“განქოცდი! არ დანებდე!“ – წარწერები ბათუმის ბსუ-სთან ბულვარის დირექტორის მოადგილემ წააშლევინა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან წარწერები გამოჩნდა – „ქოცობა ტეხავს! განქოცდი! არა რუსეთს! არ დანებდე! არა რუსულ ოცნებას!“ ეს და სხვა ანტირუსული წარწერები, „ბათუმელების“ ინფორმაციით, ბსუს-თან ახალგაზრდებმა დატოვეს, რომლებიც არჩევნების შედეგებს არ ცნობენ და ამბობენ, რომ მათი ხმები მოპარულია. წარწერების წაშლა უნივერსიტეტთან მალევე დაიწყეს. ამ პროცესს პირადად ზედამხედველობდა ბათუმის ბულვარის დირექტორის პირველი მოადგილე ზაურ თურმანიძე. …

როგორ უშლიდნენ ჟურნალისტებს ხელს არჩევნების გაშუქებაში – თავდასხმა, შეურაცხყოფა, ტიტუშკები

„2024 წლის 26 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის არჩევნების გაშუქებისას ჟურნალისტებისა და ოპერატორების სამუშაო გარემო გამოირჩეოდა აგრესიით, ზეწოლით, მუქარითა და პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტებით. კრიტიკული მედიის წარმომადგენლებისთვის კენჭისყრასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების პროცესი იყო უკიდურესად მძიმე და საფრთხის შემცველი“ – წერს „მედიაომბუდსმენი“ არჩევნებზე ჟურნალისტების შეფასებაში, რომელიც დღეს, 30 ოქტომბერს გამოქვეყნდა. „მედიაომბუდსმენმა“ 2024 წლის 25 და 26 …

„ოცნებას გარდაუვალის ცოტა ხნით გადადება შეუძლია“ – ინტერვიუ

„თუ ქართული საზოგადოება რუსულ შპს-დ გადაქცევას არ დათანხმდება, მათ სერიოზული პრობლემები ექნებათ,“ – თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი დარწმუნებულია, რომ „ქართული ოცნება“ ვერ დარჩება ხელისუფლებაში, თუ საზოგადოება ხელისუფალს წინააღმდეგობას გაუწევს. სამოქალაქო ორგანიზაციის წარმომადგენლის აზრით, ივანიშვილისთვის ანგარიშგასაწევი აღარც ლეგიტიმაციის პრობლემა იქნება – დასავლეთის ქვეყნები საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში საარჩევნო დარღვევების გამოძიებას ითხოვენ. ჩანს, რომ ამ ეტაპზე …

მოვითხოვთ, ცესკომ ამომრჩეველს მისცეს წვდომა ინფორმაციაზე სად და როდის მისცა ხმა – გახარია

პარტია „საქართველოსთვის“ ხელმძღვანელი გიორგი გახარია ცესკოსგან მოითხოვს, გასაჯაროვდეს 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებზე მისული 2 76 791 ამომრჩევლის სრული ბაზა. ეს ბაზა უნდა გადაეცეს ნეიტრალურ, ობიექტურ პლატფორმას, სადაც თითოეულ ამომრჩეველს ინდივიდუალურად უნდა შეეძლოს, გადაამოწმოს შემდეგი მონაცემები: მიიღო თუ არა მონაწილეობა არჩევნებში; რომელ უბანზე მიიღო მონაწილეობა; და რომელ საათზე მისცა ხმა. „დღეს ცესკო გამოვარდა და თქვა, …

„ტიტუშკებს“ ბათუმში დისკომფორტი არავინ შეუქმნა – არჩევნები 2024

ბათუმში თითქმის ყველა საარჩევნო უბანთან იდგნენ „ოცნების“ აგიტატორები სიებით ხელში ან ისხდნენ დაბურულშუშიან მიკროავტობუსებში. ისინი პერიოდულად ინაცვლებდნენ უბნების შესასვლელებში, მათგან უმეტესობა იყო აგრესიული. ხელითაც კი იწევდნენ დამკვირვებლებისა და ჟურნალისტებისკენ, ჰქონდათ ტელეფონის წართმევის მცდელობა. ისინი დაჟინებით და აგრესიულად ურეკავდნენ ყველას, ვისი სახელისა და გვარის გასწვრივაც მონიშნული ჰქონდათ, რომ ამომრჩეველი უბანზე არ მოსულა. არც ერთი უბნის თავმჯდომარეს, …

ბათუმელი ახალგაზრდები თბილისში დაგეგმილ აქციას უერთდებიან – „არ ვეგუებით გაყალბებულ არჩევნებს“

დღეს, 28 ოქტომბერს, თბილისში დაგეგმილ აქციას ბათუმელი ახალგაზრდების ნაწილიც შეუერთდება. ბათუმელი ახალგაზრდები, რომელთაც „ბათუმელები“ ესაუბრა, ამბობენ, რომ საქართველოს პრეზიდენტის გუშინდელი ბრიფინგისა და აქციაზე გამოსვლის მოწოდების შემდეგ თავადაც გადაწყვიტეს თბილისში, აქციაზე წასვლა. ზოგიერთი მათგანი უკვე თბილისშია. „ქართულმა ოცნებამ” საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვან და გადამწყვეტ არჩევნებზე შედეგები გააყალბა. გააყალბა ხალხის ხმა და ჩაახშო სამართალი ღიად და სამარცხვინოდ, ყველა …

„დასავლეთი ხალხის რეაგირებას ელის. ჩანს, არ აპირებენ არჩევნების შედეგების ცნობას“ – ინტერვიუ

„თუ გამოჩნდა მკაფიოდ, რომ საზოგადოება არ ეგუება არჩევნების გაყალბებას, მაშინ შეიძლება ველოდოთ სანქციებს. ეს ხელისუფლება საკმაოდ ახლოს მივიდა ამ ნიშნულთან,“ – მიიჩნევს ანალიტიკოსი კახა გოგოლაშვილი. მას ვესაუბრეთ იმაზე, რეალურად რა ბერკეტი რჩება საქართველოში დემოკრატიის გადასარჩენად. პოლიტიკის ანალიტიკოსის აზრით, მაღალი საპროტესტო მუხტის შემთხვევაში, ხელისუფლება იძულებული გახდება, არჩევნების ხელახლა ჩატარებას დასთანხმდეს. კახა გოგოლაშვილის აზრით, ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებაც …

ვითხოვთ ვერიფიკაციის აპარატების და ამომრჩეველთა ერთიანი სიის აუდიტს – ენმ

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით ვერიფიკაციის აპარატების, ვერიფიკაციის დამადასტურებელი ქვითრების, ვერიფიკაციის აპარატებში არსებული სიის და ამომრჩეველთა ერთიანი სიის აუდიტს ითხოვს. „ჩვენ გვაქვს ფაქტები: ვნახეთ, რომ ვერიფიკაციის აპარატის გადატვირთვისა და გაჭედვის არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა. ვერიფიკაციის სერვერი არ კითხულობდა პირადობებს და უწევდათ ხელით შეყვანა. დარღვეული იყო სინქრონიზაცია, კერძოდ ერთსა და იმავე უბანზე განთავსებული აპარატები სხვადასხვა …

„ხმა მისცა 5-მა მარკირებულმა პირმა“ – რა დააფიქსირეს ბათუმში საარჩევნო კომისიის წევრებმა

2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში ჩატარებული არჩევნების შედეგებს ფაქტობრივად მხოლოდ „ქართული ოცნება“ აღიარებს. „არჩევნები მოპარულია“ – აცხადებენ ბარიერგადალახული პარტიები, ხოლო ადგილობრივი დამკვირვებლების განცხადებით: „კენჭისყრა უთანასწორო, ძალადობრივ, დაძაბულ გარემოში წარიმართა“ და „ცესკოს წინასწარი შედეგები არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას“. „ხმის მიცემის ფარულობა ხშირად იყო კომპრომეტირებული და ვრცელდებოდა დაშინებისა და ამომრჩეველთა ზეწოლის ცნობები“ – აცხადებს საერთაშორისო სადამკვირვებლო …

უსკო აცხადებს, რომ აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში „ოცნებამ“ ხმების 57 პროცენტი მიიღო

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის [უსკო] წინასწარი მონაცემების თანახმად, 2024 წლის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების უმრავლესობა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო. უსკო აცხადებს, რომ „ოცნებამ“ მიიღო საარჩევნო ხმების 57.43%, სულ 110 130 ხმა. აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში სულ 11 პოლიტიკური სუბიექტი მონაწილეობდა. უსკოს მიერ დათვლილი წინასწარი შედეგები ასე გამოიყურება: „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“ – …

ცესკო აცხადებს, რომ „ოცნებამ“ არჩევნებში ხმების 54 პროცენტი მიიღო – წინასწარი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემების თანახმად, საქართველოში თითქმის ყველა საარჩევნო უბანი დათვლილია და ხმათა უმრავლესობა „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო – 54.086 %, რაც 1 117 480 ხმაა. რაც შეეხება ოპოზიციურ პარტიებს, ცესკოს წინასწარი მონაცემები ასე გამოიყურება: „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“ – 10.923 % [225 680 ხმა] „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ – 10.122 % [209 …

თურქეთში მცხოვრები ემიგრანტის თქმით, ემიგრანტების ნაწილი საარჩევნო სიაში არ აღმოჩნდა

დღეს, 26 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნებზე, თურქეთში, ქალაქ სტამბოლში ხმის მისაცემად მისული ემიგრანტების ნაწილი სიაში არ აღმოჩნდა. „ბათუმელები“ ესაუბრა სტამბოლში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტს, გულნაზ დადაჰავას, რომელიც ამბობს, რომ საარჩევნო უბანზე მან და კიდევ 15-ზე მეტმა ქართველმა ემიგრანტმა ხმის მიცემა ვერ შეძლეს. „ახლა მოვედი სახლში, აზრი აღარ ჰქონდა იქ დგომას, დილიდან იქ ვარ და არანაირი შედეგი არ …

ხულოში უბანზე მისულ ამომრჩეველს მის ნაცვლად ხმა მიცემული დახვდა – საჩივრები

დაბა ხულოში, საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად მისულმა ამომრჩეველმა, თინა აბულაძემ აღმოაჩინა, რომ მის ნაცვლად ხმა სხვას ჰქონდა მიცემული. მოქალაქემ ხმის მიცემა ვერ შეძლო.  შემთხვევა 16:05 წუთზე მოხდა. საჩივარი შემთხვევის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა, ირაკლი ჯორბენაძემ დააფიქსირა. რაც შეეხება დაბა ხულოში დაწერილ სხვა საჩივრებს, მათი უმეტესი ნაწილი ეხება რეგისტრატორის მიერ ამომრჩევლისთვის ერთდროულად რამდენიმე ბიულეტენის გადაცმას. …

რეგისტრატორი გაფერადების ნაცვლად შემოხაზვისკენ მოუწოდებდა – საჩივარი ბათუმის #22 უბანზე

ბათუმში, #22 საარჩევნო უბანზე დაიწერა საჩივარი, რომელშიც დაფიქსირებულია, რომ რეგისტრატორმა რამდენჯერმე უთხრა ამომრჩეველს შემოეხაზა მისთვის სასურველი პარტია, ნაცვლად იმისა, რომ მიეცა გაფერადების ინსტრუქცია. მსგავს ფაქტის შემსწრე გახდა „ბათუმელების“ ჟურნალისტი ბათუმის #მე-13 საარჩევნო უბანზე, როცა ხმის მიცემის წინ რეგისტრატორმა მას რამდენჯერმე გაუმეორე ინსტრუქცია შეცდომით. იგივეს ამბობს ლელოს წარმომადგენელი ბათუმის მე-11 უბნიდან. თუმცა ამ უბნებზე მხოლოდ სიტყვიერი …

ბათუმში საარჩევნო უბნებთან სავარაუდოდ „ოცნების“ კოორდინატორები არიან სიებით

დღეს, 26 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნების მსვლელობისას, ბათუმში, საარჩევნო უბნებთან სავარაუდოდ „ქართული ოცნების“ კოორდინატორების მობილიზება შეინიშნება. კერძოდ, ბათუმში, 72-ე საარჩევნო უბანთან თეთრ მიკროავტობუსში, ნომრით 777, სხედან ადამიანები სიებით, რომლებიც რეკავენ ტელეფონზე, არიან აგრესიულები. მიკროავტობუსი იმყოფება საარჩევნო უბნიდან 100 მეტრის რადიუსზე ახლოს, რაც კანონდარღვევაა. შემთხვევის ადგილზე გამოძახებულია პოლიცია. კიდევ ერთი შემთხვევა დააფიქსირა „ბათუმელებმა“ ბათუმის 22-ე საარჩევნო უბანთან, …

ქუთაისის 49-ე უბნიდან საიას დამკვირვებელი გააძევეს

დღეს, 26 ოქტომბერს, ქუთაისის 59-ე ოლქის 49-ე უბნიდან ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დამკვირვებელი გააძევეს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, საიას დამკვირვებელი ითხოვდა უბანზე არსებული სარეგისტრაციო მაგიდები ისე განეთავსებინათ, რომ დამკვირვებლებს საშუალება ჰქონოდათ, რეგისტრატორების ზურგს უკან დამდგარიყვნენ. საუბნო კომისიის თავმჯდომარემ, ირმა ყურაშვილმა „ბათუმელებს“ დაუდასტურა, რომ მან ნამდვილად გააძევა საიას დამკვირვებელი – „საარჩევნო პროცესის ხელის შეშლისა და წიკვინისთვის”.  

ბათუმის #43 საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი შეფერხებული იყო

დღეს, 26 ოქტომბერს, ბათუმის #43 საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი შეფერხდა. კომისიის წევრების თქმით, პროცესი მხოლოდ რამდენიმე წუთით შეყოვნდა, თუმცა ამომრჩევლები ამბობენ, რომ ხმის მიცემის პროცესი დაახლოებით ერთი საათით იყო შეფერხებული. კომისიის წევრების განმარტებით, შეფერხების მიზეზი ხმის მთვლელ აპარატთან დაკავშირებული ტექნიკური ხარვეზი გახდა, აპარატი არ იღებდა საარჩევნო ბიულეტენებს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, საარჩევნო უბანზე პროცედურის შეფერხებასთან დაკავშირებით …

2 ბიულეტენი, დამკვირვებლის გაძევება – რა საჩივრები იწერება ბათუმის საარჩევნო უბნებზე

დღეს, 26 ოქტომბერს, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ამ დროისთვის აჭარაში ათეულობით საჩივარია დაწერილი სხვადასხვა ტიპის დარღვევებზე. „ბათუმში ხმის მიცემა დაიწყო დარღვევებით, ამ დროისთვის ჩვენი წარმომადგენლების მიერ დაწერილია 30 საჩივარი, გვაქვს საქმე ისეთ მნიშვნელოვან დარღვევებთან, როგორიცაა ამომრჩევლისთვის 2 ბიულეტენის მიცემა“ – განაცხადა „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენელმა მირდატ ქამადაძემ დღეს, დილას გამართულ ბრიფინგზე. მისივე თქმით, მსგავსი დარღვევა დაფიქსირდა …

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები დაიწყო

დღეს, 26 ოქტომბერს, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. არჩევნებში წელს 18 პოლიტიკური სუბიექტი მონაწილეობს. ესენი არიან: „ევროპელი დემოკრატები“ – 6 ქართული ოცნება – 41 „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – 8 „გირჩი“- 36 „გახარია საქართველოსთვის“ – 25 „მემარცხენე ალიანსი“ – 26 „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“ – 4 „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ – 5 „ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ – …

„ვინმე არსებობს თვეში 200 ლარად? – მე ვარსებობ“ | უსახლკაროების მორიგი შეჭრა

„მე მარტოხელა დედა ვარ, დასაქმებული ვარ და ჩემი ხელფასი 800 ლარია, ბინის ქირაში 550 ლარს ვიხდი. ვინმე არსებობს თვეში 200 ლარად? – მე ვარსებობ, შვილს ვზრდი და დედასაც ვუვლი, მაგრამ მეტი აღარ შემიძლია,“ – გადმოგვძახა ძველი სახლის ფანჯრიდან შორენა კონცელიძემ. ის ერთ-ერთ უსახლკარო ქალია, რომელიც წუხელ, ღამით 25 ადამიანთან ერთად ბათუმში, ბონის დასახლებაში, ბაზრობის გვერდით …

2024 წელს „ოცნებას“ ბიზნესმა 14 მილიონზე მეტი შესწირა

2024 წელს „ოცნებამ“ 14 მილიონ 515 407 ლარი შეაგროვა წინასაარჩევნო კამპანიის დასაფინანსებლად. ამას დაემატა ის თანხაც, რომელსაც „ოცნება“ როგორც კვალიფიციური პარტია ბიუჯეტიდან იღებს. შემოწირულების ჯამით სხვა პარტიები 2 მილიონ ლარზე ვერ ავიდნენ. შესაბამისად, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესაძლებლობა და პრაქტიკა საერთოდაც რომ დავივიწყოთ, „ოცნების“ ფინანსური უპირატესობა წინასაარჩევნო კამპანიისას 12 მილიონ ლარზე მეტია. შედარებით მეტის შეგროვება შეძლეს …

როგორ დავიცვა ჩემი ხმა? – „უბნებზეც დავრჩეთ, ეს იქნება სტიმული“

„ამომრჩევლის საარჩევნო უბნებთან დარჩენა ნიშნავს იმის ჩვენებას, რომ ჩვენ, მოქალაქეები, არავისთვის არაფრის დათმობას არ ვაპირებთ, მით უმეტეს ხმების, რომელიც ჩვენი ქვეყნის ბედს, ჩვენი შვილების მომავალს წყვეტს,“ – ამბობს გენო თებიძე, კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ბათუმში. პოლიტიკოსს ვესაუბრეთ იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამომრჩევლების საარჩევნო უბანთან დარჩენა მას შემდეგ, როცა ისინი არჩევანს გააკეთებენ? არის ეს ხმის …

მიდით არჩევნებზე, თქვენი გადასაწყვეტია, როგორი იქნება საქართველოს ხვალინდელი დღე – ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს და არჩევნებზე წასვლისკენ მოუწოდებს. „მიდით არჩევნებზე, ნურაფრის გიშინიათ. საჭიროა, რომ ამ ქვეყნის მომავალი იყოს გადაწყვეტილი თქვენი ხმით. ნურავინ დარჩება სახლში, თქვენი გადასაწყვეტია ხვალინდელი საქართველო როგორი იქნება. მადლობა ყველას, ვინც დღეს რიგში დგას იმისთვის, რომ ჩავიდეს თავის რეგიონში და იქიდან მისცეს ხმა, რადგან იქ არის ჩაწერილი. რაც არ უნდა …

ჩვენი 1 ხმით ჩავებათ სულხან-საბას, ილიას, ჯავახიშვილის, ამ თაობების ჯაჭვში – ილიაუნის რექტორი 

რატომ არის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნები საქართველოს მომავლისთვის უმნიშვნელოვანესი და რატომ წყვეტს შენი ერთი ხმა, შენი და ჩვენი ქვეყნის მომავალს? – ამ თემაზე „ბათუმელები“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, ნინო დობორჯგინიძის მოსაზრებას გთავაზობთ. „ამ წინასაარჩევნო პერიოდში, ალბათ, ყველაზე ხშირად ნათქვამი ფრაზაა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები ისტორიულია. ამ ისტორიულობას ორი მხარე აქვს: ერთია ამ არჩევნების გამორჩეული, …

ფიზიკური, ფინანსური და ორგანიზაციული რისკები – როგორია წინასაარჩევნო პერიოდი მედიისთვის

მედიაომბუდსმენი წინასაარჩევნო გარემოს შეფასებას აქვეყნებს და წერს, რომ საქართველოში ჟურნალისტური საქმიანობა მოიცავს ფიზიკურ, ფინანსურ და ორგანიზაციულ რისკებს. მედიასაშუალებები ვერ ახერხებენ ხელისუფლების მაკონტროლებელი როლის შესრულებას ხელოვნური ბარიერებისა და არასათანადო პირობების გამო. „მედიაომბუდსმენის“ გუნდი ორი თვის განმავლობაში უწყვეტად აკვირდებოდა, ახერხებდა თუ არა მედია ხელისუფლების მაკონტროლებლის ფუნქციის შესრულებას და რა პირობები იყო საქართველოში ჟურნალისტური საქმიანობისთვის. „საქართველოში ჟურნალისტების დევნა, …

ბათუმში გახარიას პარტიის ბანერი ჩამოხიეს

ბათუმში გახარიას პარტიის საარჩევნო ბანერი ჩამოხიეს. სარეკლამო ბანერი ბათუმის შემოსასვლელში იყო განთავსებული, კერძო პირის საკუთრებაში არსებული შენობის სახურავზე. როგორც პარტიაში ამბობენ, სარეკლამო ფართი პარტიას არჩევნების დღის ჩათვლით ჰქონდა ნაქირავები. „ბანერი განთავსებული იყო ქალაქის შემოსასვლელში. როგორც ჩანს ეს ძალიან აღიზიანებდათ, იმიტომ, რომ ისე ვერ შემოხვალ ბათუმში და ვერ გახვალ, ეს ადგილი თუ არ გაიარე. სწორედ ამიტომ …

„ოცნების“ კანდიდატი ბსუ-ს დაფინანსებულ შეხვედრაზე – ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება

23 სექტემბერს არჩილ ბერიძე – „ქართული ოცნების“ საპარლამენტო სიის წევრი ბათუმიდან, ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ დაფინანსებით ორგანიზებულ შეხვედრას დაესწრო და სტუდენტებს მიმართა. შეხვედრა პროექტ „დებატები 2024“-ს ფარგლებში შედგა. არჩილ ბერიძე ამის შესახებ წერს და ფოტოებს აქვეყნებს საკუთარი ფეისბუქის გვერდზე. პოსტს უფინანსებს „ქართული ოცნება“. ამ გვერდს არჩილ ბერიძე წინასაარჩევნო კამპანიისთვის იყენებს და მისი ყველა აქტივობაც …

ივანიშვილის იმედი, დასავლეთი აიძულოს გარიგება დადოს მასთან, ამცდარია რეალობას – ინტერვიუ 

ანალიტიკოსი გიორგი ბადრიძე დარწმუნებულია, რომ დასავლეთი ბიძინა ივანიშვილს დაასანქცირებს, თუ ის არჩევნების მიტაცებას ეცდება. გიორგი ბადრიძის აზრით, ფინანსური სანქცია მთავარი ბერკეტია ქვეყნის გარეთ იმისთვის, რომ საქართველოში ივანიშვილმა არჩევნების გაყალბება არ სცადოს. რა მექანიზმები არსებობს ქვეყნის შიგნით? – „ბათუმელებმა“ ინტერვიუ გიორგი ბადრიძესთან ჩაწერა, ის „რონდელის ფონდის“ უფროსი მკვლევარია. 2009-2013 წლებში გიორგი ბადრიძე საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი …

„ალბათ ციხეში ჩამსვამენ, თუ ეს მოხდა“ – პრეზიდენტის პასუხი კითხვაზე, რა იქნება თუ „ოცნება“ მოიგებს

„ალბათ იმპიჩმენტი მოხდება ჩემი და ციხეში ჩამსვამენ, თუ ეს მოხდა,“ – უპასუხა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა იტალიური გამოცემის ჟურნალისტს, რომელმაც იკითხა რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებს „ქართული ოცნება“ მოიგებს. დღეს, 24 ოქტომბერს, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „ოცნებამ“ უნდა გაიაზროს, რომ მათაც ექნებათ გონივრული, მნიშვნელოვანი რაოდენობა ხმების. უნდა შევიდეთ სხვა პოლიტიკაში. …

„ბათუმელების“ დისკუსია არჩევნების წინ – „საქართველო ირჩევს“

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე სულ ცოტა დრო რჩება. ონლაინგამოცემა „ბათუმელებმა“ არჩევნების წინ ხუთი პოლიტიკური პარტია მოიწვია დისკუსიაში მონაწილეობისთვის, თუმცა მათგან პარტიამ დისკუსიაში მონაწილეობაზე უარი თქვა. ჩვენ მოვიწვიეთ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები აჭარაში, რომ გავიგოთ: როგორია მათი ხედვა ევროპაზე, რუსეთთან ურთიერთობაზე და იმ მწვავე პრობლემებზე, რაც საქართველოს მოსახლეობას აწუხებს.

ამომრჩეველი და მოსახლეობა – ცესკო და საქსტატი ამბობს, რომ მათი მონაცემების შედარება არ შეიძლება

საქართველოში 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები ჩატარედება. მიუხედავად იმისა, რომ ვიცით ოფიციალური სტატისტიკა ქვეყანაში მცხოვრებთა და ამომრჩეველთა ერთიან სიაში მყოფი ადამიანების რაოდენობის შესახებ, შეუძლებელია იმის დადგენა, თუ რამდენი მოქალაქე იმყოფება ამ დროისთვის საქართველოში. ასეთი არც ოფიციალური სტატისტიკა არსებობს. საქართველოს რამდენი მოქალაქე ცხოვრობს საქართველოში და რამდენი იმყოფება საზღვარგარეთ ამის დადგენა, როგორც სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში აცხადებენ, მხოლოდ საყოველთაო …

„მამაკაცის რძე“ – კიდევ რა თქვა ივანიშვილმა საარჩევნო კამპანიის პროცესში

მას შემდეგ, რაც პოლიტიკაში ისევ დაბრუნდა და წინასაარჩევნო კამპანიაშიც აქტიურად ჩაერთო, ბიძინა ივანიშვილის გამონათქვამები საზოგადოებაში დიდი განხილვის საგანია. ზოგიერთი მათგანი სოციალურ ქსელში მწვავე კრიტიკის თემად იქცა, ზოგი კი ქილიკის მიზეზად. შეიძლება ითქვას, რომ მისი ყველა გამონათქვამი გადაფარა „მამაკაცის და დედაკაცის რძემ“, თუმცა ქვეყნისთვის ყველაზე აქტუალური და პრობლემურია დეზინფორმაცია „გლობალური ომის პარტიაზე“. ივანიშვილის დეზინფორმაციული გზავნილები: „ის, …

რაც უნდა უვარგისი იყოს „ოცნება“, ვერ გაბედავდა ტოტალიტარიზმის დაანონსებას – თამარ ჩხეიძე

„რაც გვქონდა პოსტსაბჭოთა პერიოდში, ისედაც დემოკრატიის ფასადი ჰქონდა, თუმცა ამ ფასადს ჰქონდა ფუნქციური დატვირთვა. დღეს „ქართული ოცნება“ გვეუბნება, რომ ამ ფასადიდანაც გამოვიდნენ და ავტორიტარიზმის კი არა, პირდაპირ ტოტალიტარიზმის დამკვიდრებას ვაპირებთო. რა თქმა უნდა, ეს არის პირდაპირ რუსული შეკვეთა,“ – ამბობს ისტორიკოსი თამარ ჩხეიძე. ის გვესაუბრა, რატომ არის დღევანდელ მოცემულობაში არჩევნებში მონაწილეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი. „ბათუმელებმა“ ისტორიკოს …

ანტიკორუფციულს „ოცნებამ“ ბათუმში 4 ოფისის გახსნაზე აცნობა, რეალურად კი ბევრად მეტი ოფისი აქვს

„ქართულმა ოცნებამ“ მიმდინარე საარჩევნო კამპანიისთვის, 27 აგვისტოდან 8 ოქტომბრამდე, ჯამში, 13 მილიონ 372 ათასი ლარი დახარჯა, საიდანაც 8 მილიონ 334 ათასი ლარი მხოლოდ რეკლამაშია გადახდილი. მმართველ პარტიას მისივე ფინანსური ანგარიშის მიხედვით, ამ დროისთვის 51 მილიონი ლარის ვალიც აქვს. ანტიკორუფციულ ბიუროში წარდგენილი ბოლო ანგარიშის მიხედვით, „ქართულ ოცნებას“ ბათუმში წინასაარჩევნოდ 4 ოფისი აქვს აღებული იჯარით. თუმცა, როგორც …

„ვითხოვთ, ცესკოს და უსკოს დაუყოვნებლივ რეაგირებას“, – ენმ-ს ბრიფინგი ბათუმში

დღეს, 23 ოქტომბერს, კოალიციამ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ ბრიფინგი გამართა. „ქართული ოცნება არიგებს ბიულეტენებს სადემონსტრაციოდ, სადაც ძირითადი პროდასავლური ოპოზიციური პარტიები არის მოხსენიებული, როგორც ომის პარტია. ვითხოვთ ცესკოსგან და უსკოსგან მოახდინონ დაუყოვნებლივი რეაგირება. ის პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც ეწევა ძალადობას პროპაგანდას, მოიხსნას რეგისტრაციიდან. ეს არის ჩვენი მოთხოვნა“, – გვეუბნება  „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ნიკა ქაშიბაძე. ქაშიბაძის …

რატომ გაქრნენ ქალები „ოცნების“ საარჩევნო კამპანიიდან

თუ „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიას გადაავლებთ თვალს, მარტივად შენიშნავთ, რომ სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული ფოტოების უდიდეს ნაწილზე, რომლებიც „ოცნების“ ამომრჩევლებთან შეხვედრას ასახავს, ამომრჩევლები ძირითადად კაცები არიან. ეს განსაკუთრებით თვალშისაცემია მაღალმთიან აჭარაში, სადაც „ოცნების“ კამპანია, მმართველი პარტიის მიერვე გამოქვეყნებული ფოტომასალის თანახმად, ფაქტობრივად, ქალების გარეშე მიმდინარეობს. მაგალითად, აი, ეს ფოტო, სწორედ ამ ტენდენციას ასახავს. ეს და სხვა ფოტოები, …

Exit mobile version