მათგანმა შეძლოს არჩევნებში მონაწილეობა. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა ფეისბუქჯგუფი „თაობები ქვეყნისთვის“. ემიგრანტები დამატებითი საარჩევნო უბნების გახსნის მოთხოვნით მართავენ აქციებსაც. ასეთი ბოლო აქცია ემიგრანტებმა 23 სექტემბერს გერმანიის …

ყველა ხმა, რომელიც დააკლდება არჩევნებს, ჩაეთვლება „ოცნებას“ – ინტერვიუ

„იმ შემთხვევაშიც კი, თუ არ წარმოგიდგენიათ ისეთი პარტია, ან პოლიტიკოსთა ჯგუფი, რომელიც ზუსტად პასუხობს თქვენს ინტერესებს, უნდა გვესმოდეს, რომ ეს არ არის მხოლოდ მთავრობის არჩევნები, ეს არის რეფერენდუმი საქართველოს დამოუკიდებლობასა და ევროპულ მომავალზე. ამიტომაც, აირჩიეთ ნებისმიერი, ვინც არ არის პირდაპირი წინაღობა ამ გზაზე, რადგან ასეთად თავი გამოავლინა „ქართულმა ოცნებამ“ – ამბობს ანალიტიკოსი გიორგი ბადრიძე. იგი …

ვინ როგორ შეიძლება გახდეს დამკვირვებელი არჩევნებზე? – ინტერვიუ

„ბევრი წუხს, რომ შეიძლება არჩევნები გაყალბდეს ან მანიპულაცია იყოს. იქ, სადაც არის ობიექტური და მომზადებული დამკვირვებელი, ამის შანსი ნაკლებია,“ – ამბობს ნინო ლომჯარია, რომელიც მოხალისე დამკვირვებლებს ელის. დამკვირვებლობის მსურველებმა განაცხადების შევსება უკვე დაიწყეს. იმიტომ, რომ 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნები განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, სამოქალაქო ორგანიზაციების დიდმა ნაწილმა წელს გადაწყვიტა, კოალიციურად დააკვირდეს არჩევნებს. სადამკვირვებლო მისიის – „ჩემი …

გაერთიანების შანსი საარჩევნო სიების წარდგენამდე 2 დღით ადრე – რას აპირებენ „ლეიბორისტები“ და სხვები

„2 დღეში მეცოდინება“, – მხოლოდ ეს მოგვწერა სოციალურ ქსელში ეკა ბესელიამ, პარტიის „სამართლიანობისთვის“ ლიდერმა. მას და კიდევ რამდენიმე პარტიას, რომელსაც ამომრჩევლის გარკვეული ნდობა აქვს, თუმცა კვლევების მიხედვით, 5%-იანი საარჩევნო ბარიერის გადალახვის პრობლემა შეიძლება შეექმნათ, ვკითხეთ: ვისთან გაერთიანდებით, ან რატომ არ ერთიანდებით? 2 დღეში ანუ 26 სექტემბერს იწურება კანონით დადგენილი ვადა, როცა ცესკოში პოლიტიკურმა სუბიექტებმა 2024 …

ხულოს იმამი ამბობს, რომ მთავრობამ მეჩეთის რესტავრაცია დაიწყო – ტენდერი არ იძებნება

საპარლამენტო არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე ხულოს ცენტრალური მეჩეთის იმამი ნუგზარ ჯორბენაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ნაცნობ-მეგობრებს ახალ ამბავს უზიარებს. იმამი წერს, რომ ხულოს ცენტრალური მეჩეთის რესტავრაცია იწყება და მეტი დამაჯერებლობისთვის ამ ინფორმაციას თან ურთავს ფოტოს, სადაც ჩანს, რომ მეჩეთში ის აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან თორნიკე რიჟვაძესთან, საქართველოს ექსპრემიერთან, ირაკლი ღარიბაშვილთან, დეპუტატ ანზორ ბოლქვაძესთან და ხულოს მერთან, ვახტანგ …

„პრობლემებზე არ საუბრობენ, ცდილობენ შექმნან მტერი“ – რა ხდება ხულოში არჩევნების წინ

არჩევნებამდე ერთი თვით ადრე რა ხდება ხულოში? როგორია მოსახლეობის განწყობა? როგორ მუშაობს აქ მმართველი პარტია და ოპოზიცია? – ამ თემაზე „ბათუმელები“ ნესტან ანანიძეს ესაუბრა, იურისტს, აქტივისტსა და „სოლიდარობის თემის“ თანადამფუძნებელს. ნესტან, თქვენი დაკვირვებით, როგორ მუშაობს მმართველი პარტია ხულოში? ძირითადად, საჯარო კრიტიკას ერიდება ხალხი, თუმცა საზოგადოებაში აშკარაა, რომ მმართველი ხელისუფლების მიმართ დიდი უკმაყოფილება და იმედგაცრუებაა. აშკარაა …

„ჩინჩალაძე და მურუსიძე სისტემიდან წავლენ“ – კიდევ რას უპირებს სასამართლო კლანს ოპოზიცია

„ვეტინგის გარეშე წარმოუდგენელი იქნება სამართლიანი პროცესის ჩატარება“, – მიიჩნევს თამარ კორძაია, პლატფორმა „ერთიანობის“ ერთ-ერთი ლიდერი. ოპოზიციური ძალების სხვა ლიდერებს ვკითხეთ: რას უპირებს სასამართლოს ოპოზიცია ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში? სასამართლოს დამოუკიდებლობისა და სამართლიანობის აღდგენა „ქართული ოცნების“ მთავარი დაპირება იყო 12 წლის წინ. თუმცა ბიძინა ივანიშვილი სასამართლო კლანის ლიდერს, ლევან მურუსიძეს გაურიგდა, ხოლო პრემიერმა ღარიბაშვილმა გვითხრა: „მურუსიძე და …

ისინი ღმერთკაცები, ოლიმპიელები არიან, პოლიტიკაში მათი წასვლა კი იმედგაცრუებაა – სტუდენტი გერმანიიდან

მე ვარ ვასილ ონიანი. სტუდენტი. ბერლინში ვსწავლობ ფილოსოფიას. ვარ მოყვარული მოკრივე, აქტივისტი და ორგანიზაცია „გზის“ ერთ-ერთი წევრი. ჩვენი ორგანიზაცია საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ირეკლავს და შემდეგ ამ ინფორმაციებს გერმანელ საზოგადოებას აწვდის. როდესაც რუსული კანონი მიიღეს, ჩვენ მივიჩნიეთ, რომ ეს მოვლენები გერმანიაშიც უნდა გაშუქებულიყო. უნდა აგვეხსნა გერმანული საზოგადოებისთვის, თუ რატომ იყო საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების დახმარება მნიშვნელოვანი. შესაბამისად, …

„გერმანიაში 42 000 ქართველია. ტყუილია, რომ ხმის მიცემისას პოლიცია მოვა“ – რას აკეთებს „გზა“ ბერლინში

„გზა“ – ბერლინში დაფუძნებულმა ამ ორგანიზაციამ უკვე არაერთი აქცია გამართა, როგორც რუსული კანონის წინააღმდეგ, ისე უკრაინის მხარდასაჭერად. ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი, გიორგი კაკაბაძე სტუდენტია – ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტში სწავლობს ისტორიას და „მეხსიერების პოლიტიკას“ იკვლევს. გიორგის მსგავსად გაგა გოგოლაძეც აქტიურადაა ჩართული ორგანიზაციის საქმეებში. გაგაც სტუდენტია და მისი კვლევის სფერო საერთაშორისო ურთიერთობებია – ამჟამად ბერლინის სენატის პროექტზე მუშაობს. …

„ოცნების“ კანდიდატის სოფელი, სადაც მეზობლებს ლაპარაკს უკრძალავენ – „რამით უკმაყოფილო ვინ არის?“ | ვიდეო

„წინა არჩევნებზეც გვპირდებოდნენ წყალს, მაგრამ დაპირება არც ერთხელ არ შესრულდა,“ – ამბობს მარინა სურმანიძე და ჭახრაკის თვალს ატრიალებს. ის ქობულეთში, ქვედა კვირიკეში ცხოვრობს. ამ სოფელში სასმელ წყალს ქალაქიდან ან წყაროდან ეზიდებიან. ონკანში კი წყალი, რომელიც სასმელად არ ვარგა, დღეში მხოლოდ 1-2 საათით მოედინება. მარინა სურმანიძე გვიყვება, ნახევარი საათია საჭირო, ერთი ბოთლი რომ გავავსო ჭახრაკზე, შინ …

„ემიგრანტებმა პარტიებს გავუგზავნეთ შეკითხვები. ერთმა გვიპასუხა“ – ინტერვიუ აშშ-ი მცხოვრებ ექიმთან

„ემიგრანტები ყურადღების ცენტრში როდის ექცევიან? ძალიან იშვიათად. ჩვენ არჩევნების შემდეგ ყველას დავავიწყდებით. მე ამაში დარწმუნებული ვარ. მაგრამ უნდა ვასწავლოთ პოლიტიკურ პარტიებს, რომ აუცილებელია უკეთესი ურთიერთობა, სამოქალაქო საზოგადოებას უნდა მოგვაქციონ ყურადღება. მთავრობის გაგრძელება კი არ უნდა იყოს ხალხი, ხალხის გაგრძელება უნდა იყოს მთავრობა“, – ამბობს “ბათუმელებთან” აშშ-ში მცხოვრები ქართველი ექიმი ვასილ ცისკარიშვილი. ვასილ ცისკარიშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში პირველად …

რატომ რთავენ ცნობილ სპორტსმენებს პოლიტიკაში არადემოკრატიული რეჟიმები – ინტერვიუ

„ისინი [არადემოკრატიული რეჟიმები] სულ უფრო მეტად უყურებენ სპორტს, როგორც შესაძლებლობას თავიანთი იმიჯის გასათეთრებლად. ეს არის პროცესი, რომლის დროსაც ქვეყანა, რომელსაც აქვს განსაკუთრებით ცუდი გამოცდილება ადამიანის უფლებების შეზღუდვის კუთხით, იყენებს სპორტს, როგორც პოზიტიური სათაურების შექმნის გზას,“ – ეს მოსაზრება ფელიქს ჯაკენსის ეკუთვნის, Amnesty International-ის დიდი ბრიტანეთის კამპანიების ხელმძღვანელს. ამერიკელი მწერლის ჯონ ტუნისის თანახმად, კი ქვეყნის მართვაში …

„ლიფტში შიშით შევდივართ, წინა არჩევნებზეც დაგვპირდნენ“ – კორპუსი, სადაც „ოცნება“ ხალხს შეხვდა

„შეხვედრას დავესწარი, მაგრამ მე შეკითხვა არ დამისვამს? რა შეკითხვა უნდა დამესვა, დაპირებებს მაინც არავინ ასრულებს,“ – იმ კორპუსიდან გადმოგვძახა ქალმა, რომლის ეზოშიც რამდენიმე დღის წინ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა წინასაარჩევნოდ შეხვედრა გამართეს. ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, მათ შორის, ბათუმის მერი – არჩილ ჩიქოვანი, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე – რამაზ ჯინჭარაძე და „ქართული ოცნების“ კანდიდატი – …

„თბილისიდან მიწევს ჩამოსვლა ხმის მისაცემად“ – როგორ აპირებენ ახალგაზრდები არჩევნებში მონაწილეობას

26 ოქტომბრის არჩევნებამდე 38 დღე დარჩა. ქვეყანაში ათასობით ახალგაზრდაა, რომლებიც მათი რეგისტრაციის ადგილიდან მოშორებით, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ცხოვრობენ, სწავლობენ ან მუშაობენ. „ბათუმელებმა“ გამოკითხა ის ახალგაზრდები, რომლებიც ამჟამად თბილისში ცხოვრობენ, თუმცა აჭარის მუნიციპალიტეტებში არიან ჩაწერილები. რატომაა მნიშვნელოვანი არჩევნებზე წასვლა? როგორ აპირებთ საკუთარი არჩევანის დაფიქსირებას? – ვკითხეთ მათ. „მინდა, რომ ქვეყანა ევროპულ კურსს დაუბრუნდეს და როცა მე …

16,2-მილიონიანი ტენდერი „ოცნების“ კანდიდატის მონაწილეობით – დავაში „ბათუმის წყალი“ გაამტყუნეს

შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭომ სრულად დააკმაყოფილა „ბილდინგ-დეველოპერის“ საჩივარი ბათუმის მერიის შპს „ბათუმის წყლის“ წინააღმდეგ. გასაჩივრებული ტენდერი 16,2 მილიონი ლარითაა გამოცხადებული და მწვანე კონცხის დასახლებაში სასმელი წყლის სისტემის მოწყობას ითვალისწინებს. ტენდერში მონაწილეობს „ქართული ოცნების“ კანდიდატის, გიორგი ჭყონიას კომპანიაც. „ბილდინგ-დეველოპერ“ მომსახურებას შემსყიდველს 14,9 მილიონად სთავაზობდა, თუმცა მას დისკვალიფიკაცია მისცეს. მომდევნო პრეტენდენტი კი არის „ოცნების“ კანდიდატის და შემწირველის, …

ქუთაისში ჯერარგახსნილი ჰაბის პრეზენტაციაზე მთავრობა 496 ათას ლარს ხარჯავს 

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო 11 ოქტომბერს ქუთაისში ტექნოლოგიური ჰაბის პრეზენტაციას გეგმავს, რისთვისაც ბიუჯეტიდან 496 ათას 272 ლარს ტენდერის გარეშე დახარჯავს. ტექნოჰაბი საქართველოს პარლამენტის ადმინისტრაციის ყოფილ შენობაში უნდა განთავსდეს. მთავრობამ ჰაბის გახსნა სააგენტოს 2025 წლისთვის დაავალა – შენობაში საინჟინრო კომუნიკაციების რეაბილიტაციაა აუცილებელი, რისთვისაც 20 მილიონი ლარის სამუშაოები იქნება ჩასატარებელი. ვინაიდან წინასაარჩევნოდ ტექნოჰაბს ვერ გახსნიდა, მთავრობამ …

ტარიელ ნაკაიძის „რეგიონები საქართველოსთვის“ საარჩევნოდ შეუერთდა პარტიას – „ჩვენ“

მუსლიმთა თემის ინტერესების დამცველი საქართველოს პარლამენტში ტარიელ ნაკაიძე 26 ოქტომბრის არჩევნებზე დავით ქაცარავას შექმნილ პარტიას „ჩვენ“ უერთდება. „მე, ტარიელ ნაკაიძე, საქართველოს მოქმედი პარლამენტის წევრი და პოლიტიკური მოძრაობა „რეგიონები საქართველოსთვის“ არჩევნებზე წარმოდგენილი იქნება პარტია, „ჩვენის“ საარჩევნო ნომრით 23. მინდა დავარწმუნო საზოგადოება, პოლიტიკური პარტია „ჩვენ“ იქნება ხმა ყველა იმ მოქალაქისა, რომელთა საჭიროებები და გულისტკივილი დღემდე არ გაჟღერებულა. 26 …

ოპოზიციურმა პარტიებმა ცესკოს ქცევის კოდექსს ხელი არ მოაწერეს – „ეს არის აგდება“

ოპოზიციური პარტიები ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ შეთავაზებულ ქცევის კოდექსს ხელს არ აწერენ. მათი განმარტებით, იმ ფონზე, როცა საარჩევნო საოლქო კომისიებმა უბნებზე საკუთარ წარმომადგენლებად ნეიტრალური პირებიც კი არ დანიშნეს და მათი უმეტესობა „ოცნებასთან“ აფილირებულია, ოპოზიციური პარტიებისგან ქცევის კოდექსზე შეთანხმების მოთხოვნა სიყალბეა. გარდა ამისა, ოპოზიციური პარტიებისთვის გაუგებარია, ვის და როგორ აღასრულებს ქცევის კოდექსის კონტროლს. ცესკო პარტიებისთვის შეთავაზებული …

საქართველოდან ტვინებისა და ტალანტების გადინების საფრთხეა – სტუდენტი აშშ-დან

ავტორი: ნათია კაპანაძე ___ მარიამ ჟორჟოლიანი ფულბრაიტი სტიპენტიანტი და ბიზნესკონსულტანტია. ის წლებია ეხმარება ქართულ ბიზნეს კომპანიებს განვითარებაში და კარგად იცნობს ამ სფეროში არსებულ გამოწვევებს. ამერიკაში ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის პარალელურად, მარიამი საქართველოში მიმდინარე პროცესებსაც აქტიურად ადევნებს თვალს. მისი ქართული და ამერიკული გამოცდილებების გამო დავინტერესდით, აპირებს თუ არა მარიამი არჩევნებში მონაწილეობას და როგორ ხედავს ევროპასთან …

ცეცხლის ალში გახვევისთვის ოსებს ბოდიში უნდა მოვუხადოთ – ივანიშვილის ამ განცხადებაზე რას ამბობს ხალხი

რას ჰპირდება გახარიას პარტია პენსიონერებს

„პენსიის გაზრდა 200 ლარით, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში“, – ეს წინასაარჩევნო დაპირება პოლიტიკურ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ეკუთვნის. როგორ და რა სახსრებით აპირებს გახარიას პარტია პენსიის გაზრდას, „ბათუმელები“ ამ საკითხზე გახარიას პარტიის საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელს, ბექა ლილუაშვილს ესაუბრა. ბატონო ბექა, რას ჰპირდება პენსიონერ ამომრჩეველს „გახარია საქართველოსთვის“? „გახარია საქართველოსთვის“ აქვს წინასაარჩევნო პროგრამა ხანდაზმული მოქალაქეების მხარდაჭერის მიმართულებით. ჩვენ ხელისუფლებაში …

„ოცნების“ წევრი ვარ, შეხმატკბილებულად ვიმუშავებთ“ – ვინ დანიშნა ცესკომ ნეიტრალურ წევრებად ხელვაჩაურში

„მე ვარ „ქართული ოცნების“ წევრი 2012 წლიდან, რა თქმა უნდა, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ვარ,“ – არაფერს მალავს ედნარ მორთულაძე. ის რამდენიმე დღის წინ ხელვაჩაურის საოლქო კომისიამ #3 საუბნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ შეარჩია – „ნეიტრალურ“ წევრად. ნეიტრალური წევრი იმას ნიშნავს, რომ ვიდრე პარტიები საუბნო კომისიებში საკუთარი ინტერესების წარმომადგენლებს დანიშნავენ, საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნების მიუკერძოებლად და სამართლიანად ჩატარებისთვის, …

„ვის მოვუხადოთ ბოდიში?“ – აგვისტოს ომის გმირების ოჯახის წევრები ივანიშვილს პასუხობენ

რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირების ოჯახის წევრები ეხმაურებიან „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომ „ენმ-ის მიერ ოსების ცეცხლში გახვევის გამო, ბოდიში უნდა მოვიხადოთ“. „2008 წლის 9 აგვისტო… „ოსი ძმების“ ჩექმა გიორგის ზურგზე. ბოდიში გიორგი“, – წერს გიოგი ანწუხელიძის ცოლი, მაკა ჩიკვილაძე სოციალურ ქსელში და ფოტოს აქვეყნებს. გიორგი ანწუხელიძე საქართველოს ერვნული გმირია. 2008 წლის აგვისტოს ომის …

Exit mobile version