არჩევნები,მთავარი,სიახლეები

სააკაშვილი საქართველოში არ არის, ნეტა ყოფილიყო – კობახიძე

01.10.2021
სააკაშვილი საქართველოში არ არის, ნეტა ყოფილიყო – კობახიძე

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სააკაშვილის მიერ გავრცელებული ვიდეოები ყალბია და იგი საქართველოში არ იმყოფება.  ამის შესახებ კობახიძემ დღეს, პირველ ოქტომბერს განაცხადა ჟურნალისტებთან.

„სააკაშვილი საქართველოში არ არის – ეს პირველი. რაც შეეხება მეორეს, ეს ადამიანი არის კლოუნი, ამას გეუბნებოდით გუშინ, გუშინწინ, მანამდეც და ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა მის მიერ.

ნეტა ყოფილიყო საქართველოში, ამ შემთხვევაში სრულიად ქართული საზოგადოება კიდევ ერთხელ დაინახავდა, თუ როგორი კლოუნია მიხეილ სააკაშვილი და ამით საბოლოოდ დასრულდებოდა ის სიმახინჯე, რომელიც არის ქართულ პოლიტიკაში, მათ შორის პოლარიზაციის კუთხით,“ – განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი არ არის ბათუმში და ვიდეო არ არის ჩაწერილი საქართველოში.

კითხვაზე, მაშინ რა შეიძლება იყოს ამ ვიდეოების გავრცელების მიზეზი, კობახიძე ამბობს, რომ სააკაშვილს უნდა მიიწეროს ხვალინდელ არჩევნებზე ენმ-ის მიერ მიღებული ხმები.

„მე მგონი თავადაც არ არის ისეთი სულელი, რომ ეგონოს, ამით თავის მხარდამჭერებს უფრო დაამობილიზებს, ვიდრე ჩვენს მხარდამჭერებს, ეს არა მგონია იყოს მისი გათვლა. მას უფრო აწუხებს შიდაპარტიული ამბები, უნდა თავის თავზე, თავის „ფეიკზე“ მიიწეროს ის 25-პროცენტიანი შედეგი, რომელიც შეიძლება მიიღოს ამ პარტიამ არჩევნებში,“ – ამბობს კობახიძე.

დღეს, პირველ ოქტომბერს, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუქზე განაცხადა, რომ ბათუმშია და ორი ვიდეომიმართვა გაავრცელა.

მე გავრისკე ჩემი სიცოცხლეც, თავისუფლებაც და ჩამოვედი – სააკაშვილი | ვიდეო

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: